საოცარი მატჩი "სან სიროზე" - გავის ბრწყინვალე დებიუტი

საოცარი მატჩი "სან სიროზე" - გავის ბრწყინვალე დებიუტი

ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალი ჩატარდა და ფინალისტიც გამოვლინდა. დამსახურებული ფინალისტი. ლუის ენრიკემ, ბუსკეტსმა, გავიმ და მთლიანად ნაკრებმა ფინალში თამაში ულაპარაკოდ დაიმსახურეს.

ძალიან მაგარი მატჩი გამოვიდა, მოქმედი ევროპის ჩემპიონი და რობერტო მანჩინი ლუის ენრიკემ ბეჭებზე დააგდო, ევროზეც იყო ამასთან ახლოს, მაგრამ მაშინ მცირედი დააკლდა. „ბარსას“ ყურებაში კარგ ფეხბურთს საერთოდ გადავეჩვიე და აი, ყოფილმა მწვრთნელმა გამახსენა, როცა გუნდი კარგად არის ორგანიზებული და ყველა ფეხბურთელმა იცის მოედანზე რა უნდა აკეთოს, ყველაფერი გაცილებით მარტივია, ხანდახან გენიალურიც. არ ვამეტებ, რასაც ლუის ენრიკე აკეთებს დიდ პატივისცემას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს თაობა აღარ ჰყავს, როგორც არაგონესს და ბოსკეს, ესპანეთი მაინც დაფრინავს!  

რა თქმა უნდა, გამიელვა თავში, იქნებ ენრიკე დავაბრუნოთ-მეთქი, საერთოდ, „ბარსას“ პერსპექტივიდან ვუყურე ამ თამაშს და ბევრი ასეთი აზრი წამომეწია, ზოგი ამეკვიატა კიდეც. სანამ ვალებს ვითვლით, ისევ მიუწვდომელი ხალხისკენ გამირბის თვალი, მაგალითად, კიეზა დაგვხატავდა! ერთ დროს მდიდარი და სასურველი კლუბი, რომ ვიყავით, ასეთ ფეხბურთელებს ხელიდან არ ვუშვებდით, როგორც მინიმუმ კარგ შეთავაზებას მაინც ვამზადებდით, ახლა კიეზა ისეთივე მიუწვდომელია, როგორც სხვა მსოფლიო ვარსკვლავები. უნიჭიერესია, 90-იანების იტალიის სკოლის საუკეთესო წარმომადგენლებს გაგახსენებს, თამამად ვამატებ კონკურენციაში, მბაპესა და ჰოლანდის პირისპირ, ჯერჯერობით შედეგიანობით ვერ შეედრება, მაგრამ საოცარი ბიჭია და ევროპული ოქროც ჯიბეში უდევს.

ჩვენებმაც დაგლიჯეს! 17 წლის ბიჭი გავიდა ევროპის ჩემპიონებთან სათამაშოთ, ვერატისა და ჟორჟინიოს პირისპირ, ასეთ რამეს იშვიათად თუ ნახავთ, წარმოიდგინეთ რამხელა ნდობა აქვს მწვრთნელისგან, რომ მსგავსი რამ დაუშვა თანაც „სან სიროზე“. თავი არ შეურცხვენია, გვაჩვენა ის, რაც შეუძლია, პასის კულტურა ჭეშმარიტი „ბარსელონელის“ აქვს, ბურთიც ასევე უჭირავს და რამდენჯერმე დრიბლინგიც გვაჩვენა, ენრიკეს მატჩამდე უთქვამს გავი ჯერ კიდევ აკადემიიდან მახსოვს, ასეთი ფეხბურთელის დავიწყება შეუძლებელიაო, მგონი ახალი და დიდი ისტორია იწყება.

„ბარსა“ ისეთ ცუდ დღეშია ხანდახან ფეხბურთელებზე წარმოდგენას გვიკარგავს, არც გავი ეგონება ადამიანს ისეთი ნიჭიერი როგორიც არის, და ბუსკეტსზეც ჩაიქნევს ხელს, მაგრამ ნაკრებში გამოჩნდა, რომ გავის ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, ბუსკეტსი კი პენსიონერობისგან შორს არის. პროფესორივით ითამაშა, კი, შეცდომებიც ჰქონდა, მაგრამ საერთო ჯამში მასტერკლასი დადო! მოკლედ, ამ მატჩმა ყველაზე ნათლად დაგვანახა ის, რომ მწვრთნელებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

მართლაც ასეა, გადახედავ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობას და არაფერი განსაკუთრებული. კარგი გუნდია, მაგრამ რით არის „ბარსაზე“ უკეთესი?! ოლმოც კი არ ჰყოლიათ მოედანზე, სამი ნახევარმცველი ჰყავდათ და აქედან ორი „ბარსელონელი“ იყო, მესამე კოკე, დავიჯერო ლუის ენრიკეს, რომ კოკეს ნაცვლად ფრენკი დე იონგი ჰყოლოდა რამეს დაკარგავდა? რაღაც არა მგონია, ალბათ, უფრო პირიქით.

იქნებ დაცვა ჰყავს უკეთესი?! შესაძლოა, სუბიექტური ვარ, მაგრამ არ მგონია, რომ ესპანეთს არაუხოს მსგავსი მხეცი და პიკეს მსგავსი ჭკვიანი მცველი ჰყავდეს. იქნებ მეკარე ჰყავთ უკეთესი? ო არა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ არა.

ერთადერთი, შეტევაზე შეიძლება დავა, ფერან ტორესმა ორი გოლი შეაგდო, მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შეძენა ლაპორტას სურდა, არგუმენტი გასაგებია, ფერანს „სიტიში“ არ ეძლევა იმდენი დრო რამდენსაც მისი დონის ფეხბურთელი იმსახურებს, კონკურენცია ძალიან დიდია და როგორც წესი, იჩაგრება. კარგი იყო ტორესი, მაგრამ საქმე არ არის კონკრეტულ ფეხბურთელებში, საქმე გუნდურობაშია, ესპანეთს აქვს ხელწერა, თავის გამორჩეული სტილი, რომელიც გულგრილს ვერ დაგვტოვებს, რადგან, ეს „ბარსას“ სტილია.

იქნებ მეტოქეებშია საქმე? რა თქმა უნდა, არა! იტალიის დონის გუნდი „ბარსას“ საერთოდ არ შეხვედრია. ამ გადმოსახედიდან, ლუის ენრიკე სადღაც მეცხრე ცაზე ვარსკვლავებს ეთამაშება, რონალდ კუმანი კი თავს იმართლებს ამ შემადგენლობას მეტს ვერ მოთხოვთო.

რას ამბობ რონალდ?! კაცმა 17 წლის ბიჭი ძირითადში დააყენა ევროპის ჩემპიონებთან და მატჩი მოიგო! რას ვერ მოგთხოვთ?! როგორ ვერ მოგთხოვთ?! ჩათვალე, რომ უკვე ვითხოვთ!

მეორე ტაიმი ესპანეთის ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა, პირველი ტაიმის მიწურულს ბონუჩი გააძევეს და ამან ბევრი რამ შეცვალა, თუმცა, პირველივე წუთებიდან საოცარი მატჩი იყო, ვინც ვერ უყურა ძალიან ბევრი რამ დაუკარგავს. მომენატრა ასეთი მატჩები „კამპ ნოუზე“.

ესეც ასე, ესპანეთი ერთა ლიგის ფინალშია!

მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართება, საფრანგეთსა და ბელგიის ნაკრებებს შორის. თვალი მისადევნებელი კი ბევრია, შესაძლოა, მომავალ მწვრთნელსაც კი შევხედოთ. აქვე, გამოვრიცხავ იმას, რომ სათამაშო დონით და სანახაობით იტალია-ესპანეთს გაუტოლდება, მაგრამ კარგი მატჩი რომ გველის წყალი არ გაუვა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 7 ოქტომბერი 2021 21:39
    0
    რა მნიშვნელობა აქვს უყურა არ უყურა ! მაგას აღარაფერი ეშველება კაცი რომ იმ შემადგენლობით რაც ჰყავს 3 :5 :2 -ს ითამაშებს იმას რამე ეშველება ? არაფერი არასდროს ! რაც მალე გაუშვებს ლაპორტა მით უკეთესი მომავალი მწვრთნელისთვის და რაც მთავარია გუნდისთვის ! მწვრთნელი ვერ იპოვა აქამდე ? ეხლა თუ ვერავინ მოჰყავს შროიდერ/ლარსონი დატოვოს სეზონის ბოლომდე ოღონდ ეგ იდიოტი ხისთავა მოაცილოს გუნდს სანამ სეგუნდაში გაგვაგდო ! კაცი რომ კლუბის პრეზიდენტს ეტყვის აი ამ ხალხით შედეგს ნუ მთხოვო ! ეგეთი მწვრთნელი უნდა გაუშვა დაუყონებლივ ეგრევე ! კარგი ბავშვები გასაგებია ნაკრები ამხელა მოტივაცია მაგრამ ბუსკეტსი ? უბრალოდ მეცინება ცა და დედამიწა ორი სხვადასხვა ადამიანი smile smile ნაკრებში და ბარსელონაში ვისი დამსახურებაა ? რასაკვირველია მწვრთნელის ! საღოლ ლუის ენრიკე ბარსელონაში მსნ -ი ჰყავდა აქ ვინ ჰყავს ? ფაქტიურად არც არავინ და ზუსტად ეგ არის დასაფასებელი ! შედეგი ? შედეგის გარდა რა ფეხბურთს თამაშობენ! ბარსელონაა აბა რა არის ავტორს ვეთანხმები 100%
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 7 ოქტომბერი 2021 16:26
    0
    ნეტა თუ უყურა მაგ იდიოტმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 7 ოქტომბერი 2021 15:58
    0
    ციტატა: Dat-
    ვინც უყურა ყველა დამეთანხმება გავის გამოყენება ლუჩომ შეძლო და კუმანი აწვალებს ))) თან მერე აბრალებს ბავშვების გამო ვაგებთო

    იქნება ამ თამაშს მაინც უყურა იმ უდღეურმა, გაგიჟებული იყო რუსი დიქტორი(ყოფილი ფეხბურთელი) ცენტრში ბარსელონიდან ვინც არ უნდა დააყენო 17 წლის გავი თუ ორჯერ უფროსი ბუსკეტსი, გუნდის ნახევარდაცვა გამართულ ფეხბურთს აჩვენებსო. აი მითხარით ამათ რო ფრენკი დაემატოს უკეთესი ნახევარდაცვა ვისა ყავს. მაგრამ ეს ქლიავი აწყობილ თამაშში რო მცველი ტრამვას იღებს დე იონგს აყენებს ცენტრალურ მცველად.
    ფანი [?]
    #9 7 ოქტომბერი 2021 15:37
    0
    იმედია ამ თამაშს უყურა ლაპორტამ და კუმანსაც აყურებინა, სრულად ვეთანხმები ავტორს, კუმანი არის ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი, თითქმის იგივე დონის ფეხბურთელებით ენრიკე შოუს დგამს, შეიძლება ყველა თამაში ვერ მოიგო და მაგას არც ვითხოვთ მაგრამ მოედანზე უნდა ითამაშონ სული გული დადონ, ეს ბრძოლის სურვილი და თავდადება ყველა მატჩში უნდა იყოს.. ლუჩო კიდე მსოფლიო დონის სპეციალისტად ყალიბდება მსოფლიოზე გაუჭირდება მაგრამ რომ დადოს გაასწორებდა
    ფანი [?]
    #8 7 ოქტომბერი 2021 14:49
    3
    ამ ესპანეთის მწვრთნელი კუმანი რომ ყოფილიყო, ევროპაზე ჯგუფში ჩარჩებოდა. მერე დააბრალებდა ფეხბურთელებს, მორატა შანსებს ვერ იყენებსო, სარაბიას დონე არ აქო, კოკეს სისწრაფეს დაუწუნებდა და ა.შ. :)) ყველაფერს იტყოდა თვითკრიტიკის გარდა.
    Culé [?]
    #7 7 ოქტომბერი 2021 12:12
    1
    მუწუკ კუმანზე ნუღა ლაპარაკობთ გთხოვთ რა
    გულშემატკივარი [?]
    #6 7 ოქტომბერი 2021 11:43
    2
    მაგარი ჟილკიანი ფეხბურთელია და ეს ქლიბი კუმანი შეტევაში ათამაშებს/ ეს კაცი ცენტრში მალე შეუცვლელი გახდება ოღონდ კუმანის ხელში ვერა.
    Culé [?]
    #5 7 ოქტომბერი 2021 11:23
    1
    დე იონგი. პედრი. გავი - ნახ. დაცვაში. დეპაი და ფატი შეტევაში.
    არაუხო და უმტიტი (უმტიტთან პრობლემა რაც გვქონდა ფიზიკური მდგომარეობა იყო, რავი ახლა მადლ9ბას უხდიან მხეცი ხარო).
    შტეგენი კარში.
    ბევრი პოზიცია გასაძლიერებელი გვაქვს მაგრამ... ამ ფეხბურთელებზე გუნდის აწყობა შეგვიძლია
    გულშემატკივარი [?]
    #4 7 ოქტომბერი 2021 09:08
    5
    აი ამას ვიძახი ამდდენიხანია.. დასაბრუნებელია ლუჩო აუცილებლად.. მსნ მაგან აათამაშა.. მატიე და რობერტოც კი როგორ თამაშობდნენ ლუჩოს ხელში..
    Culé [?]
    #3 7 ოქტომბერი 2021 09:00
    8
    მაშინ დაერხა ბარსას ლუჩო რომ გაუშვეს და ინვალიდი ვალვერდე რომ მოიყვანეს! იმის მერე ბარსას ფეხბურთი არ უთამაშია.
    Culé [?]
    #2 7 ოქტომბერი 2021 08:55
    9
    ვინც უყურა ყველა დამეთანხმება გავის გამოყენება ლუჩომ შეძლო და კუმანი აწვალებს ))) თან მერე აბრალებს ბავშვების გამო ვაგებთო
    --------------------
    № 10
    ფანი [?]
    #1 7 ოქტომბერი 2021 04:50
    7
    ტერ შტეგენი > სიმონი
    არაუხო > პაუ ტორესი
    პიკე > ლაპორტი
    დესტი < ასპილიკუეტა
    ალბა > მარკოს ალონსო
    ბუსკეტსი = ბუსკეტსი
    პედრი > გავი
    დე იონგი > კოკე
    ფატი > ოიარსაბალი
    დემბელე > სარაბია
    დეპაი > ფერანი


    ყველანაირად ძლიერი ფეხბურთელები ყავს ბარსას