გადამწყვეტი ეტაპი - 8 გუნდი ევროზე და 8 გუნდი კოპაზე

გადამწყვეტი ეტაპი - 8 გუნდი ევროზე და 8 გუნდი კოპაზე

ესეც ასე, კოპაზე ფლეიოფები იწყება, ევროზე მერვედფინალები მოვილიეთ და მეოთხედფინალებისკენ მივიწევთ. დღეიდან მოყოლებული მხოლოდ რვა გუნდი აგრძელებს ბრძოლას როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ ამერიკაში. ევროს მერვედფინალები კი წარმოუდგენლად მაგარი გამოდგა, ჯერჯერობით კოპა ამერიკას სანახაობრივად მაგრად ჯობია და დრამატიზმზე ხომ აღარც არის საუბარი, ამ ყველაფერს კი მონატრებული გულშემატკივარიც ალამაზებს, კოპაზე კი ისეთი სიცარიელეა მესის პასსაც ვერავინ დაუკრა ტაში. 

ევრო

ველოდით, როდის შეთამაშდებოდა ფრანგების ტრიო და ბედის ირონიით, ყველაზე უკეთ ბოლო მატჩი ჩაატარეს, როგორც ერთი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მესამე გოლი, გრიზმანი-მბაპე-ბენზემას კომბინაციით რომ გავიდა. წუნს ვერ უპოვიდი, დახატეს! მაგრამ რად გინდა.. ზუსტად ის მატჩი წააგეს, სადაც ყველაფერი კარგად გამოუვიდათ. ჯერ გრიზმანი გაიყვანეს, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია, მერე ბენზემამ ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება და დარჩა მხოლოდ მბაპე, რომელიც იმ დიდებულ ფეხბურთელებს შეუერთდა, გადამწყვეტ მომენტში რომ პენალტი გაუცუდებიათ. ეგ არაფერი.. 

დეშამმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, ერთი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებდა, როგორც ჩანს დიდიეს არ უნახავს "ბარსას" თამაშები, ჩვენ კი ვნახეთ, ამიტომ, ლანგლეს ძირითად შემადგენლობაში არაფრის დიდებით არ დავაყენებდით, მან კი დააყენა. თუმცა, ფრანგების დაცვაში ლანგლეს გარეშეც ბევრი პრობლემა იყო. 

ჩემპიონატის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ფრანგებმა ბალანსი დაკარგეს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. თავდასხმაში ამის მიზეზი შეუთამაშებელი ტრიო იყო, ხოლო დაცვაში ხშირი ცვლილებები, რასაც ან ტრავმები იწვევდა, ან დეშამის გიჟური გადაწყვეტილებები. მოკლედ, ყველაფერი ლოგიკურია. 

რაც შეეხება ყველაზე ცუდ ამბავს. უსმან დემბელეს ოთხი თვე გაუცდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერანაერად ვერ გავყიდით, შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ სატრანსფერო კამპანიის მესამე პუნქტი მეტწილად ჩავარდება და ავტომატურად მეოთხეც, რადგან მეოთხე პუნქტი მესამეს არის მიბმული. ვარსკვლავის გადმობირების შანსებმა დაახლოებით 75% ით მოიკლო. აი, ასეთი ამბავია. ამ ბიჭის მავნებლობას საზღვარი არ აქვს, თუმცა, მთავარი დამნაშავე ის არის, ვინც გუნდში მოიყვანა და ამდენი ხნით დატოვა. 

როგორც ერთ-ერთი ქართული ფილმის გმირი იტყოდა - "ეს რა ჭირი გვჭირს ტო.." 

ესპანეთი უმატებს და დაფრინავს! ოღონდ არა დაცვაში. მაღალ სისწრაფეზე თამაშობენ, ბურთის კონტროლის მხრივ არასდროს პრობლემა არ ჰქონიათ და სერჟიო ბუსკეტსი კვლავინდებურად რჩება ნაკრების ტვინად. ისიც ენრიკემ მისი გამოყენება. წინ შვეიცარიაა, რომელთან ხუმრობაც არ ღირს, ნახევარფინალში კი ბელგია-იტალიას შორის გამარჯვებული დახვდებათ, თუ აზარმა და დე ბრუინმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს, იტალიას შეგვიძლია მივულოცოთ. უკვე ვნახეთ დანიასთან პირველ ტაიმში რა დონის გუნდია ბელგია აზარისა და კევინის გარეშე. კატასტროფა! აზარი ბურთის მთავარი დამჭერია და ყველაზე კარგი დრიბლიორი, ხოლო კევინი იდეალურია ზონებს შორის პასებისა და ბოლო პასის თვალსაზრისით, აღარაფერს ვამბობ გატანის უნარზე. მათ გარეშე ბელგია განწირულია. 

ესპანეთიდან კიდევ ერთი ცნობაა, პედრი ოლიმპიადაზეც ითამაშებს. როგორც ჩანს, ფატის ირგვლივ დატრიალებული ამბით ვერაფერი ისწავლეს და სანამ წელში არ გაწყვიტავენ ამ საწყალს, მანამდე უპირებენ ცხენივით სირბილს. ასეთი დამღლელი სეზონის შემდეგ პირდაპირ ევროზე, მერე ოლიმპიადაზე და შესვენების გარეშე ახალი სეზონის დაწყება მოუწევს. უდიდეს გამოცდილებას მიიღებს, მაგრამ რამდენს უნდა გაუძლოს ამ პატარა ბიჭმა?!

ჰოლანდია დაგვემშვიდობა. დე ბური კუმანზე ბევრად ცუდი მწვრთნელია. მოხერხება ხომ უნდა ამ ყველაფერს. დეპაი.. ფრენკი.. შეუმდგარი ვეინალდუმი და დე ლიხტი, წავიდნენ სახლში. 

ინგლისიც გავიდა და გადასარევი ბადე აქვს, თუმცა ჩვენ წარმომადგენლები არ გვყავს. ჰარი კეინზე იყო საუბარი, მაგრამ 90%-ით უკვე "სიტიშია". 

კოპა

სანახაობა არის, ოღონდ ცალკეულ მომენტებში, კოპას მთელი ხიბლი ლიონელ მესიშია თავმოყრილი და აქა-იქ ნეიმარიც გაგვართობს ხოლმე. არგენტინისთვის კარგი ის არის, რომ ყველაზე უხერხული მეტოქეები ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას, ბრაზილია და ჩილე. აი ასე, რომელიმეს ყველა შემთხვევაში მოიცილებს და ბადე ისეა შედგენილი, რომ ბრაზილია-არგენტინის ფინალის ძალიან დიდი შანსია. 

მე მგონი, რომ სანაკრებო კლასიკოს წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა.. ვნახოთ. 

არგენტინა ეკვადორს გაეჯიბრება და გამარჯვების შემთხვევაში ურუგვაი-კოლუმბიას შორის მოგებულს შეხვდება. მესის არგენტინას არასდროს უჭირდა არც კოლუმბიასთან და არც ურუგვაისთან თამაში. ასე რომ, ყველაფერი მათ ხელშია. 

უნდა ითქვას, რომ აგუერო საშინელ ფორმაშია, ძირითადში ისევ ლაუტაროს ვიხილავთ. ვერ ვიტყვით, რომ მესის კოპას მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს, რადგან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბრაზილია უკეთესი გუნდია, არგენტინასთან დაპირისპირებებში კი ბოლო დროს მოგება მათ რჩებათ, მესის პერსონალურად იყვანს კაზემირო და პლუს ორი კაცი აზღვევს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ მთელი არგენტინა გათიშონ. 

ბრაზილიას საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს და ფინალში მაქსიმალური კონცენტრაციის პირობებში მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელი იქნება. მესის კი უჩვენებია, რომ შეუძლებელიც შეუძლია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან იშვიათად ხდება. აი თუ სენსაცია დატრიალდა და ბრაზილია როგორღაც გამოეთიშა, მესი ისე იგრძნობს ტიტულს, როგორც ზვიგენი გრძნობს სისხლს. კარგი თამაშები გველოდება. 

ოქროს ბურთი

შეამჩნევდით, რომ ვისაც კი ოქროს ბურთის მოგების შანსი ჰქონდა, ყველა პანტა-პუნტით გავარდა მერვედფინალიდან. ლევანდოვსკი საერთოდ ჯგუფში ჩარჩა. რონალდუს რომ ევრო მოეგო, ექნებოდა შანსი, მაგრამ.. ნაადრევად დაასრულეს. კანტე და მბაპეც სახლში გაუშვეს და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დარჩა, ვისაც მესისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. ეს არის კევინ დე ბრუინი, ფინალში გასვლის შემთხვევაში კარგი შანსი ექნება, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიგოს, ისიც ხელს უწყობს, რომ ყველას ყელში ამოუვიდა მესის "ოქროს ბურთები", მრავალფეროვნებას ითხოვს ხალხი, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ დე ბრუინი ფინალამდე მივიდეს და თუ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ნახევარფინალამდეც ვერ მივა. 

ასე რომ, ლეო "ოქროს ბურთის" მთავარი პრეტენდენტია. ინდივიდუალურად ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ნაკრებში კი ჯერჯერობით შეუჩერებელია. მეშვიდე ბურთი გზაშია.. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #14 30 ივნისი 2021 18:01
    0
    ციტატა: MARADONA1968
    რამდენად სიმართლეა, არ ვიცი, მარა ეს თუ მოხდა ბარსა პლანეტის საუკეთესო კლუბი ჩაიწერება ისტორიაში, ბარსა ისედაც კია საუკეთესო, მაგრამ რას ვგულისხმობ? რამოდენიმე საინტერესო წყაროდან ვიცი, ლაპორტა ჩალიჩობს სამყაროს ვარსკვლავებით დაასრულებინოს კარიერა, ორ მართლაც ვარსკვლავს, ვის? ეს მესია და რონალდო, რომელსაც უპირებს ბარსაში კარიერის დასრულებას, არ ვაზედმეტებ, რონი და მესი თანახმაა ამ წინადადების, წარმოიდგინეთ წინ ასეთი სამეული მესი-კუნი და რონალდო

    ხოდა დაერჭობა ქრისტინე საჯარიმოში და ლეომ უნდა მოამარაგოს საგოლე პასებით არა? მერე იტყვის პლანეტის საუკეთესო ბომბარდირი ვარო, მეპასეს თუ ახსენებს ნეტავ???
    wink wink wink
    Culé [?]
    #13 30 ივნისი 2021 13:55
    0
    ციტატა: MARADONA1968
    რამდენად სიმართლეა, არ ვიცი, მარა ეს თუ მოხდა ბარსა პლანეტის საუკეთესო კლუბი ჩაიწერება ისტორიაში, ბარსა ისედაც კია საუკეთესო, მაგრამ რას ვგულისხმობ? რამოდენიმე საინტერესო წყაროდან ვიცი, ლაპორტა ჩალიჩობს სამყაროს ვარსკვლავებით დაასრულებინოს კარიერა, ორ მართლაც ვარსკვლავს, ვის? ეს მესია და რონალდო, რომელსაც უპირებს ბარსაში კარიერის დასრულებას, არ ვაზედმეტებ, რონი და მესი თანახმაა ამ წინადადების, წარმოიდგინეთ წინ ასეთი სამეული მესი-კუნი და რონალდო

    მე პირადად მირჩევნია სხვადასხვა გუნდის მაისურებით ვნახო ეგ ორი. მაგათ კონკურენციას აქვს მუღამი თი აქვს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #12 30 ივნისი 2021 12:44
    0
    ციტატა: Alien messi
    შვეიცარია იგებს ევროს დაიმახსოვრეთ!

    ნწუუ.. smile
    ჩვენი ბუსკე და პედრი მოიგებენ პერსონალურად!!! laughing barca-5 laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 30 ივნისი 2021 11:55
    0
    არგენტინა უპრობლემოდ გავა ფინალში და იქ ყველაფერი უნდა გააკეთონ და კოპა აწიონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #10 30 ივნისი 2021 11:00
    1
    რამდენად სიმართლეა, არ ვიცი, მარა ეს თუ მოხდა ბარსა პლანეტის საუკეთესო კლუბი ჩაიწერება ისტორიაში, ბარსა ისედაც კია საუკეთესო, მაგრამ რას ვგულისხმობ? რამოდენიმე საინტერესო წყაროდან ვიცი, ლაპორტა ჩალიჩობს სამყაროს ვარსკვლავებით დაასრულებინოს კარიერა, ორ მართლაც ვარსკვლავს, ვის? ეს მესია და რონალდო, რომელსაც უპირებს ბარსაში კარიერის დასრულებას, არ ვაზედმეტებ, რონი და მესი თანახმაა ამ წინადადების, წარმოიდგინეთ წინ ასეთი სამეული მესი-კუნი და რონალდო
    ფანი [?]
    #9 30 ივნისი 2021 10:55
    0
    ციტატა: Alien messi
    შვეიცარია იგებს ევროს დაიმახსოვრეთ!

    შვეიცარიას ჰანდიკაპით მოუგებს ჩემი ესპანეთი🙃ინგლისი ესპანეთია ფინალი.გერმანიას ვფიქრობდი ფინალში მაგრამ ნემცებს გაა.მევინეს😄
    ფანი [?]
    #8 30 ივნისი 2021 10:49
    0
    შვეიცარია იგებს ევროს დაიმახსოვრეთ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 ივნისი 2021 10:46
    5
    მესიმ თუ მეშვიდე ბურთი მოიგო, კრისტინას ნაზი გული ვერ გაუძლებს, მოკვდება და ლეო ცოდვას დაიდებს.
    ფანი [?]
    #6 30 ივნისი 2021 10:38
    0
    ციტატა: xavi73
    La Pulga10,
    მემგონი ყველა ბარსას ფანს ასე გვგონია.დ

    არააა, თუ არ წაუვიდა თამაში დადგება ისევ და დაიწყებს ტირილს, მაინც მიჩვეულია ფინალებში
    წევრი [?]
    #5 30 ივნისი 2021 09:56
    0
    La Pulga10,
    მემგონი ყველა ბარსას ფანს ასე გვგონია.დ
    ფანი [?]
    #4 30 ივნისი 2021 09:43
    4
    რატომღაც მგონია,რომ არგენტინა ფინალში თუ შეხვდა ბრაზილიას მესი ისე გაიგიჟებს თავს პერსონალურად დადებს კოპას,პრინციპში ეხლაც ეგრე შვება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    მწერალი [?]
    #3 30 ივნისი 2021 08:51
    3
    El Guaje,
    შენიშვნა მიღებულია.
    დანიამ ერთიც მოიგოს და ცალკე სტატიას მივუძღვნი ✊
    გულშემატკივარი [?]
    #2 30 ივნისი 2021 08:48
    1
    დანიის გარდა ყველაზე იბაზრე
    ფანი [?]
    #1 30 ივნისი 2021 08:38
    12
    ღმერთმა გისმინოს ფეოლა! heart_eyes heart_eyes heart_eyes
    იმედია კოპაც და "ბურთიც" ლეოს მონაგარს მიემატება..
    პ.ს. - შიში მაქვს მერე ვიღაცას ინფარქტმა არ დაარტყას.. laughing laughing laughing