ბარსას წარმატებული და წარუმატებელი გარემარბები

ბარსას წარმატებული და წარუმატებელი გარემარბები

 თუ ბოლო დროინდელ გამოხმაურებებს ვენდობით, მემფის დეპაი სულ მალე „ბარსას“ ფეხბურთელი უნდა გახდეს, რონალდ კუმანი ჰოლანდიის ნაკრებში ფორვარდად იყენებდა და თუ "ბარსაში" გადმოვა სეზონის მიმდინარეობისას რამდენიმე პოზიციაზე მოუწევს თამაში, ეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ. ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, როცა ფეხბურთელი უნივერსალიზმით გამოირჩევა.

ლაპორტას მოსვლის შემდეგ იწერებოდა, რომ ან აგუეროს გაიფორმებდნენ, ან დეპაის, ორივე ერთად თითქოს გამორიცხული იყო, მაგრამ მაინც ასე მოხდა, კლუბმა ის ფეხბურთელი შეიძინა, რომელიც მესის და ლაპორტას სურდათ, ხოლო ახლა იმაზეა საუბარი, ვისი მოყვანაც კონკრეტულად რონალდ კუმანს სურს.

ამჯერადაც პსჟ თუ არ ჩაერთო საქმეში, დიდი ალბათობით ეს ტრანსფერი შედგება.

მანამდე გადავავლოთ თვალი გარემარბებსაც და უნივერსალებსაც.

ხრისტო და ჩიკი

იოჰან კრუიფის გავლენა როგორი იყო ფეხბურთზე ყველას კარგად მოეხსენება, ამხელა გავლენა ფეხბურთის ისტორიაში არავის ჰქონია, მათ შორის, არც რინუს მიხელსს და ელენიო ერერას, მით უმეტეს, არც ალექს ფერგიუსონს. რომელი უფრო კარგი მწვრთნელი იყო, ამაზე დავას არ ვაპირებ, ყველას თავის მოსაზრება ექნება, მაგრამ მუდმივი ინოვატორი, სწორედ იოჰან კრუიფი გახლდათ.

როცა ჰოლანდიელი „ბარსაში“ დაინიშნა გუნდების უმეტესობა 4-4-2-ით თამაშობდა, კრუიფმა კი გუნდი 3-4-3-ზე გადააწყო და გარემარბების საჭიროება გამოჩნდა. ეს პოზიციები „ბარსას“ ლეგენდებმა ხრისტო სტოიჩკოვმა და ჩიკი ბეგირისტაინმა დაიკავეს, თუმცა, მიჯაჭვულნი არ ყოფილან პოზიციებზე, მაგალითად, სტოიჩკოვი ორივე ფლანგზე თამაშობდა, ხანდახან კი რომარიოსთან ერთად უტევდა დუეტში. დასრულებულ სეზონში ხრისტო ძალიან ხშირად აკრიტიკებდა ანტუან გრიზმანს, რადგან გრიზმანიც იგივე ტიპის ფეხბურთელია, იმავე პოზიციებზე გადაადგილდება, ისიც ცაცია და კარგი გოლების გატანის უნარი აქვს, მაგრამ იმის ნახევარს ვერ თამაშობს, რაც შეუძლია, სტოიჩკოვთან შედარება კი საერთოდ არ ღირს.

ყველაზე უკეთ, სწორედ ბულგარელს ესმის რისი გაკეთება შეუძლია გრიზმანს პერსპექტივაში და რას აკეთებს ფაქტობრივად, ამიტომ, კრიტიკოსად გამოდგება და მისი შეფასებები, რომ ყოველთვის ძალიან ცუდია, გეცოდინებათ.

რაც შეეხება ბეგირისტაინს, გოლების ისეთი სიმრავლით ვერ გამოირჩეოდა, როგორც სტოიჩკოვი, მაგრამ ძალიან კარგი შემქმნელი და ტიპური გარემარბი იყო, ხრისტოსგან განსხვავებით ნაკლებად უნივერსალური.

კრუიფმა მოასწრო და მობერებული სტოიჩკოვის შემცვლელად პორტუგალიის ოქროს თაობის მთავარი წარმომადგენელი გადმოიბირა, მაგრამ მალევე თავად დატოვა პოსტი.

 ფიგუ და რივალდო

მათ ხარჯზე ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ვიყავით ზედიზედ ორი წელი, მაგრამ მოგება მაინც ვერ შევძელით, რივალდომ, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება შეძლო, „ბარსა“ საერთოდ ჯგუფში ჩარჩა, აი ფიგუს ოქროს სეზონში კი ნახევარფინალში დავმარცხდით „ვალენსიასთან“, ძალიან მოულოდნელად, არადა, ყველაფერი ლოგიკურად, რომ წასულიყო, ფინალში „კლასიკოს“ ვიხილავდით.

ისე მოხდა, რომ „მესტალიაზე“ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მათ შორის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ამიტომ, „მესტალიაზე“ ისე წავაგეთ, ყველაფერმა აზრი დაკარგა, განმეორებით მატჩში პორტუგალიელმა ტრავმიტ ითამაშა და ვერაფერი გააწყო. 

აქაც იგივე სურათი გვქონდა, რაც კრუიფის დროს, უნივერსალი ცაცია რივალდო და ტიპური გარემარბი ლუიშ ფიგუ, ოღონდ რივალდოს სტოიჩკოვისგან განსხვავებით მარცხნივ თამაში არ ხიბლავდა, ამიტომ, ცენტრში ხშირად იწევდა ხოლმე, მათ შორის, ვან გაალის მითითების გარეშეც, ეს პატრიკ კლუივერტმა აღნიშნა ერთ-ერთ ინგლისურ არხზე სტუმრობის დროს, რივალდოს როცა უნდოდა მაშინ შედიოდა ცენტრში, არადა, ვან გაალი ამას უშლიდაო.

ფიგუ კი ერთადერთი იყო, რომელმაც პიკში მყოფი რობერტო კარლოსი დაჩაგრა, ბებერი რობერტო ბევრს დაუჩაგრავს, მაგრამ პიკში მისი გაბითურება თითქმის შეუძლებელი იყო, „ბარსა“ – „რეალის“, ან „ინტერი“ – „რეალის“ დაპირისპირების დროს, რამდენჯერმე ვნახეთ, რომ რონალდო შეტევის მარჯვენა ფლანგზე გადაიწია, მაგრამ კარლოსმა ისე გაამწარა იმ ფლანგს აღარ გაჰკარებია, ფიგუ კი ჩაგრავდა, ალბათ იმიტომ, რომ ორივე ფეხით ძლიერი იყო, ფლანგზე გარღვევა და ჩაწოდება შეეძლო, ცენტრში შემოსვლის მერე კი ზუსტი დარტყმა, ასე დისტანციაზე დატოვა კარლოსი და „რეალს“ მარცხენა ფეხით ძალიან მაგარი გოლი გაუტანა.

 ორივე ფეხით თამაში დემბელეს უპირატესობაც უნდა იყოს, მაგრამ..

ოვერმარსი და ზენდენი

აი, აქ გაგვახსენდება უსმან დემბელე, ასეთი გაუგებარი ჰოლანდიელები იშვიათი სანახავია, განსაკუთრებით ზენდენზე მაქვს საუბარი, ხანდახან დანი ალვესი მაგრად აიჭრებოდა და მთელი თამაში ტრიბუნისკენ აწოდებდა ბურთს, ზენდენი კი მთელი კარიერა აჭრილი იყო, მისი ზუსტი ჩაწოდება „კამპ ნოუზე“ არავის უნახავს, არადა, ეს მის მთავარ უპირატესობად ითვლებოდა, თავად განსაჯეთ რა გაუგებრობა იყო. სჯობია თუ არა დემბელე? ბევრად! უსმან დემბელე ზენდენთან შედარებით პელესა და რიველინოს სინთეზია! 

ოვერმარსი ისეთივე ვარსკვლავური სტატუსით მოვიდა „ბარსაში“, როგორც დემბელე, მასშიც დიდი თანხა გადაიხადეს იმ დროისთვის, მაგრამ ვერ გაამართლა, ვარსკვლავად „არსენალში“ ჩამოყალიბდა და როგორც ჩანს, სწორედ პრემიერლიგა იყო მისი ადგილი, ძალიან სწრაფად დაქროდა ორივე ფლანგზე, მაგრამ სარგებელი ამ ყველაფერს ნაკლებად მოჰქონდა.

ლუის გარსია, კუარესმა, ჟიული

რაიკარდის პერიოდის „ბარსაში“ მარჯვენა ფლანგის გარემარბებს ეძებდნენ, რადგან მარცხნივ რონალდინიოს უწევდა თამაში, ძალიან კარგად მოირგო რონიმ ეს პოზიცია, მაგრამ მაინც უხერხულია გარემარბი ვუწოდოთ, თანამედროვე ფეხბურთის თავისუფალი მხატვარი უფრო იყო.

ლუის გარსიაზე სტივენ ჯერარდს აქვს ნათქვამი, უმარტივესი სიტუაციებიდან ვერ იტანს, მაგრამ რთული მდგომარეობიდან თავისუფლად შეუძლია გატანაო, ამ სიტყვებზე მისი გოლი გაგახსენდებათ „იუვეს“ კარში, „ბარსაში“ არ იყო ცუდი, მაგრამ მაშინ უფრო კარგი ფეხბურთელები გვჭირდებოდა.

კუარესმას დიდი დრო არ მიეცა და რაც მიეცა ვერ გამოიყენა, ერთი კარგი გოლი გაიტანა, ეგ იყო და ეგ, უნიჭიერესია, გამორჩეული საფეხბურთო ილეთების შესრულებით გაითქვა სახელი, ტექნიკურად იდეალურად არის მომზადებული და ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ არაპროფესიონალი გამოდგა, არასდროს მითითებებს არ ითვალისწინებდა, ამიტომ, ვერც „ბარსაში“, ვერც „ინტერში“ და ვერც „ჩელსიში“ ვერ ითამაშა, დარჩა საშუალო დონის ფეხბურთელად.

ლუდოვიკ ჟიული იყო ხე! ან ასეთი შთაბეჭდილება რონალდინიოსა და ეტო’ოს გამო მრჩებოდა, მათთან შედარებით ბურთთან ნაჩხუბარი იყო, თუმცა, მის სისწრაფეს გუნდი კარგად იყენებდა და ფინალში „არსენალთანაც“ შეაგდო გოლი, მაგრამ არ ჩათვალეს. მსაჯს უკვე დასტვენილი ჰქონდა, არადა, ყველასთვის აჯობებდა, რომ გოლი ჩათვლილიყო და ლემანი არ გაეძევებინათ.

 ვილა, პედრო, სანჩესი

ვერც მესის განვიხილავ გარემარბად, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ნამდვილად გარემარბი იყო. უბრალოდ, ახალს ვერაფერს ვიტყვი მასზე. ვილას რაც შეეხება, ცენტრფორვარდად ვიყიდეთ, მაგრამ ფლანგზე აღმოჩნდა და თავი არ შეურცხვენია, ალბათ ვილა არის იმის კარგი მაგალითი, რომ თუ მაღალი კლასის ფეხბურთელთან გვაქვს საქმე, ყველა პოზიციაზე გაამართლებს. მძიმე ტრავმამ დაამთავრა. ფლანგზე კი პირველად ბოსკემ ათამაშა ნაკრებში, მაგრამ იქ გაცილებით მეტი თავისუფლება ჰქონდა.

პედრო იყო გრიზმანის აბსოლუტურად საპირისპირო მოვლენა, ანტუანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც „ბარსასთან“ არაფერი აქვს საერთო, პედრო კი მისი ნახევარიც არ არის, მაგრამ „ბარსას“ სტილში ბოლომდე თავსდებოდა, ზუსტად იმას აკეთებდა და ზუსტად იქ დარბოდა, სადაც საჭირო იყო. თან, ფინალში აქვს გატანილი, ესეც არ დაგვავიწყდეს.

სანჩესი არასდროს მომწონდა, არ მომწონს გარემარბები, რომლებიც უფრო ბურთის კარგი შემნარჩუნებლები არიან, ვიდრე მომტყუებლები. სანჩესი შემნარჩუნებელი იყო, პიტბულივით იცავდა ბურთს, მაგრამ კარგი მომტყუებელი ვერ იყო, ერთხელ ანრიმ თქვა, ინგლისში დრიბლინგის შესრულება ყველაზე ადვილიაო, თავიდან ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აბსოლუტურად მართალი იყო, ესპანეთში მუდმივად დისტანციაზე გეთამაშებიან და ასეთ დროს დრიბლინგი ძალიან რთულია, მესი იდეალურად ახერხებს, მაგრამ, მესი გენიოსია.

„რეალთან“ გოლები სანჩესის მთავარი საჩუქარი იყო. რაც შეეხება ტიერნი ანრის, ერთი დიდებული სეზონი გვაჩუქა და ამის ხარჯზე, უფრო პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე ნეგატიურს.

ნეიმარი

ბოლო დიდი გარემარბია, რომელიც „ბარსას“ ჰყოლია, მის შემდეგ პრობლემებია, ვერც დემბელემ გაამართლა, ვერც გრიზმანმა. ახლა კი მგონი დეპაის ჯერი მოდის, ფატიც იმედია ჯანმრთელი დაბრუნდება და ამ კონკურენციაში რამე გამოვა.

დეპაის სადღაც შუაში დავაყენებდი, სტოიჩკოვის, რივალდოს, ფიგუს, ანრის, ვილას, ნეიმარის ქვემოთ და გაუგებარ ჰოლანდიელებზე, გაუგებარ ფრანგებზე, ლუის გარსიაზე და კუარესმაზე ზემოთ.

ჯერჯერობით ასეთი საშუალო მოლოდინი მაქვს და თუ ლეგენდებს გაუტოლდა, ამას არაფერი აჯობებს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 10 ივნისი 2021 11:08
    0
    ნეიმარის დარს მე ვერ ვიგონებ, ამისთანა მოთამაშე და ესეთი დებილი? რა კარიერა გაიფუჭა, მინიმუმ ერთი ოქროს ბურთი ექნებოდა უკვე.
    [?]
    #12 10 ივნისი 2021 06:53
    0
    დეპაიზე უფრო დაბალი მოლოდინი მაქ. მიყვება კუმანს უკან მალე
    მწერალი [?]
    #11 10 ივნისი 2021 06:00
    0
    rivaldo80,
    ტრინკაუც კი ბევრად ტექნიკური ფეხბურთელია ვიდრე ჟიული იყო, ბურთი მიღების დროს ესპანიოლის სტადიონზე უვარდებოდა.

    როგორ გევასებათ ფეხბურთელების იდეალიზება, წლების მერე იტყვიან გრიზმანი დაფრინავდაო 😃
    ფანი [?]
    #10 10 ივნისი 2021 03:08
    0
    ერთადერთი ჟიულიზე ვერ გეთანხმები... პედრო იყო რა )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 10 ივნისი 2021 02:11
    0
    ციტატა: Bakero
    ვერ ჯდება ეგ კაცი (გრიზმანი) ბარსელონას საფეხბურთო სტილში და რა ქნას confused არც გარემარბია და არც ცენტრი აი პედრო რომ ახსენე მე მახსოვს ლუის მენოტი დასცინოდა იმ ფორმაციის ბარსაში აბა პედრო რა ფეხბურთელიაო ! მაგრამ იდეალურად ერგებოდა იმ ბარსელონას სტილს ! აი მე მაგალითად პედროს გოლი მახსოვს გრიზმანი სამჯერ რომ დაიბადოს ეგეთ გოლს ვერ გაიტანს ! რატომ ? იმიტომ რომ უბრალოდ სისწრაფე არა აქვს .....ჩვენი საჯარიმოდან წამოიღო ბურთი (პედრომ) აი რაგბიში ფულბეკს N15 -ს რომ მოაქვს ისე მეტოქის კარამდე ვინც კი შეხვდა გვერდი აუარა და კარგი გოლი შეაგდო! მასე ირბენს გრიზმანი ? შანსი 0 ! და არც არის ეგ გრიზმანის საქმე ! შეიძლება კარგი ფეხბურთელია მაგრამ ბარსელონა ნამდვილად არ არის გრიზმანის გუნდი ....ვილია ! ვილია უმაღლესი კლასი იყო ნამდვილად

    რა რადა გრიზმანს ყველაფერი შეიძლება დაუწუნო მარა სისწრაფე? თან პედროზე სწრაფი არააო რავიცი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 10 ივნისი 2021 01:37
    3
    დეპაი არი უმაღლესი დონის იგროკი!!!!გრიზმანი ათამაშდა და მესი გრიზი დეპაი იქნება სასწაული ტრიო ამას ყველა ვნახავთ მომავალ წელს!!!სკამზე აგუერო სრული ფუფუნებაა,,არ დაგვავიწყდეს ანსუ ფატი❤️❤️ფეოლა უძლიერესი მწერალი ხარ,ერთი ამოსუნთქვით იკითხება ყველა სტატია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 ივნისი 2021 01:32
    1
    ვერ ჯდება ეგ კაცი (გრიზმანი) ბარსელონას საფეხბურთო სტილში და რა ქნას confused არც გარემარბია და არც ცენტრი აი პედრო რომ ახსენე მე მახსოვს ლუის მენოტი დასცინოდა იმ ფორმაციის ბარსაში აბა პედრო რა ფეხბურთელიაო ! მაგრამ იდეალურად ერგებოდა იმ ბარსელონას სტილს ! აი მე მაგალითად პედროს გოლი მახსოვს გრიზმანი სამჯერ რომ დაიბადოს ეგეთ გოლს ვერ გაიტანს ! რატომ ? იმიტომ რომ უბრალოდ სისწრაფე არა აქვს .....ჩვენი საჯარიმოდან წამოიღო ბურთი (პედრომ) აი რაგბიში ფულბეკს N15 -ს რომ მოაქვს ისე მეტოქის კარამდე ვინც კი შეხვდა გვერდი აუარა და კარგი გოლი შეაგდო! მასე ირბენს გრიზმანი ? შანსი 0 ! და არც არის ეგ გრიზმანის საქმე ! შეიძლება კარგი ფეხბურთელია მაგრამ ბარსელონა ნამდვილად არ არის გრიზმანის გუნდი ....ვილია ! ვილია უმაღლესი კლასი იყო ნამდვილად
    Culé [?]
    #6 10 ივნისი 2021 00:55
    2
    კარგი სტატია მაგრამ ჟიული იყო ხეე?? სისულელეა ან არ ახსოვს ავტორს ან პატარა იყოო...)))))
    გულშემატკივარი [?]
    #5 9 ივნისი 2021 23:47
    3
    რათუნდა ამდენი ბაზარი ტიპი თავისუფალი აგენტია და თუ უნდა ბარსაში თამაში პსჟ ვაფშე გაიხეს შუაზე თუ უნდა რატო გაჭიანურდა ამის ტრანსფერი მალე გააოფიციალურონ რაა
    მწერალი [?]
    #4 9 ივნისი 2021 23:40
    2
    GRIEZMAN✓™,
    რა მესის ტოლს არ დაუდებს?! smile smile smile აჯობებს დაჟე!!

    გარემარბად იმიტომ მოვიხსენიებ, რომ გარემარბად ათამაშებენ, სადაც თამაშობს, იმ პოზიციისაა, ეგრე არც ჟული, არც სტოიჩკოვი, არც რივალდო და არც სანჩესი არ იყვნენ კლასიკური გარემარბები.

    არც ვილა. გამომრჩა.
    ფანი [?]
    #3 9 ივნისი 2021 23:39
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმას გარემარბად რატო მოიხსენიებთ? გარემარბი რო არაა და მაგ პოზიციაზე ტენიან მაგიტომაცაა რო ვერ ათამაშდა ბარსაში კოუტინიოსაც ეგრე მოუვიდა გარემარბობა შეტენა ვალვერდემ და მაგის მერე დაჩლუნგდა არც სანჩესი იყო გარემარბი

    ეგ თანამედროვე ბარსელონას ნოუ ჰაუა. წლები გქონდეს გუნდში პრობლემური პოზიცია და წლების მანძილზე ამ პოზიციაზე სათამაშოდ ყიდულობდე სხვა პოზიციაზე მაგრად მოთამაშე ვარსკვლავებს სასწაულ ფულად და უცვლიდე პოზიციას მხოლოდ ბარსელონაში შეუძლიათ.
    Culé [?]
    #2 9 ივნისი 2021 23:29
    6
    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმას გარემარბად რატო მოიხსენიებთ? გარემარბი რო არაა და მაგ პოზიციაზე ტენიან მაგიტომაცაა რო ვერ ათამაშდა ბარსაში კოუტინიოსაც ეგრე მოუვიდა გარემარბობა შეტენა ვალვერდემ და მაგის მერე დაჩლუნგდა არც სანჩესი იყო გარემარბი

    აქ მწერლებმა ოღონდ გრიზმანს რამე დააბრალონ და ყველაფრის დამწერები არიან. არ გამიკვირდება ვინმემ დააბრალოს დაცვაში ცუდად თამაშობსო. არადა მესის მერე მასზე კარგი არავინაა გუნდში. სხვა პოზიციაზე თამაშობს და მაინც რა მაგრად თამაშობს და ამას რო თავისი პოზიცია მისცე მესის ტოლს არ დაუდებს. ატლეტიკოში ეგ იყო ყველაფერი და ნაკრებშიც ეგაა მთავარი. გრიზმანი დარჩება 100% არც თავად მიდის და არც ესენი გაუშვებენ და მომავალ სეზონში გაცოლებით უკეთესი იქნება ვიდრე ახლა იყო
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ივნისი 2021 23:17
    9
    გრიზმას გარემარბად რატო მოიხსენიებთ? გარემარბი რო არაა და მაგ პოზიციაზე ტენიან მაგიტომაცაა რო ვერ ათამაშდა ბარსაში კოუტინიოსაც ეგრე მოუვიდა გარემარბობა შეტენა ვალვერდემ და მაგის მერე დაჩლუნგდა არც სანჩესი იყო გარემარბი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued