მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დეპაის გოლი, აგუეროს გული

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დეპაის გოლი, აგუეროს გული

თითქოს განსაწმენდელში ვართ, კუმანს თავი დავაღწიეთ და ჩავიმდე ჯერ არ მივსულვართ, ჰოდა, შედეგიც ისეთი დადგა როგორიც გაურკვევლობაში მყოფ გუნდს მოუხდებოდა, - 1:1. თამაშით კი ისე ვითამაშეთ როგორც დროებითი მწვრთნელები ათამაშებენ ხოლმე გუნდს. არა.. ხანდახან არის შემთხვევები, როცა ეს დროებითი კაცი ხასიათს გამოავლენს, თამაშს თამაშზე მოიგებს და მმართველობას ახალი თავკაცის მოყვანას გადააფიქრებინებს, მაგრამ ეგ ძალიან იშვიათი ამბავია, თანაც, მაშინ ხდება, როცა წინასწარი შეთანხმება არ გაქვს არავისთან, ჩვენ კიდე გვაქვს. 

"ბარსა" ამ სეზონში ძალიან დასუსტდა, კონკრეტულად ამ მატჩისთვის კიდევ უფრო შესუსტებული იყო და ამ ორი დღის მოსულ მწვრთნელს ვერც ვერაფერს მოთხოვდი, ერთი ეგ არის, რომ კლუბს იცნობს კარგად, ძალიან მაგარი "ბარსას" წევრიც ყოფილა და ძალიან ცუდისაც, კრუიფის გუნდის ფლანგზეც დარბოდა და ლორენცო სერა ფერერისაც, კაპიტნის სამკავურიც კეთებია მხარზე და პირველი ფიქრი რაც ადამიანს დაებადებოდა თავში, ალბათ იყო, - "ეს ტიპი მწვრთნელი არასდროს გახდება", ჰოდა, გახდა. 

სერჟიზე ამბობდნენ სინაზე გამობმული ძაღლივით დარბისო, არ ვიცი ვის შევადარო.. დესტივით იყო, ოღონდ ფინტებს არ აკეთებდა. თუმცა, დესტს ჯერ იმის მეათედი არ გაუკეთებია "ბარსასთვის", რაც სერჟიმ გააკეთა. გემახსოვრებათ, მილანში, "სან სიროზე", გატუზო კარიერაში გაკეთებული ერთადერთი ფინტით მოტეხა და მერე რივალდომ მესამე შეაგდო. მოკლედ, არაფერს გერჩი სერჟი, ჩვენო ბარსელონელო ძმაო, მაგრამ, რაც უფრო მცირე ხანს მოგვიწევს შენი ყურება, მით უკეთესი. 

დაეცა კაცი.. 

ჰაერის უკმარისობა იგრძნო თუ ტკივილი, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში გულის პრობლემაა. დილით ექიმებიც დადებენ დასკვნას. ფილტვია, გულია თუ ელენთა, სერიოზული მიხედვა სჭირდება. ეგეც ბარძაყის კუნთი არ არის, რომ სამი კვირა დაასვენო და მერე განაგრძო თამაში, საერთოდ, შესაძლოა გაფრთხილებაც იყოს, ორგანიზმი გაფრთხილებს ხოლმე სანამ დარტყმას მოგაყენებს, ამიტომ, გონივრულად მოქცევა მართებს აგუეროს. 

დიეგოს დაბადების დღე იყო, დიეგოს სიძე არ უყვარდა, ჯერ უყვარდა, მერე აღარ. აგუეროს მის ქალიშვილთან რაღაც აერია და დიეგომაც ის სიტყვა ეძახა რასაც ყველაზე ხშირად იყენებდა.. აქ არ დაიწერება. მრავალწერტილის დასმაც მერიდება. აგუერო იშვიათად ნახულობს თავის შვილს, მანჩესტერში მარტო ცხოვრობდა, როცა "სიტიზე" გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს, გული დაგეწვება ადამიანს, ვინმე სამხერთამერიკელი თუ მიაკითხავს და ფლეისთეიშენს ითამაშებს, შვილის უფრო ხშირად ნახვაზე კი პრეტენზიებს ვერ აყენებდა, რადგან, ის მსუქანი ღმერთი არგენტინიდან სულ .....ვილს ეძახდა. აი, მაინც შემომეწერა. აღარ წერია ცოცხლებში მსუქანი ღმერთი, მაგრამ უკვე იქიდან ებრძვის, საიქიოდან, პირდაპირ გულში ატაკა განგებამ, დიეგოს დაბადების დღეზე. დაეცა აგუერო და ალბათ ისიც იფიქრა, აქ რა ჯანდაბა მინდოდა, ერთადერთ ძმაკაცთან გადმოვედი და ისიც წავიდაო.. პარალელურად, "ბარსა" "ბოკას" მატჩი დაანონსდა დიეგოს საპატივცემულოდ და აგუეროს ყოფილმა ერთი ამბავი ატეხა, მამაჩემის სახელით ფულის შოვნა გინდათ, მეტი არაფერი გადარდებთო, აბა, ეგღა აკლია, მოძულებული ყოფილი ქმარი მამამისის სახელობის მატჩში ათამაშოს. მოკლედ, კუნს პრობლემები არ აკლია და წნევაც მაღალი ჰქონია. 

იმედია სწრაფად დაბრუნდება. ისედაც გათითოკაცებულები ვართ. "ლა მასიას" და ვეტერანების სინთეზს დავემსგავსეთ. ერთი-ორი წარმოუდგენლად გიჟური ტრანსფერიც დავუმატოთ გემოვნებით და ეგ არის, - "ბარსელონაა!" 

თუმცა, არიან ისეთებიც, იხტიბარს, რომ არ იტეხენ, გუშინ გაისროლა ასეთმა კაცმა. კარგი ბიჭია, რაღაცებში გვეხმარება, ხან გამოსდის, ხან არა, მაგრამ, საერთო ჯამში ბევრს ცდილობს და წარუმატებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მაგარი გოლი შეაგდო და კიდევ ორის შეგდება შეეძლო, ვალდებულიც იყო, რომ შეეგდო. ერთხელ ძელმა არ მიგვიშვა, მეორედ მეკარემ. მატჩის ბოლოს კი გაბრაზებულმა წიხლი აიქნია და ბალახი ამოთხარა ალაგ-ალაგ გავსებული "კამპ ნოუდან". 

ეგ არაფერი. ოღონდ არაფერი იტკინო. 

რამდენიმე თვალშისაცემი ამბავიც იყო, მაგალითად ის, რომ რიკი პუჩი დაბრუნდა მოედანზე, ფაქტობრივად ციხიდან გამოუშვეს, რა უნდა ექნა, ჯერ უნდა გაიხსენოს ბურთი როგორია, მერე იქნებ გაგვახსენოს, რომ რაღაცები მასაც შეუძლია. ძალიან საინტერესო იყო გავის თამაში, კუმანის ხელში მოსიარულე კატასტროფა იყო, შროიდერისა და სერჟის ხელში გვანახა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. გამოდის, რომ კუმანის წასვლა მისთვისაც გადასარევი ამბავი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა დააწინაურა, ვერა და ვერ მიხვდა როგორ უნდა გამოეყენებინა, ჩავის მოსვლის მერე კი მართლა მაგარი სანახავი იქნება ვისზე გააკეთებს აქცენტს. ვინც არ უნდა იყოს, კოუტინიო არ იქნება. სადმე თუ გინახავთ სუპერვარსკვლავი ასე გაფარჩაკებულიყოს?! მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ არა "ბარსელონაში", ჩვენთან მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს პირველია. დემბელესგან აბსოლუტურად განსხვავებული ამბავია, ორივე შემთხვევაში უდიდესი თანხა გადავყარეთ, მაგრამ ერთ შემთხვევაში თანხა პოტენციალში გადავიხადეთ, მეორე შემთხვევაში კი შემდგარ ვარსკვლავში. ჰოდა, ერთმა პოტენციალი დაკარგა და მეორემ ვარსკვლავური სტატუსი. 

გაგიჟდება კაცი.. 

იქნებ ზამთარშივე გაუშვან, "ნიუკასლში" მაგალითად, "კაჭკაჭები" გასავარდნ ზონაში არიან და ზამთარში ბევრს დახარჯავენ. კარგი შანსია, რომ გამოუსადეგარი ხალხი შევტენოთ და მცირე თანხას თავი მოვუყაროთ, ჩავის სურვილების დასაკმაყოფილებლად. ჩავიზე ჯერ მარტო ის ვიცით, რომ სტერლინგი მოსწონს და პოგბა არ მოსწონს. ნელ-ნელა მეტს გავიგებთ. 

ალბათ ხვდებით, რომ კიევში ბეწვის ხიდზე გავივლით, მირჩია ლუჩესკუ დიდი გაიძვერა კაცია, ზუსტად ამით გაითქვა სახელი, გუნდები, რომლებიც ბეწვის ხიდზე დადიან, მირჩია მიდის და სულს უბერავს, უჰ, ვინ მოთვლის რამდენი გუნდი გადაუჩეხავს არასასურველ ადგილებში.. 

როგორმე თავს უნდა გადავახტეთ. აი, აქ გამოჩნდება ვის შეუძლია ლიდერობა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 31 ოქტომბერი 2021 20:54
    0
    გვეშველება რამე? ჩავი მოდი რა.
    Culé [?]
    #11 31 ოქტომბერი 2021 13:58
    0
    ციტატა: გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    განსაწმენდელი რაარის ამიხსენით ვინმემ

    კათოლიკეების ტერმინია,მათ სწამთ რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული კუთვნილი ადგილის დაკავებამდე განსაწმენდელში ხვდება ჯერ,ცოდვებისგან განსაწმენდად და მერე იკავებს კუთვნილ ადგილს.
    [?]
    #10 31 ოქტომბერი 2021 12:30
    5
    4 ულის შანსი არ გვაქ, რეალი ატლეტიკო სოსიედადი სევილია ბევრად უკეთესი გუნდები არიან. ვინ იცის ევროპა ლიგა ჯობდეს, იქნებ მოვიგოთ და ლიგაზე გავიდეთ ეგრე მაინც. მარა რისი მომგებები ვართ. ხავიც ჯერ ვერაფერს შეცვლის თუ კლოპის არ იყოს ჯადოსნური ჯოხი არ აქვს. ეს დრო გუნდის გადაწყობას მოხმატდება, ეს სეზონი. შეამზადებს მომავალი წლისთვის, თან უკეთ დაინახავს სად გვიჭირს ყველაზე მეტად
    Culé [?]
    #9 31 ოქტომბერი 2021 11:58
    2
    კარგი იყო, მომეწონა
    სტატია რა თქმა უნდა და არა თამაში
    ფანი [?]
    #8 31 ოქტომბერი 2021 11:57
    1
    განსაწმენდელი რაარის ამიხსენით ვინმემ
    ფანი [?]
    #7 31 ოქტომბერი 2021 11:23
    1
    სიარულით ვერავის მოუგებ
    --------------------
    Nb

    ფანი [?]
    #6 31 ოქტომბერი 2021 11:11
    1
    ციტატა: ფეოლა
    Norman Bates,
    არაუშავდა ხო, უმატებს ეგეც.

    მარტო ის ერთი პასი მემფისზე, სამი მცველი რომ მოუჭრა და ერთი-ერთზე გაიყვანა, უდრიდა კოუტინიოს მთელ ბარსელონურ კარიერას
    წევრი [?]
    #5 31 ოქტომბერი 2021 10:02
    0
    ჩემი აზრით შროიდერი არ უნდა გაეშვათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 ოქტომბერი 2021 07:13
    15
    გინდ კუმანი დაუნიშნე პიკეს და დესტის და გინდ კლოპი და გვარდიოლა ერთად. ჩამძღნერდა და უნდა წავიდეს აუცილებლად და მიყვეს ბუსკეცი
    --------------------
    THUGS
    მწერალი [?]
    #3 31 ოქტომბერი 2021 05:31
    4
    Norman Bates,
    არაუშავდა ხო, უმატებს ეგეც.
    ფანი [?]
    #2 31 ოქტომბერი 2021 05:10
    9
    ნიკოც კარგი იყო გუშინდელ მატჩში
    ფანი [?]
    #1 31 ოქტომბერი 2021 04:09
    7
    დეპაის გოლი,აგუეროს გული😂😂😂😂
    კაი იყო:)))