"მოპარული" ოქროს ბურთები, ანუ - გილოცავთ!

"ოქროს ბურთი" ფეხბურთელს გადაეცემა და არა გუნდს. შესაბამისად, არ არსებობს ოფიციალური დათვლა, თუ რომელ გუნდზე რამდენი "ოქროს ბურთი" მოდის. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს არაოფიციალური დათვლა და რა თქმა უნდა, ამ დათვლაში "ბარსელონა" ლიდერობს.
ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ კიდევ უფრო არაოფიციალურ, მაგრამ ჩვენი აზრით უფრო სამართლიან დათვლაზე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ "მოპარულ" "ოქროს ბურთებზე".
როდესაც ფეხბურთელი კლუბს იცვლის და იმავე წელს "ოქროს ბურთს" იგებს, არაოფიციალურ დათვლაში ეს ჯილდო მის ახალ, მოქმედ გუნდს მიეწერება. თუმცა რეალობა ისაა, რომ მან ჯილდო უფრო მეტად წლის პირველი ნახევრისთვის მოიგო, ანუ აღიარება უფრო წინა კლუბს ეკუთვნის, ვიდრე ახლანდელს.
ამჟამინდელი გუნდური ჩათვლა ასე გამოიყურება:
გუნდი |
ოქროს ბურთი |
ბარსელონა |
12 |
რეალი |
11 |
იუვენტუსი |
8 |
მილანი |
8 |
ბაიერნი |
5 |
მანჩესტერ იუნაიტედი |
4 |
"ოქროს ბურთი" სულ 65-ჯერ გათამაშდა და "მოპარვის" 8 შემთხვევა დაფიქსირდა. "ბარსელონამ" ამით ერთხელ იხეირა - 1973 წელს იოჰან კრუიფი გადმოიბირა და ჯილდო "აიაქსს" "მოჰპარა". თუმცა "ბარსამ" ამავე მიზეზით ჯილდო 3-ჯერ დაკარგა - 1997 წელს (რონალდო, ინტერი), 2000 წელს (ფიგუ, რეალი) და 2021 წელს (მესი, პსჟ). შესაბამისად, ჩვენ მიერ უფრო სამართლიანად მიჩნეულ დათვლაში "ბარსას" 13 "ოქროს ბურთი" აქვს. შემდეგ ადგილებზე სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლება.
"რეალმა" სხვა გუნდებს "ოქროს ბურთი" სამჯერ "მოჰპარა" – 2000 წელს (ფიგუ, ბარსელონა), 2002 წელს (რონალდო, ინტერი) და 2006 წელს (კანავარო, იუვენტუსი). ორჯერ მილანმა იხეირა - 1987 წელს (გულიტი, პსვ) და 1995 წელს (ვეა, პსჟ). ერთხელ კი, წელს, "ოქროს ბურთი" პსჟ-მა "მოიპარა".
ალტერნატიული დათვლით ასეთ შედეგს ვიღებთ:
გუნდი |
ოქროს ბურთი |
ბარსელონა |
13 |
იუვენტუსი |
9 |
რეალი |
8 |
მილანი |
6 |
ბაიერნი |
5 |
მანჩესტერ იუნაიტედი |
4 |
ამ სტატიით უბრალოდ იმის თქმა გვინდოდა, რომ წლევანდელი "ოქროს ბურთი" "ბარსელონას" ეკუთვნის და არა "პარი სენ-ჟერმენს". უპირველესად არგენტინას, მაგრამ კლუბებში აშკარად "ბარსას". შესაბამისად - გილოცავთ!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]