მესის პირველი მოგება, დე იონგი, ფრანგები და სატრანსფერო ამბები

მესის პირველი მოგება, დე იონგი, ფრანგები და სატრანსფერო ამბები

არგენტინამ ურუგვაი დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა, საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი გახლდათ, რომელიც თითოეულ თამაშში ნამდვილი მეომარივით იბრძვის, ეს არის სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი, ვისაც არ უნდა ეთამაშებოდე, ყველაფრის გაღება დაგჭირდება გამარჯვებისთვის. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გუნდი ჩანს, რომელიც ქულებსაც იღებს და სიამოვნებასაც, ბრაზილიამ გააგორ-გამოაგორა და დამაჯერებლად მოიგო, სანამ არგენტინელები წელში წყდებიან, ტურნირის მოულოდნელი მასპინძლები სეირნობით იგებენ. 

აღსანიშნავია, რომ არგენტინას გოლი არ გაუშვია, არ იყო ეს მარტივი, სუარესისა და კავანის დუეტის დაჭერა რთული საქმეა, რამდენი წლისაც არ უნდა იყვნენ და როგორ ფორმაშიც არ უნდა ვხედავდეთ. დაცვამ კი ეს მოახერხა და მესისაც მიეცა დამშვიდების საშუალება. 

ამასობაში, მის კონტრაქტზე დაობენ პრესაში, ხელმოწერა ჯერ არ ჩანს, მესის ამისთვის არ სცალია, თითქოს სიმშვიდეა, მაგრამ ასეთ დროს მშვიდად ვერ იქნები, საქმე მესის ეხება და კონტრაქტის ვადა იწურება, ლეო მთლიანად ტურნირზეა გადართული. როგორ მშვიდადაც არ უნდა მოგვაჩვენოს თავი ლაპორტამ, ან კუმანმა, ნერვიულობის საბაბი მაინც არსებობს, ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესი აუცილებლად დარჩება და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ლაპორტას სიმშვიდის დრო არ აქვს, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. რას ვიზამთ, მოუწევს ლოდინი, კოპა ჯერ ახლა დაიწყო. 

ევრო

ბურთაობა მიდის ევროპაშიც და ტრანსფერებიც გახურდა. ნაკრებში გამოირჩევიან ისინი, ვინც კლუბში გამოირჩეოდა, მესი და დე იონგი, ფრენკი მართლა ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი თითოეული შეხება ბურთთან აღფრთოვანებას იწვევს და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ჯერ კიდევ ეტყობა, რომ მომატება შეუძლია. ფრანგებზე რა ვთქვათ?! გრიზმანი თამაშობს, იმიტომ, რომ იმსახურებს, ნაკრებში ყოველთვის კარგია, მაგრამ მომეჩვენა, რომ ბენზემას დაბრუნებამ ცოტა არ იყოს არია სიტუაცია, ოღონდ, მხოლოდ გრიზმანისთვის. ანტუანისთვის ძალიან კომფორტული იყო ჟირუსთან თამაში, იდეალური ბალანსი ჰქონდათ, ეს მუნდიალზეც კარგად გამოჩნდა, აი ბენზემა გაცილებით დიდი ინდივიდუალისტია, უფრო ხშირად ითხოვს ბურთს, მეტწილად გრიზმანის ხარჯზე და უფრო ხშირად იწევს ცენტრშიც, მბაპესა და ბენზემას ერთად თამაში სიამოვნებთ, გრიზმანი კი მიაიგნორეს, ჯერ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ევროზე, არ გვინახავს შემტევი, რომელიც ასე ეფექტური იყოს პრესინგის დროს, მაგრამ პრესინგზე "ბარსაშიც" კარგია, საფრანგეთში მისგან გაცილებით მეტს მოითხოვენ. მატჩი უნგრეთთან მისთვის იქნება გადამწყვეტი ხასიათის, მბაპე-ბენზემას დუეტს უნდა აჩვენოს, რომ ლიდერობა მასაც შეუძლია, ისევ და ისევ ხასიათთან მივდივართ, როგორმე აგრესია უნდა გამოავლინოს, თორემ ნაკრებშიც ისე ჩაიკარგება, როგორც კლუბში. ვნახოთ.. წინათგრძნობა ისეთი მაქვს, რომ გოლი უნდა შეაგდოს. 

დემბელეს ბევრი დრო არ ეძლევა და ასე იქნება ტურნირის ბოლომდე. რეალურად არც გრიზმანის შემცვლელია და არც ბენზემასი, გუნდისთვის იმ უპირატესობის მიცემა შეუძლია, რასაც მბაპე აძლევს, კონკრეტულად სისწრაფეზე მაქვს საუბარი, სხვა არაფერს ვეხები, მბაპესთან კონკურენციაში კი განწირულია. თუმცა, დეშამს რომელიმე მატჩში, ორი სწრაფი ფლანგის გამოყენებაც შეუძლია, როგორც მინიმუმ საინტერესო იქნება. 

ტრანსფერები

ლაპორტას სატრანსფერო კამპანია ოთხ ნაწილად უნდა დავყოთ და ეტაპობრივად შევაფასებთ, სადღაც ბოლოსკენ, ანუ, ახალი სეზონის დასაწყისში ნიშანსაც დავუწერთ. პირველი სატრანსფერო ამოცანა არის მესის შენარჩუნება, დღევანდელი მოცემულობით არც თუ ისე რთული ამბავია, უბრალოდ უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ "ბარსა" კონკურენტუნარიანი კლუბი იქნება, არა მგონია მილიონებს გამოეკიდოს, აი კონტრაქტის ხანგრძლივობა კი გასათვალისწინებელია, ისე სთავაზობენ ორი წლის მერე ამერიკაში წასვლას, თითქოს თავად სურდეს ეს ამბავი, ყველას ავიწყდება, რომ მესისა და რონალდუს დუელი ჯერ არ დასრულებულა, ამერიკაში გასართობად წასვლა მაშინ, როცა რონალდუ ევროპაში რჩება, არა მგონია მესის გეგმებში შედიოდეს, ამიტომ, ფრთხილად კონტრაქტის პირობებთან! 

მეორე ამოცანა იყო საუკეთესო ფეხბურთელების მოყვანა, თავისუფალი აგენტის სტატუსით, რაც ნაწილობრივ შესრულებულია, ორი კარგი ფეხბურთელი მივიღეთ, მე პირადად ორივეს დადებითად ვაფასებ, ორი ხელიდან გავუშვით, ერთი ძალიან რთულად განსახორციელებელი, მეორე თითქოს მარტივი, საბოლოო შეფასების დროს გავცემთ ლაპორტას ამაზე პასუხს. დარჩენილია მეხუთე -  მემფის დეპაი, რომლის ტრანსფერის შემთხვევაში, ლაპორტას ამ ნაწილში მეტწილად პოზიტიური მაჩვენებელი ექნება და თუ პსჟ არ გამოხტა, ამ ტრანსფერს ხელს ვერაფერი შეუშლის. 

მესამე ამოცანა არის ყველაზე რთული, საუბარია უსარგებლო ფეხბურთელების გასხვისებაზე, მათი კონტრაქტების გათვალისწინებით ეს ურთულესი ამოცანა იქნება, მით უმეტეს, იმ ფასად, რომელიც კლუბს აწყობს. დაწყებული კოუტინიოთი, დასრულებული ფრანგებით.. ძალიან რთული იქნება, სიაში კი ათზე მეტი ფეხბურთელია, მინიმუმ შვიდი მაინც უნდა წავიდეს, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ წავა, ფინანსური ბალანსი რამდენად იქნება მიღწეული და კუმანს ვინ დარჩება განაცხადში. მოკლედ, მძიმე და შრომატევადი სამუშაოა, ლაპორტაც სწორედ ამისთვის დაბრუნდა კლუბში, ჰოდა, ვნახოთ როგორ გაუმკლავდება ამ რთულ დავალებას. 

ბოლო ამოცანა ერთი ვარსკვლავის მოყვანაა, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული ფეხბურთელების გასხვისებაზე, თუ მესამე ამოცანა წარმატებით შესრულდა, ესე იგი, მეოთხესაც ეშველება. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ზონაში მივიღებთ ფეხბურთელს, არ აქვს მნიშვნელობა დე ლიხტი გადმოვა თუ ჰოლანდი, ან ვინმე სხვა... მთავარია, რომ კლუბმა სერიოზული შევსება მიიღოს. აი, ასეთი ამბებია, ჩემპიონატებიც გახურდა, ტრანსფერებიც და სულ მცირე ხანში პიკსაც მივაღწევთ!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 19 ივნისი 2021 18:39
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ვსიო აწი რთული თამაშები მოილია არგენტინამ ბოლივია და პარაგვაი მარტივად უნდა ამოტენონ წესით 8 გოლი უნდა და კოპას ყველა დროის ბომბარდირი გახდება მინიმუმ 5 უნდა გაუტანოს ბოლივას და პარაგვაის ერთად ასეთ ფორმაში მყოფს არ გაუჭირდება

    პარაგვაი არაფერს დაუთმობს ამ არგენტინას.
    [?]
    #9 19 ივნისი 2021 17:34
    0
    გაშვებით არავის უშვებენ თუ რა ხდება ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 19 ივნისი 2021 15:09
    0
    ვსიო აწი რთული თამაშები მოილია არგენტინამ ბოლივია და პარაგვაი მარტივად უნდა ამოტენონ წესით 8 გოლი უნდა და კოპას ყველა დროის ბომბარდირი გახდება მინიმუმ 5 უნდა გაუტანოს ბოლივას და პარაგვაის ერთად ასეთ ფორმაში მყოფს არ გაუჭირდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 ივნისი 2021 13:32
    1
    დაბერდა კაცი, მართლა რკინისა ხო არაა, ავადმყოფად დაბადებული. ჩაწოდება კი მშვენიერი გამოუვიდა.
    ფანი [?]
    #6 19 ივნისი 2021 13:19
    0
    ციტატა: ფეოლა
    Moriba,
    ფიზიკურად ვერ გაქაჩავს ასეთ ტემპში, ტურნირის ბოლომდე. ბოლო ორ მატჩში უნდა დაზოგოს ძალები.

    2 ჯერ გადმოვარდნილ ბურთზე ბოლომცველად ითამაშა ძმა დაიღლებოდა აბა რაიქნებოდა ურუგვაის სდიე დაცვაში არაა წესით ადვილი
    ფანი [?]
    #5 19 ივნისი 2021 12:24
    0
    ციტატა: ფეოლა
    Moriba,
    ფიზიკურად ვერ გაქაჩავს ასეთ ტემპში, ტურნირის ბოლომდე. ბოლო ორ მატჩში უნდა დაზოგოს ძალები.

    კი გეთანხმები ლეომ ეგეც იცის როგორ უნდა დაზოგოს ძალები😁
    Culé [?]
    #4 19 ივნისი 2021 11:36
    1
    ციტატა: ფეოლა
    Moriba,
    ფიზიკურად ვერ გაქაჩავს ასეთ ტემპში, ტურნირის ბოლომდე. ბოლო ორ მატჩში უნდა დაზოგოს ძალები.

    აწე აღარ აქვს რთული თამაშები არგენტინას და თუ 60 წუთის განმავლობაში გაუტანეს მინიმუმ 2 გოლი მაშინ შეიძლება დასვენება..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    გულშემატკივარი [?]
    #3 19 ივნისი 2021 10:47
    2
    ციტატა: Moriba
    ძაან მაგრად ითამაშე ლეომ გუშინ ამდენიხანი არუთამაშია ესე მონდომებულად არც ბარსაში და არც არგეტინაში დაცვაშიც ჩამოდიოდა სწრაფად და შეტევაშიც მიდიოდა სწრაფად ძააან მოხოდილია უბრალოდ ამ ჩოილარმა წესიერი კამანდა დააყენოს და მომენტები არ გაუმაზონ დახატული

    დაღლილობა ეტყობოდა 75 წუთის მერე... პროსტა მაინც რადღეში იყო ტიპი
    მწერალი [?]
    #2 19 ივნისი 2021 10:14
    7
    Moriba,
    ფიზიკურად ვერ გაქაჩავს ასეთ ტემპში, ტურნირის ბოლომდე. ბოლო ორ მატჩში უნდა დაზოგოს ძალები.
    ფანი [?]
    #1 19 ივნისი 2021 10:11
    6
    ძაან მაგრად ითამაშე ლეომ გუშინ ამდენიხანი არუთამაშია ესე მონდომებულად არც ბარსაში და არც არგეტინაში დაცვაშიც ჩამოდიოდა სწრაფად და შეტევაშიც მიდიოდა სწრაფად ძააან მოხოდილია უბრალოდ ამ ჩოილარმა წესიერი კამანდა დააყენოს და მომენტები არ გაუმაზონ დახატული