მესის 17 საუკეთესო გოლი - სეზონების მიხედვით

მესის 17 საუკეთესო გოლი - სეზონების მიხედვით

ნელ-ნელა ნულამდე დავა ნიუსები მესის შესახებ, მაგრამ დრო და დრო რაღაცებს გავიხსენებთ ხოლმე, ამჯერად თითოეული სეზონის საუკეთესო გოლი იყოს. ლეომ 17 წელი გაატარა მთავარ გუნდში, შევეცადე თითოეული სეზონის საუკეთესო გოლი ამომერჩია, რაც მეტად რთული საქმე გამოდგა, გასაგებ მიზეზთა გამო, მაგალითად, "ბაიერნთან" გატანილი გოლის ამოღება მომიწია, (რომელიც ლეოს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა), რადგან "ბილბაოსთან" გატანილი სოლო გოლი ვამჯობინე. "რეალთან" ბოლო წუთზე გამთანაბრებელი გოლის ამოღება მომიწია, რადგან "ხეტაფესთან" გატანილს ვერ შეედრება და ა.შ. 

საკამათოა, რადგან სუბიექტურია, მაგრამ რაც არის ეს არის. ზოგი ფეხბურთელი რაღაც მსგავსის გაკეთებას ერთხელაც ვერ ახერხებს კარიერაში, ლეომ თითოეულ სეზონში რამდენიმე შედევრი შემოგვთავაზა და საბოლოო ჯამში, რაღაც ამდაგვარი მივიღეთ: 

1. 2004/05 წლების სეზონი VS "ალბასეტე" 

ყველაზე მარტივი ამოსარჩევი გოლი გამოდგა, რადგან ამის მეტი არ გაუტანია. ამ სეზონში სულ ცხრა შეხვედრა ჩაატარა, ძირითადი შემადგენლობის წევრი არ ყოფილა, მაგრამ ისე მოხდა, რომ "ბარსას" უტიტულო დიდი პაუზის დასასრული და მესის მთავარ გუნდში გადაყვანა ერთმანეთს დაემთხვა. 

 

2. 2005/06 წლების სეზონი VS "მალიორკა" 

25 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი შაგდო და ამ რვიდან მალიორკაზე გატანილი გამოვარჩიე, საერთო ჯამში ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა, რონალდინიოს ზღაპრული პასის შემდეგ, მესიმაც ლამაზად დაარტყა და მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ასეთი დარტყმა მის სავიზიტო ბარათად იქცეოდა. 

3. 2006/07 წლების სეზონი VS "ხეტაფე" 

რთული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ "კამპ ნოუზე" "რეალთან" საი გოლი შეაგდო და ბოლო ძალიან მაგარი გოლით კაცნაკლულ "ბარსას" თამაში გადაურჩინა, "ხეტაფესთან" გატანილ გოლს ვერაფერი შეედრება, ეს მესის საუკეთესო გოლია კარიერაში, ამიტომ, დიდი თავის მტვრევა არ ყოფილა საჭირო. 

 

4. 2007/08 წლების სეზონი VS "სარაგოსა" 

მძიმე სეზონი გამოდგა, მესის ტრავმები ჰქონდა, "ბარსა" ცუდად თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე კარგი გოლი შეაგდო, მათ შორის "სარაგოსასთან" გატანილს გამოვარჩევდი, ესეც მესის ჩვეულ სტილად ჩამოყალიბდა, რაღაცით "ლიონთან" გატანილსაც წააგავს. 

 

5. 2008/09 წლების სეზონი VS "მანჩესტერი" 

გვარდიოლას მოსვლის მერე საუკეთესო გოლის ამორჩევა ძალიან რთულდება, რადგან ბევრი გოლი გადის და ყველა ერთმანეთზე უკეთესი, მაგრამ ფინალში გატანილს ვერაფერი გადაწონის, ჩავიმ ისეთი პასი გააკეთა, რომელიც მიუწვდომელი აღმოჩნდა ფერდინანდისთვის და მისაწვდომი მესისთვის, პატარა ლეო კი აფრინდა! 

 

6. 2009/10 წლების სეზონი VS "სარაგოსა" 

ძალიან მაგარი გოლები შეაგდო, მაგრამ ეს სოლო გოლი ჩემთვის საუკეთესოა, კოორდინაციის, ტექნიკის და აზროვნების ნიმუშია! თანაც, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო "ბარსელონურ" კარიერაში. 

  

7. 2010/11 წლების სეზონი VS "რეალი" 

ფინალში უმაგრესი გოლი გაიტანა "მანჩესტერთან", თითქოს კონკურენტი არც უნდა ჰყოლოდა, მაგრამ "ბერნაბეუზე" გატანილი ვარჩიე, სადაც ბუსკეტსმა კარიერაში საუკეთესო პასი გააკეთა და ლეომ მიყარ-მოყარა მადრიდელები. მატჩის ბედი რეალურად აქ გადაწყდა, ყველამ იცოდა, რომ მესის გამჩერებელი არავინ იყო. 

  

8. 2011/12 წლების სეზონი VS "ატლეტიკო" 

გახსოვთ ეს თამაში? მე კარგად მახსოვს, არ იყო "ბარსას" დღე, ხდება ხოლმე ასე, გადიხარ მოედანზე და არაფერი გამოგდის, სიმეონემ ჩარაზა გუნდი და დიდი სანახაობაც ვერ ვიხილეთ, მაგრამ, როცა მესი გყავს, ყოველთვის შეიძლება რაღაც წარმოუდგენელი მოხდეს, ხოდა, მოხდა. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=Ui1DdvyAH6A]  

9. 2012/13 წლების სეზონი VS "ბილბაო" 

სეზონის ბოლოს ტრავმა რომ არ მიეღო, ზედიზედ მეორედ, ლა ლიგაში 50 გოლიან ნიშნულს აარტყამდა, მაგრამ პაუზებმა გააჩერეს, "ბილბაოსთანაც" ახალი დაბრუნებული იყო და ასეთი რაღაც გააკეთა, თითქოს გონებაში მიხაზ-მოხაზა რაღაცები და მერე მიჰყვა ისე, როგორც მხოლოდ მას შეუძლია. 

   

10. 2013/14 წლების სეზონი VS "რეალი" 

ეს გოლი ძალიან მიყვარს, თითქოს ყველაფერს აკეთებენ მადრიდელები, რომ მესი კარამდე არ მიუშვან, ლეო კი ჯიუტად აწვება და მთელი ძალით შეტენა ბურთი! სამ ფაზიანი შეტევაა, სადაც არავის არაფერი გამოუვიდოდა მესის გარდა. უხ, გაიხარე შენა! 

 

11. 2014/15 წლების სეზონი VS "ბილბაო" 

აი აქ ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება, "ბაიერნთან" გატანილი ხომ ძალიან მნიშვნელოვანიც იყო და ძალიან ლამაზიც, მაგრამ ფინალში გატანილმა გადაწონა, მე მგონი, რომ უკეთესია, რავიცი.. ვისთვის როგორ. 

 

12. 2015/16 წლების სეზონი VS "რომა" 

რაღაც განსხვავებულის ჯერიც მოვიდა, MSN-ის ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა, პლუს დანი ალვესსაც შეაქვს თავის წილი, ნუკრი კაკილაშვილივით იყენებს კორპუსს და მცველს არ აძლევს საშუალებას, რომ ბურთი გამოიტანოს, ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად და ლამაზად. 

 

13. 2016/17 წლების სეზონი VS "რეალი" 

ჩემთვის ეს მესის საუკეთესო პერფორმანსი იყო "კლასიკოებში", ესეც სადავო ამბავია, მაგრამ მე ასე მგონია და წერტილიც გენიალური გამოდგა, თავის აღნიშვნით და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ფოტოთი, რომელიც ისტორიას დარჩა. 

  

14. 2017/18 წლების სეზონი VS "სევილია" 

"ბარსა" მთელი სეზონი არ აგებდა, თუმცა, ბევრჯერ იყო ახლოს წაგებასთან, ერთ-ერთი მატჩი "სევილიასთან" იყო, სადაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ, 2:0-ს ვაგებდით, მაგრამ ბოლო წუთებზე ყველაფერი შეიცვალა, მესი გამოვიდა მოედანზე და ასეთ დროს ვიცით კიდეც რა და როგორ ხდება. 

  

15. 2018/19 წლების სეზონი VS "ლივერპული" 

ბევრი კარგი გოლი იყო, განსაკუთრებით "ბეტისთან" გასვლაზე, რასაც მეტოქის ქომაგების ტაში მოჰყვა, მაგრამ "ლივერპულთან" გატანილი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ერთ-ერთი იმიტომ, რომ მესის "რეალთანაც" ნახევარფინალში აქვს გატანილი და "ბაიერნთანაც", საოცარი შედეგია. 

  

16. 2019/20 წლების სეზონი VS "ატლეტიკო" 

ჯერ კიდევ მაშინ შეაგდო, სანამ ვალვერდე წავიდოდა, "ატლეტიკოსთან" ბოლო წუთებზე. ჩვეული ამბავია, სიმეონემ ტაშიც შემოჰკრა, კარგად იცნობს მესის და როცა ლეო მოედანზეა, სიმეონეს როგორც წესი არაფერი არ უხარია. 

  

17. 2020/21 წლების სეზონი VS პსჟ 

ესეც ძალიან ლოგიკური წერტილი, სეზონის გოლი გაიტანა გუნდთნაც, სადაც კარიერას გააგრძელებს, ნეიმარის არ იყოს, ბრაზილიელმა სეზონის კი არა, "ბარსელონური" კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ფრანგებთან და მერე სწორედ მათთან გადავიდა, ახლა მესიც.. ეს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბოლო გოლი აღმოჩნდა, "ბარსას" მაისურით. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=jmXLUrJDrbY]  

იმედი მაქვს კიდევ ბევრ გოლს გაიტანს, მაგრამ არა ჩვენთან, თუმცა, UEFA-ს დიდად არ ვენდობი და სულ ვიცოდი, რომ სანახაობისა და შესაბამისად მეტი მაყურებლის გამო, გადაკვეთენ ხოლმე ასეთ გუნდებს, მაგალითად, როცა კაკა წამოვიდა "მილანიდან" ეგრევე "რეალი" "მილანი" დაატაკეს, როცა იბრა წამოვიდა "ინტერიდან", "ბარსა" "ინტერი" ვიხილეთ და სადღაც პლეიოფში, ალბათ ისევ გადავეყრებით ფრანგებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, პლეიოფამდე ვერც მივიდეთ. 

ქომაგები მაინც ტაშით შეხვდებიან, რაც არ უნდა გააკეთოს. მით უმეტეს, რომ დარჩენა სურდა და ფაქტობრივად წიხლით გააგდეს კლუბიდან. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 13 აგვისტო 2021 17:43
    1
    "შევეცადე თითოეული სეზონის საუკეთესო გოლი ამომერჩია, რაც მეტად რთული საქმე გამოდგა, გასაგებ მიზეზთა გამო, მაგალითად, "ბაიერნთან" გატანილი გოლის ამოღება მომიწია, (რომელიც ლეოს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა), რადგან "ბილბაოსთან" გატანილი სოლო გოლი ვამჯობინე. "რეალთან" ბოლო წუთზე გამთანაბრებელი გოლის ამოღება მომიწია, რადგან "ხეტაფესთან" გატანილს ვერ შეედრება და ა.შ"

    მერე რას წვალობდი ფეოლა, სამ-სამი გოლი დაგედო სეზონიდან(მე შენ გეტყვი ვერ მოგროვდებოდა). ჩვენ კი შევაფასებდით და ხმის მიცემით საუკეთესოებს ავარჩევდით როგორც გინდოდა თითო-თითოს სეზონში. თუ ჩვენ გემოვნებას არ ენდე?

    ისე მე-4 გოლს(სარაგოსასთან) ტყუილად აკნინებთ, ეგ გოლი არცერთზე ნაკლები არ ყოფილა.
    Culé [?]
    #7 12 აგვისტო 2021 21:29
    0
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    რაღა რონალდუ და "რეალი" არ გადაკვეთეს...

    იმიტომ, რომ ჩვენ "პაპა კარლა" არ გვყავს. ::დდდ
    მწერალი [?]
    #6 12 აგვისტო 2021 18:51
    0
    რაღა რონალდუ და "რეალი" არ გადაკვეთეს...
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 აგვისტო 2021 18:18
    0
    ფეოლა,
    არა ეგ კი,მაგრამ ფართო სივრცეში მოძრაობა უფრო ადვილია,ვიდრე ვიწროში და ეგ აბათილებს,რავი,ეგრე ვფიქრობ.თანაბრად მაგარი გოლებია,მაგრამ მესის მირჩევნია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    მწერალი [?]
    #4 12 აგვისტო 2021 16:44
    2
    La Pulga10,
    მერე სად ხეტაფესთან რო გაგაქვს და სან ინგლისთან მუნდიალის მეოთხედფინალში.
    Culé [?]
    #3 12 აგვისტო 2021 16:23
    6
    რეალს რომ მიარჭო ნახევარფინალში მაშინ დამემართა გულის შეტევა❤️❤️❤️ ისე კი როგორ უნდა სეზონში მინიმუმ 4-5 ისეთი გოლი გაჰქონდა რომ ერთმანეთს ვერცერთს ვერ ამჯობინებდი. ეჰ კიდე რამდენ ხანს ვერ გამოვემშვიდობებით ამ კაცს ალბათ კიდე ვერ წარმოგვიდგენია😭
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 აგვისტო 2021 16:22
    6
    ხეტაფესთან გოლი მესის კარიერის საუკეთესო კი არა,ისტორიაში საუკეთესო გოლია.(მარადონასაც ავქს ეგეთი გატანილი,მაგრამ იქ სივრცეები მეტი იყო,ჩემი აზრით).
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 12 აგვისტო 2021 16:18
    1
    2014/15 წლის სეზონის გოლში მე უფრო ბაიერნის კარში გატანილ გოლს გამოვარჩევდი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა