მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიეცი ნიჭსა გზა ფართო!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიეცი ნიჭსა გზა ფართო!

სანაკრებო შესვენების შემდეგ "ბარსა" დაბრუნდა და სამი ქულაც ჩაიწერა. შესვენებამდე ბევრი იწერებოდა, რომ რონალდ კუმანი აღარ იქნებოდა გუნდის მწვრთნელი, მაგრამ ლაპორტამ საჭირო კანდიდატი ვერ იპოვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ამჯობინა, რომ კუმანისთვის ნდობა გამოეცხადებინა. ჯერჯერობით მოთმინებამ შედეგი მოიტანა. 

ტაქტიკა

ფანებისთვის უკვე ცნობილია, რომ ლაპორტა 4-3-3-ით თამაშს ითხოვს, ხოლო კუმანი ცოტა სხვა პოზიციაზეა, ცეცხლზე ნავთი დაასხა ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც დიდი ვარსკვლავებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ბრწყინვალე და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ, კუმანს მისი ყველაზე ხშირად გაჟღერებული არგუმენტიც ხელიდან გამოეცალა, - ამ შემადგენლობით მეტს ვერ მომთხოვთო. ხოდა, ცოტა უცნაურ ხერხს მიმართა ბატონმა რონალდმა, გუშინდელ მატჩში, "ბარსა" 5-3-2-ით იცავდა თავს და 4-3-3-ით უტევდა. არც ჩემი, არც შენიო, - რაღაც ამდაგვარი გამოვიდა. მსგავსი გეგმის მიხედვით სერჟინიო დესტს ძაღლივით უნდა ერბინა მთელი თამაში, რადგან სწორედ ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ტაქტიკურ ცვლილებას განაპირობებდა, დაცვის დროს მეხუთე მცველი ხდებოდა ფლანგზე, ხოლო შეტევის დროს მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ვხედავდით. უნდა ითქვას, რომ სერჟინიომ დავალებას თავი გაართვა, მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რის ხილვასაც ვისურვებდით, რადგან, მარცხენა ფლანგთან შედარებით ძალიან დაბალი ინტენსივობა იყო. 

თუმცა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. რადგან გუნდმა მოიგო, ვერც კუმანზე ვიტყვით აუგს, ფაქტია, რომ რაღაც მოიფიქრა და ამან გაამართლა. 

დაცვა

შტეგენით უნდა დავიწყოთ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რამდენჯერმე აშკარა გოლისგან გვიხსნა და აბსოლუტურად მისი დამსახურება იყო ის, რომ გარდამტეხ მომენტში საჭირო ანგარიში შევინარჩუნეთ. გარსიამ კარგი შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა, უკვე ფაქტია, რომ არაუხოსთან კონკურენციაში შანსი არ აქვს, სეზონის დაწყების წინ იყო რაღაც კითხვის ნიშნები, მაგრამ ამ სეზონში რასაც ვუყურებთ ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის. თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ გარსია ნაკრებში უკეთ გამოიყურება, ალბათ იმიტომ, რომ პირველი პასისა და ბურთის კონტროლის მაღალი მაჩენებელი აქვს, ხოლო დასწრებაზე თამაში და სწორი პოზიციის შერჩევა უჭირს, გუშინაც ასე გამოჩნდა, ვეტერანი პიკე უფრო ხისტი და შედეგიანი იყო, ვიდრე გარსია. 

იმის გათვალისწინებით, რომ სერჟი რობერტო კუმანის ექსპერიმენტის მსხვერპლი აღმოჩნდა, არ ჰქონია ცუდი მატჩი, ხოლო ალბას დაბრუნებამ შეტევაში დიდი ძალა შეგვმატა, მის გარეშე შეტევა წინა სეზონშიც კი წარმოუდგენელი იყო, არათუ მესის შემდგომ პერიოდში. დანი ალვესმა იფიქრა, ალბა თუ ჯერ კიდევ ასეთი კარგია, იქნებ მეც დამაბრუნონო, მაგრამ, არ გამოვა ეგ ამბავი. 

ნახევარდაცვა

დავიწყოთ იმით, რომ რონალდ კუმანს წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გამოიყენოს გავი, ასეთი რადიკალური სხვაობა უბრალოდ წარმოუდგენელია, ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ნაკრებში ბურთს ძალიან ხშირად ეხება, "ბარსაში" კი ამის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან კუმანი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს. ერთი სიტყვით, გავის "ბარსას" DNM აქვს, ხოლო კუმანი კლუბის იდენტობას ღალატობს. ამას სეზონის ბოლომდე არ ეშველება, არადა, ნაკრებში უკვე იკითხება, რომ ენრიკე პედრი-გავის დუეტით რაღაც ძალიან ნაცნობისა და მძლავრის ჩამოყალიბებას აპირებს, კუმანის გონება კი სადღაც სხვაგან დაჰქრის. 

დე იონგს ჰქონდა საწყის წუთებში მინუსები, მაგრამ მალევე გამოასწორა, კუმანის ხელში ბევრად კარგ სეზონებს ატარებს, ვიდრე სადებიუტო სეზონი იყო ვალვერდესა და სეტიენის ხელში, მაგრამ, მაინც აკლია სტაბილურობა. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე და იქ უნდა ითავოს ლიდერობა. 

სერჟიო ბუსკეტსი ძალიან კარგი იყო, არა ისეთი კარგი, როგორიც ენრიკეს ხელში, მაგრამ კარგი იყო, აი, სტაბილურობა მისი მოგონილია. ასაკი ემატება, სისწრაფეც აკლდება, მაგრამ, მაინც შეუცვლელია. 

თავდასხმა

ფატის და დეპაის დუეტი ნამდვილად მაგარი სანახავი იყო, გოლებიც ამის შედეგად გავიდა, მარცხნიდან ალბაც აქტიურობდა და რაღაც ძველი "ბარსელონურიც" ვიხილეთ. გოლი კი ნამდვილი მშვენება იყო, ფატი ისე თამაშობს, თითქოს საერთოდ არ ყოფილა უქმად ტრავმის გამო, უფრო დაბრძენებული დაბრუნდა, სისწრაფეც შენარჩუნებული აქვს და გუშინ გვანახა, რომ დარტყმაც მაგრად დაუყენებია. გარდა ამისა, ყველაზე აქტიური იყო და ყველაზე მეტად არის მეტოქის კარზე დაგეშილი, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე დეპაი. 

მემფისმა კი მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, გოლს + საგოლე პასი. მშვენიერია. თერთმეტმეტრიანი ისე შეასრულა რონალდინიო გამახსენა, რონის აქვს ასეთი გატანილი, ოღონდ საპირისპირო კუთხეში, უკიდურეს მაღალ კუთხეში გააქანა და მეკარემ ხელი კი არა, თვალიც ვერ გააყოლა. მომენტის დასაწყისში კი ისევ ბრაზილიელი ათიანი მომაგონა, ისე სწრაფად შეცვალა შეტევის მიმართულება, ფატიზე პასი იკითხებოდა და ალბა მოძებნა, ასე შეიკრა მესამეზე პასი და.. პენალტი! 

კარგი იყო. "ბარსელონური" იყო. 

კუნი და კოუ

დებიუტი ჰქონდა კუნ აგუეროს. მხოლოდ ხუთი წუთი, ბევრი ვერაფერი მოასწრო. ეტყობა, რომ დამძიმებულია, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, პოტენციური გოლები შემოგვემატა. ერთი მნიშვნელოვანი ამბავია სათქმელი, აგუერო გამოვიდა და მემფისმა მარცხენა ფლანგზე გადმოინაცვლა. წესით, აგუერო-დეპაი-ფატის ტრიო იკითხება, რადგან სამივე ძალიან მაღალი დონის ფეხბუღთელია, ხოლო დანარჩენები ამავე დონეზე ვერ თამაშობენ, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ სამიდან არცერთს არ შეუძლია მარჯვენა ფლანგზე თამაში. უფრო სწორად, კი შეუძლიათ, მაგრამ ნაკლებპროდუქტიულად. 

ასე რომ, საინტერესო იქნება კუმანი რას მოიფიქრებს. მე მგონი, რომ ვერც ვერაფერს ვერ მოიფიქრებს და აგუეროს უბრალოდ სკამიდან შემოიყვანს ხოლმე. 

დიდი პაუზის მერე გოლი შეაგდო კოუტინიომ. თამაშის რა გითხრათ.. ჰქონდა კიდევ ერთი კარგი მომენტი, ეგ იყო და ეგ. ჯერჯერობით იმავე დონეზე წვალობს, ძალიან ბევრი უკან პასი აქვს, მარტივად კარგავს ბურთს, ფიზიკურად იოლად ჩაგრავენ და შორიდან საერთოდ აღარ ურტყამს, არადა, ეს იყო მისი მთავარი უპირატესობა. თუმცა, გოლი გაიტანა... ეგ ერთი და სხვა მრავალი! 

გადავდივართ საკვანძო ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგაზე ქულების დაგროვება უნდა დავიწყოთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #8 18 ოქტომბერი 2021 20:06
    1
    კუმანმა კი არ მოიფიქრა მეგობარო,ძველი "მოფიქრებული" დანაყა კიდევ ერთხელ,უბრალოდ ფატიმ ინდივიდუალიზმის ხარჯზე მოგვაგებინა.ფატი რომ არ ყოფილიყო საერთოდ გოლს ვერ გაიტანდნენ ესენი ისეთი პირი უჩანდა,თან ყველამ იცის ვალენსიას რა პრახადნოი დაცვაც ყავს.დინამო კიევთან ბევრად გაჭირდება.ახლა ეს პრიმიტიული კაცი იფიქრებს გაამართლა ტაკიტკამო და სულ ამ ტაქტიკით ითამაშებს.შედეგს ვნახავთ სამშაბათს.ჩაჯმული გამოვა ბარსელონა და კუმანის დედამოტ.ნული სიფათის ხილვა კიდევ ერთხელ მოგვიწევს.
    მწერალი [?]
    #7 18 ოქტომბერი 2021 17:22
    1
    Don_Andresito,
    ლაპორტის ტოპ დონეობა არ გაიშვას, რამდენჯერაც ფლეიოფში ათამაშა გვარდიოლამ და იმდენჯერ გახიეს კაკ რას მაგის ზონიდან.
    პაუ ტორესი ენრიკესაც არ ევასება : ))
    [?]
    #6 18 ოქტომბერი 2021 14:40
    0
    ისე ენრიკეს ნაკრებს რო ადარეებენ დღEვანდელ ბარსას თუნდაც შემადგენლობით კარგით რა, ნამუსი იქონიეთ, ტიპს ნაკრებში დაცვაში ლაპორტი ყავს რომელიც ტოპ დონეა. პაუ ტორესი ყავს, ერთ ერთ მოგვცა მაგ ორიდან არაუხოს მეწყვილედ იდეალური იქნებოდა. ნახევარდაცვაში ბუსი კოკე ფაბიან რუისი მერინო ტიაგო და მილიონი არჩევანი აქვს, იასნია რო ბუსიც პედრიცდა გავიც ნაკრებში უფრო ხოდზე არიან. და შეტევა... ბრაიტი დე იონგი დემირებით ვართ გატენილი. როცა ლუჩოს ოიერზაბალი ყავს, თითქოს არაფერი მარა მაგარი შედეგიანი მოთამაშე, ფერან ტორესი რომელიც ხელიდან გავუშვით და მალე ტოპ იგროკი დადგება, გოლების ალღოც აქვს და კარგი გარემარბის თვისებებიც. ეგ მოგვცა ახლა იფ. მორატა მორენოზე აღარაფერს ვამბობ, ნომინალური 9 ებიც ყავს, სარაბიები და ადამა ტრაორეებზე წვდომა. აბსოლიტური რესურსი აქვს და იასნა თამაშობს. მარა მეორეს მხრივ რა უჭირავს? რა მოიგო? ვერც ვერაფერი ჯერ. კუმანს ლუჩო 100 თავით ჯობს კიი მარა უბრალოდ ენრიკეს ნაკრებიო აქაც, კომენტატორებმაც, გეგონება ევროპა მოიგოდა ერთა ლიგაც მიაბა სასაცილო ფეხბურთელებით. ოიერზაბალი ტორესი ლაპორტე გაია და ფაბიან რუისი მოგვცა ახლა დიდებულ გუნდს შევქმნიდით. ოღOნთ კუმანის გარეშე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ოქტომბერი 2021 13:35
    2
    თუმცა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. რადგან გუნდმა მოიგო, ვერც კუმანზე ვიტყვით აუგს, ფაქტია, რომ რაღაც მოიფიქრა და ამან გაამართლა.
    არამგონია კუმანს რამე მოეფიქრებინოს, ვთქვათ სიმართლე რომ მეტოქემ ტოლი არ დაგვიდო, ამ თამაშით წაგებაც თავისუფლად შეიძლებოდა. და ნუ გვაქვს იმედი რო ამ თამაშით ან რეალს მოვუგებთ ან გინდაც კიევს სტუმრად.
    წევრი [?]
    #4 18 ოქტომბერი 2021 11:42
    2
    არასწორი ტაქტიკის შერჩევა კისერს მოგვატეხინებს... კუმანი აზრზე არ არის...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 ოქტომბერი 2021 10:28
    6
    ორი სიტყვით ვიტყვი კუმანზე.
    კუმანს აქვს ჩმორის DNM.
    წევრი [?]
    #2 18 ოქტომბერი 2021 09:38
    2
    ძან სწრაფია ფატი მაგრად მომეწონა თამაში ძლივს ასეთი შემტევი ბარსა ვნახე დეპაიც კარგია გამოცდილი მოთამაშეა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ოქტომბერი 2021 06:39
    2
    ამ დაცვის შემხედვარე იდეალური ტაქტიკაა 4-4-2 ცენტრში უპირატესობის მოსაპოვებლად პროსტა გავი არაა ჯერ მასე ძირითადში გამოსაჭიმი კოუტინიო იდეალურად ერგება მაგ სქემას მისი პირველი სეზონიც ბარსაში 4-4-2 სქემაში ითმაშა და კი იყო შედეგიანი დე იონგიც უფრო ეფექტურია საყრდენ ზონაში და ბუსკეციც ნაკლებ შეცდომას უშვებს დემბელე დაბრუნდეს დროზე ეგეც კარგად ჩაჯდება მაგ სქემაში დესტსაც მიეხმარება დაცავში და დესტიც მიეხმარება შეტევაში

    შტეგენი
    დესტი არაუხო მინგესა ალბა
    დემბელე ბუსკეცი დე იონგი კოუტინიო
    დეპაი ფატი

    ეს კამანდა მოიხოდოს რამენაირად და გვეშველება რაღაცა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued