რეალი VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

რეალი VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

"ბარსამ" მადრიდის "რეალი" გაანადგურა. როგორც აღვნიშნეთ ბენზემას გარეშე დარჩენილმა ანჩელოტიმ საინტერესო ვერაფერი მოიფიქრა, პირიქით, ექსპერიმენტებს გადააჭარბა და ამისთვის დაისაჯა კიდეც. თამაშის დროს შენიშნავდით ცრუ ცხრიანზე აწეულ მოდრიჩს, მაგრამ, ანალიზისას აღმოჩნდა, რომ მასთან ერთად ხშირად ტონი კროოსიც შეტევაში იწევდა, მათ უკან კი ვალვერდე და კაზემირო მოქმედებდნენ, მართლაც წარმოუდგენელი ტაქტიკაა. მოგვიანებით კარლო 4-3-3-ზე გადავიდა, ბოლოს კი სამი მცველიც მოსინჯა, არცერთი ტაქტიკით არაფერი გამოუვიდა, ჩავი ყველაფრისთვის მზად იყო. 

თავის მხრივ, ერნანდესმა არჩეულ კურსს არ უღალატა, გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურად არაუხო გაამწესა ანჩელოტის ჯოკერთან, ერიკ გარსიას პირველი პასიც კარგად გამოიყენა და ჩვეული დომინაციით მიიყვანა გუნდი გამარჯვებამდე. როგორც აქამდე ვხედავდით, მარცხენა ფლანგზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს მოქმედებს ტრიო, რომელიც იდეალურ კომბინაციებს ათამაშებს. მარჯვენა ფლანგზე კი პირიქით, რაც შეიძლება დიდი დისტანცია იქმნება დემბელემდე, ან, ტრაორემდე, შეგნებულად უთმობენ სივრცეს იმისათვის, რომ სისწრაფე გამოიყენონ. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად აეწყო. 

"რეალის" შეტევები და არაუხოს გოლი

როგორც წესი, კონტრშეტევებზე გვიტევდნენ, გამოვყოფ იმ შემთხვევას, როცა ყველაფერი პიკეს შეცდომით დაიწყო, დიდი ხიფათი ამ შეტევას არ მოჰყოლია, მაგრამ, კარისკენ გაისროლეს. პირველი პასის მნიშვნელობა ძალიან დიდია, პიკეს ამ მხრივ ყოველთვის ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში შეცდა და სახიფათო შეტევაც მივიღეთ. 

მეორე ეპიზოდი გათამაშებულ კუთხურს მოჰყვა, კარგი ჩანაფიქრი იყო, ჩანს, რომ დამუშავებულია, მაგრამ "რეალის" ფეხბურთელებმა ძალიან კარგად წაიკითხეს და ალბათ ყველაზე სახიფათო შეტევაც მივიღეთ, რომელიც ვინისიუსმა გაანიავა. რაღაც მოიგონა, არ ვიცი. სულ რამდენიმე წუთში კი ვნახეთ, რომ კუთხურის ჩაწოდება სჯობია გათამაშებას, როცა საჯარიმოში არაუხო, პიკე და ობამეიანგი გყავს.

 
ობამეიანგის ქუსლი

აქამდე აქილევსის ქუსლს ვიცნობდით უარყოფით კონტექსტში, ერთ-ერთი მითის მიხედვით ქუსლი დარჩენია სუსტი, (არ დაიჯეროთ რომ მართლა ქუსლმა მოკლა, ჰომეროსი და ყველა პატიოსანი კაცი ამას უარყოფს). ახლა კი გავიცანით ობას ქუსლი, აბსოლუტურად დადებით კონტექსტში, ჯერ პირველ ტაიმში სცადა შედევრის შექმნა და პედრი მხარს უბამდე, შემდეგ კი მეორე ტაიმში შეასხა ჩანაფიქრს ხორცი, ორივე ძალიან კარგი კომბინაცია იყო და კარგია, რომ ერთ-ერთი ბოლომდე შედგა. ობაზე კი უნდა ითქვას, რომ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ავლენს შესაძლებლობებს, მათ შორის ისეთს, რომელსაც მისგან ალბათ არც ელოდნენ.

სივრცე დემბელეს

ესეც ჩავის უნარები. გარდა იმისა, რომ კუმანისგან განსხვავებით ბუსკეტსი დაგვიბრუნა, დემბელესაც ის მისცა, რასაც ფრანგი დიდხანს ელოდა, მთელი გუნდი თამაშობს ისე, რომ დემბელეს რაც შეიძლება დიდი სივრცე ჰქონდეს, ამ შემთხვევაში ანჩელოტიმ საერთოდ ვერ გაიგო ჩავი რას აკეთებდა, თითქოს მთავარი აქცენტი ბუსკეტსის ამოკეტვაზე გაკეთდა, მოდრიჩი-კროოსი, ვალვერდე-კაზემიროს შორის იყო მოქცეული, ამ დროს პედრი და დე იონგი ისე მაღლა იწევდნენ, რომ მცველებს იძულებულს ხდიდნენ მათკენ გადაწეულიყვნენ, შედეგად კი დემბელე ან მარტო რჩებოდა, ან ერთი-ერთზე მეტოქესთან, ჰოდა, მიმდინარე სეზონში გადასარევად იყენებს ერთი-ერთზე მომენტებს. გრძელი პასი, ჩაწოდება, მოკლე პასი, კარში დარტყმა, ყველაფერს აკეთებს ამ მოცემულობაში.

ტრიო მარცხნივ

ჩემთვის პირადად ყველაზე სანახაობრივი ამბავია მარცხენა ფლანგის ტრიო, ეს არის მიზეზი რატომაც ტრაორე და დამბო ერთად არ თამაშობენ, "ბარსას" ფლანგები აბსოლუტურად განსხვავებული გეგმით თამაშობენ. მარცხნივ გვყავს ალბა-პედრი-ტორესის ტრიო, რომელიც იდეალურად ასრულებს "მესამეზე პასს", ორი წუთით რომ დავუშვათ ფერან ტორესის წარმატება დამაგვირგვინებელ ფაზაში, საერთოდ ზღაპრულ სურათს მივიღებთ, სხვათა შორის, თუ ფრენკის უწევს მარცხნივ თამაში, ისიც არანაკლებ კარგად ახერხებს დავალების შესრულებას.

ერიკ გარსია

ფრენკიმ მარჯვნივ ითამაშა და სხვებთან ერთად კარგი მატჩი ჩაატარა, ერთ მომენტში ისე დაუტყდა მეურვეს საერთოდ ვერც შენიშნეს, ბრწყინვალედ აითვისა თავისუფალი სივრცე, მაგრამ, აქ მთავარი მაინც ერიკ გარსიას პირველი პასი იყო, როგორც იქნა ვიხილეთ მისი ნაქები პირველი პასი, საერთოდ, გარსიას გამორჩეული მატჩი ჰქონდა. 

შეტევა გოლით არ დასრულდა, მაგრამ, კარგი სანახავი გამოდგა.

აი ასე, საათივით აწყობილი გუნდია. ჩავიმ ორივე მიმართულებით მაგრად იმუშავა, პირველ რიგში თავისივე ტაქტიკას მოარგო ფეხბურთელები, შემდეგ კი ის დავალებები მისცა თითოეულს, რომლის შესრულებაც საუკეთესოდ შეუძლიათ, ეს ურთულესი შესასრულებელია, ჩავიმ კი უმოკლეს დროში გაართვა თავი. არა მგონია ამაზე გაჩერდეს, რაც უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებს დაიმატებს, მით უფრო მრავალფეროვანი გახდება მისი ტაქტიკა.

უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩავი ინოვატორია. 

არანაკლებ კარგი მოტივატორიც. ესეც იშვიათი ამბავია. 

მისი დანიშვნის წინ აღვნიშნე, ჩავიმ თუ ვერ გაამართლა ლაპორტას მსგავსად ჩვენც მოგვეთხოვება, რადგან, ბარსამანიას აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვდა მის დანიშვნას, ჰოდა, თურმე მაგრები ვყოფილვართ თქვეკაიხალხო. რაღაც გვცოდნია, ჩავიში ეჭვი ეპარებოდათ ხელმძღვანელებს, აქ კი ეჭვი არავის შეუტანია. 

დაველოდოთ სანაკრებო პაუზის დასრულებას და მერე ვნახოთ "სევილია" რას მოგვიმზადებს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 27 მარტი 2022 00:21
    0
    ჩავი გენიოსია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 მარტი 2022 20:07
    0
    ყოველთვის ელკლასიკოსრეალი თეთრ და ბარსა ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმებით თამაშობდა და ეს კლასიკო რატომ ითამაშეს გასვლითი ფორმებით?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 მარტი 2022 16:36
    1
    მოკლედ ანჩელოტის კაი ხანი მოუწევს ფიქრი და ათასი კოლოფი საღეჭი რეზინის მონელება, რო მიხვდეს რა უქნა მის სამეფო კლუბს ჩავის ჯერ კიდევ დაუმთავრებელმა პროექტმა სახელად "მომავლის ბარსა"
    Culé [?]
    #4 25 მარტი 2022 08:40
    1
    მადლობა ფეოლაა!
    წევრი [?]
    #3 24 მარტი 2022 23:22
    2
    ციტატა: Albicelecte
    ლეგენდარული ფეოლასეული ანალიზი; სუპერთასის ფინალში ბაიერნის დამხობის შესახებ ველოდებვი მსგავსს სტატიას barca-3

    დიდი შანსია ასეთ ბარსელონამ ყველას პასუხი გასცეს.მთავარია ევროპა ლიგა მოვიგოთ და სუპერთასზე მოვიდეს ლუბოი🙃
    მაესტრო სუპერ სეზონი უნდა დადო🙂🙃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მარტი 2022 23:04
    5
    ლეგენდარული ფეოლასეული ანალიზი; სუპერთასის ფინალში ბაიერნის დამხობის შესახებ ველოდებვი მსგავსს სტატიას barca-3
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 მარტი 2022 23:03
    3
    Საოცარი მატჩი ჩავატარეთ, უპირველესად ეს ყველაფერი ჩავის დამსახურებაა, შემდეგ ფეხბურთელების, შემართებით და მონდომებით იბრძოდნენ ყველა ბურთზე, რამაც შედეგი გამოიღო, ყოჩაღ ბარსას. ეს ისიყო რისი ხილვაც გვინდოდა❤️