მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სამი ქულით დაწყებული ახალი წელი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სამი ქულით დაწყებული ახალი წელი

ახალი წელი სამი ქულით დაიწყო! განახევრებული გუნდით, ფაქტობრივად "ბარსა ბ" იყო მოედანზე. მატჩის წინ დიდი ამბები ატყდა, ჩავიმ თქვა შეხვედრა უნდა გადაიდოსო, მეტოქის მწვრთნელმა წუწუნი დაიწყო, ალბათ იფიქრა კარგ დროს გამოვიჭირეთ "ბარსა" და იქნებ რამე გავახერხოთო, მაგრამ კოვზი ნაცარში და გუნდი სადღაც მეთხუთმეტე ადგილზე ჩაუვარდა. თუმცა, არც მანამდე დაფრინავდა მაღალ საფეხურებზე. 

თითქოს მართლა უსამართლობა იყო ასე თამაში, მით უმეტეს, როცა ყველამ იცის, "ბარსას" კარგი დრო ვერ უდგას, გუნდში ჯერ კიდევ ქაოსია და კაციშვილს ვერ გაუგია ვინ მიდის და ვინ რჩება, ეგ კი არა, ისიც ვერ გაიგეს ვინც უკვე მოვიდა ითამაშებს თუ ვერა. მოკლედ, დიდი დავიდარაბაა და ამ დროს ახალი წლის პირველი შეხვედრა ანომალიური შემადგენლობით დავიწყეთ, არაუხო მარცხენა ფლანგზე რადიაციის დასხივების შედეგად ამოზრდილ უცხო სხეულს ჰგავდა, გნებავთ პოლ ვერჰოვენის პერსონაჟს შეადარეთ მესამე სიმწიფით რომ იწონებს თავს და გნებავთ წარმოუდგენელ ადგილზე ამოზრდილ ვენახს, - აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო, შენა! 

ჩავიმ მოიყვანა და არაუხომაც ითამაშა. მცველი კი არა ფანტასტიკაა! ამ სეზონში უკვე ყველგან მოასწრო თამაში, მთელი დაცვის ხაზი გადაიბარა, თავის დროზე ამის გაკეთება მხოლოდ კარლეს პუიოლს შეეძლო, ჯერ მარჯვენა მცველად დაიწყო, მერე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად ჩამოყალიბდა და რამდენჯერმე მარცხენა ფლანგზეც მოუწია თამაში. ჰოდა, არაუხოც რაღაც მხრივ მის გზას მიჰყვება. ამაზე კარგი რა უნდა მომხდარიყო. 

პიკემ სათანადო დონეზე ითამაშა, ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ გოლი არ გაგვეშვა. ტერ შტეგენის ბოლო "სეივი" კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ასეთი მანძილიდან ბურთის აღებას კარგ რეაქციასთან ერთად კიდევ ბევრი რამ სჭირდება, სწორი პოზიციის შერჩევიდან დაწყებული, ალღოთი და ინტუიციით დამთავრებული. სჭირდებოდა გერმანელს ეს "სეივი". ბოლო დროს ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი და აგერ, გამოიკეთა გუნება. 

ცუდი არ იყო ფრენკი დე იონგი. საყრდენზე ადრეც უთამაშია, მაგრამ ასე დალაგებულად იშვიათად. შესაძლოა, უკვე გადაწყვიტა კიდეც, რომ პედრისა და გავის დაბრუნების შემდეგ ამ პოზიციისთვის იბრძოლებს, მაგრამ ბუსკეტსი ისეთ სეზონს ატარებს, რომ ახალგაზრდებთან უფრო ექნება შანსი. აი, მომავალი სეზონისთვის ვინ იცის.. საერთოდ თუ დარჩა კლუბში. ესეც გარკვეული ფუფუნებაა, ნახევარდაცვაში კარგი კონკურენციაა, მოდუნების საშუალება არავის ექნება, ოღონდ ეგ არის, რომ ჯერ განახევრებულები ვართ, მთავარი მიზანი კი "რეალთან" შეკოწიწება იქნება. 

ასევე, ჩვეულად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ნიკომ და პირველ ტაიმში არც პუჩი იყო ცუდი. უბრალოდ, თუნდაც დღევანდელი "ბარსას" ნახევარდაცვაში, "ცუდი არ იყო" საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ძირითადში ადგილი დაიმკვიდრო. რიკის გაცილებით მეტი მოეთხოვება, და ძალიან დიდი ხანია ამ მეტის გაკეთება არ შეუძლია. დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ უკანასკნელი ვარიანტია, რომელსაც ჩავი შეიძლება დაეყრდნოს. "მალიორკასთან" კი სწორედ ასე იყო საქმე. 

შეგძლებია ბიჭო! 

ერთი კარგი მატჩი ლუკ დე იონგმაც გვაჩუქა. ჯერ ძალიან კარგი მომენტი გააცუდა, მერე სულ ცოტა დააკლდა შედევრამდე, რამაც პედროს "მაკრატელა" გამახსენა, (კიდევ ძალიან დიდი ხალხის გოლებიც გამახსენა, მაგრამ თქვენის ნებართვით დე იონგთან არ ვახსენებ) და ბოლოს როგორც იქნა შეაგდო. არ ვიცი არაუხო გაიტანდა თუ არა დე იონგი რომ არ აფრენილიყო, ახლა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ყველასგან დაწუნებულმა კაცმა გოლი შეაგდო და თვით რონალდ კუმანსაც კი მისცა სალაპარაკო! არა მგონია ამ ერთმა მატჩმა ჩავის გეგმები შეცვალოს, მაქსიმუმ სარგებელი ის იქნება, რომ ლუკს ზამთარშივე წაიყვანენ თუ ფორვარდის გადმობირება შევძელით. კავანი გამოირიცხა, ახალმა მწვრთნელმა დედა დააფიცა, აქედან წასული არ დაგინახოო, ურუგვაელის მერე მორატაზე გადავერთეთ და ჯერ არაფერი გარკვეულა, თუმცა, კლუბსაც სურს მისი ხელში ჩაგდება და არც ფეხბურთელია უარზე, ამიტომ, რაღაც უნდა გამოვიდეს, მაგრამ, ამის მიღმა კიდევ ბევრი და დიდი პრობლემებია, "ბარსა" ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს, რას ვეპოტინებით ამ ფეხბურთელებს თუ ვერ ვათამაშებთ?! სწრაფად არის მოქმედება საჭირო, თუნდაც დემბელესთან მიმართებაში, თავიდანვე ცხადი გახდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მთელი ოთხი თვე გაწელა მოლაპარაკებები, გახანგრძლივება რომ ნდომოდა აქამდე ცხრაჯერ გაახანგრძლივებდა, ახლა ისეთ თანხას ითხოვს მხოლოდ იდიოტი რომ გადაუხდის, ყველაფერ იმის მერე რაც კლუბს დამართა, გარდა მისი სატრანსფერო და სახელფასო თანხისა, მკურნალობაზეც მილიონები დაიხარჯა, ეს უმადური კიდე პრეტენზიებს აყენებს, თავმოყვარე კლუბი დემბელეს წამით არ გააჩერებს, აგერ, ტუხელს აღმოაჩნდა თავმოყვარეობა და ლუკაკუ განაცხადს არ გააკარა, გასაგებია, რომ გუნდი ძალიან ცუდ დღეშია და ამ შემადგენლობაში დემბელე პელედ მოჩანს, მაგრამ არის რაღაცები, რისი მოთმენა და პატიებაც არ შეიძლება. 

იმედი მაქვს სარფიანად გაიყიდება. 

კოუტინიოც. 

უმტიტიც. 

ახალი წლის მოგებით დაწყება ძალიან მაგარი ამბავია. მომილოცავს! 

მეოთხე ადგილი ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ახლა კლასიკოზე უფრო უნდა ვფიქრობდეთ. როგორმე ძირითად შემადგენლობას თავი უნდა მოვუყაროთ, თორემ სხვაგვარად "რეალთან" უშანსოდ ვიქნებით. 

ბებერი დანი, პიკში მყოფი ვინისიუშის წინააღმდეგ გადასარევი სანახავი იქნება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #8 3 იანვარი 2022 19:07
    0
    ბიჭებო მორატას ტრანსფერი რამდენად რეალური გგონიათ?
    Culé [?]
    #7 3 იანვარი 2022 18:58
    0
    ციტატა: nika 54
    სხვათა შორის ლუკაკუს გარეშე მოთამაშე ჩელსიმ ლივერპულს 2 გოლიანი უპირატესობა შემოუბრუნა და ფრეს მიაღწია.
    აი ასე ექცევიან პროფესიონალები ენაწაგრძელებულ ფეხბურთელებს, ძალიან გაუჭირდათ მაგრამ ქულა მაინც აიღეს.
    ევროსპორტზე დაიწერა, რომ იუვე მზადაა მორატა გაუშვას, თუ ბარსა ატლეტიკოს მოურიგდება. იმიტომ რომ თავდამსხმელი რომელსაც მორატას გაშვების სანაცვლოდ ეძებდნენ უკვე იპოვეს პსჟ-ში და ეს იკარდია, რომელსაც ფრანგები მას სახელფასო უწყისის გასამარტივებლად უშვებენ. და მთავარი რაც დღეს დაიწერა და რაზეც ბევრი ვიცინე. დემბელეს აგენტებმა ეს დებილი ბაიერნს შესთავაზეს და პასუხმაც არ დააგვიანა, რა თქმა უნდა მათზე კარგად ვინ იცის ვიცაა დემბელე:
    Агенты предложили «Баварии» подписать Усмана Дембеле, пишет Bild. Правда, спортивный директор мюнхенцев Хасан Салихамиджич и боссы клуба скептически настроены по поводу возможного трансфера форварда «Барселоны» – их смущает характер Дембеле.
    რაც შეეხება წუხანდელ მატჩს, სულ მიკვირს პირველი ტაიმის მერე რატომ გონიათ ფეხბურთელებს რო თამაში მოგებულია, მითუმეტეს 1 გოლის უპირატესობის დროს. და კიდევ დე იონგს რა აჭამა ჩავიმ, ასე რამ გააგიჟა. ამდენი საგოლე მომენტი ალბათ მოსვლის დღიდან ერთად აღებული არ ქონია რაც გუშინ. ისე შემეცოდა, მეგონა მატჩის საუკეთესო განაღდებული ქონდა და სად წაართვა შტეგენმა თამაშის ბოლოს ხელის ერთი აქნევით.

    " სულ მიკვირს პირველი ტაიმის მერე რატომ გონიათ ფეხბურთელებს რო თამაში მოგებულია, " მე მგონი არ ჰგონიათ ფიზიკაში ი@@@მენ მეორე ტაიმში რაც ბოლო 5/6 წლის " ტრადიციაა" (ვალვერდეს შემდეგ rage ) გუშინ ტერ შტეგენს რომ ხელბურთის მაღალი კლასის მეკარესავით არ ეთამაშა ეგ 3 ქულაც გვერდზე დაგვრჩებოდა ფიზიკას თუ არ მოუმატეს ოთხეულში შესვლა გაგვიჭირდება სულ ერთია რა შემადგენლობითაც არ უნდა ვითამაშოთ ყველასთან ეგ პრობლემაა confused
    Culé [?]
    #6 3 იანვარი 2022 12:48
    0
    nika 54,
    არ ჰგონიათ რომ პირველიბტაიმის შემდეგ მოგებული აქვთ, უბრალოდ ფიზიკური მომზადებით ვერ ქაჩავენ მეტ პრესინგს და მაღალ ტემპს, ეგ გამოსწორებადია

    ციტატა: Griezzy7
    ამ რეალთან უშანსოდ ვართ ჩემი აზრით. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რო არ წავაგოთ

    სრული შემადგენლობათუ გვეყოლება მაშინ რატომაც არა
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #5 3 იანვარი 2022 12:34
    1
    ციტატა: Griezzy7
    ამ რეალთან უშანსოდ ვართ ჩემი აზრით. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რო არ წავაგოთ

    რატომ უშანსოდ?დანი,ფატი,პედრი,დეპაი და ფერანიც თუ იყო საკაიფოდ გავუწევთ წინააღმდეგობას.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #4 3 იანვარი 2022 12:19
    1
    ციტატა: Griezzy7
    ამ რეალთან უშანსოდ ვართ ჩემი აზრით. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რო არ წავაგოთ



    მაგ რეალს ხეტაფემ მოუგო. იქნებ და მთლად უშანსოდ არ ვართ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 იანვარი 2022 11:22
    1
    სხვათა შორის ლუკაკუს გარეშე მოთამაშე ჩელსიმ ლივერპულს 2 გოლიანი უპირატესობა შემოუბრუნა და ფრეს მიაღწია.
    აი ასე ექცევიან პროფესიონალები ენაწაგრძელებულ ფეხბურთელებს, ძალიან გაუჭირდათ მაგრამ ქულა მაინც აიღეს.
    ევროსპორტზე დაიწერა, რომ იუვე მზადაა მორატა გაუშვას, თუ ბარსა ატლეტიკოს მოურიგდება. იმიტომ რომ თავდამსხმელი რომელსაც მორატას გაშვების სანაცვლოდ ეძებდნენ უკვე იპოვეს პსჟ-ში და ეს იკარდია, რომელსაც ფრანგები მას სახელფასო უწყისის გასამარტივებლად უშვებენ. და მთავარი რაც დღეს დაიწერა და რაზეც ბევრი ვიცინე. დემბელეს აგენტებმა ეს დებილი ბაიერნს შესთავაზეს და პასუხმაც არ დააგვიანა, რა თქმა უნდა მათზე კარგად ვინ იცის ვიცაა დემბელე:
    Агенты предложили «Баварии» подписать Усмана Дембеле, пишет Bild. Правда, спортивный директор мюнхенцев Хасан Салихамиджич и боссы клуба скептически настроены по поводу возможного трансфера форварда «Барселоны» – их смущает характер Дембеле.
    რაც შეეხება წუხანდელ მატჩს, სულ მიკვირს პირველი ტაიმის მერე რატომ გონიათ ფეხბურთელებს რო თამაში მოგებულია, მითუმეტეს 1 გოლის უპირატესობის დროს. და კიდევ დე იონგს რა აჭამა ჩავიმ, ასე რამ გააგიჟა. ამდენი საგოლე მომენტი ალბათ მოსვლის დღიდან ერთად აღებული არ ქონია რაც გუშინ. ისე შემეცოდა, მეგონა მატჩის საუკეთესო განაღდებული ქონდა და სად წაართვა შტეგენმა თამაშის ბოლოს ხელის ერთი აქნევით.
    Culé [?]
    #2 3 იანვარი 2022 11:09
    1
    ამ რეალთან უშანსოდ ვართ ჩემი აზრით. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რო არ წავაგოთ
    ახალბედა [?]
    #1 3 იანვარი 2022 11:07
    3
    ვისკა ბარსა