ჩავი იწყებს - ნდობა დემბელეს, უნდობლობა კოუტინიოს

ჩავი იწყებს - ნდობა დემბელეს, უნდობლობა კოუტინიოს

 ჩავიმ პირველივე პრესკონფერენციაზე ღიად და პირდაპირ ისაუბრა არსებულ პრობლემებზე. თავიდანვე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კლუბი დატოვა კლუბში სტანდარტები დაეცა. ჩავი აპირებს კლუბში ყველას იმაზე მეტი მოთხოვოს, ვიდრე ახლა თხოვენ საკუთარ თავს, ახალი ეპოქა ძლიერი ხელით იწყება.

„ცუდი შედეგები გვაქვს და ბევრი რამის გამოსწორება მოგვიწევს, იმისათვის, რომ კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოვყალიბდეთ წესრიგის დამყარება იქნება საჭირო. საუბარია არა სიმკაცრეზე, არამედ წესრიგზე და წესებზე, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს“, - ამბობს ჩავი ერნანდესი.

„როცა კლუბში წესები მოქმედებდა ყველაფერი კარგად იყო, როცა წესები გაქრა ბევრი რამ ცუდისკენ შეიცვალა“.

წესრიგი იყო ყველაზე პოპულარული სიტყვა ჩავის პრესკონფერენციაზე და არა მხოლოდ. სანამ 10,000-მდე ფანის წინაშე წარადგენდნენ, მანამდე კლუბის ტელევიზიას მისცა ინტერვიუ, სადაც ასევე წესრიგზე საუბრობდა. ისე ჩანს, რომ ჩავი ერნანდესი გვარდიოლას მსგავსად, მიკრომენეჯმენტის გამტარებელი იქნება, მაქსიმალურად ორიენტირებული დეტალებზე, მისი საუბრით ვიგებთ, რომ ცოტა არ იყოს შეპყრობილია ყველაფრის ორგანიზების იდეით.

„აუცილებელია, რომ ფეხბურთელებს მეტი მოვთხოვოთ, მაქსიმალური მოთხოვნა უნდა წავუყენოთ საკუთარ თავსაც. როცა ამას ვაკეთებდით ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბოლო პერიოდი? არ ვიცი, აქ არ ვყოფილვარ, ვერაფერს ვიტყვი“.

მისი სიტყვები ბევრმა ექვსი წლის წინანდელ ამბებს დაუკავშირა, როცა თავად ჩავი წავიდა გუნდიდან. პუიოლის წასვლის შემდეგ ის იყო კლუბში ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა, მან შეძლო გარდატეხის შეტანა და მესის დარწმუნება, რომ სუარესისთვის ცხრიანის პოზიცია დაეთმო, რადგან ფლანგზე აბსოლუტურად უსარგებლო იყო, მისი წასვლის შემდეგ კი მსგავსი პრობლემები ვერავინ მოაგვარა, შემტევი სამეული დანარჩენ გუნდს ძალიან მოწყდა და შედეგიც გაუარესდა. ამას თან დაერთო უსარგებლო ფეხბურთელების მოსვლა და სახელფასო სისტემის დარღვევა, რამაც „ბარსა“ საბოლოოდ მოშალა.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ ვეტერანებთან მუშაობას, ჩავის ყოფილი თანაგუნდელების გაწვრთნა მოუწევს. ბუსკეტსი, ალბა, პიკე, ტერ შტეგენი. პირდაპირ ჰკითხეს პრობლემა ხომ არ იქნება მათთან დაკავშირებით, მან კი მიუგო, რომ ყველაფერი რიგზეა.

„ყველა ფეხბურთელი ნულიდან დაიწყებს. ის რომ რამდენიმე მათგანს ვიცნობ მხოლოდ უპირატესობაა, აღვნიშნე, რომ ფეხბურთელებს მეტი უნდა მოვთხოვოთ, მათ უფრო მეტს მოვთხოვ ვისთანაც ნაცნობობა მაკავშირებს, რადგან მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ. მათი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი უნდა იყვნენ ლიდერები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ცუდად მიდის“.

ჩავის პრობლემებზე ბევრი არ უსაუბრია, ძალიან მოკლედ ამბობდა, რომ კლუბს ცუდი დრო აქვს, თუმცა, ის იმ თაობას მიეკუთვნება, რომელსაც ცუდი დრო უკვე გამოუვლია. ჩავის ლა ლიგა მეექსვზე ადგილზე აქვს დასრულებული. გუნდიდან წასვლაზეც ბევრი უფიქრია, მაგრამ ძალას ყოველთვის პოულობდა, რომ მორიგი ნაბიჯი გადაედგა. ჩავიმ და პუიოლმა ჯერ ჯოჯოხეთი გამოიარეს და მერე შეძლეს ყველაფრის მოგება, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე.

აღნიშნა, რომ „ბარსას“ ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგრამ მათ კიდევ სჭირდებათ დრო ბოლომდე ადაპტაციისათვის, ამაში კი თავის წვლილი უნდა შეიტანონ ვეტერანმა ფეხბურთელებმა. აქაც პირადი მაგალითია გადამწყვეტი, ახალგაზრდა ჩავის უკვე სახელოვანი ფეხბურთელები ეხმარებოდნენ, გვარდიოლაც და რივალდოც.

„აღფრთოვანებული ვარ მათი თამაშით, განსაკუთრებით გავის გამოსვლით ეროვნულ ნაკრებში, 17 წლის ასაკში ამის მიღწევა ძალიან რთულია. ახლა მათ ყველანაერად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ. ვარჯიშით სიამოვნება უნდა მიიღონ, ყოველი მორიგი მატჩი კი ტესტია, სადაც მაღალი ქულის მიღება მართებთ“.

ჩავის არ უსაუბრია გადაყრილ ფულზე, ანუ, არ უსაუბრია ფილიპე კოუტინიოზე. პრესას პირველი სწორედ ის გაახსენდა, როცა ჩავიმ თქვა - „კატარიდან ყურებისას ჩემთვის ნათელი გახდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი წნეხს ვერ უძლებს, როცა „ბარსას“ ფორმა იცვამენ“, - თუმცა, გვარი არ დაუკონკრეტებია. თავიდანვე ითქვა, რომ ჩავის კოუტინიო არ სჭირდება. აპირებს, რომ ზამთარშივე გაუშვას კლუბიდან, ადვილი ნამდვილად არ იქნება, მარტივი რომ ყოფლიყო უკვე გაყიდული იქნებოდა.

„ბარსაში“ ფსიქოლოგიურად ყოველთვის რთულია, წნეხი ყოველთვის დიდია, ამის გარეშე არ გამოვა, სხვაგვარად დასახულ მიზანს ვერ მივაღწევთ, ან ერთად გადავლახავთ ბარიერს, ან ისევ პრობლემები იქნება. ჩემი მიზანია, რომ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად დავეხმარო, ვიცი ეს რასაც ნიშნავს, ეს ყველაფერი როგორც ფეხბურთელს უკვე გამომივლია“.

არ უხსენებია კოუტინიო, თუმცა, ახსენა დემბელე. ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ჩავის ბრაზილიელის იმედი არ აქვს, მაგრამ ფრანგის ეიმედება. ვალვერდეს ეიმედებოდა, სეტიენს, კუმანს, ახლა ჩავისაც ეიმედება, მაგრამ ჯერ არ ყოფილა, რომ „ბარსას“ რომელიმე მწვრთნელისათვის იმედი გაემართლებინოს.

„დემბელეს შეუძლია თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იყოს“, - ამ შეფასებიდანაც ჩანს რამხელა იმედებს ამყარებს ჩავი უსმანზე. ეს კი შესაძლოა მისი პირველი დიდი შეცდომა იყოს. „უდიდესი შესაძლებლობები აქვს, თუმცა, ყველაფერი მის მენტალობაზეა დამოკიდებული. დავალებებს როგორ შეასრულებს, ტრავმებს როგორ გაუმკლავდება, მისი დაბრუნება და მზადყოფნაში მოყვანა ჩვენი პრიორიტეტი იქნება“.

საკითხი შეეხო ტრანსფერებსაც. წინა მწვრთნელებს არ ჰქონიათ იმხელა ავტორიტეტი, რომ სატრანსფერო საქმეებში ჩარეულიყვნენ, მთავარ გადაწყვეტილებებს არც ვალვერდე იღებდა, მით უმეტეს, არც სეტიენი და კუმანს რაც შეეხება, რამდენიმე სურვილი შეუსრულეს, მაგალითად, დესტი და დე იონგი მოუყვანეს, რასაც პირადად ის ითხოვდა.

ცნობილია, რომ ჩავის ძალიან მოსწონს რაჰიმ სტერლინგი. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როცა „ალ სადში“ ფეხბურთელის რანგში ირჯებოდა. მაშინ თქვა, რომ დიდი სიამოვნებით იხილავდა სტერლინგს „ბარსაში“, თუმცა, მაშინ სტერლინგი პროგრესირებდა, ახლა კი რეგრესის გზას ადგას. გვარდიოლა აღარ ენდობა, რადგან, ყველა მნიშვნელოვან მატჩში იმედი გაუცრუა, სავარაუდოდ იმავე გზას გაუყენებს, რა გზასაც სანე გაუყენა. ლეროიზე უნდა ითქვას, რომ გერმანიაში აზრზე მოიყვანეს, მოახერხეს და აათამაშეს. მართალია რობენივით ვერ დაქრის, მაგრამ მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. აი, სტერლინგი ჯერ ისევ მოწყენილია სკამზე ჯდომით და რთულად სავარაუდოა, რომ „ბარსაზე“ უარი თქვას. თავის მხრივ, „სიტი“ ეცდება ამ ტრანსფერის გამოყენებას და ინტერესს გამოთქვამს დე იონგის თაობაზე, რა თქმა უნდა, ფრენკიზეა საუბარი, აბა, ლუკი ვის დაკარგვია?!

ფრენკი არ არის ჩავის, ან ინიესტას სტილის ნახევარმცველი. შემტევი ნახევარმცველისგან სულ სხვა რამეს მოითხოვს ერნანდესი, მას ალბათ უფრო საყრდენ ზონაში ხედავს, მაგრამ არც იმ სტილში თამაშობს, როგორც ბუსკეტსი, აი, აქ კი, შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს, თუმცა, ეს პერსპექტივაში, დასაწისში კი აუცილებლად ენდობა, რადგან შემადგენლობაში მისი დონის ფეხბურთელი უბრალოდ არ ჰყავს.

საუბარი იყო პოლ პოგბაზე, მაგრამ ამას უფრო მეტად მინო რაიოლასა და ლაპორტას ურთიერთობა განაპირობებს. პოგბას წასვლა სურს. „მანჩესტერში“ დაბრუნება მისთვის ცუდი ნაბიჯი აღმოჩნდა. ყველა სეზონში კრიტიკით მიწასთან გაასწორეს. კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. თითქოს კარგი ვარიანტია გაღატაკებული კლუბისთვის, მაგრამ ჩავის ნათქვამი აქვს, რომ პოგბას „ბარსას“ დნმ არ აქვს. თემა ამოწურულია. მას მერე პოგბას სტილი ნამდვილად არ შეუცვლია. თუ ლაპორტა ძალით მოუყვანს ესეც ახალი პრობლემა იქნება.

ჩავიმ დიდი მადლიერებით ისაუბრა კრუიფზე, რაიკაარდზე, გვარდიოლასა და ლუის ენრიკეზე. თქვა, რომ კლუბი აუცილებლად სანახაობრივად ითამაშებს, მაგრამ არაფერი უთქვამს ტაქტიკაზე. „მთავარია, რომ ფეხბურთელებმა დავალებები ზუსტად შეასრულონ, რა ტაქტიკით ვითამაშებთ ეს მეორეხარისხოვანია“.

ეს საკითხები დგას ჩავის მწვრთნელობის დასაწყისში. მისი პირველი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #16 13 ნოემბერი 2021 11:51
    0
    ციტატა: nika 54
    , გვარი არ დაუკონკრეტებია. თავიდანვე ითქვა, რომ ჩავის კოუტინიო არ სჭირდება. აპირებს, რომ ზამთარშივე გაუშვას კლუბიდან, ადვილი ნამდვილად არ იქნება, მარტივი რომ ყოფლიყო უკვე გაყიდული იქნებოდა.
    კოუტინიომ თვითონ გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, როცა თამაშში შესვლაზე უარი თქვა, წინა ტურში.

    ამ კაცს კოუტინიოზე არაფერი უთქვამს და ასე გულთმისნები ხოარ ვართ დავადოთ ხელი, ნუ ლოგიკურად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე პუჩიდან დაწყებული გავით დამთავრებული გვყავს ხალხი მარა მაინც ვერ ვხედავ ნახევარმცველს საჯარიმოს გარედან კარში დაარყას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 10 ნოემბერი 2021 16:30
    1
    , გვარი არ დაუკონკრეტებია. თავიდანვე ითქვა, რომ ჩავის კოუტინიო არ სჭირდება. აპირებს, რომ ზამთარშივე გაუშვას კლუბიდან, ადვილი ნამდვილად არ იქნება, მარტივი რომ ყოფლიყო უკვე გაყიდული იქნებოდა.
    კოუტინიომ თვითონ გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, როცა თამაშში შესვლაზე უარი თქვა, წინა ტურში.
    Culé [?]
    #14 10 ნოემბერი 2021 11:22
    5
    პს. დემბელეს უფასოდ გაშვება არ უნდათ დაახლა რო თქვას დემბელეს დედაცო დემბელეც აუ ფეხზე დაიკიდებს და არც გაახანგძლივებს კონტრაქტს ..
    Culé [?]
    #13 10 ნოემბერი 2021 10:51
    3
    ციტატა: ROUCH
    წინა მატჩის საქციელი არ უნდა ეპატიოს გნიდა კოუტინიოს და რამდენიმე თამაში განაცხადს მიღმა უნდა დატოვოს ხავიმ

    განაცხადს მიღმა კიარა ეგ რო კიდე სტადიონზე შეუშვან მაგარი უნამუსობა იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #12 10 ნოემბერი 2021 10:43
    6
    ჩავი - კაცი ტაქტიკა, კაცი ლეგენდა :)
    ფანი [?]
    #11 10 ნოემბერი 2021 04:25
    5
    ციტატა: Pirat❤️💙
    დემბელე წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება ოღონდ წელს ვერა დასქრინეთ და შეინახეთ ეს💖👑

    რომელ საავადმყოფოში გახდება? ღუდუშაურში თუ ინგოროყვაში?
    ფანი [?]
    #10 9 ნოემბერი 2021 23:26
    5
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: JustBarcaLover
    დემბელეს ჯერ უნდა დაუსვან პირველ კლასელი ბავშვი რომ ასწავლოს მარცხენა და მარჯვენა და დანარჩენს ალბათ ხავი მიხედავს მაგრამ ამის აზროვნებას და ინტელექტს რა ეშველება... :დდ ყველა ექიმისთვის სანატრელი საცდელი ბაჭიაა :დ

    სწავლით კი ასწავლი განსაკუთრებული მონდომებით ერთორ წელიწადში მაგას, მარა შინაგანად იმდენად ფუღუროა რო მემარჯვენეა თუ მემარცხენე მაინც ვერ მიხვდება და აზრი? :DDD

    მაშინ რავიცი დავაშინოთ გუდიანით :დდდ ამას ხო ბავშვის ტვინი აქ და დაიჯერებს 😂
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი
    Culé [?]
    #9 9 ნოემბერი 2021 23:24
    6
    ჩავი დაახლოებით პეპის გზაზე მიდის, რაც პეპმა გააკეთა სტერლინგთან დაკავშირებით, იმის გაკეთებას აპირებს და ვნახოთ რა გამოუვა!
    თუ ვინმე ფიქრობთ, რომ სტერლინგი ნაკლებად იმბეცილი იყო, შეგახსენებთ, რომ ერთდროულად ვინგერისათვის საუკეთესო ფიზიკური მონაცემების და ინტელექტუალური ჩამორჩენილობის (ანუ გონებაჩლუნგობის) ასეთი ნაზავი მანამდე ნანახი არ მქონდა და გაოცებული ვიყავი... პეპმა თალა, თალა და პენსის ფასის მქოპნე ფეხბურთელის ფასი მართლა სტერლინგამდე ასწია... ჩავისათვის ერთგვარი გამოწვევაა დემბელესთან მუშაობა, რადგან ესეც კაი პიტალო და უღრანია barca-6
    გულშემატკივარი [?]
    #8 9 ნოემბერი 2021 23:06
    6
    ნამდვილი ავტორიტეტი მოვიდა გუნფში, რაც ვალვერდეს, კუმანს და მითუმეტეს სეტიენს არ ჰქონია.. ჩავის ვერავინ გაუბედავს რომ დაიკიდონ მისი დავალებები, პიკეც და დემირიც ერთნაირად დაუჯერებენ, სხვა გზა არაა.... ჩავია ლიდერი ეხლა და ეგაა კარგი
    წევრი [?]
    #7 9 ნოემბერი 2021 22:45
    3
    Dembeles usruleben ro gaaxangrdzlivos da sul ufasod ar davkargot dd magis jishs vtene dd
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 ნოემბერი 2021 22:02
    7
    წინა მატჩის საქციელი არ უნდა ეპატიოს გნიდა კოუტინიოს და რამდენიმე თამაში განაცხადს მიღმა უნდა დატოვოს ხავიმ
    ფანი [?]
    #5 9 ნოემბერი 2021 21:19
    3
    ციტატა: JustBarcaLover
    დემბელეს ჯერ უნდა დაუსვან პირველ კლასელი ბავშვი რომ ასწავლოს მარცხენა და მარჯვენა და დანარჩენს ალბათ ხავი მიხედავს მაგრამ ამის აზროვნებას და ინტელექტს რა ეშველება... :დდ ყველა ექიმისთვის სანატრელი საცდელი ბაჭიაა :დ

    სწავლით კი ასწავლი განსაკუთრებული მონდომებით ერთორ წელიწადში მაგას, მარა შინაგანად იმდენად ფუღუროა რო მემარჯვენეა თუ მემარცხენე მაინც ვერ მიხვდება და აზრი? :DDD
    Culé [?]
    #4 9 ნოემბერი 2021 21:13
    2
    არცერთი არ იმსახურებს ნდობას. მითუმეტეს დემბელე რომელიც 1 კვირაც ვერ თამაშობს ტრავმის გარეშე. უმტიტი კოუტინიო დემბელე ეს 3 კაცი პირველ რიგშია გასაშვები ტრავმიანობის გამო.
    გულშემატკივარი [?]
    #3 9 ნოემბერი 2021 21:12
    5
    დემბელე წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება ოღონდ წელს ვერა დასქრინეთ და შეინახეთ ეს💖👑
    ფანი [?]
    #2 9 ნოემბერი 2021 21:09
    1
    ციტატა: Clever liar
    უნდა მოთხოვო ისეთ ფეხბურთელს ვისაც ნათქვამის აღქმა და გააზრება შეუძლია, მაგრამ იმბეცილ ნახევარუჯრედიან დემბელეს რო მოთხოვ, რა ჩემ დემბელეს გაიგებს? :D ამ საკითში -1 ჩავის..

    დემბელეს ჯერ უნდა დაუსვან პირველ კლასელი ბავშვი რომ ასწავლოს მარცხენა და მარჯვენა და დანარჩენს ალბათ ხავი მიხედავს მაგრამ ამის აზროვნებას და ინტელექტს რა ეშველება... :დდ ყველა ექიმისთვის სანატრელი საცდელი ბაჭიაა :დ
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი
    ფანი [?]
    #1 9 ნოემბერი 2021 20:54
    4
    უნდა მოთხოვო ისეთ ფეხბურთელს ვისაც ნათქვამის აღქმა და გააზრება შეუძლია, მაგრამ იმბეცილ ნახევარუჯრედიან დემბელეს რო მოთხოვ, რა ჩემ დემბელეს გაიგებს? :D ამ საკითში -1 ჩავის..