მატჩისშემდგომი მიმოხილვა: We are back!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: We are back!

We are back! - დაწერა მატჩის შემდეგ ჟერარ პიკემ. ასე მოკლედ. წერტილივით დასვა და ტყვიასავით დააჭედა "რეალს" შუბლში. თუმცა, ეს სიტყვები მხოლოდ მადრიდელთათვის არ იყო განკუთვნილი, პიკეს საფეხბურთო მსოფლიოსთვის აქვს გზავნილი, - "ბარსა" დაბრუნდა! 

ალბათ ხელის აწევაც სურდა მატჩის ბოლოს, მაგრამ, ნაკლები კონცენტრაციისა და მოტივაციის გამო ბევრი მომენტი გაფუჭდა, ამიტომ, ხუთი თითი "ბერნაბეუზე" ვერ აიწია. წინა 0:4 გამახსენდა, მატჩის ბოლოსკენ ძალიან მაგარი მომენტი შეიქმნა, ცარიელ კართან მუნირმა პიკეს არ დაუთმო და ააცილა. ცალკე ლუის ენრიკე გაგიჟდა სათადარიგოთა სკამზე, ცალკე პიკე მოედანზე, ენრიკეს შეეძლო იმაზე მეტი ბურთით დაემარცხებინა "რეალი" "ბერნაბეუზე", ვიდრე ეს გვარდიოლამ შეძლო, პიკეს კი უბრალოდ ხუთი თითის აწევა სურდა. 

ეგ არაფერი ჟერარ, ოთხიც ლამაზია. ოთხიც ისტორიულია.  

ვამოოოს! ვამოოოოს! - ისმოდა გასახდელში და ალბათ კიდევ ბევრი რამ ისმოდა, მაგრამ კამერა იქამდე აღარ მიუშვეს. თუმცა, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რა ამბები იქნებოდა, ჩაბარდა წარსულს სეტიენისა და კუმანის წვალება, ჩავი მოვიდა და ისტორიის წერას იწყებს, თანაც, ძალიან ლამაზი კალიგრაფიით. 

თამაშამდე აღვნიშნეთ, რომ "კლასიკოსთვის" იდეალური დრო იყო, გუნდმა თამაში იპოვა, სათამაშო ფორმა აკრიფა და მთიდან მოწყვეტილ ზვავს დაემსგავსა, რომელიც გზად ყველას და ყველაფერს ანადგურებს. არადა, ჯერ კიდევ ზამთარში, უბრალოდ ჩავის ნასროლი გუნდა იყო, - ყველა დიდი გზა პირველი ნაბიჯით იწყება. 

1-2 დღით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ბენზემა არ ითამაშებდა. ფრანგი "რეალისთვის" დიდი დანაკლისია, არა მხოლოდ სათამაშო თვალსაზრისით, გუნდს, რომ მთავარი ლიდერი გამოაკლდება მერე ყველაფერი რთულდება და სწორედ ამ დროს ენიჭება მწვრთნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩავი ერნანდესმა მასზე ბევრად გამოცდილი კარლო ანჩელოტი მიწასთან გაასწორა. კარლო ძველი სკოლის ერთადერთი წარმომადგენელია თანამედროვე ფეხბურთში, შეიძლება ითქვას უკანასკნელი მოჰიკანია. წავიდნენ სერ ალექსი და არსენ ვენგერი, ვეღარ ვხედავთ ლიპის და კაპელოს, მართალია კარლო მათზე მინიმუმ 10 წლით უმცროსია, მაგრამ, მაინც იმ თაობას ეკუთვნის და ჩავიმ ისეთ დღეში ჩააგდო, მე მგონი გაახედა კიდეც კარისკენ. 

როგორც ყოველთვის, საინტერესო იყო გადაწყვეტილება შემადგენლობასთან დაკავშირებით, წინა მიმოხილვისას ვივარაუდეთ, რომ ძირითადში არაუხო და დემბელე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ, ალვესის სკამზე დასმას არ ველოდი. საქმე იმაშია, რომ ბენზემას არყოფნაში მთელი აქცენტი ვინისიუშზე გაკეთდებოდა, ამიტომ, ჩავის არ სჭირდებოდა შეტევაში წასული ალვესი, ურუგვაელი მხეცი არჩია, რომელმაც პირველივე წუთებიდან დამაჯერებლად დაიწყო. რამხელა ნაბიჯი აქვს! ვირჯილ ვან დაიკსაც წააგავს მომენტებში, არაუხოს შემაძრწუნებელი პოტენციალი აქვს, მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტი უნდა გახდეს, თუ საჭიროა რამდენიმე ტრანსფერზე უარი უნდა ითქვას და არაუხო უნდა დარჩეს, ამაზე დავა უბრალოდ არ შეიძლება. 

დაცვაში მხეცია, შეტევაში მხეცია, ცენტრშიც, ფლანგზეც, საჭირო თუ გახდა კარშიც ჩადგება! 

გოლს კი კარლეს პუიოლიც მოუწერდა ხელს. 

ცალკეულად ფეხბურთელების გამოყოფა გაჭირდება, რადგან, ყველას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. მათ შორის ტერ შტეგენსაც, რომელსაც ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ, რაც კარში დაარტყეს ყველაფერი აიღო. განსაკუთრებით სახიფათო იყო პირველ ტაიმში ვალვერდეს დარტყმა, რომელიც კარგ ნახტომში მოიგერია. 

თუ მაინც ვინმე უნდა გამოვყო, ერიკ გარსიას გამოვყოფდი, იმიტომ, რომ ასეთ კარგ თამაშს მისგან არ ველოდი. რატომ მოხდა რომ ასე უცბად ჩავიმ ძირითად შემადგენლობაში დააწინაურა და სულ უფრო მეტად ენდობა? იმიტომ, რომ ის ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვერასდროს დავინახავთ, ჩავი ყოველ ვარჯიშზე აკვირდება ფეხბურთელებს და ხედავს მათ პროგრესს, ხან შესამჩნევად სწრაფად აისახება თამაშზე, ხან ნაკლებად, ერიკ გარსიამ საუკეთესო მატჩი ჩაატარა მას შემდეგ, რაც "ბარსას" მაისური მოირგო. არის ამ ბიჭში რაღაც. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მაგარი თამაში ჩაიწერა აქტივში, მაგრამ, "კლასიკო" ძალიან ბევრს ნიშნავს, თანაც "ბერნაბეუზე". 

თამაში დაიწყო და ინტრიგა მოკვდა "ბარსას" ტოტალური კონტროლის კვალდაკვალ. მხოლოდ მაშინ დათმო გუნდმა მოედნის ცენტრი, როცა ანგარიში 0:4 იყო. კაცი იფიქრებდა "ბარსა" ძალებს ზოგავს მომდევნო მეტოქისთვისო. არადა, სანაკრებო პაუზაზე გადის საკლუბო ფეხბურთი და ასე კარგ ხასიათზე წასვლა დამატებითი სიამოვნებაა. 

რაღაც ისეთებიც ვნახეთ, რაც უკვე ტრადიციად იქცა:

დემბელესა და ობამეიანგის იდეალური შეთამაშება, - ობამ იცის სად და როდის აწვდის დემბელე, დამბომ იცის სად და როდის გაიხსნება ობა. ასე დავწინაურდით, პრემიერლიგურად. დიდხანს ელოდა დემბელე "ბარსელონაში" ფეხბურთელს, რომელიც ასეთ ჩაწოდებებზე ითამაშებდა, აქამდე თითქოს ძალიან კარგ უნარს კარგავდა იმიტომ, რომ მეორე სართულზე და დასწრებაზე თითქმის არავინ თამაშობდა, მხოლოდ ლუის სუარესი, ისიც იშვიათად, ახლა კი მისმა ჩაწოდებებმა აზრი შეიძინა. 

ფერან ტორესის აცილებული ბურთები და გოლი, - ესეც ტრადიციად იქცა, სანამ გაგვახარებს, მანამდე გულს გვიხეთქავს, მაგრამ, როგორც ხშირად აღვნიშნავთ ეტაპობრივი პროგრესი აქვს და გაასწორებს ამ დალოცვილ მიზანსაც, პრინციპში, უკვე გაასწორა. 

ობამეიანგის გოლები, - ძალიან სასიამოვნო ტრადიცია. არ ჩერდება ობა. გააქვს და გააქვს. მესამეც შეეძლო, რამდენჯერმე თანაც, ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა, მისი პასი ცალკე გამოსაყოფია, პირველ ტაიმშიც შეასრულა ანალოგიური, რომელსაც პედრი ატარებდა და ფერანამდე აღარ მივიდა, ძალიან მაგარი სანახავი გამოდგა, მეორეში კი დახატა! საწყისიდან ბოლომდე კომბინაცია იყო დიადი "ბარსას" ესთეთიკაში! გაბონი შენით ამაყობს ობა! 

დემბელეს გაცუდებული პასები, - წინაზე შევაქე პასით თამაში ისწავლა-მეთქი და ნამდვილად ასეა. ისწავლა. უბრალოდ 0:4-ის მერე დადგა და რაღაც სიგიჟეებს აკეთებდა. ეგეც გაივლის ალბათ, ჩავის და მის სამედიცინო გუნდს ყველაფერი შეძლებია. 

დანარჩენი დეტალურად ვიდეოანალიზში, ბევრი რამ ახლებურად გამოჩნდება.

"ბარსას" სანერვიულო არაფერი აქვს. ამჟამად "რეალთან" 12 ქულა გვაშორებს. პლუს გამოტოვებული მატჩი, პოტენციურად 9 ქულა. "რეალი" ქულებს კიდევ დაკარგავს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩემპიონობაზე ფიქრი ახლა ვერ იქნება გონივრული, მაგრამ, ვანერვიულოთ მადრიდელები, ჩვენი რა მიდის?! 

შემდეგი მატჩი "სევილიასთან", სახლში! 

არ მოვიწყენთ სეზონის ბოლომდე. 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 21 მარტი 2022 22:59
    0
    დემბელე 90 წუთი ვერ ქაჩავს, მერე ჩლუნგდება, როგორც გუშინ. ეს ან 60 წუთის მერე უნდა შეცვალო ან დასვენებული შემოიყვანო მერე ტაიმში.
    მწერალი [?]
    #16 21 მარტი 2022 13:02
    0
    nika 54,
    მეორე სართულზე? მესი? 😃 ყველა ჩაწოდების მერე გინებაში ყავდათ დამბო : ) ×
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 21 მარტი 2022 11:44
    3
    კარგია რომ დემბელემ "იპოვა" ფეხბურთელი ვისაც ჩააწვდის. მესი და სუარესი მომენტებს ობამეანგზე ნაკლებად იყენებდნენ?
    და როდის იყო ბარსა ინგლისურად ჩაწოდებებზე იყო მორგებული? ბარსას კოზირი მუდამ ტიკი ტაკა იყო და ეს მოედანზე დღესაც ჩანდა. ვერც ბაიერნს და ვერც ლივერპულს ასე ჩაწოდებებით ვერ მოვუგებთ, იმიტომ რო ყველას რეალივით დირკა დაცვა არ ყავს და ეს გუშინ მშვენივრად გამოჩნდა.
    ან როდის უნდა ეთამაშა დემბელეს ასე, როცა მთელი 5 წელია ლოგინს არის მიჯაჭვული. ეთამაშა ლეოს გვერდზე უტრამვოდ და დამიჯერეთ ბევრად მეტი გოლები გავიდოდა ნებისმიერ მეტოქესთან.
    გულშემატკივარი [?]
    #14 21 მარტი 2022 11:38
    4
    წლებია ასე კარგად თამაშის მერე არ მძინებია😂
    --------------------
    •Barca forever•
    გულშემატკივარი [?]
    #13 21 მარტი 2022 10:41
    3
    ერთია სიამოვნება იყო დაცვიდან ამოსვლისას ტიკი-ტაკას ყურება.. რაც არ მომეწონა 0-4ზე უყურადღებო თამაში იყო, განსაკუთრებით დემბელესგან, ასე შეიძლება ითამაშო ელჩესთან, მაგრამ რეალთან რამდენიც შეუძლიათ იმდენი უნდა გაიტანონ. ეს მემგონი ჩავისაც არ მოეწონა, 0-4 იყო ანგარიში რომ ყვიროდა. მართლა იტანჯება როცა გუნდს ბურთი არ აქვს smile
    Culé [?]
    #12 21 მარტი 2022 10:12
    5
    ფეოლა რესფექთ კიდევ ერთხელ. იმ გრძნობით გაღვიძება რომ გუშინ რეალი გადავირტყით ძაან მომნატრებია blush მადლობა ჩავის და ბიჭებს barca-1
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    [?]
    #11 21 მარტი 2022 10:11
    7
    შტეგენი კარგი იყო. 1 სეივი, დანარჩენი კი იდეალური პასები აკეთა. 3 ისეთი პასი გააკეთა კროოს შეშურდებოდა. ან თითონ ჩავის. დიდი ფუფუნებაა ეგ უნარი. გვყავდეს კარში ახლა დე ხეა ან ობლაკი და ვნახავდით რა ცუდია მეკარე რომელსაც ორივე ფეხი მარცხენა აქვს.

    პიკე და გარსია- საოცარი პასები, რამდენიმე კარგი ართმევა, პოზიციურად სწორი და კარგი თამაში. ბურთი იდეალურად ამოქონდათ. მეტოქის კონტრებს გაუკლავდნენ. გუნდის პრესინგმა გაუადვილა საქმე. სულ მაგას ვწერდი გარსიაზე, ადრეა ამის შეფასება თქო, საშინელი თამაშები ქონდა მარა მაინც ვიცავდი, ასაკის გამო, იმ თვისებების გამო რაც ვიცი რო აქვს. კარგ გუნდში ცუდი ბიჭი არ იქნება თქო და ეგრეა ზუსტად.

    არაუხო ცალკე უნდა გამოვყო რა, არ ვიცი ძმაო ცხოველი გიჟი ლიდერი ყველაფერია, დუხია როჟა. გადამდებია ყველაფერი რასაც აკეთებს, ერთ მომენტში ალაბას მოტყუებაზე რო წავიდა (ადრეც გაუკეთებია ეგეთი რეიდი მგონი გრანადასთან) და საბოლოოდ აუტი რო შეტენა როგორ გაუხარდა თუ შეამჩნიეთ :D ისე აღნიშნა, გოლივით. ვინისიუსი ესე შეეჭამა ვინმეს არ მინახავს, პირველი მომენტის მერე საერთოდ ვეღარ გაცდა. გარდა იმისა რო რეალის ყველაზე სახიფათო კაცი ამოკეტა, წავიდა და გოლი გაიტანა. თამაშობდა მისთვის არაბუნებრივ პოზიციაზე მარა საუკეთესო იყო. ცოტა ბენზემამ დაჩაგრა 1-2 კლასიკო და მაგასაც დაუაბაროტებს დარჩეს Mთავარია. რა უნდა ქაოსში და მანჩესტერში მოუმატებენ ხელფასს, თუ ლაპორტა შემოგზავნილი არაა.

    ალბაზე რა ვთქვა, პანიკური შეტევები აღარ აქვს, ჩავის ზურგი იცავს და იმედიანადაა. კარგი იყო ალბა. თავისი ინიესტა პასები არ გაუკეთებია დღეს როგორც წინა იგრებში მარა კარგი იყო.
    ნახევარდაცვას 10 ქულა. რა პრესინგი, რა ბურთის ფლობა, ესეც ღლაპი პედრი. გააქრეს ცნობილი და გამოცდილი ტრიო რეალისა. ბუსი ექსტრაკლასია ქონდა შეცდომები მარა მაინც. ფრენკიმ კი იპოვა თავისი ადგილი. გავი ნიკო ჯერ პატარები არიან მარა ცემა ტყეპა მოასწრეს. ეს ბიჭები თავს არავის დააჩაგრინებენ.

    დემბელე - ახალი დემბელე იყო საწყის წუთებში, 2 საგოლეც დადო. აი 4-0 ზე და იმ აცილებაზე ეგრევე ძველი დემბელე გამახსენდა, 5-6 უაზრო პასი რო გააკეთა, გამაზა, ანუ ძველი დემბელე ცხოვრობს ისევ მაგის თავში ::D ზატო მაგარ მოჩეხვას გაუძლო. თუ დარჩა გამოოგვადგება მაგრად თუ არადა წავიდეს.

    ტორესი - სანამ შევაქებ ჯერ რო არ მაგინებინოს არ შეუძლია რა. მიზანი გაისწორა ერთI შეხედვით, აბა სად ნაპოლისთან რო უბრახუნებდა უაზროდ და სად გუშინ, 3 დარტყმა სამივე სახიფათო მარა მეორე მომენტი უნდა გაეტანა. საშუალო დონის იგროკმა ეგეთი არ უნდა გამაზოს. ყველაფერი ქონდა, დრო, მოტყუების საშუალება, მანევრისთვის სივრცე. მერე გამოასწორა თორე მოსაკლავი იქნებოდა.

    ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის - აქადე სად იყავი ობა. მაგაში რო გადაგვეადა 55 მილიონი ვინ იყო სიტყვის მთქმელი, 7 გოოლი უკვე ლა ლიგაში. ეჰ ეს იყოს ახლა 25 წლის. არ დავადე ჰოლანდს დაბერილ ტუჩებში?

    მოკლედ მაგარი გუნდია კი მარა მომავალ წელს ბოლომდე ოპტიმისტურად ვერ ვუყურებ ჯერ. კარგი კოლექტივია და ამათი დაშლა არ შეიძლება, აქვთ ქიმია ობა დემბელეს მარა ეს უტვინო თუ ფულის სუნს გაყვა დარტყმა იქნება ჩვენთვის ჩესნად ვთქვათ. ჭირდება ჩავის და იყენებს ფაქტია. არაუხო გავიზე ცუდად არ იმოქმედოს კონტრაქტის თემამ, იმედია მანამდე გაუხანგრძლივებენ. ობა პიკე ბუსი ასაკში შედიან, მოკლედ ტრანსფერები გვინდა რა. რო ლა ლიგა მაინც დავდოთ. რეალი არაა ლა ლიგის გუნდი, მბაპეს მისვლა კი მისცემს სტაბილურობას მარა ჩავი უფრო მოხოდავს საჩემპიონო გუნდს. ეგეც პეპივით, შიდა ჩემპიონატის მასტერი იქნება. მეტოქეს კარგად რო იცნნობს ეგ უადვილებს საქმეს. ევროტურნირებზე კიდე უცხოა ყველა მეტოქე, თითონაც თქვა ეგ. ამიტო ევროპის ლიგიდან რო გამოგვაგდონ არ გამიკვირდება. ახლა მთავარია უტრავმოდ ჩაიაროს სანაკრებომ. დაცვაში არი რესურსი მეტ ნაკლებად. ნახევარდაცვაშიც. ბუსია შეუცვლელი და ეგ კი დაასვენა ლუჩომ. აი შეტევაში რესურსის მეტი რა არი მარა ობას ტრავმა მაგრად დაგვარტყამს. დეპაი რისი მაქნისიცაა კი ვიცით
    Culé [?]
    #10 21 მარტი 2022 09:56
    3
    ჩავის ტრანსფერები დაუდონ და ახალ სეზონზე ყველაფრისთვის ვიბროლებთ საერთოდ.მთავარია შემართება,განწყობა და ჟინი შეინარჩუნონ.თავდადებაა მთავარი,როგორც ენრიკე ქადაგებს.უამრავი ახალგაზრდა გვყავს გუნდში,რომლებსაც შიათ,მგლებივით არიან და ძალიან მაგარ დროს მოვიდა მწვრთნელი,რომელმაც ამ ველაფრის გემო იცის.გენიოსია ეს კაცი უბრალოდ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #9 21 მარტი 2022 09:43
    1
    ევროპა ლიგა და მეორე ადგილი თუ ვერ დაიდო დავბრუნდითო ვერ ვეტყვი. კლასიკოს მოგება კარგი შედეგია მარა სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ მთელი სეზონი. თუ ყველაფერი კარგად წავიდა იქითა სეზონში ლა ლიგაზე გავიწევთ. საერთოდ ტრანსფერი რომ არ განხორციელდეს გუნდს ვგავართ.
    პ.ს. არაუხოს გაუხანგრძლივეთ თქვე განდონები.
    ფანი [?]
    #8 21 მარტი 2022 09:41
    5
    " რა დროს ხავია , სასწრაფოდ გვჭირდება შემდგარი მწვრთნელი , გალიარდო , ტენ ჰააგი , არსენ ვენგერი , ის რომ ყატარში მასე ათამაშებს გუნდს , სულაც არ ნიშნავს , რომ ბარსელონაშიც მასე იქნება ! " - ალბათ დღეს რამდენი ადამიანი უკან წაიღებდა ამ სიტყვებს ! ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანური გონისა და აზროვნების გენიოსთან , რომლის აზროვნება და ანალიზი , სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი ფეხბურთისათვის , იმისათვის , რომ გადარჩეს , განვითარდეს ისევ და პეპის შემდგომ , ხავის სახით კიდევ ერთი დიდი მუხტი მიიღოს . და კიდევ რამხელა რესურსი აქვს გუნდს - ინიესტა , ბუსი , პედრი , დე იონგი - ეს არის ფეხბურთის განვითარების მომავალი და მიხარია რომ ეს არასოდეს დამთავრდება . არ არსებობს ამაზე დიდი გუნდი , ეს არის კლუბი , რომელიც სასწორის როლს ასრულებს , რათა მეორე მხარეს არსებული პრაგმატული შედეგები დააბალანსოს , საფეხბურთო პერპენტურმობილე ! გილოცავთ ყველას , ვუსამძიმრებ რეალს !!!
    Culé [?]
    #7 21 მარტი 2022 08:35
    6
    ეს იყო საოცარი, ბრწყინვალე, უძაანმაგრესი თამაში და ბარსა რომელიც მიყვარს
    მწერალი [?]
    #6 21 მარტი 2022 04:01
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    მუნირი იყო ეგ და არა ალკასერი 2015/2016 წელების სეზონში პაკო არ გვყავდა

    ჩავასწორე barca-4
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 მარტი 2022 03:57
    3
    ამ სტატიას ველოდებოდი და დაიდო კიდეც,მართლაც საოცარი თამაში ჩავატარეთ და მეტიც შეგვეძლო, მოკლედ ჩავი და მთელი ბარსა დიდ იმედებს გვინერგავს
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 მარტი 2022 03:54
    7
    ფეოლა დიდებული ხარ
    --------------------
    More than a Club / MÉS QUE UN CLUB /
    მეტი ვიდრე კლუბი
    წევრი [?]
    #3 21 მარტი 2022 03:53
    5
    უდედისმსერავესი დღე იყო იქით ფორმულა 1_ ში ფერარიიი დაბრუნდაააა და გამახარეს და დღის ბოლოს ბარსაააააააამ გადააააახიააააააა ისე როგორც საჭიროააა ქვეშაჯვიათა გუნდი.... პრეტენზია რო აქვთ მსოფლიოს ნომერ პირველ გუნდობაზე და სულ მეორე ნომრად რო თამაშობეენ.... კარგია ბერნაბეუზე ჩვეული ანგარიშით მოგება
    გულშემატკივარი [?]
    #2 21 მარტი 2022 03:53
    12
    3 წელიი ველოდიი ამ დღეს 😀 ღირდა ლოდინათ 🖐
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 მარტი 2022 03:53
    0
    მუნირი იყო ეგ და არა ალკასერი 2015/2016 წელების სეზონში პაკო არ გვყავდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued