მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დანის პირზე მორბენალი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დანის პირზე მორბენალი

ბეწვის ხიდზე გავიარეთ. საერთოდ, ბეწვის ხიდზე სიარულს თავის თეორიები აქვს და დანის პირზე სირბილისაგან დიდად არ განსხვავდება. როცა კაცი შტორმის დროს ბეწვის ხიდზე გაივლის, შორიდან გამოჩნდება, რომ წარმოუდგენელი ამბავია, ვიღაც სიმშვიდიდან მომზირალი იტყვის, გაუმართლაო, ბედი ჰქონიაო, ზეციური ძალები წაეხმარნენო და ა.შ. მაგრამ შიდა სურათი აბსოლუტურად განსხვავებულია. ჰოდა, აი, რაშია საქმე, შტორმის დროს ბეწვის ხიდზე ორი ძალა გეხმარება, ერთი არის ხიდის ბოლოს დანახული მიზანი, როცა ამ მიზანს ხედავ, საერთოდ აღარ გაინტერესებს, რა პირობებში გიწევს გადასვლა, უბრალოდ ჰიპნოზირებული მიუყვები წარმატებისკენ გზას, მეორე ძალა კი გაქცევაა, როცა ვიღაც მოგსდევს, არ აქვს მნიშვნელობა, სად გიწევს სიარული, ვალდებული ხარ, რომ ხიდზე გაიარო, სულ რომ არაფერი იყოს ფეხქვეშ, ინდიანა ჯონსივით გაირბენ სიცარიელეზე. "ბარსას" კიდე ბნელი წარსული მოსდევს, თან ისე გავეშებით მოსდევს, რომ მაგრად მოუწევს სირბილი, ჰოდა, გაიქცა და ბეწვის ხიდზეც გადავიდა, არადა, შტორმია, ამტვრევს ყველაფერს! თავკაცი დროებითია, გუნდი არეულ-დარეული და ძლივს შეკოწიწებული, მაგრამ მაინც გავიარეთ. ეს უკვე კარგია. წინ ფინალია "კამპ ნოუზე", რომელიც აუცილებლად მოსაგებია, არანაირი ფრე, არანაირი ერთი ქულა და მერე იმის იმედად ყოფნა, რომ "ბაიერნი" ბოლო ტურს მეორე შემადგენლობას დაუთმობს, "ბენფიკასთან" მოსაგებია, "კამპ ნოუ" კი ბეწვის ხიდი არ არის, "კამპ ნოუ" კორიდაა, ტრადიციულად, თავისი წილი სისხლი უნდა და "ბენფიკაც" უნდა დავაგდოთ მძვინვარე ხარივით. 

ერთი-ორჯერ მაგრად შემოგვიტიეს, უფრო მაღალი დონის გუნდი გაგვიტანდა კიდეც, დაცვას მაღალი შეფასება კი დაუწერეს, მაგრამ მე მაღალი დონისა დიდად ვერაფერი ვნახე. ტერ შტეგენს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე საჭირო დროს საფირმო სტილში გაფრინდა და ძალიან მაგარი ბურთი მოიგერია, რთული ბურთი იყო და ლამაზად აიღო. ერთი-ორი წამით სუნთქვაც გამიჩერა. მოკლედ, კარგი იყო. სხვა თუ არაფერი, მეკარის იმედი მაინც გექნება ადამიანს. 

"ბარსა" რთულ მდგომარეობაში იყო, აგუეროს ამბავი ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა, როგორც ვივარაუდეთ გულის პრობლემები ჰქონდა და ასეთ დროს ხუმრობა არ შეიძლება, არითმია გაფრთხილებაა, ორგანიზმი გაფრთხილებს, რომ რაღაც ვერ გაქვს რიგზე და უნდა მიხედო, ეს კი გარეგანი დაზიანება არ არის, რომ მარტივად იყოს საქმე, გულშია პრობლემა, პირდაპირ სასიცოცხლო გაფრთხილებაა, თუნდაც პატარა არითმია იყოს, მაინც სიკვდილზე ეფიქრება ადამიანს. თუ იმ ფეხბურთელებს დავუჯერებთ, რომელთაც მსგავსი პრობლემები უკვე ჰქონიათ, ბოლო დროს კი ბევრს ჰქონია, ასე ხდება დრამატიზირება, რადგან, ერთი შეხედვით სპორტსმენებს ჰგონიათ, რომ ამ სნეულებისგან ბოლომდე დაცულნი არიან, მათი ყველაზე ცუდი ფიქრი წაგებაზე ფიქრია, ამაზე დიდი ტრაგედია მათთვის არ არსებობს, მერე კი ხვდებიან, რომ წაგებაც არაფერია, როცა საქმე სიცოცხლეს ეხება. მიუხედავად ასეთი დამზაფვრელი მდგომარეობისა, "ბარსას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალები მოიკრიბეს და კიევში მოიგეს. არ იყო ეს მარტივი საქმე. 

მინგესა გაიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, გააკეთა გადაცემა, მერე იყო მცირე შეხება მეტოქის მცველთან და ანსუ ფატიმდე მისულმა ბურთმა ერთი ძალიან კარგი გოლი გამახსენა და ვისაც ნანახი აქვს ეს გოლი, მასაც აუცილებლად გაახსენდებოდა. მაშინ, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო, ოღონდ "კამპ ნოუზე", მაშინ, კარლეს პუიოლი გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, გადაცემა კი ზუსტად ისეთი გააკეთა, როგორც მინგესამ, ზუსტად იმ სივრცეში, როგორც მინგესამ, პატრიკ კლუივერტმა კი ზუსტად ისე დაარტყა, როგორც ანსუ ფატიმ, ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა, ბარსელონურიც და კიევურიც, ოღონდ, ერთი ეგ არის, რომ იმდროინდელ "კამპ ნოუზე" კარის ბადე ისე ირხეოდა, რომ გაცილებით დიდ სილამაზეს სძენდა გატანილ გოლებს, კიევში კი მეთევზეების ბადე აქვთ. 

დამბოს დაბრუნება

დაბრუნდა ეს გაუგებარი კაცი. შეხედავ თვალებში და მიხვდები, რომ მისი ეგზისტენციალური კრიზისი არასდროს დასრულდება. თითქოს მივხვდი, რატომ არის ასეთი სწრაფი, თითქოს რაც ფეხი აიდგა, საკუთარი გაუგებრობისგან სურს გაქცევა, გარბის და გარბის, მაგრამ არაფერი გამოსდის, ამისგან გაოგნებულს კი ისეთი სახე აქვს, გეგონება ჰორორში მოხვედრილი კაცივით კითხულობს, - "სად ვარ" აქ როგორ აღმოვჩნდი?" აზრზე არ არის, სად არის, ხან ვალვერდესთან იყო, ხან სეტიენთან, მერე კუმანიო, ახლა სერჟი დახვდა და მალე ჩავი ერნანდესი მოაკაკუნებს, დემბელე საოცრებათა ქვეყანაშია, ოღონდ ქვეყანა არ არის ასეთი საოცარი, უბრალოდ, მისი პერსპექტივიდან ჩანს ყველაფერი გასაგიჟებლად. 

შემოვიდა და გაიქცა! ერთი-ორჯერ მაგრად გაიქცა! მერე, რა თქმა უნდა, ისევ რაღაც სიგიჟე გააკეთა, მაგრამ, მაგას მიჩვეულები ვართ, ათი გაქცევიდან ერთხელ მოახერხებს ხოლმე რამეს. ადრეც აღვნიშნეთ, რომ აგუერო-ფატი-დეპაის ტრიო ვერ იმუშავებდა, მარჯვნივ ვერცერთი ვერ ითამაშებდა, ახლა აგუერომ დემბელეს გაუცვალა ადგილი, მკურნალობას შეუდგა, ამ გაუგებარ კაცს კი შეუძლია მარჯვნიდან შეტევა. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ნეიმარის შემცვლელად მოიყვანეს, ყოველთვის მარჯვნივ უკეთესად თამაშობდა, ვიდრე მარცხნივ, ეს შესაძლოა თავად არ იცის, მაგრამ გარედან ასე ჩანს. 

ამ სამეულს, როგორც მინიმუმ ძალიან სწრაფად შეტევა შეუძლია. ეს უკვე კარგია, ეს უკვე უპირატესობაა, სწრაფი კონტრშეტევების დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცა და ვნახოთ, ჩავი ამას როგორ გამოიყენებს. შემდეგი მატჩი "სელტასთან" არის ჩანიშნული, ჩავი ალბათ ჯერ თავს შეიკავებს, მერე სანაკრებო პაუზა იქნება და სიტუაციაში კარგად გამორკვეული გაუძღვება გუნდს. 

კარგია მოგება. სამი ქულაც კარგია და სეზონის პირველი ფინალის მოლოდინიც ძალიან მაგარია. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 3 ნოემბერი 2021 16:52
    0
    ციტატა: Griezzy7
    ,,საკუთარი გაუგებრობისგან სურს გაქცევა, გარბის და გარბის, მაგრამ არაფერი გამოსდის'' smile kissing_heart

    უფრო სწორი იქნება, გარბის და გარბის და როცა თავით ეჯახება მეტოქეს ხვდება, რო გვერდი უნდა აეარა, მაგრამ არ ახსოვს ხოლმე რატომ გარბის.
    Culé [?]
    #7 3 ნოემბერი 2021 15:10
    1
    აქ კრიტიკოს გარდა არაფერს წერენ მარტო დასხმა იციან გუნდმა მოსაგები მოიგო და მაგრად მკიდია სხვა ყველაფერი.ორი ლიგა რეალმა საშინელო ფეხბურთით დადო.ლამაზი ფეხბურთის დრო წავიდა ჩელსეას ლიგის გზა ხომ რასამბობ ბეწვის ხიდი არ იყო მაგრამ კი უდევს ლიგა სახლში. მე მომეწონა გუშინდელი თამაში მაღალ ტემპში ყომარობდნენ უბრალოდ ერთი ფლანგი შეტევაში ცუდია მსგავს გუდებთან რომლებიც 10 კაცით იცავენ თავს.ნუ დესტს შეტევაში რომ დემბელე ჯობია ეგ გასაგებია.უმაგრესი ნახევარდაცვა გყვავს კაი ტრენერი ამას ისე გამოიყენებდა წინ ფატი და დეპაიც საკმარისი იქნებოდა.
    წევრი [?]
    #6 3 ნოემბერი 2021 14:36
    0
    დემბელე თუ არ დაიმტვრა ისევ და ითამაშა დესტის საცოდაობას მინიმუმ 10ჯერ ჯობს და ვიზამთ რამეს ბენფიკასთან ფატი დეპაი დემბელეს შემტევი ტრიოთი თუ დაცვაშიც არაუხო გვეყოლება
    წევრი [?]
    #5 3 ნოემბერი 2021 12:15
    1
    პოტურ-პროზაული შეფასება... კარგია, იყოს მაინც...
    ფანი [?]
    #4 3 ნოემბერი 2021 11:45
    2
    კაროჩე ბენფიკას უნდა მოვუგოთ და გასულები ვართ
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #3 3 ნოემბერი 2021 11:11
    1
    ბენფიკასაც 1-0 მოუგონ მეტს არ დავეძებ და ბაიერნთან მერე მთლად 7-0 თუ არ წააგებენ კაი იქნება. არაუხომ აუცილებლად უნდა ითამაშოს ლევანდოვსკის წინააღმდეგ, კარგ გამოცდილებას მიიღებს უმაღლესი კლასის ფეხბურთელის წინააღმდეგ.
    [?]
    #2 3 ნოემბერი 2021 10:55
    2
    დემბელეს 1 გაქცევა ჯობს დესტის საცოდაობას, დემირის ფაფხურს ან ახალ იდიოტურ ეწსპერიმენტს, როგორც გავის გავინგერებაა. თამაშიდან გაიყვანა ტიპი იდიოტურ პოზიციაზე დაყენებით. ეს ტრიო თუ შევინარჩუნეთ და ისევ ტრავმამ არ დაშალა ვფიქრობ გამოვა რამე. მარა არ გინდა სიფრიფანა ფატის ან შუშა დემბელეს შენარჩუნება როცა ესეთი სამედიცინო სტაფი გვყავს? ან ამ გამქცევებს რამდენი მოხვდებათ ფეხებში. დესტის ტრავმა საუკეთესო იყო რაც ბოლო დროს მოხდა. იმედია სერიოზულია. სამარცხვინო მოთამაშეა. ნიკო და ბუსი ერთად ძალიან ცუდია, ბებერი უნდა გადაჯდეს სკამზე. რეებს სჩადის, დაგვღუპა ლამის ბოლო წუთებზე. ფრენკი ვიღაცამ შეგვიცვალა, რომელი დე იონგია ვერ გაიგებ, ჩავის ხელი უნდა. არაუხო გვინდა სასწრაფოდ და იანვარი, იქნებ გაგვივარდეს და 1-2 კაცი ვიიჯაროთ
    Culé [?]
    #1 3 ნოემბერი 2021 10:48
    0
    ,,საკუთარი გაუგებრობისგან სურს გაქცევა, გარბის და გარბის, მაგრამ არაფერი გამოსდის'' smile kissing_heart