მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩავის პირველი მარცხი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩავის პირველი მარცხი

"უარესიც შეიძლებოდა, მაგალითად, ვიღაც ქალს შეეძლო შენთვის საოხრე მოეჭრა და კატებისთვის გადაეგდო", - ტაილერ დერდენი. 

მისტერ დერდენს იმის თქმა სურს, რომ უარესი ყოველთვის შეიძლება მოხდეს. როცა ტრავმის გამო უამრავი ფეხბურთელი გაკლია, წინ "ბაიერნთან" მატჩი გაქვს, თან გადამწყვეტი მატჩი, როცა ეს გამოკლებული ფეხბურთელები თინეიჯერები არიან, მაგრამ მაინც მთავარ იმედად ითვლებიან და ამ დროს პირველ ტაიმში გავი კინაღამ უთავო მხედრად აქციეს, პირველ რიგში, სწორედ ასეთი აზრი დაგებადეგა ადამიანს, - უარესი ყოველთვის შეიძლება მოხდეს. 

ცუდი იყო. ყველაფერი ძალიან ცუდი იყო. უსმან დემბელე ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა, მართალია ეს ყველაფერი შედეგზე არ ასახულა, მაგრამ ირბინა, იაქტიურა და მომენტებიც შექმნა. ძალიან ეხმარება ის ამბავი, რომ ახლა თავად არის მთავარი შემქმნელი, არ უწევს მესის, ან, სუარესის სტილზე გადართვა, მეტად თავისუფალია, რასაც უნდა იმას აკეთებს. თუმცა, მხარი ვერავინ აუბა, საერთოდ ვერავინ, მათ შორის, ვერც ფრენკი დე იონგმა. 

აზრი არ აქვს ფეხბურთელების შეფასებებზე ლაპარაკს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო "ბარსას" შესრულებით, თანაც "კამპ ნოუზე", ადამიანს დაგრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს გუნდი არ არის, რაღაც თავყრილობაა, ალბათ სექტანტების. კარგია, რომ ზამთარია და სატრანსფერო ფანჯარა გვიახლოვდება, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უარესი ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ანუ, ამ ფანჯარაზე დავსუსტდებით, თუ გავძლიერდებით ეგეც საკითხავია. ლაპარაკია უსმან დემბელეზე, შეთანხმება, რომ შესაძლებელი იყოს აქამდე შეთანხმდებოდნენ, მასში დიდ თანხას ვერ ავიღებთ, გამორიცხულია, კონტრაქტი ეწურება, ერთადერთი შანსი ის არის, რომ პრემიერ ლიგის ბოლოადგილოსანმა "ნიუკასლმა" თავი გაიგიჟოს და სოლიდური თანხა გადაიხადოს, სხვა მხრიდან პერსპექტივა არ ჩანს. 

ფიქრიც არ მინდა "ბაიერნთან" რა იქნება. 

ერთადერთი გამტანი ფეხბურთელი გვყავს და იმასაც გული აწუხებს. ტრვმების მრავალფეროვნებას კი არ ვუჩივით, გუშინ გავის ისეთი ძალით გაარტყეს აუტის ხაზთან ბურთი, რომ კინაღამ გოლი გავიდა. საკმარისი იყო ტრიბუნაზე მყოფი ხალხისთვის შეგეხედა, ერთ-ერთი მანდილოსანი გულამოსკვნილი ტიროდა. სასტიკი სურათი გამოდგა, წამოდგომის შემდეგ წაბარბაცება და წაქცევა უფრო სასტიკი იყო, მით უმეტეს, რომ ერთ ასეთ წაბარბაცებას აგუეროს გამოკლება მოჰყვა. "Беда не ходит одна", - გვეტყოდა ტოლსტოი და მართალიც იქნებოდა, გასაჭირთან ერთად დადიან პედრი, ფატი და ძმანი მისნი. 

უცნაური ტაქტიკა შეარჩია ჩავიმ, შეტევის დროს ხან 4-3-3 იყო, ხან რომბი, ჯერ კოუტინიოს ვხედავდით დეპაისთან ყველაზე ახლოს, მერე გავის ადგილზე გადაინაცვლა და პუჩი აღმოჩნდა დეპაისთან ყველაზე ახლოს, ოღონდ ძირითადად პრესინგის დროს. არ ვიცი რამდენად გაიგო დავალება, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაახერხა. ისევ ის სასაცილო შეცდომები აქვს, პასის შემდეგ ძალიან ახლოს მიდის თანაგუნდელთან, ასე ბავშვები თამაშობენ, რომელთაც ყოველთვის ბურთთან ყოფნა სურთ, ერთი მხრივ სასაცილოა, მეორე მხრივ გამაღიზიანებელი, რადგან, ამით თანაგუნდელს სივრცეს უზღუდავს, თავის მეურვეც მასთან მიჰყავს და პრობლემებს უზრდის, ამიტომ, თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ რიკი პუჩის მოკლე პასების მიღება დიდად არავის მოსწონს, თავად აღარ უტოვებს ბევრ ვარიანტს, გინდა თუ არა, ისევ მას უნდა დაუბრუნო ბურთი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერ გაიზარდა. დარჩა ისევ იმავე დონეზე. 

პირველი ტაიმის, პირველი ნახევრის პირველი ნახევარი ნორმალური იყო კოუტინიოსთვის, ცუდი არ ყოფილა, მაგრამ ბოლო მომენტებში ისევ გაგვახსენდებოდა, რომ მაგრად აქვს ამ ბიჭს საქმე არეული. რაღა ბიჭს.. კაცს, გავიდა ბოლოში, უკვე კარიერის მიწურულზე და ფულის დაგროვებაზე უნდა იფიქროს. მინახავს კარგი ფეხბურთელის დარტყმული როგორ გადადის აუტზე, მაგრამ, საჯარიმოდან დარტყმული უკან გაკეთებულ პასს ჰგავდეს, ასეთი რამ ძალიან იშვიათია, არადა, კარში დარტყმა მისი ყველაზე დიდი პლუსი იყო, საიდანაც გინდა, ნებისმიერი წერტილიდან უზუსტესად და ტყვიასავით ურტყამდა, ახლა ეგეც გაქრა. აღარ შეუძლია. ზამთარში, რომ "ნიუკასლმა" წაგვგლიჯოს გადასარევი ამბავი იქნება, ოღონდ, დემბელესგან განსხვავებით ლაპორტა კოუტინიოს არ აპიარებს. 

წინ "ბაიერნია", რომელსაც გაბრაზებული ლევანდოვსკი ლიდერობს. "დორტმუნდთან" ისეთ ტემპში ითამაშეს, ჩვენ, რომ ხუთი წელია არ გვითამაშია. პირველ რიგში განწყობა სჭირდება ამ თამაშს, ამის გარეშე არაფერი გამოვა, დიდი შანსია, რომ არც განწყობით გამოვიდეს რამე, მაგრამ ყურებჩამოყრილი გუნდის ნახვა მაინც ძალიან მძიმეა. ჯობია არაუხო-ლევანდოვსკის დუელი მაინც ვიხილოთ, აი, მაგალითად, გუშინ არაუხო კონტრშეტევას ვერ გამოჰყვა და გოლიც მივიღეთ, მის გარეშე შეტევას ვერ ვაჩერებთ, "ბაიერნთან" კი 3-4 ფეხბურთელის დაჭერა მოუწევს. 

არ ვიცი ამის შემხედვარე რა უნდა იფიქრო ადამიანმა. ალბათ არაუხო ხმალამოღებული ჯონ სნოუა, რომელიც მარტო დგას სიკვდილისათვის განწირული, მტრის წინააღმდეგ, მაგრამ, მერე ხომ იცით რა ხდება.. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 6 დეკემბერი 2021 00:02
    1
    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    პავლოვიჩი56,
    გაყიდვა? ისე ცნობისთვის ესპანურ გუნდს ვერ იყიდის უცხოელი მფლობელი რადგან აკრძალულია ესპანეთში ეგ, ბართომოუმ და როსელმა რაც გუნდს დამართეს კი ნამდვილად განზრაღ ჩადენილი იყო მაგრამ ეს სიკვდილი ზედმეტია, გუნდს უამრავჯერ ჰქონია ისტორიაში კრიზისი, უამრავჯერ ამაზე ბევრად ცუდ მდგომარეობაშიც ყოფილა და გამოსულა მდგომარეობიდან, ნუ ჩამოყარეთ ეგრე ყურები, იმედი ჯერ არ დაკარგულა, უარეს დღეში ვიყავით ადრე როცა ლაპორტა მოვიდა თავიდან, გუნდს დარხეული ჰქონდა, ზუსტად ეგრე გააგდეს რივალდო ბარსას 10 ნომერი, სწორედ მაგ ვან გაალის ფარჩაკ გუნდში მოვიდა რონალდინიო, დეკუ, ეტო და ეგეთი სასტავი, მერე კი 1-2 წლის შემდეგ ლიგაც დავდეთ და მაგის მერე პეპის ეპოქა დაიწყო, მოკლედ ესეთი ამბავი პირველად არ ხდება და ნუ შექმენით ასეთი დრამა

    მე არ ვიცოდი თუ ესპანეთში უცხოელებზე არ იყიდებოდა გუნდები. თუმცა ვილიარეალს კორეელი მფლობელი არა ყავს?
    Culé [?]
    #18 5 დეკემბერი 2021 16:21
    3
    ეს ზედმეტი დრამები ცოტა დამღლელია და არალოგიკური... ლივეე და ჩელსეა სულ ცოტა ხნის წინ უეფაზე თამაშოდბენ...მანჩე დღემდე აზე ვერ მოსულა,იუვეს 20 წელია ლიგა ენატრება,პსჟ და სიტი მიალარდებს ხარჯავს და ლიგა ვერ მოუგია.2 სეზონია ბარსაში კრიზისია და ატეხილია მთელი ამბავი.)))))) ეპოქა იცვლება გუნდში ეს ჩვეულებრივი ამბავია პლიუს ამას ფინანსური პრობლემები რას ელოდებით რომ ესეთ თითქოს და გამოუვალ მდგომარეობიდან გუნდი 3 თვეში გამოძვრება??? რაღაცაა ჯადო ტრავმიანობაზე აღარც ღირს აკცენტის გაკეთებაა ))))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 5 დეკემბერი 2021 15:48
    2
    კარლეს პუიოლი,
    დე იონგი შემტევი არაა, მაგას აქ ათამაშებენ შემტევად თორემ ისე ბუსკეცის პოზიციისაა, ბუსკეცს რაც შეეხება სანამ თამაში შეუძლია შეუცვლელი იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #16 5 დეკემბერი 2021 15:41
    0
    .Gladiator.,
    დე იონგი შემტევი ნახევარმცველია და ბუსკეტსი ჩამშლელი და სხვადასხვა ფუნქციიაქვთ სრულიად)რაც შეეხება ბუსკეტსის გადასმას ინიესტას წასვლის მერე მაგ დონის ნახევარმცველი ბარსას არ ყოლია
    გულშემატკივარი [?]
    #15 5 დეკემბერი 2021 14:42
    2
    დე იონგი და ტერ შტეგენის იმედი აღარ მაქვს და ვატყობ ჩემს გარდა სხვა კულეებსაც არა დროა გავყიდოთ კაი ფასიც აქვთ და ვინმე დონე ფეხბურთელები მოგვივა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 5 დეკემბერი 2021 14:32
    1
    სულ დაუმარცხებელი ვერ იქნებოდა, რას ვიზამთ
    მოსამატებელია რამდენიმე რგოლში და ასეც იქნება, დროა საჭირო
    დეპაი უნდა ჩამოყალიბდეს, ვინგერია თუ ცენტრფორვარდი, გუშინ ვინგერები დარბოდნენ, თუმცა 9-იანი იყო ძალიან პასიური
    ბუსი ძალიან საჭიროა, მაგრამ ბატჩის ბოლოსკენ დაღლილი იყო, ალბათ თვითონ და არაუხომ მაგიტომ ვერ მოასწრეს ჩამოსვლა გაშვებული გოლის მომენტში
    მაღალ პრესინგს ძალიან სერიოზული ფიზიკური მომზადება დასჭირდება, ამ მხრივ ჩავიმ დაჩლუნგებული გუნდი ჩაიბარა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 5 დეკემბერი 2021 14:02
    0
    პავლოვიჩი56,
    გაყიდვა? ისე ცნობისთვის ესპანურ გუნდს ვერ იყიდის უცხოელი მფლობელი რადგან აკრძალულია ესპანეთში ეგ, ბართომოუმ და როსელმა რაც გუნდს დამართეს კი ნამდვილად განზრაღ ჩადენილი იყო მაგრამ ეს სიკვდილი ზედმეტია, გუნდს უამრავჯერ ჰქონია ისტორიაში კრიზისი, უამრავჯერ ამაზე ბევრად ცუდ მდგომარეობაშიც ყოფილა და გამოსულა მდგომარეობიდან, ნუ ჩამოყარეთ ეგრე ყურები, იმედი ჯერ არ დაკარგულა, უარეს დღეში ვიყავით ადრე როცა ლაპორტა მოვიდა თავიდან, გუნდს დარხეული ჰქონდა, ზუსტად ეგრე გააგდეს რივალდო ბარსას 10 ნომერი, სწორედ მაგ ვან გაალის ფარჩაკ გუნდში მოვიდა რონალდინიო, დეკუ, ეტო და ეგეთი სასტავი, მერე კი 1-2 წლის შემდეგ ლიგაც დავდეთ და მაგის მერე პეპის ეპოქა დაიწყო, მოკლედ ესეთი ამბავი პირველად არ ხდება და ნუ შექმენით ასეთი დრამა
    ფანი [?]
    #12 5 დეკემბერი 2021 13:35
    2
    სალამი!
    სამწუხაროდ "ბარსა" "გარდაცვლილია". ვიცი ძნელი დასაჯერებელია მაგრამ,სამწუხაროდ ეს ფაქტია.
    ეს შედეგია საკმაოდ დიდი -სერიოზული გეგმის,რომელიც განახორციელეს: როსელმა-ბართომეუმ-ლაპორტამ.
    საკონტროლო გასროლა იყოს მესის გაგდება...დიახ ...დიახ...გაგდება. 1,5 მილიარდი ჯდება, სტადიონის-ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და ამის ფული აქვთ. მესის გასაფორმებლად "კაპიკები" ვერ იშოვეს?
    გეგმის მიზანი იყო-არის "ბარსა"-ს გაყიდვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 5 დეკემბერი 2021 13:34
    1
    დე იონგის პრობლემა ის არი რო ბუსკეცს ვერ ელევა გუნდი
    რომელიმე მწვრთნელს ტვინი რო ქონოდა ბუსკეცს სკამზე გადასვამდნენ
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    ფანი [?]
    #10 5 დეკემბერი 2021 12:38
    1
    იმ მკვტარის ნირმალური თამაში გამიკვირდა მე პირადად
    ფანი [?]
    #9 5 დეკემბერი 2021 12:34
    0
    ბაიერნთან იმის იმედი უნდა გვქონდეს რო ჩვენ არანორმალურად წაგვივა თამაში და ბაიერნს პირიქით რატომღაც არმგონია რომ ჩავრჩებით რა. თუ ჩავრჩებით არც ეგაა პრობლემა იდეალური იქნება რომოვიგოთ ევროპა ლიგა სუპერ თასს ვითამაშებთ და რავი გვაწყობს ლიგაზეც გასულები ვიქნებით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 დეკემბერი 2021 12:20
    1
    ციტატა: Moriba
    ციტატა: VanillaDream
    გუნდიდან ყველა გასაყრელია იდეაში გარდა ამ ფეხბურთელებისა: გავი, ნიკო, არაუხო, ფატი და პედრი, მაგრამ შეუძლებელია ასეთი რამე, მითუმეტეს ასეთი ფინანსური მდგომარეობის პერიოდში. გუნდი კი არა სასაფლაოა ფეხბურთელების.

    ამ კამანდით ოთხეულში თუ შევედით რაღაც სასწაული იქნება ვინმე შემსრულებელი თუ არ მოუყვანეს ხავის არაფერი გვეშველება აქ კიდე ხალხი მესის გაშვებას ითხოვდა 😂

    მესი რომ გვყოლოდა ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით, არ ჯგუფში ჩარჩენაზე არ იქნებოდა პრობლემები და არც მე 7 ეზე არ ვუქნებოდით, არც მძორი დეპაი არ გვეყოლებოდა ბომბარდირად, მართლაც რომ გასაყრელები არიან გუნდიდან ფორვარდები, მცველიები: მარჯვენა, მარცხენა, ცენტრალული, მეკარეც ალბათ მალე საჭირო იქნება, რავიცი მე 1-2 წელი არაფრის იმედი არ მაქვს
    ფანი [?]
    #7 5 დეკემბერი 2021 11:57
    0
    ციტატა: VanillaDream
    გუნდიდან ყველა გასაყრელია იდეაში გარდა ამ ფეხბურთელებისა: გავი, ნიკო, არაუხო, ფატი და პედრი, მაგრამ შეუძლებელია ასეთი რამე, მითუმეტეს ასეთი ფინანსური მდგომარეობის პერიოდში. გუნდი კი არა სასაფლაოა ფეხბურთელების.

    ამ კამანდით ოთხეულში თუ შევედით რაღაც სასწაული იქნება ვინმე შემსრულებელი თუ არ მოუყვანეს ხავის არაფერი გვეშველება აქ კიდე ხალხი მესის გაშვებას ითხოვდა 😂
    გულშემატკივარი [?]
    #6 5 დეკემბერი 2021 11:30
    0
    შევალთ ოთხეულში აუცილებლად, მე მჯერა რომ ბევრად ძლიერ მეორე ნახევარს ჩაატარებს ბარსა ხავის ხელში
    Culé [?]
    #5 5 დეკემბერი 2021 11:07
    2
    ერთი შეიძლება ითქვას რო - ორი შემტევი და გამტანი თუ არ მოვიდა აზრი არ აქ ახალგაზრდების და ხავის ძახილს … ფიზიკურად გუნდი კარში ვერ ურტყავს ვერც კარისკენ !!!
    წევრი [?]
    #4 5 დეკემბერი 2021 09:57
    0
    ხავიმ უნდა ააწყოს თამაში რამოდენიმე ფეხბურთელზე რომლებსაც ყველაზე ხშირად დავტვირთავთ და რომლებიც იქნებიან ტაქტიკის გათამაშების უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები ანუ დე იონგი დეპაი და დემბელე ამ სამზე უნდა ააწყოს ტაქტიკა და ყველაფე მათ უნდა მოარგოს ის არ გამოვა არაფერი
    Culé [?]
    #3 5 დეკემბერი 2021 09:17
    1
    ამ სასტავით ჩავი შორს ვერწავა
    გულშემატკივარი [?]
    #2 5 დეკემბერი 2021 09:17
    3
    ტაილერ დერდენის ციტატით რო იწყებ დღეს უკვე მშვენიერი დღე უნდა იყოს. იმედისმომცემადაც ჟღერს და რაღაც ცუდის თანმდებარედ, მაგრამ უკვე წარსულია და მომავალზე უნდა გადავერთოთ, სასწაულები ჰო ჯერ კიდევ ხდება.
    ფანი [?]
    #1 5 დეკემბერი 2021 09:12
    3
    ფრენკი დე იონგი ვერ ჯდება ბარსას მთლიან ორგანიზმში, ვერ მოერგო გუნდს. როცა კარგი თამაშები აქვს მაშინაც თავისთვის თამაშობს და რაღაც გამოსდის