მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოთელვა გადამწყვეტი მატჩის წინ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოთელვა გადამწყვეტი მატჩის წინ

ერნანდესი მოვიდა, ყველაფრის შეცვლა დაიწყო და სამი ქულაც აიღო. პირველი მატჩისთვის რაც ვნახეთ, საკმარისზე მეტიც კი იყო. მწვრთნელის ხედვა და ხელწერა გამოჩნდა, მაგრამ, ასევე, გამოჩნდა ის, რომ "ბენფიკასთან" ამ შემადგენლობით ძალიან გაჭირდება. ვინმე უნდა დაბრუნდეს, სხვაგვარად შანსი ძალიან მცირე იქნება. აგუერო გამორიცხულია, "ბენფიკასთან" კი არა, შესაძლოა საერთოდ აღარ დაბრუნდეს. პედრი გამორიცხეს, ფატი გამორიცხეს, დემბელეზე ამბობენ, შეიძლება მოახერხოსო, მაგრამ უთამაშებელი დემბელე რამდენად შეძლებს გადამწყვეტ მატჩში გავლენის მოხდენას, რთული სათქმელია. მოკლედ, წინ ურთულესი მატჩი გველის. 

ტაქტიკა

თამაშის ხასიათი აბსოლუტურად შეცვლილია, "ბარსას" ასე მაღლა აწეული დაცვით ლუის ენრიკეს შემდეგ არ უთამაშია. სივრცეს ბოლომდე იყენებდნენ, აკომაჩი, ეზალზული, აუტის ხაზამდე იხსნებოდნენ, რომ მთელი მოედანი აეთვისებინათ, თუმცა, საპირისპირო ფლანგებზე სხვადასხვა სურათი გვქონდა. კუმანისგან განსხვავებით ჩავიმ გავი მარცხნივ დააყენა და არა მარჯვნივ, რაც აბსოლუტურად გამართლებული გამოდგა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მარცხენა ფლანგიდან მემარჯვენე გავის ცენტრში შემოსვლა გაცილებით სახიფათო და დიდი სარგებლის მომტანი იყო, ვიდრე მარჯვენა ფლანგიდან, ამას ერთი მხრივ სამუშაო ფეხი განაპირობებდა, მეორე მხრივ კი შემადგენლობა. გავი ძალიან ხშირად შემოდიოდა ცენტრში, რადგან ჟორდი ალბა მუდმივად შეტევაში იყო ჩართული. პირველ ტაიმში მთავარ ხიფათს სწორედ ჟორდი ქმნიდა, ყველაფერს ხუთიანზე აკეთებდა, თავისუფალ ზონაში რამდენჯერმე შემოაგდო ბურთი, მაგრამ "ბარსას" ნახევარმცველები ვერა და ვერ მიხვდნენ, სად უნდა დახვედროდნენ, ნიკოც აგვიანებდა და ბუსკეტსიც. აი, საპირისპირო ფლანგზე სულ სხვა სურათი გვქონდა, გავისგან განსხვავებით აკომაჩისაც და ეზალზულსაც დავალებული ჰქონდათ, რომ მაქსიმალურად აეთვისებინათ ფლანგი, მინგესა კი ძალიან იშვიათად ერთვებოდა შეტევებში. 

ვნახეთ შემტევი ნახევარმცველების ჩართვები დეპაის ზურგსუკან, მაგალითად, ფრენკი დე იონგი საწყის 20 წუთში ხუთჯერ აჩქარდა თავისუფალ ზონაში და ორჯერ მიიღო პასი, რის შედეგადაც შეტევა კარში დარტყმით დავასრულეთ. ასევე, ერთვებოდა ნიკოც, მაგრამ, უფრო იშვიათად, ფრენკის ეს დავალება კუმანის დროსაც მიუღია, წარმატებულადაც გამოდიოდა, აი, ნიკოსთვის პირველი იყო და ჯერ საჭირო მომენტის პოვნა უჭირს. 

ვნახეთ მაღალი და აგრესიული პრესინგი, ზედ მეკარის საჯარიმოშიც კი ვნახეთ, სწორედ ამის ნახვა გვინდოდა, "ბარსამ" ისევ დაიწყო ბურთის დაბრუნებაზე ფიქრი და აღარ ფიქრობს უბრალოდ შეტევის ჩაშლაზე. ძალიან დიდი სხვაობაა ამ ორ მიმართებას შორის. პირველი დიდი წყვეტა ერნესტო ვალვერდეს დროს მოხდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მეტოქის შეტევა ჩაშლილიყო, ჯარიმით, აუტზე გადაგდებით, კუთხურზე გადასვლით. მას შემდეგ განსხვავებული სურათი არც გვინახავს, ახლა კი ვუბრუნდებით ფესვებს, "ბარსასთვის" მნიშვნელოვანია, რომ ბურთი მოედანზე დარჩეს და რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს. 

სწორედ იმიტომ, რომ დიდი ხანია, ამგვარად არ გვითამაშია, მაღალი პრესინგის დროს მინუსებიც გამოჩნდა, დასწრებაზე თამაში ჯერჯერობით გაჭირდა, რამდენიმეჯერ "ესპანიოლის" ფეხბურთელები უფრო სწრაფები აღმოჩნდნენ და "ბარსელონელებმაც" ბურთის ნაცვლად მეტოქის ფეხზე ითამაშეს, თუმცა, პიკეს დასწრებაზე თამაშიც გამოვყოთ, ორი-სამი ძალიან ეფექტური თამაშით გამოირჩა. ის, რომ ვეტერანი პიკე დასწრებაზე უფრო კარგი იყო, ვიდრე ერიკ გარსია, კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. 

იყო მესამეზე პასის მცდელობები, როგორც ცენტრიდან, ისე ფლანგიდან. რაღაც გამოვიდა, რაღაც - არა. თუმცა, გეზი საით გვაქვს, გასაგებია. რასაც ველოდით, ის ვიხილეთ. ბურთი სწრაფად გორავს, ტემპი მაღალია. "ბენფიკასთან" მატჩამდე კი არა მგონია, საკმარისი დრო იყოს იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადაიდგას. ასე სწრაფად სათამაშო დონე ვერ ამაღლდება, რაც "ესპანიოლთან" ვაჩვენეთ, იმას ვნახავთ. საკმარისი იქნება? არ ვიცი. 

შემცვლელები 

კარგით დავიწყოთ. ეზალზული ბევრად კარგი იყო. ბევრად აქტიური, ბევრად მწვავე, უფრო კარგი მომტყუებელია და შეტევის გამწვავებას არ ერიდება. არც აკომაჩი ყოფილა ცუდი, მაგრამ სხვაობა გამოჩნდა და ეს სხვაობა მცირე ნამდვილად არ ყოფილა. ამიტომ, ჩავი თუ იმავე ტაქტიკით თამაშს გადაწყვეტს, ძირითადში ეზალზულს უნდა ველოდოთ. ვჩიოდით, მარჯვენა ფლანგელებზე და აგერ, ოთხი გვყავს უკვე, აკომაჩი, დემირი, ეზალზული და დემბელე. ჯობდა, ხარისხი ყოფილიყო რაოდენობის ნაცვლად, მაგრამ, დასაწყისისთვის ესეც არ არის ცუდი. 

მეორე ცვლილება - გავი გავიდა, კოუტინიო შემოვიდა. ჩემთვის გავი საუკეთესო იყო მოედანზე, ყველაზე მაღალი შეფასება დეპაის დაუწერეს, მაგრამ მე გავის გამოვარჩევდი. აქვე, გამოჩნდა ძალიან დიდი განსხვავება მასსა და ბრაზილიელს შორის, კოუტინიო ტემპს ვერ აკონტროლებს, ხანდახან სასაცილო სანახავიც კი ხდება, როგორ გადაადგილდება იმაზე სწრაფად, ვიდრე საჭიროა. სხვა მატჩებთან შედარებით ნაკლები წუნი ჰქონდა პასის დროს, მაგრამ, მაინც ძალიან ამოვარდნილია. სივრცეს ზუსტად ვერ ითვისებს, შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ დანარჩენ გუნდთან შედარებით შეუსაბამო სისწრაფით გადაადგილდება, მოკლედ, ჩავისთვისაც რთული იქნება მასთან მუშაობა. 

მესამე ცვლილება, - რიკი პუჩი გამოჩნდა. რაღაც მხრივ იგივე პრობლემა აქვს, ზედმეტად ახლოს მიდის თანაგუნდელებთან, გასაგებია, რომ მუდმივად სურს ბურთი მიიღოს, მაგრამ ზონებს შესაბამის მანძილზე სჭირდება დაცვა, ეს ჩვენგან არ ესწავლება, "ლა მასიელია", როგორც ჩანს, თამაშის დროს გონება ეფანტება და ასეთ რაღაცებს აკეთებს ხოლმე. ნელ-ნელა უნდა დაიტვირთოს, რომ თამაში ისევ იგრძნოს, ჯერჯერობით ის ჩანს, რომ ბოლო წლის განმავლობაში საერთოდ არ გაზრდილა. 

ვნახეთ დემირი და არაუხო. დემირი იქით იყოს და.. არაუხომ ჩვეული გრძელი პასით შეგვახსენა თავი. ვნახოთ ჩავის როგორ მოაწონებს თავს, გარსიასთან შედარებით კოსმოსური პოტენციალი აქვს. 

ვეტერანები

პიკე, ბუსკეტსი, ალბა. სამივე კარგი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. საკითხავია, ჩავის დაბრუნებით გამოწვეული ენთუზიაზმი სადამდე გაჰყვებათ. ასეთი გამოცოცხლებული ვეტერანები აქამდე არ მინახავს, "კამპ ნოუს" მსგავსად გაიღვიძეს, ისევ ახმაურდა სტადიონი, ამღერდა, გახალისდა და მოედანზეც გაჩაღდა სანახაობა. მერე რა, რომ მხოლოდ ერთი შევაგდეთ და ორჯერ მაგრად გადავრჩით, გავის მაგარი პასები ხომ ვნახეთ?! 

პედრი

მისი მარათონი რომ ცუდად დასრულდებოდა, ადრეც აღვნიშნეთ. ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებდა, ისიც აღვნიშნეთ, რომ ერთიანად დასვენება არ ივარგებდა, სხეულის ასე სწრაფად გათიშვა არ შეიძლება, უბრალოდ მატჩებისგან უნდა გაეთავისუფლებინათ და სავარჯიშო დატვირთვა შეემსუბუქებინათ, რაღაც დოზით დატვირთვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ორგანიზმი ითიშება და მერე იწყება ის, რაც დაიწყო. მაგრამ.. ექიმებს ხომ არ ვასწავლით ჭკუას?! 

იმედია, სწრაფად დაბრუნდება. იმასაც ხედავს, რომ კონკურენციაში მოუწევს დაბრუნება. თან ახალი მწვრთნელის ხელში. 

წინ ფინალია

არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, რომ "ბენფიკასთან" მოვიგოთ. ძალიან ცოტა გოლის შემგდები გვყავს. როცა დეპაი შენი საუკეთესო მეგოლეა, თანაც ერთადერთი მეგოლე, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. დამაგვირგვინებელ ფაზაში მაგრად გაგვიჭირდება და ვნახოთ, რას მოიფიქრებს ერნანდესი. დიდი მატჩი რომ გველის, ფაქტია. 

Vamos, Vamos, Vamos!! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #10 21 ნოემბერი 2021 16:19
    0
    ეზალზული-ს ძირითადში ვერ დაველოდებით, დისკვალიფიცირებულია. აკომაჩი კიდე საერთოდ არ არის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში რამდენადაც ვიცი, ამიტომაც მაქსიმუმ დემირის გამოყენება თუ შეეძლება ხავის ფლანგზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 ნოემბერი 2021 14:31
    1
    ციტატა: me da barca
    არ მინდა პესიმისტი ვიყო, მაგრამ ბენფიკასთან 3 ქულის აღება ფანტასტიკის სფერო მგონია. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
    გუშინ ყველაზე მეტად, რაც მინდოდა ის იყო, რომ კოუტინიო ეკრანიდან გამომეთრია და მეცემა. მაგის უფანტაზიო, ნაგავი დედა მო...

    ბენფიკამ ბაიერნთან არ დათმო არაფერი და ორერ შემოუბრუნა თამაში, ვერ მოიგო მაგრამ დონე გამოჩნდა. კარგი იქნება თუ არ წავაგებთ, სულ რო არ გავპაზორდეთ. უეფას ლიგაზე კი შანსი მაინც გვექნება ტიტულის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 21 ნოემბერი 2021 13:36
    3
    არ მინდა პესიმისტი ვიყო, მაგრამ ბენფიკასთან 3 ქულის აღება ფანტასტიკის სფერო მგონია. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
    გუშინ ყველაზე მეტად, რაც მინდოდა ის იყო, რომ კოუტინიო ეკრანიდან გამომეთრია და მეცემა. მაგის უფანტაზიო, ნაგავი დედა მო...
    წევრი [?]
    #7 21 ნოემბერი 2021 13:08
    0
    თამაში ვნახეთ!..
    ფანი [?]
    #6 21 ნოემბერი 2021 11:10
    4
    კარგი იქნებოდა ხავი სეზონის დასაწყისში მოეყვანათ
    როგორ წაადგებოდა პრე სეზონი პროსტა
    ეხლა ბევრად კარგ სიტუაციაში ვიქნებოდით
    მარა გამოყ@ეებულმა ლაპორტამ რატომღაც კუმანის ნდობა გადაწყვიტა და საბოლოოდ მაინც გაუშვა თან სეზონის შუაში :)
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 ნოემბერი 2021 11:01
    5
    იმედია დემბელე დაბრუნდება და ბოლო 30 წუთი მაინც ითამაშეს დაღლილ მცველებზე აჩქარებაში ბევრჯერ გავა 1-1 ზე
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 ნოემბერი 2021 10:10
    5
    ამხლა ფანატიკური იმედით ნუ შეჰყურებთ ამ კაცს, არ ვიწყევლები მარა რომ რამე და არ გაამართლოს მერე ხუთმაგად გული დაგწყდრბათ, გუშინ იმდენად არ გინდოდათ დაგენახათ რომ იგივე გუნდი გამოვიდა მოედანზე რაც კუმანის დროს, თავს იბრმავებდით და გვარდიოლას ბარსაზე დაიწყეთ შედარება. პუტინს რამდენიც უკლია ადამიანად ჩამოყალიბებამდე იმდენი უკლია ამ ბარსას გვარდილლას ბარსამდე, მე არ ვიძახი რომ უჩვეულო მოხდა რამე, ჩავი ჯადოქარი არაა 1 თამაშში გადატრიალება მოაწყოს მარა ესე ფანატიკოსივით არაფერ განსაკუთრებულზე ამხელა ქება დიდება მერე უარესია.
    წევრი [?]
    #3 21 ნოემბერი 2021 09:39
    10
    პირველივე თამაშზე დაეტყო მწვრთნელის ხელი გუნდს. შევა ახლა ვიღაცა მადრიდისტა გივიკო ფლეშსქორზე, ეუფ 1-0 ძლივს მოუგეს ესპანიოლსო იტყვის.. არადა ბოლოს როდის ნახეთ ბარსას ასე წინ ეთამაშა და მეტოქე 10 კაცით დაცვაში მდგარიყო? მე მაგალითად ძველი ბარსა გამახსენდა და ფრეც რომ ეთამაშა გუნდს მაინც ნასიამოვნები დავრჩებოდი თამაშით.. ზედმეტად ბევრი გამოუცდელი ახალგაზრდა გვყავს და დღეს კი შეიძლება არ მოგვწონს ეს და რეალურად შედეგებზეც ისახება, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში ჩავის ხელში აუცილებლად ისეთი გუნდი დადგება ბარსელონა, როგორიც ადრე იყო, ყველა რომ ოცნებობდა ბარსელონაში თამაშზე და ყველას რომ ეშინოდა ამ გუნდის..
    ფანი [?]
    #2 21 ნოემბერი 2021 09:27
    4
    რამდენი ხანია თამაშისთვის ასე სასიამოვნოდ დაძაბულს არ მიყურებია..
    10 წელზე მეტი დასჭირდა რომ ლა-მასიას მეორე "ოქროს თაობა" აღეზარდა!
    გუშინდელის შემდეგ გული დამშვიდდა, რაც ვნახე ამასაც არ ველოდი. ერთია ჩავის ფაქტორი, მაგრამ უფრო მთავარი ის იყო, თუ რამდენად შეძლებდნენ ბავშვები მისი დავალებების მაღალ დონეზე შესრულებას! რამდენჯერ ვინატრე პედრი და ფატი, სამწუხაროა, რომ მათ ეს "ისტორიული მატჩი" გამოტოვეს - მოედანზე მწვრთნელით დაწყებული კვლავ ლა-მასია იყო ძირითადი ბირთვი თავისი უკვდავი ფილოსოფიით და ვფიქრობ, რომ მათთან ერთად შედეგიც უფრო უკეთესი იქნებოდა..
    ასაკში "ოქროს შუალედიც" ნაპოვნია!
    იმ თამაშისთვის, რაც რამდენიმე დღეში გუნდმა აჩვენა, ბ რ ა ვ ო მ ა ე ს ტ რ ო !!!
    P.S. = ნეტავ კუმანი თუ უყურებდა თამაშს!
    იმას მაინც ისწავლის ფეხბურთელი მონაცემების მიხედვით რომელ პოზიციაზე უნდა ათამაშოს რომ საკუთარი ნიჭი სრულად გამოავლინოს!!!
    მომავლის დიდი იმედი გამიჩნდა და მჯერა, რომ ბარსა ყველა ტურნირზე კვლავ გრანდის შესაბამის, შესაფერ ადგილს დაიკავებს!!!

    "ფეოლა" როგორც ყოველთვის - ბრავო!
    გულშემატკივარი [?]
    #1 21 ნოემბერი 2021 08:50
    8
    ამ თამაშში კარგი ის მოხდა რომ ბარსელონა წინ გავიდა და უპირატესობა შეინარჩუნა, ეს ფსიქოლოგიურად დაეხმარება გუნდს. და ტრავმაც არ მიუღია არავის, რაც პოზიტიური სიახლეა საექიმო შტაბის გამოცვლის შემდეგ. ჩავი ნელ-ნელა გააძლიერებს ყველა მიმართულებას