ორი გენიოსის გზა - მესი პეპის პირისპირ

ორი გენიოსის გზა - მესი პეპის პირისპირ

The Thletic-მა მესის და გვარდიოლას ვრცელი სტატია მიუძღვნა. გენიოსები ჩვენთან აღარ არიან, მაგრამ სტატიის დიდი ნაწილი, სწორედ "ბარსელონურ" წლებს ეხება, ამიტომ გამოქვეყნებაც საჭიროდ ჩავთვალეთ. 

 „პარკ დე პრენსზე“ შეკრებილი ყველა ფოტოგრაფი დაელოდება წამს, როცა ლიონელ მესი და პეპ გვარდიოლა ერთმანეთს შეხვდებიან. ეს ადრეც მომხდარა, მაგრამ ახლა სულ სხვა ინტრიგა გვაქვს, ჯერ ერთი, არცერთი მათგანი სახლში აღარ არის, და მეორე, მესის პირველი ვარიანტი „სიტი“ იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩავარდა, გვადიოლამ კი მეტად გულისმომკვლელი სიტყვა თქვა, - „ათი ნომერი უკვე გრილიშს აცვია“, - აი, ასე აღმოჩნდა მესი ჩემპიონატში, სადაც არანაერი კონკურენცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავს დაანახოს, რომ თავად არის მთავარი ლიდერი.

მესი ფორმაში ვერ იქნება, ტრავმიდან სულ მცირე ხნის წინ დაბრუნდა, გარდა ამისა, ბოლო მატჩში ძალიან უკმაყოფილო დარჩა შეცვლით და პოჩეტინოს ხელიც არ ჩამოართვა. მესის ტრავმები გასაკვირი არ არის, „ბარსაში“ სეზონს ყოველთვის ნელ ტემპში იწყებდა, მოედნაზე დადიოდა, თავის საქმეს მაინც აკეთებდა და სადღაც სეზონის შუა ნაწილში იწყებდა ფორმაში შესვლას, პსჟ-ში კი სხვა სიტუაციაა, თავიდანვე განიზრახა მაღალ ტემპში თამაში, ამას კი მისი ორგანიზმი გადაჩვეულია, მით უმეტეს, ასეთ ასაკში, ამიტომ, მუხლის დაზიანებაც მიიღო. რთული სათქმელია რა დრო დაეთმობა ლეოს მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ გვარდიოლასთვის პასუხი აქვს გასაცემი, ასეა თუ ისე, პეპმა მესიზე უარი თქვა.

ისინი ერთმანეთს თბილად მიესალმებიან, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხანდახან უკეთესი, ვიდრე სხვა დროს, მაგრამ პრობლემა არასდროს ყოფილა, ორივეს ესმის, რომ ერთმანეთის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშეს“, - ამბობს ადამიანი მესის გარემოცვიდან.

ერთად გატარებული ოთხი წლის შემდეგ 14 ტიტული მოიგეს! მათ შორის - სამი ლა ლიგის თასი, ორი ჩემპიონთა ლიგის თასი, ორი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის თასი, და რაც მთავარია, ლიონელ მესიმ ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა „ოქროს ბურთი“. მას მერე დიდი დრო გავიდა, მესიმ ერთხელ შეძლო გვარდიოლას გარეშე ჩემპიონთა ლიგის მოგება, გვარდიოლამ მესის გარეშე ვერაფერი მოახერხა, მხოლოდ ნახევარფინალებს და ფინალს უწია. მოდი ვთქვათ გულახდილად, როცა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელისა და ფეხბურთელის დუეტი დაიშალა, ელოდნენ, რომ უფრო მეტი ლიგის ტიტული ექნებოდათ ამდენი წლის შემდეგ, არადა, საერთო ჯამში მხოლოდ ერთი ტიტული დევს და ერთიც ვერცხლის მედალი. ფაქტია, რომ გაყრით ორივემ იზარალა, ყველაზე მეტად იზარალა „ბარსელონამ“, მაგრამ არსებული ხელმძღვანელობის ხელში სხვაგვარად ვერც იქნებოდა, ამიტომ, ხშირი იყო საუბარი მათ გაერთიანებაზე, ყველაზე ახლოს მესი ამ მიზანთან 2020 წელს იყო, თუმცა, ტრანსფერი ჩავარდა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი გვარდიოლამ განმარტება გააკეთა: „ჩვენ ვიცოდით, რომ მესი „ბარსაში“ რჩებოდა, როცა ითქვა, რომ კლუბიდან მიდიოდა უკვე სხვა გეგმაზე ვიყავით გადართული“, აი, ასე. მოულოდნელად და სევდიანად. მცირე ხნის წინ პეპმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა მესისა და პოჩეტინოს კონფლიქტზე, რითიც ხაზი გაუსვა, რომ მესი განსაკუთრებული ადამიანია და ძალიან კარგად იცნობს მას, - „ყურადღებით უნდა მოუსმინონ თუ რას ამბობს, კარგად უნდა დაიმახსოვრონ და ბოლო წუთებზეც კი არ გაიყვანონ მოედნიდან, თუნდაც იმისათვის, რომ ქომაგმა ტაშით გააცილოს“, - პეპმა ეს იცის, პოჩეტინომ არა.

ყველაფერი კი დიდი ხნის წინ დაიწყო, - „ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მესის მთელი გუნდის სიმძიმე ზურგზე ავკიდოთ, ეს არ იქნება კარგი არც მისთვის და არც კლუბისთვის“, - თქვა გვარდიოლამ 2008 წელს, როცა „ბარსას“ მწვრთნელად დაინიშნა.

მევრთნელსა და მესის შორის ნდობა პირველივე დღეებში ჩამოყალიბდა, მესის პეკინში სურდა წასვლა ოლიმპიურ თამაშებზე, „ბარსა“ ნებას არ რთავდა, რადგან ჩაგდებული სეზონის შემდეგ ადრე უწევდა ჩემპიონთა ლიგაზე ჩართვა, საბოლოოდ, გვარდიოლამ დაარწმუნა ლაპორტა, უთხრა, რომ მცირეხნიანი დანაკლისით მაქსიმალურ ეფექტიანობას მიიღებდა. ასეც მოხდა, მესი გამარჯვებული დაბრუნდა, მადლიერების გრძნობით და ამის მერე დიდი ამბები დაიწყო. 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მესი ბედნიერი იყოს, თუ ის ბედნიერია, მოედანზე საუკეთესო მესის ვხედავთ“, - თქვა პეპ გვარდიოლამ „ბარსაში“ ყოფნის სადებიუტო სეზონში.

გვარდიოლას წამით არ უფიქრია იმაზე თუ ვის უნდა ჰქონოდა ცენტრალური როლი, გვერდზე გაწია რონალდინიო, შემდეგ ეტო’ო და სარეკორდო თანხად შეძენილი იბრაჰიმოვიჩი. ჩავის და ინიესტას მესი ზედმეტი შეხებისგან უნდა გაეთავისუფლებინათ და პასი იდეალურ პოზიციაში უნდა მიეწოდებინათ, დავიდ ვილას კი ცენტრში თამაშის შანსი არ მისცემია, რისი იმედიც ბოლომდე ჰქონდა, ეს ადგილი გვარდიოლას ეპოქაში მესის ჰქონდა ოკუპირებული. მსგავსი ნდობის საპასუხოდ, მესის გამარჯვებები მოჰქონდა, ყველაფერი იდეალურად აეწყო.

თუმცა, წესები მესისაც შეეხო, მათ შორის დიეტაც, უარის თქმა მოუწია პიცაზე, კოლაზე, შოკოლადზე და პოპკორნზე, სამაგიეროდ, ისეთ ფიზიკურ ფორმაში შევიდა, რომ მისი გამჩერებელი მცველი უბრალოდ ვერ მოიძებნა, ფეხზე კი დიეგო მარადონასავით მყარად იდგა. პეპი ხშირად საუბრობდა ჩავისთან და ინიესტასთან, მაგრამ არა მესისთან, - „მასთან ბევრი საუბარი არ არის საჭირო, რამდენიმე სიტყვაც საკმარისია, საპასუხოდ კი კარგად უნდა მოუსმინო რას გეტყვის“, - თქვა გვარდიოლამ.

ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ნამდვილი მონსტრი, ლეომ გვარდიოლასთან მუშაობის პირველ სეზონში 38 გოლი შეაგდო და 19 საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ 47 გოლი და 12 საგოლე პასი, შემდეგ 58 გოლი და 25 საგოლე პასი, ბოლო სეზონში კი ფენომენალურ შედეგს უწია, - 73 გოლი და 32 საგოლე პასი.

ის ალბათ უკვე იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ გვარდიოლასთან ერთად საოცარ სიმაღლეზე ავიდა“, - ამბობს მესის ყოფილი თანაგუნდელი.

მესიმ ნელ-ნელა დაიწყოს თავის სტატუსის გამყარება, მან გვარდიოლას აგრძნობინა, რომ დაისვენებდა მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიდა, ანუ, არასდროს. - ვიგებთ წიგნიდან, - „პეპის გრძელი მოგზაურობა“.

წიგნში ასევე არის ძალიან საინტერესო მონაკვეთი, - მეორე სეზონში იბრამ სწრაფადვე დაიწყო გოლების გატანა და თავდაპირველად ცენტრში თამაშობდა, შემდეგ კი პეპმა მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღო, ავტობუსში, სადაც მთელი გუნდი ერთად მგზავრობდა, - „როგორც ჩანს, აღარ ვარ მნიშვნელოვანი“, - ამ ტექსტის ავტორი ლიონელ მესი იყო, რომელსაც მოედნის ცენტრის დათმობა არ სურდა.

მესი გამარჯვებულია, ვერ იტანს წაგებას, თუ გაბრაზებულია ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობთ, მისი სიტყვით ან ქცევით, შემდეგ კი მომდევნო მატჩზე კონცენტრირდება, რათა თავისი ბრაზის სისწორე დაამტკიცოს“, - ამბობს ლეოს ახლობელი.

ერთად ჩატარებულ ბოლო სეზონში, გვარდიოლას გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მესი ვარჯიშზე არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი ყოველი მატჩის ყოველი წუთი გაატარა მოედანზე, თანაც ყველა შეხვედრაში ამტკიცებდა, რომ სწორი იყო, რადგან ჩემპიონატში 50 გოლის გატანა შეძლო, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი მიღწევაა, თუმცა, „ბარსამ“ მთავარი ტიტულები ვერ მოიგო.

ამის მიზეზი კი მესის გაცუდებული თერთმეტმეტრიანი გახდა, იმ სეზონში მესიმ რამდენიმე პენალტი გააფუჭა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარფინალში, ლონდონის „ჩელსისთან“, ეს იყო პეპის ბოლო მატჩი ლიგაზე, „ბარსას“ თავკაცის როლში. მესიმ თხოვა გვარდიოლას, რომ დარჩენილიყო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო.

„ენერგია აღარ მაქვს, აღარ შემწევს ძალა, რომ ფეხბურთელების მოტივაციაზე ვიზრუნო, ახლა დასვენების დროა“, - თქვა გვარდიოლამ.

„პეპს არასდროს უთქვას, რომ მესისთან პრობლემები იყო, რეალურად, არც ყოფილა არანაერი პრობლემა, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, გვარდიოლა შიშობდა, რომ მესისთან დიდი კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა, წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა“, - ამბობს კლუბის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კარგად იცნობდა გუნდის შიდა სამზარეულოს.

ერთად ჩატარებულ ბოლო მატჩში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, „ბარსამ“ 4:0 მოიგო და ოთხივე გოლი მესიმ შეაგდო, მეოთხე გოლის შემდეგ მესი გვარდიოლასთან მივიდა და გადაეხვია, რამდენიმე სიტყვა გაცვალეს, ეს კარგად არ ჩანს, რადგან მთელი გუნდი მათ გარშემო იმყოფებოდა, ორი გენიოსის ბიოგრაფიების ავტორი ირწმუნება, რომ გვარდიოლამ მესის ტრადიციულად რამდენიმე სიტყვა უთხრა, - „გმადლობ ყველაფრისათვის“.

პეპი ნიუ-იორკში წავიდა დასასვენებლად და საფეხბურთო ცხოვრებას მოწყდა, შემდეგ კი „ბაიერნში“ დაიწყო მწვრთნელობა. სანამ „ბარსა“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდებოდა, მანამდე „სიტი“ გაიარა, მესიმ მილნერს ნევროზი დამართა და ტრიბუნაზე მყოფმა გვარდიოლამ აღფრთოვანება ვერ დამალა, ეს კადრიც ისტორიის საკუთრებაა.

შემდეგ იყო „ბარსა“ „ბაიერნი“ და საინტერესოა რას იფიქრებდა პეპი, როცა ნახავდა, რომ მესიმ მოედნის ცენტრი როგორც იქნა დათმო, მას შემდეგ რაც აქეთ-იქით მიყარა ეტო’ო, იბრა და ვილა, არც სუარესს უთმობდა არაფერს, მაგრამ როგორც ამბობენ ზამთრის პაუზის დროს ჩავი ერნანდესმა მესი დაარწმუნა, რომ სუარესი ცენტრში უკეთესი იქნებოდა, კლუბისთვის ასე აჯობებდა, გარდა ამისა, სუარესი იყო ერთადერთი ცენტრფორვარდი, რომელიც მესიმ დააფასა და აღიარა. ის პრობლემა, რომლის წინაშეც გვარდიოლა უძლური აღმოჩნდა უკვე გადალახული იყო.

მატჩში რაც მოხდა ყველას ახსოვს, ბოატენგი „კამპ ნოუს“ გაზონში ისე ჩაერჭო, რომ კინაღამ ძეგლის სახით დატოვეს, გოლის შემდეგ კი მოედნის გარშემო ტერიტორიაზე მიწისვრა დაფიქსირდა, ერთხმად შეჰყვირა სტადიონმა, კორპუსებმა, კაფეებმა, ქუჩაში თავმოყრილმა ფანებმა და დედამიწის პატარა ნაგლეჯიც შეირყა.

მათი მომდენო შეხვედრისას პეპი უკვე „სიტის“ მწვრთნელი იყო, მესიმ „კამპ ნოუზე“ სამი გოლი შეაგდო, მეოთხესაც შეაგდებდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ნეიმარს დაუთმო, (რომელიც გააფუჭა. ცნობისთვის, მესის პსჟ-ში პირველი გოლი უკვე გატანილი ექნებოდა, ნეიმარს, რომ მისთვის პენალტის დარტყმის უფლება მიეცა). თუმცა, საპასუხო მატჩში „სიტიმ“ იმარჯვა, გვარდიოლამ როგორც იქნა დაამარცხა მესი. ეს მიუნხენშიც გააკეთა, მაგრამ იქ ორი მატჩის ჯამში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

ახლა კი ორი არაბული კლუბი ეტაკება ერთმანეთს, ორი გენიოსი, ორი მეგობარი და მეტოქე. რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ეს ყველაფერი ბარსელონადან შორს მოხდება. სახლის მიღმა, უცხო ფანებთან, პარიზში ჯერჯერობით ლეოსი არ ესმით, მანჩესტერში კი მაყურებელი სტადიონს ვერ ავსებს, ვერსად ისეთი სპექტაკლები ვერ დაიდგმება, როგორც ერთ დროს ბარსელონაში იდგმებოდა.

წყარო - The Athletic


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #5 29 სექტემბერი 2021 00:51
    1
    M10 S9 D11,
    შეკლასა 😃
    Culé [?]
    #4 28 სექტემბერი 2021 17:54
    4
    მესი პსჟში არ უნდა გადასულიყო,ჯობდა სითიში წასულიყო, იქ ასეთი მეგავარსკლავი არ არის, პსჟ ძალიან ამბიციური მბაპე და მისგან გაქცეული ნეიმარი. მესი მთელი ცხოვრება კომფორტში იყო,ყველაფერი მის ირგვლივ ბრუნავდა,მანაც ასიანი იხარჯებოდა,პსჟში მაგ კომფორტს ვერ მიიღებს ,ეს მას დისკომფორტს შეუქმნის, რაც მის თამაშზე აუცილებლად აისახება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 სექტემბერი 2021 17:48
    0
    თუ ტრამვამ არ შეაწუხა ალბათ ათამაშებენ, ისე არა მგონია გარისკონ ძალიან ძვირი უჯდებათ ტრავმირებული ლეო.
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 სექტემბერი 2021 17:44
    3
    ფოდენი უნდა წავართვად და ზინჩენკო სიტის(გვარდიოლაც☺️)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 სექტემბერი 2021 16:19
    5
    დღეს უნდა შეკლასოს ლომმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued