მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Not too bad

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Not too bad

იცით ალბათ ნოვაკ ჯოკოვიჩის ყველაზე ცნობილი პრესკონფერენცია, სადაც იტალიელ ჟურნალისტს ეღადავება - Not too baaaad, ჰოდა, რაღაც ეგეთი მატჩი იყო. არ იყო ცუდი, მაგრამ, გაგეცინება კაცს, "სევილიას" საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იდიოტი აღმოჩნდა. Not too baaaad, მაინც ვერ მოვიგეთ.

არაუხო აფრინდა და ქულა წამოვიღეთ! არ არის ცუდი, უკეთაც შეიძლებოდა. სეზონის პირველი ნახევრის ბოლო მატჩისთვის გამოდგება. უკმაყოფილების გრძნობა დარჩა, რადგან "სევილიას" კაცი გაუგდეს, ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ლა ლიგაში, რომელსაც ზაფხულში პრემიერ ლიგის გრანდები დასტრიალებდნენ, მაგრამ ისეთი კონტრაქტი აქვს, რომ ვერ იყიდეს. მით უმეტეს, "ბარსამ" ვერ გაახერხა ვერაფერი, არადა, ინტერესი ნამდვილად იყო. კუნდე კარგი ფეხბურთელია, გუშინდელის მერე მისი ფასი მინიმუმ 10 მილიონით დაეცა, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ამ ბიჭს პრობლემები აქვს, ყველას დასანახად ადგა და ჟორდი ალბას ბურთი გაუქანა სახეში! ასეთი რამ, ასეთ დონეზე ბოლოს როდის ვნახე აღარც მახსოვს. სულელი გამოდგა ეს გავარსკვლავებული კუნდე. 

იბრა გამახსენდა და ვან ბომელი. იბრა იმიტომ, რომ კუნდესთან შედარებით აინშტაინია. ბურთსაც ისე გაარტყამს კაცს და თავშიც ისე წამოარტყამს, რომ ეჭვს ვერავინ აიღებს. გახსოვთ ალბათ ეს მომენტი, როცა მსაჯის სიახლოვეს სჩადის ამ ყველაფერს, მერე კი ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. 

ვან ბომელი გამახსენდა იმიტომ, რომ ყველაზე სასაცილო წითელი ბარათი აქვს მიღებული, გაბრაზებულმა მსაჯის მისამართით უხერხული ჟესტი გააკეთა, რომელიც სავარაუდოდ გადმოქათულებულად "გამოიღეს" ნიშნავს, ისე მოხდა, რომ მსაჯმაც ზუსტად ამ დროის მოიხედა და ძალიან შეურაცხყოფილმა დააძრო წითელი ბარათი. ბევრი ვიცინე. მაგრად ვიცინე, მაგრამ გუშინ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კუნდე ვან ბომელზე სულელი კაცია. 

ჰოდა, უკმაყოფილებაც აქედან მოდის. როცა მეტოქე კაცნაკლული რჩება, უნდა მოუგო. "ბარსა" თუ ხარ, უნდა მოუგო, მაგრამ ამ სეზონში ჯერ ვერ ვართ "ბარსა". 

დაცვა

მეკარით დავიწყოთ. მთავარი მცველი მეკარეა. ბოლო დროს დიდი კრიტიკა დაიმსახურა და არც ამჟამად ჰქონია დამაჯერებელი მატჩი. გოლში ვერ დავადანაშაულებთ, საერთოდ შანსი არ ჰქონია აღების, მაგრამ დამაჯერებლობა აკლდა, რამდენიმე ცუდი შეცდომა დაუშვა, თუმცა, სხვა მატჩებთან შედარებით არაუშავდა. 

დაცვის ხაზში არაუხო ვიხილეთ მარჯვენა მცველად. არ არის ეს მისი პოზიცია. შეტევის დროს არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, ჩავიმ ამ პოზიციაზე იმიტომ დააყენა, რომ წინა მატჩებში ხშირად ერთვებოდა მარჯვნიდან შეტევაში, არის ხოლმე ასეთი მომენტები, მოიგდებს ბურთს ფეხებში და დააწვება ფლანგიდან, ჰოდა, ჩათვალეს, რომ ფლანგზე თამაშს შეძლებდა. რავიცი.. დესტზე და რობერტოზე კარგად ალბათ შეძლო, გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა, აფრინდა და კლოზეს სტილში გაახვია ბადეში, ბედნიერებაა, რომ ეს კაცი ჩვენი მცველია. 

მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა ჟერარ პიკემ. დაცვაში კარგ თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, ბურთის ამოტანის დროს იყო შესანიშნავი. მისი პირველი პასი ჩვენი შეტევების საფუძვლად იქცა. ჯერჯერობით მის გარდა არ გვყავს ცენტრალური მცველი, რომელიც მის დონეზე გააკეთებს ამ ყველაფერს. 

ერიკ გარსია არ მომეწონა. საერთოდ, იმის ნახევარს ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ველოდით. ეს მატჩიც იყო რა.. 

რაც შეეხება ჟორდი ალბას. მისი მთავარი მიღწევა კუნდეს პროვოცირება გახდა, არადა, რთულია ამას პროვოცირება დაარქვა, უბრალოდ დაეჯახა, არც ისე ძლიერად, უარესებიც გვინახავს, ეს საერთოდ არაფერი არ იყო, მაგრამ გაუქანეს ბურთი სახეში! ნახევარი მეტრიდან. დახვრიტეს ფაქტობრივად. 

ნახევარდაცვა

ისევ არაფრად ვარგოდა ფრენკი დე იონგი. აი, მასზე უნდა ითქვას, რომ პაუზამ მოუსწრო. კარგი დროა აზრზე მოსასვლელად. საერთოდ ვერ გაუგია რას თამაშობს, თავისთვის აგორავებს, "აიაქსში" შეხედავდი და ხვდებოდი, რომ 3-4 მოქმედება გათვლილი ჰქონდა, "ბარსაში" ამ მოქმედებებს ვერ ხედავს, ალბათ იმიტომ, რომ უკვე მეოთხე მწვრთნელთან უწევს მუშაობა და ყველა რაღაც განსხვავებულს მოითხოვს მისგან, ჰოდა, ცოტა არ იყოს გადაიღალა ამ სიგიჟით. პოზიცია ისევ პრობლემად რჩება, ფრენკი მაინც ვერ ჩამოყალინდა რვიანად, ჯერ ისევ ექვსიანია, რომელიც უბრალოდ რვიანზე თამაშობს. თუმცა, არაერთი მატჩი ყოფილა, რომელიც ექვსიანზე ჩაუტარებია და ვერ ვიტყვით, რომ ბუსკეტსზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, პირიქით, ტაქტიკური თვალსაზრისით ბუსკეტსი ბევრად აღემატება, ვერავინ ვერ ალაგებს თამაშს ისე, როგორც ის. არ ვიცი რას უნდა ველოდოთ ამის მერე. თუ მეორე ნახევარშიც ასე განაგრძო, როგორც მინიმუმ სკამზე გადაინაცვლებს. 

ბუსკეტსმა ნორმალური მატჩი ჩაატარა. ცუდი არ ყოფილა, ხოლო გავი ალბათ საუკეთესო იყო ნახევარდაცვის ცენტრში. მიგვაჩვია, რომ საუკეთესო შეფასება უნდა დაიმსახუროს. ო, როგორ ველით პედრის დაბრუნებას. წესით და რიგით, ის ნახევარდაცვა უნდა მივიღოთ, რომელიც "ბარსას" დომინანტის როლში დააბრუნებს. მათი სათამაშო სტილი და აზროვნება ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. 

ისევ გახსნილი თასმებით დააბიჯებდა მოედანზე. ასეთი რამ მანამდე არ მინახავს, თუმცა, "ბარსას" ნახევარმცველს ადრეც გავუკვირვებივარ, როცა ბუცებზე შემიხედავს, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ცალკეულ მატჩებში დეკუს სხვადასხვა ბუცი ეცვა მარჯვენა და მარცხენა ფეხზე. სადმე შეხვდებით სხვადასხვა ფერის ბუცს, მაგრამ, დეკუს სხვადასხვა ბრენდის ბუცი ეცვა ორივე ფეხზე. მიიჩნევდა, რომ მარცხენა ფეხს სხვა ბუცით უფრო კარგად გამოიყენებდა. ასეთი კაცი იყო. უცნაური. რაც მთავარია, ყველაზე უკეთ თავად იცოდა რას აკეთებდა და გავიც ალბათ ასეა, იცის რასაც აკეთებს. 

თავდასხმა

ჟუტგლა ოროსანი გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, ამ მატჩში ასე იყო. როგორც მინიმუმ ორჯერ ისეთ დროს არ გააკეთა პასი, რომ უბრალოდ არ ეპატიება. პროფესიონალი ფეხბურთელი ამ დროს ასე არ უნდა ცდებოდეს. მოკლედ, ბრეითუეიტს ვერ შეედრება, მაგრამ რაც არის ეგ არის, სხვა ვარიანტი არ გვაქვს, უფრო სწორად, ლუკ დე იონგი გვყავს, რომელიც გამოვიდა კიდეც და თავიც დაუხვედრა ბურთს, სასაცილო იყო, ნეტავ, რატომ ჰგონია, რომ ასეთი დარტყმით გოლი შეიძლება გავიდეს. 

ფლანგებმა იაქტიურეს, ორივემ, თუმცა, დემბელეს აქტიურობას უფრო მოჰყვებოდა ლოგიკური შედეგი, 2-3 ჯერ სახიფათოდ დაარტყა, განსაკუთრებით მისი ბოლო დარტყმაა გამოსაყოფი, ძელს რომ მოხვდა ბურთი, შეეძლო გმირი გამხდარიყო, თუმცა, როგორც ყოველთვის, ცოტა დააკლდა. არ იყო "დამბო" ცუდი. ნელ-ნელა თავდაჯერებას იბრუნებს. ზამთარში ატყდება დიდი წივილ-კივილი, "ნიუკასლი" დააცხრება თავზე და ვნახოთ როგორ გაუმკლავდება მაცდურ შეთავაზებებს, ახლა მისი გაშვება არ ივარგებს. ზაფხულში კიდე შეიძლება, თუ კარგი გეგმა გვექნება, მაგრამ ახლა, დემბელე ერთ-ერთი საჭირო იარაღია ოთხეულში დასაბრუნებლად. 

პაუზა

მომდევნო მატჩი "მალიორკასთან" გასვლაზე! უკვე 2022 წელს. მანამდე განვლილ წელსაც მიმოვიხილავთ. ველით ტრანსფერებს, ველით რამდენიმე ფეხბურთელის წასვლას და რამდენიმეს მოსვლას. პირველ რიგში, კოუტინიოს წასვლა და ფერანის მოსვლას. ვნახოთ.. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 22 დეკემბერი 2021 14:11
    3
    დესტი, უმტიტი, კოუტინიო, ლუკ დეიონგი, დემირი ამ ზამთარში ესენი უნდა გავუშვათ რამენაირად და კავანი-ალვარესი-ტორესიდან რომელიმე ორი უნდა ვიყიდოთ. ზაფხულში ლენგლე, მინგესა, რობერტო, ნეტუ წავლენ. ჩვენ მაზრაუიზე და კრისტენსენზე ვიცალიჩოთ, პლუს სათადარიგო მეკარე და ალბას შემცვლელია მოსაძებნი და ბოლოს მთავარი-ცენტრფორვარდი გვინდა. (ჰოლანდი-ვლაჰოვიჩი)
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    მწერალი [?]
    #6 22 დეკემბერი 2021 13:34
    1
    nika 54,
    კავანი დაგვხატავს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 დეკემბერი 2021 12:26
    3
    კავანი გვინდა სუარესის სტილია და პარტნიორი ნაკრებში, მოკლედ გამტანი კაცი გვჭირდება. და ყველა ტრავმირებული რო დაბრუნდება ლაზარეთიდან მე მგონი მესამე ადგილსაც მინიმუმ მეოთხეს გავინაღდებთ.
    ფანი [?]
    #4 22 დეკემბერი 2021 12:23
    2
    დემბელე რა უღბლოა გუში რა კარგად დაარტყა და ძელმა იხსნა სევილია არადა ბონოს ეხლა ადუგა მაინცამაიც რეალთან სულ შეცდომას უშვებს... ხოდა მოხვედროდა ბურთი რაიქნებოდა😅😅😅
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 დეკემბერი 2021 12:13
    2
    გავისაც ქონდა კარგი შანსი თავით, რომ დაარტყა, მაგრამ არ გაუმართლა.
    ფანი [?]
    #2 22 დეკემბერი 2021 11:54
    0
    სასწრაფოდ 2 თავდამსხმელი გვინდა მინიმუმ და 1 მცველი აზპი დაგვხატავდა მაგრამ აგრძეებს კონტრაქტსო, მარჯვენა მცველი გვინდა ალვესი კაია მარა არამგონია ყველა თამშში 90 წთ გაქაჩოს, მაზრაუია თავისუფალი აგენტი და არაა ცუდი ვარიანტი სკამზე, დაცვისცენტრში კიდევ თუ უმტიტი და ლენგლე წავა მაგ შემთხვევაში მოვა ახალი მანამდე ვერ მოიყვანენ, ზაფხულამდე გადაიდო ესეიგი, არის კიდევ ნახ.დაცვის ვარიანტები, ეს ბავშვები რო არ გადაიტვირთონ მოსაყვანია 1 კაცი მაინც, თუ რამე და ფრენკის გაყიდვა მოგვიწია დაგვჭირდება, ზაქარია ან კამარა, პავარის გაცვლა შეილება დესტში, მოკლედ ახლა ტრანსფერები უნდა გაკეთდეს მეტს ვერაფერს მოთხოვ ხავის…
    წევრი [?]
    #1 22 დეკემბერი 2021 11:01
    7
    ნუ ფაქტიაა ნელ ნელა ეტყობა ჩავის ხელი.
    ერთი სამი ტრანსფერი დაა 2-3 წელიწადში ისევ ისეთი მონსტრები ვიქნებით