უცნაური უნდობლობის ამბავი

უცნაური უნდობლობის ამბავი

კუმანის გათავისუფლებას „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ ელიან, ამ ყველაფერს სანაკრებო პაუზა მოჰყვება და ახალ მწვრთნელსაც დრო ექნება რაღაცების შესაცვლელად, ეს დრო გარდამტეხი ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ რაღაცას მოახერხებს კაცი. მთავარ კანდიდატზე შეჯერება კი ვერ ხერხდება, ხან რომელი გვარი ისმის და ხან რომელი, ფაქტია, რომ კლუბის შიგნით სხვადასხვა კანდიდატებს ემხრობიან და საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ იღებენ.

დაბლოკილი ლეგენდა

აქამდეც დაგვიწერია, ლაპორტა, რომ ჩავის ენდობოდეს დიდი ხნის წინ გახდებოდა „ბარსას“ მწვრთნელი, რა არის ამ უნდობლობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ყველაზე ხშირად გამოცდილებას ასახელებენ, მაგრამ ისიც დაიწერა, რომ ჟოანს პირლო მოსწონს ძალიანო, ჰოდა, თუ გამოცდილებაშია საქმე, მაშინ, პირლო საიდან მოიტანა?! ნუთუ, ერთწლიანი წარუმატებელი კარიერა „იუვენტუსში“ საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ლაპორტას სიმპატიები დაემსახურებინა?! რაღაც ვერ ლაგდება, რაღაც სხვა ამბავია, როგორც მინიმუმ, ის მაინც შეუძლია, რომ ჩავი ერნანდესი სეზონის ბოლომდე მოიყვანოს, გახანგრძლივების პერსპექტივით, სულ სხვა საქმეა ჩავი დათანხმდება თუ არა ამას, საქმე ის არის, რომ ლაპორტას მისთვის არაფრის შეთავაზება არ სურს. არადა, რაღაც არ მახსენდება, რომ მათ შორის ოდესმე უთანხმოება ყოფილიყოს, პირიქით, სულ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შესაძლოა, ჟოანს სურს, რომ დიდ ავტორიტეტებთან მუშაობას თავი აარიდოს, მესიც კი გაუშვა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ აქაც ვერ ლაგდება სურათი, გვარდიოლაზე დიდი ავტორიტეტი ვინ უნდა იყოს? ჰოდა, პირველ რიგში მისი მოყვანა სურდა, ამიტომ, ძალიან რთულია იმის გაგება, რა სურს ჟოან ლაპორტას, ან როგორ ხედავს კლუბის მომავალ განვითარებას.

აქვე ჩავიზეც აღვნიშნოთ, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ვიცით, მას უკვე შესთავაზეს „ბ“ გუნდის მწვრთნელობა და უარი თქვა, ეს ის გზაა, რომელიც პეპ გვარდიოლამ და ლუის ენრიკემ გაიარეს, ამიტომ, ზემოდან ყურება და უარის თქმა ვერ იყო გონივრული საქციელი, ასე მგონია, სხვაგვარი გადაწყვეტილება, რომ მიეღო, უკვე მთავარი გუნდის მწვრთნელი იქნებოდა.

ცალკე ლუის სუარესმა გააკეთა განცხადება, ახლა არის არის ჩავის მოსვლისთვის შესაფერისი დროო, სუარესი კარგად იცნობს შიდა სამზარეულოს და ასე მიიჩნია, მაგრამ თუ ერნანდესმა კიდევ ერთხელ თქვა უარი, ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება და მერე რთულად წარმოსადგენია, რომ კიდევ მიეცეს საყვარელი კლუბის გაწვრთნის შანსი. „ბარსაში“ თუ არა, აბა სად უნდა იმუშავოს?!

გერმანელები

უარს არავინ იტყოდა მათ ხილვაზე, მაგრამ, როგორც წესი, უარს თავად ამბობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მოყვანა შორეული პერსპექტივაა, ძალიან შორეული, უმოკლეს დროში მხოლოდ იურგენ კლოპის განხილვა შეიძლება, ვიცით, რომ „ლივერპულში“ დიდხანს არ დარჩება, თავად ასე აქვს გადაწყვეტილი და სტივენ ჯერარდიც კბილებს ილესავს, რომ „ლივერპულის“ მომავალი მწვრთნელი გახდეს. რეალურად, 1-2 წლის ამბავია, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. სხვათა შორის, გახსოვთ ალბათ, რომ იურგენ კლოპი „კამპ ნოუს“ სტუმრობდა ხოლმე, უყვარდა „ბარსას“ თამაშის ყურება, ხანდახან ფეხბურთელებთან ერთადაც შემოივლიდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა „ბარსა“ და ლივერპული“ პლეიოფებში იკვეთებოდნენ თუ არა, მაინც მოდიოდა და რაღაცებს აკვირდებოდა. ასეთი კაცია.

გერმანელი მწვრთნელების „ოქროს თაობის“ ყურება გვიწევს, „ბარსას“ სამიზნეში ხუთი მათგანი მოხვედრილა და აქედან სამი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ერთი მსოფლიო ჩემპიონატის, ხოლო მეხუთე მთავარი ფავორიტია წლევანდელი ლიგის მოგების და ისეთი ახალგაზრდაა, რომ ყველაფერი წინ აქვს. მათი ხელში ჩაგდების შანსი არ არის, მხოლოდ ორ მათგანს თუ გამოვკრავთ ხელს, კლოპზე უკვე ითქვა და კიდევ ერთი იოახიმ ლიოვია, მაგრამ ამ ხალხში ყველაზე მეტად სარისკოა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საკლუბო წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია, მაინც სანაკრებო კაცია, მეორე იმიტომ, რომ აშკარად დაღმასვლის პერიოდი აქვს, ასე რომ, არ ღირს ამ შარში თავის გაყოფა.

ტუხელს, ნაგელსმანსა და ფლიკს შორიდან შეგვიძლია ვუყუროთ, შეთავაზება სამივეს ჰქონდა სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ სხვა გზა არჩიეს და არც თუ ისე უსაფუძვლოდ.

მარტინესი და პირლო

პირლოს ამბავი ვახსენეთ, აქვს უმცირესი გამოცდილება და ისიც წარუმატებელი. საერთოდ, სად პირლო და სად „ბარსა“, არც იტალიელები გვყავს გუნდში, არც პირლოს სტილი შეგვეფერება, იმიტომ, რომ რასაც „იუვეში“ ვუყურეთ აღმოჩნდა, რომ სტილი საერთოდ არ აქვს, ვერც ტაქტიკაზე ჩამოყალიბდა, მათ შორის, იმ სქემას ანიჭებდა უპირატესობას, რომელიც ლაპორტას არ მოსწონს, ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია საიდან, ან ვინ მოიტანა მისი კანდიდატურა, თუ მართლა ლაპორტამ იკადრა ეს ყველაფერი, გამოდის, რომ გაუფრენია. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს.

რობერტო მარტინესი კი მთავარ კანდიდატად მოსჩანს. რომ არა ფინანსური სირთულეები, უკვე „ბარსას“ მწვრთნელი იქნებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. დიდად არ მხიბლავს მისი კანდიდატურა, მაგრამ მე ვინ მეკითხება?! ლაპორტას მოსწონს. ბარემ აქაც ვახსენოთ, პირლოსი არ იყოს, მარტინესიც სამი მცველით ათამაშებს ბელგიას და მეეჭვება, რომ ამ ტაქტიკაზე უარი თქვას, პირდაპირ ეტყვის ჟოანს, რომ მწვრთნელის საქმეში არ ჩაერიოს, ჰოდა, ასე მივიღეთ ეს გიჟური სურათი, ლაპორტა კუმანს ტაქტიკის გამო აკრიტიკებს, 4-3-3 -ს ითხოვს, მაგრამ სიმპატია იმ მწვრთნელების მიმართ აქვს, რომლებიც სამი მცველით თამაშობენ და იმ კანდიდატს ბლოკავს, რომელსაც 4-3-3 სისხლში აქვს გამჯდარი.

მოდი და გაიგე ახლა რა ხდება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 ოქტომბერი 2021 16:55
    0
    ფეოლა, ნათამაშევი მატჩების განხილვა კარგი გაქვს, მაგრამ ეხლა რა უნდა ლაპორტას და რას აპირებს ეს შენ კი არა მე მგონი თვითონ ლაპორტამაც არ იცის.
    Culé [?]
    #8 1 ოქტომბერი 2021 19:36
    3
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ძალიან რთულია იმის გაგება, რა სურს ჟოან ლაპორტას, ან როგორ ხედავს კლუბის მომავალ განვითარებას.
    ===========================
    wink რა სურს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები!!!
    ..ესეც მაგარი ნაგავი ყოფილა, ყველაფერზე კუმანს შეაწმინდა ხელები, ვისაც თანხის უქონლობის გამო წესიერი არავინ მოუყვანა..და უწევს პოზიციების ცვლა ფეხბურთელებისთვის..
    აქ არც ჩავი მოვა და არც გვარდიოლა, ისიც ჭორი იქნება რომ მარტინესი თანახმაა!

    რა ტყუილად ვამყარებდი იმედებს ლაპორტაზე გუნდს ფეხზე დააყენებს თქო.
    Culé [?]
    #7 1 ოქტომბერი 2021 19:21
    5
    ძალიან რთულია იმის გაგება, რა სურს ჟოან ლაპორტას, ან როგორ ხედავს კლუბის მომავალ განვითარებას.
    ===========================
    wink რა სურს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები!!!
    ..ესეც მაგარი ნაგავი ყოფილა, ყველაფერზე კუმანს შეაწმინდა ხელები, ვისაც თანხის უქონლობის გამო წესიერი არავინ მოუყვანა..და უწევს პოზიციების ცვლა ფეხბურთელებისთვის..
    აქ არც ჩავი მოვა და არც გვარდიოლა, ისიც ჭორი იქნება რომ მარტინესი თანახმაა!
    ფანი [?]
    #6 1 ოქტომბერი 2021 19:17
    1
    ვინ არის ბატონი ლაპორტა? ფეხბურთის კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი.
    დიახ პრეზიდენტი და არა მფლობელი. პრეზიდენტი, რომელიც არჩეული იკნა 150 ათასი სიოსის ხმების საფუძველზე.
    არჩევნების დროს ის აღმერთებდა სიოსებს, ესიყვარულებოდა და დაპირებებით ავსებდა.
    სიოსები უაზრო ხალხი არ არის, მაგრამ იმდენად ამაზრზენი საქციელები ჩაიდინა ბართომეომ და იმდენად უსუსურები იყვნენ ლაპორტას კონკურენტები, რომ ხალხმა ხმა მისცა. მაინც გამოცდილება ჰქონდა და სიოსებიც იმედიანდ შეჰყურებდნენ.
    გახდა პრეზიდენტი ლაპორტა და დაიწყო ახალი, ჯერჯერობით სრულიად გაუგებარი ქმედებები.
    აიღო 500 მილიონი ვალი და გადაიხადა ძველი ვალები. აგრამ სესხი ლაპორტას კი არ მისცეს მისი ლამაზი თვალების გამო, სესხი მისცეს ბარსელონას. დაინახეს, რომ კლუბი ჯერ კიდევ ცოცხლობს და გადამხდელია. ვერ მოახერხებს ლაპორტა სიტუაციის გამოსწორებას? კლუბი კრედიტორების საკუთრება გახდება, მოვა სხვა პრეზიდენტი და კლუბი მაინც.
    გადახდიუნარიანი იქნება.
    გულზე ხელის ცემით, ბოლო ცუტამდე ირწმუნებოდა რომ მესი დარჩება და გვპირდებოდა, რომ ჰოოლანდსც მოიყვანს. ყველას უკვირდა ამ დაპირებების რეალობა, მაგრამ მაინც დაუჯერეთ, სასწაულის იმედი გვქონდა.
    შედეგად მესი წავიდა

    და ჰოოლანდს კიდევ რომ იტყვიან, საკუთარი ყურებივით ვერ დავინახავთ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ..... ყველამ ყველაფერი ვიცით და აღარ გავიმეორებ.
    მაგრამ, თუ პრეზიდენტი სიოსების არჩეულია და იგივე სიოსებს მისი გადაყენებაც შეუძლია, როგორც ბართომეოს მოუვიდა, მაშინ რატომ აქვს ამ პრეზიდენტებს ადენი რამის უფლება? რატომ წყვიტავენ სასიცოცხლო საკითხებს პიროვნულად. რატომ არ ასაჯაროებენ ამა ტუ იმ საკითხს გადაწყვეტილების მიღებამდე? რა როლი აქვს სიოსებს და რისთვის არსებობს ეს ტიტული? თუ მარტო კამპ ნოუს ბილეთების, ჯერსის და მუზეუმის ბილეთის შეღავატიან ფასში ყიდვა არის სიოსების პრეროგატივა?
    ეს პრეზიდენტები კი სისტემატიურად არასწორ გადაწყვეტილებებს ღებულობენ და კლუბს უდუდესი პრობლემების წინაშე აყენებენ. არ ხდება ასე, რომ ტურმე ლა ლიგას თავისი წესები ჰქონია, თურმე კუმანის კონტრაქტში რაღაც პუნქტები ყოფილა და ასე შემდეგ. არა მგონი, რომ პრეზიდენტებს ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. და თუ აქვთ, მაშინ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც საბოლოოდ სიკეთეს არ მოიტანს.
    ეხლა რაც შეეხება პირლოს. არდა იმისა, რომ იტალიურ ფეხბურთის მიმდევარია, რაც არანაირად არ შეესაბამება ბარსას, კაცს არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, რომ აღარ გავიხსენოტ, რომ იტალიაშიც კი იუვენტუსი, ლამის ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა.
    და თუ ბატონი ლაპორტა მიიგებს მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას, ეს მისი კიდევ ერთი შეცდომა იკნება და მაშინ დგება საკითხი, ვინ არის ბარსას მეპატრონე, კლუბზე უზომოდ შეყვარებული სიოსები, თუ ავანტიურუსტი პრეზიდენტები?
    ჯერჯერობით პრეზიდენტები დომინირებენ და სწორედ ამიტომ კლუბს მილიარდზე მეტი ვალი აქვს და რომ იტყვიან, ძაღლის და ღორის საჯიჯგნი და დასაცინი გახდა.
    ვნახოთ რა მოხდება მომავალში.......
    გულშემატკივარი [?]
    #5 1 ოქტომბერი 2021 18:30
    0
    ამ გუნდით ბარსას შესაფერისი შედეგის დადება შეუძლებელია მინიმუმ 3 წელი.
    ჯობია ინოვაციური იდეების მქონე, თუნდაც არც ისე ცნობილი ან მიღწევებით გამორჩეული მწვრთნელი მოიყვანონ და შემტევი და ლაღი ფეხბურთი ითამაშონ ეს პერიოდი. მართალია ბევრს წააგებენ, თუმცა ფეხბურთის თამაში და 4-2 წაგება ჯობია ვიდრე 2-0 და 3-0 წაგება და უთავბოლო თამაში, კარში რო ვერ დაარტყამ მთელი თამაშის განმავლობაში. ახალგაზრდებიც სწორად განვითარდებიან, გამოჩნდება რეალურად ვინ რისი მაქნისია. მაქამდე იქნებ ფინანსური მდგომარეობაც შედარებით დასტაბილურდეს და შემდეგ ტოპ-ტრანსფერებსაც მიახმარენ გუნდს.
    მწვრთნელის გამოცვლის გარდა, მთლიანი სტაფია ჩემი აზრით გადასახალისებელი. ყველგან დიდი ხვრელია: ფეხბურთელები პანტაპუნტით იტრავმებიან, ფიზიკურად არ არიან მზად, სკაუტები ვერ ასრულებენ მოვალეობებს, სატრანსფერო პოლიტიკა კიდევ ერთ-ერთი ნომერ პირველი ფაქტორია, რის გამოც ახლა ამ დღეში ვართ. კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი... ეს ტოპ ტრანსფერები, სხვები როარ ჩამოვთვალო. ნეიმარის წასვლის შემდეგ ყველაფერი აირ-დაირია და დღესაც ვერ ლაგდებიან.
    მოკლედ გეგმა არჩანს რას აპირებენ, აშკარად ვერ ამართლებს ლაპორტა მოლოდინებს, ერთადერთი გამამარლებელი მის მიმართ შეიძლება იყოს რთული ფინანსური მდგომარეობა, რომ იმდენად დიდი რისკის ქვეშ დგას რო კლუბი გაკოტრდეს, მთლიანი კონცენტრაცია და რესურსები ამ საკითხის მიმართაა მიპყრობილი და ეტაპობვრივად გეგმავს რო სპორტულ პროექტსაც მიხედოს. იმედია ასეა, სხვა შემთხვევაში მილანის გზას წავუყვებით და მაქიდან გამოსვლა კიდევ რა რთულია ყველას ესმის.
    Culé [?]
    #4 1 ოქტომბერი 2021 18:25
    2
    სტატიაზე ვიტყვი მარტო რასაც ვფიქრობ თორემ ლაპორტასი რომ ვერ გავიგე ვერაფერი ეგ იცის ყველამ,მემგონი მას ვერ გაუგია თვითონ ვერაფერი და ორასი პარასკევი აქვს თავში,სტატიას რაც შეეხება როგორც ყოველთვის ავტორს უმაღლესი შეფასება ეკუთვნის ამჯერადაც როგორც ყოველთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 ოქტომბერი 2021 18:16
    2
    დედიმისისას მიირთმევს ლაპორტა და მემგონი მოხვდება დინგში. რაც შეეხება იმას რო ხავიმ ბ გუნდი იუკადრისა განსხვავებით პეპისგან და ენრიკესგან, პეპს არსად არ ქონდა ნამუშევარი და პრაქტიკისთვის რატო არა რო ბ გუნდი. ენრიკე როდის იყო აზრზე არა ვარ, აი ხავი მშვენივრად არი გუნდში გამოცდილებაც ააქ მეტნაკლებად და ეხლა წამოვიდეს ბ გუნდში
    ფანი [?]
    #2 1 ოქტომბერი 2021 18:06
    5
    ხავიზე ბ გუნდის შეთავაზება ,რომელიც თამაშობს ბავშვების ლიგაში , არის დაუფასებლობა და ამას არ დათანხმდება ჩვენი კეგენდა, ყატარის ჩემპიონატი და აზიის ლიგა გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ესპანეთის მესამე დივიზიონი. ლაპორტას გუნდი რომ ადარდებდეს ხავის მოიყვანდა და არ დაიწყებდა პირლოსა და ვიღაცა სირბანჯოების ძებნას, თუ აქვს ეღტი ადგილი მაშინ მოიყვანოს ანჩელოტის მსგავსი ჩამოყალიბებული მწვრთნელი თუარადა დანიშნოს ხავი, შეეშვას პირლოს მარტინესებს და კუკუებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ოქტომბერი 2021 17:43
    1
    ვისი ვისაშიაო რა.ძალიან მალე გაირკვევა რა ბედი ელის ბარსას,ან ჩავი მოვა და გვეღირსება გულშემატკივარს,ან ისევ რიგითი ვალვერდეს ან ტატა მარტინოს მსგავსი მწვრთნელი.ოჰჰჰჰ,ნეტავ დიდი იოჰანი ცოცხალი იყოს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid