მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ნაბიჯი წინ!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ნაბიჯი წინ!

მორიგი სამი ქულა!

სანამ "ბარსა" მოიგებდა, "ატლეტიკომ" "ბეტისი" ჩამოხსნა ღრუბლებიდან. ასე რომ, მესამე ადგილზე ავინაცვლეთ, თანაც, ერთი მატჩი გვაქვს მარაგში. 

ისეთი სისწრაფით მივიწევთ მაღლა, როგორც 2003/04 წლების სეზონში, ახლაც ზამთრის შესვენებისა და სწორი ტრანსფერების შედეგად მოვუმატეთ. მაშინ მეორე ადგილზე დავასრულეთ ჩემპიონატი, სეზონის ბოლოსკენ, ჩემპიონობის შანსიც კი იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ "ბარსამ" მოუმატა, არამედ იმიტომ, რომ "რეალი" და "ვალენსია" ბევრ ქულას კარგავდნენ. ახლა არა მგონია მსგავსი რამ მოხდეს, მაგრამ პროგრამა მინიმუმს სტაბილურად მივყვებით. 

მოლოდინი ისევ ისეთი იყო, ლამაზი თამაშისა და ბევრი გოლის. ერთი გამოვიდა, მეორე არა. ბევრი გოლი ვერ ვიხილეთ იმიტომ, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ორიანზე შესრულდა დავალება. პირველ ტაიმში ამ მხრივ განსაკუთრებით დე იონგი გამოირჩა, მეორე ტაიმში კი ფერან ტორესი.

ასევე, ვიხილეთ როტაცია, კიდევ ერთხელ, ამჯერად გავი კვლავ გარემარბის პოზიციას დაუბრუნდა, ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. აშკარაა, რომ ცენტრში უკეთ გამოსდის თამაში. ერთია, რომ შემადგენლობა როტაციის საშუალებას იძლევა, მეორეა როგორ იყენებ ამ ყველაფერს. ჩავი ჯერჯერობით ჭკვიანურად განკარგავს საქმეს. 

დაცვა

დავიწყოთ იმით, რომ ალბას ტრავმა სერიოზული არ არის, როგორი მობერებულიც არ უნდა იყოს, გუნდისთვის მაინც დიდი ძალაა. "ელჩესთან" მატჩშიც კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი, საგოლე პასი მიითვალა და რომ არა ფერანის უზუსტობა, მეორე საგოლესაც ჩაიწერდა. აი, საპირისპირო ფლანგზე ალვესის ჩართვების დიდი აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან, ჯერ დემბელე დაქროდა და მერე ადამა ტრაორე, მაგრამ, ალვესი დაცვაში იყო ძალიან სუსტი, მისი დაბრუნების შემდეგ, ეს ყველაზე სუსტი თამაში გამოდგა. თითქოს უხასიათოდაც იყო, ალბათ იმიტომ, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე ზედმეტად შეიზღუდა, არც ცენტრში მანევრირების უფლება მისცეს და არც ფლანგი დარჩა ჩასართველად, ალვესი კი ის ფეხბურთელია, რომელსაც თამაშისგან სიამოვნების მიღება სურს. ეს თუ არ გამოდის, მერე პრობლემები იწყება. 

გოლის დროს დაეტყო, რომ სისწრაფე ძალიან დაკარგული აქვს, გარდა ამისა, 1-2 მომენტში კიდევ შეცდა. მოკლედ, არ ჰქონია კარგი თამაში. დაცვის ხაზში ყველაზე სუსტი იყო. პიკეს და არაუხოს კი მშვენიერი დუეტი აქვთ, თუმცა, არც მათთვის ყოფილა ეს საუკეთესო მატჩი, სამაგიეროდ, ტერ შტეგენმა გაგვახსენა თავი, გაგვახსენა, რომ შეუძლია გუნდის გადარჩენა მაშინ, როცა ამის იმედი თითქოს აღარც გაქვს. 

ნახევარდაცვა 

მე ძალიან მომეწონა ნახევარდაცვის თამაში, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებიც იყო, მიუხედავად დე იონგის გაცუდებული მომენტებისა და პედრის საგოლე პასისა, რომელიც მეტოქეს გაუკეთა. რაც ევალებათ აკეთებენ, ბუსკეტსი თამაშის საუკეთესო ორგანიზატორია, დე იონგი და პედრი კი ბევრ მომენტს ქმნიან, სხვა რა უნდა გააკეთონ?! 

გატანით კი ბევრმა ვერ გაიტანა, არა მხოლოდ ფრენკიმ. კვლავ ვიხილეთ მისი საფირმო შერბენები საჯარიმოში, იმავე სიხშირით არ გამოდის, რადგან, მესი აღარ გვყავს, ერთხელ ალვესმა სცადა, მაგრამ ფრენკი დაეცა და არბიტრმა დაიკიდა, სადღაც სხვაგან გაიხედა, ვერ მომატყუებ, ეგ ჯარიმა არ ყოფილაო. ერთხელ არაუხომ სცადა გრძელი პასი და არ გამოვიდა, სამაგიეროდ, ბუსკეტსმა გაიყვანა ერთი-ერთზე, ობამეიანგმა ამოირბინა, ფრენკიმ შეირბინა და ბუსკეტსმაც დაუხატა, თუმცა, ვერ გამოუვიდა დიდად ტიერნი ანრის დარტყმა. 

რთულია იმის თქმა ძირითადის წევრად ვის განიხილავს ჩავი, მიდი და გაიგე.. თითქოს ბუსკეტსი ხელშეუხებელია, ახლა უკვე დე იონგიც, რადგან ძალიან კარგ ფორმაში შევიდა, ამავე დროს, პედრისა და გავის სათამაშო პრაქტიკის გარეშე არასდროს ტოვებს. მართლაც ძალიან რთულია ამ არჩევანის გაკეთება. ჯობია ასეთი არჩევანის სირთულე გქონდეს, ვიდრე ფეხბურთელს ეძებდე ძირითადისთვის.

სუბიექტურადაც ვერ ვახერხებ რომელიმეს გამოყოფას, ყველას თავის მინუს-პლუსები აქვს, სულ სხვადასხვა სტილისა და უნარების ფეხბურთელები არიან. თუ გავი დაჯდა სკამზე, მხოლოდ ასაკის გამო, გამოცდილება სწრაფად მოდის და მერე უფრო მაგარი იქნება ამ კონკურენციის ყურება. 

თავდასხმა

რატომ მოუმატა დემბელემ? იმიტომ, რომ ტრავმა აღარ მიუღია. სტაბილურად თამაშობს და შესაბამისად, სათამაშო ტონუსშიც შევიდა. 

ვინ დარჩა ლაზარეთში? ფატი, უმტიტი, რობერტო.. ფეხბურთელები, რომელსაც ქრონიკული ტრავმები აწუხებთ. ჯერ დასკვნების გაკეთება ადრეა, მაგრამ, ჩავის მოყვანილი სამედიცინო გუნდის ხელი, ამ შემადგენლობას უკვე დაეტყო. შემადგენლობას თუ არა, დემბელეს ნამდვილად დაეტყო. 

კარგი იყო "დამბო", არც გოლი, არც პასი, მაგრამ მაინც მომეწონა, არ უთამაშია ისე უაზროდ როგორც იცის ხოლმე, ბოლო წლებისგან განსხვავებით პირველად დაგრჩება ადამიანს შთაბეჭდილება, რომ დემბელემ იცის რასაც აკეთებს. ხან გამოსდის, ხან არა, მაგრამ წინასწარი განზრახვა გამოჩნდა, სურვილი გამოჩნდა, რისი გაკეთება სურს იდეაში, აი ეს გამოჩნდა. არადა, წინა წლებში, არათუ მეტოქე, თავადაც ვერ ხვდებოდა რა უნდოდა და რას ცოდვილობდა. 

ობამეიანგი არ ჩანდა. ასეთ მატჩებში უჭირს, სივრცე სჭირდება, თუმცა, დემბელესთვის გაკეთებული პასი არ მავიწყდება. 

აი, ფერან ტორესზე რა ვთქვა? ცუდი იყო? საერთოდ არ იყო ცუდი. დრიბლინგებიც, მომენტებიც, ყველაფერი კარგი იყო უკანასკნელი დარტყმის გარდა. გოლის გარდა კიდევ სამი ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა, ბოლო პენალტი რომ არა, ისევ გმირი-ანტიგმირის სასწორზე დაიდებოდა. ეს გამოუყენებელი მომენტები კიდე, უფრო ფსიქოლოგიური მგონია, ვიდრე ტექნიკური, ცუდი პერიოდი აქვს, ხდება ხოლმე.. კარგია, რომ ერთი მაინც შეაგდო. 

ადამა ტრადიციულად.. მხეცია. 

უკვე მეორე მატჩია დეპაიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თანაც, მეორე მატჩია გააქვს. როგორ დაარტყა პენალტი? ასე მოკლე გამორბენით ნეიმარი ურტყამდა ხოლმე, როგორც წესი წარუმატებლად, ცუდად მეჩვენა ახლოს რომ დადგა ბურთთან და მერე რაც მოხდა, ყველას გაგაოცებთ.. 

კარგი იყო. 

მომწონს ჩავის "ბარსელონა". 

არ ვიცი სეზონს სად და როგორ დავასრულებთ, მაგრამ, განვითარების ტემპიც და ხარისხიც ძალიან მომწონს. 

მატჩის ბოლოს მეტოქის მწვრთნელი ჩავის ეჩხუბებოდა, თქვენ რატომ დაგიდეს პენალტი და ჩვენ არაო? რატომ და იმიტომ! 

ასეთებს ასე უნდა უპასუხო. ჩავიმ კიდე ახსნა დაუწყო.. იქ ძმაო.. ხელი იყო გაშლილი.. აქ კიდე.. 

ეჰ, ჩავი, არ გინდა, გაეშვი, რას უხსნი, თავისი გასჭირვებია. 

შემდეგი მატჩი "გალასთან"! შუა კვირაში. 

ველით კარგ ფეხბურთს, გოლებს და მოგებას. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 7 მარტი 2022 14:24
    1
    სანამ "ბარსა" მოიგებდა, "ატლეტიკომ" "ბეტისი" ჩამოხსნა ღრუბლებიდან. ასე რომ, მესამე ადგილზე ავინაცვლეთ, თანაც, ერთი მატჩი გვაქვს მარაგში.
    პირიქით იყო, ჯერ ბარსამ მოიგო და ავიდა მესამე ადგილზე და მერე, ატლეტიკომ არ გაუშვა წინ ბეტისი და თვითონ გადაახტა თავზე.
    Culé [?]
    #9 7 მარტი 2022 12:35
    1
    ერთს დავამატებდი. გუშინაც გავუსვი ხაზი და ახლაც ვიტყვი, დემბელე უნდა იყოს მაინც სკამის კაცი, თუ აპირებს წასვლას მითუმეტეს ამ სეზონის ბოლომდე. დაუღლელ მცველებთან ვერ ქმნის მაინც იმდენ უპირატესობას რასაც შეცვლებიდან შვება ხოლმე, უხეშად რომ ვთქვა რაზგონის ტიპია, თუ დაჩაგრა ერთი სისწრაფეში და გაიქცა მიუშვი, თუ ვერ გაიქცა უკანპასი-გვერდზე პასი, დარტყმა რო 0-ს ქვემოთ აქვს ამაზე არაფერი, გაისწორებს მიზანს ეგეც და ტორესიც. ადამა უფრო უნდა ჩაუჯინოს კონკურენციაში ჩავიმ, განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან და კარგად შეიძლება ამათზე გათვლების გაკეთება, ამას თუ სივრცე ჭირდება რომ მიიქციოს ყურადღება ადამას უბრალოდ ბურთი მიეცი და სულ რო არაფერი ქნას ასართმევად ორი კაცი მინიმუმ ჭირდებათ,(აბა ისე ვერ ერევიან😆)
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #8 7 მარტი 2022 11:23
    0
    ციტატა: პავლოვიჩი56
    აბსოლიტურად მიუღებელია დადებითი სეფასებები:
    1. დაცვის. ელჩემ 8 ძალიან სახიფათო კონტრ-შეტევა განახორციელა... 3-ჯერ აშკარა გოლს გადავრჩით,კლასი-დონე არ ეყოთ. 2-ჯერ შტეგენმა იმარჯვა. დაცვა სუსტი.
    2. თავდასხმა,აბსოლიტურად უუნარო-უაზრო ქმედებები...
    3. 1-2 დან გამომდინარე, ნახევარდაცვა იყო უსუსტესი. არა შეყოლებული პასი,არა მცველების ზურგს უკან პასა,არა დიაგონალებში სწრაფი შესვლა-პასი...
    4. გოლებზე არ ვსაუბრობ,მაგრამ ამ მსაჯმა ალბაზე პენალტი არ დადო...10-დან 9 მსაჯი დადებდა. ტრაორეს მომენტი შეიძლება აღარ ყოფილიყო.
    შეფასება გუნდი-სამწვრთნელო შტაბი...უარყოფითი.
    მტერი არ ვარ.

    ალბას ხელი პენალტი არ იყო, სხეულზე მოხვდებოდა რომ არა ის ხელი
    ფანი [?]
    #7 7 მარტი 2022 11:09
    0
    აბსოლიტურად მიუღებელია დადებითი სეფასებები:
    1. დაცვის. ელჩემ 8 ძალიან სახიფათო კონტრ-შეტევა განახორციელა... 3-ჯერ აშკარა გოლს გადავრჩით,კლასი-დონე არ ეყოთ. 2-ჯერ შტეგენმა იმარჯვა. დაცვა სუსტი.
    2. თავდასხმა,აბსოლიტურად უუნარო-უაზრო ქმედებები...
    3. 1-2 დან გამომდინარე, ნახევარდაცვა იყო უსუსტესი. არა შეყოლებული პასი,არა მცველების ზურგს უკან პასა,არა დიაგონალებში სწრაფი შესვლა-პასი...
    4. გოლებზე არ ვსაუბრობ,მაგრამ ამ მსაჯმა ალბაზე პენალტი არ დადო...10-დან 9 მსაჯი დადებდა. ტრაორეს მომენტი შეიძლება აღარ ყოფილიყო.
    შეფასება გუნდი-სამწვრთნელო შტაბი...უარყოფითი.
    მტერი არ ვარ.
    ფანი [?]
    #6 7 მარტი 2022 11:07
    3
    ციტატა: Don_Andresito
    ჰალაზე დიდი ხანია აღარ შემიხედავს, არც ვაპირებდი რომ არა ერთი გარემოება. სილქ სპორტზე (საიტზე) აღარ გადის რეპორტაჟები, სილქ უნივერსალზე კი რეალი-ბარსას თამაშები. ქალაგარეთ ვარ და დავრჩი ულალიგოდ. ჰალაზე ერთი კარგი ტიპი იყო, ვიფიქრე შევალ, კარგი სტრიმი ეცოდინება თქო. ხოდა სანამ მივწერე და მომწერა რამდენიმე მარგალიტის დიალოგს შევესწარი. იყო შედარება ბარსამანიას და ჰალას შორის. დარდობდნენ რატოა ბარსამანიაზე მეტი აქტივობა, მეტი კომენტარი და მეტი სტატიაო. და დაიდო დასკვნა: აქ მეტი ბავშვია და ამიტოა მეტი კომენტარი და მეტი აქტივობა. არა ბიჭებო არა. აქ მეტი აქტივობაა იმიტო რო ასეთი მწერალი გვყავს. იმათ არ ყავთ. მოვიგეთ ფეოლა :D იმათმა კი წააგეს.

    რაც შეეხება სტატიას, დანი შემეცოდა. დღეს წაიჩაგრა. უადგილოდ და უშეშოდ დარჩა. ფლანგზე ადამა მეტ სამოქმედოს აძლევს დანის, დემბელე კი ნაგლია, მთელ ფლანგს ითვისებს პლიუს ცენტრში შედის, რასაც უნდა იმას აკეთებს. სად მიდის, ამხელა თავისუფლებას ვინ მისცემს. აღარ მიყვარს დიდი ხანია სადაც უნდა იქ წავიდეს. დანი ატლეტიკოსთან ცენტრში შედიოდა ხშირად, დღეს ამის საჭიროებაც არ იყო, 4-მა ნახევარმცველმა დანის შემოწევის საჭიროება გააუქმა.მოუწია მარჯვენა მცველობა და დესტივით იცავდა თავს. არაუშავს. პიკე არაუხოს მართლა კარგი დუეტი აქვთ, ქაოტური მარა მაინც ინდივიდუალურად კარგი. პიკე რო იყოს 30 წლის ვიტყოდი 2 წელიწადში ესენი საუკეთესოები იქნებოდნენ თქო დუეტის თვალსაზრისით მარა 2 წელში პიკეს სუნიც აღარ იქნება. ამიტომ კარგი ცენტრ. მცველი გვინდა. კრისტიანსენი თავისუფალ აგენტებს შორის კარგი არჩევანია მარა დიდად არ მეიმედება. გარსიაზე მეტად არა.

    ნახევარდაცვაში მართლა რთულია 3 ის არჩევა. ჩავიც ვერ ირჩევს და ამიტოა 4 ივეს რო ათამაშებს. არადა ამით მარცხენა ფლანგს წირავს. გავი არაა ვინგერი. ცრუ ვინგერია და ფლანგზე თამაშით კი ცრუ მოთამაშე. ბევრს ვერაფერს გვმატებს. ალბა აღარაა ის ბიჭი ფლანგს რო იღებდა მარტო და მესის ასისტებით ამარაგებდა. ამიტო არ მომწონს მე გავვი ფლანგზე. ჯობს ცენტრში იყოს და ხან ფრენკიმ დაისვენოს ხან პედრიმ და უფრო ხშირად ბუსიმ. იმიტო რო წამსვლელია და ჩავის როგორც არ უნდა უყვარდეს და ესმოდეთ ერთმანეთის, მომავალი ტრიო ფრენკი გავი პედრის სახით მეჩვენება ამიტო აქედანვე დაიწყოს ჯობს ამ ტრიოს ერთმანეთთან კოჰაბიტაცია. ვერანაირი კესი და მესი ამ ტრიოს ვერ დაშლის სამომავლოდ თუ რომელიმე არ დავკარგეთ ხელმძღვანელობის სისულელის ან ტრავმის გამო.

    შეტევაში ობასგან ზედმეტ სტაბილურობას არც ველი, უფასო ტრანსფერია თან 32 წლის, ყოველ თამაშში გოლი სადაა ეგრე, ლევანდოვსკი კი არაა. სივრცე არ ქონდა და არაკომფორტულად იგრძნო თავი. მარა საბედნიეროდ გვაქვს რესურსი, ერთი ვერა მეორე გაიტანს. მეორე ვერ და - მესამე. არჩევანი იცოცხლე არი: სისწრაფე გინდა ადამა დემბელე. საჯარიმოში სწორი მოქმედება გინდა ტორესი (დარტყმა ისწავლე შვილო თუ მართლა გინდა ჰოლანდი-მბაპესთან ჭიდილი იმდენი მაგას რა ვუთხარი) კლასი და ალღო - ობა. დეპაი კი არ ვიცი, ცოტ ცოტა ყველაფერი აქვს, აგერ უკვე 10 გოლი სეზონში. ბევრი პენალტი მარა მაინც აქვს ქარიზმა. მეორე სართული გინდა ლიუკი. მეტოქის შეშინება და თმიანი ბრაიტი. ჯერ უთმო რა იყო. ფატი დაბრუნდეს მალე. რესურსი არის, როგორც შემადგნელობაში, ისე ჩავის თავში.

    მსაჯზეც ვიტყვი 2 სიტყვას. სუბიექტურ მადრიდისტას რო არ დავემსგავსო ჩემ პონტში ვიტყვი რო საპირისპიროდ რო მომხდარიყო ალბათ გავბრაზდებოდი. კი იდაყვი აარტყა ბურთს, პენალტია კი მარა ბარსას კარში რო დადებულიყო გავბრაზდებოდით. მერე ალბა ბუსის ხელზე მოხვდათ, რეალურად და ობიექტურად არ იყო თითქოს არც ერთი პენალტი მარა ბარსასთვის რო არ დაედოთ არც ერთი გავბრაზდებოდით, ადამას თემას აღარც განვიხილავ, რახან ჩასტვინა აღარც გადამიხედავს, მომეჩვენა იყო თორე ისე ეგ არ წაიქცეოდა. მარა რახან მოვიგეთ აღარ დავეძებ. მესმის ელჩეს მწვრთნელის, გაბრაზდა, ჩვენც გავბრაზდებოდით. ჩავი ჯელტმენია თორე კუმანი მსგავს სიტუაციაში პოლიციაში დარეკავდა ისე გამწარდებოდა. ამიტო მესმის ფრანცისკოსი.

    და ბოლოს, ეგრე რა შტეგენ.გაგვახსენა რო მეკარე გვყავს. დესტი ათამაშდა და ყველა მის გარდა და არ მიკვირდა ამ კაცს რა ჭირს თქო? მენ ოფ ზე მაჩ

    დდდდ რატო ყავს ბარსამანიას და ბავშვებს თავი გავანებოთ იქ რაღაც ღლეობებს როწერენ მიტოა ეგრე ჰალანდი რეალშიო ლევანდოსვკი რეალშიო რამოსი რონალდო ბრუნდებაო და ესეთ სტატიებს დებენ და საიდან ექნებათ თან ყველაფერ ფეიკს წერენ🤣ასერომ დასკვნა გამოიტანონ თვითონ
    Culé [?]
    #5 7 მარტი 2022 10:35
    0
    პენალტის თემას შევეხები დასადები სადაც იყო იქ არ დადო და სადაც საკამათო იყო იქ დადო, თუმცა მთავარია ბარსამ ისარგებლა და არ იზარალა.
    Culé [?]
    #4 7 მარტი 2022 10:24
    1
    საკმაოდ კარგი თამაში იყო,ცოტა დაძაბულობაც, რაც უხდება ყველა თამაშს. ადამა მხეცია ნამდვილად. დეპაი არის ძალიან საჭირო კაცი და როტაციაში უნდა იყოს ეგეთი ფეხბურთელი, ლუკი დაგვტოვებს ზაფხულში, მადლობა ♥️ ბრაიტვეიტი და დემბელეც უნდა წავიდნენ და ერთი ცენტრი უნდა მოვიდეს. ყველაფერი მშვენივრად იქნება შეტევაში ♥️ ალბა 2022 წელს ძალიან მაგარია, არაუხო პიკეც კარგები არიან. ალვეში მაშინ უფრო პროდუქტიულია როცა ადამა ჰყავს. ტერ შტეგენი ხანდახან საოცარ სეივს შემოგვთავაზებს და ხანდახან რაღაც უაზრობას გაუშვებს. ბუსი გუნდის ხერხემალია, ფრენკიმ მოუმატა და მომწონს, პედრი არ იყო ცუდი თუმცა არც არაფერი განსაკუთრებული გაუკეთებია, გავი ცენტრში უკეთესია ფაქტია.
    ჩავი კი ჩავია, იდეალურია ჯერჯერობით.
    კატლეტიკომ მოიგო რაც არ არის ცუდი მაგრამ ფრე უკეთესი იქნებოდა,ახლა მთავარია გავაგრძელოთ ქულების დაგროვება და სევილიას უნდა გავასწროთ 7 ქულაა სხვაობა და ერთი თამაშით მეტი გვაქვს თან მაგათთან თამაში გვაქვს❤️❤️
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 მარტი 2022 04:28
    0
    ერთს დავამატებ, რაამბავი ყვითელი იყო... ეგ უფრო მსაჯის თემაა მაგრამ მაინც

    Don_Andresito,
    ადამას მომენტს რაც შეეხება ჯარიმა იყო ხაზს გარეთ მოხდა
    [?]
    #2 7 მარტი 2022 04:03
    10
    ჰალაზე დიდი ხანია აღარ შემიხედავს, არც ვაპირებდი რომ არა ერთი გარემოება. სილქ სპორტზე (საიტზე) აღარ გადის რეპორტაჟები, სილქ უნივერსალზე კი რეალი-ბარსას თამაშები. ქალაგარეთ ვარ და დავრჩი ულალიგოდ. ჰალაზე ერთი კარგი ტიპი იყო, ვიფიქრე შევალ, კარგი სტრიმი ეცოდინება თქო. ხოდა სანამ მივწერე და მომწერა რამდენიმე მარგალიტის დიალოგს შევესწარი. იყო შედარება ბარსამანიას და ჰალას შორის. დარდობდნენ რატოა ბარსამანიაზე მეტი აქტივობა, მეტი კომენტარი და მეტი სტატიაო. და დაიდო დასკვნა: აქ მეტი ბავშვია და ამიტოა მეტი კომენტარი და მეტი აქტივობა. არა ბიჭებო არა. აქ მეტი აქტივობაა იმიტო რო ასეთი მწერალი გვყავს. იმათ არ ყავთ. მოვიგეთ ფეოლა :D იმათმა კი წააგეს.

    რაც შეეხება სტატიას, დანი შემეცოდა. დღეს წაიჩაგრა. უადგილოდ და უშეშოდ დარჩა. ფლანგზე ადამა მეტ სამოქმედოს აძლევს დანის, დემბელე კი ნაგლია, მთელ ფლანგს ითვისებს პლიუს ცენტრში შედის, რასაც უნდა იმას აკეთებს. სად მიდის, ამხელა თავისუფლებას ვინ მისცემს. აღარ მიყვარს დიდი ხანია სადაც უნდა იქ წავიდეს. დანი ატლეტიკოსთან ცენტრში შედიოდა ხშირად, დღეს ამის საჭიროებაც არ იყო, 4-მა ნახევარმცველმა დანის შემოწევის საჭიროება გააუქმა.მოუწია მარჯვენა მცველობა და დესტივით იცავდა თავს. არაუშავს. პიკე არაუხოს მართლა კარგი დუეტი აქვთ, ქაოტური მარა მაინც ინდივიდუალურად კარგი. პიკე რო იყოს 30 წლის ვიტყოდი 2 წელიწადში ესენი საუკეთესოები იქნებოდნენ თქო დუეტის თვალსაზრისით მარა 2 წელში პიკეს სუნიც აღარ იქნება. ამიტომ კარგი ცენტრ. მცველი გვინდა. კრისტიანსენი თავისუფალ აგენტებს შორის კარგი არჩევანია მარა დიდად არ მეიმედება. გარსიაზე მეტად არა.

    ნახევარდაცვაში მართლა რთულია 3 ის არჩევა. ჩავიც ვერ ირჩევს და ამიტოა 4 ივეს რო ათამაშებს. არადა ამით მარცხენა ფლანგს წირავს. გავი არაა ვინგერი. ცრუ ვინგერია და ფლანგზე თამაშით კი ცრუ მოთამაშე. ბევრს ვერაფერს გვმატებს. ალბა აღარაა ის ბიჭი ფლანგს რო იღებდა მარტო და მესის ასისტებით ამარაგებდა. ამიტო არ მომწონს მე გავვი ფლანგზე. ჯობს ცენტრში იყოს და ხან ფრენკიმ დაისვენოს ხან პედრიმ და უფრო ხშირად ბუსიმ. იმიტო რო წამსვლელია და ჩავის როგორც არ უნდა უყვარდეს და ესმოდეთ ერთმანეთის, მომავალი ტრიო ფრენკი გავი პედრის სახით მეჩვენება ამიტო აქედანვე დაიწყოს ჯობს ამ ტრიოს ერთმანეთთან კოჰაბიტაცია. ვერანაირი კესი და მესი ამ ტრიოს ვერ დაშლის სამომავლოდ თუ რომელიმე არ დავკარგეთ ხელმძღვანელობის სისულელის ან ტრავმის გამო.

    შეტევაში ობასგან ზედმეტ სტაბილურობას არც ველი, უფასო ტრანსფერია თან 32 წლის, ყოველ თამაშში გოლი სადაა ეგრე, ლევანდოვსკი კი არაა. სივრცე არ ქონდა და არაკომფორტულად იგრძნო თავი. მარა საბედნიეროდ გვაქვს რესურსი, ერთი ვერა მეორე გაიტანს. მეორე ვერ და - მესამე. არჩევანი იცოცხლე არი: სისწრაფე გინდა ადამა დემბელე. საჯარიმოში სწორი მოქმედება გინდა ტორესი (დარტყმა ისწავლე შვილო თუ მართლა გინდა ჰოლანდი-მბაპესთან ჭიდილი იმდენი მაგას რა ვუთხარი) კლასი და ალღო - ობა. დეპაი კი არ ვიცი, ცოტ ცოტა ყველაფერი აქვს, აგერ უკვე 10 გოლი სეზონში. ბევრი პენალტი მარა მაინც აქვს ქარიზმა. მეორე სართული გინდა ლიუკი. მეტოქის შეშინება და თმიანი ბრაიტი. ჯერ უთმო რა იყო. ფატი დაბრუნდეს მალე. რესურსი არის, როგორც შემადგნელობაში, ისე ჩავის თავში.

    მსაჯზეც ვიტყვი 2 სიტყვას. სუბიექტურ მადრიდისტას რო არ დავემსგავსო ჩემ პონტში ვიტყვი რო საპირისპიროდ რო მომხდარიყო ალბათ გავბრაზდებოდი. კი იდაყვი აარტყა ბურთს, პენალტია კი მარა ბარსას კარში რო დადებულიყო გავბრაზდებოდით. მერე ალბა ბუსის ხელზე მოხვდათ, რეალურად და ობიექტურად არ იყო თითქოს არც ერთი პენალტი მარა ბარსასთვის რო არ დაედოთ არც ერთი გავბრაზდებოდით, ადამას თემას აღარც განვიხილავ, რახან ჩასტვინა აღარც გადამიხედავს, მომეჩვენა იყო თორე ისე ეგ არ წაიქცეოდა. მარა რახან მოვიგეთ აღარ დავეძებ. მესმის ელჩეს მწვრთნელის, გაბრაზდა, ჩვენც გავბრაზდებოდით. ჩავი ჯელტმენია თორე კუმანი მსგავს სიტუაციაში პოლიციაში დარეკავდა ისე გამწარდებოდა. ამიტო მესმის ფრანცისკოსი.

    და ბოლოს, ეგრე რა შტეგენ.გაგვახსენა რო მეკარე გვყავს. დესტი ათამაშდა და ყველა მის გარდა და არ მიკვირდა ამ კაცს რა ჭირს თქო? მენ ოფ ზე მაჩ
    გულშემატკივარი [?]
    #1 7 მარტი 2022 03:36
    3
    კამპ ნოუზე უნდა გადავუაროთ გალას , თორე თურქეთში არადამაჯერებელი ანგარიშით ჩასვლა შეიძლება დამღუპველი გამოდგეს , რა ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს , იქ ისეთი ატმოსფეროა რო მაინც ითამაშებენ , მეშინია ენფილდი არ გაიხსენონ ბიჭებმა :დდ ვისკა ბარსა