სტუმრად გატანილი გოლის წესი - მისაღები თუ მიუღებელი

სტუმრად გატანილი გოლის წესი - მისაღები თუ მიუღებელი

UEFA სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმებაზე მსჯელობს, ეს წესი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა, თუ შენმა კლუბმა ამით ისარგებლა გასახარია, რადგან თანაბარ შეხვედრაში უპირატესობას განიჭებს, ხოლო თუ პირიქით მოხდა, ძალიან გამაღიზიანებელი და გულის მოსაკლავი ამბავია.

„ბარსას“ ისტორიაში ორივე შემთხვევა ყოფილა, ჰოდა, მოდი გადავავლოთ თვალი, 90-იანებიდან მოყოლებული არც თუ ისე ბევრი ასეთი მატჩი ყოფილა და ძაანაც არ გაგვიგრძელდება.

2007 წელი, „ბარსა“ vs „ლივერპული“

ფავორიტი „ბარსელონა“ იყო, თანაც გამოკვეთილად, მიუხედავად იმისა, რომ ბენიტესის „ლივერპული“ ფლეიოფში ყოველთვის ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ბოლო ორი სეზონის ჩემპიონები ხვდებოდნენ ერთმანეთს და დიდ სანახაობასაც ელოდნენ, რაც შედგა კიდეც, თუმცა, ჩვენთვის წარუმატებლად.

„კამპ ნოუზე“ თამაშის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ლივერპულს“ რაიმე შანსი მაინც ექნებოდა, რადგან გუნდში ძალიან ცუდი ატმოსფერო იყო, კრეიგ ბელამიმ იონ არნე რიისეს გოლფის ჯოხით თავი გაუტეხა, უელსელს ყოველთვის ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ გოლფის ჯოხი ზედმეტი იყო. მიუხედავად ამისა, ბედის ირონიით, ორივემ ძირითადში დაიწყო და ორივემ გაგვიტანა, მათი კონფლიქტიც ამით ამოიწურა.

ჩვენი მხრიდან ანგარიში დეკუმ გახსნა, დე იონგივით შეირბინა საჯარიმოში და ძამბროტას ჩაწოდების შემდეგ გაიტანა, თითქოს მარტივად უნდა მოგვეგო, მაგრამ ვიქტორ ვალდესმა შეგვახსენა, რომ ყველაფრის გაფუჭების გადასარევი უნარი ჰქონდა.

„კამპ ნოუ“ – 1:2

აი მეორე მატჩში ფავორიტები ნამდვილად არ ვყოფილვართ, „ენფილდი“ „ლივერპულის“ ციხესიმაგრეა, რომლის აღებაც ურთულესი ამბავია, მატჩის წინ აჟღერებული ჰიმნი, ალბათ საუკეთესო იყო, რაც „ლივერპულის“ ფანებს ოდესმე შეუსრულებიათ, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ბოლომდე გადაფარეს. თამაში დაიწყო და პირველ ოც წუთში არ ამოგვასუნთქეს, შეტევა-შეტევაზე მოდიოდა და რომ არა კარლეს პუიოლი ყველაფერი გაცილებით ადრე დასრულდებოდა.

თავდასხმაში რონალდინიო-ეტო’ო-მესის ტრიო გვყავდა, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოახერხეს, ყველაზე კარგი შანსი რონალდინიოს მიეცა, მაგრამ როგორც ყოველთვის იდეალური დარტყმით მოინდომა გატანა ძელს მოარტყა. 

საბოლოოდ, ერთი გოლი გუდიონსენმა გაქვითა - 0:1. მოვიგეთ, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით „ლივერპული“ გავიდა.

2009 წელი, „ბარსა“ vs „ჩელსი“

ფავორიტი აქაც „ბარსა“ იყო, რადგან საოცარი სეზონი ჰქონდა, გზად ყველას ანადგურებდა, ხოლო „ჩელსიში“ ბევრი ცვლილება იყო, საშველად, როგორც ყოველთვის გუს ჰიდინკს დაუძახეს და ნახევარფინალამდეც მოვიდნენ.

„კამპ ნოუზე“ ჩაკეტილი თამაში იყო, ეტო’ოს გარღვევა ალბათ ყველაზე სანახაობრივი გამოდგა, თუმცა გოლი არ გასულა, ანრიზე კი აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაიდო.

„კამპ ნოუ“ – 0:0

განმეორებითი მატჩი ერთადერთი გამოდგა მთელ სეზონში, როცა მეტოქე „ბარსაზე“ უკეთესი იყო, თითქმის ყველა ასპექტში, აგრესიული ფეხბურთით შანსი არ დაგვიტოვეს, „ბარსას“ ინიესტას გასროლამდე კარში საერთოდ არ დაურტყამს.

პირველი დარღვევა, რომელიც მსაჯმა გაატარა ბალაკის ხელით თამაში იყო საჯარიმოში, ეს მომენტი საინტერესოა იმით, რომ რეჟისორებმა საერთოდ არ გაამეორეს, ისე თითქოს არც მომხდარიყოს, მერე კი ესიენმა კარიერის საუკეთესო გოლი შეაგდო, ბევრი კარგი გოლი გაუტანია, მაგრამ ეს საუკეთესო იყო.

თამაში ისე მიმდინარეობდა, რომ მარცხს ყველა შეეგუა, გვარდიოლამ მიულოცა კიდეც გუს ჰიდინკს წარმატება, ეს გულწრფელი მილოცვა იყო თუ მეტოქის მოდუნება სცადა, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მილოცვამ მართლა მოადუნა ლონდონელები და ინიესტამ ფინალში გაგვიყვანა.

მანამდე კი ბევრი შეცდომა იყო მსაჯის მიერ. დიდიე დროგბა წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ არ გააგდეს, აბიდალი კი ანელკას საერთოდ არ შეხებია, მაგრამ გააძევეს.

საპასუხოდ უამრავი მომენტი შეიქმა „ბარსას“ კართან, რომლიდანაც მინიმუმ 2 ან 3 თერთმეტმეტრიანი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო, განსაკუთრებით პიკეს ხელბურთის ილეთის შემდეგ, მაგრამ ოვრებო პირველივე წუთებიდანვე გონზე არ იყო რას აკეთებდა.

1:1 ანგარიში გათანაბრდა, სტუმრად გატანილი გოლი ამჯერად „ბარსას“ დაეხმარა.

2013 წელი, „ბარსა“ vs “პსჟ“

ფავორიტი კვლავ „ბარსა“ იყო, პსჟ ჯერ კიდევ შენების პროცესში იყო და დიდი სტაბილურობით ვერ გამოირჩეოდა. პარიზის მატჩის ტაიმის მიწურულს მესიმ ანგარიში გახსნა, თუმცა, მცირე დაზიანება მიიღო და პირველი ტაიმის მერე მოედანი დატოვა.

ამან, რა თქმა უნდა, მატჩზე დიდი გავლენა იქონია, ისევ ვიქტორ ვალდესის შეცდომებიდან გამომდინარე, ორი გოლი გავუშვით, ჩვენგან კი მეორე ჩავიმ გაიტანა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან - 2:2.

განმეორებითი შეხვედრა ნერვიული გამოდგა, „ბარსასგან“ ბევრად დამაჯერებელ მატჩს ელოდნენ, ვერც იმას ვიტყვით, რომ ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლებოდა, რომ გოლი გაგვეშვა.

ანგარიში პასტორემ გახსნა, ხოლო 71-ე წუთზე პედრომ გაათანაბრა - 1:1.

სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე „ბარსა“ გავიდა.

2018 წელი, „ბარსა“ vs „რომა“

„ბარსა“ უპირობა ფავორიტი იყო და დაამტკიცა კიდეც ეს ამბავი, ოღონდ მხოლოდ პირველ მატჩში, ერთი გოლი, რომ გავუშვით, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გოლი გადამწყვეტ როლს ითამაშებდა, მაგალითად, დემბელემ, რომ ბოლო წუთებზე გააფუჭა „ლივერპულთან“, იქ მესის რეაქციითაც ჩანს, რომ ყველაფრის დასრულება და წერტილის დასმა შეგვეძლო, ჯერ კიდევ ესმოდათ ფეხბურთელებს, რომ 3:0 ბოლომდე საკმარისი არ იქნებოდა, მით უმეტეს, რომაული გამოცდილების შემდეგ.

აი, „რომასთან“ მატჩში ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე დაგვიტრალდებოდა ყველაფერი.

გასვლაზე 3:0 წავაგეთ, ორი მატჩის ჯამში 4:4 დაფიქსირდა და „რომა“ „კამპ ნოუზე“ გატანილი გოლის უპირატესობით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საბოლოო ჯამში ამ წესით ორჯერ ჩვენ ვიხეირეთ, ორჯერ მეტოქეებმა, ასეთი თანაფარდობაა. 

რა გავლენა აქვს თამაშზე

ამის საუკეთესო მაგალითი „ბარსელონა“ „ჩელსის“ 2012 წლის დაპირისპირებაა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ „ჩელსი“ სტუმრად გატანილი გოლით სარგებლობდა, „ბარსა“ მთელი გუნდით წინ წავიდა და გადამწყვეტი გოლიც მივიღეთ საკუთარ კარში.

ასე რომ, თამაშის მიმდინარეობა მთლიანად იცვლება.

იგივე შეიძლება ითქვას „ბარსა“ „ატლეტიკოს“ დაპირისპირებაზე და „ბარსა“ „პსჟ“-ზე, როცა იმ ერთმა გაშვებულმა გოლმა ძაან გაგვირთულა საქმე, მაგრამ მაინც გავიტანეთ საკმარისი რაოდენობით.

ეს წესი ხანდახან ყველაფერს იმაზე ადრე ამთავრებს, ვიდრე საჭიროა, სანახაობაც კვდება, ხან კი პირიქით, მეტი ინტერესი და აზარტი შემოდის, მეტი გათვლა და ტაქტიკის მეტი ცვლილება, რაც ყველაფერს უფრო მრავალფეროვანს ხდის.

არ ვიცი კარგი წესია თუ ცუდი, თუმცა, უფრო მეტ ადამიანს არ მოსწონს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 მაისი 2021 18:10
    0
    ციტატა: Diana
    თუ ეგ წესი გაუქმდება ორ მატჩიანი აღარ იქნება ანუ ?

    და რატო არ იქნება ორმატჩიანი, ვინ თქვა ერთმატჩიანზე გადავლენო.
    მწერალი [?]
    #3 28 მაისი 2021 00:59
    1
    Diana,
    იქნება, როგორ არ იქნება.

    უბრალოდ გაუქმებული, რომ ყოფილიყო იმ ოთხ შეხვედრაში, რომელიც ჩამოთვლილია დამატებითი დრო დაინიშნებოდა.
    წევრი [?]
    #2 27 მაისი 2021 22:55
    1
    მე არ ვეთანხმები
    --------------------
    გ.ჩან
    ფანი [?]
    #1 27 მაისი 2021 21:00
    0
    თუ ეგ წესი გაუქმდება ორ მატჩიანი აღარ იქნება ანუ ?