მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თეთრი კატა, შავი კატა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თეთრი კატა, შავი კატა

ვალვერდეს აჩრდილი დაძრწის ქალაქში! 

სამბურთიანი უპირატესობა ერთ ტაიმში გაიფლანგა, მაგრამ.. ეს ხომ "ლივერპული" არ ყოფილა?! ძალიან უთავმოყვარეო გუნდი უნდა იყო, რომ ასეთ დღეში ჩავარდე, თუმცა, კარგი დასკვნებისთვის გამოდგება. 

1. კოუტინიომ შესვლაზე უარი თქვა 

ასე დამთავრდა ამბავი ესე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელისა. არ ვიცი როდის გადაუბრუნდა თავში რაღაც და როდის დაკარგა თვითრწმენა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხანია თავისივე თავის აჩრდილია. მე არასდროს მინახავს ფეხბურთელს თვითრწმენა დაეკარგოს და მერე ისევ ათამაშებულიყოს. თუნდაც, იგივე გუნდში, იმავე პოზიციაზე დაეყენებინოთ. დააბრუნეს შევჩენკო "მილანში", ტორესი "ატლეტიკოში", შეიცვალა რამე? არა, წარსულში დატოვეს სიკაშკაშე. ასეა ახლაც. გადავყარეთ ყველაზე დიდი თანხა კლუბის არსებობის ისტორიაში და სანაცვლოდ საერთოდ ვერაფერი ვერ მივიღეთ.

ზამთარშივე უნდა მოგვარდეს ეს ამბავი. ფეხბურთელი, რომელსაც ვერ იყენებ, ავტომატურად ხდება ხელისშემშლელი ფაქტორი. არ არის საქმე ისე მარტივად, თავისთვის რომ იჯდეს და არაფერს აშავებდეს. თუ გამოუსადეგარია, ესე იგი, აშავებს. "ნიუკასლი" ბოლო ადგილზეა პრემიერ ლიგაში, ეს კი ძალიან კარგი და სასარგებლო ამბავია. ფასის და მოლოდინის გათვალისწინებით, შესაძლოა კოუტინიო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყოს კლუბის ისტორიაში. 

2. იქნებ ლანგლეც? თქვენი არაბი თვალების ჭირიმე! ლანგლეც წაიღეთ! 

კარგი იქნებოდა ლანგლესაც უარი ეთქვა თამაშზე. არადა, სადებიუტო სეზონში არ იყო ცუდი. ასე არ არის? მართალია, გადამწყვეტ მატჩებში მაგრად გვაზარალებდა, მაგრამ სეზონის განმავლობაში კარგი მატჩებიც ჰქონდა. პანდემიის მერე აურია. რა მოხდა ამ პაუზის დროს არ ვიცი, ერთი ის ვიცით, რომ ბავშვი შეეძინა, ალბათ მთლიანად მის მოვლაზე და მასთან თამაშზე გადაერთო, ღამე არ მაძინებსო ესეც აღნიშნა, ის პატარაც მაგარი მავნე ბავშვი გამოდგა და ასე გამოუძინებელი და უვარჯიშებელი ლანგლე შეგვრჩა ხელში. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ისე რა სჭირს არ ვიცი, მაგრამ ტვირთია, უნდა წავიდეს. რაც მალე, მით უკეთესი. შეუძლია უმტიტიც გაიყოლოს.

3. სამედიცინო შტაბი

ჩავი ჯერ კიდევ პირველი შეთავაზების მერე მოითხოვდა სამედიცინო შტაბი მე უნდა დავაკომპლექტოო, ახლა ალბათ გასაგებია რატომ ითხოვდა ამას. აქვს პრეტენზია, რომ დემბელეს უშველის, ახლა კი ფატიზეც მოუწევს ნერვიულობა. ცუდად მიდის ამ ბიჭის ჯანმრთელობის საქმე, არადა, რა ბიჭია?! დაგლიჯა! ოქროს ბიჭია, მაგრამ, ტრავმებს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. ფატისა და დემბელეს გარეშე "ბარსა" იგივეა, რაც არწივი ფრთების გარეშე. ვერ აფრინდება, ირბენს ქათამივით. თავს თუ წააგდებინებს ვინმე და მოასვენებს, თორემ დაიტანჯება აფრენის მცდელობით და ჩვენც დაგვტანჯავს, ჰოდა, გუშინ წააგდებინეს თავი. 

არ ვიცი ჩავის რჩეული უშველის თუ ვერა საქმეს, მაგრამ რაღაც რომ შესაცვლელია ფაქტია. გარსია, გავი.. რა უბედურებაა?! 

თეთრი კატა

ეს იყო ალბათ საუკეთესო პირველი ტაიმი, რომელიც "ბარსამ" ამ სეზონში ჩაატარა. ალბას და ფატის ურთიერთგაგება ფლანგზე, კარგი სანახავი იყო, რადგან, კლუბში საერთოდ ვეღარ ვხედავთ, რომ ორი ფეხბურთელი ერთმანეთს უგებდეს, თითქოს ყველა თავისთვის თამაშობს. მარცხენა ფლანგი კი ძალიან ეფექტუტი იყო, სხვათა შორის, პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი ფლანგით ვუტევდით, გავის დაყენებას ფლანგზე არანაერი მნიშვნელობა არ აქვს. რთულია ასე, ცალი ფრთით შეტევა. 

გოლი ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მცველის ფეხი წაეხმარა. ასეთი გოლები მხოლოდ იმათ გააქვთ ვისაც გოლის გატანა ძალიან უყვარს. ფატის ზუსტად ის აქვს ახლა, რაც კოუტინიომ დაკარგა. 

ძალიან კარგი იყო ბუსკეტსის გოლი, ჩავის სტილში დაარტყა და შეაგდო. სეზონის წინ აღვნიშნეთ, რომ ერთ გოლს მაინც შეაგდებდა, ჰოდა, შეაგდო. თანაც ლამაზად. საერთოდ, კარგი მატჩი ჰქონდა. ცოტა უხერხულია ამ მატჩის მერე, ვინმეს კარგი შეფასება დაუწერო, მაგრამ თუ ვინმეს აკადრებ ამ ყველაფერს, ალბათ ბუსკეტსია. 

მემფისმაც შეაგდო თავის გოლი. თავით. ჩემი ფსოქნი მასზე გავაკეთე, როგორც საუკეთესო ბომბარდირზე, ფატი რომ ჯანმრთელი იყოს ეჭვი მაქვს ჩამოართმევდა ამ ტიტულს, მაგრამ აქედან ისე ჩანს, რომ დეპაი იქნება საუკეთესო მეგოლე, თუმცა, დიდი დროა მაქამდე. 

შავი კატა

ეს იყო ყველაზე უარესი მეორე ტაიმი სეზონში. უნდა დამეწერა ასეთ ტაიმებს მხოლოდ ბავშვები აგებენ-მეთქი და "ბარსა" მართლაც ბავშვების გუდნია, მაგრამ საპირისპიროც ხომ გვინახავს? ვალვერდეს დროს კაცებს გაუფლანგავთ სამბურთიანი სხვაობა. კიდევ კარგი რომ ცვლილება უკვე მოხდა, კიდევ კარგი, რომ ახლა არაფრის ლოდინი აღარ გვიწევს. ჩავის კი ძალიან ბევრი სამუშაო ექნება, სადებიუტო მატჩში ვინ ეყოლება და ვინ არა კაცმა არ იცის. "ბარსა ბ"-ს შეხვედრას დაესწრო, იქნებ კიდევ ვინმე გამომადგესო, თორემ, თვალსა და ხელსშუა იცლება გუნდი. 

თავად თუ შევა მოედანზე თორემ აღარც დაგვრჩა არავინ. 

ამას ჰქვია, რომ ბეწვზე მოგვისწრო პაუზამ. ნატკენი ხალხიც მოშუშდება, ჩავიც დალაგდება და მერე ძალიან მძიმე საქმეს შეეჭიდება. რა გამოვა ვნახავთ, მე მაინც მგონია, რომ რაღაც გამოვა. ოღონდ, ლიგის მიღმა ნუ დაგვტოვებ ამ თვითგამორკვევის პროცესში, შენი ჭირიმე..


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 ნოემბერი 2021 17:02
    0
    კი მაგრამ ლამის 150 მილიონად ნაყიდმა "ფეხბურთელმა" რომ გუნდში იმის მეათედიც ვერ აჩვენა რაც ლივერპულში იყო და უზარმაზარი ხელფასის გარდა გუნდს მხოლოდ ჰოსპიტალში კოტრიალობით დაამახსოვრა თავი, ნამუსი არ უნდა ქონდეს? და ამაზე რამე სანქცია არ არსებობს?

    ციტატა: Davita
    მეკარის პრობლემაზე რატომ არაფერს საუბრობთ? მართლა მოგწონთ შტეგენის "ნოიერობა"? რამდენიც არუნდა ლანძღოთ ლანგლე მაგასთან ერთად იმედგაცრუება შტეგენიც იყო

    შტეგენი დიდი ხანია აღარ მომწონს, ის გუნდზე კი არა თავის თავზე თამაშობს რონალდუსავით დიდი ხანია. ეს საჯარიმოს დრიბლიორი.
    Culé [?]
    #7 7 ნოემბერი 2021 21:06
    0
    გასაგებია ყველაფერი მაგრამ ორი უმარტივესი გოლი გაუშვა შტეგენმა და უდიდესი წვლილი ამ თამაშის ვერ მოგების ეს ტრენერის უკან ჩაჯდომა და შტეგენის სუსტი თამაშია.არასდროს გამიკრიტიკებია შტეგო მაგრამ ჩველებრივი მეკარე გახდა.ნეტუთი როტაცია უნდა გაეკეთებინათ თავის დროზე უფრო ხოდზე იქნებოდა.
    Culé [?]
    #6 7 ნოემბერი 2021 15:02
    1
    პირველი ტაიმის მერე რას ვიფიქრებდი თუ გაანიავებდნენ ამ სხვაობას,ყველა ერთად დადებილდა,დაცვა,თავდასხმა,ნახევარდაცვა,მეკარესაც კი რეგრესი აქვს,აქამდე ვამბობდი მეკარეს რას ვერჩით თქო მაგრამ რაც გუშინ იკისრა ტერ შტეგენმა არვიცი რა ვთქვა ამის მერე.
    ფანი [?]
    #5 7 ნოემბერი 2021 12:49
    1
    გავის ფლანგზე თამაშს ჯობია აბდე ათამაშონ გავი ვაბშე ჩაკარგულია მაგ ფლანგზე

    ბარსა ბ-ს თამაშებს ვუყურებ ხოლმე და მართლა კაი ბიჭია ეს აბდე
    Culé [?]
    #4 7 ნოემბერი 2021 11:52
    4
    ბუსკეთსის ბრალი არ იყო მეორე გოლი? ყველა თამაშში უშვებს უკვე ერთ საბედისწერო შეცდომას, არ შეიძლება ეგრე

    და ის ეზ აბდეო თუ ვინცაა ანბანის ასოები რო აწერია მაისურზე მისცენ ცოტა მეტი დრო ფლანგზე, მარჯვენა ფლანგი მაინც არ არსებობს
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 ნოემბერი 2021 11:42
    5
    მეკარის პრობლემაზე რატომ არაფერს საუბრობთ? მართლა მოგწონთ შტეგენის "ნოიერობა"? რამდენიც არუნდა ლანძღოთ ლანგლე მაგასთან ერთად იმედგაცრუება შტეგენიც იყო
    Culé [?]
    #2 7 ნოემბერი 2021 11:33
    4
    ყველა უნდა გაყაროს სამედიცინო შტაბიდან.ფატის 1 თვე გაუცდებაო,პედრი მაინც გამოჯანმრთელდეს მაგ პერიოდისთვის და დემბელეც.არაუხო იმედია აღარ დაიტრამვება თორემ რა უნდა ვქნათ არ ვიცი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 7 ნოემბერი 2021 11:25
    6
    ერთს იმას დავამატებდი რომ ნიკო ამ თამაშშიც ბრწყინავდა და იმედია ტრამვა არ აქვს, სტატიას როგორც ყოველთვის 10/10 .. რაც შეეხება ჩავის , კიდევ კარგი რომ ცვლის ამ მედ პერსონალს და ფიზ მომზადების ჯგუფს თორემ ამ მომენტისთვის 10 ტრამვა🤦‍♂️ მართლაც ბევრია, არ ვიცი ჩავიმ რა შემადგენლობით უნდა ითამაშოს, იმედია ფატი, პედრი სანაკრებო პაუზის მერე მაინც დაბრუნდებიან თორემ ვითი უნდა ითამაშოს ჩავიმ ესპანიოლთან ვერ ვხვდები
    --------------------
    CULE FOREVER