მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ნამდვილად შენ ხარ, უსმან?

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ნამდვილად შენ ხარ, უსმან?

გილოცავთ! კრიზისი დასარულებულია. გუნდმა სტაბილურობას მიაღწია. იცის რას თამაშობს და თამაშობს ძალიან მაგრად. სეზონის წინ მესის წასვლის შემდეგ რა პროგნოზები კეთდებოდა კარგად გახსოვთ, ჰოდა, პირიქით მოხდა, "ბარსა" კრიზისიდან გამოვიდა, მესი კრიზისში შევიდა, კარიერაში პირველად მოხდა ის, რაც არასდროს უგემია, თავისივე ფანებმა უსტვინეს, თუმცა, მაგაზე ცალკე, მაგაზე სხვა დროს.

დაბრუნება უნდაო ითქვა, თითქოს ახალი იყოს რამე, დაბრუნება ხომ წასვლის პირველივე დღიდან სურდა?!

დამაჯერებელი გამარჯვება

"გალათასარაისთან" მატჩის წინ კარგი გახურება გამოვიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრენკი, ტრაორე და არაუხო დაასვენა, სამივეს ძირითადში ვიხილავთ. პედრიც ნაადრევად შეცვალეს, ესე იგი, დიდი შანსია ბუსკეტსი-პედრი-დე იონგი ვიხილოთ ძირითადში. შეტევაში კი ძალიან გამიკვირდება დემბელე და ობამეიანგი რომ ვერ ვნახო, დამატებული ადამა ტრაორე, რომელიც კარგად დაასვენეს. სუპერ სწრაფი შეტევა იქნება. 

სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვიხილავს. უბრალოდ, დანი ალვესზე დაგვწყდება ტრადიციულად გული, ძალიან საჭირო კაცია მოედანზე, სადაც არ უნდა დააყენო მაინც ფლეიმეიქერივით თამაშობს, თავადაც სიამოვნებას იღებს და მაყურებელსაც მაგრად ართობს, ერთი სიამოვნება იყო მისი თამაშის ყურება, ჩამოარიგა გემრიელი პასები. არ გვეყოლება, მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ, წესით და რიგით, დესტიც საკმარისი უნდა იყოს, სამაგიეროდ, "რეალთან" მატჩისთვის კარგად მოემზადება. 

"ოსასუნასთან" მატჩს პრესინგით დავიწყებდი, მომენატრა პრესინგი პეპის სტილში, მთელი გუნდი თამაშობს არა მეტოქის შეტევის ჩაშლაზე, არამედ, ბურთის დაბრუნებაზე. ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ორ მიმართებას შორის, მაგალითად, პოჩეტინო, სიმეონე, მოურინიო და ავტობუსის სხვა მძღოლები ყოველთვის ჩაშლას არჩევენ, თანაც რაც შეიძლება სწრაფად, მაგალითად, ჯარიმის აღება, ან, აუტზე გადაგდება, გვარდიოლამ კი მოიტანა პრესინგი, სადაც მთელი გუნდი ბურთის დაბრუნებაზეა ორიენტირებული, ყოველთვის აძლევენ მეტოქეს საკმარის სივრცეს, რომ შეტევა გააგრძელონ, ოღონდ შეგნებულად თმობენ იმ სივრცეს, სადაც რიცხობრივ უპირატესობას ქმნიან, ეს დაცვის ხელოვნებაა, აქ მთელი გუნდის აზროვნების პროცესი ჩანს, რომელსაც პირველ რიგში მწვრთნელის ხელწერა აქვს. ჩავიც ამას ნერგავს და როგორც აღმოჩნდა, ნერგავს ძალიან მაგრად. "ბარსა" უსწრაფესად იბრუნებდა ბურთს, დამაგვირგვინებელ ფაზაში, რომ უკეთესად გვეთამაშა, ხუთ გატანილ ბურთსაც ავცდებოდით. 

დამბო

ყველაზე შეუსაბამო სიტყვების დაკავშირება მომიწევს, უსმან დემბელე და მახვილგონიერება. აბა, როგორია? ნორმალურია. აღარ ჟღერს ისე უცნაურად როგორც ადრე. წინა მიმოხილვებში ვწერდით, დემბელეს უკვე ეტყობა რომ თამაშის დროს ფიქრი დაიწყო, იმასაც ვწერდით, რომ პრაქტიკასთან ერთად აუცილებლად მოუმატებდა, ჰოდა, მოუმატა. გარდა ამისა, გვაჩვენა ის, რასაც მისგან არ ველოდებით ხოლმე. აქვს ჩამოვწეროთ რას ველოდებით და რას არა. 

დემბელესგან მოსალოდნელია: 

სისწრაფე

ძლიერი დარტყმა

კარგი ჩაწოდება

დრიბლინგი

არაორდინალური ქმედება, რომლისაც ბოლომდე თავადაც არ ესმის

დემბელესგან მოულოდნელია: 

მახვილგონივრული ქმედება 

აი ასე, მესის სტილში გაჭრა დაცვა და ფერან ტორესს გაატანინა. ისიც კი მოვისმინე ეგ პასი გამოუვიდაო, მაგრამ, არ მჯერა, მე მგონი, რომ ზუსტად ის გააკეთა, რისი გაკეთებაც სურდა. გარდა ამისა, მთელი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, გოლიც დაიმსახურა, მაგრამ ვერ შეაგდო, ეგ არაფერი, თურქეთში გაიტანოს თუ მაგარია, მერე მიაყოლოს "რეალიც" და "კამპ ნოუზე" ტაშით შეხვდებიან. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ ობამეიანგის მოსვლა დემბელეს მაგრად წაადგა, გერმანიაშიც მშვენიერი დუეტი ჰქონდათ და ახლაც კარგად ჩანს, რომ ერთმანეთის ესმით, არადა, მოგეხსენებათ რა რთულია დემბელეს გაგება.

ობამ ისევ გაიტანა, მაგრამ მეტის გატანა მართებდა. ფერანმა ორი შეაგდო, ხასიათზეც მოვიდა, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ ძირითად შემადგენლობაში მის ადგილს, ჯერჯერობით ვერა. ჩანს, რომ უმატებს და კარგი ამბავია, მაგრამ, დემბელე-ტრაორეს ფლანგები ორ რეაქტიული ძრავის მქონე მანქანად გვაქცევს. აი, პერსპექტივაში, ფერანს უფრო წინ დავაყენებდი. 

რა ბედნიერება ყოფილა.. არჩევანი რომ აქვს ადამიანს. 

დაბრუნებულები

დიდხანს არ გვინახავს არც მინგესა, არც პუჩი და არც ბრეითუეიტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრეითუეიტმა ლუკ სქაივოქერთან ბრძოლა დათმო, რა თქმა უნდა, ტრავმამ თავის როლი ითამაშა, მაგრამ, ლუკი ისე ათამაშდა, რომ მასთან უკვე შანსი არ აქვს, თანაც, ფაქტია, რომ ლუკ დე იონგს დამატებითი ფუნქცია შემოაქვს შეტევაში, მეორე სართულის მეფეა! 

ასევე, რიკი პუჩმა დათმო ბრძოლა პედრისთანაც და გავისთანაც. მათზე ნაკლებ ნიჭიერად არ ითვლებოდა, მაგრამ, რატომღაც ვერ განვითარდა, ერთი შეხედვით რაც ჩანს არის ის, რომ მათსავით მოაზროვნე ვერ არის, ნაღდად ვერ არის, სხვა არაფერი დაეწუნება, არც პასი, არც ტექნიკა, უფრო სწრაფადაც გადაადგილდება მოედანზე, მაგრამ, ჩავისთვის მთავარი გონებაა, და არა მხოლოდ ჩავისთვის, კუმანის არჩევანიც კარგად გვახსოვს. 

თუმცა, შემოვიდა და ძალიან მაგარი გოლი შეაგდო. იქნებ მეორე სუნთქვა გაეხსნას ამ გოლით? იქნებ თავდაჯერება იგრძნოს და სათამაშო დროც გაეზარდოს? ჩავი ამ მხრივ ძალიან სამართლიანია, ყველას აძლევს დროს, ვინც იმსახურებს.

დასასრულს, დავამატებდი, რომ ბუსკეტსი უნიკალური ფეხბურთელია. სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ამ კაცის შეცვლა შეუძლებელია. შესაძლოა, დავიმატოთ ვინმე ისეთი, ვისაც თავის უპირატესობები ექნება, მაგრამ, იგივე საქმეს ბუსკეტსივით ვერ გააკეთებს. გამორიცხულია. 

პ.ს: დეპაიმ რაც გააკეთა, ამის გამო ძირითადზე პრეტენზიას სეზონის ბოლომდე უნდა დაემშვიდობოს. მეტოქესთან სამი-ერთზე გასულები, ვარჯიშზეც კი უფრო ყურადღებით ასრულებენ საქმეს. სეზონის ბოლოს, დეპაი, ბრეითუეიტი, ლუკ სქაივოქერი აუცილებლად დაგვტოვებენ. დიდი შანსია წავიდეს დემბელე, სადღაც 60-40-ზე ალბათ, 40%-ს ვაძლევ იმიტომ, რომ ხშირად ისმის ბოლო ხანებში დარჩენა სურსო, რავიცი.. დემბელეს რას გაუგებ.. ასევე, არაფერია გადაწყვეტილი ადამა ტრაორეზე, სეზონის ბოლოს იტყვიან რჩება თუ არა. ამ შემტევებს, მხოლოდ სეზონის ბოლომდე ვადევნებთ თვალყურს, მერე დაიშლებიან, ამიტომ, თითოეული გოლი უკანასკნელ საჩუქარს ჰგავს. 

მომდევნო კვირა

ჯერ "გალა", მერე "რეალი", მერე სანაკრებო შესვენება. არ ვიცი წინ რა გველის, მაგრამ, ჩვენი გუნდის მიმართ რწმენა დამიბრუნდა, რაც არ უნდა იყოს, ხარისხიანი და ლამაზი იქნება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 14 მარტი 2022 16:13
    1
    ციტატა: CHEPE
    რასამბობთ ხალხნო ოსასუნასთან კიარა დინა კიევთან ძლივს დავარტყი კარში ლიგაზე გაიხსენეთ კარში დარტყმა არ გქვონდა სანამ მესამე და მეოთხე ტურში კიევს არ მოვუგეთ..
    და არა მარტო ლიგა ზოგადად ლალიგაში ყველა ძლიერ კლუბთან იჯვავდა კუმანის ბარსელონა ვალენსია, ბილბაო, ატლეტიკო (სიმეონეს რომ ბარსასთვის მოგება არ ჰქონდა ლალიგაში), ერთი სოსიედადს მოუგო დამაჯერებლად 1:6, ვილიარეალს ეხლაც ისევ ვუგებთ როგორც სულ, სელტა და ზოგადად კიდე ისეთი კლუბები რომელიც დაცვაშია სულ და კონტრებზე გვეთამაშება გაიხსენეთ გრანადა, ლევანტე, კადიზი, ჩამოთვლა მეზარება უკვე ვის ვერ უგებდა კუმანი და ვისთან გატეხა თამაშები წელს მინიმუმ 10 ქულით უნდა ვიყოთ ეხლა + და რეალთან თანაბრარი უნდა ვიყოთ რომ არა კუმანი

    ეგ დაავიწყდათ ასე უცებ თან ერთბაშად ! აღარ ახსოვთ რა დონეზე იყო გუნდი rage მწვრთნელად წოდებული ჩაჯმული კუმანის ხელში rage
    Culé [?]
    #13 14 მარტი 2022 14:34
    0
    მაინც შლანგია 😂🤣 ტიპს აზროვნების პრობლემა აქვს და ბურთთან შეხება ისეთი დახვეწილი არ აქვს როგორადაც გამოგყავთ ...ტრანმვა რომ არ აქვს ეგეც ჩავის დამსახურებაა და ისიც რომ თამაშობს საერთოდ..ჩავი რომ არა ახლა ლაზარეთში იწვებოდა კიდე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 14 მარტი 2022 14:05
    1
    რაც კარგია კარგია; აღარ ვაგინებ რაღაც პერიოდი
    გულშემატკივარი [?]
    #11 14 მარტი 2022 13:37
    0
    სრული მატჩის ნახვა სად შეიძლება?
    Culé [?]
    #10 14 მარტი 2022 13:35
    3
    ჩავი რომ ზაფხულში მოსულიყო, ის ტრანსფერები გაეკეთებინათ რაც უნდოდა მგონია, რომ მინიმუმ მეორეზე ვიქნებოდით თან რეალთან ახლოს, კუმანმა დაგვაკარგინა ამდენი ქულები,უბრალოდ ახლა სეზონის შუა,რომ იყოს თავისუფლად შეძლებდა რეალთან დაწევას,მაგრამ მხოლოდ 10 ტურია დარჩენილი სამწუხაროდ,სამაგიეროდ შანსი გვაქვს სევილიას გავასწროთ <33
    წევრი [?]
    #9 14 მარტი 2022 12:56
    1
    მხოლოდ მე ვფიქრობ რომ ლუკ სქაივოლქერი უბრალოდ დარჩენის ღირსია? რაც შეეხება ტრაორესა და ობას, ობა უეჭველი დარჩება😐
    ფანი [?]
    #8 14 მარტი 2022 11:51
    2
    nika 54,
    ასეთი დონის გუნდებთან კარში ზუსტი დარტყმები არგვქონდა მეგობარო და შენ რასამბობ? შეიძლება რეალთან სულაც წავაგოთ მაგრამ რასნიშნავს ეს ბარსა ძველებურად ცუდია ? 😃😃 არა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 მარტი 2022 11:01
    3
    დიდი სიამოვნებით დავეთანხმებოდი ავტორს, გუშინ რო მეტოქედ ეს არარაობა ოსასუნა არ გვყოლოდა.
    რეალთან მინიმუმ ფრეს რო მიაღწიონ მერე ნამდვილად დავიჯერებ რომ ბარსა დაბრუნდა. მანამდე კი გალას უნდა გასცდნენ, თუნდაც დამატებითში ან პენალტების სერიაში.
    ფანი [?]
    #6 14 მარტი 2022 10:44
    5
    ეჰ დემბელე რა ყვერი* ტიპს რა პროგრესი აქვს ჩავისთან ამას ვერ ხედავს ? როგორ ზრუნავს თურმე მასზე ჩავი და ეს სადმიდის ? მართლა აქვს იმის პოტენციალი რომ მბაპეს დონის ფეხბურთელი დადგეს ვნახოთ იმედია დარჩება ისეთი ხელფასით როგორსაც ვთავაზობზტ
    Culé [?]
    #5 14 მარტი 2022 10:16
    4
    ეს დემბელე ნაბი*ვარი,რომ არ იყოს დატოვებაზე დაფიქრდებოდა კაცი,მაგრამ ამორალური პიროვნებაა.ანტონის მოყვანის შანსი,თუ არსებობს,ან ნებისმიერი კარგი გარემარბის დემბელეს დატოვებაზე,არც ვიფიქრებდი.მე მაინც მგონია,რომ წავა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 მარტი 2022 04:52
    13
    მემგონი გამოთალა ხავიმ დემბელესგან სალამური
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 მარტი 2022 04:17
    4
    პუჩმა რო სავარჯიშო დარბაზში ათენ აღამოს არა აზრი მასეთი აღნაგობა აქ თორე ზარმაცი კი არაა ვერ გახდება ადამა ტრაორე და რა ქნას მაგის გამო ფეხბურთს ხო არ დაანებებს თავს. მაგას უნდა შეატევინო ბურთი გამიკონტროლეო ვერ და არც უნდა თხოვო. ფლანგზე მოვსინჯავდი მე სადაც გავი თამაშობს ხოლმე ესეც მოისინჯოს. დეპაის ფაფხურს ფლანგზე და თუნდაც ტორესისას აშკარა რო წვალობს ორივე მანდ
    გულშემატკივარი [?]
    #2 14 მარტი 2022 04:12
    21
    პირველადაა როცა არ გეთანხმები რომ ფერანის თამაშს ტრაორე დემბელეს თამაში სჯობს.

    1. მარცხენა ფლანგზე ვერც დემბოა იგივენაირად პროდუქტიული და მითუმეტეს ვერც ტრაორე

    2. არც დემბო და არც ტრაორე ჩვენი არაა. ნუ გვავიწყდება რომ ეს მოსამზადებელი სეზონია შემდეგისთვის. ეხლა გუნდს ვაშენებთ და ამ გუნდში ფერანია გარანტირებულად და არა დემბო და ტრაორე ეს კი იმას ნიშნავს რომ მცირე უპირატესობა რომც ქონდეთ დემბოს და ტრაორეს მაინც ფერანმა უნდა ითამაშოს.

    3. ზუსტად ფერანია ის მოთამაშე რომელიც დემბოსაც და ტრაორესაც საწინაარმდეგო ფლანგზე სივრცეებს აძლევს. ბარსას შეტევების მეტი ნაწილი ზუსტად ფერანი-ალბას ფლანგზე კეთდება. ფერანს აქვს უნარები შეზრუდულ სივრცეში იმუშაოს, გაიხსნას, პასი მისცეს. ეს სივრცეებს უხსნის საპირისპირო ფლანჰზე დემბელეს და ტრაორეს.

    4. ფერანს ვაკრიტიკებთ რომ ცუდი ფინიშერია არადა ამ დროს გაცილებით უარესი ფინიშერები არიან ტრაორე და დემბელე. ტრაორე ხო საერთოდ, არც კი ურტყამს პრაკქტიკულად. იცის რომ მისი არაა. დემბელეც ტოპსკორერი არც არასდროს ყოფილა. მის საუკეთესო სეზონებშიც კი მის სტატისტიკაში ასისტები სჭარბობდა.

    მოკლედ ფატის დაბრუნებამდე ფერანი უეჭველი უნდა იყოს ძირითადში.
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 მარტი 2022 04:10
    4
    ძალიან მაგარი სტატიაა, ვისიამოვნე წაკითხვით 😍