ვინ იხეირებს გაცვლით და რას უნდა ველოდოთ

ვინ იხეირებს გაცვლით და რას უნდა ველოდოთ

როგორც ჩანს, აქცენტი მაინც საულზე გაკეთდა და არა ჟოაუ ფელიშზე, თუმცა, ეს "ბარსას" არჩევანი იყო თუ "ატლეტიკოსი" ჯერ არ ვიცით. დაიწერა, რომ სულ მალე გაცვლა გაოფიციალურდება, საული ჩვენთან წამოვა, ხოლო გრიზმანი სახლში დაბრუნდება.

რა გვეცოდინება ამ გაცვლის შემდეგ? 

1. "ატლეტიკო" ისევ მთავარი ფავორიტი იქნება ლა ლიგაში და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზეც გაიქაჩონ. ასეთი მეკარით, ასეთი შეტევით ეს ნამდვილად შეუძლიათ. საული კი არ არის შეუცვლელი ფეხბურთელი. გრიზმანი "ბარსას" ვერ მოერგო და ჩვენთვის იქცა ტვირთად, თორემ "ატლეტიკოში" ეჭვი არ მეპარება, რომ თავის დონეს დაუბრუნდება. 

2. მესი კონტრაქტს გააფორმებს, ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ მაინც საჭირო იქნება რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა იმისათვის, რომ შეძენილი ფეხბურთელების რეგისტრაცია მოხდეს. 

3. ნახევარდაცვაში კონკურენცია გაიზრდება, საული სკამზე დასაჯდომად არ გადმოვა, დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია და პრეტენზიაც ექნება, რომ ძირითადში მოიპოვოს ადგილი. რეალურად ვეინალდუმის ჩაშლილი ტრანსფერის ანაზღაურებაა, თორემ კუმანის წუწუნს რა გაუძლებდა?! კონკურენცია კი საჭიროა, ჩვენი სამივე წამყვანი ნახევარმცველისთვის. 

დიდი მოლოდინი არ მაქვს, როგორც წინა სტატიაში აღვნიშნე არ მჯერა, რომ "ატლეტიკოს" ფეხბურთელი "ბარსაში" გაამართლებს, პედრის შესაძლებლობებთან ახლოსაც ვერ მივა, არც დე იონგივით ტექნიკურია, მასსავით ზუსტი, კარგი მოედნის ხედვით და ბურთის ამოტანის უნარით, ბუსკეტსის შეცვლა კი ისეთი რთული ამბავია დე იონგმაც ვერ შეცვალა, როცა ბუსკეტსი არ არის, თითქოს რაღაც ირევა გუნდში. როგორც ჩანს, საულს მაინც გადაღლილ და გამოფიტულ პედრისთან მოუწევს ბრძოლა, სეზონის განმავლობაში კი რამდენიმე გადანაცვლებით, ბუსკეტსსაც მოუწევს დასვენება, თუმცა, ძირითადში მის ადგილს მაინც ვერ ვხედავ. 

"ატლეტიკო" ისევ მაგრად იხეირებს, იმდენად ვერა რამდენადაც წინა სეზონში, მაგრამ მაინც, ისინი გვიცვლიან ფეხბურთელს იმიტომ, რომ სათამაშო თვალსაზრისით გრიზმანი ძალიან სჭირდებათ, ჩვენ კი ვცვლით იმიტომ რომ გრიზმანის მსურველი მხოლოდ "ატლეტიკოა", წასვლით კი უნდა წავიდეს, რადგან როგორმე სახელფასო ბალანსს უნდა მივაღწიოთ და მესი გავიფორმოთ. 

"ბარსა" რომ ახლებური სახით წარდგება ახალ სეზონში უკვე ფაქტია, ინტერესიც ძალიან დიდია და დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ კიდევ ბევრი ცვლილება იქნება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 ივლისი 2021 09:49
    0
    მოკლედ ეს ცოცხალი დათვის ტყავი რო ვერ გავიყავით რა.
    Culé [?]
    #7 15 ივლისი 2021 14:28
    0
    ფეოლა ანუ შენც უფრო ფელიქსისკენ იხრებოდი ხო? რეალურად საულის მსგავსი ნახევარმცველი კი არა უფრო შემტევი ნახევარმცველი გვჭირდებოდა. ახლა თითქმის ყველა ნახევარმცველი ერთი პროფილის გვყავს. ჯობდა ფელიქსი ეთრიათ და თუდაც აუარი ან ვნმე აბსოლიტურად შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველი ეყიდათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 ივლისი 2021 12:48
    0
    საულის და დე იონგის ტექნიკა რო შეადარე აი მანდ უნდა დაგესრულებინა სტატიის წერა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 15 ივლისი 2021 12:16
    0
    იდეალური ვარიანტია , მაგრამ ეგეც უფრო მემარჯვენეა , ვიდრე მემარცხენე , თუ ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში , მაშინ დაცვაში ყველანაირ პრობლემას მოხსნიდა დიდი ხნით , არგენტინელ მცველებს ყოველთვის გამოარჩევდათ თავდაუზოგავად თამაში , მაგრამ გვაქვს კი რომეროს საყიდელი ფული ?
    ციტატა: La Pulga10
    კრისტიან რომერო მოიყვანონ დაცვაში.ტიპი ტრამვიდან ახალი დაბრუნებული იყო და შეჭამა მთელი ბრაზილია.თანაც არც ისე მაღალია სწრაფია,ძლიერი,ჟინიანი და არაუხოს გვერძე კაი იქნებოდა.
    ფანი [?]
    #4 15 ივლისი 2021 11:52
    0
    xavi73,
    მესის კონტრაქტისთვის აუცილებელიაო რავი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #3 15 ივლისი 2021 11:46
    1
    ბარსა ვერ იხეირებს მაგას ჯობდა სუარესი დაებრუნებინათ ,არვიცი ასე რატო იქცევა ლაპორტა გრიზმანი ჯობს აგუეროს და დეპაის ერთად და მომავალ წელს მაგათ გაყიდვაზე უნდა ინერვიულონ
    ფანი [?]
    #2 15 ივლისი 2021 11:21
    2
    კრისტიან რომერო მოიყვანონ დაცვაში.ტიპი ტრამვიდან ახალი დაბრუნებული იყო და შეჭამა მთელი ბრაზილია.თანაც არც ისე მაღალია სწრაფია,ძლიერი,ჟინიანი და არაუხოს გვერძე კაი იქნებოდა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 15 ივლისი 2021 11:11
    0
    კია ეს კი მაგრამ აი 3/4 ტრანსფერიო სადაა ან რომელი იქნება:დ:დ დაცვას მიხედონ ჯოდბა ვიდრე წინა 2 ხაზს ისედაც გვყავს ამდენი ახალგაზრდა და სტარიკი იგროკები ბარსა ბ დან დააწინაურებენ კიდე კოლადო ბალდე.....