ფინანსური კრიზისი და ოპერაცია "მესი"

ფინანსური კრიზისი და ოპერაცია "მესი"

მდგომარეობა იმაზე ბევრად უარესია, ვიდრე ველოდი“, - თქვა ჟოან ლაპორტამ, მას შემდეგ, რაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გაეცნო. გარედან ასეც ჩანდა და მსგავსი მოლოდინით იყარა კენჭი, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ალფრედ ჰიჩკოკის კოშმარი დახვდა კლუბის ფინანსურ სამყაროში და მუშაობასაც შეუდგა.

რაც შეუძლია აკეთებს, სატრანსფერო პოლიტიკა ოთხი მიმართულებით ააწყო, თუმცა, გაუთვალისწინებელმა ამბებმა ამაშიც ხელი შეუშალა, მაგალითად, დემბელეს ტრავმამ, ფრანგის გაყიდვას სოლიდური თანხა უნდა მოეტანა კლუბისთვის, მაგრამ ისევ და ისევ ტვირთად იქცა, თავისუფალი აგენტების რეგისტრირება ვერ ხერხდება და ამას ვინ ჩივის?! მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაც დაპაუზებულია, იქამდე, სანამ გრიზმანი არ გაიყიდება, მხოლოდ ანტუანის გაყიდვით არის დიდი თანხის მიღება შესაძლებელი, კოუტინიოს ფასი განახევრებულს ბევრად ჩასცილდა, დემბელე ლაზარეთშია და დანარჩენ ფეხბურთელებში დიდ თანხას არავინ გადაიხდის, ამიტომ, ერთადერთი ვარიანტი ანტუან გრიზმანია, რომელსაც ყველაფერთან ერთად, ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.

ლაპორტა ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტებს და ხელფასის შემცირებას სთავაზობს, მესი დათმობაზე წავიდა, დანარჩენებთან სიჩუმეა, ვიცეკაპიტნები ხელფასის განახევრებას არ აპირებენ.

არადა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან, „ბარსას“ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ხელფასების მიხედვით, რაც უფრო მაღალია გასავალი და ვალები, მით უფრო მძიმე და კრიზისული გამოდგა საფეხბურთო პაუზა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. ამიტომ აღმოჩნდნენ „ბარსა“ და „რეალი“ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში და ამიტომ ითხოვენ ჯიუტად სუპერ ლიგის ჩამოყალიბებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭაობიდან ამოსვლას წლები დასჭირდება.

გრაფიკულ გამოსახულებაზე ხედავთ სახელფასო ბიუჯეტის ზრდას წლების მიხედვით, 2011 წლიდან მოყოლებული. გამოსახულებაზე ასახულია არა მხოლოდ „ბარსას“, არამედ ყველა იმ კლუბის მაჩვენებლები, რომლებიც სუპერ ლიგის წევრობას აპირებდნენ.

როგორც ხედავთ „ბარსა“ სადღაც კოსმოსში აფრინდა მაღალი ხელფასებით და ახლა მეტეორივით ეხეთქება მიწას. ამ წუთისთვის ყველაზე მაღალ წერტილს ინგლისელები ინარჩუნებენ: ლივერპული და მანჩესტერელები.

ეს კი გრაფიკული გამოსახულებაა, რომელიც თითოეულ წელს ზუსტად გვაჩვენებს რამდენს იხდიდა კლუბი ხელფასებში. წესით და რიგით თანხა უნდა შემცირდეს 160 მილიონ ევრომდე, (138 მილიონი სტერლინგი).

ასე რომ, ხარჯების შემცირება უნდა გაგრძელდეს. ახალი კონტრაქტებით, ხელფასების შემცირებით, ფეხბურთელების გაყიდვით, ფეხბურთელების გაშვებით და ა.შ.

პანდემიიდან გამომდინარე, „ბარსას“ შემოსავლები 15%-ით შემცირდა, შედარებისთვის, მადრიდის „რეალის“ შემოსავლები 9%-ით არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, „ბარსა“ და „რეალი“ რჩებიან ყველაზე შემოსავლიან კლუბებად, The Athletic-ის მონაცემებით, „ბარსამ“ 2020 წელს 715 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა, დაუბალანსებლობის გამო თანხის უდიდესი ნაწილი ვალებში და სხვადასხვა ხარჯებში წავიდა.

„ბარსას“ თითქმის ორჯერ მეტი ვალი აქვს, ვიდრე „რეალს“ და სწორედ ამიტომ დასჭირდა ლაპორტას დამატებით ვალის აღება, რაც ვივარაუდეთ კიდეც მისი მოსვლისთანავე.

სატრანსფერო მიმართულებების პრიორიტეტები კი ამგვარად ლაგდება:

  • მესის კონტრაქტის გახანგრძლივება - ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, რომელიც ჯერჯერობით ვერ სრულდება.
  • დემბელეს, გრიზმანისა და კოუტინიოს გაყიდვა - დემბელე გამოირიცხა, რიგში ორი ფეხბურთელია და ჯერჯერობით ესეც ვერ ხერხდება, გრიზმანის ტრანსფერზე მხოლოდ გაცვლაა შესაძლებელი, დიდ თანხას მასში არავინ იხდის, თუმცა ამ შემთხვევაში დიდი ხელფასის ტვირთი მოიხსნება. 
  • თავისუფალი აგენტების დამატება - განხორციელდა ყველაზე წარმატებულად, თუმცა, სანამ სამი ვარსკვლავის გარდა, სხვა ფეხბურთელებიც არ წავლენ, მანამდე მათი დარეგისტრირება ვერ მოხერხდება.
  • ერთი მეგავარსკვლავის ყიდვა - ეს ამოცანა ფაქტობრივად გამოირიცხა, რადგან მეტწლად ოთხივე ფრანგის გაყიდვაზე იყო დამოკიდებული. თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ბოლო ამოცანა მთლიანად მიბმული იყო ფეხბურთელების გაყიდვაზე, ამიტომ, თუ ერთი ჩავარდა, ჩავარდებოდა მეორეც. ასეც მოხდა.

სურათი მძიმეა, დრო იწურება, ეს ნიშნავს იმას, რომ „ბარსა“ დათმობებზე წავა, კოუტინიოსა და გრიზმანის ფასი კიდევ შემცირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მესის დავკარგავთ. ასე რომ, უნდა ველოდოთ სვავებს, რომლებიც „ბარსას“ ნარჩენებს დაიტაცებენ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 24 ივლისი 2021 02:39
    0
    ციტატა: nika 54
    დავიჯერო მესი უფასოდაც არავის აღარ უნდა? წავიდეს რას ახვეწნინებს თავს ვიღაც დემბელეებს თუ გრიზმანებს კაცი 18 წელი გუნდშია და მარტო მაგის კონტრაქტი გაჯანჯლდა? რა ქნას? არ წახვიდეო ეხვეწებიან და არც აფორმებენ არ არის ცირკი?

    მესი ძალიანაც კი უნდათ, მაგრამ საქმე შემდეგშია
    ვინ უნდა და სად უნდა თამაში ლეოს
    ლეოს უნდა მშობლიურ კლუბში, რომელსაც ასეთი მძიმე პერიოდი დაუდგა
    მე თუ მკითხავს ვინმე, კაპიტნები უნდა წავიდნენ ხელფასის შემცირებაზე და რაც შეეხება ფრანგებს, ყველა ერტად რომ გადაადნო და ზედ კოუტინიო დაამატო, ნახევარიც არ გამოვა რაც ლეოს აქვს გუნდისთვის გაკეთებული
    ნახევარი კი არა მეათედიც კი არ გამოვა, ნახევარს ვინ ჩივის
    ამიტომ უნდა ადგეს ლაპორტა და გაატანოს ნებისმიერ მსურველს ყველა ფრანგი და პლუს კოუტინიოც და პიანიჩიც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 ივლისი 2021 00:43
    0
    ამას ქვია ტრ---ი ვართ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ივლისი 2021 21:31
    0
    დავიჯერო მესი უფასოდაც არავის აღარ უნდა? წავიდეს რას ახვეწნინებს თავს ვიღაც დემბელეებს თუ გრიზმანებს კაცი 18 წელი გუნდშია და მარტო მაგის კონტრაქტი გაჯანჯლდა? რა ქნას? არ წახვიდეო ეხვეწებიან და არც აფორმებენ არ არის ცირკი?
    Culé [?]
    #3 23 ივლისი 2021 20:52
    2
    ლაპორტა რაის ლაპორტაა,რაღაც სასწაული თუ არ გააკეთა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #2 23 ივლისი 2021 18:46
    1
    მემგონი ჯობდა დემბელე და უმტიტი უფასოდ გაეშვათ როგორმე ,გრიზმანის გაშვება გუნდის დასუსტებას ნიშნავს და ამ ბარსას კიდე თუ დასუსტება უნდა რავი ,გაუსლი სეზონი თუ ახსოვთ ყველა გრანდმა მოგვიგო რავი ასე ვერ გაფრინდებიან.დ
    გულშემატკივარი [?]
    #1 23 ივლისი 2021 18:43
    0
    როგორ მინდა დადებითი სიახლეები წამოვიდეს რა,სერიოზული მსურველი ფეხბურთელების შეძენისა არ ჩანს