სანახაობა მორჩა, ბიუროკრატია იწყება

სანახაობა მორჩა, ბიუროკრატია იწყება

ესეც ასე, დამთავრდა დიდი ამბები, დამთავრდა კარგად და ლამაზად, თუმცა, ვისთვის როგორ. დიეგოს გარდაცვალების შემდეგ პირველი დიდი ტურნირები ჩატარდა და იმ ნაკრებებმა იმარჯვეს, რომელთა წარმატებაც ყველაზე მეტად გაახარებდა. არგენტინაში მესი წარმოადგენდა მის 10 ნომრიან მაისურს, რომელიც უკვე მისი მაისურიც ისევეა, როგორც დიეგოსი, ახლა ამის თქმის უფლება ნამდვილად აქვს. ხოლო იტალიაში ლორენცო ინსინიე წარმოადგენდა, რომელსაც სხეულზე აქვს დიეგოს ტატუ, როგორც ყველა პატიოსან ნეაპოლელს. 

თითქოს ვიცოდი, რას ნიშნავდა მესისთვის სანაკრებო ტიტულის მოგება, მაგრამ მაინც ისე გამოვიდა, რომ თურმე არ მცოდნია. მსაჯის სასტვენისთანავე ჩაიმუხლა და სიხარულის ცრემლი ღვარა, რაღაცით მაიკლ ჯორდანს წააგავდა, რომელიც შვიდწლიანი წვალების მერე დაეუფლა NBA-ის ტიტულს და ხელში მოგდებული ისე უყვირის, თითქოს რამე ესმოდეს ოქროსფერ, არც მაინც და მაინც ლამაზ, თასივით რაღაცას - "შვიდი წელი გელოდი, შვიდი წელი!" - ღრიალებს ჯორდანი და წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მესის თავს, როცა შვიდი წელი კი არა, მთელი ცხოვრება ამას ელოდა?! 

ყველას ერიდებოდა იმის თქმა, რომ ერთი ტიტული მოგებული აქვს, რადგან ოლიმპიურ ოქროს არავინ არაფრად აგდებს, ახლა კი მოსარიდებელი არაფერია, მესის ორი სანაკრებო ტიტული აქვს, ერთი მეორეხარისხოვანი, ერთი პირველხარისხოვანი. წინ კი უმაღლესი ხარისხის ოქროა დარჩენილი, მომდევნო წელს უკვე მუნდიალი გველის, თანაც ძალიან ძალიან უცნაური მუნდიალი. მესისთვის ალბათ ასეც ჯობია, მისი ასაკისთვის ნამდვილად უკეთესი იქნება ჩემპიონატი ზამთარში შედგეს, როგორც არის დაგეგმილი. პირველად ისტორიაში ჩემპიონატი ჩატარდება არა მაშინ, როცა ყველა გადაღლილი და გამოფიტული იქნება, არამედ მაშინ, როცა ფორმაში დაიწყებენ შესვლას. სადღაც შუაში შეწყვეტენ ეროვნულ ჩემპიონატებს და ჰაიდა.. ყატარში! 

მესის კი იმ დროისთვის ჩემი მოკრძალებული აზრით, მეშვიდე "ოქროს ბურთი" ექნება დაბევებული. რა ამბავია.. ვინ წარმოიდგენდა? ვინ და იოჰან კრუიფი, რამდენიმე წლის წინ თქვა, მესი ხუთ, ექვს, შვიდ "ოქროს ბურთს" მოიგებსო და ალბათ გააგრძელებდა კიდე თვლას, მაგრამ ვიღაც ღვთისნიერმა შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მესიზეა, მაინც წარმოუდგენლად ჩანდა, უბრალოდ შეუძლებელია შვიდი "ოქროს ბურთი"! 

ვის გაუგია, ამ ასაკში ფეხბურთელი უმთავრეს ინდივიდუალურ ჯილდოს იგებდეს?! ეს რაღაც ახალია, შესაძლოა, რაღაც ისეთი, რაც არასდროს აღარ განმეორდება. 

ნეიმარიც ცრემლად დაიღვარა, ოღონდ არა სიხარულის, არამედ თავისივე უბედურების შემხედვარე. ნეტავ რას იფიქრებს, წლების მერე რომ თავის კარიერას გადაავლებს თვალს?! ალბათ, აღარც გადაავლებს, რადგან ამას ძლიერი ნერვები სჭირდება, ნეის კი სუსტი ნერვები და მენტალობა აქვს. შემეცოდა ადამიანურად, მაგრამ რას ვიზამთ?! ჩვენი რა ბრალია? აგერ, ამ პატარა ქვეყნიდანაც კი ჩანდა, რომ დარჩენა სჯობდა, თუმცა, ეგ სულ სხვა ამბავია. 

დი მარიამ ისევ შეაგდო და ისევ კინაღამ გული გამისკდა იმის გახსენებისას, რომ ხუთჯერ იაფად შეგვეძლო მისი გადმობირება, მაგრამ ყველას და ყველაფერს დემბელე ამჯობინეს. ანხელმა იმ ორ ფინალში გაიტანა გადამწყვეტი გოლი, რომელიც მესის მოგებული აქვს და მესამეში, ანუ, მუნდიალის ფინალში რომ ყოფილიყო, ეჭვიც არ მეპარება, რომ არგენტინა მოგებას შეძლებდა. 

დიდი ფეხბურთელია დი მარია. დიდი კარიერაც გამოუვიდა. ერთადერთი ინგლისში ვერ ივარგა და ვან გაალმა აქაც გაგვაოცა, ყველა ათიანს ფლანგზე მიათრევდა და კარიერას უნგრევდა, გარემარბი დი მარია კიდე ცენტრში შემოწია. განსაკუთრებული ხედვა აქვს ლუის. 

მესი ნაკრებიდანაც ისე თავაწეული წავა, როგორც "ბარსელონადან" წავიდოდა. უდიდესი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან, ახლა კი ახალი გამოწვევების ჯერია. 

აი "ბარსას" თავს ისეთი ამბებია, მტერს და ავს, მესის დარჩენა გარკვეული არ არის, ნაყიდი ფეხბურთელები ვერ დავარეგისტრირეთ და გასაყიდი ხალხი არ მიდის. გუნდის პარაზიტი კვლავინდებურად ფლეისთეიშენს უბერავს, მაგრამ ამასთანავე მავნებლობს კიდეც, რასისტულ სკანდალში გაეხვა და მაგის თავს ვინ ჩივის, გუნდის სახელიც გასვარა. ეს რამდენ მილიონს დაგვაკარგვინებს აზიურ ბაზარზე, კაცმა არ იცის. 

საქმე მოსაწყენად არ გვექნება. "ბარსასთვის" ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. 

პ.ს: პედრი ჯერ კიდევ სუნთქავს და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო თავანივით ჩაიბარა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 ივლისი 2021 12:58
    0
    სანახაობა მორჩა, ბიუროკრატია იწყება...
    და რა დონის ბიუროკრატია!!!! ჯერ სადა ვართ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 13 ივლისი 2021 12:48
    0
    ფეოლა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #7 13 ივლისი 2021 04:26
    1
    Feola kargi mwerali xar
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    Culé [?]
    #6 13 ივლისი 2021 00:06
    0
    ყოჩაღ ადმინ
    ფანი [?]
    #5 12 ივლისი 2021 23:54
    1
    100% სტატიაა, ნამდვილად"ბარსასთვის" ყველაზე საინტერესო ახლა იწყება.
    ლაპორტა გაგვაოცებს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ივლისი 2021 22:50
    3
    ყველაფერი თანმიმდევრობით სწორედ არის ჩამოყალიბებული ამ სტატიაში.
    ფანი [?]
    #3 12 ივლისი 2021 20:25
    3
    ყოჩაღ კარგი სტატია იყო.პარაზიტი სწორი შესატყვისია😉
    Culé [?]
    #2 12 ივლისი 2021 20:19
    2
    ციტატა: Albicelecte
    აუცილებელია დიდი წმენდა, ლაპორტა მაგას მიხედავს აუცილებლად
    უმთითი უკვე ალაპარაკდა მის რეპუტაციის შენარჩუნებაზე და შემოთავაზების განხილვაზე
    ლენგლე არაფერზე არ ლაპარაკობს, დემბელეს კი გაისად გასდის კონტრაქტუის ვადა და იმედია უგუნდოდ დარცება ან სადღაც ჭ ლიგაში დაასრულებს კარიერას, სადაც 12 სეზონს გაატარებს თვეში 20 000 ევრო ანაზაღურებით

    როგორც ამბობენ მოხუცები "ცეცხლი ყლაპოს და ნავთი მიაყოლოს", ამ პროდუქტისთვის კი ეყოფა ის 20 000 €..
    wink smile wink
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ივლისი 2021 19:57
    2
    აუცილებელია დიდი წმენდა, ლაპორტა მაგას მიხედავს აუცილებლად
    უმთითი უკვე ალაპარაკდა მის რეპუტაციის შენარჩუნებაზე და შემოთავაზების განხილვაზე
    ლენგლე არაფერზე არ ლაპარაკობს, დემბელეს კი გაისად გასდის კონტრაქტუის ვადა და იმედია უგუნდოდ დარცება ან სადღაც ჭ ლიგაში დაასრულებს კარიერას, სადაც 12 სეზონს გაატარებს თვეში 20 000 ევრო ანაზაღურებით