როდის უჭირდა "ბარსას" შეტევაში?!

როდის უჭირდა "ბარსას" შეტევაში?!

მცირე ხნის წინ სეზონის პირველი ფინალი გვქონდა, რომელიც ვერ მოვიგეთ და ავტომატურად მეორე ფინალი გამოჩნდა რადარზე, მიუნხენში "ბაიერნი" დაგველოდება და შეეცდება, რომ ლახვარი ჩაგვცეს გულ-მკერდში. ფავორიტები არიან, მათთან თამაში ისედაც ყოველთვის რთულია, ახლა კი ლევანდოვსკი ჰყავთ საუკეთესო ფორმაში, იმედია არაუხო მზად იქნება. სხვა თუ არაფერი, ატკენს მაინც რამეს. 

ნათლად გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების პრობლემა გვაქვს. გამტანი არ გვყავს. უფრო სწორად, დეპაის გააქვს ხოლმე, მაგრამ შედეგიანობით არასდროს გამოირჩეოდა, მათ შორის, არც "ლიონში", სადაც კარიერის საუკეთესო ეტაპი განვლო. კუმანმა დააბრალა ბომბარდირობა, თორემ, იდეაში გარემარბია, ნამდვილად კარგი გარემარბია და "ბარსაშიც" ჯერჯერობით კარგ თამაშს აჩვენებს, მაგრამ დეპაის ბომბარდირობის რა ვთქვი.. 

სეზონისწინა პროგნოზებში გუნდის საუკეთესო ბომბარდირობა მას ვუწინასწარმეტყველე, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსა" ძალიან ცუდ დღეშია. მოდი, გავყვეთ უკან-უკან და ვნახოთ, ბოლოს როდის გვქონდა ასეთი პრობლემები შეტევაში. 

მესის ეპოქა

შეგვიძლია 16-17 წელს პირდაპირ გადავახტეთ, რადგან ლიონელ მესი გვყავდა გუნდში, ხან მსოფლიო ვარსკვლავები უმშვენებდნენ მხარს, ხან პედრო და ტელიო, სანჩესი და დელოფეუ, მაგრამ, როცა მესი მოედანზე იყო, გატანის პრობლემა არ გვქონია. ყველაზე მძიმედ მაინც ბოლო სეზონი წარიმართა, რადგან, სუარესი გამოსტაცეს და გრიზმანის იმედად დარჩა, მაგრამ, ლეო თავის ყველაზე ცუდ სეზონებში იმაზე მეტს იტანდა, ვიდრე, ბენზემა თავის საუკეთესო სეზონებში. 

აღარაფერს ვამბობ დასამახსოვრებელ ტრიოებზე, MSN-ის ეპოქა, საკლუბო ფეხბურთში ყველა დროის საუკეთესო ტრიო! მესი-ვილია-პედრო, ასევე, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები, მესი-ანრი-ეტო'ო, ასევე, ტრიპლეტის ავტორები, მესი-პედრო(ანრი)-იბრა, ვერ იყო ჰარმონიული, მაგრამ როგორ ისმის? ერთ-ერთი მათგანი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, ყველაზე მეტი ვერსიით, სხვადასხვა ვერსიებით მხოლოდ ლემპარდი და შირერი თუ უწევენ კონკურენციას. მეორე, 40 წლის ასაკშიც იმაზე სახიფათოა, ვიდრე ჩვენი ახლანდელი თავდამსხმელები, შენელებული, დაჩაჩანაკებული, ალბათ ყურშიც აღარ ესმის, მაგრამ მაინც გამტანი! მესამე კი მესია.. ადამიანი გოლი, პასი, დრიბლინგი, აზროვნება, ხელოვნება, ბატონი ფეხბურთი. 

რონალდინიოს ეპოქა

უმტკივნეულოდ მოხდა მისი ჩანაცვლება, რადგან ლეო გვყავდა გუნდში, ახლა კი არათუ მესისთან, ეტო'ოსთან მიახლოებულიც კი არავინ გვყავს, რომ შეტევის ორგანიზება, ან გოლების გატანა ითავოს. 

მოდი, რონალდინიოს ოთხ სეზონს გადავხედოთ, ოთხს იმიტომ, რომ მეხუთეში თავად აღარ ჩანდა ძირითადში, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში. მის ბოლო სეზონში უკვე მესი მეფობდა. 

ჯერ რონალდინიო-ეტო'ო მესი. 

მანამდე, რონალდინიო-ეტო'ო-ჟიული. პლუს მესის პირველი ნახევარი, (მეორე ტრავმის გამო გაუცდა.) პლუს, ჰენრიკ ლარსონი. 

მანამდე, რონალდინიო-ეტო'ო-ჟიული. პლუს ჰენრიკ ლარსონი და შემთხვევითი ფეხბურთელები, - ესკერო, მაქსი ლოპესი და ა.შ. 

რონის სადებიუტო სეზონი, - რონალდინიო-სავიოლა-ლუის გარსია. არ არის ეპიკური ტრიო, მაგრამ, როცა რონალდინიოა მთავარი ორგანიზატორი, იქ ყველაფერი გამოდის. ამას დავუმატოთ მშვენიერ ასაკში მყოფი პატრიკ კლუივერტი, მართალია, უკვე რეგრესისკენ წასული, მაგრამ მაინც, კლუივერტი კლუივერტია, შავი პანტერა! მისი მსგავსი რომ გვყოლოდა ვინმე "ბენფიკასთან", ერთ გოლს გავიტანდით. 

კრიზისული სეზონი

ალბათ ყველაზე კარგი სეზონია პარალელისთვის, გუნდში გვყავდა ორი გარსია, ორივე ფორვარდი, დაახლოებით მარინე ფერაძის ამბავში იქნებოდნენ ერთი და იმავე სახელი, რომ ჰქონოდათ, მაგრამ ერთი სერჟიო იყო და მეორე დანი, ორივე დაახლოებით სინ დე იონგის დონის ფორვარდები იყვნენ. შესაძლოა, ვერც იყვნენ. 

თუმცა, გუნდში გვყავდა სავიოლა და კლუივერტი. მართალია, რივალდოს გარეშე მიტოვებული ბავშვებივით იყვნენ, მაგრამ მაინც, სავიოლაც გამტანი იყო და კლუივერტიც, ამასთან ერთად, ჩვენი ათიანი იყო რიკელმე! და გვყავდა ძალიან გამტანი ნახევარმცველი ლუის ენრიკეს სახით. 

დავაც შეგვიძლია, უფრო სწორად, აგუერო რომ ჯანმრთელი იყოს, შეგვეძლებოდა, მაგრამ აგუერო აღარ გვყავს. თუ ვინმეს შეუძლია გოლის შეგდება, სწორედ ის არის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამტანი ფორვარდია, უფრო სწორად, იყო. ამჟამად ფეხბურთის მიღმაა და დიდი ალბათობით, მიღმა დარჩება. 

წლების მერე, შესაძლოა ფატიმ მიაღწიოს იმ დონეს, რომ კაცს ათქმევინოს, აი, ანსუ ფატი იყო გუნდში და რა გაწუწუნებდათო, მაგრამ, დღევანდელი გადმოსახედიდან სიგიჟეა ამ პატარა ბიჭს ამხელა ტვირთი აკიდო, რამდენჯერაც ავკიდეთ, იმდენი ტრავმა მიიღო. 

ალბათ მაინც აქ უნდა გავჩერდეთ, კრიზისულ სეზონში. დავუშვათ, სავიოლა რომ ისე გამოკლებოდა იმ "ბარსას", როგორც აგუერო გამოგვაკლდა ახლა, და კლუივერტი გამოკლებოდა ისე, როგორც ფატი გამოგვაკლდა, დარჩებოდა გუნდი შემტევი ნახევარმცველებისა და გარსიების იმედად. ჰოდა, ეგ ამბავია ახლაც, დეპაი, ალბათ ოვერმარსში გაიქვითებოდა და მორჩა, ეგ არის. თანაფარდობას მივიღებთ. 

შესაძლოა, დემბელემ სასიკეთოთ გადასწონოს კიდეც ამჟამინდელი შეტევის ხაზი. 

ერთადერთი, ასაკი იყო მაშინ კომფორტული, სავიოლაც და კლუივერტიც მშვენიერ ასაკში იყვნენ, ახლა აგუერო კარიერის მიწურულშია, ისედაც რისკი იყო მისი შეძენა, ფატი კიდე ჯერ საკუთარ თავს ქმნის და განვითარების პროცესშია. რაღაც უპირატესობა ვან გაალის "ბარსას" აქვს, რაღაცებში კი კუმანის დატოვებული შემადგენლობა სჭარბობს, მაგრამ, თუ წარსულით გვინდა რაიმეს სწავლა, მაშინ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი თავდასხმის ხაზით წარმატებული სეზონი გამორიცხულია. 

აქ გავჩერდეთ და მერე უბრალოდ გავხედოთ წარსულს.. რივალდოს ეპოქა, რონალდოს ერთწლიანი გაელვება, რომარიო-სტოიჩკოვი, ლაუდრუპი-ბეგირისტაინი, ლინეკერი, შუსტერი, სტივ არჩიბალდი ჩემო ბატონო, ალან სიმონსენი, დიეგო მარადონა და ჩავალთ ასე კრუიფამდე, მერე ლუის სუარესამდე, მერე ლადისლაო კუბალამდე, მერე ალკანტარამდე და დაამაარსებელ ჟოან გამპერამდეც მივალთ. 

თითზე ჩამოსათვლელი სეზონებია, სადაც ასეთი დაბალი დონის შემტევი ხაზი გვყავდა. კარგი ის არის, რომ როგორც წესი, ასეთი სეზონები დიდხანს არ გრძელდება, "კამპ ნოუ" დიდი შემტევების ტაძარია. ზაფხულში ყველაფერი შეიცვლება, ზამთარში კი, ალბათ ნაწილობრივ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #7 25 ნოემბერი 2021 21:58
    0
    ციტატა: C.PC5
    ციტატა: VanillaDream
    ჰალანდი არ მოსწონთ ჯიგრებს 😂😂😂😂

    გვარდიოლა რო სლე გეგონება ადამიანს არამგონია სხვისი გაკრიტიკების უფლება გქონდეს

    სლეა აბა რა არის, სიტი და ბაიერნი ყავდა ტიპს და ლიგა ვერ მოიგო ერთხელ მაგის ძალით ტაქთიკოსი დდშვც.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    Culé [?]
    #6 25 ნოემბერი 2021 21:37
    2
    ციტატა: VanillaDream
    ჰალანდი არ მოსწონთ ჯიგრებს 😂😂😂😂

    გვარდიოლა რო სლე გეგონება ადამიანს არამგონია სხვისი გაკრიტიკების უფლება გქონდეს
    მწერალი [?]
    #5 25 ნოემბერი 2021 19:36
    2
    C.PC5,

    ხო ცოტა სხვა სტილია, დიდად არ უყვარს მოკლე პასები, მაგრამ ადაპტირების უნარი აქვს და ყველაფერი შეუძლია. მართლა ყველაფერი შეუძლია. სისწრაფე მაგას არ აკლია და ამხელა ვირი დრიბლინგზე მიდის ხოლმე : )) ნეტაი მოვიდეს
    გულშემატკივარი [?]
    #4 25 ნოემბერი 2021 18:46
    3
    ჰალანდი არ მოსწონთ ჯიგრებს 😂😂😂😂
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    ფანი [?]
    #3 25 ნოემბერი 2021 17:45
    1
    C.PC5,
    მე ძაან არ მევასება ეგ როჟა, ჯერ ცუდი ხასიათები აქვს, მერე პერსპექტიულ ლაზარეთს შეავსებდა, და კიდევ არაა ტპი რომელიც თავის თავზე აიღებს თამაშს, გუნდი თუ თამაშობს ეგეც თამაშობს და თუ არ თამაშობს გუნდი ეგეც უგოლოდაა, მოკლედ ეგ ჩემთვის ხარი უფროა ვიდრე ფეხბურთელი
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #2 25 ნოემბერი 2021 17:28
    0
    აი შემტევებზეა პოსტი და აქ ბარემ მინდა ვიკითხო, ჰალანდზე იყო დღეს პოსტი, ესპანეთი უყვარსო და ამბები, ნუ მოკლედ ეპოტინება ბარსა ამ ბიჭს ფაქტია. მაგრამ გაამართლებს ეგ ჰალანდი?! ჯერ ნუ მოყვანა ურთილესია მაგრამ რომ მოხდეს სასწაული და რომ მოიყვანონ ვითომ კაი იქნება?! ჯერ ეს ერთი ტრავმიანია, ფიზ. მომზადება მაგას არ აკლია და მაინც ბევრჯერ იკიდებს ტრავმებს, ახლა დალეწილია, იქამდეც ტრავმა ქონდა და რავი, მეორე არაუხო შეიძლება იყოს. მერე კიდე ჩავი როგორ მოარგებს მასეთ მოთამაშეს გუნდს, თავის დროზე ზლატანა მიაბრძანა პეპმა და რავი ჰალანდიც არ იქნება გამონაკლისი, ნუ ამას დაეკითხებიან ჩავის და ის გადაწყვეტს ალბათ მაინც მოყვანა-არმოყვანას. მესამე მიზეზი, ტიპი აშკარად ფულის მოყვარულია, მითუმეტეს ვინ ყავს აგენტად ყველამ ვიცით, ამიტო შესაბამის პირობებსაც წამოაყენებს. ხოდა ამდენი რამის ეჭვის ქვეშ ღირს კიდე ეს ჰალანდი მოსაყვანად?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 ნოემბერი 2021 17:12
    1
    მიუნხენში "ბაიერნი" დაგველოდება და შეეცდება, რომ ლახვარი ჩაგვცეს გულ-მკერდში. ფავორიტები არიან, მათთან თამაში ისედაც ყოველთვის რთულია, ახლა კი ლევანდოვსკი ჰყავთ საუკეთესო ფორმაში, იმედია არაუხო მზად იქნება. სხვა თუ არაფერი, ატკენს მაინც რამეს.
    მე კი პირიქით მგონია, თამაშში ვერ დაჩაგრავს, აი პირიქით იმან არ დაგვიჩაგროს არაუხო. ყოველშემთხვევაში ესეც ნელ ნელა ემსგავსება დემბელეს. ერთი მატჩი უმაღლეს დონეზე და მერე ტრამვა რამდენიმე ხნით. ბენფიკასთანაც ტრამვა მიიღო თუ არ ვცდები.