მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წაგების ტოლფასი ქულა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წაგების ტოლფასი ქულა

ბოლო წუთზე დაკარგული ქულები უკვე ტრადიციად იქცა. ეს ისეთი ყაიმია, რომლის მერეც დამარცხებულის შეგრძნება გაქვს, სამი ქულა ჯიბეში გიდევს და ბრესონის გმირივით ვიღაც გაცლის, თან ისე, რომ აზრზეც ვერ მოდიხარ. ცუდი გრძნობაა ღმერთმანი. სეზონის ბოლოს, როგორც წესი, დაკარგულ ქულებს ითვლიან, აი, მიზნამდე ამდენი და ამდენი დაგვაკლდა და იქ რომ ფეხი არ დაგვცდენოდა ახლა მიზანს მივაღწევდითო, ჰოდა, "ბარსამ" ეგეთი უკვე საკმარისზე მეტი დაკარგა და შეიძლება ითქვას, რომ განგაშის ზარია შემოსაკვრელი, რადგან, ბევრი დროც აღარ არის დარჩენილი. გაიფრენს ეს პერიოდი. გაფრინდება. 

ჭკუის სასწავლებლად კარგი მატჩი იყო, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, უკვე ტრადიციად იქცა მსგავსი "მარცხი" და გამოდის, რომ ჭკუაც ვერ უსწავლია ვერავის. არადა, გამოცდილი ფეხბურთელები არ გვაკლია, ერთ-ერთმა ასეთმა გამოცდილმა ბურთის გამოტანა ვერ შეძლო და საგოლე პასი გამოუვიდა მეტოქეზე, იქედან დარტყმულის აღება კი შეუძლებელია. ტერ შტეგენი უბრალოდ გაწირეს. 

დაბრუნებული ფეხბურთელები

დაბრუნდა დეპაი, დაბრუნდა გავი, დაბრუნდა ჟორდი ალბა. სამივე ძალიან ცუდი იყო. ალბათ, ყველა ხვდებოდა, რომ გავის წითელი ბარათის დრო მალე მოვიდოდა, ძალიან დიდხანს მიდიოდა აქამდე და აი, გააწითლეს. ყვითელი ბარათის მერე დიდი სიფრთხილით არასდროს გამოირჩეოდა, უფრო გამოცდილი ფეხბურთელებიც გვინახავს, რომლებსაც მსგავსი შეცდომა დაუშვიათ, ისეთებიც გვინახავს, რომლებიც მუდმივად უშვებდნენ მსგავს შეცდომებს, მაგალითად, ედგარ დავიდსი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც უმნიშვნელოვანეს მატჩებშიც კი გაუძევებიათ, ზუსტად იმიტომ, რომ თავშეკავების უნარი საერთოდ არ ჰქონდა. მაგალითად, "ბარსასთან" გააგდეს მეოთხედფინალში, ძალიან დაძაბული მატჩის დროს, იმ მატჩში ფავორიტი "იუვენტუსი" იყო და კინაღამ წყალში ჩაყარა ყველაფერი. სამაგიეროდ, განსხვავებული ტიპის ფეხბურთელის გახსენებაც შეიძლება, - ლონდონში ანრის "არსენალი" დაუხვდა ჟოზეს "ჩელსის". საოცარი თამაში იყო, წარმოუდგენელი ტემპით და უმაღლესი ხარისხით, მოედნის ცენტრში ჭამდნენ ერთმანეთს და ამ მადამოსულზე ესიენმა ყვითელი ბარათი მიიღო, მას მერე კი ბრძოლაში შესული არავის უნახავს, უბრალოდ გაქრა, მთელი მატჩი ზონების სწრაფად გადაკეტვას დაუთმო, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და "ჩელსიმ" 2:0 მოიგო. როგორ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება გავი ამას დრო გვაჩვენებს, მე მაინც მგონია, რომ დავიდსივით "პიტბული" არ არის, თვალები დაუბნელდეს და სიგიჟეები აკეთოს, მე მგონი, რომ ისწავლის ჭკუას, ერთი რამ კი შეგვიძლია ვთქვათ, პაუზამ მის სათამაშო ფორმაზე ცუდად იმოქმედა. 

დაბრუნდა მემფის დეპაი და კაციშვილმა ვერ გაიგო დაბრუნდა თუ არა. მოედანზე განსხვავება ვერავინ შენიშნა და ალბათ ჩავიმაც იფიქრა ნეტავ დე იონგი დამეტოვებინაო, ჩაწოდებას მაინც ექნებოდა აზრი. დეპაი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელსაც კუმანთან მუშაობა ერჩივნა, სწორედ კუმანი იყო ის მწვრთნელი, რომელიც მას ბოლომდე ენდო და ნაკრებში ლიდერად აქცია. შესაძლოა, ფრენკი დე იონგიც იმავე განწყობაზე ყოფილიყო. არ ვიცი დეპაის კარიერა ჩავის ხელში როგორ წარიმართება, მაგრამ ჰოლანდიელების გულაობის დრო დამთავრდა, თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ჩავი ესპანელებს და განსაკუთრებით "ლა მასიელებს" არჩევს. არაფერი პირადული, მხოლოდ სტილი, დე ენ ემი და საერთო ენა. 

ალბამ ხანშიშესული კაცის შთაბეჭდილება დატოვა. ცოტა წელში მოხრილი მომეჩვენა. ალბათ ყურშიც მოაკლდა და ძვლებს ჭახა-ჭუხი გაუდის. ახალგაზრდებს გაუჭირდათ პაუზის მერე დაბრუნება და ეს მოხუცი კაცი რა დღეში იქნებოდა.. არადა, "რეალამდე" სულ რაღაც სამი დღეა დარჩენილი. უჰ, ცოტაა, ძალიან ცოტაა. 

დე იონგი და ალვესი

ძალიან სასიამოვნოა დანი ალვესის თამაშის ყურება. ნებისმიერმა შემტევმა უნდა ინატროს ფლანგზე ასეთი მცველი, საჭირო დროს წაგეშველება, გაგეხსნება, ჩაგირბენს, პასს მოგცემს, აბსოლუტურად ზუსტად გრძნობს თამაშს და იდეალურად ითვისებს სივრცეს. მიუხედავად ამისა, დემბელემ საერთოდ ვერ გაიგო რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, ეს საჩუქარიც ვერ შეირგო. საერთოდ, "დამბომ" კარიერაში ჯერჯერობით ვერაფერი შეირგო. 

ალვესი ძალიან კარგად ითვისებდა მარჯვენა ფლანგის ნახევარსფეროებს. პირველად "ბარსაში", როცა ეს დავალება შეასრულა გვარდიოლას სადებიუტო სეზონი იყო, "ვალენსია" გვესტუმრა, ეტო'ო გვაკლდა, ამიტომ, ცენტრფორვარდად ანრიმ ითამაშა და ამან ტაქტიკური ცვლილებები გამოიწვია, ალვესმა ახალი დავალება მიიღო და იდეალურად შეასრულა! ეს იყო პირველი მატჩი, როცა განსაკუთრებით ხშირად ითვისებდა მოედნის ცენტრს და ერთ-ერთ მის წამოწყებას ცენტრიდან ანრის მორიგი გოლიც მოჰყვა. თავად ალვესმაც ძალიან მაგარი გოლი შეაგდო, მაგრამ საქმე გოლში არ არის, აბსოლუტურად აკონტროლებდა თავის სივრცეს და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა "ვალენსიას" განადგურებაში. ახლა სხვა დროა, გუნდიც სხვაა, აღარც ალვესია ის ბიჭი აქეთ-იქით, რომ დაქროდა, მაგრამ ჭკვიანი ფეხბურთელის ყურება ძალიან სასიამოვნო რამეა. 

საგოლე პასი დახატა! როგორც კი შენიშნა დე იონგის მოძრაობა, იმ წამსვე თავზე დაასვა და გოლი! დარტყმაც მშვენიერი გამოვიდა. ის დარტყმულიც ძალიან კარგი იყო, რომელიც პირველ ტაიმში არ ჩაითვალა, დე იონგი, როგორც ჩანს, განაწყენდა, რომ მისი მოცილება უნდათ და დაიწყო გოლების გატანა. ბევრი არაფერი გამოსვლია, მაგრამ მთავარი გააკეთა, გოლი გაიტანა. ჯანდაბას გაფუჭებული პასები, გოლები გაიტანოს და დაკარგულ ბურთებს ავიტანთ როგორმე. 

საერთო სურათი მძიმე იყო. დაბალი ხარისხის მოსაწყენი მატჩი. 

"რეალთან" 

მადრიდი დაფრინავს. ვინისიუში საუკეთესო სეზონს ატარებს. სპექტაკლებს დგამს. ბენზემა შეუდარებელია, "რეალს" პრობლემები არ აქვს, ანჩელოტიმ ძალიან მაგარი სამუშაო გასწია და მისი გუნდი უპირობო ფავორიტია. რას უნდა ველოდოთ ამ მატჩში? იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. ასე დგას საქმე. თითოეული "ბარსას" ფეხბურთელი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს. ასეთ მატჩებში, მით უმეტეს, ასეთ დროს, ეს აუცილებელია, სხვაგვარად შედეგი ძალიან მძიმე იქნება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 10 იანვარი 2022 00:09
    0
    სელტასთან დავკარგეთ ბოლო წუთზე 2 ქულა (3:3)
    ოსასუნასთან (2:2).
    გრანადასთან (1:1).
    ეს რაც შეეხება ბოლო წუთებზე დაკარგულ ქულებს.
    Culé [?]
    #18 9 იანვარი 2022 19:37
    0
    ესიენი გამახსენდა ! რა ფიზიკა ჰქონდა სასწაული მსოფლიოში N1 ორი თამაში შეეძლო გადაება ზედიზედ smile ....ერთხელ მოუმ უთხრა შენ რომ თავში ტვინი გქონდეს joy joy joy მაკალელეზე უკეთესი საყრდენი იქნებოდიო
    Culé [?]
    #17 9 იანვარი 2022 16:20
    0
    adrec davwere da axlac davwer, kumani roca midioda da roca xavi modioda me ar mimachnda sworat ,kumanis pani ar vaar mara misi gagdebashi ver vxedav gamosavals,,bolo dros ramdeni mwvrtneli sheicvala,,? xavi ro modioda vidzaxdi kumanis gzas daadgeba an win svlas daiwyebs tqo,, winsvla ar chans da xavi barsa ataros dzneliaa axla iseti wnexis qvesha rogorc arasdros,, me am shemtxvevashi gammosavals transpershi vnaxulloob ,, top motamashe tu ar dado xelmdzgvanelobaam azri? naskebivit cvalet mwvrtnelebi.ubralot xavimac kumanivit ar daasrulos, me kumans ar vamartleb mara transperi ro daedot ragac izavda , rasac vuyureb kumanisgan didat gamsxvaveba araaaq xavis,, erti xavim motivacia daubruna . rac gundistvis kaia mara marto es ver ushvelis ...unda daidos transperi normalurii,, erti sezoni kide unda vacadot,,
    --------------------
    Barca
    ფანი [?]
    #16 9 იანვარი 2022 15:58
    2
    ალვესი ძაან კარგად ითვისებს სივრცეებს, ბოლო პასიც ალბათ საუკეთესო აქვს გუნდში, მაგრამ დაცვაში კვლავ არ მოგვარებულა არაფერი. ფიშკასავით ჩაურბინეს მარჯვენა ფლანგიდან რამდენჯერ. დესტს და მინგესას ორი თავით ჯობს უდაოდ, მაგრამ სულ ალვესის იმედად ყოფნა არ იქნება სწორი
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 9 იანვარი 2022 15:33
    2
    ციტატა: BEQA BARCA
    იცით რა ვერ გამიგია?? ზოგიერთის გულშემატკივრობა... როცა გავიმ უმაღლეს დონეზე ითამაშა და საუკეთესო იყო მაშინ იყო მაგარი ხოო. როცა შემართება დაინახეთ ეგეც მოგეწონათ. მესმის რო არ ფიქრობდა და მაინც ბრძოლობდა ყველა ბურთზე მაგრამ ეს მისი გამოუცდელობის ბრალი მგონია. ჯერ 17 წლისაა მხოლოდ და ითხოვთ რო ყველანაირად ჩამოყალიბებული იყოს ხო.. ნუ მეც ვამტყუნებ მაგრამ თავზე არ ვუვლი და არ ვიძახი რო აღარ უნდა ათამაშოს ამ სეზონში თქო. გახსოვთ დრო როცა ყველა ფეხბურთელი მინდორზე დასეირნობდნენ და არ ბრძოლობდნენ არ რისკავდნენ ყველასი ეშინოდათ და მხდალები დარბოდნენ?? მაშინ იძახდით გუნდს შემართება აკლიაო, არავინ არ ბრძოლობსო მერე დაინახეთ გავი და აიყვანეთ ცაში. ეს ჭირდება გუნდსო.. ახლა კი ზოგიერთი ისეა განწყობილი გავისთვის სკამის ხეხვის მეტი არაფერი ემეტებათ. 😕😏
    პს. ეს ყველას არ ეხება და არც არავინ ჩათვალოთ შეურაწყოფად. უბრალოდ დავაფიქსირე ჩემი აზრიი..🙂🙂

    გავი იბრძოდა, მაგრამ ეს გამოცდილი შტეგენი რეებს ჩადიოდა. მაგან მოუშალა მთელ დაცვას ნერვები. ერთ კარგ სეივს გააკეთებს და მერე სამჯერ მეტოქეს დაუგდებს საჯარიმოს წინ. ეგ რო ბურთის გადაწოდებას აპირებს სისხლი მეყინება პირდაპირ.
    Culé [?]
    #14 9 იანვარი 2022 14:43
    0
    ციტატა: gecheche
    პავლოვიჩი56,
    რა კუმანის დონის მეტი ფეხბურთელი არ ყავს რო გამოიყვენოს ამ ტაქტიკურად რა ნახე შეცდომა ამ უაზრო შეფასებებს რო აკეთებთ აბა ყველა თამაშს რანაირად მოიგებენ იქნება ასეთი ჩავარდნები

    ალბას ბრალია ბევრი რამე საერთოდ არაფერი გაუკეთებია ვერც შეტევაში მიდიოდა და დაცვაშიც ვერაფერს აჯეთებდა

    კუმანს არც დემბელე არც კოუტინიო არც არაუხო და არც მინგეზი ჰყავდა. ასე რომ მიისხას იმ ხალხმა ვინც კუმანი ტყუილად გააგდო
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #13 9 იანვარი 2022 14:39
    0
    ის ვნახეთ, რომ დალეწილ-ვირუსგადატანილი ხალხით რთულია თამაში;
    გუშინ მოირჩინეს ის კორონაა თუ ჯანდაბა, ეს იმას ნიშნავს, რომ 10 დღეს მაინც გაატარებდნენ იზოლაციაში აცრების მიუხედავად, კარგად იყვნენ, არ გართულებიათ, მაგრამ ფორმა? ამას ყოველთვის სჭირდება დრო და შესაფერისი აღდგენითი ვარჯიში;
    ალბას, გავის, ალვეშის და დემბელე-ლენგლეს საკითხი ეგრეა, ნუ ისინი დამატებით დემბელე და ლენგლე არიან კიდევ
    წევრი [?]
    #12 9 იანვარი 2022 14:06
    1
    პავლოვიჩი56,
    რა კუმანის დონის მეტი ფეხბურთელი არ ყავს რო გამოიყვენოს ამ ტაქტიკურად რა ნახე შეცდომა ამ უაზრო შეფასებებს რო აკეთებთ აბა ყველა თამაშს რანაირად მოიგებენ იქნება ასეთი ჩავარდნები

    ალბას ბრალია ბევრი რამე საერთოდ არაფერი გაუკეთებია ვერც შეტევაში მიდიოდა და დაცვაშიც ვერაფერს აჯეთებდა
    Culé [?]
    #11 9 იანვარი 2022 14:05
    1
    ზოგი მართლა რეალობასა მოწყვეტილი გუნდი რომელიც უტევს ლუკი,დემბელე და ჟგუტლათი რა მაღალ შედეგებს ითხოვთ?? ცენტრში ორი დღის გამოჩეკილი გავი და ნიკოს რას თხოვთ ბიჭო ცოტა რეალურად შეხედეთ და გაიაზრეთ.მართლა ფოკუზნიკი ხომ არ გონიათ ხავი ნახევარი გუნდი არ ყავს და ვინც ყავს ან ბავშვია ან უნიჭო.შეცდომა დაუშვაო რა შეცდომა გამოიყავანა დეპაი და სწრაფი გარემარბი.და მოჯვა დეპაიმ 9 კაცით დავრჩით.ამ გუნდმა არ იცის დაცვა და არც არასდროს იცოდა ეხლა სხვა დროა უნდა ისწავლოს გუნდმა საჯარიმოში თამაში.
    გულშემატკივარი [?]
    #10 9 იანვარი 2022 13:40
    1
    სამწუხაროდ ჩავიმ დაგვანახა-დაამტკიცა,რომ ...სეტიენ-კუმანის დოინისაა. უახლოესი 10 წელი "ბარსა"-ს არაფერი ეშველება ...სამწუხაროდ.
    გულშემატკივარი [?]
    #9 9 იანვარი 2022 13:07
    2
    მგონი ალვეშის მოსვლის მერე შეგვიძლია დესტი დავაყენოთ ალბას ფლანგზე და ალბა გონს მოსასვლელად დავსვათ სკამზე. დესტმა საუკეთესო თამაშები ზუსტად მარცხენა მხარეს გააკეთა
    ფანი [?]
    #8 9 იანვარი 2022 12:54
    4
    მგონია რომ რეალი მოიგებს
    ფანი [?]
    #7 9 იანვარი 2022 12:47
    1
    დარწმუნებული ვარ ქართულში კარგ ესეებს წერდი
    ფანი [?]
    #6 9 იანვარი 2022 12:17
    2
    შეიძლება არ დამეთანხმოთ , თუმცა გავის გაგდება პირდაპირ ალბას კისერზეა . კოლიადოსთან კონტაქტის დროს , ისეთი სპექტაკლი დადგა , გეგონებოდა ფეხი მოტეხეს , საერთოდ ალბას სჩვევია მასეთი აფერისტობები , ხოდა ზუსტად 2-3 წუთში , გავიმ ასე ვთქვათ პასუხი დაუბრუნა კოლიადოს ალბას გამო და არც უფიქრია რომ ყვითელი უკვე ჰქონდა . დიდი ხანია ალბა საზიზღრად თამაშობს , რამდენიმე მომენტში ჟუტგლაზე პასი არ გააკეთა , როცა ძალიან დიდი სივრცე ჰქონდა , წინა თამაშზე ვნახეთ არაუხო-ჟუტგლა ბევრად მაგრა ამწვავებდნენ მარცხენა ფლანგს , ალბა სკამზეა დასასმელი უკვე .
    ფანი [?]
    #5 9 იანვარი 2022 11:39
    4
    დასკვნების გამოტანა არი მარტივი გავი უნდა გეყვანა გოლის მერე ინიციატივა არ უნდა დაეთმო . ეგ არი და ეგ ….
    Culé [?]
    #4 9 იანვარი 2022 11:28
    1
    ჯერ ძაან რთულია დასკვნების გამოტანა რადგან ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, თან ისეთი რომელსაც ენდობი, ლუკ დე იონგია მთავარი გამტანი მოედანზე და მაგიტომაც ეს შედეგი არ მიკვირს საერთოდ
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #3 9 იანვარი 2022 11:25
    3
    ამ ქალების მადლი მაინც გადმოესხათ ამათაც😂😂😂 გრანადილა ტენერიფეს 5 გასვლიდან 3 მოუგეს მხოლოდ და არცისე სახარბიელო ანგარიშით წელს კიდე იმ უშნო დაჯღვარკულ მოედანზე 0:7 გადააფხრიწეს თავზე და აი პროსტა ფლეშკორეზე რომ ნახო რა ანგარიშებით იგებენ შიდა თუ ევროსარბიელზე ამ დამპლების შემყურეს გული მიჩერდება ეს ბარსელონა როდის ავა მაგ დონეზე როგორც ქალების შედეგებია ასახული

    და კიდე რას წუწუნებთ ერთი ბარსელონა ბ თამაშობს ნახევარი თითქმის და კიდე ვითო კაი ფეხბურთელები რომ მოათრიეს დეპაები და ჟუტკლები...
    ეჰ ყლინისიუსი უნდა ბობოქრობდეს და ფატი ტრამვას უნდა ებრძოდეს სადააა სამართალი
    Culé [?]
    #2 9 იანვარი 2022 11:00
    4
    იცით რა ვერ გამიგია?? ზოგიერთის გულშემატკივრობა... როცა გავიმ უმაღლეს დონეზე ითამაშა და საუკეთესო იყო მაშინ იყო მაგარი ხოო. როცა შემართება დაინახეთ ეგეც მოგეწონათ. მესმის რო არ ფიქრობდა და მაინც ბრძოლობდა ყველა ბურთზე მაგრამ ეს მისი გამოუცდელობის ბრალი მგონია. ჯერ 17 წლისაა მხოლოდ და ითხოვთ რო ყველანაირად ჩამოყალიბებული იყოს ხო.. ნუ მეც ვამტყუნებ მაგრამ თავზე არ ვუვლი და არ ვიძახი რო აღარ უნდა ათამაშოს ამ სეზონში თქო. გახსოვთ დრო როცა ყველა ფეხბურთელი მინდორზე დასეირნობდნენ და არ ბრძოლობდნენ არ რისკავდნენ ყველასი ეშინოდათ და მხდალები დარბოდნენ?? მაშინ იძახდით გუნდს შემართება აკლიაო, არავინ არ ბრძოლობსო მერე დაინახეთ გავი და აიყვანეთ ცაში. ეს ჭირდება გუნდსო.. ახლა კი ზოგიერთი ისეა განწყობილი გავისთვის სკამის ხეხვის მეტი არაფერი ემეტებათ. 😕😏
    პს. ეს ყველას არ ეხება და არც არავინ ჩათვალოთ შეურაწყოფად. უბრალოდ დავაფიქსირე ჩემი აზრიი..🙂🙂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    წევრი [?]
    #1 9 იანვარი 2022 08:59
    0
    Feola shenc kai udziloba gqonia ddd gveshveleba rame ar idardot,2-3 kai transferi unda gunds da dalagdeba situacia...