ჯერ მწვრთნელი, მერე ტრანსფერები

ჯერ მწვრთნელი, მერე ტრანსფერები

 სანამ UEFA ძირს გვითხრის პრეზიდენტმა და მთელმა გუნდმა მუშაობა უნდა განაგრძონ, რთულია ამ დროს კონცენტრირება, როცა იცი, რომ, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის გარეშე დაგტოვონ, ან ამდენ ვალებში ჩაფლულს კიდევ ჯარიმა დაგამატონ თავზე, მაგრამ ასეა გრანდების საქმე, ყოველთვის რამდენიმე მიმართულებით გიწევს ბრძოლა.

შედგა შეხვედრა პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის, მაგრამ ბევრი არაფერი გარკვეულა, რაღაც თემები გაიარეს, მაგრამ ეს არ ყოფილა იმისათვის საკმარისი, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ, საერთოდ, ისე ჩანს, რომ კუმანს ტოვებენ, რადგან ლაპორტას ფავორიტი მწვრთნელებიდან ყველა ხელიდან გამოეცალა, ტენ ჰაგი ფეხს არ იცვლის ადგილიდან, ფლიკი ოფიციალურად დაინიშნა გერმანიის ნაკრებში, ნაგელსმანი ოფიციალურად დაინიშნა ბაიერნში და დარჩა ორი გერმანელი - კლოპი და ლიოვი.

კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, მას ჯერ კიდევ არ მოუსმენია გადავსებული „ენფილდისგან“ სამადლობელი იმისათვის, რომ 30 წლიანი ჯოჯოხეთი დაასრულა, ამიტომ, არ ჰგავს „ლივერპულის“ დამტოვებელს, მით უმეტეს, ვალებში და ქაოსში ჩაფლული კლუბის გამო.

ლიოვზე კი არ ღირს გაგიჟება, კაცმა არ იცის საკლუბო ფეხბურთს როგორ მოერგება.

Mundo Deportivo დაუჯერებელ ინფორმაციას ავრცელებს, თურმე ლაპორტას ერთ-ერთი კანდიდატი ფრანკ რაიკაარდია, რომელსაც 2013 წლის შემდეგ არ უმუშავია, ჩავისთვის კი მხოლოდ მეორე გუნდის სავარძელი ემეტება, თუ ლაპორტა დროს წელავს, მხოლოდ გვარდიოლას გამო, ყველა ელის ფინალს და მერე იქნებ გაახერხოს რამე, მაგრამ ესეც წარმოუდგენელი ჩანს, კაცი ცრემლად დაიღვარა აგუეროს გაშვებაზე, დაბრუნებას, რომ აპირებდეს სატირალი რა ექნებოდა?!

აი, სწორედ ამიტომ, კუმანის შანსები დიდია, არ მგონია მისი დატოვება სწორი იყოს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ცენტრალურ მატჩებს თავი ვერაფრით გაართვა, „ატლეტიკოს“ კი ჩემპიონობის ბილეთი გადასცა, არადა ჯერ კიდევ დასაწყისში ვამბობდით, რომ ამას აუცილელად ინანებდა, აბა როგორ უნდა ვენდოთ მწვრთნელს, რომელიც ვერ იგებს იმას, რასაც უბრალო გულშემატკივარი მარტივად ხვდება?!

კუმანის არგუმენტი

კუმანს კამათი არ ეზარება, არც ჩხუბი, უცბად ცხვირიდან სისხლი თუ არ წასკდა, ჯიუტად დაიცავს თავის პოზიციას, რომ სათანადო ფეხბურთელები არ ჰყავს, ვერ მოუყვანეს ის ხალხი ვინც სურდა, ახლა კი იცის, რომ მარტივად მიიღებს დეპაისაც და ვეინალდუმსაც, პლუს აგუეროს, რომლის ბედიც უკვე გადაწყვეტილია, ყველას უფასოდ გადმოიბირებს, არც ერთი არ იქნება მეგა ტრანსფერი, მაგრამ, „ბარსა“ აუცილებლად გაძლიერდება.

მისი მეორე არგუმენტი ახალგაზრდებთან სწორი მუშაობაა, მაგრამ არა ყველასთან, პუჩი გაახმო ნატრვრის ხესავით, აწი რაც არ უნდა თხოვოს არაფრის შანსი არ ექნება. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჟოანი არ ჩქარობს, წინ ძალიან ცხელი ზაფხულია, სანამ სანაკრებო ფეხბურთი გაჩაღდება, მანამდე UEFA ზვიგენივით დაგვიწყებს დევნას, სატრანსფერო ბაზარზე კი ფეხბურთელების გაყიდვა უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე გადმობირება.

ჯერ მწვრთნელი..

არ ღირს 2-3 ფეხბურთელის შეთანხმება იქამდე, სანამ მწვრთნელს არ გაიფორმებ, სკამზე დასასმელი მილიონერების მეტი რა გვყავს?! კიდევ ერთი არაფერში გვჭირდება, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც კუმანს ტოვებდნენ, ჯობია, რომ სწრაფად მოგვარდეს ეს ამბავი და მეტი დრო დაუთმონ გუნდს დაკომპლექტებას, თორემ მოვა ვინმე მოულოდნელი და იტყვის იმ ნაცნობ სიტყვას - ჩემს გეგმებში არ შედის! ჰოდა, გვიანი იქნება.

აგერ Marca-მ არტეტაც გაგვახსენა, ალბათ ძალიან უნდა მადრიდულ გამოცემას, რომ არტეტა მოვიდეს, როგორც წესი, სათადარიგო მწვრთნელები მასწავლებლებს ვერ ჯობნიან, „რეალმა“ კეირუში წაიყვანა, ამდენი წელი ფერგიუსონთან ერთად იმუშავა და იქნებ რამე მაინც ისწავლაო, მაგრად უსწავლია!

ვილაშ ბოაში მოურინიოს თანაშემწე იყო, „პორტუში“ მის მსგავსად დაიწყო მთავარი მწვრთნელობა, მის მსგავსად გადავიდა „ჩელსიში“ და ლონდონის სამი მეფე სკამზე დასვლა, დროგბა, ტერი და ლამპარდი, ამას უმწიფარი კი არა, მხოლოდ გიჟი თუ გააკეთებდა, ისე მოწყურდათ ბიჭებს თამაში, ბოაშის გაშვებისთანავე გამოვარდნენ მინდორზე და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ნახევარი სეზონი სკამზე იყვნენ და დასვენებულებმა ყველას მოუგეს.

ახლა კიდე არტეტაო, გვარდიოლას თანაშემწე ყოფილა, და რა მერე? არც არაფერი, ხაზავს და წვალობს რაღაცებს „მეთოფეებში“.

ამ ყველაფრის შემხედვარე, ცოტა უცნაურია ჩავის მიმართ ასეთი უნდობლობა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 27 მაისი 2021 01:20
    0
    მოკლედ არ მიტოვებენ შანსს, რომ ბოლო, მივიწყებული სურვილი არ გავაცოცხლო. ეს არის კუმანის ჯანმრთელობის გაუარესება და მწვრთნელობის ვერ გაგრძელება. კუმან, ნუ მაიძულებ ეს ავამოქმედო, სუსტი გული გაქვს ხომ იცი?!
    [?]
    #15 26 მაისი 2021 17:19
    0
    ციტატა: ♠️Spooky♠️
    Martalicaa dzma, fonti ra populisti gbidac iyo gamochnda bevrjer, es erti da mere kide amxela legenda kacia da mxare ar unda daechira, yvela chveni legenda dastoinad, neitralurrad idga, es vitom fonts gaidzaxda, ro mixvda laporta ixevda fonts mere imasac agar daupadeshka da karoche traki atamasha ra erti sityvit.

    რეალურად ფონტი გაანაწყენა იმის გამო რო ბოლოს მხარი ღიად აღარ დამიჭირაო, თქვა კიდეც ეგ. ისე გამოვიდა რო თითქოს ჩავი არც უჭერდა მხარს ფონტს მარა როცა ფონტის პროგრამა და პროექტი თავიდან ბოლომდე ჩავი იყო, მწრთნელლი, სპორტული დირექტორი და ყველაფერი ეგ უნდა ყოფილიყო, ჩავისგან არ გამიგია საპირისპირო ეთქვა. მილიონჯერ შეხვდა ფონტს, მაგის მხარდამჭერები სულ დებდნენ ფოტოებს ხან ყატარში და ხან სხვაგან როგორ ხვდებოდნენ. ამიტო ლაპორტა ამით სჯის ჩავის. თან მაგან ეხლა რო ჩავი დანიშნოს, ფონტი იტყვის აგერ ჩემი პროექტი გამოიყენაო, წარმატებას თუ მიაღწევს, ისევ ფონტი იტყვის მეც იგივეს ვაპირებდიო. მოკლედ ჩავის დანიშვნას მაქსიმალურად აარიდებს თავს ლაპორტა. ამიტო კუმანი შეგვრჩება ისევ.
    გულშემატკივარი [?]
    #14 26 მაისი 2021 16:20
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Nina
    ერთი ვიცი კუმანს თუ მიეცა ისევ შანსი რისი ალბათობაც დიდია რადგან აღარ დარჩა ლაპორტას ვარიანტები ისევ უტიტულო სეზონი გარანტირებული აქვს ბარსელონას, ერთი ვარიანტი კიდევ აქვს ხავი,მაგრამ ჯერ ბარსა ბ ს მწვრთნელადო,არც ფიქრობს ხავი დათანხმდება თუ არა,ხავი არ დაკარგავს ბარსა ბ ზე დროს ჩემი აზრით და დარჩება ისევ ყატარში,მერე შეიძლება ისეც მოხდეს უარი თქვას ძირითად გუნდის მწვრთნელად მოსვლაზეც ყატარში ალ სადსთან კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ,ლაპორტას კი საბოლოოდ კუმანი შერჩეს და ყოველ წელს უტიტულო სეზონი.ამით დასრულდება ლაპორტას ნორმალური მწრთვნელის მოყვანის მცდელობა.

    თუ კარგი სტარტი ავიღეთ და რეალმაც "ხელი შეგვიწყო" ლა ლიგის შანსი გვექნება. ან ისევ კოპა. ლიგაზე არც უნდა ვიოცნებოთ თუნდაც 1/4 ფინალი.

    ჩავისადმი უნდობლობაში კიდე გამოუცდელობა საერთოდ არაა რეალური მიზეზი, აბა არტეტა გამოცდილია? უბრალოდ ღრძო კაცია ლაპორტა და ჩავის არ პატიობს ფონტის მხარეს ყოფნას.

    Martalicaa dzma, fonti ra populisti gbidac iyo gamochnda bevrjer, es erti da mere kide amxela legenda kacia da mxare ar unda daechira, yvela chveni legenda dastoinad, neitralurrad idga, es vitom fonts gaidzaxda, ro mixvda laporta ixevda fonts mere imasac agar daupadeshka da karoche traki atamasha ra erti sityvit.
    [?]
    #13 26 მაისი 2021 16:10
    0
    ციტატა: Nina
    ერთი ვიცი კუმანს თუ მიეცა ისევ შანსი რისი ალბათობაც დიდია რადგან აღარ დარჩა ლაპორტას ვარიანტები ისევ უტიტულო სეზონი გარანტირებული აქვს ბარსელონას, ერთი ვარიანტი კიდევ აქვს ხავი,მაგრამ ჯერ ბარსა ბ ს მწვრთნელადო,არც ფიქრობს ხავი დათანხმდება თუ არა,ხავი არ დაკარგავს ბარსა ბ ზე დროს ჩემი აზრით და დარჩება ისევ ყატარში,მერე შეიძლება ისეც მოხდეს უარი თქვას ძირითად გუნდის მწვრთნელად მოსვლაზეც ყატარში ალ სადსთან კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ,ლაპორტას კი საბოლოოდ კუმანი შერჩეს და ყოველ წელს უტიტულო სეზონი.ამით დასრულდება ლაპორტას ნორმალური მწრთვნელის მოყვანის მცდელობა.

    თუ კარგი სტარტი ავიღეთ და რეალმაც "ხელი შეგვიწყო" ლა ლიგის შანსი გვექნება. ან ისევ კოპა. ლიგაზე არც უნდა ვიოცნებოთ თუნდაც 1/4 ფინალი.

    ჩავისადმი უნდობლობაში კიდე გამოუცდელობა საერთოდ არაა რეალური მიზეზი, აბა არტეტა გამოცდილია? უბრალოდ ღრძო კაცია ლაპორტა და ჩავის არ პატიობს ფონტის მხარეს ყოფნას.
    რედაქტორი [?]
    #12 26 მაისი 2021 15:54
    2
    ტრადიციულად ყოჩაღ ფეოლას!
    ჯერ მწვრთნელი და მერე ყველაფერი.. მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩა ხალხი რომელსაც კუმანის დარჩენა სურს.. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ 1-2 თვის წინ, კომენტარებში ვინც სასტიკი მომხრე იყო კუმანის დარჩენის, ახლა “უნდა წავიდეს“ ით შემოიფარგლებიან :დ იმიტომ რომ უმცირესობაში არიან.. (გულის სიღრმეში დარჩენაც სურთ ალბათ)
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    Culé [?]
    #11 26 მაისი 2021 15:31
    0
    100% ჯერ მწვრთნელი და მერე ტრანსფერები მაგრამ აქ ვინცაა სასაცილოაა დაა აფსურდი აქედან მარტო არტეტა ან კუმანი სხვაა ზღაპარიაა
    გულშემატკივარი [?]
    #10 26 მაისი 2021 13:45
    0
    გუარდიოლა ან ჩავი მინდა :)
    Culé [?]
    #9 26 მაისი 2021 12:36
    0
    ერთი ვიცი კუმანს თუ მიეცა ისევ შანსი რისი ალბათობაც დიდია რადგან აღარ დარჩა ლაპორტას ვარიანტები ისევ უტიტულო სეზონი გარანტირებული აქვს ბარსელონას, ერთი ვარიანტი კიდევ აქვს ხავი,მაგრამ ჯერ ბარსა ბ ს მწვრთნელადო,არც ფიქრობს ხავი დათანხმდება თუ არა,ხავი არ დაკარგავს ბარსა ბ ზე დროს ჩემი აზრით და დარჩება ისევ ყატარში,მერე შეიძლება ისეც მოხდეს უარი თქვას ძირითად გუნდის მწვრთნელად მოსვლაზეც ყატარში ალ სადთან კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ,ლაპორტას კი საბოლოოდ კუმანი შერჩეს და ყოველ წელს უტიტულო სეზონი.ამით დასრულდება ლაპორტას ნორმალური მწრთვნელის მოყვანის მცდელობა.
    ფანი [?]
    #8 26 მაისი 2021 11:39
    1
    nika 54,
    რაღაც სტატია წავიკითხე იქ ეწერა ბართუმ გაუშვაო , კუმანს არ ვიცავ , პირიქით , მინდა წავიდეს მაგრამ მასზე დებილი თუ მოვა ეგ არ მსურს
    წევრი [?]
    #7 26 მაისი 2021 11:12
    1
    არტეტას მოყვანას ისევ კუმანი დარჩეს ჯობია
    ფანი [?]
    #6 26 მაისი 2021 11:05
    2
    ციტატა: totti10
    ბიჭოოოს ეს ხავი ამოიგდეთ რააა :დ კაცმა ახლახანს გაახანძივა 2 წელი :დ :დ კლოპიც დაივიწყეთ ჯერ იმიტომ რომ 2024 წლამდე აქ კონტრაქტი და მეორეც ერთი კონტრაქტის გამოსყიდვა სადღაც 50-60 მილიონი დაჯდება, მერე მეორეც მაგხელა ხელფას ბარსელონა ამ მომენტში ვერ მიცემს, არტეტამ ასენალი გააუბედურა და აქ რას იზამს ეგ კუმანზე საცოდაობა იქნება, ფლიკმა გუშინ მოაწერა ნაკრების გაწვრთნაზე ხელი. გვარდიოლა არმგონია ამ გუნდში მივიდეს მოკლედ ისევ ეს ცუანა უნდა იყოს :დ

    შენ როგორც ყოველთვის ყველანაირ იმედს დედა მოუ.უანი😀არ კითხულობ შენ ნაწერებს ხოლმე???ასე შენო მოსაწონი როგორ ვერაფეტი ქნა კლუბმა თან ჯინაზე რო ხარ მადრიდისტობას მაბრალებთო😁
    გულშემატკივარი [?]
    #5 26 მაისი 2021 10:56
    1
    ციტატა: Diana
    კუმანს არ გაუშვია სუარესი , ძლიერი მწვრთნელებიდან კლოპი და პეპი დარჩა აქედან რომელიმე თუ არ მოვიდა კიდევ ერთ კიკესნაირ ფარჩაკ მწვრთნელს კუმანი მირჩევნია და თუ რამე ახალ სეზონში მისი რჩეული ფეხბურთელებით დაამტკიცებს მართლა შტერია თუ არა

    1მაგან გაუშვა არ მჭირდება დაბერდაო. ერე ატლე პირველზე რო იყო და სუა დაფრინავდა ისიც თქვა არ ვნანობო და ბოლოს თავი გამოიძვრინა თავის ჭკვაში რო დიდი ხელფას ქონდაო. ვიდალი-მაინცდამაინც არ მიყვარს მაგრამ მებრძოლია და რამდენიმეზე ჩუმად ვარ ვინც იყიდეს კიდე. და ბარსა რატო უნდა ელოდოს კიდე 1 წელი და სამარცხვინოდ აგოს? არ დამტკიცდა რო ვალენსიადან გამოაგდეს რა გუნდი გააფუჭა. შტერია აბა რაარი ტაკტიკა აქ ნოლი თუ ვაფშე აქ რამე ათასჯერ შეცვალა სქემები ბოლოს ვიღაც გაუბედურებულ გუნდებს მოუგო და არიქა დარჩა არიქა საუკეთესოა აქრიქა დააბრუნდა ბარსა სეტიენი რო სეტიენია და მზეა მაგასაც აქ ტაკტიკა მთელი თამაში ბურთს აგორავებინებს. თუნდაც ცვლილებები რომლითაც უამრავი მათჩი გავუშვით ხელიდან. კიდე ერთი როაქვთ გამართლება გუნდი შეკრაო და ამ გუნდით რაც ქნა კიდე მაგარიაო. ვინ დაშალა მერე? ხო ვიცი მაგაში 70% ბართომეუს მიუძღვის მარა ეთქვა მჭირდებაო რომელიმეო და ამ ღლაპებით ვერაფერს ვერ ვიზავი რომელიმე მაინც არ გაეყიდა რო ხვდებოდა რო დეპაი და თავის საოცნებო ბიჭები არ მოსდიოდნენ. და ბოლოს იმ შეკვრას კიდე გუნდურობა დააბრუნაო და ზოგი ფოტოთი რო მსჯელობს პირველი არ მახსოვს რადროს იყო მარა უკვე იშლებოდნენ და ის ფოტოა აღებული და მეორეში ახალ დაწყებულები არიან ლაპარაკში. თან მაგის დროს არ იყო რო ვირაც იდიოტებს და ღლაპებს შტეგენი უნდათ კაპიტნადო?
    --------------------
    ბარსა? კი, ის ჩემი ცხოვრებაა!
    ბარსა? კი, მე ვარ მისი ფანი და ვიქნები სამუდამოდ!
    "mes que un club"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 მაისი 2021 10:53
    3
    ციტატა: Diana
    კუმანს არ გაუშვია სუარესი , ძლიერი მწვრთნელებიდან კლოპი და პეპი დარჩა აქედან რომელიმე თუ არ მოვიდა კიდევ ერთ კიკესნაირ ფარჩაკ მწვრთნელს კუმანი მირჩევნია და თუ რამე ახალ სეზონში მისი რჩეული ფეხბურთელებით დაამტკიცებს მართლა შტერია თუ არა

    კუმანს არ გაუშვია სუარესი? აბა ვინ გაუშვა? იქნებ სუარესის ინტერვიუც წაგეკითხათ, ვარჯიშიც რო აუკრძალა გუნდთან ერთად. მეტსაც გეტყვით: ჯერ გუნდი არ ყავდა ნანახი და სიაც შეადგინა ვინ უნდა გაეშვა მოსვლისთანავე. სუარესის გარდა იქ პიკე, ალბა, ბუსკეტსი, რობერტო, და პუჩიც იყვნენ.
    ფანი [?]
    #3 26 მაისი 2021 09:49
    0
    კუმანს არ გაუშვია სუარესი , ძლიერი მწვრთნელებიდან კლოპი და პეპი დარჩა აქედან რომელიმე თუ არ მოვიდა კიდევ ერთ კიკესნაირ ფარჩაკ მწვრთნელს კუმანი მირჩევნია და თუ რამე ახალ სეზონში მისი რჩეული ფეხბურთელებით დაამტკიცებს მართლა შტერია თუ არა
    Culé [?]
    #2 26 მაისი 2021 08:59
    0
    ფეოლა, გიჟი ხარ 🤩❤❤❤❤
    Culé [?]
    #1 26 მაისი 2021 08:36
    1
    დიდი მწვრთნელები არაო და იყოს ჩავი..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "