მიხალ ზუკი - ტალანტი "ლა მასიიდან"

მიხალ ზუკი - ტალანტი "ლა მასიიდან"

 „ლა მასიაში“ ჩავი სიმონსის შემდეგ კიდევ ერთი „პატარა ვალდერამა“ გამოჩნდა, თუმცა, მიხალ ზუკი შუსტერს უფრო წააგავს, ვიდრე კოლუმბიელ ათიანს. ბოიან კრკიჩის არ იყოს, მისი სახელი და გვარიც უცნაურად ჟღერს, ესპანეთის კვალობაზე, საქმე იმაშია, რომ ზუკის მშობლები პოლონეთიდან არიან, მერე ჟირონაში გადაბარგდნენ, პატარა მიხალი უკვე ბარსელონაში დაიბადა, გვარი ალბათ სწორედ ასე იკითხება - ზუკი, ან იქნებ ჟუკი, კატალონიურად, შესაძლოა ჟ უფრო მისაღები გახდეს, ამიტომ აქედანვე შეგვიძლია, რომ ამ პატარას „თეთრი ხოჭო“ შევარქვათ, “ბიტლების“ არ იყოს.. თმა ამასაც 60-იანელივით აქვს, თუმცა, თანაგუნდელები „მილჰაუსს“ ეძახიან, რატომღაც, არ ვიცი, „სიმფსონების“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია, რომელსაც ლურჯი თმით ვიცნობთ და საერთოდ არ ჰგავს მიხალს.

„ლა მასიას“ ყურადღება 2016 წლის სეზონში მიიქცია, როცა 16 მატჩში 27 გოლი გაიტანა, მას მერე შედეგიანობა არ დაუგდია, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველია, აქებენ მის დრიბლინგსა და მოედნის ხედვას.

ამჟამად 12 წლის არის, ადიდასთან კონტრაქტი 9 წლის ასაკში გაუფორმებია, ინსტაგრამზე კი 70 000-მდე გამომწერი ჰყავს, ადრეული პოპულარობა, რომ ფეხბურთელზე კარგად არ მოქმედებს ეს ვიცით და სიმონსის სახით კარგი მაგალითიც გვაქვს, მაგრამ მომავალი ასეთია, ამას ვერსად გავექცევით, ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გამოწვევებს როგორ გაუმკლავდება.

ანსუ ფატი „ბარსაში“ 10 წლის ასაკში აღმოჩნდა, ჩავი 11-ის, ინიესტა 12-ის, მესი კი 13 წლის ასაკში ჩაიყვანეს, აქედან მოყოლებული ამ ფეხბურთელებისთვის ყველაფერი შეიცვალა და იმედია, რომ ზუკიც ბოლომდე გამოავლენს პოტენციალს, სულ სხვაგვარ დახვედრას უწყობენ „ლა მასიელებს“, მაგალითად მესი, რომ მოედანზე პირველად გამოვიდა, წარმოადგენა არ მქონდა ვინ იყო, „კამპ ნოუ“ კი ოვაციებით შეხვდა, რადგან თითოეულმა ბარსელონელმა იცოდა, რომ აკადემიაში ბრილიანტი ჰყავდათ, იგივე რონალდინიოს სიტყვებს თუ გავიხსენებთ, „ბარსაში“, რომ გადმოვედი, უკვე საუბრობდნენ ბიჭზე, რომელიც ყველაფერს შეცვლიდაო.

დიდი ოვაციებით შეხვდნენ ჯოვანი დოს სანტოსსაც, რომელიც ყველაფრით რონალდინიოს ბაძავდა და საბოლოოდ მის კარიკატურად იქცა, ასევე, დიდ და მხურვალე დახვედრას მოუწყობდნენ ჩავი სიმონსს, მაგრამ გაგვექცა, ფატისა და მორიბას შემხედვარე ალბათ უკვე ნანობს და კიდევ ბევრჯერ ინანებს.

ასე იქნება ზუკიც, უკვე ყურადღების ცენტრშია, კაპიტნის სამკლაური და ათნომრიანი მაისური მოურგია, 5-6 წელიწადში დებიუტიც მოსალოდნელი იქნება, მანამდე კლუბში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება.

 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #7 29 მაისი 2021 21:41
    1
    Bakero,
    სისწრაფით დიდად ვერ გამოირჩევაო, ასე წერენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 მაისი 2021 20:06
    1
    ვაჰ რა კაი ტიპია laughing ტექნიკური ჩანს და დარტყმაც აქვს საინტერესოა რამდენად სწრაფია უკვე მაგ ასაკში
    Culé [?]
    #5 29 მაისი 2021 18:09
    3
    ვაიმეეე, რა ლამაზუნები არიან,,
    laughing "ზმუკი" პრინცია პრინციიი! heart_eyes
    ისე ამ გახსენებაზე ვინმემ იცით სიმონსი სად თამაშობს ეხლა?

    ძალიან მაინტერესებს მესის ბიჭები რას იზავენ მომავალში - განსაკუთრებით მატეო - "ხვლიკო" შევარქვი, მაგარი ჟილკიანია და რა გაიზრდება ვინ იცის laughing - ეს არავის არაფერს დაუთმობს, მესის ან ააშენებს, ან დააქცევს smile
    Culé [?]
    #4 29 მაისი 2021 18:08
    1
    ეს მართლაც მაგარი ბიჭია. იმედია დიდი მომავალი ექნება ბარსაში. ჯერ ადრეა ამის თქმა თუ როგორი იქნება და სად იქნება მარა ძაან პერსპექგიული ბიჭი ჩანს...😍
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #3 29 მაისი 2021 17:53
    2
    ერთი ასო აკლია მგონი ზუკი თუ ზმუკი ? smile
    ხუმრობა იქეთ იყოს და წარმატებები თითოეულ ტალანტს
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 მაისი 2021 17:52
    2
    ასე გააგრძელოს, მშვენიერი ტექნიკა აქვს და დარტყმაც, კარგი იქნება თუ ინსტაგრამზე ძრომიალის ნაცვლად მოედანზე ბურთთან ურთიერთობით გაერთობა.
    გულშემატკივარი [?]
    #1 29 მაისი 2021 17:23
    2
    სულ ველოდები ქართველი ტალანტის გამოჩენას სადმე ევპოპაში, მაგრამ..... თუნდაც ბარსელონაში იმდენი ქართველი ბავშვია. ლა მასიაშიც ვარჯიშობენ, მაგრამ ჯერჯერობით არავინ გამოჩნდა.