ევრო და კოპა ოთხი გუნდის ამარა - ერთი ნაბიჯი სანაკრებო კლასიკომდე

ევრო და კოპა ოთხი გუნდის ამარა - ერთი ნაბიჯი სანაკრებო კლასიკომდე

სულ ცოტაც და გამარჯვებულები გვეცოდინება, მანამდე კი გემრიელი ნახევარფინალები გველოდება და იმედი მაქვს სასურველი ფინალიც. ევროზე ყველას თავის ფავორიტი ჰყავს და ფინალის რამდენიმე ვარიანტი შეიძლება კაცმა ინატროს, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში ყველა "კლასიკოს" მოლოდინშია, სულ რაღაც ერთი ნაბიჯია ბრაზილია - არგენტინამდე.

ევრო

მეფეთა შორის მეფე, მარტინ ბრეითუეიტი ნახევარფინალშია! "ბარსელონური" კარიერა ბევრ რამეში წაადგა, გაცილებით თავდაჯერებულია და იცის, რომ მის მეტოქეთა შორის ვერავინ იქნება ისეთი დონის, როგორიც მისი თანაგუნდელია კლუბში, ერთი სიტყვით, მარტინს ვერავინ შეაშინებს, როცა ყოველდღე ლეოსთან ერთად ვარჯიშობ, მერე ყველაფერი მარტივად მიღწევადი გეჩვენება, თუმცა, დანიის წინსვლა სულ სხვა ამბავია, რომელსაც ცალკე სტატიაში შევეხებით, რა თქმა უნდა, მარტინი ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არა მამოძრავებელი ძალა. 

დანია, ორგანიზებული და ლამაზი ფეხბურთით ნახევარფინალისკენ! მატჩი "უემბლიზე" შედგება, მეტოქე ინგლისი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ისედაც ფავორიტის სტატუსის მქონე ნაკრები დამატებით უპირატესობას მიიღებს, თანაც გულშემატკივარი მრავლად იქნება, აი, აქ უნდა ატყდეს ვიკინგური წიოკი! რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან მაგარი მატჩი გველის წინ. 

ინგლისმა კი გაილაღა, საუთგეიტს იმხელა სკამი აქვს, რომ "მანჩესტერში" გადასული ჯეიდონ სანჩო მხოლოდ ახლა გამოაჩინა, მშვენივრად ითამაშა, კეინმა გოლების გატანა დაიწყო და სტერლინგი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. უყურებ და ნამდვილად საფინალო გუნდი ჩანს, ნახევარფინალის არ იყოს, ფინალიც "უემბლიზე" შედგება, საერთოდ, ინგლისელებისთვის ისე გამოვიდა, რომ მთელი ჩემპიონატი სახლში ჩაატარეს, გარდა უკრაინასთან მატჩისა. როგორც შირერმა თქვა, ტიტულის მოგების ასეთი კარგი შანსი ინგლისს ძალიან დიდ ხანს აღარ ექნება, ჰოდა, ვნახოთ რას იზამენ. 

"ბარსას" ინტერესები ინგლისთან არ იკვეთება. შეიძლებოდა სანჩოსთან, ან კეინთან, მაგრამ არ გამოვიდა. 

მეორე ბადეში კი დიდი ამბებია. როგორც ვივარაუდეთ იტალიამ ბელგია გააგორა, დე ბრუინისა და ლუკაკუს იმედზე დარჩენილი გუნდი იტალიას ვერ მოუგებდა, კევინმა ტრავმით ითამაშა, ხოლო ლუკაკუ არ მიმაჩნია იმ დონის ფორვარდად, რომ კიელინისთან და ბონუჩისთან თავი გამოეჩინა. ძალიან ცუდი ამბავი არის ის, რომ იტალიის ყველაზე გამორჩეული ინდივიდუალისტი ამ ჩემპიონატზე, სპინაცოლა გუნდს გამოაკლდა, აქილევსის მყესი გაიწყვიტაო ასე ამბობენ, ეს კი უმძიმესი ტრავმაა, ყველაზე მძიმე ტრავმა რაც კი შეიძლება სპორტსმენმა მიიღოს, არა იმიტომ, რომ 12 თვით უქმობა მოუწევს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ ყველა განახევრებული ბრუნდება, უბრალოდ არ არსებობს, რომ იგივე სისწრაფეზე თამაში შეძლოს და ისევე დაიბრუნოს ბურთის გრძნობა, როგორც ამ ჩემპიონატზე გრძნობდა. ძალიან დასანანია. 

ინსინიემ კი მაგარი გაისროლა, ლაპორტას მოსწონს ეს ფეხბურთელი, მაგრამ მისი გადმობირება ფრანგების გადამკიდე თითქმის შეუძლებელია. ისე ჩანს, რომ შეგვრჩება ხელში გრიზმანიც და დემბელეც, უკვე ტრადიციად ქცეული ავანსებიც გაიცემა - იქნებ ამ სეზონში მაინც გაამართლოს! - ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი. 

მიუხედავად იმისა, რომ იტალია ესპანეთს დაუპირისპირდება, ასევე ძალიან კარგ გუნდს, მაინც ფავორიტია. 

ესპანეთს კი ფავორიტად არავინ მიიჩნევდა, არც ჩავი, არც ინიესტა, არც დავიდ სილვა და სხვა ლეგენდები. ლუის ენრიკე ახალი გუნდის შენების პროცესშია და პირველივე დიდ ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა, ეს უკვე წარმატებაა. მშვენიერი სინთეზია ახალგაზრდა და ვეტერანი ფეხბურთელების, პირველ რიგში ბუსკეტსსა და პედრის გამოვყოფ, ორი დიდი ტვინი კარგი სანახავია მოედანზე. ჩვენი პედრი უდიდეს გამოცდილებას იღებს, მთავარი დუელი ელის მარკო ვერატისთან, რომელიც ბევრი რამით ჰგავს კიდეც, მაგრამ ორივეს თავის უპირატესობები აქვს, ვერატი დაცვაში სჯობია, პედრი შეტევაში, ტემპის კონტროლი და ბურთის დაჭერა ორივეს იდეალურად შეუძლია და ორივე ძალიან მოაზროვნე ფეხბურთელია, ჰოდა, ვნახოთ რა და როგორ. 

ერთი შეხედვით, იტალია-ინგლისის ფინალი იკითხება, მაგრამ რავიცი.. არაფერს გამოვრიცხავ. 

კოპა

მძიმე მატჩები იყო, ყველაზე მარტივად არგენტინა გავიდა, ბრაზილიამ ჩილესთან იჭიდავა, იჭიდავა კი არა იჩხუბა, გაბრიელ ჟეზუსმა "ტაი-კვანდოს" ილეთით დააგდო მეტოქე, რაღაც ისეთი გააკეთა რაც ნაიჯელ დე იონგსაც კი არ გაუკეთებია, ეს კი გინესის წიგნშია შესატანი, რადგან დე იონგს ყველანაირი საბრძოლო ილეთი აქვს მოედანზე გამოყენებული. ჟეზუსი გააწითლეს და კინაღამ დაიღუპა ბრაზილია, მაგრამ კარი მაინც შეინახეს. ნახევარფინალში პერუ ელოდებათ, რომელიც შურისძიების სურვილით იქნება აღვსებული, წინა კოპა ამერიკის გამო. 

პერუ-პარაგვაი თრილერი იყო, რომელიც პენალტების სერიით გადაწყდა, თავის მხრივ, პენალტებიც სასეირო გამოდგა, მოკლედ, პერუ გავიდა და გამოჩნდა, რომ ამ გუნდს თამაში შეუძლია, ბრაზილიას იოლი გასეირნება არ ელის. 

ურუგვაი უსახური გუნდი იყო, მთელი ჩემპიონატი სუარესისა და კავანის წვალებას ვადევნებდით თვალყურს, გული მწყდება, რომ ეს ორი მტაცებელი უკვე ასაკშია და მათი დონის არავინ ჩანს, არადა, დიეგო ფორლანი რომ დაფრინავდა მაშინ გამოჩნდნენ ახალგაზრდა ვარსკვლავები, ახლა ასე აღარ იქნება, ურუგვაის მძიმე წლები ელის წინ. კოლუმბია კი გავიდა შემდეგ ეტაპზე და მათ მწვრთნელს აღარ წამოაძახებენ თავზე ხამესი როგორ არ წაიყვანეო, პრაგმატული ტაქტიკა აქვს შერჩეული, არ სჭირდება ხამესი, მომდევნო მატჩში მესიზე ატყდება ნადირობა. 

ლეო ერთ-ერთ საუკეთესო კოპას ატარებს, რომელიც, შესაძლოა საუკეთესოც გახდეს. ორი საგოლე პასი და გოლი ბოლო წუთებზე. თან პასსაც ხომ გააჩნია?! ლანგრით მიართვა ბურთი თანაგუნდელებს. "ოქროს ბურთიც" თავის ფეხით მოდის მესისთან, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მესის კოპა ბევრად ურჩევნია, დათმობდა კიდეც "ოქროს ბურთს" თასის სანაცვლოდ. ამდენი წელი, ამდენი წვალება, ამდენი მარცხი და ისევ ერთ ნაბიჯში გამარჯვებასთან.. კარგი, ორთან. 

ყველა ელის სანაკრებო "კლასიკოს", მაგრამ დიდად ეგეც არ მადარდებს ვინ ვის შეხვდება, ყველაზე მეტად მესის სანაკრებო ტიტულს ველით. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #14 4 ივლისი 2021 23:38
    2
    მესიმ სიბერეში გეიხსენა ბაღნობა, მთლა აწყვეტილია და ახლა მაგას ვერვინ შეაჩერებს!
    ყველა კულეს გენაცვალეთ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 4 ივლისი 2021 22:03
    1
    ჟესუსმა: "წესების გარეშე ბრძოლებში" უნდა ვიჩხუბო აწი, ფეხბურთი ჩემი საქმე არ არისო barca-7

    ციტატა: rivaldo80
    ზურგით მოათრევს ამ საცოდაობა ნაკრებს მესიის გარეშე ჩვეულებრივი ბოლივიააა...სამწუხაროდ ბრაზილია მოიგებს ისევ

    მთლად მასეც არ იყო გუშინდელი მატჩი, უბრალოდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა სკალონიმ
    რომეროს მიკროტრამვის შემდეგ ფორმაში ჩადგომას ელოდებოდა
    მოლინა დიდი არაფერი და ნიკო გონსალესმა ჩააგდო მატჩი პირწმინდად
    დე პაული კარგი იყო და ლო ჩელოსასაც არა უშავდა
    დი მარიას და პაპუს ინახავს შემდეგი მატჩისათვის, რომ ტაქტიკური სქემა დიდად არ გაეშიფრა მოწინააღმდეგეს
    დარწმუნებული არა ვარ, რომ ბრაზილია პერუს გასცდება, შეიძლება ლაპადულამ შეუსრულოთ... პენალტებში კი 50/50-ზე იქნება შანსი
    Culé [?]
    #12 4 ივლისი 2021 21:12
    0
    ზურგით მოათრევს ამ საცოდაობა ნაკრებს მესიის გარეშე ჩვეულებრივი ბოლივიააა...სამწუხაროდ ბრაზილია მოიგებს ისევ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 4 ივლისი 2021 14:03
    4
    ინგლისს ტრადიციულად უჭირს ვიკინგებთან
    2016-ში ისლანდიამ გააგდო
    არ მოგვატყუოს უკრაინასთან ლანგრით მირთმეულმა 4:0-მა
    უსაზიზღრეს და უპრაგმატულეს ფესბურთს თამაშობს
    ფინალში დანია უნდა გავიდეს, ნამდვილად დაიმსახურეს!
    ფანი [?]
    #10 4 ივლისი 2021 13:23
    1
    ციტატა: La Pulga10
    გამოხტება მერე ვიღაც და იტყვის მესი ნაკრებში ვერ თამაშობს ჩაჯმული დადისო.ისე დე პაული კაი ბიჭია მესის მოვუყვანოთ ნახ დაცვაში გაგვაძლიერებს და ლეოს უგებს ძაან კარგად,მაგრამ ჩოლოსია.

    დე პაული ატლეტიკომ იყიდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 4 ივლისი 2021 13:16
    0
    გამოხტება მერე ვიღაც და იტყვის მესი ნაკრებში ვერ თამაშობს ჩაჯმული დადისო.ისე დე პაული კაი ბიჭია მესის მოვუყვანოთ ნახ დაცვაში გაგვაძლიერებს და ლეოს უგებს ძაან კარგად,მაგრამ ჩოლოსია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 4 ივლისი 2021 12:32
    4
    წინ ალბისელესტე!!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #7 4 ივლისი 2021 11:32
    14
    გარი ლინეკერი მესის პირადი ფანია ნამდვილად და მას აქვს ნათქვამი თუ არ ვცდები : არა აქვს მნიშვნელობა , ბარსელონა თუ არგენტინა , ტიტულს იგებს თუ არა , მესის ისედაც ეკუთვნის ყოველ წელს ოქროს ბურთივო ! ნამდვილად მასეა , არავის ალბათ ფეხბურთის ისტორიაში , ასეთი უპირატესობა არ ქონია დანარჩენ საფეხბურთო სამყაროზე და არც არავის უთამაშია ასეთი სილამაზის ფეხბურთი . სულ ერთია , რას მოიგებს კიდევ მესი დარჩენილ კარიერის განმავლობაში , მასზე ყოველთვის ისაუბრებენ მოწიწებით , როგორც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე .
    ფანი [?]
    #6 4 ივლისი 2021 11:07
    3
    ციტატა: ფეოლა
    Memphis Depay,
    ნუ იტყვი მაგას, 34 წლის მარადონამ 94 წლის მუნდიალი დაიწყო საოცრად! მანამდე ფლეიოფში დაუძახეს და იქაც ძალიან მაგრად ითამაშა. თან ერთწლიანი დისკვალიფიკაციის, მოტეხილი კოჭის და ქუსლის ტრავმის მერე.
    მესის აქვს უპირატესობები დიეგოსთან, უზუსტობის, დაბრალების და რაღაცებზე თვალის დახუჭვის გარეშეც.
    მაგალითად, ლეოს წყვეტა არ აქვს, სტაბილურად მეფეა. დიეგო ეგრე არ იყო.

    ამ ასაკში გუნდშიც და ნაკრებშიც საოცარია და მაგასთან მაქვს საქმე, საკლუბო დონეზე მარადონას მაქსიმუმ 4 სეზონი ჰქონდეს ჩატარებული, მესი კიდევ 2007 წლიდან დღემდე სტაბილურია. მარადონაზე სრულყოფილი როგორც ფეხბურთელი ამის თქმა მინდა.
    მწერალი [?]
    #5 4 ივლისი 2021 10:52
    5
    Memphis Depay,
    ნუ იტყვი მაგას, 34 წლის მარადონამ 94 წლის მუნდიალი დაიწყო საოცრად! მანამდე ფლეიოფში დაუძახეს და იქაც ძალიან მაგრად ითამაშა. თან ერთწლიანი დისკვალიფიკაციის, მოტეხილი კოჭის და ქუსლის ტრავმის მერე.
    მესის აქვს უპირატესობები დიეგოსთან, უზუსტობის, დაბრალების და რაღაცებზე თვალის დახუჭვის გარეშეც.
    მაგალითად, ლეოს წყვეტა არ აქვს, სტაბილურად მეფეა. დიეგო ეგრე არ იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 ივლისი 2021 10:40
    8
    ორი მატჩი ორად ორი მატჩი და კოპა შენია ლომოოოო ორი მატჩიც უნდა იჯადოქრო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 4 ივლისი 2021 10:32
    10
    ამ ასაკში მარადონა ძლივს დაძუნძულებდა, მესი კი კვლავ საუკეთესოა, აი რაში აღემატება ლეო დიეგოს. კოპას დადებს და მსოფლიოსაც მიაყოლებს კრიტიკოსების ჯინაზეც, მერე უკვე ყველანაირი კითხვის ნიშნები მოიხსნება მესი თუ მარადონა. რომც არ მოიგოს მაინც დიდი იგროკია დიეგოზე.
    Culé [?]
    #2 4 ივლისი 2021 09:51
    14
    რა ქნას მეტი?! გაქვთ ვინმეს ამ კითხვაზე პასუხი?! არ გექნებათ!! იმიტომ რომ ყველაფერს დებს ლეო არგენტინისთვის! მონდომება, ლიდერობა, შედეგი. რაც მასზეა დამოკიდებული ასრულებს პირნათლად! მარტო იგებს თამაშებს! ვიტყოდი იქნებ ახლა მაინც დაეხმარონ თანაგუნდელებითქო მაგრამ ვიცი ტყუილი იმედი იქნება, ამიტომ ისევ მესის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ კიდევ ორ თამაშს ჩაატარებს თავის გემოზე და დადებს ნანატრ კოპას! ფეოლა შენ აქაური მესი ხარ❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 4 ივლისი 2021 09:40
    11
    heart_eyes ფეოლა, ჯერ "ბრავოს" დაგიწერ და მერე წავიკითხავ სტატიას!
    დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტყვის დაწერა მაინც მომიწევს!!!