მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Here comes the Sun!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Here comes the Sun!

ანსუ დაბრუნდა! 

იმედი დაბრუნდა!

ახალი ათიანი დაბრუნდა! 

დინასტიის გასაგრძელებლად მშვენიერი დასაწყისია, კითხვებიც აქეთ-იქით გაფანტა, არავინ იცოდა რა დონეზე დაბრუნდებოდა, რამდენად შეუშლიდა ტრავმა ხელს, გადალახავდა თუ ვერა ფსიქოლოგიურ ბარიერს, ყველა ეს კითხვა მისი გამოჩენისთანავე გაიფანტა, რადგან ამ მცირე დროშიც კი ბევრი რამ ვიხილეთ, მაგალითად ის, რომ სისწრაფე საერთოდ არ დაუკარგავს, ვნახეთ ის, რომ ძალიან მოტივირებული და თავდაჯერებულია, აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ, სწორედ ის უნდა იყოს გუნდის მომავალი ლიდერი, არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ მთელი დეკადის განმავლობაში. "კამპ ნოუც" სულ სხვაგვარად გამოცოხლდა, თითქოს რაღაც ახალი დაიწყო, შავ-ბნელ პერიოდში სინათლე გამოჩნდა, მზემ გამოანათა! 

გოლი განსაკუთრებული გამოდგა, ჯერ ორთაბრძოლა მოიგო მოედნის ცენტრში, თითქოს ვერ უნდა დარჩენოდა ბურთი, მაგრამ როგორღაც მაინც მოიგდო ფეხებში და სივრცეც გაითავისუფლა, აქ ისიც ვნახეთ, რომ ტრავმის მიუხედავად კორდინაციის უნარი არ დაუკარგავს და ფეხზე ისევ მყარად დგას. პასი იკითხებოდა, მაგრამ ბოლომდე თავის თავზე აიღო თამაში, ის საფეხბურთო სითავხედე არსად დაუკარგავს, რომელიც პირველი დღიდანვე ახასიათებდა. დარტყმა კი ძალიან ჭკვიანური გამოუვიდა, აზროვნებს ჩვენი ოქროს ბიჭი და ფეხებიც იდეალურად ასრულებენ მის გონებაში მოხარშულ ჩანაფიქრებს. 

ნელ-ნელა სათამაშო დრო გაეზრდება, ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი მატჩი გველის, პირდაპირ კონკურენტთან, ალბათ უკვე ყველა ხვდება, რომ "ბაიერნი" ჩვენი კონკურენტი არ არის, რამდენიმე საფეხურით მაღლა იმყოდებიან, ამიტომ, მთავარი ბრძოლა ლისაბონში იქნება, კარგია, რომ ასეთი ფატი დაგვიბრუნდა, ძირითადში ვერ დაიწყებს, მაგრამ, შესაძლოა ერთი სრული ტაიმი დაუთმონ. 

ასე იზრდება იმედი, ეტაპობრივად, ველოდით ფეხბურთელების დაბრუნებას, პოტენციური ვარსკვლავების გამოჩენას, ვიღაცამ გაამართლა, ვიღაცამ ვერა, მაგალითად კოუტინიო ისევ გვიცრუებს იმედებს, ფატის დაბრუნება კი სულ სხვაგვარი გამოდგა. ახლა აგუეროს ჯერია, იმედია ფატის გზას გაივლის და არა ბრაზილიელის, მერე კი ყველაზე საინტერესოს დროც მოვა, თითქოს აბსოლუტურად შეუსაბამო სამეულია, - დეპაი, ფატი, ეგუერო, რადგან მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე სამივე სუსტია, მაგრამ თავს თუ გამოიჩენენ რამეს მოახერხებს კაცი, თორემ, დანარჩენი თავდამსხმელების იმედი ვერ ექნება პრეტენზიულ ქომაგს. მიუხედავად იმისა, რომ ლუკმა პირველი გოლი შეაგდო, მიუხედავად იმისა, რომ ბრეითუეიტიც ხანდახან გვახარებს, მაინც, ეს სამეული წარმომიდგენია მრისხანე შეტევად. პოზიციიდან გამომდინარე, უსმან დემბელეს გაცილებით დიდი შანსი აქვს ძირითადში მოსახვედრად, ვიდრე აგუეროს, მაგრამ.. საკმარისია. 

სხვა რა უნდა ითქვას?! იციან ბავშვებმა ფეხბურთის თამაში, გასაგებია, რომ "ლევანტე" ძალიან სუსტი გუნდია, ალბათ ყველაზე სუსტი ვისთანაც აქამდე გვითამაშია, მაგრამ "ბარსამ" ამჯერად ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც ყველაზე უკეთ გამოდის, აღარ გვინახავს გაუთავებელი ჩაწოდებები, სამაგიეროდ, ვნახეთ ბევრი კომბინაცია მოედნის ცენტრიდან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომენტების რეალიზების სერიოზული პრობლემა დგას, მემფის დეპაიც კი მოიკოჭლებს ამ ამბავში, არადა, საუკეთესოა ამ ფორმაციის "ბარსელონაში", ჰოდა, ეს პრობლემა სწრაფად უნდა გამოსწორდეს, თორემ, ბენფიკასთან თუ ფეხი დაგვიცდა, მერე ნახეთ წნეხი და ზეწოლა! 

კარგი იყო სერჟინიო დესტი, მარცხენა ფლანგზე უპრობლემოდ ითამაშა, ეს იყო ის უდიდესი უპირატესობა, რომელმაც მისი ფასი გაზარდა, ორივე ფლანგზე მშვენივრად თამაშობს, იშვიათია ფეხბურთში ასეთი ამბავი, ბოლოს "ბარსაში" ასეთი ჯანლუკა ძამბროტა იყო. შეიძლება ვინმე გამომრჩა კიდეც.. არ ვიცი. 

არაუხოც დაასვენეს, გასაგებ მიზეზთა გამო, "ბენფიკასთან" ბოლომდე მზად უნდა იყოს, ის იქნება ჩვენი მთავარი ციხესიმაგრე, რომელმაც მეტოქის შეტევებს უნდა გაუძლოს. ბოლო წუთებზე მაინც გამოვიდა, ფატისთან ერთად აღნიშნა გოლი, "ბარსას" ორი მომავალი! კარგი კადრი იყო, ისეთ დღეში ვართ, ასეთი რაღაცებიც კი გვყოფნის სასიხარულოდ. 

ახლა მომდევნო მატჩებს უფრო დიდი ინტერესითა და იმედით დაველოდებით, რაც მთავარია, სანახაობა დაბრუნდა, "ბარსა" და სანახაობა სინონიმებია, ის ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ჩვენიანი არ არის. 

პოზიტიური დღე იყო, თუმცა, კუმანის ამბავი არ არის მისავიწყებელი, ჰაერში გამოკიდებული თემაა, ეს კიდე დიდი პრობლემაა, რადგან, როცა გუნდმა არ იცის რჩება თუ არა მწვრთნელი, ამ დროს მობილიზება ძალიან რთულია. პუჩს ერთი სული აქვს კუმანი როდის წავა, ჰოლანდიელებს ალბათ მისი დარჩენა სურთ, ლაპორტას მისი გაშვება უნდა, მაგრამ სანამ კანდიდატს ვერ დაიბევებს მანამდე ვერ გაუშვებს და კიდევ ბევრი საფიქრელი აქვს იქამდე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, აი, ასეთი დავიდარაბაა და ეს არ არის კარგი. ისე ითქვა, თითქოს სამი მატჩი მისცეს რონალდს, სამ სუსტ გუნდთან, სამიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ისიც მაშინ, როცა გუნდს შროიდერი გაუძღვა. სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, გუნდი მშვიდად ვერ ითამაშებს, ასე რომ, დაველოდოთ ვერდიქტს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 27 სექტემბერი 2021 14:00
    1
    ბითლზის სიმღერის სათაური რო ყველა კარგ საქმეს უხდება.
    მწერალი [?]
    #11 27 სექტემბერი 2021 09:01
    1
    M10 S9 D11,
    მართალია. ორივე ფეხით მაგარი გოლები აქვს შეგდებული 🤟
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 27 სექტემბერი 2021 08:43
    3
    ადრიანო გვყავდა ეგეთი ორივე ფლანგზე რო შეეძლო თამაში ატლწტიკოს რო გასთხარა 2013-ში უუფ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #9 27 სექტემბერი 2021 01:13
    3
    ფატის ლიდერობაზე დავამატებდი - გუნდის რეაქციებს დააკვირდით. ეს მოლოცვები მარტო ტრავმაზე არაა. კოუმაც მოირჩინა მაგრამ... გუნდი მის ლიდერად აღიქვამს ფატის. არც ათიანია შემთხვევითი
    [?]
    #8 27 სექტემბერი 2021 00:38
    2
    სწრაფმა გოლმა დააყრევინა ფარ-ხმალი ლევანტეს და გაჩნდა სივრცეები რომელიც არ გვქონდა არამზადა გრანადასთან, გვქონდა მარა ვერ გამოვიყენეთ კადისთან. სტუმრად ყველა თამაშში გაგვიჭირდება ფაქტია. ორი ურთულესი იგრა გვაქ, ოდნავ პოზიტიური განწყობა შეიქმნა და ბენფიკას თუ მოვუგეთ და ატლეტიკოს კარგად ვეთამაშეთდა არ წავაგეთ, კუმანი ერთი თვით მაინცც დამშვიდდება. თორე ბენფიკასთან წაგება ევროპის ლიგასთან მიგვაახოლებს, ატლეტიკოსთან და ლა ლიგაში კიდევ რამდენიმე მარცხი კიდე ასევე ევროპა ლიგასთან ოღონთ მომავალ წელს. იმედია ჩვენ ტურნირად არ იქცევა ამათ გაზრდამდე. თორე გაგვექცევა ფატიც ფრენკიც და სხვა ყველა შედარებით მაღალი დონეც.
    Culé [?]
    #7 27 სექტემბერი 2021 00:21
    1
    RiquiPuig,
    შენ იმ დებილი დემბელესი კიდევ გჯერა?!

    ერთი სული მაქვს როდის წაეთრევა.
    წევრი [?]
    #6 27 სექტემბერი 2021 00:07
    0
    სწრაფი გოლის დამსახურება იყო, ფსიქოლოგიური მომენტია, 3 თამაშია ვერ დაწინაურდნენ და დღეს გაილაღა, ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს და მომენტები შექმნეს, ეგრე კადისმა იმდენი შეცდომა დაუშვა მარა ვერაფერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 სექტემბერი 2021 23:03
    4
    ვაახ ბიჭო აი ამის იმედი მაქსვ რაა.ფატის,არაუხოს,მინგესას,ნიკოს,გავის,პუჩის,ფრენკის და სხვა ახალგაზრდების ანთებული თვალები.ამათ უნდათ ჩავი და მერე ნახეთ მსოფლიოში უძლეველი გუნდი გავხდებით.ისეე,შროიდერი კაი იყო,დროებით მწვრთნელად ნეტა ვერ გაქაჩავს?კუმანზე ბევრად ჭკვიანი ჩანს და პუჩიც ათამაშა კაი ხანი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 სექტემბერი 2021 23:02
    2
    კუმანის გაჯმეინება,აგუეროს და დემბელეს დაბრუნება დარჩა და რაღაცები დალაგდება
    Culé [?]
    #3 26 სექტემბერი 2021 23:02
    3
    ციტატა: me da barca
    არ ვიცი ეს ბარსას დამსახურებაა თუ ლევანტეს სუსტი თამაშის. ანუ ბარსამ გაილაღა თუ ლევანტემ მისცა ამდენის საშუალება?! მე უფრო მეორე მგონია.

    ლევანტემ თამაში ბოლომდე გაუხსნა ბარსას და წააგებდა რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ცუდი გუნდი იყოს ბარსა ლევანტეს გახსნილ თამაშში 100/100 გახევს. დაცვაში თამაშს აპირებდნენ ალბათ მარა დეპაიმ პირველივე წუთებზე არაფრისგან პენალტი შექმნა და მაგ ტაქტიკას აზრი აღარ ჰქონდა, თორემ გაცილებით მძიმე თამაში გველოდა.თუმცა მონდომებასაც ვერ დავუკარგავ გუნდს, განსაკუთრებით ორთაბრძოლებში შეჭამეს რასაც ქვია. ლევანტე გრანდებთან კერკეტი კაკალივითაა მარა დღეს მართლა არაფრის თავი არ ჰქონდათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 სექტემბერი 2021 22:57
    2
    არ ვიცი ეს ბარსას დამსახურებაა თუ ლევანტეს სუსტი თამაშის. ანუ ბარსამ გაილაღა თუ ლევანტემ მისცა ამდენის საშუალება?! მე უფრო მეორე მგონია.
    ფანი [?]
    #1 26 სექტემბერი 2021 22:56
    4
    როგორც ყოველთვის კარგი სტატიაა ფეოლა👍