უსაფუძვლო იმედი და კიდევ ერთი ფეხბურთელი ატლეტიკოდან

უსაფუძვლო იმედი და კიდევ ერთი ფეხბურთელი ატლეტიკოდან

ისევ თავიდან იწყება, ალბათ გახსოვთ წინა სეზონის დასაწისში, უფრო სწორად, როცა ვირუსმა გაგვაჩერა და კარანტინში გადავედით, ატყდა სატრანსფერო ამბები და ერთ-ერთი მთავარი თემა გრიზმანის ჟოაოში გაცვლა იყო, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. ახლა გრიზმანისა და საულის გაცვლაზე ჩამოვარდა სიტყვა, მერე კი ისევ ჟოაუს მიუბრუნდნენ, მოკლედ, როგორც ჩანს, მოლაპარაკება მიდის. მაშინ გრიზმანს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა, ფელიშის კი მაგრად ეიმედებოდათ, ამიტომ გაცვლას "ატლეტიკო" არ დათანხმდა. ახლა იგივე ამბავია, მაგრამ სურათი ოდნავ შეიცვალა, ფელიშს პრობლემები აქვს და ვერ ამართლებს, უკვე ნათლად ჩანს, რომ სიმეონეს ხელში ვერც გაამართლებს, აქვს გამონათებები, ეგ არის და ეგ, სტაბილურად ანტიფეხბურთს ვერ უბერავს, არ შეუძლია, გრიზმანს კი სადებიუტო სეზონთან შედარებით უკეთესი სეზონი ჰქონდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაცვლის შანსი გაცილებით დიდია, იმ შემთხვევაში თუ "ბარსას" სურვილი ექნება. 

ატლეტიკოს იდენტობა

ჩემი აზრი ასეთია, ყოველთვის ასეთი იყო, "ატლეტიკოელი" "ბარსაში" ვერ გაამართლებს, პირიქით როცა ხდება პრობლემა არ არის, მარტივად შეძლეს ვილამ და სუარესმა მადრიდელებთან ადაპტირება, მაგრამ იქიდან მოსული კაცი "ბარსაში" ადგილს ვერ იპოვის. გამორიცხულია. სიგიჟე იყო არდა თურანის გადმოყვანა, ის არც ცენტრალური ნახევარმცველი იყო, არც გარემარბი, ყოველთვის ფლანგის ნახევარდაცვაში თამაშობდა, ნაკრებში ათიანის როლსაც ირგებდა, ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარი იყო მისი შეძენა, პოზიციას, რომ გავეშვათ, სტილიც ცალკე უბედურებაა. 

შედარებით კარგად ადაპტირდა გრიზმანი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ დავივიწყებთ რა სტატუსით მოვიდა და რა თანხა გაისროლეს მასში. საკმარისია გავიხსენოთ, რომ როგორც ვარსკვლავი ისე გადმოვიდა, ნეიმარის შემცვლელად, 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადეს, დიდი ხელფასიც დაუნიშნეს და ამის შედეგად ვიღებთ ნაწვალებ საშუალო სტატისტიკას, ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არ არის, მაგრამ რაც სტატისტიკის მიღმა რჩება, გრიზმანი იმაშიც ცუდია. შეიძლება რიცხვები არ დავუთვალოთ რონალდინიოს, ან ნეიმარს, რადგან გარდა გოლებისა და საგოლე პასებისა, თამაშს ალამაზებდნენ, აი გრიზმანის სილამაზე არ გაიშვას! 

რითიც ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა თავი არის ის, რომ თუ თამაში არ მისდის, ძალიან ბევრს მუშაობს უკან, ხანდახან მცველებზე უკეთესია ართმევაში, მაგრამ რეალურად სულ სხვა რამ ევალება მოედანზე. აქვე გავიაროთ კატეგორიები, როგორ იყოფიან გრიზმანის ქომაგები, უფრო სწორად, მისი დარჩენის მომხრეები: 

1. ერთიც და გაამართლებს!

არის ამაში რაღაც ლოგიკა, ჩავლილი სეზონი სადებიუტოს ნამდვილად სჯობდა, ახლა კი მოლოდინი აქვთ, რომ მესამე სეზონი მეორეს აჯობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე სეზონში ნორმალური მაჩვენებლები დადო მხოლოდ იმიტომ, რომ სუარესი გუნდიდან გაუშვეს. შესაბამისად, გრიზმანს ჯერ ნეიმარი უნდა შეეცვალა, მაგრამ ვერ შეცვალა, შემდეგ კი სუარესი უნდა შეეცვალა, მაგრამ ვერც ის შეცვალა. მოლოდინი მაინც ლოგიკურია, თუმცა, ამჯერად დეპაის და აგუეროს სახით გაცილებით სერიოზული კონკურენტები ეყოლება, ტრინკაუში და ბრეითუეიტში არ შეეშალოს. ვიცი, რომ ჩვენშიც მოიძებნებიან მისი პერსონალური ფანები, მაგრამ მე მაინც უიმედოდ ვარ განწყობილი. თუ მისგან საშუალო სტატისტიკა გვაკმაყოფილებს მაშინ კარგი, მაგრამ მე, როგორც ერთ-ერთ რიგით გულშემატკივარს, მიმაჩნია, რომ ფატისაც შეუძლია იმავე შედეგების ჩვენება და საერთოდ არ ღირს მისი სათამაშო დრო შეიზღუდოს. 

2. თავის პოზიციაზე არ ათამაშებენ! 

ეს ყველაზე პოპულარული გზავნილია გრიზმანთან მიმართებაში, რაც გადმოვიდა იმის მერე გვესმის, მაგრამ კაციშვილმა არ იცის სად არის მისი პოზიცია. უფრო სწორად, ერთადერთი მყარი პოზიცია გააჩნია, ტარანის ტიპის ფორვარდის უკან მოქმედებს ხოლმე, "ბარსაში" ასეთი ფორვარდი არ გვყავს, პირველ ბურთს რომ მუდმივად იგებდეს და არც მსგავსი ტაქტიკით თამაშობს გუნდი, მოუსინჯავს რაღაც მსგავსი სეტიენს და კუმანსაც, მაგრამ რომ ვთქვა რომ გრიზმანი ბოლომდე გაიხსნა-მეთქი, ტყუილი იქნება. 

არ არის ტიპური ცენტრფორვარდი, არ არის გარემარბი და იკარგება იმ შემთხვევაში თუ თამაში მასზე არ ეწყობა, ანუ, "ბარსაში" მუდმივად დაკარგული იქნება, რადგან ლეო მესი გვყავს. საფრანგეთში კი ყველაფერი აირია, რადგან მბაპეს გავლენა იზრდება და ბენზემაც დააბრუნეს, რომელიც მუდმივად ითხოვს ბურთს. როდის იყო გრიზმანი ყველაზე მაგარ ფორმაში? როცა ჟირუ ჰყავდა ნაკრებში და დიეგო კოშტა "ატლეტიკოში", "ბარსაში" შესაძლებელია მსგავსი ფორმულა მივიღოთ? არა. გამორიცხულია. 

3. მესის შემცვლელი 

გახსოვთ ალბათ, მესის შეცვლაზე ფიქრი უნდა დავიწყოთო ბართომეუმ თქვა და გრიზმანი მოიყვანა გუნდში, ამას აღარ ეშველება, ახლა სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები. აღარც კი ვიკითხავ შეუძლია თუ არა გრიზმანს მესის შეცვლა, რადგან ლეოს შეცვლა არავის შეუძლია. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა მიზეზთა გამო ლეო გამოგვაკლდა, (მაინც 34 წლის არის უკვე) შეძლებს გრიზმანი მისი როლის მორგებას? ვერა. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა მთელი სეზონი მასზე გაკეთდება აქცენტი, ფეხბურთელები ლიდერად დროთა განმავლობაში ყალიბდებიან, ასე უცბად ეს ამბავი არ ხდება. მით უმეტეს, "ბარსაში", ჩავიმ რიკელმეს ლიდერობა არ დაუთმო, გარდა ვან გაალის ხუშტურებისა ეს პრობლემაც იყო, ერთი თავით უნდა ეჯობნა, რომ რამე დაეთმო, სანამ რონალდინიო არ მოვიდა და ყველას არ დაანახა, რომ გუნდის გაძღოლა შეეძლო, მანამდე გუნდი ულიდეროდ იყო. გრიზმანი კი არ ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც სხვებზე ერთი თავით მაღლა დადგება, არადა გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში დაწინაურდა, რადგან დემბელე ისევ ლაზარეთშია. 

ასეა საქმე, 120 მილიონ ევროდ ვიყიდეთ საშუალო სტატისტიკა. 

გრიზმანი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ამაზე დავა სისულელეა, მაგრამ არა მგონია "ბარსას" ორგანული ნაწილი გახდეს, ამის გარეშე კი აზრი ეკარგება როგორი ფეხბურთელია ჩვენი ფრანგი ძმა, ანტუანი. 

ფელიშიც ხომ "ატლეტიკოელია".. 

ერთი სხვაობაა, ჟოაუ ვერ ერგება იმ ფეხბურთს, რომელთანაც შეზრდილი იყო თურანი, გრიზმანი, კოკე (რომლის გადმოყვანაზეც ყოფილა საუბარი) და საული, (რომლის გადმოყვანაზეც ახლა საუბრობენ), ორმა ტრანსფერმა ვერ გაამართლა, მეორე ორი რომ შედგეს, ეჭვი არ მეპარება, რომ ვერც ეს გაამართლებს, მაგრამ ფელიში მაინც "ბარსელონელად" გამოიყურება, ჯერჯერობით მაინც. რა თქმა უნდა, გაცვლას გრიზმანის გაყიდვა ჯობია, მაგრამ ეგრე სად არის?! ვის უნდა გრიზმანი? არავის უნდა. 

ფეხბურთელების გაყიდვა დაიწყო, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ისეთი ხმა მოვიდა, რომ მთავარი გასაყიდები ვერ გაიყიდებიან, დემბელე გამორიცხულია, ბოლომდე გვაზარალა, ბოლო წვეთამდე! კოუტინიოს კი გაცილებით რთული პრობლემები აქვს, ვიდრე გრიზმანს, მისი კარიერა ბევრად ცუდად წარიმართა, "ბაიერნშიც" ვერ ივარგა, "ლივერპულსაც" აღარ უნდა და ტრავმებიც დაემატა თავზე, არადა, გუნდში დიდი წმენდაა ჩასატარებელი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 13 ივლისი 2021 23:42
    0
    ციტატა: Milkshake
    საული ვერ გაამართლებსო. საულის ნაირი ნახევარმცველი დაგვხატავდა პირდაპირ. დე იონგი ბუსკეცი საული იდეალური იქნებოდა.

    ...და, პედრი და მესი სად გააქრეთ? დდ::))))
    ფანი [?]
    #9 13 ივლისი 2021 21:29
    0
    კარგი მწვრთნელის ხელში, კოუს, დემბოს და გრიზის კაშკაშა სუპერ იგროკებად აქცევდა, მარა კუმანის ხელში? ეს გამორიცხულია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 13 ივლისი 2021 21:18
    0
    ფელიშში კიბატონო გაცვალო გრიზმანი დახატავს ეგ ბიჭი ბარსას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #7 13 ივლისი 2021 21:05
    2
    Milkshake,
    პედრი გვყავს და საული გინდა? 😃

    Nikabedinadze,
    დემბოზე და გრიზმანზე არანაერი მოლოდინი არ მქონია, ვიცოდი რო ჩაფლავდებოდნენ, აი კოუტინიოზე მეგონა რომ დაგლიჯავდა, ბათ...
    ფანი [?]
    #6 13 ივლისი 2021 20:20
    1
    ისე დემბელე,კაუტინიო,გრიზმანი როცა მოგვყავდა როგორი მოლოდინი იყო,ნეიმარის შემცვლელი,ინიესტას შემცვლელი და რა შეგვრჩა
    Culé [?]
    #5 13 ივლისი 2021 19:57
    1
    ფელიქსიც და საულიც ორივე გაამართლებს მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე მე ერთმნიშვნელოვნად ფელიქს ავირჩევდი
    ფანი [?]
    #4 13 ივლისი 2021 19:34
    1
    ფელიშში გაცვლა მაგარი იქნება მაგრამ არ გაგვიცლიან 😔
    მწერალი [?]
    #3 13 ივლისი 2021 18:45
    1
    Ronaldinho..,
    დეპაული ოქროს კაცია!

    ani-barca10,
    დაცვა ძვირია, უფასო კარგი მცველები აღარ დარჩნენ. დაგვახიეს.
    ფანი [?]
    #2 13 ივლისი 2021 17:57
    4
    ტოპ ხარისხი მწერლისგან:)

    მარა დეპაული მინდოდა ყველაზე ძალიან რა ბარსაში:(:(
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ივლისი 2021 17:48
    3
    მადლობა ფეოლა!!! ასეთი დალაგებული გაიასნებული სტატია ამ "ვარსკვლავბიჭუნაზე" ჯერ არ წამიკითხია.