ბარსა vs ხეტაფე (ვიდეოანალიზი)

ბარსა vs ხეტაფე (ვიდეოანალიზი)

ჯერ სულ რაღაც სამი ტური ჩატრადა და ქულებს ვაგროვებთ, მაგრამ გაჭირვებით, ყველაზე საინტერესო კი მას შემდეგ დაიწყება, როცა ტრავმირებულები დაბრუნდებიან და რეალურად შევძლებთ შეფასებას რა დონის გუნდი გვყავს. 

"ხეტაფესთან" მატჩი არ ყოფილა არც მარტივი და არც სანახაობრივი, ყველაზე კარგი მომენტი გუნდური მოქმედების თვალსაზრისით პირველივე წუთებზე შეიქმნა და მას მერე მაგრად მოვიწყინეთ. მხოლოდ დეპაი ან დე იონგი თუ გამოიჩენდნენ თავს ინდივიდუალურად, სხვა მხრივ კი "ხეტაფესგანაც" ვნახეთ კარგი მომენტები, "ბარსას" შეცდომები და გოლები. 

ბილბაოსა და ხეტაფეს ტაქტიკა

საინტერესოა, "ხეტაფემდე" ბასკებს ვეთამაშეთ და გამოჩნდა, რომ კლასიკური ზონური დაცვა მოარღვიეს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მეკარე იყო ბურთით და მათი ორი ცენტრალური ნახევარმცველი "ბარსას" სამეულის პირისპირ რჩებოდა, ამიტომ, ე.წ. რომბზე ეწყობოდნენ რიცხობრივი უპირატების გასათანაბრებლად. თუმცა, როცა მცველებს ჰქონდათ ბურთი, ისევ სამი ხაზით იცავდნენ თავს, ფაქტია, რომ ამან იმუშავა და "ბილბაო" უკეთესი იყო. "ხეტაფეს" რაც შეეხება, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, პრიმიტიულად დაგვიდგნენ, ლანგლეს ბურთის ამოტანა არ უჭირდა, რეალურად, ჩვენი პირველი გოლიც ლანგლემ დაიწყო, დერეფანში ზუსტი პასი გააძვრინა და მერე ალბამაც ჩაირბინა.

ხეტაფეს გოლი

ტაქტკურად საწყის ეტაპზე ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ინდივიდუალუი შეცდომა დავუშვით, სამი-სამზე ასეთი შეცდომები არ უნდა დაგვეშვა, ჯერ გრიზმანი შეცდა და ბავშვივით მოტყუვდა, მერე ბუკეტსმა ბურთი ვერ ჩაჭრა და პოზიცია დაკარგა, ბოლოს კი არაუხო საერთოდ გამოეთიშა მომენტს და ლანგლე ვერ დააზღვია. აღსანიშნავია ის, რომ მარჯვენა მცველი ემერსონი უფრო ახლოს იყო ლანგლეს დაზღვევასთან, ვიდრე ცენტრალური მცველი არაუხო. ერთი სიტყვით, ურუგვაელს მაგრად ჩამოეძინა.

კონტრშეტევის მასტერკლასი

ცოტა მეწყინა, რომ ეს შეტევა "ხეტაფემ" განახორციელა და არა ჩვენ. ბურთი სწრაფად ისე ამოიტანეს, როგორც "ბარსას" ამოჰქონდა ერთ დროს, დეპაიმ ბურთი დაკარგა და მერე პრესინგის დროსაც დააგვიანა, მეტოქეს მოკლე პასის გაკეთების საშუალება მისცა, პრესინგი ჩავარდა მეორე ეტაპზეც, ჯერ ერთი მჭიდროდ თამაში ვერ მოასწრეს, მერე კი ძალიან დიდი დერეფანი დატოვეს, დასკვნით ეტაპზე ცოტა კომიკური მომენტიც მივიღეთ, ერთმა მეტოქემ, "ბარსელონელებით" გარშემორტყმულმა ბურთი მიიღო და მშვიდად დაარტყა. კარგია, რომ ვერ შეაგდო.

ბარსას გოლები

მეორე გოლის დროს როგორც იქნა მეტოქეც შეცდა, თანაც როგორ! თითქოს "ხეტაფეს" ორივე საყრდენი გაგიჟდა, ორივემ ერთდროულად ზონა ისე დატოვა, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბურთზე ითამაშებდნენ. სიგიჟეა, ეს არ არის ნორმალური, პროფესიონალები ასე არ თამაშობენ. აღსანიშნავია არაუხოს აქტიური თამაში დაცვაში და ბუსკეტსის ძალიან მაგარი პასი, რომლემაც დე იონგი ზუსტად იმ გამოთავისუფლებულ ზონაში მარტო დატოვა, უსწრაფესად მიიღო გადაწყვეტილება და პასიც ზუსტი გამოუვიდა. 

შემდეგ ყველაფერი მარტივად მოხდა, დე იონგისა და დეპაის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. 

პირველ გოლს რაც შეეხება, უკვე აღვნიშნე, რომ ყველაფერი ლანგლეს სწორი გადაწყვეტილებით დაიწყო. დიდად არ მიყვარს, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ დავუკარგო, თან ზონებს შორის პასი ამ შეხვედრაში რამდენჯერმე შეასრულა, რაც დასაფასებელია. აქვე სერჟი რობერტოზეც კარგი იქნება აქცენტის გაკეთება, ძალიან კარგად იგრძნო მომენტი, სადღაც მოედნის ცენტრში, დაიძრა კარისკენ და გოლიც შეაგდო.

მომდევნო მატჩში, ზუსტად ვიცით, რომ განსხვავებული შემადგენლობა გვეყოლება, რადგან ემერსონმა და გრიზმანმა კლუბი უკვე დატოვეს, შესაბამისად, რაღაც ახალს აუცილებლად ვიხილავთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 სექტემბერი 2021 20:32
    0
    ციტატა: azulgerana
    კაი ანალიზია იმისა რომ ლენგლემ უკვე ისწავლა ბარსას სტილი.

    ანუ გაამართლა?
    მწერალი [?]
    #3 5 სექტემბერი 2021 16:32
    0
    azulgerana,
    ერთი მატჩია, ხუთი მატჩი თუ გადააბა ასე მერე გავაკეთოთ ეგ დასკვნა : )
    Culé [?]
    #2 5 სექტემბერი 2021 03:00
    0
    კაი ანალიზია იმისა რომ ლენგლემ უკვე ისწავლა ბარსას სტილი.
    --------------------
    ARTHUGS
    სტაჟიორი [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 22:53
    4
    ეს ანსლიზი თვალნათლივ გვიჩვენებს გუნდის ტაკტიკურ და ტექნიკურ შეცდომებს, რომლებსაც ხდება ნებისმიერი გუნდის ცხოვრებაში.
    დიახ, საჭიროა შეცდომების გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება მათ აღმისაფხვრელად, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, ეს შეცდომები სისტემატიურად მეორდება ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. თითქმის ერთი და იგივე ხდება რა ვალვერდეს და სეტიენის, რა კუმანის ხელში. ასე ხდებოდა მესის დროს, და ასევე ხდება მის გარეშეც.
    ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ვიძახით, რომ ჩვენ დავინახეთ, გავაანალიზებთ და ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე, მაგრამ ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ვაანალიზებთ და ვგეგმავთ, მაგრამ საწუხაროდ იგივე შეცდომები მეორდება სისტემატიურად.
    ისმება კითხვა, რატომ ხდება ასე? მწვრთნელებს აკლია კვალიფიკაცია თუ მოთამაშეებს აკლიათ ტვინი და ვერ იგებენ რა უნდა გააკეთონ? მე თუ მკითხავთ, ერთიც და მეორეც. სამწვრთნელო შტაბს არ გააჩნია იმპროვიზაციის უნარი, იმიტომ, რომ არ გააჩნია დღევანდელი ფეხბურთისათვის საკმარისი ცოდნა. ერთი და იგივეს ატრიალებენ სხვადასხვა ინტერპრეტაციაში, მაგრამ არაფერი არ გამოდის. საბოლოო შედეგი ერთი და იგივეა - უარყოფითი, ოღონდ სხვა და სხვა ინტერპრეტაციაში.
    ფეხბურთელები კი გათამამებული ხეპრეები არიან, რომლებიც მხოლოდ თავიანთ ხელფასებზე ფიქრობენ და დიდად არ წუხდებიან შეცდომების გამოსწორებაზე. იციან, რომ მათთვის დადგა ყველაზე ხელსაყრელი მომენტი, თუმცა კლუბისთვის უმძიმესი პერიოდია. იციან, რომ გუნდიდან წასვლა არ ემუქრებათ. კლუბი მათ ვერ ყიდის იმიტომ, რომ ხეპრეები არიან და არავის არ სჭირდებიან და კლუბი მათთან კონტრაქტს ვერ არღვევს იმიტომ, რომ კანონი მათ მხარეზეა.
    ისმება კითხვა, გიჟია უმტიტი გუნდიდან წავიდეს, როცა თამაში და გარჯა არ არის საჭირო და ამხელა ხელფასს იღებს?
    გიჟია ბრეითვაიტი რომ გადავიდეს იმ კლუბში სადაც ბევრი შრომა დასჭირდება? ისედაც დიდი ფულის და ქონების პატრონია და აქაც დიდი ხელფასი აქვს, თანაც ბარსას მოთამაშე ჰქვია. პასუხისმგებლობაც არანაირი. 100 რეალურ მომენტს გააფუჭებს და ვიძახით - ბრეიტვეიტია და რა უნდა მოვთხოვოთ მეტი. დამთავრდა.....
    გიჟია კოუტინიო გამოჯამრთელებაზე იფიქროს? მაგისი კარიერა წინ აღარ წაიწევს და ამხელა ხელფასს ვინ მისცემს კიდევ.
    და ასე შემდეგ........ და ასე შემდეგ
    დირექტორთა საბჭოს განვლილი მატჩების ხარისხი არ მოეწონაო..... მერე? რა მერე, აგერ დავინახავთ შემდეგ მატჩებში. მე ვფიქრობ, რომ დიდი არაფერი შეიცვლება.
    არც ბატონი კუმანია გიჟი, ძალიან კარგად იცის, ბარსას რომ მისი კომპენსაციის 7 მილიონი ჰქონოდა, ეხლა მწვრთნელი არ იქნებოდა და ისიც კარგად იცის, რომ არც ერთმა ბარსელონას დიდმა მოსიყვარულე მწვრთნელმა, ჩავის თამადობით, სურვილი არ გამოთქვა გაძღოლოდა გუნდს მძიმე პერიოდში. ვის უნდა პრობლემა საკუთარ თავზე? ამიტომ ყველა გაქრა და დაიმალა. სხვა გამოსავალი არ იყო, დარჩა კუმანი. კი ბატონო ბარსელონელია, მაგრამ მეტი არ იცის და შეეკითხე თუ გინდა.
    რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის - დრო. ეხლა ვეღარ შევცვლით ვერაფერს. უნდა გაუძლოთ 2-3 წელი, რომ ამ ხეპრეებს კონტრაკტის ვადა ამოეწუროს და გასრიალდნენ გუნდიდან და ამავე დროს საჭიროა ეს დრო მაქსიმალურად გამოყენებული იქნეს ახალგაზრდების შესათამაშებლად და გამოცდილების მისაღებად. ყველამ ვიცით, რომ საჭიროა ახალგაზრდებისაგან ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე მუშაობა. ახალი ტაქტიკის და მიმართულების ჩამოყალიბება. ეს კარგად იცის ლაპორტამაც და არ შეიძლება ითქვას, რომ არ მუშაობს ამ მიმართულებით. იმადი მაქვს, რომ გუნდის სიდიადე მალე აღსდგება, მაგრამ მანამდე მოთბინება გვმართებს. უნდა გაუძლოთ შეცდომებსაც, მწარე დამარცხებებსაც და დიდი რაოდენობით უძვირეს ხეპრეებსაც.