მორატა, ჰოლანდი და ერთი ძველი ამბავი

მორატა, ჰოლანდი და ერთი ძველი ამბავი

მადრიდელი კაცი "ბარსელონაში" გადმოვაო, ასე ამბობენ, თურმე, არც თავად არის უარზე. "ბარსას" აუცილებლად სჭირდება ცხრიანი, იანვარში დიდი ტრანსფერის გაკეთება ძალიან რთულია, ამიტომ, ალვარო მორატაზე შეჩერდა არჩევანი. სულით ხორცამდე მადრიდელი, მოუვლია "ხეტაფესა" და "ატლეტიკოს" აკადემიები, უკვე 19-წლამდელებიდან "რეალის" აკადემიაში ჩაირიცხა და ახლა ბარსელონაში ჩასასვლელად ემზადება. 

ამას დიდი პანიკა არ მოჰყვება, რადგან, "რეალის" ფანებს უკვე მივიწყებული ჰყავთ და არც არასდროს აღმერთებდნენ. მოიარა "იუვე", "ჩელსი" და "ატლეტიკო", რავიცი.. დიდად წარმატებული რომ ყოფილიყო ამდენი სიარულიც არ მოუწევდა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბევრ კლუბში ყოფილან, მაგრამ კვალი ყველგან დატოვეს, მაგალითად იბრა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუნდაც ნიკოლა ანელკა, მაგრამ მორატას კვალი არსად დაუტოვებია, ყველგან და ყოველთვის ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ უფრო მეტი შეეძლო. 

ამ საუბრებმა კი ერთი ამბავი გამახსენა, 2002 წელია, ვან გაალი მოვიდა, რივალდო გაუშვა, "რეალი" რონალდოს დასამატებლად ემზადება და ამ დროს ატყდა ერთი ამბავი, ფერნანდო მორიენტესი "ბარსელონაში" გადადისო. თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ბუტრაგენიო პირდაპირ მივიდა "მოროსთან" და უთხრა - დიდი ბოდიში ჩვენო ლეგენდავ, მაგრამ აღარ გვჭირდებიო. მორიენტესი კი ისკოსი არ იყოს, ბავშვობაში "ბარსას" ფანი ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა მადრიდისტა ჰყავდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, "ბარსას" ფანი ვიყავი და გვიან გავაცნობიერე ჩემი შეცდომაო, (ალბათ დაახლოებით 15 წლის ასაკში). ფანები აღშფოთდნენ და პერესმა იფიქრა ჯერ "ინტერში" გავუშვებთ რონალდოს ტრანსფერთან ერთად და მერე გადავიდეს "ბარსელონაში", რომ დიდი ხმაური არ ატყდესო, მაგრამ, "ინტერს" არაფერში აწყობდა ამ ამბავში გარევა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ "მორო" მადრიდში დარჩა და სკამს მიეჯაჭვა მყარად. 

ვან გაალი კი ითხოვდა მის მოყვანას, მაგრამ, დღემდე ვერ ვხვდები რაში სჭირდებოდა, ცხრიანზე პატრიკ კლუივერტი ჰყავდა, მისი ფავორიტი ფეხბურთელი, ერთი და იმავე სტილის ფეხბურთელებით შეტევა ვერ იქნებოდა გონივრული, მაგრამ ვან გაალისას რას გაიგებ.. იქნებ გარემარბად დაეყენებინა?! 

"მორო" შემდეგ წელს გაანათხოვრეს "მონაკოში" და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალს" გადაეყარა, მერე რაც მოხდა უფროს ხალხს კარგად ემახსოვრება, უმცროსებს კი "იუთუბი" აქვთ. კარგი სანახაობა იყო. სასაცილოც. დევიდ ბექემმა პირველ მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ჩათვალა, რომ უკვე გასულები იყვნენ და დასვენება გადაწყვიტა, ჩავიდა "რეალი" მონაკოში და ცხარე ცრემლით ატირეს. 

მორატა ვერ არის მორიენტესის დონის ფორვარდი. მე ასე მგონია. შეიძლება ვცდები, არ ვიცი. არც სტაბილურია და არც დიდი გოლეადორი, მაგრამ, "რეალზე" განაწყენებული ფეხბურთელის დამატება არ უნდა იყოს ცუდი, მით უმეტეს, რომ "ბარსა" სანაკრებო კლუბად ყალიბდება, მთელი ესპანეთის ნაკრების ბირთვი კვლავ "ბარსაშია" თავმოყრილი, ამიტომ, ფეხბურთელებთან შეთამაშება და ურთიერთგაგება არ უნდა იყოს რთული. 

ტრანსფერს მივესალმები. ორივე ხელით. 

თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ერთი წამით მაინც ჰოლანდზე ფიქრი, ან, თუნდაც ოცნება შევწყვიტოთ. სანამ მცირე შანსი მაინც არსებობს, მომავალი ცხრიანის ამპლუაში მას უნდა ვხედავდეთ. Marca-ზე დაიწერა გაიძვერა პერესს მესამე გალაქტიკოს შექმნა სურსო, ჯერ თუ ფიგუ, ზიდანი და რონალდო მიიყვანა, მერე, კაკა, რანალდუ და ბენზემა, ახლა თურმე ჰოლანდისა და მბაპეს ყიდვა ერთად გადაუწყვეტია, ყიდვა რა.. მბაპე უფასოა, უბრალოდ ისტორიაში ყველაზე დიდ ბონუსს გადაუხდიან. შესაძლებელია, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდება, მესიმ და რონალდუმ თამაშის წესები შეცვალეს და მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ მეგა ვარსკვლავები ჯობია მოსისხლე მტრებში იყვნენ, ვიდრე ერთ გუნდში, ისტორია ასე იწერება და ეპოქა ასე იქმნება, ამიტომ, თუ მბაპე "რეალში" გადავა, ჰოლანდს კიდევ უფრო მეტად გამოუწევს გული "ბარსასკენ". ასეთი ბიჭი ჩანს. "ხიშნიკია". ალბათ ორივე ხვდება, რომ ამ დეკადის მთავარი დუელი უკვე დაწყებულია, გადაეყარნენ ერთმანეთს და ლამაზი სანახაობაც ვიხილეთ, მაგრამ ჯერ ისეთი ხმაურიანი ვერ არის, რადგან, არც პსჟ-ა გრანდი (მიუხედავად ყველაფრისა) და არც "დორტმუნდი", (მიუხედავად დიდი პატივისცემისა), ასე რომ, გზა ხსნილია. 

მანამდე, მორატათი დავკმაყოფილდეთ. შეიძლება ითქვას, რომ დიეტაზე ვართ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    სტაჟიორი [?]
    #11 1 იანვარი 2022 18:37
    1
    როგორც ყოველთვის იყო ძალინ მალე გამოჩნდება ვინ გამართლა და ვინ არა, ამიტომ არ დავიწყებ კამათს ჩაფიქრებულ ტრასფერებზე. მაგრამ ერთი ვერ გამიგია რატომ მუდამ ვოცნებობთ ერთზე და ვაკეთებთ მეორეს. ვალვერდე გაუშვით იმიტომ რომ არ ივარგაო და ვოცნებობდით რომსა და ლივერპულში მიღებული სირცხვილის ჩამორეცხვას და მოვიყვნეთ მეძროხე, შედეგად მივიღეთ 8:2 ბაიერნისაგან. კარგი ბატონო, ფეხბურთია და ყველაფერი ხდებაო. ჰოლანდიის ნაკრებს მწვრთნელი წავართვით, აი შემდეგ სეზონში ნახეთ რამდენ გოლს გავიტნთო, შედეგად სუარესი გაუშვით და მოვიყვანეთ ბრიტვაიტი და დაიწყო უგოლო დიეტა. ახალი პრეზიდენტი მოვიყვნეთ, აი ეხლა ნახეთ რას ვიზამთო და შედეგად დავკარგეთ მესი. გენიოსი ბრეიტვაიტი დაგვემტვრა და ეხლა ძლიერ შემტევს მოვძებნითო და შედეგად მოვიყვანეთ დე იონგი "ჰარის მეფეაო". ეხლა კიდევ ჰოოლნდზე ვოცნებობთ და მოგვყვს მორატა. აღარ გავაგრძლებ , რადგან მეც და ყველამ უამრავი ასეთი ფაქტები ვიცით. როგორც ერთი ცნობილ ფილმში ფრაზა ითქვა - მოდით დავლიოთ იმისათვის, რომ ჩვენი სურვილები ყოველთვის შეესბამებოდეს ჩვენ შესაძლებლობებს-.....თორემ ვეღარ გავიგე, ეს ხალხი მართლა უტვინოა თუ ჩვენ გვიგდებენ მასხარად....
    მწერალი [?]
    #10 1 იანვარი 2022 15:48
    0
    nika 54,
    ლეგენდობაზე არ არის საუბარი. უბრალოდ თავის კვალი დატოვა ყველგან : )
    Culé [?]
    #9 1 იანვარი 2022 15:45
    1
    გილოცავთ! მშვიდობიანი, ბედნიერი წარმატებული წელი გქონოდეთ თქვენ და ჩვენს დაბეჩავებულ გუნდსაც :)))

    სანჩესი ბრეითვეიტის 9იანობა დაწვით და გაატანეთ მაძაგ 21 წელს :D
    ფანი [?]
    #8 1 იანვარი 2022 14:47
    1
    ციტატა: nika 54
    არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბევრ კლუბში ყოფილან, მაგრამ კვალი ყველგან დატოვეს, მაგალითად იბრა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუნდაც ნიკოლა ანელკა
    იბრა რო ცოცხალი ლეგენდაა ამაში ვერავუინ შეგედავებათ, მაგრამ ანელკას დიდი ფეხბურთელობა და ლეგენდობა არ გაიშვას.
    მახსოვს რეალმა რო არსენალიდან იმ დროისთვის ზღაპრულ თანხად შეიძინა, იქ საზიზღრად იქცეოდა, ამაყად უყურებდა ყველას, ტრაბახობდა, რომ გუნდის ყველაზე ძვირი ფეხბურთელი იყო და პირობებს აყენებდა. მაშინდელი პრესიდან მახსოვს ვარჯიშზე მომხდარი გაუგებრობა როცა რაულმა პირდაპირ უთხრა: ეს რეალია და აქ, ფეხბურთელები თამაშობენ რომლებიც საერთოდ არ იყიდებიანო და არც ფასი არ ადევთო. ამის შემდეგ როცა რეალში ვერაფერი აჩვენა მე მგონი მეორე სეზონშივე გაუშვეს. იქ სადაც ფეხი აიდგა როგორც ფეხბურთელმა პსჟ-ში. მერე კი წავიდა და წავიდა ქვეყნის გუნდები მოიარა და დიდი კვალი არსად არ დაუტოვია, კარიერა კი როგორც ფეხბურთელმა სადღაც ჩინეთში დაამთავრა.

    ანელიას განსახიერება , დემბელე! მაგასაც მასე აეწყობა კარიერა, ფულის გულისთვის ირბენს ერთი გუნდიდან მეორეში,ბოლოს წავა კატარში.
    Culé [?]
    #7 1 იანვარი 2022 13:32
    1
    შეიძლება ითქვას, რომ დიეტაზე ვართ.
    joy joy joy
    =========
    "დიეტის" თემას მთელი საქართველოა მიჩვეული და არა უშავს, ცოტა ხანს ბარსაშიც ავიტანოთ! ::დდდდ
    heart_eyes ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო, წინსვლის და ბედნიერების მომტანი იყოს თქვენთვის 2022 წელი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 იანვარი 2022 12:23
    1
    არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბევრ კლუბში ყოფილან, მაგრამ კვალი ყველგან დატოვეს, მაგალითად იბრა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუნდაც ნიკოლა ანელკა
    იბრა რო ცოცხალი ლეგენდაა ამაში ვერავუინ შეგედავებათ, მაგრამ ანელკას დიდი ფეხბურთელობა და ლეგენდობა არ გაიშვას.
    მახსოვს რეალმა რო არსენალიდან იმ დროისთვის ზღაპრულ თანხად შეიძინა, იქ საზიზღრად იქცეოდა, ამაყად უყურებდა ყველას, ტრაბახობდა, რომ გუნდის ყველაზე ძვირი ფეხბურთელი იყო და პირობებს აყენებდა. მაშინდელი პრესიდან მახსოვს ვარჯიშზე მომხდარი გაუგებრობა როცა რაულმა პირდაპირ უთხრა: ეს რეალია და აქ, ფეხბურთელები თამაშობენ რომლებიც საერთოდ არ იყიდებიანო და არც ფასი არ ადევთო. ამის შემდეგ როცა რეალში ვერაფერი აჩვენა მე მგონი მეორე სეზონშივე გაუშვეს. იქ სადაც ფეხი აიდგა როგორც ფეხბურთელმა პსჟ-ში. მერე კი წავიდა და წავიდა ქვეყნის გუნდები მოიარა და დიდი კვალი არსად არ დაუტოვია, კარიერა კი როგორც ფეხბურთელმა სადღაც ჩინეთში დაამთავრა.
    Culé [?]
    #5 1 იანვარი 2022 11:35
    1
    ესპანეთის ნაკრების ძირითადის 9-იანი ურიგო სულაც არაა barca-6
    Culé [?]
    #4 1 იანვარი 2022 10:53
    0
    მეც ეგრე ვფიქრობ რომ ჰოლანდი მბაპესთან ერთად არ ითამაშებს, ის დაპირისპირებები რაც ადრე იყო ელ კლასიკოში არამგონია ამათმა უკეთესი გააკეთონ მაგრამ მიახლოვებული ემოციები და დაძააბულობა თუ იქნება მაშინ ძაან მაგარი ეპოქა გველის წინ
    --------------------
    CULE FOREVER
    წევრი [?]
    #3 1 იანვარი 2022 09:57
    0
    9 ში ბრეიტვაიტს რო ვხედავ ნერვები მეშლება რა სახელებია ლეგენდები ეს ვინაა 9ში ფაკ :D

    La Pulga10,
    მბაპე მადრიდისტა ჰალანდი ბარსაში რო მოვიდეს უფრო კაი იქნება
    Culé [?]
    #2 1 იანვარი 2022 09:40
    4
    მე მაინც ვერ ვხდები ჰოლანდზე,რატომ იძახიან,რომ ვერ გაამართლებს.ბარსას სტილი არააო,ხეაო,ისაო,ესაო.ბურთი მიე და იტანს მეტი რა გვინდა.2 მეტრიანი კაცის კვალობაზე მშვენივრად მოძრაობს,სწრაფია,მაგარი დარტყმა აქვს,ჯანზეა,ტექნიკაც აქვს უბრალოდ დახვეწა უნდა და ეგაა.მე მგონია,რომ გაამართლებს ეგ ტრანსფერი,მარა მბაპე ცოტათი უკეთესია ალბათ.ბექჰემი-რონალდინიოს ვარიანტი,რომ მოხდეს და ჰოლანდი რეალში გადავიდეს და მბაპე ბარსაში ხო კაი იქნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #1 1 იანვარი 2022 09:21
    2
    მთელმა ესპანეთის ნაკრებმა თუ მოიყარა აქ თავი ჩემიაზრით ძალიან კარგია, მივესალმები მაგ ფაქტს. არამარტო ბარსას გამო, არამედ ესპანური ფეხბურთის გამოც. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბარსამ მოიგო და ნაკრების ფეხბურთელების რაოდენობით შეიძლება დავეწიოთ კიდეც მაგ პერიოდის რაოდენობას. ორ სტადიაზე გვერდიგვერდ მოასპარეზე ფეხბურთელებსაც რაც შეუძლიათ ერთად ეგეც არახალია. ისტორია მეორდება მეგობრებო და იმედით უნდა შევხვდეთ ახალ წელს და ახალ შესაძლებობებს.