კოპა იწყება - მესის ბოლო მცდელობა

კოპა იწყება - მესის ბოლო მცდელობა

ხვალ კოპა ამერიკა აიღებს სტარტს, უფრო სწორად, ზეგ, 00:00-ს რომ გადასცდება და ახალი დღე დაიწყება, რთული სათქმელია რას უნდა ველოდოთ, ვუყურებთ სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს და საინტერესო არაფერი ხდება, როგორც წესი, უსახური თამაშები გამოდის, აღარ არის ის დრო, სპექტაკლები, რომ იდგმებოდა, მესის არგენტინაც კი ცოფიანი ძაღლების გუნდად იქცა, რომელიც ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება, რომ არ დამარცხდნენ, მოგებას ვინღა ჩივის?! 

არც ის არის გასაკვირი, რომ ორ ჯგუფში ხუთი გუნდი გადანაწილდა და თითო ჯგუფიდან 4 გუნდი გავა, სად გაგონილა ასეთი ამბავი?! ჩარჩენა ბევრად რთულია, ვიდრე გასვლა, თუმცა, სამხრეთ ამერიკაში ყველაფერი მოსულა, ამ კონტინენტზე წესრიგი და რაციონალიზმი საუკუნოდ არის უარყოფილი. კოპას ისტორიაში ვერასდროს გაიგებდი როდის ტარდებოდა ტურნირი, რამდენ წლიანი პაუზის შემდეგ, ყოფილა შემთხვევა ყოველ მომდევნო წელს მიუბამთ, ეგ კი არა, 1959-ში ორჯერ ჩატარდა, ერთ წელიწადში - ორჯერ! ყოფილა შემთხვევა რვაწლიანი პაუზა აუღიათ, მოკლედ, შეშლილი ხალხია და ჩემპიონატიც ეგეთი აქვთ. 

მესი-პელე-მარადონა

ალბათ იცით, რომ კოპა პელეს და მარადონას არასდროს მოუგიათ, უცნაური ამბავია, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს კოპა არ აქვთ მოგებული, არც პელეს, არც დიეგოს და არც მესის, აბა როგორ გინდა ამას ახსნა მოუძებნო? სამხრეთის კონტინენტზე კი არა, პლანეტაზე მეფობდნენ, მაგრამ ვერ მოიგეს! კოპაზე სულ სხვა გვარები მეფობდნენ, მაგალითად რონალდო ბრაზილიიდან, ბატისტუტა არგენტინიდან და ფრანჩესკოლი ურუგვაიდან, კოპა ამათი ტურნირი იყო, ყველაზე დიადებს კი რაღაც აკლდებოდათ. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პელემ მხოლოდ ერთხელ ითამაშა კოპაზე, უკვე ნახსენებ 59 წელს, მაშინ სულ რაღაც 18 წლის იყო, მაგრამ უკვე იცოდნენ, რომ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, ექვსი თამაში ჩაატარა და რვა გოლი შეაგდო, მიუხედავად ამისა, ჩემპიონატი მაინც ვერ მოიგო, თან ფორმატიც უცნაურზე უცნაური იყო, ერთ ჯგუფში ჩაყრილი გუნდები ქულებს აგროვებდნენ და ვინც მეტს დააგროვებდა ის ხდებოდა ჩემპიონიც, ჰოდა, არგენტინამ იმარჯვა. მეტი კოპა ამერიკა პელეს აღარც უთამაშია, ერთი ტრავმის გამო გამოტოვა, მეორე ჯერზე კი ბრაზილიას აღარ მიუღია მონაწილეობა. მერე ძალიან დიდი პაუზა იყო და პელეს თამაში ვეღარ მოესწრო, საოცრებაა, მაგრამ ფაქტია, პელეს კოპა არასდროს მოუგია. 

დიეგო

მარადონა კოპას დიდ მნიშვნელობას არასდროს ანიჭებდა, სამჯერ ითამაშა ეს ტურნირი და მხოლოდ ერთხელ ვნახეთ დიდი დიეგო, დანარჩენ ორში თავი არაფრით გამოუჩენია, მესის მსგავსად მასაც აქვს ფინალი წაგებული, მაგრამ ერთხელ, მესი მოგეხსენებათ სამჯერ დამარცხდა კოპას ფინალში. 

ყველაზე უცნაური ის არის, რომ დიეგო 90 წლის მუნდიალის შემდეგ ნაკრებიდან წავიდა და 94 წლის მუნდიალის წინ დაბრუნდა, არგენტინამ კი ზუსტად ამ გამოტოვებულ პერიოდში შეძლო ორი კოპას მოგება, 91-ში და 93-ში, ორივეჯერ ბატისტუტას ლიდერობით, თითქოს ეს ტურნირი არ არის ყველაზე დიადებისთვის! რაღაც ისეთი სივრცეა, სადაც ღმერთებიც ადამიანებად იქცევიან. 

მესი

მესის ამბავი კარგად ვიცით, ბევრი ლაპარაკი არც ღირს, მით უმეტეს, რომ კარგზე მეტად, ცუდია გასახსენებელი, სამი ფინალის წაგება მეტისმეტია, თანაც ორჯერ ზედიზედ ჩილესთან, 2015-ში და 16-ში, რაღაც წყევლას ჰგავს ეს ყველაფერი, თანაც, ორივეჯერ პენალტების სერიაში, პირველად მხოლოდ მესიმ გაიტანა, მის გარდა კი ყველამ გააფუჭა, მეორე ჯერზე კი მესიმ პირველივე დარტყმა გააცუდა და მანდ აირია ყველაფერი. 

ბევრი ცრემლი იყო და ახლანდელი არგენტინაც არ ჰგავს მომგებს, მაგრამ ახლა გუნდს ის აქვს, რაც ადრე არ ჰქონია, ასეთი მოტივირებული და გამწარებული არგენტინა მე არ მახსოვს, მართლა პიტბულებივით არიან, ერთი ეგ არის, რომ ეს გაბრაზება კლასს ვერავის აუმაღლებს, ამიტომ, ბევრის მოლოდინიც არ უნდა ჰქონდეს ლეოს. 

ჩემპიონატის დაბადება

კოპა ყველაზე ხნიერი ტურნირია, ცხრაასიანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ერქვა, მხოლოდ 75-ში დაერქვა კოპა ამერიკა, მაგრამ იდეა იდენტურია, პირველად ჩატარდა მაშინ, როცა ესპანური კოლონიალიზმისგან გათავისუფლდნენ, ან ეგონათ, რომ გათავისუფლდნენ, დიდად გაიხარეს და აღსანიშნავად ბურთი გააგორეს, აი, ასეთი ამბავია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა კოპა ამერიკა! 

ჩვენიანებიდან კი სამი კაცი უკვე ვახსენეთ, მესი-მარადონა და კიჭა რონალდო, მათ გარდა რივალდო გამოირჩეოდა ამ ტურნირზე თამაშით, უფრო სწორად, მხოლოდ ერთხელ ითამაშა, 1999-ში და დაგლიჯა! არგენტინასაც გაუტანა და ფინალში ურუგვაის ორი გოლი შეუგდო, ძალიან დიდი წილი დაიდო მოგებაში, რი-როს დუეტი შეუჩერებელი იყო. 97-ში არ წაიყვანეს, მაშინ ჯერ კიდევ რომარიოსა და რონალდოს დუეტი ბობოქრობდა, 2001-ში ბრაზილიამ მეორე შემადგენლობა გაუშვა, რივალდოს, რონალდოს, რონალდინიოს, კარლოსის, კაფუს და რომარიოს გარეშე, მას შემდეგ კი რივალდოს კოპაზე აღარ უთამაშია, რადგან 2002 წლის მუნდიალის შემდეგ, ნაკრებიდან ჩამოაცილეს, მისი ადგილი ნელ-ნელა რონალდინიომ და კაკამ შეავსეს, თუმცა, ვერც ერთმა შეცვალა სრულფასოვნად და ვერც მეორემ. 

რონის რაც შეეხება, ერთი გოლი აქვს კოპაზე შეგდებული და.. უფ, რა გოლი! ეს იყო მისი დებიუტი დიდ ტურნირზე, ჯერ კიდევ ღლაპი რონალდინიო, 1999 წელს, შემოვიდა შეცვლაზე, ერთ კაცს თავზე გადაუგდო, მეორეც ელეგანტურად ჩამოიცილა და ახლო კუთხეში გაუტანა მეკარეს, დიდი ტრიო აქ დაიბადა და ჭკვიანი ხალხი მიხვდა, რომ 2002 წელს, ეს ტრიო ოქროს მოიტანდა. 

ასეთი ამბავია, დიდი აბდა-უბდა ტურნირია, თავს და ბოლოს ვერ გაუგებ, მაგრამ მოულოდნელი ამბებიც ხშირად ხდება ხოლმე, მესის არგენტინის გამარჯვება მოულოდნელი იქნება თუ მოსალოდნელი, უკვე ეგეც რთული გასაგებია. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 ივნისი 2021 17:29
    0
    ალბათ იცით, რომ კოპა პელეს და მარადონას არასდროს მოუგიათ, უცნაური ამბავია, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს კოპა არ აქვთ მოგებული, არც პელეს, არც დიეგოს და არც მესის, აბა როგორ გინდა ამას ახსნა მოუძებნო?
    ამის ახსნა უმარტივესია, ინდივიდები გუნდურ თამაშებს ვერ მოიგებენ თუ გუნდი არ იქნება ჩემპიონობისთვის მზად. როგორც პორტუგალია მაგალითად 2016-ში. გუნდის ლიდერის გასვლის მიუხედავად დანარჩენები დარწმუნებული იყვნენ მოგებაში. თუმცა აქ ხუმრობითაც შეიძლება თქმა, რომ რონალდუ უშლიდა გუნდს და უიმისოდ მოიგეს კიდეც.

    ციტატა: king artthur
    კითხვა იყო, ვინ არის ის ვინც ევროპა როგორც ფეხბურთელის ისე მწვრთნელის რანგში მოიგოო და ვერაფრით ვერ გავიხსენე... ხომ არ იცით ვინმემ ვისზეა ლაპარაკი?

    მსოფლიოზე მაგალითად ასეთი ბეკენბაუერი იყო. ის 1974-ში ფეხბურთელი იყო, 1990-ში მწვრთნელი.
    მწერალი [?]
    #11 13 ივნისი 2021 02:19
    0
    king artthur,
    ბერტი ფოგსი.
    როგორც ფეხბურთელს დიდი წილი არ აქვს შეტანილი, მერე 96-ში მოიგო მწვრთნელის რანგში.

    ახლა შეიძლება დეშამიც მიყვეს, წინა ფინალი რო მოეგო უკვე მიყვებოდა : )
    გულშემატკივარი [?]
    #10 13 ივნისი 2021 01:20
    0
    კითხვა იყო, ვინ არის ის ვინც ევროპა როგორც ფეხბურთელის ისე მწვრთნელის რანგში მოიგოო და ვერაფრით ვერ გავიხსენე... ხომ არ იცით ვინმემ ვისზეა ლაპარაკი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 12 ივნისი 2021 22:03
    1
    სურათზე რა ბიჭია ლეო?! გაპარსულ-გაპიწკინებული. barca-7
    Culé [?]
    #8 12 ივნისი 2021 20:39
    0
    თუმცა მაინც სასხარულოა რომ იწყება და რაღაცით ძველ ფეხბურთს გავს, მისი არაპროგნოზუირებადობით და ირაციონალურიბით
    მწერალი [?]
    #7 12 ივნისი 2021 20:31
    0
    cruyff9,
    კარგად წაიკითხე მკითხველ, აზრსაც გამოიტან ❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 ივნისი 2021 18:52
    3
    მიდი რა ლომო გვაღირსე სანაკრებო ტიტული
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #5 12 ივნისი 2021 18:37
    1
    რა ბოლო, საიდან მოგაქვთ მსგავსი ინფორმაციები, კაცი ისეთ ფორმაშია, 40 წლამდე თავისუფლად გაქაჩავს და 2024 წლის კოპაც უნდა ითამაშოს წესით, 36 წლის იქნება და შეუძლებელი არ ჩანს, მომავალ წელს დაჟე მსოფლიოზეც უნდა გაიწიონ... 3 სანაკრებო ტურნირს კარიერის დასრულებამდე მოასწრებს და იმედია კოპას მაინც გამოკრავს ხელს.
    წევრი [?]
    #4 12 ივნისი 2021 18:19
    1
    2019ში ბრაზილიას ორი მომენტი ჰქონდა და ორივე შეაგდეს წელს იმედია არ განმეორდება
    Culé [?]
    #3 12 ივნისი 2021 18:03
    0
    დღეს ღამის პირველზე არა ავტორ ხვალ ღამის პირველზე იწყება
    ფანი [?]
    #2 12 ივნისი 2021 17:34
    0
    რავი აბა შემართება არ აკლია.იგუაინები და პალასიოები აღარ ჰყავს და იქნებ მოიგოს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 12 ივნისი 2021 17:28
    3
    იმედია მოიგებს კოპას 💜 იმსახურებს მეფე 💜