მეფის გასაჭირი

მეფის გასაჭირი

დიდი ხანია მესიზე არ დაგვიწერია. არადა, ჩვენი ნაწილია. ასე დავიწყებაც არ ივარგებს. მით უმეტეს, რომ ყოველ მეორე დღეს დაბრუნებაზე იწერება. აბსურდია, მაგრამ, იწერება მაინც, რას ვიზამთ.

პარიზელებისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ კატარული პერიოდის შემდეგ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებენ, მაინც დამაჯერებლად იმყოფებიან პირველ ადგილზე, რაც საფრანგეთის ჩემპიონატზე კარგად ნამდვილად არ მეტყველებს. ლიონელ მესის კარიერაში ასეთი ცუდი სეზონი არასდროს ჰქონია, არ ვიცი რას ელოდა მესი, როცა პარიზში გადაწყვიტა გადასვლა, (ბევრი არჩევანი ნამდვილად არ ჰქონია) მაგრამ, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სეზონის მიწურულს მის ანგარიშზე მხოლოდ ორი გოლი იქნებოდა ლიგა 1-ში. 

საფრანგეთის ჩემპიონატი განთქმულია ფიზიკური მომზადებით, საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელები, მეტწილად სწორედ საფრანგეთში იწყებენ თამაშს, შესაძლოა, აკლიათ დისციპლინა, ტაქტიკური განათლება და სხვა სიკეთეები, რომელიც ძლიერ სისტემას მოაქვს, მაგრამ, არ აკლიათ ათლეტიზმი და სწრაფგამძლეობა, თითქმის ყველა გუნდს ჰყავს საყრდენ ზონაში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც მზად არის ლიონელ მესის მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად სდიოს. 34 წლის ლიონელ მესი ასეთი ფიზიკური დატვირთვისთვის მზად არ აღმოჩნდა. ზლატანს ეს შეეძლო, მესის არა. თურმე არსებობს ფეხბურთში რაღაც ისეთი, რაც ზლატანს შეუძლია, მესის კი არა. თანამედროვე ფეხბურთში, ათლეტიზმს ძალიან დიდი როლი აქვს წარმატებაში.

გარდა ამისა, რამდენიმე მიზეზი აქვს მესის წარუმატებელ სეზონს, ჰოდა, მოდი ჩამოვუყვეთ: 

ლიდერი

ბევრ თქვენთაგანს ახსოვს როდის გამოჩნდა მესი "ბარსელონაში", გამოჩნდა მაშინ, როცა რონალდინიო კარიერის საუკეთესო სეზონებს ატარებდა. მიუხედავად ამისა, როცა მესი იყო მოედანზე, ბურთი ყველაზე ხშირად არგენტინელთან ჩნდებოდა, რონალდინიო მესის მსგავსად მუდმივად დრიბლინგით არ თამაშობდა, ძალიან უყვარდა ერთი-ორი შეხებით თამაში, ეძებდა საჭირო მომენტს დრიბლინგისთვის და როცა ეს მომენტი დგებოდა, აკეთებდა კიდეც თავის საქმეს, ეს აღნიშნეს იმ დაუვიწყარი კლასიკოს შემდეგ მადრიდელებმა, ზუსტად იცის როდის უნდა წავიდეს დრიბლინგზეო. მესის შემთხვევაში სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, მუდმივად ითხოვს ბურთს და ყველაფერი ამოკეტილი რომ იყოს დაადებს თავს და სადღაც გაძვრება, ორივე ათიანი იყო, ორივე წარმოუდგენლად ტექნიკური, მაგრამ, ძალიან განსხვავებული სტილით. რონალდინიო გავიხსენე იმიტომ, რომ ის იყო უკანასკნელი, რომელიც თამაშის ორგანიზატორი იყო მაშინ, როცა მესიც დარბოდა მინდორზე. როგორც აღვნიშნე, ბურთი ლეოსთან უფრო ხშირად ჩერდებოდა, მაგრამ, თამაშს რონი წარმართავდა. ლეო ჯერ კიდევ სწავლობდა. 

მას მერე ბევრი რამე და ვინმე შეიცვალა, ბევრი წელი გავიდა, ლეომ სისწრაფე დაკარგა, ნელ-ნელა უკან დაიწია და მოსცილდა თავის საყვარელ პოზიციას, აღარ არის ახლოს მეტოქის კართან, ამდენი წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ თამაშის წარმმართველი არ არის. კი, თითქმის ყველა შეტევა მისგან იწყება, ვერატიც შეიამხანაგა, მაგრამ, მამოძრავებელი ძალა კილიან მბაპეა, პოჩეტინო კი პსჟ-ს ათამაშებს ისეთ ფეხბურთს, სადაც სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ასეთ დროს ლეოს შანსი არ აქვს, მას აღარ შეუძლია წინ და უკან ცხენივით სირბილი, თუ ამას გააკეთებს შეტევისთვის ძალა აღარც შერჩება, (რაც ბევრჯერ ვნახეთ ამ სეზონში) თუმცა, მწვრთნელი ცალკე განსახილველია, ამ პარაგრაფში კი მბაპესა და მესის ამბავია მოსათხრობი. 

ცოტა შეაგვიანდათ ურთიერთგაგება, მაგრამ, მაინც გამოიძერწა რაღაც, მესის პასები და მბაპეს გოლები. კარგი სანახავი იყო, ერთი ეგ არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ლიგა 1 დაწყებული არ არის, რომ მოგებული აქვთ, წინა სეზონი გამარჯვებამდე ვერ მიიყვანეს, გენიოსმა მმართველებმა პოჩეტინო დატოვეს და მოხდა ის რაც მოხდა. 

როგორია იყო ნომერი მეორე? ვიღაცისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ვიღაცები საერთოდ იბადებიან იმისათვის, რომ ლიდერს ემსახურონ, მაგალითად, პატრიკ კლუივერტი, რივალდოს სამსახურში მყოფი ცხრიანი, სკოტი პიპენი, მაიკლ ჯორდანის მარჯვენა ხელი, ლიონელ მესი? მეორე ნომერი? არასდროს! წარმოუდგენელია. სანამ გვირგვინს მოირგებდა ბევრი რამის სწავლა უწევდა და სწავლობდა კიდეც, მაგრამ, სად გინახავთ მეფე გვირგვინს თავად თმობდეს? 

ეს არის უხასიათობის მთავარი მიზეზი, და არა ის, რომ პარიზში ზღვა არ არის. ეიფელი კი ერთი კვირის მერე აღარ ჩანს ისეთი ლამაზი, როგორიც პირველი ნახვისას. პარიზი მბაპეს ქალაქია. საფრანგეთი მბაპეს ქვეყანაა, პარკ დე პრენსი მბაპეს სათამაშო ეზოა, შესაძლოა, იყვირონ მესის სახელიც, მაგრამ არ იყვირებენ ისე, როგორც მბაპეს. და რა ხდება ამ დროს, როცა მეფე ხედავს, რომ მასზე მეტად სხვას ადიდებენ? მეფე ხვდება, რომ მისი დრო სრულდება. 

პოჩეტინო

"მესის გაყვანა არ შეიძლება, არასდროს", - თქვა პეპ გვარდიოლამ. სეზონის დასაწყისში პოჩეტინომ მესი რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო შეცვალა და მას მერე ყველაფერი აირია. მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, რა თქმა უნდა, მთავარ მიზეზზე უკვე ითქვა, პოჩეტინო გუნდს ათამაშებს ფეხბურთს, რომელიც მესისთვის უცხოა. იყო მოლოდინი, რომ საფრანგეთში ახალი "დრიმ თიმი" დაიბადებოდა, ამ დროს ვარსკვლავური "სვარკა" დაიბადა. ბოლო წუთებზე ძლივს გადარჩენილი მატჩები, ბოლო წუთებზე ძლივს მოგებული შეხვედრები, მბაპეს ხარჯზე მოპოვებული გამარჯვებები, გუნდი კი არა კატასტროფაა. 

თუმცა, ნუთუ თავიდანვე ცნობილი არ იყო ყველაფერი? ყველა ფეხბურთის მოყვარულმა იცის ვინ არის პოჩეტინო და როგორ ფეხბურთს თამაშობს, ერთადერთი, კატარელი ბრაზიანი კაცისთვის აღმოჩნდა გაუგებარი. წინა წელს, როცა ტუხელი გუნდიდან გაუშვეს და მის ნაცვლად პოჩე მიიყვანეს, ტუხელის თანაშემწემ თქვა, - "ასეთ იდიოტებს ცხოვრებაში არ შევხვედრილვარო", - არ ვიცი, შეიძლება სადღაც გადაამეტა კიდეც, მაგრამ, მესი-მბაპე-ნეიმარს პოჩეტინო ჩაუყენო სათავეში, ამას მოხერხება უნდა. 

ტუხელმა ლიგა მოიგო. სულ რამდენიმე თვეში. პოჩეტინო კვლავინდებურად პოჩეტინოა, რომელსაც სადავეები ხელიდან გაექცა და რომელი ჯგუფი რომელ ჯგუფს ერჩის კაცი ვერ გაიგებს, რაღაც შარლატანიზმია, რომელშიც მესიც გაეხვა, ნეიმარი ასეთ სიტუაციაში ლოგიკურია, მაგრამ მესი? არა, მესისთვის ეს სიგიჟე ზედმეტია. 

საათი დეტალების გარეშე 

წარმოიდგინეთ, - მთელი ცხოვრება ერთ რეჟიმში, დამახსოვრებულ საათში და დათვლილ წუთებში, ვარჯიში, თამაში, დასვენება, მთელი ცხოვრების რუტინა. ერთ დღესაც ყველაფერი სრულდება. მაგალითად, კრიშტიანუსთვის გარემოს შეცვლა პრობლემა არ ყოფილა, "სპორტინგიდან" - "მანჩესტერში", მერე "რეალში", "იუვეში", მერე აბსოლუტურად შეცვლილ "მანჩესტერში", მან ეს უკვე ნახა, გამოსცადა, ისწავლა. მესისთვის კი ახალი და შეუცნობელი სამყაროა, რომელსაც 34 წლის ასაკში შეეჭიდა, ეს არ არის ასაკი, როცა ასეთ გამოწვევებზე მიდიან, მაგრამ, სხვა გზა არც ჰქონდა. 

მესი იდეალურად გეგმავდა მოსამზადებელ ეტაპს. თამაშობდა რაციონალურად, იწყებდა ნელა, ხანდახან სიარულით, ნელ-ნელა უმატებდა და სადღაც სეზონის შუაში ფორმის პიკშიც შედიოდა, ახლა ყველაფერი აირია. როგორც კი პარიზში გადავიდა თავიდანვე სცადა თავის გამოჩენა, უცხო მაყურებლის წინაშე პრესინგსაც ხშირად თამაშობდა, აქ უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ვერ გაუძლებდა, გადაიწვებოდა, ემოციურად მიუდგა და არა რაციონალურად, ალბათ იმიტომ, რომ ახალი და უცხო მაყურებელი სიარულს არ აპატიებდა. საბოლოოდ მაინც ასე მოხდა, გამოფიტულმა და გადამწვარმა მესიმ მთელი სეზონი სირბილი ვერ შეძლო, სიარულზე გადავიდა და სტვენაც არ მოაკლეს. 

ოდესმე დაუსტვენიათ მესისთვის საკუთარ ქომაგებს? 

კი, არგენტინაში. 

ახალი ამბავი არ ყოფილა, თუმცა, ყოველთვის ძალიან მწარეა. თანაც, ვიცით, რომ მგრძნობიარე ადამიანია. 

რაღა დარჩა

დაბრუნებით ვერ დაბრუნდება. კონტრაქტი აქვს. ის ხალხი ასე მარტივად არავის არ უშვებს. მით უმეტეს, მბაპე გაქცევაზეა. ახლა მესისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ ჭორები გამართლდა, ჭორი კი შემდეგია, - მიდის ლეონარდო და მის ადგილს იკავებს არსენ ვენგერი, რომელიც გიჟდება მესიზე. 

მიდის პოჩეტინო და მოდის ზინედინ ზიდანი, რომელიც ასევე გიჟდება მესიზე. ყველაფერი კარგად არის. მშვენიერია. 

მაგრამ, პსჟ-ის მმარველებს რამდენად გაუჯდებათ ეს გონებაში რთული სათქმელია. 

სხვა პრობლემაც არის, ზიზუ "ბორდოში" თამაშობდა, მაგრამ "მარსელის" ფანია. აბა, "მარსელის" ფანს პსჟ-ში რა უნდა? ეს დიდი დაბრკოლებაა. როგორც ფრანგებმა თქვეს, ასეთ დროს კლუბს თავს ბოლომდე ვერ მიუძღვნი, შენი ნაწილი ყოველთვის მარსელში დარჩება. 

თუმცა, მესისთვის იდეალური სცენარია, - მბაპე მიდის, ვენგერი მოდის, ზიზუ მოდის, იკარდი მიდის, სუარესი მოდის. სათადარიგო ფორვარდად მაინც. აი, მერე გაიხარებს და მეორე სეზონიც უკეთესი გამოვა. 

მთავარი კი ნოემბერში დაიწყება! 

მუნდიალი გველის წინ. 

არგენტინა პიტბულების გუნდად ჩამოყალიბდა. არავისთან არ აგებენ. კოპა მოიგეს. ასეთი ერთსულოვანი არგენტინა მესის ეპოქაში არასდროს ყოფილა. ერთი კონკურენტი იტალიის სახით უკვე გამოაკლდათ, ეს არგენტინა ნამდვილად საპლეიოფო გუნდია, ამ ნაკრებს შეუძლია გადამწყვეტი მატჩების მოგება. 

ლეომ თქვა, მუნდიალის მერე, ბევრ რამეზე დაფიქრება მომიწევსო, ალბათ, საბოლოოდ წავა ნაკრებიდან. მერე გააჩნია სად ითამაშებს და როგორ, იქნებ 38 წლის ასაკშიც დაუძახონ მომდევნო მუნდიალისთვის, სკამზე მაინც დაჯექიო, რავიცი, დღვანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ მისთვის ბოლო მუნდიალი იქნება, ჰოდა, პსჟ ჯანდაბას წაუღია, მთელი გონებით არგენტინაზე ფიქრობს, მთავარი კონკურენტი კი საფრანგეთი იქნება, ფაქტობრივად ჩანერგილია პარიზში. 

აი ასე, ცოტა არ იყოს, აბდა-უბდად მივედ-მოვედე მეფის გასაჭირს, რაც თავში ტრიალებს გადმოვალაგე. სხვა რა ვუშველოთ? ვერაფერს ვიზამთ, მხოლოდ გამოსათხოვარი მატჩი შეგვიძლია, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნა გულდაწყვეტილმა, მომავალში დაგეგმილი გაცილება, აღარ იქნება ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყოო. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #16 29 მარტი 2022 01:40
    0
    ციტატა: barca`barca
    gio-rakitich,
    ეჰ კაი იქნებოდა ზაფხულში მარა :/ ნოემბერში იწყება მსოფლიო

    აუ მაგრად ტეხავს
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 28 მარტი 2022 22:28
    2
    მე ზუსტად ვიცი, რომ ამ დონის ფეხბურთელს ბარსაში ვერ ვნახავ, რადგან მესისნაირები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ბევრ დიდ ფეხბურთელს ჩაუცვია ბარსას მაისური, მაგრამ მესის დონის არცერთს. ჩემთვის პირადად მესი გენიოსია და სწორედ მისი დამსახურებაა, ბარსას მაღალ საფეხურზე ასვლა. მე მადლობელი ვარ მისი და ვაფასებ, რაც ბარსას გაუკეთა. იმედია ბარსაც დაუფასებს და ღირსეულად გააცილებს, თუ არადა ეს იქნება შავი ლაქა ბარსას ისტორიაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 28 მარტი 2022 17:04
    3
    ციტატა: JasoN
    არც არასოდეს არ ვიქნები არავისი პერსოფანი მათ შორის არც მესის რადგან მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ 1994 წლიდან და ბევრი სი.წარეც მახსოვს ჩემს ბავშვობაში ამ გუნდის წაგებწბიდად გადატანილი და რა თქმა უნდა ბევრი სიხარულიც და იმედი მაქვს კიდევ ბევრს ვნახავ. ჩწმი მესისადმი.უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის და მიუხედავად არ შემიძლია არ ვთქვა რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა პარიზში გადასვლით და ეს შეცდომა მის სახეზე ადვილი წასაკითხია. მე არ ვიცი მას და კლუბის მეთაურებს შორის ძაფი სად გაწყდა და ვის რა მოლოდინები ქონდა თუმცა ერთი ვიცი რომ ბარსელონა მესიმდეც არსებობდა მესის დროსაც და მის მერეც აგრძელებს არსებობას. ამ ფენომენ ფეხბურთელს კი რაც შეეხება თავს იტყუებთ ზოგზოგიერთები როდესაც ლანძღავთ და გავიწყდებათ რა სიხარულიც გაჩუქათ ოდესღაც. მესისნაირები ათასწლეულში ერთხელ იბადებიან და მადლობა თქვით რომ ეს ათასწლეული ჩვენს დროს მოხდა და ჩვენს საყვარელ კლუბში.

    მე ბარსელონას 1974 წლიდან ვგულშემატკივრობ, როცა პირველად ვნახე კრუიფის თამაში, მუნდიალზე. შეიძლება ვინმესთვის ძნელი გასაგებია, მაგრამ იმ დროს ასე მარტივად როგორც დღეს ვერ უყურებდი უცხოურ ჩემპიონატებს. უფრო ზუსტად საერთოდ ვერ უყურებდი. ისე რომ პელეც და კრუიფიც ჩვენთვის მხოლოდ მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატებზე იყო საშუალება გვენახა.
    ფანი [?]
    #13 28 მარტი 2022 15:53
    1
    ციტატა: white lions
    ჩემს აზრს დავაფიქსირებ: აქ დაიბადა გაიზარდა და გადაყვება გუნდს ხალხო არის მითი, 2009 წლიდან მოყოლებული რაც მოიგო ბარსელონამ კოპა დელ რეიზე და გამპერის თასზე მისვლამდე 60-70% ამ კაცის დამსახურებაა, დაუფასა ვინმემ? მე ვიყო უკანასკნელი რაც აგსცა იმის ნახევარი პატოვისცემაც არ მიუღია ბოლოს გუნდისგან და მითუმეტეს ფანებისგან (გარდა მცირე რაოდენობისა). მაგის დედავატირე რო თხოვა ლაპორტას 5 წლიანი კონტრაქტი და კაკრას დაასრულებდა კარიერას ხო შეიძლებოდა მიეცა? გუნდზე იფიქრაო და 38 წლოსას ვერ ათამაშებდაო უნდა თქვა ვიღაც საშუალო დონის იგროკზე. ბევრს ბოლომდე თუ ესმოდეს მესი და ბარსელონა ეს ორი რას ნიშნავს ერთმანეატისთვის მე ვიყო დემბელე. ზუსტი ექვივალენტია რონალდუს ამბის რეალთან. მესიმ თუ დაუფასა ამ გუნდს რამე საქმით დაუფასა დაუფასა კიარა გადაუფასა და ბოლოს თვითონ იმსახურებდა ორმაგს. კარიერა დაესრულებინაო არ წასულიყო სხვაგანო იძახიანო, არავინ არ გადაგყვება თუ ძმახარ რა, დაჟე მესიც კი როცა ბარსელონა ხარ, თურმე რა უნდოდა პსჟში, აბა ასე აშკარად რო გამოიყენა არჩევნებისთვის ჩათლახმა ლაპორტამ და მერე ჰოპ და კაცს ბარსელონაში ჩასული რა დაახვედრა, იდი ნა*უიო ეზეც გეტყვის. ფსიქოლოგია ისეც არ უვარგოდა და აი მაგ დღეს ლაპორტამ ისეთი არაკაცობა გაუკეთა მკთუმეტეს ასეთ მგრძნობიარე ტიპს დღემდე დამწუხრებულო დადის მოედანზე. ასე რომ მაგრა მიკვირს ზოგიერთი კულე როგორ იძახით ეგეთ რამეებს თან ვისზე.

    ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი, არ წყედება ყველაფერი კლუბის მომავალზე, ფულზე და მიზნებზე. რავი მე ასე მესმის და თქვენკ არ ვიცი. როცა ფეხბურთელს ამდენი აქვს შენთვის გაღებულო, მთელი გული და სული შემოგწირა შენ, ამოგიყვანა წუმპედან რათქმაუნდა რაიკარდის და გვარდიოლას დახმარებით, კეთილო ინებე და თუ გთხოვს ხუთ წლიამს მითუმეტეს იმ მიზნით რომ აქ დაასრულოს კარიერა და შემდეგ ზევით მოვიდეს უფრო, მიეცი რა. დემბელემ გააკეთა იმდენი სი*ობა, მუქარები და რაღაცეები წერილობითი და ახა რაღაცა შვიდი ასისტი გააძრო და ეხბეწებიან და.

    არ გეგონოთ ზერელედ ვლაპარაკობ, მესმის საიდანაც მოდიხართ, ზუსტად იგივე თემა იყო რონალდუზე, რათქმაუნდა მესი და ბარსელონა სხვა თემაა მარა არანაკლები იყო ისიც და არანაკლებ შეგვაყვარა თავი მადრიდისტებს მარა პერესმა მოინდომა პრინციპებზე შედგომა და ამბები და რონალდუ მითუმეტეს არ აპატიებდა ისეთი მენტალიტეტის და პრინციპების პატრონია მართალ, კი ვფაფხურობდით მერე სამი წელი ყველგან და ერთი ლა ლიგა ძლივს მოვიგეთ ისიც დაცვითი ფეხბურთით.

    მშენივრად მსჯელობ ჩემო მეგობარო თუმცა მესის ბარსელონასთან და რონალდუს რეალთან შედარება ერთმანეთან ვერანაირად ვერ გამოვა ერთი მარტივი მიზეზის გამო. მესი ბარსელონაში არ დაბადებულა ერთი თორე დანარჩენი ყველაფერი აქ მოხდა მისთვის. გავიხსენოთ ის ტანდაბალი ბიჭი რომელსაც ზრდის უდიდესი პრობლემა ქონდა და რომელიც არგენტინის ოლდ ბოისიდან ჩამოვიდა... რაა ცოდა გაიღო ბარსელონამ მესისთვის? რატომ გგონია რომ მესიმ კლუბისთვის უფრო მეტი გააკეთა ამ გადმოსახედიდან რომელმაც რეალურ ფეხბურთელად აქცია და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა? ეს ორი რამ ბარსა და მესი უერთმანეთოთ ეს წლები არაფერს არ წარმოადგენდნენ. რაც შეეხება რონალდუს ეგ მადრიდისტა არასოდეს ყოფილა და დაფასებაზე როდესაც მიდგება საქმე თქვენ რაული და კასილასი ვერ დააფასეთ ვინც ჭეშმარიტი მადრიდელები გყავდათ თუნდაც იგივე გუტი და მორიე ტესი რომლებიც სულ სკამს ხეხავდნენ მაგრამ უდიდესი ფეხბურთელები იყვნენ ( თუმცა რაულზე წინ ვერასოდეს ვერ დავაყენებ რეალში წინ ვერასოდეს. ეგ გამონაკლისი ნიჭის მქონე ადამინი გყავდათ ) ასე რომ ჩემო მეგობარო მთავარი დედა აზრი არის ის რომ ფეხბურთი არის უკვე ბინძური ბიზნესი და თუ საქმეს არ ჭირდები მესი კი არა სამწუხაროდ ათი მესი რომ იყო ისე მოგიცილებენ თავიდან როგორც აქ რივალდოს რონალდინიოს და თქვენთან რაულს და კასილასს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 28 მარტი 2022 15:28
    0
    სავარაუდოდ მუნდიალს მოიგებს, დალშე მეორეხარისხოვანი თემაა მეფისთვის....
    კამპ ნოუდან გაცილებას იმსახურებდა, ეგ კი ბატონო...
    1 სეზონით რომ დაბრუნდეს, როდესაც ესპაი ბარსა დასრულდება და 110 000 მაყურებლის თვალწინ გავაცილოთ, ეს უკეთესი იქნება barca-6 barca-5
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 28 მარტი 2022 13:39
    6
    დამიბრუნეთ მესი ბარსაში დამიბრუნეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #10 28 მარტი 2022 12:20
    3
    არც არასოდეს არ ვიქნები არავისი პერსოფანი მათ შორის არც მესის რადგან მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ 1994 წლიდან და ბევრი სი.წარეც მახსოვს ჩემს ბავშვობაში ამ გუნდის წაგებწბიდად გადატანილი და რა თქმა უნდა ბევრი სიხარულიც და იმედი მაქვს კიდევ ბევრს ვნახავ. ჩწმი მესისადმი.უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის და მიუხედავად არ შემიძლია არ ვთქვა რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა პარიზში გადასვლით და ეს შეცდომა მის სახეზე ადვილი წასაკითხია. მე არ ვიცი მას და კლუბის მეთაურებს შორის ძაფი სად გაწყდა და ვის რა მოლოდინები ქონდა თუმცა ერთი ვიცი რომ ბარსელონა მესიმდეც არსებობდა მესის დროსაც და მის მერეც აგრძელებს არსებობას. ამ ფენომენ ფეხბურთელს კი რაც შეეხება თავს იტყუებთ ზოგზოგიერთები როდესაც ლანძღავთ და გავიწყდებათ რა სიხარულიც გაჩუქათ ოდესღაც. მესისნაირები ათასწლეულში ერთხელ იბადებიან და მადლობა თქვით რომ ეს ათასწლეული ჩვენს დროს მოხდა და ჩვენს საყვარელ კლუბში.
    გულშემატკივარი [?]
    #9 28 მარტი 2022 12:17
    6
    ROUCH,
    შენ თუ ფეხბურთი გესმოდეს გეფიცები რაა,,მესი რადგანაცუბრალოთ თამასა აქვს ზედმეტად აწეულიდამაგის გამო ითხოვენ მისგან ზედმეტათ მეტს,თუ უყურებ თამაშებს გეცოდინება რასაც აკეთებს,ვერ გააქვს მაგრამ მაინც ყველაზე მეტს აკეთებს,იჭერს ბურთს ანაწილებს საგოლეებს არიგებს,უბრალოთ ეს მესია და ყველა მეტს ითხოვს,აბა ვინმე სხვა იყოს მაგალითად დებრუინი ან ვინმე ნახ მცველი იტყვიან მაგრათ აკონტროლებს და საკაიფო პასების აკეთებს და ძაან მაგარია და ყველა გუნდი დაუწყებდა ჩალიჩს,ხალხო მესი თქვენ მართლა უცხოპლანეტელი ხომ არ გგონიათ დაბერდა შეიგნეთ და ნუღარ ელოდებით იმასრო იგივეს იზამს,უბრალოდ მიიღეთ ის რასაც აკეთებს და მე ვიცი მესიმ რაც არ უნდა ქნას მოედანზე მისი მოქმედებები 60 წლის ასაკში საუკეთესო იქნება,სირცხვილია სადაც ადამა ტრაორე დემბელეს და ღირსების მაზილაობას და წვალება უყურებთ აი გაფიცებთ როგორ იძახით რო მესის დაბრუნება არ მინდაო,ალბათ ფეხბურთი არ გიყვართ და მხოლოთ იმაზე ფიქრობთ როგორ დააკნინოთ ვიღაცა ამ მომენტში მესი,მაგრამ თან გულის სიღრმეში იცი რომ ძაან ძაან მაგარი იქნება რო მოვიდეს,მაგრამ ქართველი ფანების უმეტესობა ხომ ასეთია ბოღმიანი ღვარძლიანი და ბოროტი ვისაც სხვისი წარმატების შურს, მე დიდი სიამოვნებით ვნახავდი მესის ქამბექს ოღონდ ის უნდა შეეგუოს რო მომენტ ნახევარ ტაიმს ითამაშებს ან ვაფშე დაისვენებს ხოლმე მაგაზე დამიჯერეთ არ ექნება პრობლემა ჩავი რამენაირათ გაუიასნებს მეგობარს თქვენ ნუ ნერვიულობთ,ცოტა მოიცადეთ ადამა და დემბელეს რო დაგტოვებთ და ტორესზე იქნებით დამოკიდებული მერე ლუკ დეიონგსაც ინატრებთ,ვგიჟდები მესიზე როგორ ამბობთ ასეთებს,შეიძლება ნაწილობრივ რაღაცეებში მართალი იყოთ მაგრამ ეს მესია ხალხო მესიიიი ჩვენი ლეგენდა და დიდი ადამიანი და ეს სანამ კარიერას დაამთავრებს სულ რომ ზამენაზე იჯდეს იქაც კი ხელფასს იმსახურებს თანაც ყველაზე მეტს,რაც ამ კაცმა გააკეთა აი ნახავთ თუ ასე ვინმემ შეძლოს გამორიცხულია და დააფასეთ ეს კაცი ჩემი თხოვნაა და ნუ ამბობთ ისეთ რაღაცეებს რო ჩ ა ი ჯ ვ ა და ასეთებს ტეხავს ხალხო მესიზე საუბრობთ.

    და კიდე ფეხბურთის ხიბლი ესაა რო ადამიანები თამაშობენ,და მომენტში შეიძლება ვერ ითამაშებს და შეიძლება თამაში ჩაუტარდეს ან სეზონი ჩაუვარდება ესაა ფეხბურთი,მაშინ დავაყენოთ რობოტები და ვარბენინოთ დავაპროგრამოთ არც პენალს გამაზავენ არც ხელზე მოხვდებათ ბურთი და არც ფეხს არ მიიღებენ და ალბათ ყოველ წელს იაპონია მოიგებს ჩემპიონატებში,უყურეთ და დატკბით თუნდაც ამ უფერული მესსის სეზონით,დატკბით იმიტომ რომ უკვე სრულდება ისტორია რომელიც ღმერთის წყალობით ჩვენთან ბარსაში დაიწყო და დიდი იმედი მაქ აქვე დასრულდება და არა პარიზში ან სადმე სხვაგან.

    nika 54,
    რას ვიზამთ მეგობარო არსებობენ უმადური ადამიანები ამას მე და შენ ვერ შევცვლით, 31 წლის ვარ და 11 წლიდან ვუყურებ ბარსელონას და მე რაც მესის ბარსელონაში ყოფნამ სიამოვნება და სიამაყე მომანიჭა ამას არსდროს არ დავივიწყებ, მესი რომ გადმოვიდეს და სულ რომ ცენტრში დაჯდეს და უყუროს მე ხმას არ ამოვიღებ ოღონდ აქ ჩვენთან დაასრულოს კარიერა,თუ არა და ისტორია ბარსელონას ერთ დღესაც გააკრიტიკეს და შავი ლაქა დაგრჩება მესის აქ არ ყოფნით დაიტყვიან რო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჯერგააგდეს და შემდეგ შანსის მიუხედავათ არ დააბრუნესო ეს იქნება ისტორიის შავი ფურცელი ბარსასთვის და ეს დააზიანებს ბარსას აკადემიას და ზოგადათ ფეხბურთს წლების განმავლობაში,მოვესწრებით ამასაც აი ნახავთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 მარტი 2022 11:49
    8
    საერთოდ რატომ თვლით რო ლეომ ადრეულად დაამთავრა ფეხბურთის თამაში? კაცი 35 წლის ხდება 3 თვეში. პელემ იცით რამდენი წლისამ დაამთავრა პროფესიონალური კარიერა, როცა ნაკრებიდანაც წავიდა, სანტოსიდანაც მშობლიური გუნდიდან და ამერიკას მიაშურა ფულის საკეთებლად ნიუ-იორკის კოსმოსში. ეს 1970 წელს მუნდიალის შემდეგ მოხდა და მაშინ პელე სულ რაღაც 30 წლის იყო. მეც მერჩივნა ლეოს 30 წლის ასაკში მიეტოვებინა "დიდი" ფეხბურთი და ნერვების მოუშლელად წასულიყო მაიამში გასართობადაც და პლიაჟზე საგორაოდაც, რა არ ეკუთვნოდა? იქ არავინ არ გაამტყუნებდა "პენსიონერ" კაცს რო ტიტულებს არ დებსო. თუ პელეს გრაფიკს გავყვებით ეს ლეოსთვის 2017 წელს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვინ გაუშვა? 2017-ში კი არა 2020-ში რო დააპირა ბაიერნთან გაუბედურების შემდეგ წასვლა, ბართომეუმ ან 700 მილიონს დადებ შენს თავში ან სასამართლოში გავარჩევთო. როგორია? თითქოს ყიდვაში გადაიხადეს რამე. ახლა ვისაც არ ეზარება ლეოს ლანძღავს, ასე იყო 2014-შიც. მუნდიალის შემდეგ რო გადაწყვიტა ნაკრებიდან წასვლა. მთელი არგენტინა ეხვეწებოდა დაბრუნებას ქვეყნის პრეზიდენტიდან დაწყებული. ლანძღვა ადვილია, აგერ პარიზში რო ჩავიდა ხალხი სასტუმროს წინ იდგნენ მთელი კვირა და მესის გაჰყვიროდენ, ეხლა ლანძღავენ. ასეა მოწყობილი ქვეყანა, დრო მიდის და ხალხი ბერდება , მაგრამ არავის არ უნდა ამის დანახვა. ეს დაახლოებით იმას გავს ცირკში რო ლომი(ლეონ) ბერდება და მერე ზოპარკს აბარებენ. ვინც ლეოს აგინებს და ადრე კიდევ ჩაჯმულს ეძახდა და მოედანზე მოსეირნეს მე მგონი უნდა თავის თავს შეხედონ და დაფიქრდნენ რა გააკეთეს ამ ქვეყანაზე იმის მეათასედი რაც ლეომ ამ 20 წელიწადში. მე ბედნიერი ვიყავი მისი ყურებით და დღეს მესის პერსოფანს მეძახიან თითქოს ეს ცუდი სიტყვა იყოს და გული მწყდება რო ასე ადვილად შეუძლიათ მისი ლანძღვა. მართალი ყოფილა ის გენიოსი ვინც პირველად თქვა სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო.
    P.S. მე დღეს სიამოვნებით ვუყურებ ახალ თაობას პედრის თუ გავის, არაუხოს თუ ფრენკის და ვფიქრობ ისინი რო შევლენ ასაკში მათაც იგივე ელით?
    Culé [?]
    #7 28 მარტი 2022 10:08
    1
    ციტატა: La Pulga10
    პსჟ-ს მაინც არაფერი ეშველება,ვინც გინდა მიუყვანე.ამ კაცმა მეტი რა ქნას.ვინც უყურებს მესის თამაშს არგენტინაში საერთოდ სხვა ტიპია.ბოლომდე იხარჯება და სიხარულით თამაშობს.იმედია აწევს ამ წელს მსოფლიოს თასს და კი დახურავს ფეხბურთს.მერეც იტყვიან ვიღაც დაბოღმილები მარჯვენა ფეხით ვერ თამაშობსო,ან თავით არ იცის თამაშიო,მაგრამ მაგას მნიშვნელობა აღარ ექნება.მესის ადგილზე მსოფლიოს თუ მოვიგებდი ეგრევე არგენტინაში წავიდოდი ოლდ ბოისში 1 წელი და დავასრულებდი მერე კარიერას,ბარსელონაში გაცილებით.

    MLS-ში აპირებს კარიერის დამთავრებას, კაი ფულს გააკეთებს და წავა 😁
    გულშემატკივარი [?]
    #6 28 მარტი 2022 10:04
    4
    ეჰ მე პირადად მაგრად დამწყდება გული რომ გამოსათხოვარი მატჩი მინიმუმ მაინც არ ჩაატარონ, და უკეთესი თუ დააბრუნებენ
    Culé [?]
    #5 28 მარტი 2022 09:57
    3
    პსჟ-ს მაინც არაფერი ეშველება,ვინც გინდა მიუყვანე.ამ კაცმა მეტი რა ქნას.ვინც უყურებს მესის თამაშს არგენტინაში საერთოდ სხვა ტიპია.ბოლომდე იხარჯება და სიხარულით თამაშობს.იმედია აწევს ამ წელს მსოფლიოს თასს და კი დახურავს ფეხბურთს.მერეც იტყვიან ვიღაც დაბოღმილები მარჯვენა ფეხით ვერ თამაშობსო,ან თავით არ იცის თამაშიო,მაგრამ მაგას მნიშვნელობა აღარ ექნება.მესის ადგილზე მსოფლიოს თუ მოვიგებდი ეგრევე არგენტინაში წავიდოდი ოლდ ბოისში 1 წელი და დავასრულებდი მერე კარიერას,ბარსელონაში გაცილებით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 28 მარტი 2022 09:47
    0
    მეფე მეფეა მაგრამ ბარსელონური მზე როგორც ფეხბურთელის ჩაესვენა და ლეგენდად დარჩა, აწი მსოფლიოზე თუ გაიბრწყინა ხო კარგი და თუარა წესით ფულის გამო თუ გააგორებს ბურთს .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 მარტი 2022 09:47
    4
    პირველი მიზეზი ისა რო აქ მასზე თამააშობდნენ იქ არა. მე მაშინვე ვთქვი აქ მოდიოდბებ სადაც მესი მეფობდა იქ კი სხვის სამეფოში მივიდა. როგორც ეწერა მეფე როდის იყო გვირგვინს თმობდა ხოდა არც დაუთმო მბაპემ. მიქარ როცა ვადა ამოიწურა დროულად გაეხანგრხლივებინა და დათანხმებოდა პირველად შეთავაზებულ 2+1როგორ ეხლა იქ აქ მარა არ ქნა ვადა გაიყვანა და აიძულა ლაპორტა 5 წლიანი მიერთმია რაც ბოლოს გამოუვიდა მაგრამ ფეხი აღარ ჩაუვიდა ასე ვთქვათ. ამას ეგონა იქაც ისევ ვიმეფებო ერთი ვერ გათვალა ის ბარსა არა სუ ახატიათ რო მესი ხარ მესი კი ხარ მარა 2-3 სეზონიანი უკვე ბებერი. აქაც მაგარი ჩაქიმული ქონდა უკვე უბრალოდ ჩაჯმული გუნდის ფონზე ჩანდა მხსნელივით. მენტალურადაც გატყდა რაც მაგას პსჟსთან პენლის გამაზვის მერე დაემართა კურკლმა თავი რო გამოყო შორტის ტოტიდან. არადა შეილებოდა მაგათი მოგუდვა როგორც რეალმა აუყოლა გაუტანა 1 მეორე და მესამეც მიაწოდა ხახაში. ვიცი ბევრს არ მოგეწონებათ განსაკუთრებით მის პერსო ფანებს რაც დავწერე მარა სიმართლე ესაა თუ გინდა ფამისაჩივრეთ კიდეც რო წაიშალოს ეს კომენტარი პირველი არ იქნება რო შემოვსულვარ აბა ვინ რა დაწერა ჩემს მერე მეთქი და ჩემი კომი გამქრალი დამხვედრია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 მარტი 2022 09:10
    2
    gio-rakitich,
    ეჰ კაი იქნებოდა ზაფხულში მარა :/ ნოემბერში იწყება მსოფლიო
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    Culé [?]
    #1 28 მარტი 2022 06:33
    6
    საღოლ ფეოლა სასიამოვნოდ წასაკითხი სტატია.
    აუ ისე მუნდიალი გაასწორებს წელს თან არგენტინაც მშვენიერ ფორმაშია მესის ბოლო ენერგიას ვიხილავთ სამწუხაროდ და სავარაუდოდ და იმედია ეღირსება ნანატრ ტიტულს.
    მოკლედ ცხელი ზაფხული,ყოველდღე ლუდი და ფეხბურთი თავისი ახალ ახალი საუნდტრეკებით მაგრად გაასწორებს ოღონდ ჯერ მთავარია უკრაინაში მშვიდობა იყოს და ჩათლახი პუტინი მოიჭიმოს დონ :დდდ barca-2
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,