გვარდიოლა უკმაყოფილოა - ლაპორტა ჩასაფრებული

გვარდიოლა უკმაყოფილოა - ლაპორტა ჩასაფრებული

მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება, წერტილი, შესაძლოა შუა სეზონში არ დაისვას, მაგრამ სეზონის ბოლოს, რომ დიდი ცვლილებები იქნება ამას წყალი არ გაუვა. საქმე იმაშია, რომ მანჩესტერში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ხვდება, რომ სწორ ადგილზე არ იმყოფება, "ლაიფციგთან" მატჩის შემდეგ პეპმა თქვა, რომ სტადიონზე მეტი გულშემატკივარი უნდა დადიოდესო, შეხვედრას სულ რაღაც 38,000 ქომაგი დაესწრო, მაშინ, როცა სტადიონი 54,000 კაცზეა გათვლილი. აი, ამას მოჰყვა დიდი ამბები, "სიტის" ფანკლუბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მსოფლიოში საუკეთესოს ურჩია, "ჯობია შენ საქმეს მიხედოო", აბა, გვარიდოლა ამის მომთმენია?! ჩვენ ვიცით როგორი კაცია პეპი, მაქსიმალისტი, პრინციპული, მძიმე ხასიათით, აღარ ჩამოვთვლი რამხელა ამბები და ცვლილებები დაუტრიალებია, უდროოდ, ან უტაქტოდ ნათქვამი სიტყვების გამო. ეს ამბავი ასე არ დამთავრდება. 

მცირე ხნის წინ, გვარდიოლამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, ბოდიშს არ მოვიხდიო, რა თქმა უნდა, არ მოიხდის. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მე უბრალოდ გულშემატკივარი დავპატიჟე სტადიონზეო. არადა, კაცი გაგიჟებულია, ექვსი გოლი გაუტანა "ლაიფციგს" და სტადიონი ცარიელი იყო, უყურებს კონკურენტებს და ყველა სტადიონზე რაღაც სიგიჟე ხდება, ხალხი აკრძალვების მერე ერთიანად მიაწყდა ბილეთებს და მონატრებული აურა დაბრუნდა, "სიტიში" კიდე სიცარიელეა, ისე თითქოს პანდემია ისევ ქალაქშიაო. მოდი და ნუ გაგიჟდები, საუკეთესო კლუბი გყავს, საუკეთესო ფეხბურთს ათამაშებ და სტადიონი ვერ გაგივსია. მე მგონი, პეპი იწყებს გაცნობიერებას, რომ არასწორ ადგილზე აღმოჩნდა. 

პრესასთან განაცხადა იგივე მიუნხენში და ბარსელონაშიც მითქვამსო. კი, ნამდვილად უთქვამს, მაგრამ გააჩნია როდის, ამას ამბობდა მაშინ, როცა "ბარსა" ჯგუფის ბოლო შეხვედრას ატარებდა, განაღდებული ჰქონდა გასვლა და დუბლებს ათამაშებდა, სტადიონი არ ივსებოდა და ქომაგებს მოუწოდებდა ფეხბურთელების მიმართ მეტი პატივისცემა გამოეჩინათ. 

მიუნხენშიც იგივე სურათი იყო, "სიტის" კი ჩემპიონთა ლიგის გახსნით მატჩში დაემართა ეს ამბავი, წარმოუდგენელია მსგავსი რამ "კამპ ნოუზე" მომხდარიყო, ან, რომელიმე გრანდის სტადიონზე, მხოლოდ "სიტის" აქვს ეს პრობლემა და მთელ ინგლისს სასაცილოდ ჰყავს აგდებული. 

ისედაც დიდხანს შემორჩა იქაორობას. ისიც თქვა ნაკრებს ჩავიბარებდიო, მაგრამ ეგ უფრო დიდი ხნის პერსპექტივა მგონია, ჩვენ კი ვიცით, რომ ლაპორტას პირველი არჩევანი ყოველთვის გვარდიოლა იყო. მისი დაბრუნების შანსები არსებობს, პარადოქსულია, მაგრამ რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უფრო დიდია შანსი, რომ პეპი დაბრუნდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს მისთვის მართლაც უფრო მეტია, ვიდრე კლუბი. შეეძლო წასულიყო მაშინ, როცა კლუბი მწვერვალზე იყო, მაგრამ გაუბედურებულ და თითქმის გაკოტრებულ კლუბს არასდროს დატოვებდა. 

მეორე მოტივი კი ყველასთვის ნათელია, გვარდიოლა გამოწვევებს დასდევს, სურს, რომ ყველა დროის საუკეთესო იყოს, ჯერ ასე ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრს ხარჯავსო, თავზე წამოაძახებენ ხოლმე, ჰოდა, უკვე დროა კრუიფის გზას გაჰყვეს, დაშლილი გუნდი ჩაიბაროს და ნულიდან დაიწყოს ყველაფერი. აი, ეს იქნება ნამდვილი გამოწვევა. 

ჩვენ ქალაქს დავუბრუნდეთ, მანჩესტერის მსგავსად, აქაც დიდი ამბებია. კუმანისთვის სახრჩობელა უკვე გამზადებულია, კიდევ ერთი მარცხი და თავსაც თავის ნებით გაყოფს, მერე კი ლაპორტას ერთი წიხლის მოქნევა იქნება საჭირო. პეპის შემდეგ ლაპორტა გერმანელებზე აკეთებდა აქცენტს, თუმცა, მათი გადმოყვანა შეუძლებელია, ნაგელსმანი დიდი ხნით არის მიუნხენში, ფლიკიც მინიმუმ ოთხი წელი იქნება ნაკრებში, კლოპი "ლივერპულში" დიდხანს აღარ დარჩება, მაგრამ მომდევნო სეზონს დიდი ალბათობით მაინც "წითლებში" დაიწყებს, ტუხელი კი მშვიდად ვერ იქნება, რადგან "ჩელსის" უყვარს მწვრთნელების ხშირი ცვლა, თუმცა, სანამ შედეგი აქვს არაფერი ემუქრება. ასე რომ, უნდა გადავიდეთ ლაპორტას მომდევნო ვარიანტზე, რომელზეც უკვე ძალიან დიდი ხანია საუბრობენ, - ჩავი ერნანდესი. 

"ბარსა" დიდი ხანია ელის ჩავის და ჩავიც ელის შემოთავაზებას. უცნაურია, რომ ეს ამბავი აქამდე ვერ დალაგდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" სტერლინგის ხელში ჩაგდებას ეცდება, ინგლისელი ჩავის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, რა ნახა მასში ასეთი განსაკუთრებული არ ვიცი, მაგრამ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო და მას მერე, შესაძლოა აზრიც შეეცვალა. თუმცა, დემბელეს ნამდვილად ამჯობინებს. ახლა საკითხავია კუმანს რამდენი აქვს დარჩენილი, ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, ყოველთვის ასე იყო, ზაფხულის ამბები გავიხსენოთ, ჟოანმა პირდაპირ უთხრა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩები თუ შენზე უკეთესს ვერავის ვიპოვიო. ამაზე კუმანის აგენტი აღშფოთდა და დღემდე აღშფოთებულია, მოკლედ, ეს ხალხი ერთად ვერ იმუშავებს. 

ლაპორტამ დღემდე არ იცის ვის შეიძლება ენდოს, მაგრამ საქმე ისე ცუდად მიდის, რომ ალბათ ჩავის მოყვანას დათანხმდება, მანამდე კი გვარდიოლასთვის კიდევ ერთხელ გაიბრძოლებს. თუ პეპმა სეზონის ბოლომდე დარჩენა გადაწყვიტა, დიდი შანსია, რომ ლაპორტამ კუმანი სეზონის ბოლომდე დატოვოს, რადგან მანამდე დიდ ცვლილებებს მოერიდება. 

აი, ასეთი ამბებია. 

ახლა შეგვიძლია ვუქომაგოთ "ბარსას", "სიტის" ცარიელ სტადიონს და კუმანის გაბრაზებულ აგენტს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 19 სექტემბერი 2021 19:38
    0
    იმედია დაბრუნდება
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #13 19 სექტემბერი 2021 01:14
    0
    ბარსელონას წაგებები რომ ექნება ვინმეს ეჭვი ეპარება? ჩამორალიბდა და აეწყო უკვე გუნდი თუ როგორაა საქმე?
    Culé [?]
    #12 18 სექტემბერი 2021 22:48
    2
    ოოო ეხლა ამას სდიე კიდე.კაი იქნება პეპი და ჩავი ასისტენტად,მარა ფანტასტიკად მეჩვენება.ჩავი მოიყვანე რა შე კაი კაცო რა გახდა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #11 18 სექტემბერი 2021 22:21
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    ციტატა: Davita
    საიდან მოგაქვთ რომ გაუბედურებულ კლუბს არ დატოვებდა? რეგრესი როცა დაეწყო კლუბს წავიდა ხო? არამგონია ახლა მოსვლის სურვილი ქონდეს ან მოსვლითაც რამე შეცვალოს, გვარდიოლა მაგარი იყო ბარსელონას ოქროს თაობასთან, პიკე პუი დანი ბუსი ხავი ინიესტა და მესი, საუკეთესოები ყავდა, ამ ფეხბურთელებმა აქცია იმად რაც არის თორე წავიდა ბავარიაში მარა ფეხები მოიგო, წავიდა ინგლისში და რა ქნა? პრემიერლიგა მანჩინმაც მოაგებინა ლიგაზდ ხან მონაკომ ჩაუდო ხან ბარსამ და ხანაც ჩელსიმ აწოვა ფინალში, მართალია ლამაზი ფეხბურთის მიმდევარია მაგრამ ტაქტიკოსი არც ეგაა, მაგის გასაღები მესი იყო, ფორმის პიკში მყოფი მესი როცა გყავს ყველაფერი ადვილდება, მაგ კუნდით თავგასიებული კუმანიც დადებდა ლიგას, მასე ლამაზად არა მაგრამ მოგებით მოიგებდა

    ანუ პეპის გასაოცარ ტიკი ტაკას ეძახი რომ კაი ტაქტიკა არიყო თუ რა?

    ტიკი-ტაკა პეპისი არ იყო, ეგ კრუიფის დანერგილია და მაგ სისტემაზე მუშაობდა მთელი ლამასია, ბაიერნში რატო ჩაისვარა? სადაც დაიჭირა რეალმა იქ იხმარა, სიტიში რატო ვერაფერი ქნა? რაც მაგამ ფული დახარჯა 3 გუნდს ააწყობდა კლოპი, ზამენაზე ისეთი ხალხი უზის რო სხვა გრანდებს ძირითადში არ ყავთ, თითო პოზიციაზე 2 ტოპ ფეხბურთელი ყავს, ნახევარ მილიარდზე მეტი მარტო მცველებში დახარჯა, მოიძიე ინფო და ნახე ტრანსფერებში რამდენი აქვს დახარჯული და შედეგი რააქვს?ლიგა ვერ მოიგო, მას არ შეუძლია მიიღო ნამდვილი გამოწვევა და საშუალო დონეზე მყოფი გუნდი მწვერვალზე აიყვანოს, მაგალითად ავიღოთ კლოპი, დორტმუნდით ფინალი ითამაშა, გაფარჩაკებული ლივერპული მწვერვალზე დააბრუნა და ლიგა დადო, ნანატრი პრემიერლიგაც მოუტანა, თან ვინ ყავდა განსაკუთრებული? ალისონი დაიმატა ვანდაიკი და სალაჰი , არცერთი არ იყო რაღაც სასწაული. ხვდები ახლა რა შედარებას ვაკეთებ? რო არა ბარსას ოქროს თაობა პეპი ასე ვერასდროს გაიქაჩებოდა იმიტო რომ რეალურად დიდო არაფერია, უბრალოდ არის ლამაზი და ესთეტიკური ფეხბურთის მოყვარული, ფეხბურთით რომ გასიამოვნებს ისეთი თუმცა გემოვნებაზე დავა არ შეიძლება, შენ შეიძლება მითხრა ჩემთვის სიმეონეა სილამაზეო :დ
    [?]
    #10 18 სექტემბერი 2021 21:59
    2
    წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ჩვენზეა ნათქვამი, სიტის ცარიელ სტადიონს რო უნდა ვუქომაგოთ. მერე კიდე დღევანდელ შემდადგენლობას პეპი გამარჯობასაც არ ეტყვის, არათუ გააწვრთნის, აქედან ჰა ჰაა ფრენკი შტეგენი და გაწიე გამოწიე პედრი მოიწონოს. დალშე საქმეს არავისთან დაიჭერდა. პოპულისტია ეგ კაცი, გინდა გამოწვევები დაარქვი მარა საუკეთესოობის დამტკიცბა ბაიერნში და სიტიში მისვლა კი არა დორტმუნდში და არსენალში მისვლა იქნებოდა. გუნდის აწყობაც შესაბამისად რთული და არა იქ სადაც ბუნდესლიგა ისედაც შენია, ერთადერთ კონკურენტს სისხლს წოოვ ან იქ სადაც ყოველ წელს მოგცემენ 250 მილიონს დასახარჯად. პეპს რა თქმა უნდა არ ვაკნინენ უდიდესია, მარა სიტის ძირითადში დე ბრუინის გარდა ვინაა პეპს რო არ მოუყვანია ისეთი? ყველა თითონ იყიდა, საუკეთესოები არჩია ყველა პოზიციაზე და 2-2 კაცი იყიდა ყველგან. ბარსაში ვინ მისცემს მაგ ფუფუნებას? ბრაიტი დე იონგით მოუწევს ფონს გასვლა და ამას არ დათანხმდება არასდროს. ბარსაში შეიძLება 2015 ში მოსულიყო, როცა მსნ გვყავდა და ვატრიალებდით მთებს მარა დღევანდელი ბარსა სევილიას დონეზეც რო ვეღარაა მანდ არ მოვა, თუნდაც სულ აღარავინ დაესწროს სიტის თამაშებს.
    ფანი [?]
    #9 18 სექტემბერი 2021 20:30
    1
    ციტატა: Davita
    საიდან მოგაქვთ რომ გაუბედურებულ კლუბს არ დატოვებდა? რეგრესი როცა დაეწყო კლუბს წავიდა ხო? არამგონია ახლა მოსვლის სურვილი ქონდეს ან მოსვლითაც რამე შეცვალოს, გვარდიოლა მაგარი იყო ბარსელონას ოქროს თაობასთან, პიკე პუი დანი ბუსი ხავი ინიესტა და მესი, საუკეთესოები ყავდა, ამ ფეხბურთელებმა აქცია იმად რაც არის თორე წავიდა ბავარიაში მარა ფეხები მოიგო, წავიდა ინგლისში და რა ქნა? პრემიერლიგა მანჩინმაც მოაგებინა ლიგაზდ ხან მონაკომ ჩაუდო ხან ბარსამ და ხანაც ჩელსიმ აწოვა ფინალში, მართალია ლამაზი ფეხბურთის მიმდევარია მაგრამ ტაქტიკოსი არც ეგაა, მაგის გასაღები მესი იყო, ფორმის პიკში მყოფი მესი როცა გყავს ყველაფერი ადვილდება, მაგ კუნდით თავგასიებული კუმანიც დადებდა ლიგას, მასე ლამაზად არა მაგრამ მოგებით მოიგებდა

    ანუ პეპის გასაოცარ ტიკი ტაკას ეძახი რომ კაი ტაქტიკა არიყო თუ რა?
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი
    ფანი [?]
    #8 18 სექტემბერი 2021 19:44
    0
    მანჩესტერში უმდიდრესი ისტორიის, ასეთი შემადგენლობის მქონე და ლეგენდებით სავსე იუნაიტედს უქომაგებენ ყოველთვის სულ რო შუაზე გაიხეს გუარდიოლა 😃 ასე იქნება სულ. სიტის მხოლოდ მცირე ნაწილი უქომაგებს
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 სექტემბერი 2021 19:24
    2
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: Davita
    საიდან მოგაქვთ რომ გაუბედურებულ კლუბს არ დატოვებდა? რეგრესი როცა დაეწყო კლუბს წავიდა ხო? არამგონია ახლა მოსვლის სურვილი ქონდეს

    რომელ რეგრესზე ამბობთ?!
    გვარდიოლამ 12 მოგებული ტიტულით დატოვა ბარსა..გუნდი დაფრინავდა..
    მეორე ტრიპლეტისთვის 2011-ში ესპანეთის თასი დააკლდა, დანარჩენი ხუთივე ტიტული აიღო ლიგით დაწყებული..
    პირიქით, კარიერის პიკში წავიდა, მისი აწყობილი გუნდი იყო ისევ 2015-ში, ენრიკემ რომ მოიგო ტრიპლეტი!

    12 არა 14.
    3 ლა ლიგა, 2 კოპა, 3 სუპერთასი, 2 ჩემპ. ლიგა, 2 ევრ. სუპერთასი, 2 საკლუბო მუნდიალი
    ფანი [?]
    #6 18 სექტემბერი 2021 18:31
    2
    ციტატა: Davita
    საიდან მოგაქვთ რომ გაუბედურებულ კლუბს არ დატოვებდა? რეგრესი როცა დაეწყო კლუბს წავიდა ხო? არამგონია ახლა მოსვლის სურვილი ქონდეს

    რომელ რეგრესზე ამბობთ?!
    გვარდიოლამ 12 მოგებული ტიტულით დატოვა ბარსა..გუნდი დაფრინავდა..
    მეორე ტრიპლეტისთვის 2011-ში ესპანეთის თასი დააკლდა, დანარჩენი ხუთივე ტიტული აიღო ლიგით დაწყებული..
    პირიქით, კარიერის პიკში წავიდა, მისი აწყობილი გუნდი იყო ისევ 2015-ში, ენრიკემ რომ მოიგო ტრიპლეტი!
    გულშემატკივარი [?]
    #5 18 სექტემბერი 2021 17:39
    2
    საიდან მოგაქვთ რომ გაუბედურებულ კლუბს არ დატოვებდა? რეგრესი როცა დაეწყო კლუბს წავიდა ხო? არამგონია ახლა მოსვლის სურვილი ქონდეს ან მოსვლითაც რამე შეცვალოს, გვარდიოლა მაგარი იყო ბარსელონას ოქროს თაობასთან, პიკე პუი დანი ბუსი ხავი ინიესტა და მესი, საუკეთესოები ყავდა, ამ ფეხბურთელებმა აქცია იმად რაც არის თორე წავიდა ბავარიაში მარა ფეხები მოიგო, წავიდა ინგლისში და რა ქნა? პრემიერლიგა მანჩინმაც მოაგებინა ლიგაზდ ხან მონაკომ ჩაუდო ხან ბარსამ და ხანაც ჩელსიმ აწოვა ფინალში, მართალია ლამაზი ფეხბურთის მიმდევარია მაგრამ ტაქტიკოსი არც ეგაა, მაგის გასაღები მესი იყო, ფორმის პიკში მყოფი მესი როცა გყავს ყველაფერი ადვილდება, მაგ კუნდით თავგასიებული კუმანიც დადებდა ლიგას, მასე ლამაზად არა მაგრამ მოგებით მოიგებდა
    Culé [?]
    #4 18 სექტემბერი 2021 17:33
    2
    რატომ მგონია რომ არც ხავის მომყვანია და არც გვარდიოლას დამბრუნებელი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 სექტემბერი 2021 17:24
    2
    ძნელია ასეთ სიტუაციაში რამე გადაწყვეტით ითქვას, ჩვენი მწერალიც თავის ვარაუდებს გვთავაზობს. არავინ არ იცის რას ფიქრობს პეპი თუ ლაპორტა, ჩავი თუ კუმანი და შესაბამისად რას აპირებენ. და ჩვენც ჩვენი მწერლის ბოლო წინადადებას დავჯერდეთ.
    ახლა შეგვიძლია ვუქომაგოთ "ბარსას", "სიტის" ცარიელ სტადიონს და კუმანის გაბრაზებულ აგენტს.
    მწერალი [?]
    #2 18 სექტემბერი 2021 17:12
    4
    cezo45,
    როსელის გამო წავიდა.
    1. კრუიფი ჩამოაშორა გუნდს.
    2. გვარდიოლას ფეხბურთელი გაუყიდა ბ გუნდიდან, არადა, პეპმა უთხრა მჭირდებაო.
    3. არ იცავდა ფეხბურთელებს და გვარდიოლამ პირდაპირ თქვა პრესკონფერენციაზე ყველაფერს მე ვერ გავაკეთებო.

    ძირითადი მიზეზები ეს იყო. მერე შეიძლება ამბიციებზე და მესის გარეშე ტიტულების მოგებაზე ლაპარაკიც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 სექტემბერი 2021 17:02
    2
    პეპის ადგილი ბარსელონაშია ამაზე ორი აზრი არარსებობს ჩემი აზრით არც უნდა წასულიყო ბარსელონადან მაგრამ მაშინ სანდრო როსელის და ბართომეუს მართველობას გაასწრო ჩემი აზრით.. ახლა ბარსას კვლავ ჩვენი ლაპორტა მართავს და იმედია პეპიც დაბრუნდება