სეზონის პროგნოზები

სეზონის პროგნოზები

სეზონი უკვე დაიწყო და ტრადიციული პროგნოზების დრო მოვიდა, წინა სეზონის პროგნოზების შედეგად უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან საინტერესო გამოდგა მოლოდინის გაცხადება და შემდეგ მოვლენებზე თვალის მიდევნება, რადგან სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება სურათი და რაღაც მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ყოველთვის ხდება.

ტრადიციისამებრ, სეზონის ბოლოს მკითხველთა კომენტარებიც გამოქვეყნდება და თავადვე ნახავთ რა გამოიცანით და რა ვერა, რასთან მიმართებაში გქონდათ სწორი დამოკიდებულება და რა გამოდგა არარეალური. ამჟამად კი პროგნოზები გაცილებით რთული გასაკეთებელი იქნება, რადგან კლუბში ლიონელ მესი აღარ არის, შესაბამისად, საუკეთესო მეგოლისა და მეპასის გამოცნობა არ იქნება მარტივი საქმე, აღარაფერს ვამბობ საუკეთესო ფეხბურთელზე.

დავიწყოთ!

ვინ მოიგებს ლა ლიგას?

წინა სეზონი „ატლეტიკომ“ ტრიუმფით დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ არც სტაბილური ყოფილა და არც კარგი ფეხბურთი უთამაშიათ, უბრალოდ „ბარსაც“ და „რეალიც“ მათზე უარესი აღმოჩნდა, ხოლო სუარესის ტრანსფერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. არ ვთვლი, რომ „ატლეტიკო“ გაძლიერდა, თუმცა, არც დასუსტებულის ეტყობა რამე. ჩემპიონობისთვის, რა თქმა უნდა, ისევ იბრძოლებს. „ბარსას“ გარდა შანსს მივცემდი „სევილიას“, რომელიც პროგრესირებადი გუნდია და ამ პირობებში ჩემპიონობის შანსი ნამდვილად ექნება, ასე გადაჭრით გამოცხადება ძალიან რთულია, „რეალი“ ყველაზე მეტად ანჩელოტით გაძლიერდა, რომელსაც ბეილის ათამაშება შეუძლია და აზარიც დაუბრუნდება ფორმას, მაგრამ რამოსისა და ვარანის გარეშე, ვერ წარმომიდგენია „რეალი“ ჩემპიონი გახდეს. „ბარსას“ კი მესის არყოფნა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში დაეტყობა - ეს გარდაუვალია. ასე რომ, ყველაფერი ერთ ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული, თუ „რეალი“ დიდ ტრანსფერს გააკეთებს, (საუბარია მბაპეზე, ან კრიშტიანუს დაბრუნებაზე) მაშინ თეთრებს მივცემ მცირე უპირატესობას, თუ დიდი ტრანსფერი ვერ გააკეთეს, სიმეონეს პრაგმატიზმზე დავდებ ფსონს. „ბარსა“ კი მგონია, რომ წინა სეზონის მსგავსად გაიბრძოლებს და საბოლოოდ მეორე, ან მესამე ადგილს დასჯერდება.

რამდენი ტიტულით დაასრულებს „ბარსა“ სეზონს?

ლა ლიგაზე უკვე ვისაუბრე. ჩემპიონთა ლიგა გამორიცხულია, ლიგას შემდგარი პროექტებით იგებენ, „ბარსამ“ ჯერ ახლა დაიწყო ახალი გუნდის შენება, მგონია, რომ ისევ ერთ ტიტულს მოვიგებთ, ოღონდ არა კოპა დელ რეის, ამჯერად, იქნებ სუპერ თასი გახდეს ჩვენი, ახალი ფორმატის შემდეგ არ მოგვიგია. როგორც წესი, ზამთარში ტარდება და მგონია, რომ კუმანი წინა წლის შეცდომას გამოასწორებს. კოპა დელ რეის რაც შეეხება, მაინც ხანგრძლივი საპლეიოფო ტურნირია, სადაც დასკვნით ეტაპზე მესი ძალიან დიდი როლს თამაშობდა, არ ვფიქრობ, რომ ყველა ეტაპის გავლას შევძლებთ.

საუკეთესო ტრანსფერი

ჯერჯერობით დიდი არჩევანი არ გვაქვს, ან ვინ უნდა გადმოვიდეს კიდევ ისეთი, რომ აზრი შეგვაცვლევინოს? გამომდინარე იქიდან როგორ დაიწყო აგუერომ სეზონი, მთავარი კონკურენტები ერიკ გარსია და მემფის დეპაი იქნებიან, ემერსონის დიდი პატივისცემის მიუხედავად.

კუმანი გარსიას ენდობა, მაგრამ ყველა თამაშში ძირითადში არა მგონია იყოს, დეპაი კი არა მხოლოდ ძირითადის, არამედ გუნდის ლიდერობის ერთ-ერთი კანდიდატია, ამიტომ, ორიგინალური არ ვიქნები და ფსონს დეპაიზე გავაკეთებ. აი, ასეთი დიდი იმედით ვუყურებ ჰოლანდიელს და ვნახოთ რა და როგორ იქნება.

სეზონის იმედგაცრუება

აი აქ კი კანდიდატიც ბევრი გვყავს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ იმედის გაცრუება მხოლოდ იმას შეეძლება, ვისი იმედიც გაქვს. მე პირადად დემბელე იმედს ვერასდროს გამიცრუებს, რადგან საერთოდ არ მეიმედება ამ ფეხბურთელის, წინა სეზონიდან გამომდინარე იგივეს ვიტყვი ლანგლეზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთმა ფრანგმა, ანტუან გრიზმანმა თამაშს მოუმატა, ამიტომ, რაღაც ნაპერწკალივით იმედი კიდევ გამიჩნდა, რომ მაგარ სეზონს ჩაატარებს და თან ისევ მგონია, რომ არც მესის წასვლის მერე გაიხსნება და ისევ ჩაფლავდება.

რეალურად, ორი მთავარი კანდიდატი მყავს, გრიზმანი და აგუერო. ვიცი, რომ რომელიმესგან იმედგაცრუებული დავრჩები და ფსონს მაინც აგუეროზე დავდებ, რადგან ფიზიკურ ტრავმასთან ერთად, ფსიქოლოგიური დარტყმაც მიიღო, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრავმის მერე ფორმაში შესვლა ძალიან უჭირს. ამიტომ, აგუერო.

საუკეთესოები

უჰ, ბოლოს როდის ესვა ამ ყველაფერს კითხვის ნიშანი? წინასწარ იცოდი, რომ ყველგან და ყველაფერში მესი იქნებოდა მოწინავე, ახლა კი თავის მტვრევა მოგვიწევს. მოდი მეპასით დავიწყოთ, გვყავს გუნდში კლასიკური ათიანი, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ყველაზე მეტი საგოლე პასი დააგროვოს, ეგ კი არა, კოუტინიო მოიპოვებს თუ არა ძირითადში ადგილს ეგეც საკითხავია, თუ მოიპოვებს, გარემარბის პოზიციაზე უფრო დიდი შანსი ექნება, ვიდრე ნახევარდაცვის ცენტრში, თუმცა, პედრის რეჟიმის გადამკიდე არაფერია გამორიცხული.

წესით, უნდა დაიტვირთნონ გრიზმანი და დეპაი, უფრო გამჭოლი გადაცემებით, ერთმანეთსაც უნდა გაატანინონ გოლები, კანდიდატთა შორის არის ჟორდი ალბაც, მაგრამ მესის გარეშე ძალიან გაუჭირდება, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი კი ფრენკი დე იონგია, რომელმაც უკვე მიითვალა ერთი საგოლე გადაცემა. მაინც, ჰოლანდიელებზე გავაკეთებ აქცენტს, ან დეპაი, ან დე იონგი, უფრო დე იონგისკენ ვიხრები, შესაძლოა მისი პოზიციიდან გამომდინარე ვამეტებ, მაგრამ ასე მგონია.

გოლებს რაც შეეხება, ესეც ურთულესი ამბავია, გრიზმანი სეზონიდან სეზონამდე უმატებს გატანას, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ფატი წარმოდგენა არ მაქვს როგორ ფორმაში დაბრუნდება, აგუეროს კი დანარჩენებთან შედარებით მცირე დრო ექნება, ისე მოხდა, რომ აქაც დეპაისთან მივედი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მინდა ბოლომდე გაამართლოს, წესით, სადებიუტო სეზონში ბევრი ვერ უნდა შეაგდოს, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი, მიჩუქნია ამ ბიჭისთვის ბომბარდირობა!

საუკეთესო ფეხბურთელს რაც შეეხება, აქაც ჰოლანდიელებს ვუტრიალებ და ძალიან არ მინდა, რომ საქმეში ტერ შტეგენიც გავრიო, თუ საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გახდა, ესე იგი, საშინელი სეზონი გვექნება. ამას მიჯობს, ისევ დეპაიზე გავრისკო. იყოს საუკეთესო ბომბარდირიც და ფეხბურთელიც. 

საუკეთესო ვეტერანი

წინა სეზონში ამ კითხვაზეც მესიმ მოხსნა პასუხი, უბრალოდ ხანდახან მავიწყდებოდა, რომ ისიც ვეტერანია. მის გარდა, ბუსკეტსმა და ალბამ აშკარად აჯობეს პიკეს, ახლა კი მგონია, რომ პიკეს დრო მოვიდა, თან ისიც მგონია, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ამიტომ, ბოლომდე დაიხარჯება და მისგან კარგ სეზონს ველოდები. 

საუკეთესო ახალგაზრდა

ახალგაზრდები და დებიუტანტები კიდევ შემოგვემატნენ, მაგრამ მთავარი კონკურენტები ფატი და პედრი იქნებიან, მე ფატიზე გავაკეთებ ფსონს, უფრო ემოციურად, ვიდრე რაციონალურად, მირჩევნია ეჭვი არ შევიტანო და მთელი გულით დავუჭირო მხარი მის მაღალ დონეზე დაბრუნებას. 

სავარაუდო რიცხვებზე გადავიდეთ, ოღონდ, ყველა ტურნირზე გატანილი გოლები დავითვალოთ.

გრიზმანმა ბოლო სეზონში 20 გოლი შეაგდო. ბოლოს წინაში 15, სხვათა შორის, „ატლეტიკოში“ ჩატარებულ ბოლო სეზონში 21 გოლი შეაგდო, ანუ, სანამ გადმოვიოდად უკვე მაგრად ჰქონდა მოკლებული. ეს არის გრიზმანის ბოლო სამი წლის სტანდარტი და არა მგონია სურათი შეიცვალოს, მაგრამ ერთს მაინც წავუმატებ და იყოს - 22!

დეპაი დიდი ბომბარდირული თვისებებით არასდროს გამოირჩეოდა, ეს მე ავკიდე ამხელა ტვირთი, თორემ გამტანი ფორვარდი ნამდვილად არ არის, საერთო ჯამში, 25 გოლს ავკიდებ კისერზე! ყველა ტურნირზე, რა თქმა უნდა. ლა ლიგაში თუ 17 გოლი შეაგდო, გადასარევი შედეგი იქნება.

კუნ აგუერო გოლების მანქანაა და თუ ვინმესგან უნდა ელოდო გოლს, სწორედ ეს კაცია, მაგრამ უკვე ვისაუბრე რა და როგორ დაემართა, ამიტომ სადღაც 12-დან 15 გოლზე გავყინავ.

ანსუ ფატი კი გამოცანაა, მთელი სეზონი გაუცდა, ძალიან მძიმე ტრავმა ჰქონდა, რომელიც ბიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, საკითხავია რამდენად დაკარგავს სისწრაფეს და ბურთის გრძნობას, სანამ თამაშში არ ვნახავთ, ვარაუდიც კი ძალიან რთულია. ვიმედოვნებ, რომ მაღალ დონეზე დაბრუნდება და 10 გოლზე მეტს შეაგდებს.

სხვა ფეხბურთელებს ბომბარდირობაზე არ განვიხილავ, თქვენი არ ვიცი..

შედეგი ასეთი გამოვიდა:

ლა ლიგას მოიგებს - მადრიდული კლუბი

რამდენ ტიტულს მოიგებს „ბარსა“? - ერთს (სუპერ თასი)

საუკეთესო ტრანსფერი - დეპაი

სეზონის იმედგაცრუება - გრიზმანი, ან აგუერო (უფრო აგუერო)

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - დეპაი

საუკეთესო ბომბარდირი - დეპაი

საუკეთესო მეპასე - დე იონგი

საუკეთესო ვეტერანი - პიკე

საუკეთესო ახალგაზრდა - ფატი


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #28 20 აგვისტო 2021 11:37
    1
    ლალიგას : ბარსა
    ტიტული : 3
    საუკეთესო ტრანსფერი: დეპაი
    იმედგაცრუება : აგუერო და პედრი
    საუკეთესო ფეხბურთელი: დეიონგი
    საუკეთესო ბომბარდირი: დეპაი
    საუკეთესო მეპასე: გრიზმანი
    საუკეთესო ვეტერანი: ბუსი
    საუკეთესო ახალგაზრდა : არაუხო ან გარსია
    გულშემატკივარი [?]
    #27 18 აგვისტო 2021 22:01
    1
    ლა ლიგას მოიგებს - ბარსელონა

    რამდენ ტიტულს მოიგებს „ბარსა“? -ვერც ერთს

    საუკეთესო ტრანსფერი - დეპაი

    სეზონის იმედგაცრუება - ლაპორტა

    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ფატი

    საუკეთესო ბომბარდირი - დეპაი

    საუკეთესო მეპასე - დე იონგი

    საუკეთესო ვეტერანი - ბუსკეცი

    საუკეთესო ახალგაზრდა - ფატი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #26 18 აგვისტო 2021 21:18
    1
    ვფიქრობ აგუერო არ გახდება იმედგაცრუება. მინიმუმ 20 გოლს ველოდები მისგან ამ სეზონში. იმედია კუმანი ათამაშებს ხშირად
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    ფანი [?]
    #25 18 აგვისტო 2021 17:02
    0
    ლა ლიგას მოიგებს - ბარსელონა.

    ტიტული - 2.

    საუკეთესო ტრანსფერი - დეპაი.

    საუკეთესო მეპასე - გრიზმანი.

    იმედგაცრუება - დემბელე.

    საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი.

    საუკეთესო ბომბარდირი - დეპაი.

    საუკეთესო ვეტერანი - ალბა.

    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 18 აგვისტო 2021 16:22
    0
    ციტატა: Norman Bates
    ციტატა: Bakero
    რეალს მეტი შანსი აქვს ლა ლიგის მოგების ! რატომ ? პასუხი : ანჩელოტი

    რამდენი შიდა ჩემპიონატი აქვს ანჩელოტის კარიერაში მოგებული?

    კარლო ანჩელოტის მწვრთნელის რანგში შიდა ჩემპიონატებში მოგებული აქვს : მილანთან 2003/2004 (ამასთანავე მილანთან ერთად მოგებული აქვს : იტალიის თასი 2002/2003 იტალიის სუპერთასი 2004 ჩემპიონთა ლიგა 2002/2003 , 2006/2007 ევროპის სუპერთასი 2003 , 2007 .....ჩელსისთან ერთად : ინგლისის ჩემპიონი 2009/2010 ინგლისის თასი 2009/2010 ინგლისის სუპერთასი 2009 ....პსჟ-თან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი 2012/2013 .....ბავარიასთან ერთად ბუნდესლიგა 2016/2017 ....მადრიდის რეალთან ერთად : ჩემპიონთა ლიგა 2013/2014 , კოპა დელ რეი 2013/2014 , ევროპის სუპერთასი 2014, საკლუბო (კლუბებს შორი) მსოფლიო ჩემპიონი 2014 ....ევროპის 5 წამყვანი ქვეყნის (ინგლისი, ესპანეთი , გერმანია. იტალია ,საფრანგეთი) ჩემპიონატიდან მოგებული აქვს 4 ესპანეთი არა აქვს მოგებული მაგრამ რეალთან ერთად ჩემპიიონთა ლიგა აქვს მოგებული 2013/2014 ....ხისთავას რა აქვს მოგებული მწვრთნელის რანგში დავწერო ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 18 აგვისტო 2021 12:29
    0
    Futbol Club Barcelona,
    ვაი...დღესდღეობით საუკეთესო მცველია ბარსას შემადგენლობაში.მიკროტალღურ ღუმელში უყურებ ფეხბურთს?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #22 18 აგვისტო 2021 03:10
    0
    ციტატა: Bakero
    რეალს მეტი შანსი აქვს ლა ლიგის მოგების ! რატომ ? პასუხი : ანჩელოტი

    რამდენი შიდა ჩემპიონატი აქვს ანჩელოტის კარიერაში მოგებული?
    მწერალი [?]
    #21 18 აგვისტო 2021 01:56
    0
    gio-rakitich,
    ლიგა ბევრი რამის გამოა გამორიცხული.
    ლა ლიგას არ გამოვრიცხავ, უბრალოდ ჩემპიონობაზე თავს არ ვდებ.
    Culé [?]
    #20 18 აგვისტო 2021 01:43
    3
    ლიგა რატოა გამორიცხული ესეთი პესიმიზმი არ შეიძლება,ამხელა ისტორიის მქონე გუნდისთვის ლიგის მოგება რატოა გამორიცხული იქნება როგორ ათამაშდეს გუნდი,გასაგებია რომ ფანტაზიის სფეროა მარა ესე ჩამოწერაც არ შეიძლება.
    არ ვადარებ ჩელსის მოგებული ლიგა სხვა ფენომენია საერთოდ სხვა ფეხბურთი ითამაშეს თუმცა სეზონის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა რო ლიგას დადებდა მაგრამ დადეს.
    ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
    აბა რატომ უყურებ მაშინ თამაშს თუ არანაირი იმედი არ გაქვს? უყურებ და გულშემატკივრობ რომ მოიგოს შენმა გუნდმა და ამდროს იცი რომ არანაირი შანსი არ აქვს მოგების?
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    Culé [?]
    #19 18 აგვისტო 2021 01:36
    0
    ვერ გავრისკავ ვერაფრის თქმას 😂💙❤️ დასაცინი არ გავხდე ბოლოს 😄💙❤️
    Culé [?]
    #18 18 აგვისტო 2021 01:28
    0
    ლალიგა-მემგონი მოვიგებთ😂
    სეზონის საუკეთესო-დეიონგი❤️
    ბომბარდირი-დეპაი
    ასისტენტი-დეიონგი
    იმედგაცრუება-ემერსონი(აქ იმედია ვცდები).პ.ს აგუეროს იმედი ისედაც არ მაქვს.
    საუკეთესო ახალგაზრდა- დემირი ან ფატი😘😂
    საუკეთესო ვეტერანი-იასნად პიკე❤️💪
    ტიტულები-სულ ორი, სუპერთასი და ლალიგა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #17 18 აგვისტო 2021 00:48
    0
    ლა ლიგა - ბარსელონა
    ტიტულები - 2:ლა ლიგა და კოპა დელ რეი
    საუკეთესო ტრანსფერი - დეპაი
    იმედგაცრუება - აგუერო
    საუკეთესო ფეხბურთელი - დეპაი
    საუკეთესო ბომბარდირი - დეპაი
    საუკეთესო მეპასე - დე იონგი
    საუკეთესო ვეტერანი - პიკე
    საუკეთესო ახალგაზრდა - პედრი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 17 აგვისტო 2021 23:36
    0
    ლა ლიგა-ატლეტიკო.
    ტიტულები- 2.
    საუკეთესო ტრანსფერი-დეპაი.
    იმედგაცრუება-აგუერო.
    საუკეთესო ფეხბურთელი-დე იონგი(დროა უკვე)
    საუკეთესო ბომბარდირი-დეპაი.
    საუკეთესო მეპასე-დე იონგი.
    საუკეთესო ვეტერანი-პიკე.
    საუკეთესო ახალგაზრდა-პედრი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 17 აგვისტო 2021 23:35
    1
    რეალს მეტი შანსი აქვს ლა ლიგის მოგების ! რატომ ? პასუხი : ანჩელოტი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 17 აგვისტო 2021 23:27
    0
    მაგარი პროგნოზებია ძმაო
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #13 17 აგვისტო 2021 22:06
    0
    რთულია პროგნოზი, არ ვიცით ფატი როგორი დაბრუნდება და პედრი შეძლებს თუ არა საერთოდ ფეხზე დგომას, არამცთუ სირბილს!
    ლა ლიგა - ატლეტიკო
    ტიტულები - ალბათ ისევ ესპ. თასი
    საუკეთესო ტრანსფერი - დეპაი
    იმედგაცრუება - უმტიტი
    საუკეთესო ფეხბურთელი - დე იონგი
    საუკეთესო ბომბარდირი - აგუერო
    საუკეთესო მეპასე - დე იონგი
    საუკეთესო ვეტერანი - პიკე
    საუკეთესო ახალგაზრდა - არაუხო
    უჩლ - 1/4 ფინალი
    ფანი [?]
    #12 17 აგვისტო 2021 21:36
    0
    ლა ლიგა - რეალი
    ტიტულები - 2
    საუკეთესო ტრანსფერი - დეპაი
    იმედგაცრუება - აგუერო
    საუკეთესო ფეხბურთელი - დეპაი
    საუკეთესო ბომბარდირი - დეპაი
    საუკეთესო მეპასე - დე იონგი
    საუკეთესო ვეტერანი - პიკე
    საუკეთესო ახალგაზრდა - არაუხო
    უჩლ - ისევ მერვედფინალი
    ფანი [?]
    #11 17 აგვისტო 2021 21:25
    0
    ლა ლიგა - ატლეტიკო
    ტიტული-1
    საუკეთესო ტრანსფერი- დეპაი
    იმედგაცრუება- აგუერო
    საუკეთესო ფეხბურთელი- დეპაი
    ბომბარდირი-ბრეითვეიტი
    მეპასე-გრიზმანი
    ვეტერანი-ბუსკეტსი
    ახალგაზრდა-პედრი
    ფანი [?]
    #10 17 აგვისტო 2021 21:20
    1
    მესის გარეშე გუნდი უკეთეს სეზონს ჩაატარებს, ვიდრე რომ დარჩენილიყო. მესის მოწყენილი და მოჟამული სახე გადამწყვეტ მატჩებში სხვებზეც გადამდები იყო. ეხლა იძულებულნი იქნებიან ერთი ადგილი აწიონ და მოედნის ყოველი მეტრისთვის იბრძოლონ
    გულშემატკივარი [?]
    #9 17 აგვისტო 2021 21:08
    2
    ფეოლა ძაან პესიმუსტყრადაა განწყობილი და ჩემი აზრით ლა ლიგის მოგება თავისუფლად შეუძლია გუნდს და რეალს საერთოდ არც განვიხილავ კონკურენტად ერთადერთი ანჩელოტის ფაქტორს თუ არ ჩავთვლით და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში მაინც გავალთ