მესი vs მარადონა - მარიო კემპესმა ყველაფერი თავიდან დაიწყო

მესი vs მარადონა - მარიო კემპესმა ყველაფერი თავიდან დაიწყო

მოიგო მესიმ სანაკრებო ტიტული და დაიწყო ისევ ის საუბარი, რასაც ბოლო არ ექნება. მარიო კემპესმა, სუპერ მარიომ, ვინც არგენტინას პირველი მუნდიალი მოაგებინა, თან ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა, თქვა, რომ მესი დიეგომდე ვერასდროს მივა, კოპას თასი საკმარისი არ არისო. 

ვისთვის როგორ.. 

ზოგადად იურგენ კლოპის არ იყოს, ჩემთვისაც სამი ფეხბურთელი განყენებულად დგას ყველაზე მაღლა, პელე, დიეგო და მესი, მათ შორის ვინმეს მაღლა დაყენებას არ ვკადრულობ ხოლმე, მაგრამ ჩემი კომპარატისტული პროფესიიდან გამომდინარე, მაინც შევადარებ, ობიექტურად, რაციონალურად და ფაქტებზე დაყრდნობით, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ფეხბურთი ყოველთვის ცდებოდა რაციონალიზმს. 

როგორც წესი, შედარებისას, ყველას შედეგი აინტერესებს და არა მიზეზი, მაგრამ მგონია, რომ მიზეზებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ, ჯერ შედეგებს და რეზულტატს მივადგეთ, მერე კი მიზეზებიც განვიხილოთ, რაც არსად და არასდროს არ განხილულა. 

დავიწყოთ კონკრეტულად მსოფლიო ჩემპიონატებით! 

მესი და დიეგო მუნდიალებზე

კომფორტული შესადარებელია, რადგან ჯერჯერობით ორივეს ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს ჩატარებული, იმედი მაქვს მესი მეხუთესაც წაამატებს, დიეგოსაც ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ 1978 ში მენოტიმ განაცხადს მიღმა დატოვა და მოცდა მოუწია. შედარებით კი ჯობია ქრონოლოგიურად შევადაროთ, პირველი, მეორე და ა.შ. 

მარადონას პირველი მუნდიალი - 1982

ესპანეთის მუნდიალი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა, პროგნოზს მაგრად აცდა, ვარაუდობდნენ, რომ საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა გახდებოდა, მიშელ პლატინი, ზიკო, ან დავით ყიფიანი, ზოგიერთი გამოცემა ყიფიანს სამეულში მოიაზრებდა, მაგრამ ჩემპიონატზე საერთოდ არ წაიყვანეს, დიდი სამეული კი წავიდა, მაგრამ საუკეთესო პაოლო როსი გახდა, აი ასე, არც დიეგო, არც პლატინი და არც ზიკო. 

არგენტინას ორი ჯგუფური ეტაპის თამაში მოუწია, პირველი რთული ჯგუფი იყო, მეორე კი ჯოჯოხეთური, იქიდან რომ ნაკრები თავს დააღწევდა, ულაპარაკოდ ჩემპიონიც გახდებოდა. პირველ ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა ძალიან ძლიერ ბელგიას და უნგრეთს ეთამაშა, ასევე ყველაზე სუსტ ელ სალვადორს. მაგალითად, უნგერთმა სალვადორს 10:1 მოუგო. 

პირველზე ბელგია გავიდა, მეორეზე არგენტინა. დიეგოს საუკეთესო თამაში უნგრეთთან შედგა, აქ ვიხილეთ ნამდვილი მარადონა, რომელიც მიაპობდა უნგრელთა მცველებს, ეს პერფორმანსი ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში თუ არა ხუთეულში ნამდვილად შედის, პაოლო როსის (ბრაზილიასთან) და კარლ-ჰაინც რუმინიგეს (საფრანგეთთან) შემდეგ. საერთოდ, სამივე მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა, თერთმეტმეტრიანებს პასარელა ასრულებდა, თორემ მეტ გოლსაც გაიტანდა. 

აი მეორე ჯგუფური ეტაპი სამგუნდიანი იყო, არგენტინა, ბრაზილია და იტალია მოხვდნენ ერთად. აქ შედგა დიეგოს დიდი გამოცდა, რადგან უბრალოდ გალახეს მოედანზე, კლაუდიო ჯენტილემ (მეტსახელად ჯალათი) დიეგოს იმდენი ურტყა, რომ ცხოვრება დაავიწყა, აქამდე არც ეგონა, რომ ფეხბურთის თამაში ასე შეიძლებოდა. იგივე განმეორდა ბრაზილიასთანაც და ნერვებმა უმტყუვნა, თავის ცნობილი ილეთით გაექანა და წიხლი უთავაზა მეტოქეს, გააწითლეს, დამთავრდა. ისიც სათქმელია, რომ ძალიან მაგარი დრიბლინგის შემდეგ 100%-იანი პენალტი არ დაუდეს, VAR-ი კიდე მაშინ არ იყო. დიეგო თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესო იყო, მაგრამ მოკრძალებული სტატისტიკა აჩვენა - 2 გატანილი გოლი. სულ ეს არის. 

მესის პირველი მუნდიალი - 2006

პირველი მატჩი თავიდან ბოლომდე სკამზე გაატარა, თუ რატომ ამას მოგვიანებით შევეხები, როგორც თავში აღვნიშნე მიზეზებზეც ვისაუბრებთ. მეორე მატჩი შედგა სერბეთთან და ყველა არგენტინელმა კარგად ითამაშა, გუნდმა 6:0 მოიგო, გაიტანეს ჩემპიონატის საუკეთესო გუნდური გოლი, კარლოს ტევესმა გაიტანა ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური გოლი და მესიმ სულ რაღაც 16 წუთში მოახერხა და გოლს+საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, ჩანდა, რომ ძირითადში ადგილის მოპოვებას ვერ შეძლებდა, ცხრიანის პოზიციაზე ხელშეუხებელი იყო კრესპო, ათიანის პოზიციაზე ხელშეუხებელი იყო რიკელმე, მხოლოდ მეორე ფორვარდის პოზიციაზე შეეძლო ბრძოლა, მაგრამ მოულოდნელად სავიოლამ ძალიან მაღალ დონეზე დაიწყო თამაში, მის შესაცვლელად კი კარლოს ტევესიც იბრძოდა. 

ორი ტურის შემდეგ არგენტინამ გასვლა გაინაღდა, ამიტომ ბოლო ტურში, ჰოლანდიასთან, იყო ერთადერთი მატჩი, რომელიც მესიმ ძირითადში დაიწყო, ახლაც კი მახსოვს როგორი მოლოდინი მქონდა, მაგრამ ვერ გამართლდა. მიმოხილვას თუ გადაავლებთ თვალს, გამოჩნდება, რომ მესი ყველაზე აქტიურია, რიკელმესთან მშვენივრად ათამაშებს ბურთს და აკეთებს იმას, რასაც მესი აკეთებს ხოლმე მოედანზე, მაგრამ თუ თამაშს ნახავთ აღმოაჩენთ, რომ მესი აბსოლუტურად ამოვარდნილია სათამაშო სურათიდან, ის არ არის არგენტინის ორგანული ნაწილი, "ბარსელონურად" უბერავს და აქ რაღაც სხვა ვითარება დახვდა, სულ სხვა გუნდი და სულ სხვა ფეხბურთი. 

მერვედფინალი რომ ძირითად დროში მორჩენილიყო მესის ისევ ძალიან მცირე დრო ექნებოდა, მაგრამ მატჩი დამატებით დროში გადავიდა, მესი 84-ე წუთზე შემოუშვეს და ნახევარ საათზე მეტი ითამაშა, იაქტიურა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა ისეთი, რაც მწვრთნელის ნდობას მოუტანდა. არგენტინა გავიდა და მეოთხედფინალში, მესი დაბადების დღეზე, დამატებით დროშიც კი სკამზე დატოვეს, ამაზე ცუდი საჩუქარი რა უნდა გაეკეთებინათ? მთელი მსოფლიო ელოდა მესის და მის ნაცვლად პეკერმანმა ხულიო კრუზი შეიყვანა, ეს ალბათ ყველაზე იდიოტური გადაწყვეტილებაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, თუმცა, შესამსუბუქებლად ვთქვათ, რომ მწვრთნელს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა - მეკარე შეცვალა და რიკელმე. 

სტატისტიკა - 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა. 

ვერდიქტი: სტატისტიკა თითქმის იდენტურია, მაგრამ დიეგო ერთი თავით მაღლა იდგა, სახლში ჩასულს ტაშით შეხვდნენ და "ბარსასკენ" გზა დაულოცეს, მესის კი არ უთამაშია ისე, რომ მისთვის ტაში დაეკრათ, საერთოდ, თითქმის არ უთამაშია. 

მარადონას მეორე მუნდიალი - 1986

ბევრს არ დავწერ, რადგან ყველამ ყველაფერი იცის, არაფერი მსგავსი მსოფლიოს არ უხილავს და იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც რაღაც მიახლოებული მოხდება, რადგან მეც მინდა ამის ნახვა. ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე დიეგომ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი აიყვანა და მუნდიალს იდეალურ ფორმაში შეხვდა, აბსოლუტურად სუფთა! მისი პატრიოტიზმი ყველაზე მეტად ამაში ვლინდებოდა, როცა ნაკრებს ეხებოდა საქმე, ყველაფრის დათმობა შეეძლო, მათ შორის ნარკოტიკისაც, 

გაფრინდა! 

დაიწყო სამხრეთ კორეასთან და ისე ითამაშა როგორც უფროსები თამაშობენ ბავშვებთან, ეზოში, ერთობიან, "აბა ერთი დამიგორე" - მიარტყამენ წვეტიან ტუფლებს და - "მარადონააა", ჰოდა, დიეგოც ეგეთ ამბავში იყო. სამი საგოლე პასი შეასრულა, ოღონდ, პასების გარდა, მისი თამაში ერთ რამედ ღირდა. 

მეორე მატჩი იყო იტალიასთან, კედელივით აღმართულ მცველებთან, გაეტანო შირეა, ჯუზეპე ბერგომი და ანტონიო კაბრინი! მაკარონჩიკებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ დიეგომ გაათანაბრა, 1:1, ეს გოლი ძალიან ჰგავს მესის გატანილს "ბაზელის" კარში, ალვესის პასის შემდეგ, დიეგომ ვალდანოს პასით შეაგდო, თუმცა, უფრო მაღალ სისწრაფეზე მოხდა ყველაფერი. 

მესამე მატჩი ბულგარეთთან მშვიდად მოიგეს, დიეგომ ბურუჩაგას გაატანინა. მერვედფინალი ძალიან მძიმე გამოდგა, სადაც დიეგომ პაუზა აიღო, არც გოლი, არც პასი, მატჩი 1:0 მორჩა და მერე დაიწყო.. 

ინგლისთან მეოთხედფინალი 2:1 - მუნდიალის ისტორიაში ორი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი. როგორც მომდევნო დღეს დაიწერა - "ღვთაებრივი და დემონური გოლები", დიეგო ნახევრად ანგელოზი იყო, ნახევრად ეშმაკი, ან როგორც ვალდანომ თქვა - "ის სიკეთისა და ბოროტების მიღმა იდგა" - როგორც ნიცშეანური ზეადამიანი. 

ნახევარფინალში ბელგიასთან 2:0 - დიეგომ დუბლი შეასრულა, მის ძმას ამ მატჩში გატანილი გოლი ინგლისთან გატანილს ერჩივნა, რაც სრული აბსურდია, მაგრამ გოლი მართლაც ძალიან მაგარი გამოვიდა. 

ფინალი გერმანიასთან 3:2 - გადამწყვეტი საგოლე პასი, პასების პასი! ღმერთების პასი! დროთა განმავლობაში თვალი ეჩვევა და რადგან ვიცი რაც მოხდება, იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს, ამოხსნილი განტოლებასავით არის, მაგრამ როცა პირველად ვნახე, მივხვდი, რომ ამის გაკეთება მხოლოდ მას შეეძლო. 

სტატისტიკა - 5 გოლი, 5 საგოლე პასი. 

მოკლედ დავწერ-მეთქი, მაგრამ.. არ გამოვიდა. 

მესის მეორე მუნდიალი - 2010

გახსოვთ 2010 წლის მესი? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ნამდვილი მონსტრი იყო, შეუჩერებელი, რაღაც ისეთს ელოდნენ მისგან, რაც დიეგომ ჩაიდინა 86-ში, თან ელოდნენ საფუძვლიანად, მაგრამ.. მიზეზებზე მერე, ახლა შედეგების დროა. 

0 გოლი, 3 საგოლე პასი. 

თუ თამაშებს ნახავთ, ნათლად ჩანს, რომ ასეთ კარგ ფიზიკურ ფორმაში მესი არც ერთ მსოფლიო ჩემპიონატს არ შეხვედრია, ყველა მატჩში სულ მცირე აკლდებოდა გასატანად და ეს შემთხვევითი არ არის, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. 

სახლში დაბრუნების მერე უსტვინეს და ლანძღეს, აქედან დაიწყო არგენტინაში მის მიმართ პროტესტი.

ვერდიქტი: არც ღირს შედარებად, სირცხვილია. 

დიეგოს და მესის მესამე მუნდიალი - 1990/2014

ერთად განვიხილავ, რადგან ჰგავდა ერთმანეთს ეს ორი ჩემპიონატი, არგენტინას თუ გავყვებით, ორივე ფინალში გავიდა, ორივემ ფინალში წააგო, ორივემ 1:0, ორივემ გერმანიასთან. 

ახლა კი ყველაზე დიდი განსხვავება, მესი ჯგუფურ ეტაპზე გაცილებით კარგი იყო, ულაპარაკოდ უკეთესი, ყველა მატჩში გაიტანა, ბოსნიასთან, ირანთან და ნიგერიასთან. აი ფლეიოფები და ფინალი ჩააგდო, ერთადერთი რაც კარგად გაგვახსენდება მისი საგოლე პასია შვეიცარიასთან, საუკეთესო მეწყვილეზე ნაკრებში, დი მარიამ შეაგდო, ზუსტად ისე შეაგდო როგორც რივალდომ ინგლისთან, მესის დრიბლინგიც ისეთივე მაგარი იყო, როგორიც რონალდინიოსი ინგლისთან, მოკლედ, მაგრად ჰგავდა და მაგრად გავიხარე, მეტი არც არაფერი ყოფილა, ბოლო წუთებზე ერთი-ერთზე გაფუჭებული მომენტი ბელგიასთან, 0:0 ზე ჯახი ჰოლანდიასთან და ხელიდან გაშვებული მომენტი ფინალში, გერმანიასთან, უნდა გაეტანა, ვერ გაიტანა. 

იგუანისგან და პალასიოსგან არც არავის გაკვირვებია, მაგრამ მესის უნდა გაეტანა. 

დიეგოს არგენტინა მთელი ტურნირის განმავლობაში ჩხუბობდა, ამას ფეხბურთი ნაკლებად ერქვა. მიზეზებზე ბოლოსკენ იყოს. ძლივს გაძვრნენ ჯგუფიდან, გადამწყვეტი ქულა დიეგოს საგოლე პასით მოიპოვეს. ფავორიტად არავინ მიიჩნევდა ამ არგენტინას, მაგრამ მერვედფინალში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს მოუგეს. დიეგომ მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლინგი შეასრულა და ბრაზილია დაიფრინა მერვედფინალიდან. 

მერე იუგოსლავიასთან ჯახი და მოგება, ნახევარფინალში კი მთავარ ფავორიტთან, მასპინძელთან მატჩი, ის შეხვედრა დიეგომ მოიგო, ოღონდ ეს სტატისტიკაში ვერანაირად ვერ აისახება, მაგრამ ახალ თაობასაც შეუძლია ამის გაგება, ძალიან მარტივად, წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი და არგენტინა ხვდებიან ერთმანეთს, მესი მუნდიალის მოსაგებად მიიწევს, მატჩი კი "კამპ ნოუზეა", ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდება?! მთელი ბარსელონა (ან ნახევარი) მესისკენ იქნება და არა ესპანეთისკენ. იგივე მოხდა 90-ში, ნეაპოლის მცირე ჯგუფი, მარადონას უჭერდა მხარს და ეს ისეთი შოკისმომგვრელი და დამთრგუნველი გამოდგა, რომ არგენტინამ იტალია დაამარცხა. ასეთი დრამა საფეხბურთო მოედანზე, ძალიან რთული გასახსენებელია. ღალატის, სიყვარულის, პატრიოტიზმის ასეთი ჭიდილი - მე არ მახსენდება. 

ვერდიქტი: სტატისტიკით მესი ბევრად წინ არის, მაგრამ ფეხბურთი არ არის სტატისტიკა. არცერთი არგენტინელი მესის 2014 წელს, დიეგოს 90 წელზე მაღლა არ დააყენებს და არც აყენებს. მე კი მაინც გავათანაბრებდი, რადგან როგორც თავში აღვნიშნე, ძალიან ჰგავდა ეს ჩემპიონატები ერთმანეთს. 

მეოთხე და ჯერჯერობით ბოლო - 1994/2018

ესეც ძალიან ჰგავს, არგენტინა ჯგუფში რჩებოდა, მესის დაუძახეს და ლეომ ძლივს გაათრია გუნდი ფინალურ ეტაპზე. დიეგოს არგენტინას ფლეიოფი ჰქონდა სათამაშო, რადგან პირდაპირ ვერ მოხვდა და ნაკრებიდან წასული მარადონა მოაბრუნეს, იქნებ გვიშველოო და დიეგომაც უშველა. არგენტინა გავიდა! 

აი მერე უკვე რთული შესადარებელია, რადგან დიეგო ორი მატჩის მერე ტურნირიდან მოხსნეს, ამ დროისთვის უკვე მოხდილი აქვს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია, დაკლებული აქვს წონა და ბოლო ბრძოლისთვის მოემზადა, მაგრამ მოხსნეს. აველანჟის ამბებია, ეს ყველამ იცის. ვერ დაუშვეს, რომ ღიად ნარკომანს მსოფლიო ჩემპიონატი მოეგო, ვერ დაუშვეს, რომ ეს გაფუჭებული კაცი უნდა ყოფილიყო სამაგალითო. ამიტომ, ორი მატჩის განხილვის იმედზეღა ვართ. 

34 წლის დიეგომ დიდებულად ითამაშა, 1 გოლი, 1 საგოლე პასი. ორივე მატჩში თავი გამოიჩინა. 

მესიმ პირველი მატჩი ჩააგდო, თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და არგენტინამ მის გამო ვერ მოიგო. აქ მასზე წნეხი გაიზარდა, მეორე მატჩში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში, ხორვატებმა გააქრეს, 3:0! მესამე მატჩში გაიღვიძა, ნიგერიას ძალიან კარგი გოლი გაუტანა და გადამწყვეტი მატჩი მოიგეს. მერვედფინალში კი განწირული იყო, მაგრამ ორი საგოლე პასი მაინც მიითვალა. ასე რომ, აქტივში აქაც ორი მატჩი გვაქვს. 

თუმცა, ყველამ იცის, არგენტინა 94-ში გავარდა იმიტომ, რომ დიეგო მოხსნეს. თამაშობდნენ საუკეთესო ფეხბურთს და იგებდნენ დამაჯერებლად. დიეგომ გვაჩვენა თავის მაქსიმუმი, მესიმ კი თავის ნახევარიც ვერ აჩვენა. 

რეალურად, ობიექტურად, ასეა. 

საქმე მხოლოდ 86 წლის მუნდიალში არ არის. დიეგომ ყველა მუნდიალი უკეთ ითამაშა. ამიტომ ამბობს მარიო კემპესი იმას რასაც ამბობს, ამიტომ გააღმერთეს მარადონა არგენტინაში. ახლა კი მიზეზებსაც მივყვეთ, რომელიც არასდროს არავის აინტერესებს, არადა, საინტერესოა. 

მესის 2006

"ჩელსისთან" 18 წლის მესი იყო ზღაპრული, რობენი და დელ ორნო საშინელ დღეში ჩააგდო, სულ თავ-ბედი აწყევლინა და გააცამტვერა. მატჩის საუკეთესო გახდა და ჩვენთვის ურთულესი ბარიერის დაძლევა მისი დამსახურებაა, მაგრამ განმეორებით მატჩში კუნთი გაიწყვიტა. სეზონის ბოლოსღა დაბრუნდა, ბევრი იშრომა, რომ ნაკრებში წაეყვანათ, ამიტომ არ უთამაშია პირველი შეხვედრა კოტ'დიუვართან, რა თქმა უნდა, ფორმაში არ იქნებოდა, ამიტომ დატოვეს სკამზე და ამიტომ ვერ აჯობა სავიოლას. 

რეალური მიზეზი ეს არის, მაგრამ როგორც ვთქვი, ამას უკვე აღარავინ უყურებს. 

მესის 2010

არგენტინის ნაკრების ფედერაციამ მიიღო გიჟური გადაწყვეტილება, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კარიერის პიკი ჰქონდა, მათ კი მწვრთნელად წამალდამოკიდებული და არასტაბილური მარადონა დაუნიშნეს, რომელიც ყველა უბედურებასთან ერთად, მწვრთნელობის გონზე არ იყო. თავისივე ნაკრები გაწირეს და მთავარ სამიზნედ მესი აქციეს. 

ლეოს ყოველთვის ცოტა აკლდებოდა გოლამდე, რადგან ძალიან სიღრმიდან თამაშობდა, თითქმის ყველა გოლი მისი შექმნილია, ტაქტიკა იყო აბსოლუტურად გიჟური და მარადონას დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰქონდა მესიზე, აიძულებდა, რომ ისე მოქცეულიყო, როგორც ის იქცეოდა, ვერ მიხვდა, რომ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანთან ჰქონდა საქმე. 

დიეგოს 1990, მესის 2014

დიეგომ უმძიმესი ტრავმით ითამაშა და თავისზე ძლიერ მეტოქეებს აჯობა, (ბრაზილიას, იტალიას).

მესი საშინელ ფორმაში იყო, ყველა ვარჯიშის წინ გული ერეოდა, მაგრამ მოახერხა და ფინალში გავიდა, თუმცა, ყველა აღნიშნავდა, რომ 90 წლის არგენტინისგან განსხვავებით, უმარტივესი კალენდარი შეხვდა. 

ბოლო მუნდიალზე სათქმელი არაფერია, უბრალოდ მათი გუნდები და მწვრთნელები განვიხილოთ.

გუნდები 

1982 წლის არგენტინა - 2006 წლის არგენტინა

არჩევანის გაკეთება მიჭირს, რადგან ორივე საოცარი ნაკრებია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 82 წელს მწვრთნელი მენოტი იყო, უპირატესობას 82 წლის გუნდს ვანიჭებ. მესის ასეთი დონის მწვრთნელთან მუშაობის გამოცდილება ნაკრებში არასდროს ჰქონია. 

1986 წლის არგენტინა - 2010 წლის არგენტინა

ძალიან სასაცილო შესადარებელია, შემადგენლობა შეგვიძლია გავათანაბროთ, მაგრამ ბილარდოსა და მარადონას შედარება მწვრთნელთა რანგში წარმოუდგენელია. დიეგოს მწვრთნელში ძალიან გაუმართლა, მესი კი დაღუპეს. 

1990 წლის არგენტინა - 2014 წლის არგენტინა

მესის ნაკრები შემადგენლობით უფრო მაღლა იდგა, ასე მგონია, სულ მცირედით მაინც ასე იყო, თანაც საბელიამაც მაგრად იმუშავა, აქ ან ტოლობა უნდა დავსვათ, ან საბელია გავიყვანოთ პლუსში. 

1994 წლის ნაკრები - 2018 წლის ნაკრები 

ჯერ ერთი, ალფონსო ბაზილე სანპაოლის ჯიბეში ჩაისვამს, მერე მეორე, 94 წლის ნაკრები იყო უნიკალური, საოცარი, ყველა ასპექტში, ყველა პოზიციაზე, უბრალოდ წარმოიდგინეთ მესის რომ ბატისტუტას მსგავსი ფორვარდი ჰყოლოდა. 

ვერდიქტი: დიეგოს ოთხიდან სამ ჩემპიონატზე ყველანაირი პირობა ჰქონდა შექმნილი, რომ წარმატებისთვის მიეღწია, როგორც მწვრთნელების, ისე თანაგუნდელების მხრიდან. 

მესის პირიქით, ოთხიდან მხოლოდ ერთხელ ხვდა წილად კარგი მწვრთნელი. პეკერმანი ცუდი მწვრთნელი არ იყო, მაგრამ რაც გააკეთა იმის მერე, დადებითად უბრალოდ ვერ შევაფასებთ. 

მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა მესი უკეთესია, დიეგომ ერთი ძალიან მაგარი კოპა ითამაშა, მესიმ ორი. ერთი 2016-ში, მეორე კი ახლა. ორივეში საოცარი იყო. 

რაც შეეხება საკვალიფიკაციოსა და ამხანაგურებს, წარმოდგენა არ მაქვს დიეგო იქ რას შვებოდა, ამიტომ ვერ შევადარებ. 

საკლუბო დონე 

რამდენი ხანიც მესი თამაშობს სტაბილურად, იმდენი ხანი ასეთ დონეზე არავის უთამაშია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ აქვე აღვნიშნოთ, რომ არა მარტო საფეხბურთო, არამედ სპორტული აქტივობის ასაკი 80-იანებთან შედარებით საოცრად გაზრდილია. მედიცინისა და ტექნიკური პროგრესის ხარჯზე. ფედერერი 39 წლის არის და თამაშობს, ლებრონ ჯეიმსი 36 წლის არის და კიდევ ჩემპიონობაზე იქაჩება, შემდეგ სეზონშიც ასე იქნება, ლიონელ მესი 34 წლის არის და საერთოდ არაფერი ეტყობა.

ამიტომ, ამ კრიტერიუმით ჩვენი დროის სპორტსმენის შედარება 80-იანელებთან, ან უფრო ადრინდელი პერიოდის სპორტსმენებთან, უბრალოდ სისულელე მგონია. 

მესის ყველაზე მძიმე ტრავმა ხელის მოტეხილობაა. დიეგოს კოჭის მოტეხილობა. ამ ტრავმით შეუძლებელია, რომ დონე შეინარჩუნო 30 წლის მერე, მაგრამ დიეგომ ეს მაინც შეძლო. 

მარადონა არის ფეხბურთელი, რომელმაც სანაკრებო და საკლუბო დონეზე ზღვარი წაშალა. ნაკრებზე უკვე ვთქვით, "ნაპოლიში" კი გააკეთა ის, რაც შეუძლებელი ჩანდა და დღემდე ასე ჩანს. 80-იანების იტალია იყო სუპერ ლიგა! ძალიან მომეწონა ეს სათაური, "იუთუბზე" გამოჩნდა ვიდეო, რომელსაც ასე ჰქვია, 80-იანების იტალია უკვე იყო სუპერ ლიგა! ნამდვილად ასეა, ვისაც კი პრეტენზია ჰქონდა საუკეთესოობაზე ყველა იქ იყო, იტალიის ოქროს თაობა და საუკეთესო ლეგიონერები. პლატინი და ლაუდრუპი "იუვენტუსში", მანჩინი და ვიალი "სამპდორიაში", გულიტი, ვან ბასტენი და რაიკაარდი "მილანში", მათეუსი, ბრემე და რუმინიგე "ინტერში", თუმცა, სხვადასხვა პერიოდებში. ფალკაო და ფიოლერი რომაში, პასარელა და სოკრატესი "ფიორენტინაში", ბოლოსკენ ბაჯოც დაემატა.  ზიკო "უდინეზეში" და ა.შ. სერია ა-ს მოგება ჩემპიონთა თასის მოგებაზე ბევრად რთული იყო, მაშინდელი ფორმატიდან გამომდინარე, მაგრამ დიეგომ მოიგო, თანაც ორჯერ. ეს ზღაპარია, ამას უბრალოდ ვერ ახსნი. ერთ-ერთ ჩემპიონატზე 15 გოლით გახდა ბომბარდირი, ლევანდოვსკის სასაცილოდ არ ეყოფა, რაის 15 გოლი?! საქმე ის არის, რომ მაშინ სერია ა-ში ყველა გუნდი კატენაჩოს თამაშობდა, კონკრეტულად იმ სეზონში ასე იყო. ყველა თამაში ფინალის ტოლფასი იყო. 

მესიმ კი მოხსნა ყველანაერი რეკორდი რისი მოხსნაც ადამიანს შეეძლო, ან არ შეეძლო და აგერ მეშვიდე "ოქროს ბურთზე" იქაჩება. 80-იანებში, რომ სამხრეთ ამერიკელებისთვის ეს ჯილდო დასაშვები ყოფილიყო, დიეგო მაქსიმუმ ოთხჯერ მოიგებდა, მეტს უბრალოდ ვერ შეწვდებოდა, რადგან პლატინის, რუმინიგეს, ვან ბასტენისა და გულიტის სახით ძალიან ძლიერი კონკურენტები ჰყავდა, ინდივიდუალურად დიეგოს ვერ შეედრებოდნენ, მაგრამ მათი კლუბები და ნაკრებები ძალიან წარმატებულნი იყვნენ. 

საკლუბო დონეზე უბრალოდ უნამუსო უნდა იყოს ადამიანი, რომ რომელიმე უფრო მაღლა დააყენოს. იმაზე მეტს ვერცერთი გააკეთებდა, რაც გააკეთეს, ხოლო რაც გააკეთეს, იმის ზემოთ არაფერი აღარ არსებობს. 

საბოლოო სიტყვა

სწორედ ამიტომ, არ ვკადრულობ და ამ ორ ღმერთკაცს არ ვაჭიდავებ. 

ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. 

გამძლეობა უკეთეს ფეხბურთელად ვერ გაქცევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გულიტი ყველა დროის საუკეთესო იქნებოდა. 

დიეგოზე და მესიზე მაგარი ფეხბურთი, არავის უთამაშია. თუმცა, სანახაობის თვალსაზრისით ერთი მელოტი ფრანგი და ერთი-ორი ბრაზილიელი გაახსნედება ადამიანს. 

მიუხედავად ამდენი ბოდიალისა, ამ დავას ბოლო არ ექნება, თითქოს ამაო გარჯა იყო ამის წერა. ვის რას ასწავლი?! ყველა თავისებურად ხედავს, ყველა თავისებურად აღიქვამს, როგორც სოკრატესმა თქვა, გვირგვინი სისულელეა, მაგის მომგონის ისა და ესაო!!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #27 15 ივლისი 2021 12:46
    1
    აი ეგ სწორად აღნიშნე მწვრთნელი არ ჰყავდა არასდროს!!!და რა არის ფეხბურთი?!მწვრთნელი!!!მესიმ მაქსიმუმი გამოწურა ამ არგენტინისგან მეტს ვერც იზამდა და კინაღამ მსოფლიოც კი მოიგეს,,,საკლუბო დონეზე არცკი შევადარებ სირცხვილია))))))რა სერია ა მოიგო კარგით რა))))კაცი ბარსელონას მიათრევს წლებია,,ვინმეს ეჭვი ეპარება რა იქნებოდა მესის გარეშე ბარსა?!ლიგაზე გასვლა სანატრელი გვექნებოდა!!!!მესი მეტია მარადონაზე და მაგრად მკიდია კემპესის აზრი))))
    Culé [?]
    #26 15 ივლისი 2021 10:35
    0
    ციტატა: ფეოლა
    M10 S9 D11,
    სტატისტიკით ლევანდოვსკიც დაიხევს. აი რა ლოგიკაა ახლა ეს.
    სტატისტიკით შეიძლება ოცეულშიც ვერ მოხვდეს.

    laughing ხოდა არც არის მოსახვედრი, მესის შემდეგ რონალდუა, "დალშე" ოცზე მეტს ჩამოგითვლი კიდევ..
    laughing პ.ს. ისე ბენზემასაც აქვს მსოფლიო თუ მაგით საზღვრავ, ჩავი-ინესტაც ათი თავით მირჩევნია დიეგოს..
    მოკლედ მაგარი პერსო ფანი ხართ ფეოლა, ასეთი მიკერძოებულობა პირველად ვნახე თქვენი მხრიდან..
    wink უბრალოდ თქვით, რომ პირადად გირჩევნიათ მარადონა... და მორჩა!
    blush wink blush
    საიტის ლეგენდა  [?]
    #25 15 ივლისი 2021 10:14
    1
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ფეოლა, გარჩევა მაგარი იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისე, ლაითად ახსენე!!! არც შეგეკამათები, ყველას თავისი აზრი აქვს!
    მე ჩემსას ვიტყვი: როდესაც ვინმეზე მესმის სიტყვა =ნარკომანი=, ჩემთვის აქ მთავრდება ყველაფერი, მას საერთოდ პიროვნებად, ნორმალურ ადამიანად ვეღარ აღვიქვავ...
    == მარადონა ჩემთვის ნოლია, რაც ითამაშა რამდენიმე სეზონი კლუბშიც და ნაკრებშიც, მიაღწია ნარკოტიკებით..არავინ იცის რისი მაქნისი იქნებოდა "ფხიზელი" დიეგო..
    == მესი 15 წელია ერთ დონეზე თამაშობს, როგორ თამაშობს და რას მიაღწია ყველამ იცით! დიეგო მისი ფეხის ფრჩხილადაც არ მიღირს!
    სირცხვილი არგენტინელებს რომ მესის ჩვეულებრივ ნარკომანს ადარებენ. ლეო შეცდა, რომ ესპანეთის ნაკრები არ აირჩია, ნებისმიერი ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც დააფასენ..
    wink wink wink ასეთია ჩემი აზრი!!!

    100% და მორჩა გარჩევები.
    Culé [?]
    #24 15 ივლისი 2021 07:13
    2
    ფეოლა,
    smile ფიტავს კი, ნელნელა, და ბოლოს ორგანიზმი ვეღარ უძლებს, თავიდან პირიქით, მაგარ ხოდზე არიან.. დიეგო და "სუფთა" სხვადასხვა მცნებაა..
    საოცრება ის არის, რომ დღევანდელ სულ სხვანაირ, რთულ ფეხბურთში, სადაც ფიზიკური სიძლიერე წყვიტავს 70-80%, რონალდუს ჩათვლით, ყოველი მე4-მე-5 ფეხბურთელი ვარსკვლავია და მაინც, უკონკურენტოდ, ერთი თავით ყველაზე მაღლა ტანმორჩილი მესი დგას უკვე 15 წელია..
    და კიდევ დიდხანს იქნება - სანამ თვითონ არ გადაწყვეტს კარიერის დასრულებას.
    პ.ს. - მესიმ რომ ნაკრებში, ფინალში, მარადონასავით სპეციალურად გაშლილი ხელით გოლი გაიტანოს ჩათვლიან მსაჯები? თუ გააძევებენ?
    ..და დიეგოს გატანილი რატო დარჩა საამაყოდ? ეგ რომ არა ექნებოდა მსოფლიო??? wink დარწმუნებული ვარ არა..
    მწერალი [?]
    #23 15 ივლისი 2021 04:57
    0
    Lasha71,
    ყველაზე სწორი რა კრიტერიუმით არის? რადგან კაპელომ თქვა? ვალდანო სხვა რამეს იტყვის, მენოტი სხვას, საკი სხვას და ა. შ.
    ამიტომ მიწერია ბოლოში, უსაგნო დავაა, საფეხბურთო იერარქია ვერ შედგება, მაქსიმუმ იკამათო ცალკეული არგუმენტებით,მაგრამ მაინც ვერაფერს იტყვი ისეთს, რომ წერტილი დასვა.

    MARI=BARCA-fan,
    რას ამბობ?! დიეგო ყველაზე მაგარი იყო მაშინ, როცა იყო სუფთა. ნარკოტიკმა გამოფიტა, გაანადგურა, კაპადიას ფილმი ნახე, უნიკალური დოკუმენტური მასალა აქვს. ეგ ბავშვებს სჯერათ ეგრე, ნარკოტიკი რო აძლიერებს ხალხს 😃
    Culé [?]
    #22 15 ივლისი 2021 01:45
    2
    ფეოლა, გარჩევა მაგარი იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისე, ლაითად ახსენე!!! არც შეგეკამათები, ყველას თავისი აზრი აქვს!
    მე ჩემსას ვიტყვი: როდესაც ვინმეზე მესმის სიტყვა =ნარკომანი=, ჩემთვის აქ მთავრდება ყველაფერი, მას საერთოდ პიროვნებად, ნორმალურ ადამიანად ვეღარ აღვიქვავ...
    == მარადონა ჩემთვის ნოლია, რაც ითამაშა რამდენიმე სეზონი კლუბშიც და ნაკრებშიც, მიაღწია ნარკოტიკებით..არავინ იცის რისი მაქნისი იქნებოდა "ფხიზელი" დიეგო..
    == მესი 15 წელია ერთ დონეზე თამაშობს, როგორ თამაშობს და რას მიაღწია ყველამ იცით! დიეგო მისი ფეხის ფრჩხილადაც არ მიღირს!
    სირცხვილი არგენტინელებს რომ მესის ჩვეულებრივ ნარკომანს ადარებენ. ლეო შეცდა, რომ ესპანეთის ნაკრები არ აირჩია, ნებისმიერი ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც დააფასენ..
    wink wink wink ასეთია ჩემი აზრი!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 15 ივლისი 2021 01:30
    2
    ყველაზე სწორი კაპელომ თქვა. პელეს და კრუიპის წინააღმდეგ მითამაშოაო, მარადონაც ნახა და მესის ვლის საუკეთესოდ!


    პ.ს. ავტორს: "შედეგებს და რეზულტატს" ? რა განსხვავებაა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 14 ივლისი 2021 23:55
    1
    ციტატა: ფეოლა
    M10 S9 D11,
    ვაიმე ვაიმე ვაიმე..

    ამას ხო ჯობდა პროსტა დაგეწერა რო მესი გირჩევნია და ყველასთვის მისაღები და გასაგები იქნებოდა.

    იმდენი რამე აურიე..
    არ შეიძლება ეგრე. არ არის საჭირო მარადონას დაკნინება იმისთვის, რომ მესი უკეთესი ჩანდეს. მაგის გარეშეც აქვს ბევრი უპირატესობა.

    მარადონას მსგავსად მსოფლიოზე არავის უთამაშია. ეს ფაქტია, რა ბაბუა-ბებია?! ციფრული მეხსიერების ეპოქაში ვცხოვრობთ.

    ხოდა დავწერე მეც უბრალოდ რო მესის არავინ შეადაროთქო მარა შენ მოინდომე ჩაღრმავება სტატიატიკა გითხარი არაო მარადონას თამაში არ მაქვს ნანახი და მამაჩემის თაობის გაოვერებული მონაყოლი მარადონაზე არ მაინტერესებს მეთქი მოედნის ხედვა პასი დარტყმა დრიბლინგი მესის ბევრად უკეთესი აქვს რაც მარადონას ვიდეოები მაქვს ნანახი მჭიდრო დაცვას არავინ ეთამაშება და ეგ კიდევ ერთი ფაქტორია რატომაც არ ვადარებ მესის ერთზე უოირატესობის მინიჭება მეორის ოდნავ დაკნინებით არ გამოდის და რა ვქნა გოლები ასისტები ტიტულები ყველაფერი ბევრად მეტი აქვს მესის და სხვა რა კრიტერიომუთღა უნდა შევადარო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #19 14 ივლისი 2021 23:19
    0
    M10 S9 D11,
    ვაიმე ვაიმე ვაიმე..

    ამას ხო ჯობდა პროსტა დაგეწერა რო მესი გირჩევნია და ყველასთვის მისაღები და გასაგები იქნებოდა.

    იმდენი რამე აურიე..
    არ შეიძლება ეგრე. არ არის საჭირო მარადონას დაკნინება იმისთვის, რომ მესი უკეთესი ჩანდეს. მაგის გარეშეც აქვს ბევრი უპირატესობა.

    მარადონას მსგავსად მსოფლიოზე არავის უთამაშია. ეს ფაქტია, რა ბაბუა-ბებია?! ციფრული მეხსიერების ეპოქაში ვცხოვრობთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 14 ივლისი 2021 22:57
    3
    ციტატა: ფეოლა
    M10 S9 D11,
    ჩემი არგუმენტები ნაწილ-ნაწილ წერია სტატიაში თუ რატომ არ ვაყენებ ერთს მეორეზე მაღლა.

    გადაიკითხე კიდე 😃

    ნეტა მესის ყოლოდა ისეთი ნაკრები რაც მარადონას ყავდა მარტო მოიგო მსოფლიო და ეგეთი ზღაპრები მამაჩემის და ბაბუაჩემის თაობის გაოვერებული მონაყოლები ფეხებზე მკიდიათქო მე მესის რასაც ვუყურებ ეგეთ ფეხბურთს ვერავინ თამაშობს ითამაშებს და არც არავია უთამაშია სტატისტიკა ტიტულები რო გააცოცხლო და ახლიდან ათმაშო მარადონა მაინც ვერ მიაღწევს მაგდენს შეილაგეს ამ მარადონას სექტანტებმა ერთი მსოფლიოთი ჯერ სანაკრებო ტიტული არ ქონდა და მაგაზე ბურღავდნენ ტვინს მოიგო კოპა თან ისე რო უმაღლესი დონე დადო მოიგო და ეხლა გახდა ბევრითვის ჟანგიანი თასი და რაც შენ გიწერია ეგ არგუმენტი კი არა კონკრეტული სეზონების შედარებაა რომელიც მარადონას მაქსიმუმ 5 ქონდა და მესი უკვე მერამდენე სეზონია უმაღლეს დონეს დებს მესის ყველაზე ცუდი სეზონი მარადონას ყველაზე კარგ სეზონსაც მილიოჯერ ჯობია რახან შენ არ აყენებ ეგ იმას არ ნიშნავს რო არ დგას ორჯერ მეტი გოლი ორჯერ მეტი ასისტი ოთხჯერ მეტი ტიტული თამაშის ხარისხზე ხმას არ ვიღებ მორჩა მანდ ამათი შედარება რა მარადონა რა პელე საერთოდ სხვა ლეველზე აიყვანა ამ კაცმა ფეხბურთი ლამის ხელოვნების დონოზე ნუ ადარებ ნურავის მესი ერთია და განუმეორებელი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #17 14 ივლისი 2021 22:27
    0
    M10 S9 D11,
    ჩემი არგუმენტები ნაწილ-ნაწილ წერია სტატიაში თუ რატომ არ ვაყენებ ერთს მეორეზე მაღლა.

    გადაიკითხე კიდე 😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 14 ივლისი 2021 22:04
    1
    ციტატა: ფეოლა
    M10 S9 D11,
    სტატისტიკით ლევანდოვსკიც დაიხევს. აი რა ლოგიკაა ახლა ეს.
    სტატისტიკით შეიძლება ოცეულშიც ვერ მოხვდეს.

    გეკითხები მაშინ შენ რა არგუმენტი გაქვს სხვა თამაშის ხარისხზეც გეუბნები მესიზწ მაგარი არავინ დაბადებულა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #15 14 ივლისი 2021 21:49
    1
    M10 S9 D11,
    სტატისტიკით ლევანდოვსკიც დაიხევს. აი რა ლოგიკაა ახლა ეს.
    სტატისტიკით შეიძლება ოცეულშიც ვერ მოხვდეს.
    Culé [?]
    #14 14 ივლისი 2021 21:45
    1
    საღოლ ფეოლა !
    Culé [?]
    #13 14 ივლისი 2021 21:29
    3
    მე მარადონას მსოფლიოებიც ყველა მაქვს ნანახი და მესისიც. ჩემი აზრით მესის არც ერთ მსოფლიოზე არ ყოლია მარადონას დროინდელ ნაკრებებზე უკეთესი ნაკრები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 14 ივლისი 2021 21:07
    2
    ციტატა: ფეოლა
    M10 S9 D11,
    smile smile

    აი რა გაცინებს ან რა არგუმენტებს მთხოვ ვერ გავიგე მხატრვრულად დავიწყო ლაპარაკი არგუმენტში რო ჩამეთვალოს? ორჯერ მეტი გოლი ორჯერ მეტი ასისტი ოთხჯერ მეტი ტიტული ნუთუ საკმარისი არაა არგუმენტად რას თამაშობდა ისეთ მარადონა მესი რო ვერ თამაშობს მითუმეტეს რო ფეხბურთი ეხლა უფრო გართულებულია მეტი რა არგუმენტი გინდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #11 14 ივლისი 2021 20:55
    0
    M10 S9 D11,
    smile smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 14 ივლისი 2021 20:36
    1
    ციტატა: ფეოლა
    M10 S9 D11,
    სტატიაში მიწერია ფეხბურთი სტატისტიკა არ არის-მეთქი, იმიტომ, რომ ფეხბურთი სტატისტიკა არ არის.
    გესმის ფეხბურთი აშკარად და ნუ იტყვი მაგას, ამ პერიოდების შედარება სტატისტიკით სიგიჟეა, არასერიოზულია.

    პ.ს: არავინ ამბობს, რომ დიეგო უკეთესია და თუ მესი მიგაჩნია უკეთესად აბსოლუტურად ნორმალურია, უბრალოდ უფრო კარგი არგუმენტი გჭირდება. სტატისტიკა არადამაჯერებელია.

    აბა ახლა მარადონას თამაშები მე არ მაქვს ნანახი და მამაჩემის თაობის გაოვერებული მონაყოლი სულ ფეხებზე მკიდია რასაც მესის ვუყურებ მსგავსი ვერავინ იქნება და სტატისტიკით თუ არ შეადარე აბა როგორო უნდა შეადარო როცა ნანახი არ გაქვს წინა საუკუნის იგროკის თამაშები ნანახი?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #9 14 ივლისი 2021 20:22
    3
    M10 S9 D11,
    სტატიაში მიწერია ფეხბურთი სტატისტიკა არ არის-მეთქი, იმიტომ, რომ ფეხბურთი სტატისტიკა არ არის.
    გესმის ფეხბურთი აშკარად და ნუ იტყვი მაგას, ამ პერიოდების შედარება სტატისტიკით სიგიჟეა, არასერიოზულია.

    პ.ს: არავინ ამბობს, რომ დიეგო უკეთესია და თუ მესი მიგაჩნია უკეთესად აბსოლუტურად ნორმალურია, უბრალოდ უფრო კარგი არგუმენტი გჭირდება. სტატისტიკა არადამაჯერებელია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 ივლისი 2021 20:18
    1
    ციტატა: ფეოლა
    M10 S9 D11,
    ეს ხო ბავშვური კომენტარია. გამოუშვი არგუმენტი, ერთი თავით მაღლა დგომაზე, კემპესს მაინც ვერაფერს გააგებინებ, მაგრამ აქ განვიხილავთ barca-2

    რა არგუმენტი გინდა სტატისტიკას შეხედე რამხელა სხვაობაა მარადონას და მესის შორის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued