მატჩისშემდგომი მიმოხილვა: როცა გამტანი არ გყავს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: როცა გამტანი არ გყავს

ბოლო წუთებზე "ბენფიკა" კონტრშეტევაზე მოდის, შემტევები ორი-ერთზე არიან ერიკ გარსიასთან, რომელსაც დაავიწყდა, რომ ორი-ერთზე სიტუაციაში მცველმა ზუსტად შუა ნაწილი უნდა დაიჭიროს ბურთიანსა და უბურთო მეტოქეს შორის და მხოლოდ ბოლო მომენტში აჩქარდეს, როცა მეტოქე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაინც, ახალგაზრდაა, გამოუცდელი, ნაადრევად აჩქარდა, სეფეროვიჩს დიდი სივრცე დაუტოვა, პასი მასზე გაკეთდა, შტეგენი მარტივად მოტყუვდა, კარი ცარიელია და.. ააცილა! არ მჯერა, რომ ასეთი ამბები უმიზეზოდ ხდება. ამ მომენტმა გამსვლელის ბედი უნდა გადაწყვიტოს და ეს გუნდი "ბენფიკა" არ იქნება. 

დომინაცია

კარგი მატჩი იყო. მხოლოდ ორი ფეხბურთელისთვის, რომ შეგვეხედა ფანტასტიურიც! არაუხო ნამდვილი ცხოველია, გარდა იმისა, რომ დაცვაში იდეალურად ითამაშა, შეტევაშიც გაგვაძლიერა და სულ რამდენიმე მილიმეტრი დააკლდა მატჩის გმირობამდე, თუმცა, ჩემთვის მაინც გმირია. 

მერე, ბუსკეტსს არ იკითხავთ?! გვარდიოლას დროინდელი ბუსკეტსივით ითამაშა! იდეალური პაუზები, ბურთის კონტროლი, შეტევის სწორი წარმართვა, საოცარი იყო. კუმანს წამოაძახეს, წარმოდგენა არ გაქვს ბუსკეტსი როგორ უნდა გამოიყენოო, ეს მაშინ მოხდა, როცა სერჟიომ ესპანეთის ნაკრებში უნაკლოდ ითამაშა, ენრიკემ და ჩავიმ იციან მისი ფასი და ბუსკეტსმაც გვაჩვენა რა შეუძლია. 

ძალიან დიდი პოტენციალი გამოჩნდა გავისა და ნიკოს შემხედვარე, გამოცდილი, დაბრძენებული ფეხბურთელებივით ითამაშეს, შეიძლება ითქვას, რომ ბურთი არ დაანახეს "ბენფიკას", მაგრამ რად გინდა.. ფეხბურთში საბოლოო წერტილი გოლია, ჩვენ კი გამტანი არ გვყავს. წინა მატჩის მიმოხილვისას აღვნიშნეთ, რომ დეპაის იმედზე ყოფნა დამღუპველია და საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს გოლი როგორ უნდა გავიტანოთ-მეთქი და ასეც მოხდა. ვერ გავიტანეთ. 

ტაქტიკა

ერთადერთი სადაც "ბარსას" ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავდა ცენტრალური დაცვის ზონა იყო, ტაქტიკური ცვლილებაც ამან გამოიწვია, თავდასხმაში საშინელი მდგომარეობა გვაქვს, არც ნახევარდაცვაში გვილხინს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, არაუხო მხეცი იყო, პიკემაც კარგი მატჩი ჩაატარა და ლანგლეს არაუშავდა, ჰქონდა შეცდომები, მაგრამ სერიოზული არაფერი. 

სხვათა შორის, პიკეს ბოლოს გატანაც შეეძლო. ისევ ცენტრალური მცველი თუ გვიშველიდა, არაუხო და პიკე უფრო ახლოს იყვნენ ამასთან, ვიდრე სხვა დანარჩენი. პრობლემა ხელის გულზე დევს, ნათელია, მაგრამ როგორ გინდა უშველო, როცა ბრეითუეიტიც კი ვერ გეხმარება?! 

არაუხოს გოლისა არ იყოს.. პირველ ტაიმში "ბარსამაც" გაუშვა, ოთხმა კაცმა ხელი ასწია, ბურთმა მოედანი ჰაერში გადაკვეთაო და მსაჯმაც დაუჯერა. ნამდვილად გადაკვეთა? არ ვიცით, VAR-ი ამას ვერ ზომავს და ვერც ჩემი თვალი ზომავს მილიმეტრებში. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი დღე არ იყო და არ გაგვიმართლა, რადგან, რაღაცებში ზუსტადაც რომ გაგვიმართლა. 

დემირი და დემბელე

დემირს ჰქონდა ერთი ძალიან კარგი შანსი, მესის სტილში დაარტყა, ვისაც უნახავს გაახსენდებოდა 18 წლის მესის დარტყმა "ჩელსის" კარში, მერვედფინალურ მატჩში, მაშინ ბურთი ხარიხისა და ძელის გადაკვეთას მოხვდა, მეკარე უშანსოდ იყო, ბურთი ძალიან ლამაზად ეშვებოდა ცხრიანში, მაგრამ არ გავიდა. ასე იყო აქაც, ლამაზად დაატრიალა, მაგრამ არ გავიდა. ეგ იყო და ეგ, დემირმა მეტი ვერ გაქაჩა. დემბელეს ერთი გარბენის ფასია დემირის მთელი მატჩი, უმარტივესად აკეთებს იმას, რასაც დემირი მთელი მატჩის განმავლობაში წვალობდა, მაგრამ პრობლემა უცვლელია, თავში ვერ აქვს რიგზე ყველაფერი. 

დამბო უშვებს შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც პრაქტიკასთან ერთად შესაძლებელია, 4-5 თვე, რომ სტაბილურად გადააბას ამ შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დავა, გაქრობით ვერ გაქრება, მაგრამ შემცირებაც საქმეა, უბრალოდ, 4-5 თვე სტაბილურად, დემბელეს შემთხვევაში წარმოუდგენლად ჟღერს. ამიტომ, ასეთი პარადოქსული მოცემულობა გვაქვს, ოთხი წელია პოტენციალს ვხედავთ, შედეგს ვერა. 

"კამპ ნოუს" კი საოცარი პუბლიკა ჰყავს, დემბელეს გამოსვლას ისეთი ოვაციებით შეხვდნენ თითქოს სადებიუტო მატჩს ატარებდა კლუბში, სხვა ყველა სტადიონზე ალბათ სტვენით გასკდებოდნენ, ალბათ, ესროდნენ კიდეც რამეს, მაგრამ "კამპ ნოუმ" გულში ჩაიკრა ეს დაკარგული კაცი, რომელსაც საერთოდ ვერაფერი ვერ გაუგია ამქვეყნად, ალბათ ეგ ოვაციებიც სეფეროვიჩის მისამართით ეგონა, რას გაიგებ.. დაბრუნდა და ისევ ახალი მწვრთნელი დახვდა, პარადოქსია, მაგრამ ყველა ახლადდანიშნული მწვრთნელი ენდობა და იმედს ამყარებს მასზე. 

იქნებ! - ეს არის სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიფიქრებენ "ბარსას" მწვრთნელები დემბელეს შემხედვარე. ამჯერად, არ გამოვიდა ეს "იქნებ", როგორც ყოველთვის, ძალიან ცოტა დააკლდა, ოტამენდის ბუცის წვერმა წაართვა შანსი. 

ჰქონდათ მომენტები ჰოლანდიელებს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ისეთი მატჩი იყო, რომ თუნდაც ერთი მომენტი შეგვექმნა, აუცილებლად უნდა გაგვეტანა. უფრო ცუდი მატჩების დროს გააქვთ ერთი გოლი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს წყვეტს, როგორც სპორტული, ისე ფინანსური მიმართულებით. 

ამ გუნდს, ჩავის ხელში, მაგრად შეუძლია თამაში. ექიმებს მოუწევთ ბევრი მუშაობა, რომ პედრი და ფატი მყარად დააყენონ ფეხზე, დირექტორებს მოუწევთ მუშაობა, რომ 2-3 კარგი ტრანსფერი გაჩარხონ და ყველაფერი დალაგდება. მიმართულება ნამდვილად სწორია. 

საბოლოო გამოცდა

"ბაიერნი" არ არის გუნდი, რომელიც რაიმეს დათმობს, აი, ზუსტად "ბაიერნია" ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ერთი მომენტი შექმნას და გოლად აქციოს. მათი ამოცანა იქნება "ბარსას" დამარცხება ცოტა გადახალისებული შემადგენლობით, გერმანელებს უყვართ ძალის დემონსტრირება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ "თითქმის" მეორე გუნდით დაგვამარცხონ. 

ვნახოთ.. 

მომენტების რეალიზების პრობლემა "ბაიერნამდე" ვერაფრით ვერ დალაგდება. მაქსიმუმ ბურთი წავართვათ მოედნის ცენტრში, თუმა, ეგეც ძალიან რთული ამბავი იქბება. მოკლედ, წინ ურთულესი ამოცანაა. მაგრამ, შანსი ჯერ კიდევ არის, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს და ყურების ჩამოყრა არ ღირს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 24 ნოემბერი 2021 20:25
    0
    , ბუსკეტსს არ იკითხავთ?! გვარდიოლას დროინდელი ბუსკეტსივით ითამაშა! იდეალური პაუზები, ბურთის კონტროლი, შეტევის სწორი წარმართვა, საოცარი იყო. კუმანს წამოაძახეს, წარმოდგენა არ გაქვს ბუსკეტსი როგორ უნდა გამოიყენოო, ეს მაშინ მოხდა, როცა სერჟიომ ესპანეთის ნაკრებში უნაკლოდ ითამაშა, ენრიკემ და ჩავიმ იციან მისი ფასი და ბუსკეტსმაც გვაჩვენა რა შეუძლია.
    აბა, რო ამბობდით ჩავის გაუჭირდება ძველ თანაკლუბელების მწვრთნელობაო და ათას მიზეზს იგონებდით აქ, რო მესიც, ბუსკეტსიც, ალბაც უნდა მიყოლოდნენ სუარესს და ლეოს. ახლა წარმოიდგინეთ ასეთ თამაშში ან მესი ან სუარესი რო ყოფილიყვნენ მოედანზე რას ვიზავდით? მაგრამ რა გინდა, დაგიჯერათ ლაპორტამაც და ბართომაც და გაყარა უვარგისი ფეხბურთელები. ასეა ახალი ერა დაიწყო, მაგრამ ბურთი ვერ გაგვაქვს.
    წევრი [?]
    #14 24 ნოემბერი 2021 17:51
    0
    ნუ ბუსი რო კლასია მაგას ბევრი საიბარი არ ჭირდება. არაუხო ისე მეიმედება და ის ემიხარია, ეგ რო ხვდება მჯერა არ გავა ის ბურთი და იმედიანად ვარ, ძალიან ყოჩაღია. დემირი და გავი ძალიან კარგები იყვნენ გუშინ! სიამოვნება იყო მათი ყურებაც
    გულშემატკივარი [?]
    #13 24 ნოემბერი 2021 15:52
    2
    riva,
    აბსოლუტურად გეთანხმები სიზმარშიც ვერ მოიგებს ეს ბარსა ჩემპიონთა ლიგას იმის გათვალისწინებით რა მონსტრი და აწყობილი გუნდებია
    გულშემატკივარი [?]
    #12 24 ნოემბერი 2021 15:31
    0
    სათაური შეუცვალე ავტორ და დააწერე "როცა პრეზიდენტი არ გვყავს" ასე უფრო სწორია, არსებობენ ორი სახუს გუნდები, პირველი რომელიც ფულს ხარჯავს და გუნდს აძლიერებს, მეორე - ახალგაზრდებს ლიდერებათ აყალიბებს და ყიდის რითაც ფულს აკეთებს, აი ლაპორტამ რა ჩემი უმტიტი გააკეთა ვერ ვიგებ, გაყარა ლიდერები, ვერც ფული იშოვა და გუნდიც დატოვა ფაფხურა დეპაის გონებაჩლუნგი ინვალიდი დემბელეს და ნიჭიერი ინვალიდი ფატის ამარა, ტიტულები დაივიწყეთ, ამ გუნდის მაქსიმუმი ლამაზი თამაშია ჩავის წყალობით ხოდა ამას დავჯერდეთ, მომავალწელს იმედია მოუყვანენ ვისაც მოითხოვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 24 ნოემბერი 2021 14:31
    0
    მე გამოვრიცხავ ბაიერნის დამარცხებას, თანაც სტუმრად, თუნდაც გადახალისებული შემადგენლობით. ერთადერთი იმედი ეს კიევის დინამოა. შეიძლება მოხდეს სასწაული და ვერ მოიგოს ბენფიკამ. ხომ შეიძლება არ იყოს მათი დღე, ან ავტოგოლი გავიდეს ან რეკაშეტით. წარმოვიდგინოთ ბენფიკა იგებს 1:0 ან 2:1 და ბოლო წუთზე კონტრაზე ისეთი შანსი მიეცეს, როგორიც ბენფიკას ჰქონდა და გაიტანოს. ან წააქცინ და პენალტი დაიდოს. მოკლედ თამაშამდე დავწერე პროცენტულად 20% გვაქვს შანსითქო, ახლა გვაქვს 0,5%.
    Culé [?]
    #10 24 ნოემბერი 2021 14:13
    0
    მესი,გრიზმანი წავიდნენ, ანსუ არ გამოჯანმრთელებულა, ბრაითვაიტი დამტვრეულია... დე იონგი დე იონგია;
    გამტანის პროპლემა იქნებოდა და ეს მოსალოდნელი იყო
    თავდაჯერებულად მოგებული ევროპა ლიგა გაისად ლიგაზე წარმატების მეტ შანსს დატოვებს
    წევრი [?]
    #9 24 ნოემბერი 2021 13:56
    3
    რატო ჩამოსდეთ კბილი დეპაის ხალხო ამ სეზონში თუ ვინმე რამეს აკეთებს დეპაია დავ მარტო დეპაი რომ გვყავს გუნდში რომელიც გამოცდილიც არის და შემსრულებელიც თამაში არ წაუვიდა და იმენა გადაუარეთბტიპს დეპაი რომ არა ამ სეზონში 10 ქულა გვექნებოდა ლა ლიგაში და ლიგაზე 0-ი დეპაისთვის მესის როლის მორგება პირველივე სეზონში ცოტა ზედმეტია ადაპტაცია გაიარა მნიშვნელოვანი ქულებიც აგვაღებინა და მარტო რო უტევს მთელი სეზონია არაფერი ხო მოუყვანონ წესიერი შემტევი და ნახეთ თუ გოლების მანქანა არ იქნება ძალიან ტეხავს დეპაისთვის გადატეხვა ჯოხის ნებისმიერი ასე იზავს რა ქნას პასი გააკეთა გაუფუჭეს 3 მეტრიდან ვერ გაიტანეს და მარტო დეოაი შედის 4 მცველში ურტყავ და უბლოკავენ ეს ნორმალურია ყველგან ეს კაცია ცენტრში შეტევაში ბურთი ააქვს ანაწილებს და გოლებიც გააქვს და თქვენგან დეპაის ჭ კლასის ფეხბურთელად გამოყვანა არასწორია ყოლოდა მესი და გენახათ ამ სეზონში რამდენი ასისტი და გოლი ექნებიდა ამ კაცის წყალობით ვართ თუ სადმე ვართ და ლალიგიდანაც რომ არ ვვარდებით!
    Culé [?]
    #8 24 ნოემბერი 2021 12:04
    6
    თურმე ფეხბურთის თამაში შეგვძლებია.ძლივს გუნდი დალაგებულად თამაშობს,მშვენივრად აგორავებენ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #7 24 ნოემბერი 2021 11:58
    0
    ციტატა: riva
    ციტატა: totti10
    როცა დავ წერე დეპაი რამეს რომ წარმოადგენდეს მანჩესტერიდანა რ გააგდებ დნენთქო და შენ რა გესმის ფეხბურთიო. კაცი რაც ბარსაშია გოლების 95 % პენალი აქვს გატაილი. ეგ თუ თქვენ ტოპ შემტევი გგონიათ აი რავიცი . არც მოედნის ხედვა აქვს არც პოზიციის შერჩევა, 35 წლის სუარესი ბევრად კარგია ვიდრე დეპაი. ახლა რაც შეეხება შანს ბარსელონას მოგების გარდა არაფერი აწყობს, ბენფიკა სახლში ხვდება დინამოს რაც წარმოუდგენელია ეგ თამაში ვერ მოიგოს. სჯობს ლა ლიგას მიაწვნენ და სატურნირო მდგომარეობა გამოასწორონ, ლიგის ზონაში რომ იყვნენ მაქსიმალურად თორემ, გაისად ლიგის გარეშე თუ იყო ბარსელონა არ მგონია ამ გუნდში ვინმე საღად მოაზროვნე მივიდეს. მოკლედ ასეა თუ ისეა გუუნდის 85% არის გასაშვები, იანვარში ნაწილი უნდა გაუშვან და ზფხულში ნაწილი თორემ აი ძალიან აჯაფსანდალია ეს ბებრები და ძაან ახალგაზრდები ერთად რომ დგანან მოედანზე


    დეპაი ნორმალური მაღალი დონის შემტევია რომელსაც ტოპი სჭირდება გვერდით. აი დაახლოებით პედროს და სანჩესის დონის


    ნორმალური მაღალი დონე რას ნიშნავს? ან მაღალი დონის არის ან ნორმალური დონის. მანჩესტერში ისეთი ხალხი ყავდა ვერაფერი ვერ ქნა. ლიონში რაღაცა იფაფხურა ეგ არ ნიშნავს რომ სასწაულია. ლიონშიც გოლების 85% პენალი აქვს გატანილი ხოლო ბარსაში 95% პენალი. მოედნის ხედვა რომ არ აქვს და პოზიციის შერჩევა აი ეს გამოჩნდა უკვე მერამდენედ, რაიო ვალეკიოებთამ და ალბასეტებთან რომ კარგად თამაშობს იმას არ ნიშნავს რომ ბენფიკასტან რეალთან და მითუმეტეს ბაიერნთან იგივეს იზამს, რომელ ძლიერ გუ ნდთან ქნა რამე. აი დე იონგი ხომ საერტოდ გადასაგდებია ისეთი საშIნელებაა ბოლო 2 წელია
    გულშემატკივარი [?]
    #6 24 ნოემბერი 2021 11:32
    0
    ციტატა: totti10
    როცა დავ წერე დეპაი რამეს რომ წარმოადგენდეს მანჩესტერიდანა რ გააგდებ დნენთქო და შენ რა გესმის ფეხბურთიო. კაცი რაც ბარსაშია გოლების 95 % პენალი აქვს გატაილი. ეგ თუ თქვენ ტოპ შემტევი გგონიათ აი რავიცი . არც მოედნის ხედვა აქვს არც პოზიციის შერჩევა, 35 წლის სუარესი ბევრად კარგია ვიდრე დეპაი. ახლა რაც შეეხება შანს ბარსელონას მოგების გარდა არაფერი აწყობს, ბენფიკა სახლში ხვდება დინამოს რაც წარმოუდგენელია ეგ თამაში ვერ მოიგოს. სჯობს ლა ლიგას მიაწვნენ და სატურნირო მდგომარეობა გამოასწორონ, ლიგის ზონაში რომ იყვნენ მაქსიმალურად თორემ, გაისად ლიგის გარეშე თუ იყო ბარსელონა არ მგონია ამ გუნდში ვინმე საღად მოაზროვნე მივიდეს. მოკლედ ასეა თუ ისეა გუუნდის 85% არის გასაშვები, იანვარში ნაწილი უნდა გაუშვან და ზფხულში ნაწილი თორემ აი ძალიან აჯაფსანდალია ეს ბებრები და ძაან ახალგაზრდები ერთად რომ დგანან მოედანზე


    დეპაი ნორმალური მაღალი დონის შემტევია რომელსაც ტოპი სჭირდება გვერდით. აი დაახლოებით პედროს და სანჩესის დონის
    ფანი [?]
    #5 24 ნოემბერი 2021 10:33
    3
    როცა დავ წერე დეპაი რამეს რომ წარმოადგენდეს მანჩესტერიდანა რ გააგდებ დნენთქო და შენ რა გესმის ფეხბურთიო. კაცი რაც ბარსაშია გოლების 95 % პენალი აქვს გატაილი. ეგ თუ თქვენ ტოპ შემტევი გგონიათ აი რავიცი . არც მოედნის ხედვა აქვს არც პოზიციის შერჩევა, 35 წლის სუარესი ბევრად კარგია ვიდრე დეპაი. ახლა რაც შეეხება შანს ბარსელონას მოგების გარდა არაფერი აწყობს, ბენფიკა სახლში ხვდება დინამოს რაც წარმოუდგენელია ეგ თამაში ვერ მოიგოს. სჯობს ლა ლიგას მიაწვნენ და სატურნირო მდგომარეობა გამოასწორონ, ლიგის ზონაში რომ იყვნენ მაქსიმალურად თორემ, გაისად ლიგის გარეშე თუ იყო ბარსელონა არ მგონია ამ გუნდში ვინმე საღად მოაზროვნე მივიდეს. მოკლედ ასეა თუ ისეა გუუნდის 85% არის გასაშვები, იანვარში ნაწილი უნდა გაუშვან და ზფხულში ნაწილი თორემ აი ძალიან აჯაფსანდალია ეს ბებრები და ძაან ახალგაზრდები ერთად რომ დგანან მოედანზე
    გულშემატკივარი [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 10:22
    5
    ლაპორტას დედას ვტენე მესის გაგდებისთვის და გრიზმანის გაყიდვისთვის, ძალით დაღუპეს გუნდი, არადა მესი გრიზი რომ გვყავდეს ახლა შეტევაში და ჩავი ადრე დაენიშნა ლიგის ფავორიტები ვიქნებოდით, გოლის გამტანი არაგვყავს. დემბელე არის გონებაჩლუნგი, მასზე იმედების დამყარება სისულელეა, ასევე ბალერინა დეიონგი უნდა გაიყიდოს, წარმოუდგენელად დიდი სხვაობაა მასსა და ბუსკეცს შორის, ვერასოდეს ჩაანაცვლებს ბუსის და ვერც ძირითადიდან ამოაგდებს.
    გულშემატკივარი [?]
    #3 24 ნოემბერი 2021 09:57
    17
    დემირი ძაან სუსტია ფიზიკურად სისწრაფეც არ უვარგა...

    ერთს დავამატებ არც გაგვიმართლა რაღაც მიმენტებში განსაკუთრებით დე იონგის თავურისას. მართალია შტეგომაც კაი ბურთი მოხსნა მაგრამ მაინც... უარესი მატჩებიც მოგვიგია

    ხავის ხელი უკვე ეტყობა გუნდს, სასიამოვნო სანახავი იყო პრესინგის და დომინაციის მცდელობა. ვფიქრობ სწორად მიდის გუნდი

    პ.ს. ისე შეიძლება ევროპა ლიგა უფრო გვაწყობდეს წელს. აქ მერვედფინალში ყველა მოგვიგებს და იქნებ ევროპა ლიგის მოგებით რისი დიდი შანსიცაა მეტი ფული ვიშოვოთ
    გულშემატკივარი [?]
    #2 24 ნოემბერი 2021 09:19
    1
    ფატი როდის ბრუნდება?
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 ნოემბერი 2021 08:30
    0
    Saechvo igra iyo ertiertze bevrma gamaza jgufshi aravin chagvtovebs da sheileba miunxenshi ragacas gamoirtyas xeli da benfika ro dinamostan waagebs me mjera magra