მწვრთნელის ძიებაში

მწვრთნელის ძიებაში

როგორც RAC1 იტყობინება, "ბარსა" ფლიკს დაუკავშირდა და მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა. ჯერჯერობით სიჩუმეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰანსმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ეს გასაკვირი არ არის, ჰანსი ის კაცია, რომელსაც ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვა უყვარს, "ბარსას" სერიოზული კონკურენტი ჰყავს გერმანიის ნაკრების სახით, ყველა გერმანელის ოცნებაა წვრთნიდეს მიუნხენის "ბაიერნს" და გერმანიის ნაკრებს, ერთი ოცნება უკვე აისრულა, ახლა მეორეს ჯერი მოდის, მაგრამ "ბარსა" ნებისმიერ შემთხვევაში დიდი გამოწვევა იქნება. 

ლაპორტა და მისი კანდიდატები

ჟოან ლაპორტას მთავარი მრჩეველი ცოცხალი აღარ არის. კრუიფი რომ ამქვეყნად იყოს, მისი რჩევა უკვე მოსმენილი ექნებოდა და გადაწყვეტილებასაც უმალ მიიღებდა, ახლა ლაპორტა მარტოა, ჩვენ კი ჯერ არ გვინახავს, როგორ იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კრუიფის გარეშე. ფინანსური თვალსაზრისით მოხდა ის, რასაც თვეების წინ ვწერდით, მიუხედავად დიდი ვალისა, კიდევ 500 მილიონის ვალი აიღო, რისკი მაქსიმალურად გაიზარდა, მაგრამ ეს ყველაფერი გათვლილია, ახლა მთავარია ფინანსურ გეგმას სპორტულმა გეგმამაც აუწყოს ფეხი, თორემ ერთი თუ ჩამოიშალა, მეორესაც ჩაიყოლებს. 

მოკლედ, დიდი გამოცდაა პრეზიდენტისთვის და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს. მანამდე კი უნდა გავიხსენო მისი ფავორიტები. ლაპორტას მთავარი ფავორიტი, მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურაზე გავრცელდა ხმები, პეპ გვარდიოლა იყო, დაუკავშირდებოდა კიდეც, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ისეთი მტკიცე უარი მიიღო, რომ სიტყვაც აღარ დაუძრავს. თითქოს ისევ გაჩნდა ამის შანსი, პეპის მამამ კომენტარი გააკეთა, რომ მისი შვილის დაბრუნება გამორიცხული არ არის, თან ახალი სახლი შეიძინა ბარსელონაში, თან ჰეთ თრიქის შესრულებასთან არის ახლოს და შესაძლოა ჩათვალოს კიდეც, რომ "სიტიში" თავი ამოწურა, აღარც მისი საძულველი როსელი დახვდება და აღარც ჟოზეპ ბართომეუ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ძალიან საეჭვო ამბავია, ამიტომ, ამ მხრივ სრული სიჩუმეა. 

ლაპორტას მეორე კანდიდატი არ ყოფილა ჩავი ერნანდესი, შესაძლოა ვინმეს ასე ახსოვს, მაგრამ ჩავის მოყვანა ვიქტორ ფონტს სურდა, ლაპორტას მეორე კანდიდატი იულიან ნაგელსმანი იყო, რომელიც უკვე ოფიციალურად "ბაიერნის" მწვრთნელია და მომავალ სეზონში სწორედ ის შეცვლის ჰანსი ფლიკს. 

ისე მოხდა, რომ ლაპორტას ორი მთავარი კანდიდატურა ჩაუვარდა, მესამე კი აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი გერმანელი, ჰანსი ფლიკია. აქ კი, შესაძლოა, მეოთხე კანდიდატურაც გამოჩნდეს, ოთხიდან კი სამი გერმანელი იქნება, ნაგელსმანი, ფლიკი და ლიოვი, ასეთი სამკუთხედი იკვრება, ნაგელსმანი ფლიკს ცვლის "ბაიერნში", ფლიკი დიდი ალბათობით ლიოვს ცვლის გერმანიის ნაკრებში და ლიოვი რჩება თავისუფალი, მაგრამ ვის უნდა ლიოვი?! რავიცი.. 

ასე წრაფად სანაკრებო ფეხბურთიდან საკლუბოაზე გადმორთვა არ იქნება მარტივი, პირიქით უფრო შესაძლებელია. პრეზიდენტს რომ გერმანული კურსი აქვს აღებული, ესეც არ არის გასაკვირი, დღევანდელი ფეხბურთი გვარდიოლასა და გერმანელების გარშემო ტრიალებს, ჯერ იყო ჟოზეს პრაგმატული ფეხბურთის რევოლუცია, რომელიც გვარდიოლამ თავის ფილოსოფიით მიწასთან გაასწორა და ახლა გერმანული სინთეზი გვაქვს, რომელსაც ფლიკი, ნაგელსმანი, კლოპი, ტუხელი და ლიოვი მშვენივრად იყენებენ, ლაპორტას კი სურს, რომ გუნდი საფეხბურთო დროის მდინარებას არ ჩამორჩეს, აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია. 

რატომ გაუშვეს ფლიკი

ფლიკს რომ შეხედავთ, არ ჰგავს დალაგებულს და რეალურად მართლაც ასეა. ცოტა შეშლილია, იურგენ კლოპის არ იყოს, მაგრამ ადამიანის ფსიქოტიპის ორი მხარე შეგვიძლია გამოვყოთ, კლოპი ექტრავერტია, ძალიან ემოციური ადამიანი, რომელიც ყველა საკამათო ეპიზოდში იმდენ ენერგიას ხარჯავს, რომ მატჩის ბოლოს ემოციებისგან აბსოლუტურად დაცლილია, აი ფლიკი ინტროვერტია, რომელსაც არანაირი ემოცია არ გააჩნია, უფრო სწორად, არ გამოხატავს, ასეთი ხალხი კი მთელი სეზონის განმავლობაში ჩუმად არის, მთელი სეზონის განმავლობაში ინახავს წყენასა და სიხარულს, ბრაზსა და ბედნიერებას, რაღაც მომენტში ნებისმიერ საკითხს ან მოვლენას შეუძლია, რომ თრიგერის (ე.წ ჩამრთველის) როლი ითამაშოს და აფეთქდეს! ზუსტად ეს კაცია ჰანსი ფლიკი და ზუსტად სეზონის შუაში იფეთქა, როცა ავტობუსში, "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს დაუღრიალა და ადგილზე მოსვა. რაც ავტობუსში ხდებოდა, ამას უხერხული სიჩუმე არ ერქვა, როგორც ამბობენ, სალიჰამიჯიჩთან ერთად მთელი გუნდი კანკალებდა. 

ალბათ, მძიმე ბავშვობაც ჰქონდა, თუმცა... რა შუაშია ახლა ეს?! 

ჰასან სალიჰამიჯიჩს არასდროს ჰქონია "ბაიერნში" იმხელა გავლენა, რომ მასთან კონფლიქტის გამო ის კაცი გაეთავისუფლებინოთ, რომელმაც ყველაფერი მოიგო, უეცრად გამოვარდა საფეხბურთო სარბიელზე და ქვა ქვაზე არ დატოვა, მათ შორის "ბარსელონასაც" გადაურბინა, თან ისე, რომ ჩემპიონთა ლიგის, ანაც თასის ისტორიაში ასე არავის გავუმწარებივართ. 

ეს შეშლილი კაცი, მეორე შეშლილს შეასკდა, რომელიც ჰასანის უკან დგას და ამჟამად "ბაიერნს" მართავს, საუბარია ოლივერ კანზე. ის იყო სალიჰამიჯიჩის იდეების მხარდამჭერი და გამტარებელი, კანი კი ვერ იტანს, როცა მისი ძალაუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამ კონფლიქტში ფლიკის მხარე დაიჭირეს "ბაიერნის" ლეგენდებმა, ლოთარ მათეუსმა და შტეფან ეფენბერგმა, მაგრამ მათ არანაირი პოსტი არ უჭირავთ, ოლივერ კანს კი რუმინიგემ მმართველის სკამი გადაულოცა. აი ასე, წავიდა გუნდიდან ჩემპიონი კაცი. 

კონფლიქტს კი ორი მთავარი მოტივი ჰქონდა. პირველი დაიწყო სანე-ვერნერის დილემით, მეორე კი დამთავრდა ალექსანდერ ნიუბელის კონტრაქტით. 

ფლიკის ოცნება იყო, რომ მისთვის ვერნერი მოეყვანათ, მაგრამ დირექტორმა სანე მოუყვანა, მერე კი ბუნდესნაკრების მომავალი მეკარე, ნიუბელიც დააყოლეს თავზე, უნიჭიერესი მეკარე, რომელიც ნოიერის შემცვლელად განიხილება, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, კონტრაქტში კი ჩაუწერეს, რომ აუცილებლად მიიღებდა მინიმუმ 20 თამაშს. ეს ისე გააკეთეს, რომ ფლიკისთვის არაფერი უკითხავთ, ფაქტობრივად შემადგენლობა განუსაზღვრეს ისე, რომ არაფერი ჰკითხეს, მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეს აბდა-უბდა და ბოლოს იფეთქა. 

ფლიკის სიმტკიცეში კი ისიც დაგარწმუნებთ, რომ ნიუბელს იქამდე არ აძლევდა კონტრაქტით გათვალისწინებულ სათამაშო დროს, სანამ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება არ მიიღო, ახლა მისთვის სულერთია. 

რადიკალური ცვლილება

"ბარსამ" უკვე განიცადა ისეთი ცვლილება, რომ ფლიკის მოსვლა და გერმანული სტილი ვეღარავის შეაშინებს. პირველი დიდი გარდატეხა ერნესტო ვალვერდემ დაიწყო და "ბარსა" "ბილბაოს" დაემსგავსა, ოღონდ მესი და სუარესით შეტევაში, მერე კიკე სეტიენმა ჩვენც დაგვცინა და თავიც გაიმასხარავა, ახლა კი რონალდ კუმანი ატარებს ექსპერიმენტებს, რომელიც ხან მუშაობს და ხან არა. ფლიკის შემთხვევაში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტილი და ხელწერა სწრაფად ჩამოყალიბდება, თან ისე, რომ სეზონის განმავლობაში დიდი ცვლილებები აღარ იქნება, იგივე მოლოდინი იქნება ლიოვის შემთხვევაშიც, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერც ერთი და ვერც მეორე მწვრთნელი ვერ აიტანს, ეს სისწრაფე დაკარგული ვეტერანები არიან. მათი თაოსნობით უბრალოდ გამორიცხულია, რომ ვინმემ მხოლოდ თავის სტატუსის გამო ითამაშოს, თუნდაც ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ, (მესიმ, ბუსკეტსმა და ალბამ კარგი სეზონი ჩაატარეს) მათთვის მაინც მიუღებელი იქნება. 

ლაპორტამ ალბათ იცის, რასაც აკეთებს, ალბათ იცის.. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 20 მაისი 2021 15:50
    0
    საიდან ეს ღრმა ანალიზები, ფლიკი ნაკრებში მიიწვიეს და მორჩა. უარი ერთხელ რო გვითხრა არ არის საკმარისი.
    ფანი [?]
    #18 20 მაისი 2021 11:14
    0
    ბარსა ბ ტრენერი მოიყვანონ 1 წლით
    ფანი [?]
    #17 19 მაისი 2021 23:56
    0
    ციტატა: ფარნა
    პენდრაგონი,
    ფლიკი არა მგონია ეს უფრო გერმანიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში კლოპი? ძალიან რთული იქნება ჩავის კონტაქტი აქვს გახანგძლივებული ალ სადში ესეც გამორიცხულია ლიოვი? არა მგონია ამან გვიშველოს დეშამი? კარგი ერთი თუ ძმა ხარ საფრანგეთი ასე მარტივად არ გამოუშვებს გალიარდო და ტენ ჰაგი? არ ვიცი არ ვიცი მასიმილიანო ალეგრია ყველაზე რეალური სანამ იუვენტუსი დაგვასწრებს



    თუ არ ჩაუდგა მაგ შემთხვევაში ვამბობ. და მე ვთქვი რომ გამიხარდება თუ მოვა, არ მითქვავს რომ აუცილებლად მოვა.

    ანალოგიურად კლოპზეც, მე არ მითქვავს რომ აუცილებლად მოვა.

    შეიძლება კონტრაქტის გამოსყიდვაც და სხვა მოქმედებების გაკეთებაც.

    ლიოვმა ერთხელ უკვე ააწყო ძალიან მაგარი მექანიზმი, ძალიან ბევრჯერ პრეტენზიას აცხადებდა იმაზე რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყო. აქვს ხედვა, გამოცდილება, ხასიათი და ყველაფერი რაც გრანდის მწვრთნელს სჭირდება.

    ძალიან დიდი ხანია ნაკრებშია და ევროც რომ დადოწ შეიძლება თვითონვე წამოვიდეს. თანაც ისევ და ისევ დეფინიციას მიაქციეთ ყურადღება, მე არ მითქვავს რომ აუცილებლად მოვა.

    გალიარდო და ტენ ჰაგი ერთ-ერთი საუკეთესო კადრები და ერთ-ერთი ყველაზე ნოვატურული ტიპის მწვრთნელები არიან დღევანდელ ფეხბურთში. თუ უკვე ჩამოყალიბებულ, ჩვენი სტილისთვის დამახასიათებელ დიდ მწვრთნელს ვერ მოვიყვანთ და რისკი მოგვიწევს, მაშინ მირჩევნია რომ გალიარდო-ტენ ჰაგიდან რომელიმეზე გავრისკოთ და არა პორობითად რუდი გარსიაზე ან ედუარდო ბერიცოზე.

    ალეგრი საერთოდ რა შუაშია ჩვენთან :დ ვალვერდეს დაბრუნება ბევრად უფრო სწორი იქნება ვიდრე ალეგრის აქ დანიშვნა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 19 მაისი 2021 23:51
    0
    ისიც დაიწერა, რომ ტოტენჰემი დაუკავშირდა და შესტავაზა მწვღთნელის პოსტიო
    1:3 2:7, ჯამში 3:10 ამოტენა ჯგუფში მამლები
    ბაიერნიდან ტოტენჰემშიწ ასვლა ხომ რეგრესია?!
    ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკრებს არ ანდობენ, რადგან ტიპია სხვანაირი როგორც ჩანს
    ამიტომ ამისი მოყვანა არ მეჩვენება არარეალურად, მით უმეტეს, რომ ბავარიიდან ძაღლივით გააგდეს იმის მერე, რაც გუნდისთვის გააკეთა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 19 მაისი 2021 22:05
    0
    ფეოლა, იმენნა განმანათლე რასაც ქვია ფლიკის ამბავში, საღოლ.
    ფანი [?]
    #14 19 მაისი 2021 21:27
    1
    ციტატა: ფარნა
    პენდრაგონი,
    ფლიკი არა მგონია ეს უფრო გერმანიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში კლოპი? ძალიან რთული იქნება ჩავის კონტაქტი აქვს გახანგძლივებული ალ სადში ესეც გამორიცხულია ლიოვი? არა მგონია ამან გვიშველოს დეშამი? კარგი ერთი თუ ძმა ხარ საფრანგეთი ასე მარტივად არ გამოუშვებს გალიარდო და ტენ ჰაგი? არ ვიცი არ ვიცი მასიმილიანო ალეგრია ყველაზე რეალური სანამ იუვენტუსი დაგვასწრებს

    ალეგრი არა, ჟოზე დავითრიოთ ბარემ ან სიმეონე... ან საერთოდ ქეცბაია.
    ფანი [?]
    #13 19 მაისი 2021 20:02
    0
    ციტატა: ფარნა
    პენდრაგონი,
    ფლიკი არა მგონია ეს უფრო გერმანიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში კლოპი? ძალიან რთული იქნება ჩავის კონტაქტი აქვს გახანგძლივებული ალ სადში ესეც გამორიცხულია ლიოვი? არა მგონია ამან გვიშველოს დეშამი? კარგი ერთი თუ ძმა ხარ საფრანგეთი ასე მარტივად არ გამოუშვებს გალიარდო და ტენ ჰაგი? არ ვიცი არ ვიცი მასიმილიანო ალეგრია ყველაზე რეალური სანამ იუვენტუსი დაგვასწრებს

    მაგას ჯობია ვალვერდე დააბრუნონ მაშინ
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #12 19 მაისი 2021 19:50
    0
    პენდრაგონი,
    ფლიკი არა მგონია ეს უფრო გერმანიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში კლოპი? ძალიან რთული იქნება ჩავის კონტაქტი აქვს გახანგძლივებული ალ სადში ესეც გამორიცხულია ლიოვი? არა მგონია ამან გვიშველოს დეშამი? კარგი ერთი თუ ძმა ხარ საფრანგეთი ასე მარტივად არ გამოუშვებს გალიარდო და ტენ ჰაგი? არ ვიცი არ ვიცი მასიმილიანო ალეგრია ყველაზე რეალური სანამ იუვენტუსი დაგვასწრებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 19 მაისი 2021 19:23
    0
    ნუ თუ ეხლა არც ნაკრებს აბარებენ და ბაიერნიდან წასულია ოფიციალურად;
    მაშინ რა შეუშლის ხელს და რა დააკავებს?! თან გერმანელია და უმუშევრად ყოფნას ურჩევნია, რომ მიიღოს გამოწვევა
    Culé [?]
    #10 19 მაისი 2021 19:18
    2
    ფლიკი ან კლოპი კარგი იქნებოდა, სრული თავისუფლება უნდა მისცენ და 2-3 წელი აცადონ მუშაობა.
    ფანი [?]
    #9 19 მაისი 2021 19:15
    2
    სასტავ არაერთ სტატიას გადავაწყდი ავტორიტეტულ გაზეთების როგორიცაა მუნდო დეპორტივო და სხვა იწერება რო ბარსა და ატლეტიკო ფეხბურთელებს გაცვლიანო საუბარია გრიზმანზე და ჟოაო ფელიშზე ატლეს პრეზიდენტს სერესოს გრიზმანის დაბრუნება სურსო და ნეტა მართლა მოხდებოდეს გაასწორებდა

    ასევე ერთ ინფოს წავაწყდი ჩავი დასასვენებლად ჩამოვიდაო მაგრამ ჟურნალისტებს დაუფიქსირებიათ ასევე ბარგიცო რომელიც შეადგენდა 22 ჩემოდანს და ასეთს რას ისვენებს 22 ჩემოდანით ჩამოვიდა რაამბავია , რაღაცაშია საქმე ბრატცი
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #8 19 მაისი 2021 19:00
    1
    ნუ გერმანელების ვარიანტი არის უტპიური - არ მოვლენ !
    ხავი - არ მაქ იმედი რო შედეგს მიაღწევს.გამოცდილება აქ 0 ( პეპს ვერ ვერ შევადარებთ პეპმა ასე თუ ისე გამარჯვებული გუნდი ჩაიბარა )
    ვარიანტი სამი - აღდგეს ჩამოშლილი დაცვა დაუმატონ არა მარტო გარსია . გუნდიდან წავიდნენ ფრანგი მცველები !!! გაიხსენოს გუნდმა კოორდინირებული თამაში იბრძოლის ლა ლიგისთვის ამისთვის კუმანი საკმარისი იქნება )
    სამწუხარო რეალობა - გუნდი უნდა მოემზადოს 2022/2023 სეზონისთვის რო გააკეთოს ტრიპლი 🥴
    ფანი [?]
    #7 19 მაისი 2021 18:47
    1
    ჰანსი ფლიკი
    იურგენ კლოპი
    ხოსეპ გუარდიოლა
    ჩავი
    იოახიმ ლიოვი
    მარსელო გალიარდო
    დიდიე დეშამი
    ერკ ტენ ჰაგი


    აქედან ნებისმიერის დანიშვნა გამიხარდება
    Culé [?]
    #6 19 მაისი 2021 18:32
    2
    ფლიკი ბარსაში ზღაპარი მგონია რავიცი...ფაქტი ერთია გუნდს ჯერ მწვრთნელი უნდა და მერე ტრანფსერები ბევრი ტრანსფერი გავაკეთეთ მაგრამ ამაოდ ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ გამოიყენა და ვერ ათამაშა გუნდი.მთავარია დაცვა დალაგდეს და რაღაცა იქნება რაა
    ფანი [?]
    #5 19 მაისი 2021 18:29
    0
    ისე ვალიკოს როგორ დაახასიათებდნენ: "თამაშის დროს ეძინება"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 მაისი 2021 18:27
    0
    ეჰ ნაგელსმანი იყო ჩემი ფავორიტი მაგრამ ბავარია რას გაუშვებდა ხელიდან confused
    გულშემატკივარი [?]
    #3 19 მაისი 2021 18:24
    1
    Feola jigari xar mara pobratski shen ragas gvinergav ra kide imedebs😁xalxi dawyvetili vart da xoici imedgacrueba ufro rtuli gadasatania ddd es met-naklebad iumorit da ise shemogevlos chemi tavi, kargad mushaob.
    Culé [?]
    #2 19 მაისი 2021 18:18
    3
    ფეოლას სტატიები სხვა დონეა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 მაისი 2021 18:12
    6
    აი ფეოლას სტატიები,რომ მისწორდებაააა,ჯიგარი ხარ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid