მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კარში დარტყმის გარეშე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კარში დარტყმის გარეშე

ძალიან დიდი სხვაობაა დღევანდელ „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ შორის, ეს თავიდანვე ნათელი იყო, „ბაიერნი“ პროექტის პიკშია გასული, კიდევ 2-3 წელი იქნება და მერე ახალი პროექტის ჯერი მოვა, მაგრამ ამასაც მარტივად გადაიტანენ, რობენი-რიბერის წასვლა თუ მოინელეს, ყველაფერს გადაიტანენ, რა თქმა უნდა, სწორი გეგმის დამსახურებით. ჰიონესმა წამოგვაძახა, „ბარსა“ ჩვენთვის სამაგალითო აღარ არისო, არადა, თავის დროზე, სახელფასო სისტემა და აკადემია „ბარსას“ ყაიდაზე ააწყვეს, ოლივერ კანიც ქებად იღვრებოდა, მათ უნდა მივბაძოთო, მერე კი ჩვენთვის ცუდი ამბები დაიწყო.

კუმანი ხუთ მცველს დაუბრუნდა, შეტევის დროს სამ მცველზე ეწყობოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „ბარსა“ იშვიათად უტევდა, ტაქტიკა მეტწილად ხუთ მცველზე დარჩა.  მიზეზი გასაგებია, თავდასხმაში ძალიან მცირე არჩევანის გამო, კუმანს ტაქტიკა აუცილებლად უნდა შეეცვალა, ხოდა, თავის საყვარელ სქემას მიუბრუნდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებად ფრანგებს ენდობა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფრანგი ცაციაა, ხოლო ცენტრალურ მცველებად სამი მემარჯვენე დააყენა.

დავალება ძალიან მძიმე იყო, ლევანდოვსკის შეჩერება, ფაქტობრივად შეუსრულებელი მისიაა, იმის გათვალისწინებით, რომ სწრაფ ფლანგებსაც უნდა გაუმკლავდე. არაუხომ ბევრი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ შეცდომებიც ჰქონდა, ისევე როგორც პიკეს, თუმცა, ერთი-ორი ვარდნა ნამდვილად ეფექტური იყო. აი, ერიკ გარსიას ქმედებამ კი ძალიან ჩამაფიქრა, რადგან, მეტოქის დარტყმულს, კარგი მცველი უკანა ტანს არ უშვერს, ეს ინსტიქტამდე დაყვანილი ქმედებაა, მაგალითად, ჯონ ტერი ბურთზე პირდაპირ სახით მიდიოდა, ისევე როგორც კარლეს პუიოლი, ის ვინც დარტყმულს ზურგს უშვერს, იმისგან, როგორც წესი, კარგი მცველი არ დგება, დრო და დრო აღმოჩნდება, რომ კიდევ ბევრი მინუსი აქვს. იმედია ვცდები. იმედია ერიკ გარსია იქნება პირველი მცველი ისტორიაში, რომელსაც მეტოქის დარტყმულის ეშინია და მაინც მაღალ დონეზე შეძლებს თამაშს.

ძალიან სასაცილო იყო სერჟი რობერტო ალფონსო დევისის ფლანგზე, ამხელა უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში შემაშფოთებელია. სპორტსმენისა და „პრავადნიკის“ გაჯიბრებას ჰგავდა. დევისმა მემფის დეპაიც კი გადაჯეგა, არც ტვინით აჯობა, არც პოზიციური თამაშით, უბრალოდ დაეჯახა და მიაგდო ბაღის ბავშვივით. მძიმე სანახავი იყო.

„ბაიერნი“ ლიგის მთავარი ფავორიტია, წინა წელსაც ასე იყო, მაგრამ გუნდში ბევრი კონფლიქტი იყო, ლევანდოვსკიც დაემტვრათ და ვერ უწიეს ფინალს, ახლა ბევრად უკეთ არიან, მათი ეპოქაა, გასაგებია, რომ მოიგებდნენ, მაგრამ მაინც, ძალიან არ მომწონს, რომ ურთიერთშეხვედრების ბალანსი ასე გავიუარესეთ. არც ის მომწონს, რომ ტომას მიულერს ამდენი გოლი აქვს „ბარსასთვის“ გატანილი, მაგრამ ახლა ასეთი დროა, გერმანელებთან თამაში გაკვეთილად უნდა გამოგვადგეს.

კარგია, რომ ახალგაზრდებმა ითამაშეს, ფეხბურთელი ასეთ მატჩებში იზრდება, „ბაიერნის“ მერე, ლა ლიგის ნებისმიერ გუნდთან თავაწეულები გავლენ. ნახევარცმველებს რაც შეეხებათ, იყო კარგი ეპიზოდები, ბუსკეტსის ძალიან კარგი პასები, პედრის და დე იონგის კარგი მონაკვეთები, მაგრამ, საერთო ჯამში, ჩვენს ნახევარმცველებსაც ისე აჯობეს, როგორც თავდამსხმელებსა და მცველებს.  

ჰოლანდიური შემტევი დუეტით კმაყოფილი ვერ დავრჩებოდით, კარში არ დაგვირტყამს, რა კმაყოფილებაზეა ლაპარაკი?! აშკარად ჩანდა, რომ ორი კაცი შეტევაში ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორიდან ერთი ლუკ დე იონგია. ფილიპე კოუტინიოს შეუძლია, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოხსნას, იმედია, შესაბამის პოზიციას მოუძებნიან.

ტერ შტეგენი მანუელ ნოიერის წინაშე კვლავ დამარცხებულია. ამდენი დუელის წაგების შემდეგ, უკვე აღარც ადარებენ ერთმანეთს. გასაგებია, რომ ნოიერს საქმე არ ჰქონია, ხოლო შტეგენმა რამდენიმე მაგარი ბურთი აიღო, მაგრამ მენტალურად ყველაფერი ისევ ისეა, ნოიერი გამარჯვებულია, შტეგენი დამარცხდა. 

არ ღირს ამ წაგების გამო გაგიჟება. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და არა „ბაიერნის“ დამარცხება. მანამდე „ბარსას“ განვითარებას დავაკვირდებით, მაგალითად, მიუნხენში თუ კარში ზუსტად დავარტყით, ეს უკვე პროგრესი იქნება.

შემდეგ მატჩში მოგებას ველით, უკვე კოუტინიოს თამადობით, მერე ანსუ ფატის დაველოდებით, მერე კი კუნ აგუეროს ჯერიც მოვა. ნელ-ნელა გუნდი რაღაცას დაემსგავსება და საერთოდ არ იქნება ცუდი საყურებელი.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #20 15 სექტემბერი 2021 15:34
    0
    nika 54,
    ეგრეა, კარგი მცველია, დაგვხატავდა : ) საერთოდ, ყველაზე კარგი დაცვის ხაზი ყავთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 15 სექტემბერი 2021 13:59
    1
    დევისმა რო რობერტო გადაჯეჯგა ცხადია, მაგრამ უპამეკანომ, რომ ვინც შებედა მის ფლანგზე ყველა გადაჯეჯგა და პედრისაც ისე ეჯახებოდა და უბრალოდ ართმევდა ბურთს პატარა ბავშვივით შემეცოდა.
    გულშემატკივარი [?]
    #18 15 სექტემბერი 2021 13:15
    1
    კულეებო, ეს სეზონი როგორმე უნდა გადავიტანოთ და მოვითმინოთ!
    მწერალი [?]
    #17 15 სექტემბერი 2021 12:48
    0
    Don_Andresito,
    იმინა იღვრება ოპტიმიზმი : ))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 15 სექტემბერი 2021 12:21
    2
    ამ სეზონზე მაქსიმუმ ოთხეულში თუ მოვხვდით. სავარაუდოდ ლა ლიგას რეალი მოიგებს, ამიტომ ეს წელი უნდა გახდეს ექსპერიმენტების წელი, დრო დაუთმონ ახალგაზრდებს, ნახონ ვინ რისი მაქნისია, რომ მომავალი წლიდან ახალი მწვრთნელით ააწყონ ახალი გუნდი. გასაშვები გაუშვან და ჩავი მოიყვანონ. ბართოს, იმ სატანის მოყვანილ კუმანს გუნდში როგორ დავტოვებდი.
    წევრი [?]
    #15 15 სექტემბერი 2021 11:53
    4
    ძალიან მომწონს ბალდე.. უდაოდ ნიჭიერი და პერსპეკტიული ტალანტია.. არ გამიკვირდება მომავალ წელს უკვე სასტავში რომ აღმოჩნდეს. ძაან გამოაცოცხლა მაგან კრაი.. კოუტინიოც ცდილობდა და ეტყობა კლასი.. ასე თუ ისე რომ დაგვიბრუნდება უკვე პროფესიონალები შეიძლება რაღაც რაღაცეებზე პრეტენზიები გამოვაცხადოთ. მთავარია ეხლა ჯგუფიდან გავიდეთ.. მაქსიმუმი 4 ფინალში გასვლაა ჩემი აზრით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 15 სექტემბერი 2021 11:31
    2
    ერიკ გარსიაზე რო გაიგიჟეს თავი სადმე გინახავთ მაგის კარგი თამაში? შარშან სიტის თამაშებს მაგის გამო ვუყურებდი და რამდენიც ვუყურე გვარდილოას სულ ზამენაზე ყავდა, მაგას ჯობდა ლენგლე უმტიტი გაეყიდათ და ერთი კარგი ჯანიანი მცველი ეყიდათ.. ლუკდეიონგის მაგივრად ხერარდ მოერენო მაინც მოეყვანათ ვილიარეალიდან
    გულშემატკივარი [?]
    #13 15 სექტემბერი 2021 11:23
    2
    სისწრაფე და ინდივიდუალიზმი... გვარდიოლას დროსაც იყო მესი მაგრამ მაშინ მაგის გარდა ყველა დარბოდა, ყველა სწრაფად გადაადგილდებოდა ზონებში, იყო სწრაფი კომბინაციები და ა.შ. იმიტომ იყო ასეთი სახიფათო "გუნდი". შემიძლია ვთქვა რომ რასაც ეხლა ბაიერნი აკეთებს გადაკოპირებული აქვს იმ დროინდელი ბარსასგან.
    გულშემატკივარი [?]
    #12 15 სექტემბერი 2021 11:20
    3
    ძალიან უარასწორად უდგება კუმანი ახალაგზრდებს,კარგია რომ შანსი მისცა ამდენ ახალგაზრდას მარა,ელჩეებთან და ეიბარებთან რომ მხოლოდ 10 წუთს აძლევ,გინდ გავის,გინდ გონსალეს,ბალდე საერთოდ დებიუტი ქონდა,ამან გამოიყვანა ესეთ ძლიერ მეტოქესთან თითქმის მეორე ტაიმის დასაწყისში🤦.ადვილ გუნდებთან უნდა მიცე მეტი დრო პრაქტიკა ქონდეთ ახალგაზრდებს თორე ესე რა აზრი აქვს,რომ არ ქონდეთ რამის ნიჭი ხო მარა,გუნდში ბევრ ასაკოვანს ჯობიან,დარბიან მაინც.არ იცის ამ კუმანმა ფეხბურთელების გამოყენება თორე კარგი მწვრთნელი კარგადაც აათამაშებდა👍
    Culé [?]
    #11 15 სექტემბერი 2021 10:40
    2
    მე პირადად ერთადერთ გამოსავალს ვხედავ

    პიკე, ალბა, ბუსკეთსი სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში ისხდნენ სკამზე და ამ ბავშვებს მიეცეთ შანსი, რომ დავინახოთ ვინ რისი გამკეთებელია და ვისზე შეიძლება მომავალი გუნდის აწყობა

    ეს გუნდი არაა, აი უბრალოდ შემადგენლობები შეადარეთ, ძალიან უბრალოდ სხვა გუნდებს და თქვით როგორ შეიძლება ამ ფეხბურთელების ერთად ყოფნამ (გუნდს ვერ დავარქმევ) რაიმე შედეგი გამოიღოს
    გულშემატკივარი [?]
    #10 15 სექტემბერი 2021 10:28
    5
    რა მომავალზეა საუბარი საერთოდ, ან ამ პედრიში რა ნიჭი დაინახეს ასეთი ძირითად გარანტირებული რომ აქვს, ბუსკეცი პედრი დეიონგი ყველაზე საშინელი ცენტრია ჩემს მახსოვრობაში, არცერთი შემტევი არ არის და სამივე ერთმანეთზე მეტი ნელია, თუ ნიჭზეა საუბარი პედრის 2ჯერ აღემატება პუჩი, იმუშაონ რიკიზე, მოხლდონ ფიზიკურად და შეაგდონ მოედანზე, კრეატიულიცაა ტექნიკურიცაა პასიც იცის, ბუსი უნდა წავიდეს თავის ფეხით დროა უკვე, დეიონგი დადგეს უკან, თუ ვერ გაამართლა საყრდენზე მაშინ ტრანსფერი, კარგ ფასად წავა.
    წევრი [?]
    #9 15 სექტემბერი 2021 10:12
    0
    "კარში თუ ზუსტად დავარტყით" 😂😂😂 ამან დაგლიჯა.დაცვაში ფლანგები ჩვენ არ გვივარგოდა,ნახევარდაცვა ჩვენ არ გვივარგოდა და თავდასხმაში გვყავდა ლუკი და დეპაი,ეა უნდა ქნან იმათმა?ბურთი თუარ მიეცი ერც ერთია მესი და არც მეორე რონალდინიო,ბურთის მიცემა და საერთოდ მიტანა მათამდე ვისაც შეუძლია ის სულ სკამზე უზის(კაი ტრავმა ქონდა ქონდა ახლა ჯამრთელადაა და დააყენოს ძირითადში)პედროს ვაბშე რა უნდა სასტავში ვერ გავარკვიე,ტიპი ბურთს ვეღარ ურტყამს ხალხნო ვეღარ,დაიღალა,ძალა გამოლეულია
    გულშემატკივარი [?]
    #8 15 სექტემბერი 2021 09:36
    3
    დეპაი ბევრჯერ ულიდერებს გუნდს.. დე იონგი ტიპიური საჯარიმოს ფორვარდია.. რაუნდა მოვთხოვოთ შემტევებს ბურთი ვერმიქონდათ მანდამდე.. ვერმოთხოვ დეპაის უპამეკანო დევისი პავარი ზულე გორეცკა მოატყუოს და გაიტანოს.. ბალდეს დროუნდა აუცილებლად რაღაცნაირი თავხედი ბიჭია გაბედული და ძაანკაია.. ცენტრში არაუხო მინგესა აუცილებლად.. არვიცი შეილება ვცდები მარა პედრის დიდიხანია ვერანაირი სარგებელი მოაქვს.. როცა ბუსი და დეიონგი გყავს იქ მესამე შემტევი უნდა იყოს.. პუჩი და კოუტინიო მყავს მხედველობაში.. პედრი დეიონგი კოუტინიო(პუჩი) სცადოს იქნებ რა გამოვიდეს
    Culé [?]
    #7 15 სექტემბერი 2021 09:08
    2
    ერიკ არსიას ჯერ კიდევ მაშინ ვიწუნებდი სანამ სიტიში იყო და პირველი საუბრები წავიდა, მე პირადად ვერ ვნახე სიტიში მისი თამაში რის გამოც მისი ყიდვა ასეთი აქტუალური გახდა და რა მოელანდათ ბარსაში დღემდე ვერ ვხვდები, ალბატ მხოლოდ ის რომ უფასო იყო და გვარდიოლას სკოლას დახარბდნენ დიდი ალბათობით. დეპაის ყველაზე ნაკლებად ვადანაშაულებ. ახალგაზრდები კარგები იყვნენ. ბალდეც და გავიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ. ორივე გაამართლებს დარწმუნებული ვარ, ორივე საკმაოდ თავხედურად თამაშობდა და თან ბაიერნთან. პედრის კიდევ არ აწყენდა დასვენება და მთავარ ალბათ მაინც ბუსკეტსის ფაქტორია უკვე, დაბერდა მიუხედავად გამონათებებისა არც კაპიტანია და არც საყრდენი უკვე. აუცილებლად დე იონგი უნდა გადმოწიონ საყრდენზე და კოუტინიო მის ადგილას. რამდენად გაამართლებს ვერ გეტყვით იმიტომ რომ მისი იმედი დიდად არ მაქვს მაგრამ შემტევ ნახევრმცველად რომ ათამაშოს ჯობია ვიდრე გარემარბად. ახლა კოუტინიოს ფლეიმეიკერობის გამო ამ გუნდის გადაწყობა ვერ მოხეხდება. რაც შეეხება დაცვას სრული კატასტროფა გვაქვს. რეალურად მინგესა და არაუხო ჯობს მგონი ისევ ყველას. ამ რობერტოს კიდევ რატო ეხვეწებიან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ხვდები. და ბოლოს, მგონი დემბელე სანატრელი გაგვიხდა.
    გულშემატკივარი [?]
    #6 15 სექტემბერი 2021 08:44
    4
    არ აქვს მნიშვნელობა რა შემადგენლობა გვეყოლება, იმიტომ რომ კუმანის ხელში ბარსა ვერ გახდება ვერაფრის ჩემპიონი. არ არის ეს ის მწვრთნელი რომელსაც რამის შეცვლა შეუძლია, მითუმეტეს თამაშის მსვლელობის დროს. მესმის გუნდს მძიმე დრო აქვს, მაგრამ ვფიქრობ კუმანზე ტყუილად კარგავს დროს პრეზიდენტი, აუცილებლად გაუშვებს, უბრალოდ დროის ამბავია და დრო კიდე არ არის(დაიკარგება ქულები და წელსაც გავა 3 ან 4 ადგილზე, ლიგაზე საერთოდ არც ვსაუბრობ)
    წევრი [?]
    #5 15 სექტემბერი 2021 08:41
    2
    რა კარში დარტყმას იძახით? არ გკიდიათ კარში დარტყმა? მთავარია რო სამარცხვინოდ არ გაგვანადგურეს,მაგრამ გერმანიაში რა გველოდება მაგის წარმოდგენაც არ მინდა,იქ თავიანთი ფანების წინაშე არ გაჩერდებიან ნემცები და მერე ნახეთ ამოტენვა,ბარსაზე რა უნდა ვთქვა,ალბა პიკე მინგესა უმტიტი დესტი გარსია ორივე დეიონგი დემბელე და პედრი ბუსკეცი გასაგდებია გუნდიდან,ამ გუნდიდან დავტოვებდი მხოლოდ 5 ფეხბურთელს,შტეგენს დეპაის რობერტოს არაუხოს ფატის,ვითომ ტალანტი პედრი როა ლაწირაკი და ფეხში ძალა რო არ აქვს მაგას გავაგდებდი პირველ რიგში,მერე იმ უნიჭო დეიონგს მივაყოლებდი ცენტრში რო დგას და ვითომ კლასნი მოთამაშე როა და ცხოვრებაში საგოლე პასი რო არ გაუკეთებია გოლზე ხო ზედმეტია საუბარი და მარტო ერთმეტრიანი პასი რო იცის გვერდზე მაგ უნიჭომ,პოგბა მბაპე ჰალანდი,ამ სამიდან მხოლოდ ჰალანდი ეღირება 75 მილიონი,დანარჩენი უფასოდ,სანე,საული,გორეცკა,შკრინიარი,ტელეში, აი ეს ფეხბურთელები არიან მოსაყვანი,აქ ისეთი ფეხბურთელების სახელი და გვარები მიწერია რომლებიც ნახევარი უფასო იქნება ნახევარს კიდე თითქმის კონტრაქტი რო უმთავრდებათ და დაბალ ფასებში გამოვა
    შტეგენი
    რობერტო შკრინიანი არაუხო ტელეში
    პოგბა საული
    გრიზმანი
    მბაპე ჰალანდი სანე
    აი ეს ბარსა უნდა შეკრას ლაპორტამ რისი იმედიც არ მაქვს მაგრამ თუ ამის მსგავსი გუნდი შეკრა აი მაშინ დაიბრუნებს ბარსა შედარებით დიდებას თორე ამ უმაქნისი ღლაპებით ვერაფერს იზავს
    [?]
    #4 15 სექტემბერი 2021 08:14
    12
    ზეედმეტად ოპტიმისტური სტატიაა. ფატი ან დაბრუნდება ან ვერ. წელი გაუცდა ტიპს და თან მენინსკის გარეშე იქნება ტრავმის რეციდივის შიშით ითამაშებს და არ მაქ დიდი იმედი. აგუერო დე იონგის დაბალი ვერსიაა დღეს დღეობით. მაგის საუკეთესო წლებმა ჩაიარა. დემბელეს სერიოზულად არც შევაფასებ. 7-8 ახალი მოთამაშე გვეირდება. ძველი თაობის მენტალურად ჩმორები ისევ მესის რო ეძებენ სტადიონზე უნდა წავიდნენ ყველა უკვლებლივ
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 სექტემბერი 2021 07:34
    2
    Fexburtelebze problema ar maq mara es tertri xui ro male wava faqtia am gunds luis enriqe chirdeba exla da mere naxet pasebi da konbinireba
    ფანი [?]
    #2 15 სექტემბერი 2021 07:15
    4
    რავიცი კუმანის ხელში რა უკეთესად თამაშზეა საუბარი.ისეთ ფეხბურთს ათამაშებს სვარკის ყურება უფრო სასიამოვნოა.გუშინ მომეწონა არაუხოს და ფრენკის თამაში,შემოსვლაზე კოუ და ბალდე კარგები იყვნენ,დანარჩენები არ ვარგოდნენ.ბუსკეცი ძაან ჭკვიანია,მაგრამ ძალიან ზანტია და შენელებული.იყო დრო პრესინგიდან სასწაულად გამოდიოდა და შეტევასაც სწორ მიმართულებას აძლევდა,მაგრამ უკვე დროა ნიკოს დაუთმოს ადგილი.პედრი არაა ჯერ-ჯერობით,რაც წინა სეზონში იყო.ფრენკიმ მშვენივრად ითამაშა მაგრამ შეტევაში ისეთი შეზღუდულები ვიყავით,რომ აზრი არ ჰქონდა მის შემობრუნებებს და დრიბლინგებს.ლუკ დე იონგი კუნძია მეტი რა უნდა თქვას კაცმა.დეპაი მარტო ვერაფერს იზამდა.გარსია ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს და იქნებ უმტიტი მოსინჯოს ერთხელ,თუ არადა არაუხოს მინგესა ამოუყენოს,პიკე კიდევ დაიმტვრევა.შტეგენი კარგი იყო,მაგრამ ფორმაშიაო ვერ იტყვი.ბალდე უნდა ათამაშოს აწი და რავიცი მგონია,რომ ბენფიკასთანაც მაგრად გაგვიჭირდება და კუმანის საკითხი დადგება მალე გაუშვას თუ არა ლაპორტამ კუმანი ზამთარშივე.უთავმოყვარეო კაცია,ჩემი წყალობით გუნდს მომავალი აქვსო....
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 15 სექტემბერი 2021 06:45
    4
    არადა მესის გარეშე უკეთესად ითამაშებსო გუნდიო ჯგუფში რო არ ჩავრჩეთ მაგი ვეხვეწოთ ღმერთს