ფანჯრის გახსნამდე

ფანჯრის გახსნამდე

აი ასე, უცბად აფეთქდა, ფერან ტორესს ცალი ფეხი ბარსელონაში აქვს. იმ კაცმა გააცხადა ეს ამბავი ვისაც დაეჯერება. აბა, გაიხსენეთ ფაბრიციო რომანოს რაიმე ეთქვას და ტყუილი გამომდგარიყოს, რაღაცებს ამოვყრით ალბათ, მაგრამ, რატომ უნდა ვიწვალოთ, როცა ვიცით, რომ მისი ნათქვამი სიტყვა 99%-ით მართლდება. The Guardian-იც კი ულაპარაკოდ ენდობა. ფაბრიციოს არ სჭირდება წყარო, რადგან თავად იქცა ყველაზე სარწმუნო წყაროდ. მომგებიანი ბიზნესი აქვს, ინფორმაციას ჰყიდის, თავის მხრივ, სპორტულ აგენტებს უხდის ძალიან ბევრს იმისათვის, რომ ინფორმაცია პირველმა შეიტყოს, სანაცვლოდ მათ ფეხბურთელებს აპიარებს და ასე.. 

დავუჯეროთ ამ კაცს. 

არ ავტეხოთ ახლა ერთი ამბავი, ფერან ტორესი გვარდიოლას მეოთხე ვარიანტია. წინა სეზონში სხვაგვარად იყო, რადგან ბერნარდოს ცუდი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ამჟამად ყველაფერი შეიცვალა. სანამ ტრავმას მიიღებდა უკვე სკამზე იჯდა და ძირითადად თასზე უწევდა თამაში. "ბარსა" "სიტის" გარემარბებს დიდი ხანია თავს დასტრიალებს. პირველი ფეხბურთელი, რომელიც ხელიდან გავუშვით ლეროი სანე იყო. "სიტიმ" გაყიდა და "ბაიერნმა" ჩაავლო. ალბათ ასე სჯობდა, მისთვისაც და "ბარსასთვისაც". "ბაიერნი" ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც მის რეგრესს უშველიდა და უშველეს კიდეც. ერთადერთი კოუტინიოს ვერ მოუხერხეს ვერაფერი, თორემ, მათზე უკეთ არავინ იცის ფეხბურთელი აზრზე როგორ უნდა მოიყვანონ. 

წინა სეზონში ბევრი იწერებოდა ბერნარდო სილვაზე, რადგან, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. თავის დროზე ვინსან კომპანიმ თქვა, ბერნარდო, რომ პროფესიონალიზმის 70%-ს მაინც ავლენდეს გუნდის უპირობო ლიდერი იქნებოდაო, ჰოდა, დაიწყო გამოვლინება. თუ რამე გვსურდა, ზაფხულში უნდა გაგვეხერხებინა, ახლა უკვე გვიანია. ვიცით ის, რომ ჩავის ძალიან მოსწონს რაჰიმ სტერლინგი, მასაც მცირე დრო ეძლევა ბოლო ორი სეზონია, მაგრამ ბოლო ტურებში ისევ დაუბრუნდა შემადგენლობას, პეპი მაინც მარეზს, გრილიშს, ბერნარდოსა და ფოდენს ამჯობინებს, მაგრამ, როგორღაც ახერხებს და სტერლინგსაც ათამაშებს, აი, ფერან ტორესი კი ამ ფეხბურთელების მერე შეგვიძლია დავასახელოთ. თუნდაც ჯანმრთელი ყოფილიყოს, ფერანი მისთვის მეოთხე, ან სულაც მეხუთე ვარიანტია. 

ნაკრებიდან ვიცნობთ კარგად, ლუის ენრიკეს გუნდს უმტკივნეულოდ ერგება და მაღალი დონის მატჩებიც ჩაუტარებია. ეჭვგარეშეა, რომ გაგვაძლიერებს, მაგრამ სუპერვარსკვლავს ნუ დავუძახებთ. მოდი, ვარსკვლავსაც ნუ დავუძახებთ. უბრალოდ, ვთქვათ, რომ ფერან ტორესი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ამჟამინდელი "ბარსას" სტანდარტებს ნამდვილად აკმაყოფილებს, და იმედია უფრო და უფრო მოუმატებს. 

რაც შეეხება სამედიცინო შემოწმებას, მოდი და ენდე ახლა მაგათ, გაიარა შემოწმება კუნ აგუერომ და კინაღამ "კამპ ნოუზე" ჩაგვაკვდა. 

თანხა დიდია. ასახელებენ 65 მილიონ ევროს. თუ "ბარსა" ლიგაზე ვერ გავა, ზარალი გაცილებით დიდი იქნება, ამიტომ, დიდი თანხის გადახდა გამართლებულია. ლაპორტას მოსვლისთანავე ვივარაუდეთ, რომ ასეთი კრიზისის მიუხედავად კიდევ უფრო დიდ ვალს აიღებდა და რისკის საფუძველზე დაიწყებდა გუნდის შენებას, ასეც მოხდა. სტადიონის რეკონსტრუქციასაც აპირებს, ფერანის დათრევაც უნდა სოლიდურ თანხად და არც ჰოლანდზე იტყვის უარს. ერთი ფეხის დაცდენა და ვეღაფერი გვიშველის, გარდა იმისა, რომ არაბებს მივყიდოთ სული, მაგრამ, მე იმედიანად ვარ. თქვენი არ ვიცი. 

ფერანი სულ რაღაც 21 წლის არის, ახლანდელ ლაწირაკებში კარგად ჩაეწერება. "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია. თავიდანვე ძალიან მაგარი იყო, რადგან ესპანეთის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, იქ კი როგორი კონკურენციაა კარგად მოგეხსენებათ. ეროვნულ ნაკრებში 22 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, რაც გადასარევი მაჩვენებელია. 

გოლების გატანაც ეხერხება, საგოლე პასებიც მშვენივრად გამოსდის და ორივე ფლანგზე შეუძლია წარმატებით თამაში. ახლა გასარკვევია, დემბელე მიდის თუ რჩება, ლაპორტამ იმხელა თანხა გაისროლა და დემბელეც ისე აყოვნებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომ ეჭვი მაქვს დაგვტოვებს და ფერანი მისი შემცვლელი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნიუკასლი" ჩასაფრებულია, ძალიან დიდი პროექტი დევს სასწორზე და გიჟებივით შემოვარდებიან ბაზარზე, თუ მოვარხერხეთ და ცოტა ჭკუაზე მოსული დემბელეს ნაცვლად კოუტინიო შევტენეთ, მაშინ, ლაპორტა გარი გუდინის დონის ჯადოქრად უნდა შევრაცხოთ. 

აბა, არ არის საეჭვო? ზაფხულიდან მოყოლებული ამბობს შემდეგ კვირას გავახანგრძლივებო და მოვიდა ზამთარი. საეჭვოა, აბა რა არის. 

გარდა ფერანისა, საუბარია ედისონ კავანიზე. გოლის გამტანი არ გვყავს. საერთოდ. კავანი ნამდვილად კარგი ვარიანტი იქნება. თუ ეს ყველაფერი გამოვიდა, ნამდვილად კარგი გუნდი შეიკვრება, აბა გადახედეთ გვარებს, დაუმატეთ დანი ალვესი, დაბრუნებული ბავშვები და.. რაღაც გამოვა. უეჭველად გამოვა. 

რაც შეეხება ცენტრალური დაცვის პრობლემებს, შემდეგი სეზონისთვის მხოლოდ არაუხოს იმედი შეგვიძლია გვქონდეს, დანარჩენებს ხელი უნდა დავუქნიოთ, ერიკ გარსია კი იმედია ისწავლის, ჯერ ახალგაზრდაა. ის შემართება აკლია, რაც "ბარსას" ლეგენდარულ მცველებსა და თუნდაც, რონალდ არაუხოს ახასიათებს. ძირითადი შემადგენლობის მცველად ჯერჯერობით არ გამოდგება. ამ ზამთარში მეეჭვება ვინმე ძლიერი ცენტრი დავიმატოთ. 

ასეთი ამბებია. 

მოახლოვდება იანვარი და უფრო მეტი ამბავი წამოვა. 

რა გამოვა და რა არა, ამას ვნახავთ. ჩემი აზრით კი ფერანიც გამოვა და კავანიც. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 23 დეკემბერი 2021 13:26
    1
    ნიუკასლმა რომ კოუტინიო, უმთითი და ინბეცილი წაათრიოს, საუკეთესო ვარიანტი გამოვა;
    რატომღაც მგონია, რომ ნეიმარის ტრანსფერის ფულით მოთრეული ნაგავის გადაყრა აღმოჩნდება ის ბალასტის მოშორება, რომლიტაც გუნდი სიმაღლის აკრებას შესძლებს
    Culé [?]
    #7 23 დეკემბერი 2021 12:44
    3
    იმდენი უვარგისი მცველი გვყავს, სულ რომ კაპიკებში დაიყიდონ ერთი ნორმალურ მოთამაშეს როგორ ვერ ვიპოვით.. არანირად არ მაქვს გარსიას იმედი, ან როგორ უნდა განვითარდეს ცენტრალური მცველი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ამ ამპლუისთვის შესაფერი არც ფიზიკური პარამეტრები და არც ფიზიკური კონდინციები. კარგი დავუშვათ განვითარდა და პოზიციურად ისე დახელოვნდა რო გახდა ჟერარდ პიკეს დონის. დალშე? მხოლოდ გამოვარდნილ ბურთზე და დაკარგული სივრცის დროულად შევსებაზეა ცენტრალური მცველის თამაში საკმარისი?

    მერე მეორე, ალბას თამაშს მცველობა ქვია? ფულ ბექობა ქვია? ან დემბელეს დაზღვეული ფლანგის იმედად ყოფნა გაგონილა? ალვეში შეძლებს ტრავმის გარეშე თუნდაც ნახევარი სეზონის ჩატარებას? ან 90 წუთი ამდენი თამაშის სრულად ჩამთავრებას? არაუხოს რაუნდა ფლანგზე? დესტის გუნდში ყოფნას ყოფნა ქვია? მე ვფიქრობ რო თუ გვინდა სეზონის მეორე ნახევარში შედეგი იყოს დამაკმაყოფილებელი და არა მხოლოდ მონდომება და ჩავის სურვილები, ეს პრობლემა ამ ზამთარს არის მოსაგვარებელი. სულ ტრაკზე რომ გაიხეს ლაპორტა მაინც, სხვაგვარად წარმატება ფიზიკურად ვერ მოვა
    ფანი [?]
    #6 23 დეკემბერი 2021 12:31
    0
    მშვენიერია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 დეკემბერი 2021 12:15
    0
    მანჩესტერმა, კოვიდი დამესხა თავსო და ახლა კავანის გაშვება არასწორი იქნებაო. უამრავი კოვიდიანი ყავს და როგორც გავიგე კავანის გაშვებას აღარ აპირებს. ნეტავ ტყუილი გამოდგეს.
    Culé [?]
    #4 23 დეკემბერი 2021 12:02
    1
    ზამთარში დესტი, უმტიტი, კოუტინიო, დემირი და ლუკ დეიონგი უნდა გავუშვათ უეჭველად და ტორესი-კავანი დავიმატოთ. დაცვაზე და ჰოლანდზე ზაფხულში იჩალიჩონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 23 დეკემბერი 2021 11:59
    1
    კავანი თუ დაითრიეს კაი იქნება, იმ ჯამბაზს მაინც აჯობებს, თან ფატისაც დაეხმარება ფორმის აღდგენაში, ასე პირდაპირ ხო ვერ დააწყებინებენ 90 წუთის თამაშს, მემგონი ისედაც არ შეიძლება მაგისთვის 90 წუთი. დემბელე მართლა წავა როგორც ჩანს, ლუკ დეიონგიც გააყოლონ იქნებ და ამ კოუტინიოს თუარ იყენებს ჩაულაგონ ბარგი მაგასაც ჯობია
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 23 დეკემბერი 2021 10:07
    3
    ამ ზამთარში თუ ასეთი გუნდი შეიკრა
    შტეგენი
    არაუხო-დე ლიხტი-პიკე
    გავი-ბუსი-ნიკო-პედრი
    დემბელე-ტორესი-ფატი
    ევროპა ლიგასაც დავდებთ და ოთხეულშიც არ გაგვიჭირდება შესვლა
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #1 23 დეკემბერი 2021 05:00
    1
    ტერ შტეგენი - არაუხო, პიკე, ალვეში, ალბა - ბუსკეტსი, პედრი, გავი - დემბელე, ფერანი, დეპაი.

    ზამენა: ნეტუ - გარსია, ლენგლე, დესტი, ბალდე - დე იონგი, ნიკო, პუჩი - ეზალზული, ფატი, კავანი


    ამ გუნდით ნამდვილად შეიძლება ტოპ 4 იც და ევროპა ლიგაც