ნარინჯისფერი "ბარსელონა"

ნარინჯისფერი "ბარსელონა"

რონალდ კუმანი "ბარსელონას" მწვრთნელია, ფრენკი დე იონგი ნახევარდაცვის ხაზს ამაგრებს, რომელსაც, შესაძლოა, ჯორჯინიო ვეინალდუმი შეუწყვილდეს, შეტევის ხაზს, კი, სავარაუდოდ, მემფის დეპაი გააძლიერებს - კატალონიურ კლუბს ნიდერლანდური სული უბრუნდება.

მართალია, რომ "ბარსელონას" პირველი ნიდერლანდელი სიმბოლო, რა თქმა უნდა, ლეგენდარული იოჰან კრუიფია, მაგრამ იყვნენ სხვა გამორჩეული ფიგურებიც, რომლებზეც საუბარი ნამდვილად ღირს, ამიტომ მასზე ლაპარაკით თავს არ მოგაწყენთ, ვინაიდან მინიმუმ ყველა "კულემ" იცის მის შესახებ. მოვიდა "ბარსელონაში" როგორც ფეხბურთელი და დაიპყრო ევროპა, მოვიდა როგორც მწვრთნელი და შედეგი გააუმჯობესა. ის ფაქტი, რომ მის გაწვრთნილ "ბარსას" "დრიმ თიმი" ეწოდებოდა, ყველაფერზე მეტყველებს.

დასაწყისში რონალდ კუმანი ვახსენე და მოდი მისი კატალონიური საფეხბურთო კარიერა გავიხსენოთ (აი მწვრთნელობაზე საუბარი ნამდვილად არ ღირს). ის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში პირველად 1989 წელს გამოჩნდა, იმ დროს "დრიმ თიმად" წოდებულ კლუბს ცხონებული კრუიფი წვრთნიდა. მისი სადებიუტო სეზონის მონაგარი იგივე იყო, რაც სამწვრთნელო სეზონის - "ბარსამ" მხოლოდ კოპა დელ რეი მოიგო. 1991-დან 1994 წლამდე კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოთამაშე კუმანი კლუბთან ერთად ლა ლიგის ტიტულებს ზედიზედ იგებდა. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 1992 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი იყო, როცა კუმანმა "სამპდორიას" საჯარიმო დარტყმიდან გაუტანა და კატალონიელებმა აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგეს. იმედი ვიქონიოთ, რომ მხოლოდ ეს ისტორია არ გვექნება მასზე გასახსენებელი და მომდევნო სეზონში რაღაცას შემოგვთავაზებს.

პატრიკ კლუივერტი, ფილიპ კოკუ, ძმები რონალდ და ფრენკ დე ბურები, მთავარი მწვრთნელი კი ლუი ვან გაალი. ამ ნახევრად ნიდერლადურმა გუნდმა 1998/99 წლების ლა ლიგის გათამაშება მოიგო. აქვე ვახსენოთ ედგარ დევიდსი - კაცი, რომელიც ყველას თავისი ორიგინალური სათვალეებით ახსოვს, "იუვენტუსიდან" ნახევარსეზონიანი იჯარით მოვიდა და ვერაფერი მოიგო, მაგრამ ნიდერლანდური კვალი მაინც არ წაუშლია.

გადავიდეთ შედარებით წარმატებულ მოთამაშეებზე - ჯოვანი ვან ბრონხკორსტი, მარკ ვან ბომელი - 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები, ასევე ნიდერლანდელ მთავარ მწვრთნელთან, ფრანკ რაიკაარდთან ერთად, რომელმაც "ბარსელონას" თავიდან შენება 2003 წელს, ჟოან ლაპორტასთან ერთად დაიწყო. ჩვენ, "კულეებს", ამ სცენარის განმეორების იმედი გვაქვს და ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს. ფაქტია, რომ ლაპორტა ამას მაქსიმალურად ცდილობს და ნიდერლანდურ სულს აღვიძებს. იბრაჰიმ აფელაი რაღა მოსატანია, მაგრამ 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "რეალთან", მესიზე გაკეთებული ასისტი რად ღირს. ასე, მცირე ღვაწლით, ოქროს მედალი მანაც ჩამოიკიდა.

მთავარ მწვრთნელებზე საუბარი ზედმეტია. "ბარსელონას" სულ 5 ნიდერლანდელი თავკაცი ჰყავდა, მეხუთე რონალდ კუმანია.

რინუს მიხელსი - "ტოტალური ფეხბურთის" მამა: "პროფესიონალური ფეხბურთი რაღაცით ომს ჰგავს. ვინც ძალიან სწორად იქცევა, მარცხდება."
"სასტარტო გუნდის შექმნა, ბალანსის პოვნა კრეატიულ მოთამაშეებსა და მათ შორის, ვისაც დესტრუქციული ძალა აქვს, ასევე დაცვას, კონსტრუქციასა და შეტევას შორის - ეს თავისთავად ხელოვნებაა - არასოდეს დავივიწყოთ მეტოქის ხარისხი და ყოველი მატჩის კონკრეტული ზეწოლა."

იოჰან კრუიფი - "ტიკი ტაკას" სულისჩამდგმელი: "ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული."
"ტექნიკა არაა ის, რომ ბურთი 1000-ჯერ აკენწლო. ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია ვარჯიშით. მაშინ შეძლებ ცირკში მუშაობას. ტექნიკაა, როცა ერთი შეხებით პასს აკეთებ, სწორი სიჩქარით, შენი თანაგუნდელის მარჯვენა ფეხზე."

ლუი ვან გაალი: "სირბილი ცხოველებისთვისაა. ფეხბურთისთვის ტვინი და ბურთი გჭირდება."

ფრანკ რაიკაარდი: "ვიღაცამ თქვა, რომ ჩემი მწვრთნელობა "მილანის" თავდაცვითი დისციპლინისა და ნიდერლანდების შეტევით ფეხბურთზე მიდრეკილების ნაზავია, მე ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი აღწერაა."

ასე მოკლედ მიმოვიხილეთ "ბარსელონას" ნიდერლანდური წარსული. მოვიდა ლაპორტა მეორედ და ამ "ნარინჯისფერი" ნახატის თავიდან დახატვა სურს, რასაც წინ ევროპის ჩემპიონატი უსწრებს. ნიდერლანდების განაცხადი ცნობილია - დე იონგი, დეპაი და ვეინალდუმი, როგორც წესი, ძირითად შემადგენლობაში უნდა მოხვდნენ. მართალია, ამ ორი უკანასკნელის "ბარსელონური" კარიერა ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა კუმანი მათ მოყვანას "ბლაუგრანაში" მოსვლის პირველივე დღიდან ითხოვს, ასე რომ დარწმუნებული ვარ, ლაპორტა მის თხოვნას გაითვალისწინებს და მათ მოსაყვანად მთელ ძალისხმევას გაიღებს. სავარაუდოდ, კიდევ ერთ "ნარინჯისფერ" სეზონს ვიხილავთ, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრად" უნდა შეიღებოს, მაგრამ თუ კუმანმა თავისი "საღებავებით" ნახატი ვერ დაასრულა, ლაპორტამ ერთხელ უკვე ტრიუმფატორი რაიკაარდი მოიშორა და კუმანის შემთხვევაში, ალბათ, არც კი დაფიქრდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #8 7 ივნისი 2021 11:13
    0
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: JasoN
    ციტატა: riva
    ძალიან არ მომეწონა სტატია...

    კუმანზე როგორც ფეხბურთელზე მეტი უნდა გეთქვათ. ბოლობოლო88 გოლი აქვს მცველს ბარსაში გატანილი...

    დევიდს ახსენებ და ამ დროს სადაა ნეეკსენი, სადაა ოვერმარსი...

    რანაირად იყვნენ ჯიო და ვან ბომელი იმავე კლიუვერტზე ან ფრენკ დე ბურზე წარმატებულები?

    სრულიად გეთანხმები. არ ვიცი კუმანის მწვრთნელობა სად იწყება და სად დამთავრდება თუმცა როგორც ფეხბურთელს ბარსელონასთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მისი არ დაფასება და მეტიც მისი ლანძღვის უფლება არ გვაქვს. ვისთვისაც ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სახელი რონალდ კუმანია ( და ზოგისთვის კუილაც კი რაც ძალიან არ მომწონს როცა ესე წერთ ) ჯობია მისი მიხწევები ვიკიპედიაში მაინც ნახოთ თუ ისე არ გაგიგიათ. ნამდვილად არ გვესიამოვნება არცერთს რომ დღევანდელი ლეგენდები შეურაწყოფით და დაუფასებლობით გაიხსენოს ვინმემთუნდაც ბარსას ფანი იყოს

    იმიტომ რომ ჩემო ძმაო ისტორია ზერელედ იცის უმეტესმა და ლანძღვის მეტი არაფრი არუსწავლიათ ცხოვრებაში სამწუხაროდ ქართულ გენს ვერ შეცვლი ვერანაირად ასეთები არიან აქ მცხოვრების 90%... მთლად რომ არაფერუ მოეგო წელს რატო უნდა ლანძღო და მერე იციან თქმა ლეგენდებზე როგორ ლაპარაკობო რივალდოზე რომ დავწერე რას ბოდიალობს ამხელა კაცი მეთქი..
    რა ნაგავი სასტავიც ყავდა იმით ათამაშა ტაქტიკა რომ იპოვა 19 თამაში არ წააგო მე 20 არ წააგებდა კლასიკოზე ეგეთი ამინდი რომ არ ყოფილიყო მაგრამ მეორე ტაიმი დაასხა რეალს წვიმც და თამაშიც... აი ამ სეზონშიც თუ ვერ ქნა რამე ახალი სასტავი რომ ეყოლება მერე ზამთარშივე უნდა გაუშვას ლაპორტამ

    რა კუმანი ძმაო ხალხი კალაძეს და ტალახაძეს აგინებს პოლიტიკური შეხედულების გამო და პატრიარქს ლანძღავენ იმიტო რო ფინანსდებიან, კუმანს რო აგინონ რა? სპორტის განუყოფელი ნაწილია კრიტიკა კი და აქ შენც მეც და ყველას გვაქ კრიტიკული აზრები დაფიქსირებული მით უმეტეს ჯიუტ კუმანზე, ხანდახან მესიზე და ყველაზე. მარა გინება ფურთხების გარეშე ასე თუ ისე. აი ამიტო არ მინდა ჩავის მოსვლა. 2 წაგება და აუტეხავენ გინებას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 ივნისი 2021 16:26
    0
    დე იონგი, დეპაი და ვეინალდუმი, როგორც წესი, ძირითად შემადგენლობაში უნდა მოხვდნენ. მართალია, ამ ორი უკანასკნელის "ბარსელონური" კარიერა ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა კუმანი მათ მოყვანას "ბლაუგრანაში" მოსვლის პირველივე დღიდან ითხოვს, ასე რომ დარწმუნებული ვარ, ლაპორტა მის თხოვნას გაითვალისწინებს და მათ მოსაყვანად მთელ ძალისხმევას გაიღებს.
    უბედურებაც აქ არის, ვეინალდუმი შეიხის ფულს დახარბდა და ალბათ იქით გასწევს საითაც ნეიმარმა და კიდევ ბევრმა მისთანამ გაუტიეს.
    Culé [?]
    #6 6 ივნისი 2021 11:34
    2
    ის ვან გაალის ფორმაცია ძალიან ძლიერი იყო, ლიგაზე 45 გატანილი გოლი... სერიოზულ შემტევ ფეხბურთს უბერავდა barca-6
    ფანი [?]
    #5 6 ივნისი 2021 10:04
    0
    კლუივერტთან კოკუსთან და დებურებთან
    ერთად თამაშობდენ - მიქელ რაიციგერი , ვინსტონ ბოგარდი , ემილ ჰესპი .
    ფანი [?]
    #4 6 ივნისი 2021 09:49
    4
    ციტატა: JasoN
    ციტატა: riva
    ძალიან არ მომეწონა სტატია...

    კუმანზე როგორც ფეხბურთელზე მეტი უნდა გეთქვათ. ბოლობოლო88 გოლი აქვს მცველს ბარსაში გატანილი...

    დევიდს ახსენებ და ამ დროს სადაა ნეეკსენი, სადაა ოვერმარსი...

    რანაირად იყვნენ ჯიო და ვან ბომელი იმავე კლიუვერტზე ან ფრენკ დე ბურზე წარმატებულები?

    სრულიად გეთანხმები. არ ვიცი კუმანის მწვრთნელობა სად იწყება და სად დამთავრდება თუმცა როგორც ფეხბურთელს ბარსელონასთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მისი არ დაფასება და მეტიც მისი ლანძღვის უფლება არ გვაქვს. ვისთვისაც ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სახელი რონალდ კუმანია ( და ზოგისთვის კუილაც კი რაც ძალიან არ მომწონს როცა ესე წერთ ) ჯობია მისი მიხწევები ვიკიპედიაში მაინც ნახოთ თუ ისე არ გაგიგიათ. ნამდვილად არ გვესიამოვნება არცერთს რომ დღევანდელი ლეგენდები შეურაწყოფით და დაუფასებლობით გაიხსენოს ვინმემთუნდაც ბარსას ფანი იყოს

    იმიტომ რომ ჩემო ძმაო ისტორია ზერელედ იცის უმეტესმა და ლანძღვის მეტი არაფრი არუსწავლიათ ცხოვრებაში სამწუხაროდ ქართულ გენს ვერ შეცვლი ვერანაირად ასეთები არიან აქ მცხოვრების 90%... მთლად რომ არაფერუ მოეგო წელს რატო უნდა ლანძღო და მერე იციან თქმა ლეგენდებზე როგორ ლაპარაკობო რივალდოზე რომ დავწერე რას ბოდიალობს ამხელა კაცი მეთქი..
    რა ნაგავი სასტავიც ყავდა იმით ათამაშა ტაქტიკა რომ იპოვა 19 თამაში არ წააგო მე 20 არ წააგებდა კლასიკოზე ეგეთი ამინდი რომ არ ყოფილიყო მაგრამ მეორე ტაიმი დაასხა რეალს წვიმც და თამაშიც... აი ამ სეზონშიც თუ ვერ ქნა რამე ახალი სასტავი რომ ეყოლება მერე ზამთარშივე უნდა გაუშვას ლაპორტამ
    გულშემატკივარი [?]
    #3 6 ივნისი 2021 03:23
    6
    ციტატა: riva
    ძალიან არ მომეწონა სტატია...

    კუმანზე როგორც ფეხბურთელზე მეტი უნდა გეთქვათ. ბოლობოლო88 გოლი აქვს მცველს ბარსაში გატანილი...

    დევიდს ახსენებ და ამ დროს სადაა ნეეკსენი, სადაა ოვერმარსი...

    რანაირად იყვნენ ჯიო და ვან ბომელი იმავე კლიუვერტზე ან ფრენკ დე ბურზე წარმატებულები?

    სრულიად გეთანხმები. არ ვიცი კუმანის მწვრთნელობა სად იწყება და სად დამთავრდება თუმცა როგორც ფეხბურთელს ბარსელონასთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მისი არ დაფასება და მეტიც მისი ლანძღვის უფლება არ გვაქვს. ვისთვისაც ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სახელი რონალდ კუმანია ( და ზოგისთვის კუილაც კი რაც ძალიან არ მომწონს როცა ესე წერთ ) ჯობია მისი მიხწევები ვიკიპედიაში მაინც ნახოთ თუ ისე არ გაგიგიათ. ნამდვილად არ გვესიამოვნება არცერთს რომ დღევანდელი ლეგენდები შეურაწყოფით და დაუფასებლობით გაიხსენოს ვინმემთუნდაც ბარსას ფანი იყოს
    რედაქტორი [?]
    #2 6 ივნისი 2021 03:17
    1
    ციტატა: riva
    ძალიან არ მომეწონა სტატია...

    კუმანზე როგორც ფეხბურთელზე მეტი უნდა გეთქვათ. ბოლობოლო88 გოლი აქვს მცველს ბარსაში გატანილი...

    დევიდს ახსენებ და ამ დროს სადაა ნეეკსენი, სადაა ოვერმარსი...

    რანაირად იყვნენ ჯიო და ვან ბომელი იმავე კლიუვერტზე ან ფრენკ დე ბურზე წარმატებულები?

    ტიტულებია ნაგულისხმები და არა ინდივიდუალური დონე
    --------------------
    Visca el Barça i visca Catalunya!
    წევრი [?]
    #1 6 ივნისი 2021 02:58
    7