ლაპორტამ შენება დაიწყო - ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით

ლაპორტამ შენება დაიწყო - ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით

ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ლაპორტა კუმანთან შეხვედრის შემდეგ გააკრიტიკეს, თავად რონალდს კი ამ შეხვედრის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ნერვები ვეღარ მოთოკა და კლინიკაში გადაიყვანეს, რთული მისახვედრი არ არის რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ლაპორტას უთქვამს თუ შენზე უკეთესი მწვრთნელი ვერ ვიპოვე, მაშინ კლუბში დარჩები, მაგრამ თუ ვიპოვე წასვლა მოგიწევსო - მძიმე მოსასმენია, არაეთიკურია, მაგრამ პირდაპირი. გვახსოვს რა მოხდა წინა სეზონში, ვალვერდე ისე გაუშვეს, რომ მისი შემცვლელი ნაპოვნი არ ჰყოლიათ, ჯერ მწვრთნელი გაუშვეს, მერე კუმანს და ჩავის ვერ შეუთანხმდნენ და ხელში ფერმერი შეგვრჩა. როგორც ჩანს, ლაპორტა სხვის შეცდომებზე სწავლობს, მაგალითად, დე ბურმა მიიჩნია, რომ მისი პოზიცია არაპროფესიონალური იყო, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში ჯობია, რომ პირდაპირი იყოს. 

მცირე ხნის წინ ჟორდი კრუიფიც შემოგვიერთდა, კლუბის განახლება ელვის სისწრაფით მიმდინარეობს, თანაც ლაპორტას გეგმის მიხედვით.

კუმანი რჩება

რონალდ კუმანი მუშაობას გააგრძელებს, ამის მთავარი მიზეზი კი ის იქნება, რომ სეზონის დასაწყისში მხოლოდ სერჟინიო დესტი მიიღო, სხვა სურვილები ვერ შეუსრულეს, თუმცა, სუარესთან მიმართებაში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, საერთიდ, ცუდიც ბევრი იყო და კარგიც, მაგრამ ცუდი უფრო ჭარბობდა, განსაკუთრებით ის, რომ ვერცერთი ცენტრალური მატჩი ვერ მოიგო. 

როგორც დაიწერა ლაპორტას ტაქტიკაც არ მოსწონს, მას ძველი "ბარსას" დაბრუნება სურს, ეს მხოლოდ კლუბის ფილოსოფიიდან გამომდინარე არ ხდება, ლაპორტას ესმის, რომ მაღალი ხარისხის შემტევი ფეხბურთი ერთ-ერთი იარაღია ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, ეს კი ახლა მთავარი ამოცანაა. 

მისი პირველი კანდიდატი პეპ გვარდიოლა იყო, მის შემდეგ კი გერმანელები, თუმცა, შეთანხმება ვერავისთან შედგა, ჩავის კი დიდად არ ენდობა, როგორც ითქვა B გუნდის მწვრთნელობა შესთავაზა, რაც კარგი შეთავაზებაა, გამომდინარე იქიდან, რომ პეპ გვარდიოლამ და ლუის ენრიკემაც ეს გზა განვლეს, ამიტომ კარგი იქნება თუ ჩავი არ გაჯიუტდება, უნდა ესმოდეს, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. 

ტრანსფერები

ხდება ის, რასაც ველოდით, "ბარსა" თავისუფალ აგენტებს დაერია და უფასოდ გადმოჰყავს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები არიან, უბრალოდ მათი კონტრაქტები იძლეოდა ამის საშუალებას და საქმე გაგვიმარტივდა, ერიკ გარსია სახლში დაბრუნდა! ინგლისური გამოცდილებით, იგივე გზა გაიარა, რაც ჟერარ პიკემ, თუ პიკეს მსგავსი სადებიუტო სეზონი ექნება (რაშიც ეჭვი მეპარება) მაშინ თავისუფლად შევძლებთ ყველა ფრონტზე ბრძოლას. რაც შეეხება კუნ აგუეროს, ასეთი დონის ფორვარდის გადმოყვანა უფასოდ, თან შემცირებული ხელფასით, საუკეთესო ტრანსფერად შეიძლება ჩაითვალოს, კუნი ის ფორვარდია, რომელიც სეზონში გარანტირებულ 20 გოლს გაძლევს, ესეც ტრავმების გათვალისწინებით, გვარდიოლა კი ბოლომდე არასდროს ენდობოდა, რაც გასაკვირი არ არის, პეპი ვერასდროს ალაგებდა ურთიერთობას ცენტრფორვარდებთან, მისი ხედვა რევოლუციურია და ცენტრფორვარდების როლი მისთვის ყოველთვის შემცირებული იყო. 

აგუეროს არც მოტივაცია დააკლდება, არც მესისთან შეთამაშება გაუჭირდება და წესით სიხარულიც უნდა დააბრუნოს ნელ-ნელა შევსებულ "კამპ ნოუზე". 

გაოფიციალურდა ემერსონიც, "ბარსას" მარჯვენა მცველის პრობლემა ალვესის მერე არ მოუგვარებია, დესტს უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ მოცემულობით დაცვაში ძალიან სუსტია, 1-2 წელი ბოლომდე ადაპტაციისთის და სათანადოდ განვითარებისთვის დასჭირდება, ემერსონთან კონკურენციაში კი უფრო უნდა გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე ხარისხიანი კონკურენცია ექნებათ, ვიდრე რობერტოსა და სემედუს. 

დარჩენილია ორი მოსალოდნელი ტრანსფერი, ამაზე მუშაობა მაშინვე დაიწყება, როგორც კი კუმანის დარჩენა გადაწყდება, რადგან ამ ორი ფეხბურთელის შეძენის მთავარი მსურველი, სწორედ რონალდ კუმანია. ორივე პოზიცია პრობლემატურია, ვეინალდუმი რვიანზე თამაშობს, ჩამშლელი ტიპის ნახევარმცველია, წინა სეზონში მიმოვიხილეთ ეს პოზიცია და ის ფეხბურთელები ვისაც ამ პოზიციაზე, კონკრეტულად ჩამშლელის დავალებით უთამაშიათ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ

მეორე კი მემფის დეპაია, რომელიც ბოლო წლებში უნივერსალიზმით გამოირჩა, კუმანი მას ცენტრფორვარდადაც კი ხედავდა, ამიტომ არ იქნება გასაკვირი, რომ აგუეროს კონკურენტად აქციოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა პრობლემები გვაქვს გარემარბის პოზიციაზე, ალბათ მარცხნივ მოუწევს თამაში და ფატისთან კონკურენცია, თუმცა, ჯერ კუმანი უნდა ჩამოყალიბდეს ტაქტიკაზე, აი მერე დალაგდება ყველაფერი, მესის გარანტირებული ადგილი აქვს, დანარჩენი ერთი, მაქიმუმ ორი პოზიციისთვის კი ფატი, დეპაი (ტრანსფერის შემთხვევაში), აგუერო, გრიზმანი, დემბელე, ტრინკაუ და ბრეითუეიტი იბრძოლებენ, ეს უკვე აბსურდული სურათია, შესაბამისად ვხვდებით, რომ წამსვლელები აუცილებლად იქნებიან. 

გასაშვებთა სია

პიანიჩი, კოუტინიო, ბრეითუეიტი და უმტიტი არიან სიის სათავეში, აქედან სამს არანაირი სარგებელი არ მოუტანია, ხოლო ბრეითუეიტი ამ მოცემულობაში აბსოლუტურად ზედმეტია, თორემ, არაფერი დაუკლია და მადლობაც ეკუთვნის, ძალიან მარტივად და ლაპორტას მსგავსად პირდაპირ რომ ვთქვათ, არ არის "ბარსას" დონის. 

რამდენიმე ამათგანს წიხლით აგდებენ, მაგრამ ისევ კლუბში რჩებიან, არ არის ვაჭრობა მარტივი საქმე, უმტიტის იმხელა ხელფასი აქვს ფეხის მოცვლა არ უნდა ადგილიდან, მისი საქმე უკან მაშინ წავიდა, როცა ახალი კონტრაქტი მიიღო. 

კოუტინიოზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი გამოდის, არ ყოფილა "ბარსა" მისი კლუბი, ვერ მივიღეთ კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგენდა, ვარსკვლავის შთაბეჭდილებასაც კი ვერ ტოვებს, კოუტინიო ჩვენთან ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, სათამაშო ხარისხიც და მისი მუდმივად უკმაყოფილო გამომეტყველებაც. 

ბოლოს დაიწერა, რომ "ლივერპულს" დავუბრუნებთ ვალის სანაცვლოდ, კარგი აზრია, მაგრამ "ლივერპულს" რამდენად ურჩევნია კოუტინიო 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ, აი ეს არის საკითხავი, პანდემიის პირობებში 50 მილიონი კარგი თანხაა. 

პიანიჩს თურმე ალეგრი ეძახის და გაახარებს ღმერთი, წაიყვანოს და არტურიც დაიტოვოს, თანაბრად შთამბეჭდავი სეზონები ჩაატარეს. 

ამ ოთხეულის შემდეგ მოდის კარგად დასაფიქრებელი და უფრო რთულად განსახორციელებელი ტრანსფერები - სერჟი რობერტო, რიკი პუჩი(იჯარა), ჟუნიორ ფირპო, უსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი. 

წესით ლანგლეც ტრანსფერზე უნდა იდგეს, მაგრამ მარცხენა ცენტრალური მცველი ძალიან პრობლემატურია, ამიტომ კიდევ ერთ შანსს მიიღებს. 

სერჟი რობერტოს უპირატესობა უნივერსალიზმია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე პოზიციაზე ბრწყინავს, ჰქონია ძალიან კარგი თამაშები, მაგრამ ადრე, ბოლო წლებში კარგი არაფერი გაუკეთებია და არც კუმანი ენდობა, მადა კარგი აქვს, ლაპორტა კი პირდაპირი კაცია, ამიტომ, ულტიმატუმი მიიღო, ან საგრძნობლად დაიკლებს ხელფასს, ან წასვლა მოუწევს, ახლა თუ არა, ერთი წლის მერე მაინც. 

რიკი პუჩს ალბათ გულიც გაუსკდება კუმანის დარჩენას, რომ გამოაცხადებენ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კლუბში მისი ადგილი არ იქნება, ან იჯარით წავა, ან წინა სეზონივით სკამზე გაიყინება. მგონი წასვლა და თამაში ჯობია, ამ ასაკში აუცილებლად სჭირდება სათამაშო დრო. 

დემბელე და გრიზმანი ნაკრებში მშვენივრად თამაშობენ, ევროპის ჩემპიონატი მათ ფასზე დადებითად იმოქმედებს, "ბარსამ" კი ეს უნდა გამოიყენოს, როგორც ადრე დავწერეთ, ფეხბურთელების გაყიდვა უფრო რთული იქნება, ვიდრე გადმობირება, მომსვლელები მოდიან, წასმვლელები კი ჯერ არ მიდიან, რთულად არის საქმე, ფრანგების გაყიდვით შანსი გვექნება რომელიმე ვარსკვლავზე დავფიქრდეთ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება, თავისუფალ აგენტებთან ერთად, ერთი მეგა-ტრანსფერის განხორციელება. 

დიდი ტრანსფერის მოლოდინში

შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგებს გავყიდით, მაგრამ ვარიანტებიც შემცირდა, ჰოლანდი "დორტმუნდში" რჩება, აგუეროს გადმოყვანა ამის ერთ-ერთი დასტურია, გერმანელებმა სანჩოს პირობა მისცეს, რომ ზაფხულში წასვლის უფლებას მისცემენ, ჰოლანდს კი მინიმუმ ერთი წლით იტოვებენ, ჩემპიონთა ლიგაზე, რომ ვერ გასულიყვნენ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ გავიდნენ და სავარაუდოდ ნორვეგიელს დაიტოვებენ. 

ჰარი კეინი მიდის "ტოტენჰემიდან", მაგრამ ახალ ლინეკერს ვერ მივიღებთ, გეზი მანჩესტერისკენ აქვს, "სიტის" უმიზნებს, მაგრამ, შესაძლოა "იუნაიტედიც" ჩაერთოს ბრძოლაში. ჩვენ არაფერი, აქეთ არც იხედება. 

ვინღა დარჩა? სანჩო? ღირს დაფიქრებად, მაგრამ ინგლისელს ინგლისში დაბრუნება სურს, საერთოდ, ინგლისელები ქვეყნის გარეთ დიდად ვერ ბრწყინავენ, ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში დიდი რისკი იქნება. 

დიდი შანსი იყო ნეიმარის გადმობირების, მაგრამ კიდევ ერთხელ დატროლა საკუთარი თავი, მისი კარიერა "ბარსადან" წასვლის შემდეგ ერთი დიდი ცირკია, თავად კი ჯერ გაუწვრთნელი და დაბნეული ცხოველივით იქცევა. 

ერთადერთი ვარსკვლავი რომელზე ნადირობაც ღირს, ისევ და ისევ კილიან მბაპეა, ზიდანის წასვლის შემდეგ მბაპეს "რეალში" გადასვლის შანსები შემცირდა, მით უმეტეს, რომ ზიზუ ძალიან გულდაწყვეტილი წავიდა, მისი მეორე ვარიანტი "ლივერპული" იყო, მაგრამ ინგლისელები დიდ თანხას არ გაისვრიან, მბაპე კი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, წასვლა სურს, გაქცევაზეა, დიდი მიზნებისთვის სურს ბრძოლა და ძლიერ ჩემპიონატში თამაში.

რამხელა შანსი გვაქვს? არც თუ ისე დიდი, კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ - ძალიან ცოტა, მაგრამ მცდელობას წინ რა უდგას? არც არაფერი. 

კიდე ერთი ვარიანტი მატიას დე ლიხტია, მაგრამ ალეგრი არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს. 

სხვა მეგა ტრანსფერის აზრს კი ამჟამად ვერ ვხედავ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 5 ივნისი 2021 19:27
    0
    სეზონის დასაწყისში მხოლოდ სერჟინიო დესტი მიიღო, სხვა სურვილები ვერ შეუსრულეს, თუმცა, სუარესთან მიმართებაში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, საერთიდ, ცუდიც ბევრი იყო და კარგიც, მაგრამ ცუდი უფრო ჭარბობდა, განსაკუთრებით ის, რომ ვერცერთი ცენტრალური მატჩი ვერ მოიგო.
    დიდი შეცდომა კი არა კატასტროფა, ჩათვალეთ რომ გუნდს ჩემპიონობისთვის ბრზოლა სეზონის დაწყებამდე მოუსპო. მაგის პატიობა როგორ იქნება.
    Culé [?]
    #14 3 ივნისი 2021 22:31
    1
    ვინც მოიყვანა გადაბერებული აგუეროს გარდა არცერთი არ არის მაღალი კლასი ! თუ იმ გზით მიდის ეს ხალხი ვინც მოიყვანა და ბარსა "ბ" -დან პერსპექტიული ახალგაზრდები მაშინ მესმის ეგეთი მიქსი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე რა გუნდიც დახვდა ლაპორტას რეალურად გვჭირდება ერთი უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველი (სინამდვილეში ორი გვჭირდება მაგრამ ერთს ვერ ვყიდულობთ ) ერთი მაღალი კლასის შემტევი ნახევარმცველი ნახევარმცველი და ერთი მაღალი კლასის ფორვარდი ....ოღონდ მაგან მბაპე მოიყვანოს და კარგი ბატონო კიდევ გავუძლებ ხისთავას laughing laughing laughing იმიტომ რომ 1 000 000% პროცენტით დარწმუნებული ვარ არაფერი გამოუვა ხისთავას და მაინც გააგდებს ლაპორტა ! ოღონდ ისე უნდა გააგდოს როგორც მაგან სუარესი გააგდო ! ტელეფონით დაურეკოს და შეატყობინოს აღარ მჭირდებიო !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 3 ივნისი 2021 20:14
    0
    ყველაფერი კარგადაა კაი ტრანსფერები გავაკეთეთ და გავაკეთებთ კიდე მარა აი მწვრთნელი რო ისევ კუმანი გვეყოლება იმედებს მიკლავს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #12 3 ივნისი 2021 19:59
    3
    აი ეს "მბაპე რეალის ფანია" ძაან არასერიოზული ბაზარია. დაგვიწერია ამაზე ადრე და დროა უკვე, რომ ჩვენთან მაინც აღარ იწერებოდეს კომენტარებში, ეგრე ჯერარდი ევერტონის ფანი იყო და რაული ატლეტიკოსი, ბავშვობაში ვინ ვისი ფანი იყო მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

    როგორც კი პროფესიონალი გახდა, მას მერე თავისთვის საუკეთესო ვარიანტს ეძებს, თავის დროზე პარიზი იმიტომ არჩია, რომ მუდმივი პრაქტიკა ჰქონოდა და მუნდიალზე ფორმაში ყოფილიყო.
    ახლაც საუკეთესო ვარიანტს მოძებნის, რეალი თუ დიდი პროექტით არ დაბრუნდა, მბაპე ასე გიჟივით იქ არ წავა, მარტო იმიტომ, რომ ბავშვობაშო რონალდუ ევასებოდა.

    გუშინ ხო არ დაიწყეთ ფეხბურთის ყურება.. რა უბედურებაა.
    Culé [?]
    #11 3 ივნისი 2021 19:15
    2
    ღადაობა ის იქნება მბაპე რომ ბარსაში გადმოვიდეს და ჰალანდი რეალში😀
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    წევრი [?]
    #10 3 ივნისი 2021 19:10
    0
    gecheche,
    ლაპორტას ვერ აღიარებ ფეხბურთის ღმერთად,ფეხბურთის ღმერთად უკვე რონალდო ლუის ნაზარიო აღიარეს,ოღონდ კინაღამ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 3 ივნისი 2021 18:57
    1
    რობერტოც მოსაშორებელია. თითქოს უნივერსალია, მაგრამ ყველგან ჩაჯ***ი დარბის. მითუმეტეს ემერსონის მოყვანის მერე ამის საჭიროება ნულს გაუტოლდა. არც ადრე ბრწყინავდა, მაგრამ ახლა საერთოდ გამქრალია, გინდ კუნძი დაგიგდია მოედანზე და გინდ ეს შემოგიშვია.
    მწერალი [?]
    #8 3 ივნისი 2021 18:47
    1
    cruyff9,
    გრიზმანი ნაკრებში სულ თამაშობდა, ჩვენთან ისევ ისეა, ძაან მცირე პროგრესი აქვს.
    ფანი [?]
    #7 3 ივნისი 2021 18:32
    1
    cruyff9,
    დე ლიხტი მბაპეს ფასია.ეგეც დიდი ტრანსფერია,რომ იცოდე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #6 3 ივნისი 2021 18:25
    2
    ჰალანდს რომ მბაპე სჯობს ორი აზრაა!!!წელს არამგონია რამე დიდი ტრანსფერი მოხერხდეს ამის აუცილებლობაც არაა,,,გრიზმანი ათამაშდა და არ უნდა გავყიდოთ,,,ნორმალური მცველი იყიდონ ვინმე,დელიხტი კაი ვარიანტია
    Culé [?]
    #5 3 ივნისი 2021 18:19
    1
    რით ვერ იგებენ, რომ მთავარი ტრანსფერები კიარა მწვრთნელია. კუმანის დარჩენა მნიშვნელოვანად შეამცირებს წარმატების შანსებს. დაცვა მართლა შესაცვლელია, მარა დანარჩენ პოზიციებზე არის რესურსი, მწვრთნელს არ ყოფნის ტვინი რომ გამოიყენოს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 3 ივნისი 2021 18:05
    1
    უმთავრესი პრობლემა დაბალი დონის ჯიუტი-ყეყეჩი მწვრთნელია...აქ მთავრდება-იწყება პრობლემები.
    მწერალი [?]
    #3 3 ივნისი 2021 17:59
    1
    Norman Bates,
    კონტრაქტშია საქმე, მყიდველი იშოვე და დღესვე გაუშვებენ 😃
    ფანი [?]
    #2 3 ივნისი 2021 17:53
    0
    კარგი სტატიაა ფეოლა ბარვო!მბაპეზე ჩალიჩში დრო არ დავკარგოთ საშიშია და ისევ ხელცარიელები არ დავრჩეთ.მე მაინც მგონია წელს დიდი ტრანსფერი თუ იქნება, იქნება ცენტრალური მცველი,რავიცი ჰოლანდს მომავალი წლისთვის შემოინახავს ლაპორტა,ეგრე მგონია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #1 3 ივნისი 2021 17:48
    4
    რავი მბაპეზე დაფიქრდება ლაპორტა ორი აზრი არაა მთავარია პირველ რიგში გასაშვები ვინცაა გავუშვათ და მბაპე თუ გაჩარხა საღოლ ძმაო ფეხბურთის ღმერთად ვაღიარებ ლაპორტას