მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Adios Ronald!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Adios Ronald!

ისტორიული მატჩი გამოდგა! 

წავაგეთ, მაგრამ გვიხარია. 

უკვე მეორედ ვწერ სათაურს - Adios Ronald! ამჯერად მართლა წავიდა. ამჯერად მართლა გაუშვეს. დარჩა კუმანი "ბარსას" ლეგენდარულ ფეხბურთელად და უმაქნის მწვრთნელად. ბევრი იმუშავა, ბევრი იჯუჯღუნა, მძიმე შეცდომებიც დაუშვა, ერთი თასი დაგვიტოვა, (მადლობა ამისთვის) და წავიდა. 

ასეთი სიხარული, როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება, ერთგვარი ამოსუნთქვაა, სხვა არაფერი. ცვლილება იყო საჭირო და როგორც იქნა, ნაბიჯი გადადგეს. ახლა მეორე ამოსუნთქვის ჯერი მოდის, ანუ, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი? ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ჩავი უნდა იყოს. მხოლოდ ლაპორტა აყოვნებდა ამ გადაწყვეტილებას და კუმანმა იმდენი ქნა, რომ ჟოანმაც თავი დააქნია. თუმცა, ვნახოთ, ბევრი დრო არც არის დარჩენილი. 

რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მთავარი მწვრთნელი უფრო ფანებს მოჰყავთ, ვიდრე პრეზიდენტს. ჩავის ფანები უფრო ითხოვენ, ბარსელონაში, საქართველოში, კამბოჯაში, ყველგან. თუ ჩავიმ ვერ გაამართლა, პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს დააკისრებენ, მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც უშნოდ გაგვკრავს, თუ ჩავი დაინიშნა ფანებსა და "ბარსას" შორის დიდი ემოციური კავშირი დაბრუნდება, რადგან, ახლა ყველა ისე გრძნობს თავს, თითქოს პრეზიდენტი თავად იყოს, გავუშვით კუმანი, მოგვყავს ჩავი. 

კუმანის დარჩენას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ, ცვლილებისთვის ძალიან სახიფათო დრო შეირჩა, ამიტომ ვაჩქარებდით ლაპორტას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ეტაპს უახლოვდება, გასვლა გვაქვს კიევში, სადაც ფეხის დაცდენა და ჯგუფში ჩარჩენა ერთი იქნება. 

პირველი რიკი პუჩი გამახსენდა. ამოისუნთქა ბიჭმა, ალბათ შეჰყვირა კიდეც სიხარულით, ახლა მომდევნო მწვრთნელმაც თუ დაიწუნა, დაიხუროს ქუდი და წავიდეს სადმე სხვაგან. ისე ჯიუტად რჩებოდა კლუბში, განათხოვრებას უარობდა, ალბათ იმიტომ, რომ კუმანის ბედზე გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა, იცოდა, რომ ის უფრო სწრაფად წავიდოდა, ვიდრე თავად. მუშაობა კი ბევრი მოუწევს, მაგალითად, ჩავისთვის 4-3-3 დე-ენ-ემის ნაწილია, ორი პოზიციისთვის კი კონკურენცია ძალიან მაღალია. დე იონგი, პედრი, გავი, რომელსაც ჩავი ძალიან აქებს. ნიკო, რომელიც "რაიოსთან" ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და.. ვიღას ახსოვს პუჩი?! თუმცა, კონკურენცია კარგია. აი, კოუტინიოსგან არაფერი აღარ გამოვა, გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მაქსიმუმი 30 მილიონი ევრო იქნება, თუ ეს თანხა ავიღეთ, ესე იგი, მაგრად გვივაჭრია. მაგასაც ვინმე შეშლილი არაბი თუ გადაიხდის. 

წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, შეფერხებას გამოიწვევს, მაგალითად, ჩავის კი არა, ვინც არ უნდა მოვიდეს, ლუკ დე იონგი არავის სჭირდება, ეს მხოლოდ კუმანის წარმოსახვაში დალაგდა ასე, დე იონგი "ბარსას" ფორვარდად! თან, საჯარიმოში ნეიმარზე უკეთესიაო. კარგია, რომ ბრეითუეიტის მსგავსად ხუთწლიანი კონტრაქტი არ გაუფორმეს. 

საშინელი მატჩი იყო. ისეთი ცუდი იყო, რომ დეპაიმ პენალტიც ვერ გაიტანა. თითქოს ზუსტად ის დღე იყო, როცა კუმანი უნდა წასულიყო. ბევრი ეცადა რამე გამოსვლოდა, ვაფასებ ამის გამო, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა და თავიდანვე განწირული იყო, კუმანის კანდიდატურა ბართომეუს გარდა არავის მოსწონდა. ჰოლანდიელის გაწეულ სამუშაოს მომდევნო დღეებში შევაფასებთ, აქედანვე ნათელია, რომ გაცილებით მეტი მინუსი ჰქონდა, ვიდრე პლუსი. 

ჰოდა ასე, რაღაც ახალი იწყება. ეს ახალი ვეტერანების შეცდომებს ვერაფერს უშველის. ბუსკეტსი სტაბილურობას ვეღარ დაიბრუნებს და პიკე სისწრაფეს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, კლუბი თავის იდენტობას უნდა დაუბრუნდეს. ეს კი უმთავრესი ამბავია. "კამპ ნოუზე" ფეხბურთი უნდა დაბრუნდეს. მერე კი გულშემატკივარიც დაბრუნდება. 

საინტერესო დღეები გველის წინ. მოლოდინი დიდია, "ბარსას" აღორძინების დასაწყისს ველით. თუნდაც, ამ წყალწაღებული გუნდით. ეჭვი არ მეპარება, ახლა მესისაც ძალიან უნდა აქ ყოფნა. პარიზი არ გამოდგა მისი ქალაქი და არც პსჟ ჩანს მისი გუნდი. გადის მოედანზე და ცხენივით არბენინებენ, სიამოვნებასაც ვერ იღებს თამაშით. მაგრამ.. ეგ უკვე წარსულია. აღარ ეშველება. 

წესით და რიგით, სეზონის პირველი ნახევრის გადამწყვეტი მატჩისთვის ახალი მწვრთნელი უკვე უნდა გვყავდეს. "ბენფიკას" სახლში დავუხვდებით, "კამპ ნოუ" გაიტენება. ვინც არ უნდა იყოს თავკაცი, მხარდაჭერა ძალიან დიდი ექნება და.. მერე ვნახოთ! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #31 28 ოქტომბერი 2021 19:31
    0
    totti10,

    რა პრივილეგია აქვს ბარსელონა ბ - ს მწვრთნელობას? შიდა სამზარეულო რომ გაიცნობს თუ გუნდის დნმ და ფილოსოფია? 1 ადამიანი დამისახელე, ვინც ჩავიზე მეტად იცის ბარსელონას დნმ. ლუჩო დიდი მწვრთნელია, ერთ-ერთი საუკეთესო, ბარსელონა ბ - ში არ ყოფილა არასდროს ლუჩო და არც ჭირდებოდა, დაამტკიცა კიდევაც. ჩავი იმ გუნდის დირიჟორი იყო, რომელსაც დღემდე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოს ეძახიან და ღირსეულად უდირიჟორა, დარწმუნებული ვარ მოედანს გარეთაც დიდ გადაწყვეტილებებს იღებდა თუარა მის აზრს ბევრი ისმენდა. გვარდიოლაზე დიდი ფეხბურთელი იყო ჩავი და უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა როგორც მწვრთნელი ალბათ უკეთესი ვერასდროს ვერ გახდება, გვარდიოლა ჩემთვის იდეალია, როგორი უნდა იყოს მწვრთნელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #30 28 ოქტომბერი 2021 14:02
    2
    მოკლედ მადლობა კუმან რომ დაგვანახა რა არის ცუდი, რა არის გამოსასწორებელი და ისიც რომ ამ ახალგაზრდებს წესიერ ხელშვი თუ მოახვედრებ დაღეჭავენ ყველას.. მოკლედ დავაი აბა კუმან და ახალი ერა იწყება
    ფანი [?]
    #29 28 ოქტომბერი 2021 13:15
    0
    ციტატა: totti10
    Bojan Krkic,

    გვარდიოლა შემთხვევით ბარსა ბში ხომარ იყო ცოტახანი :დ??? გვარდიოლას რა კოლექტივიც დახვდა აი რავიცი მეგობარო :დ მერე მესამე მაშინ კაპიტანი იყო პუიოლი მერე კი ხავი, ახლა ვინაა შემადგენლობაში და ვინაა კაპიტანი, აი ეს განსხვავებაცაა, გვარდიოლა პირდაპირ არ დააყენეს ჯერ ბარსა ბ ში იყოო, ასევე ლუჩო გაიხსენე ჯერ რომაში იყო, მერე ბარსა ბ ში და მერე მივიდა მთავა რგუნდში

    ლუჩო ბარსა ბში როდის იყო :დ 13/14 სეზონში იყო სელტაში და მერე გადმოვიდა პირდაპირ პირველ გუნდში
    ფანი [?]
    #28 28 ოქტომბერი 2021 12:34
    0
    სავარაუდოდ ხავი მოვა. არვიცი გაამართლებს თუ არა რადგან დიდ გუნდებში და დიდ ჩემპიონატში არ აქვს გამოცდილება. უბრალოდ მინდა რომ გაამართლოს რადგან ჭკვიანი იყო ფეხბურთელად და მინდა მწვრთნელადაც ქონდეს მასეთი ნიჭი. ჯერ მოიყვანოს რადგან ბოლომდე ლაპორტას არ ვენდობი დანიშვნასთან დაკავშირებით და თუ მოვიდა მერე ძაან დიდი გულშემატკივარი გავხდები
    გულშემატკივარი [?]
    #27 28 ოქტომბერი 2021 12:31
    0
    მემგონი ფეხბურთს ერხევა ,რეები ხდება გარშემო გადაბმით ორ თამაშს ვეღარ იგებენ გრანდები და ფულით შექმნილი გუნდებიც ვერაფერს შვებიან.დ რავი იქნებ დროა რაიმე ახალი სპორტი შევქმნათ დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #26 28 ოქტომბერი 2021 12:21
    0
    ერთადერთი რაც ცოტა მაწყნარებს ისაა, რომ გუშინ კიდევ ბევრ ტოპ გუნდს გაეთხარა. მაგალითად ბაიერნ-მიუნხენგლადბახს ვუყურებდი და სულ მეგონა მაისურები გაცვალეს თქო. 5 ბურთი? ნოიერმა ყველა გემოვნების გოლი გაუშვა. ფეხებშორისაც, ისეთიც რო განძრევას ვერ ასწრებს და მარტო ბურთს აყოლებს თვალს. არ წაუგია მაგრამ სიტი თასს გამოეთიშა პენალტების სერიაში ვესტ ჰემთან, რომელთანაც პეპს ერთი ფრე ქონდა სულ. რეალმა ოსასუნას ვერ მოუგო, გოლიც კი ვერ გაიტანა(აბა ოსასუნა ბარსა ხო არ ეგონათ)
    ფანი [?]
    #25 28 ოქტომბერი 2021 11:46
    1
    დაგვტოვა რონალდმა მთელი თავისი ბრწყინვალებით!
    ფანი [?]
    #24 28 ოქტომბერი 2021 11:20
    2
    ციტატა: Kaka
    ციტატა: CuleTillIDie
    ისე დემბელეს ყოველი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ახალი მწვრთნელი ხვდება. გამოშტერდა კაცი :დდდ

    ცუდადვარრრრრ არვიცი დიდი ალბათობით ჭორია მარა სადღაც წავიკითხე რო ხავის დემბელე მოწონსო და რონმოხოდოს ახლა დდდდდდდ

    და ამას კიდევ დაბნევა უნდა? smile

    ციტატა: Fc Barca Batumi
    ციტატა: Kaka
    ციტატა: CuleTillIDie
    ისე დემბელეს ყოველი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ახალი მწვრთნელი ხვდება. გამოშტერდა კაცი :დდდ

    ცუდადვარრრრრ არვიცი დიდი ალბათობით ჭორია მარა სადღაც წავიკითხე რო ხავის დემბელე მოწონსო და რონმოხოდოს ახლა დდდდდდდ

    და ამას კიდევ დაბნევა უნდა? smile

    მიმაქვს ეს სიტყვები
    Culé [?]
    #23 28 ოქტომბერი 2021 11:18
    3
    როგორ არი ის, წაეთრა, წაშავდა, წაბნელდა smile smile
    წევრი [?]
    #22 28 ოქტომბერი 2021 10:44
    1
    totti10,

    გვარდიოლაზე რას გვეტყვი?
    გულშემატკივარი [?]
    #21 28 ოქტომბერი 2021 10:12
    2
    მშვენიერია!!! აი ჩავის დაველოდოთ წინასწარი ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ იმედიანად ვარ, მაგრამ მთლად დიდი იმედიც არ მაქ...
    ფანი [?]
    #20 28 ოქტომბერი 2021 10:00
    0
    1თვის უკან დვწერე ოქტიმბერს ვერ გაუძლევს თქო და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი🙃ნა.უი კუმან🙋‍♂️
    Culé [?]
    #19 28 ოქტომბერი 2021 09:56
    2
    გილოცავთ ყველა გულშემატკივარს, მე პირადად აღარ მქონდა ბოლო თამაშების ყურების სურვილი ამის ხელში,შედეგი ვიცოდი ისედაც ან წაგება ან ფრე და უკეთეს შემთხვევაში მინიმალური ანგარიშით მოგება, უსახური, უღიმღამო და ჩამკვდარი თამაში, მოედანზე მოვალეობის მიზნით გამოსვლა, თითქოს ბარსელონა კი არა რომელიმე ქუჩის გუნდი თამაშობდა,იმედია ახალი მწრთვნელი ყველაფერს დაალაგებს და ეს ახალი მწვრთნელი ხავი იქნება.
    წევრი [?]
    #18 28 ოქტომბერი 2021 09:55
    7
    ერთხელ ბათუმში ნათქვამის პერეფრაზირება - რონალდი გაიქცა, ბარსელონა თავისუფალია
    ფანი [?]
    #17 28 ოქტომბერი 2021 09:30
    2
    ციტატა: CuleTillIDie
    ისე დემბელეს ყოველი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ახალი მწვრთნელი ხვდება. გამოშტერდა კაცი :დდდ

    ცუდადვარრრრრ არვიცი დიდი ალბათობით ჭორია მარა სადღაც წავიკითხე რო ხავის დემბელე მოწონსო და რონმოხოდოს ახლა დდდდდდდ
    Culé [?]
    #16 28 ოქტომბერი 2021 09:18
    14
    ისე დემბელეს ყოველი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ახალი მწვრთნელი ხვდება. გამოშტერდა კაცი :დდდ
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 28 ოქტომბერი 2021 09:15
    3
    ადიოს კი არა გაასხი კუმანს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #14 28 ოქტომბერი 2021 09:12
    2
    მადლობა კუმან მაგრამ უნდა წასულიყავი ესე ჯობდა ვერ განავითარე კლუბი ცოტათი მაინც და ვერც ახალგაზრდები მოხოდე ესე ჯობდა ლაპირტას გუშინ იმდენი ვაგინე აქ მემგონი გაიგონა ჩემი სიტყვები ასე რომ გილოცავთ ყველას რეალური კანდიდატი ჩავია ჩაბარების და ახალი ერა დაიწყება დიდი ალბათობით 2 წელი უნდა მივცეთ უეჭველი დრო ხავის❤💙
    ფანი [?]
    #13 28 ოქტომბერი 2021 08:58
    0
    იმედია ხალხის რჩევას გაითვალისწინებს და ექიმთან ჩაეწერება სამკურნალოდ😑
    ფანი [?]
    #12 28 ოქტომბერი 2021 08:55
    1
    დლდღეს აღნიშვნის დგეს😂😂 ურააააა ურააა😂😂😂😂არ გასხააა

    მეტით მინდოდა წაეგო რო პანჩურით გაეგდოთ მაგრამ ესეც კაია😂😂😂