გოლების მანქანა არგენტინიდან

გოლების მანქანა არგენტინიდან

როგორც დაიწერა "ბარსამ" აგუეროსთან შეთანხმებას მიაღწია და არგენტინელი "კამპ ნოუზე" გააგორებს ბურთს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სეზონი თავიდან ბოლომდე ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წელია ტრავმის გარეშე არ უთამაშია, მაინც კარგი ამბავია, რადგან ყველაზე მეტად გოლის გამტანი ფორვარდი გვჭირდება, აგუერო კი სწორედ ასეთია.

დიდი განსხვავებაა თუ არა მასსა და ლუის სუარესს შორის? ორივეს საუკეთესო პერიოდი წარსულშია, "ბარსას" აგუეროს მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ გზები იყოფოდა, ახლა კი მოირგებს ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას, მაგალითად, პეპ გვარდიოლას ყოველთვის სუარესი უფრო მოსწონდა, ვიდრე აგუერო, ეს შეიძლება იმის დამსახურებაა, რომ კუნს გამწარებული ჰყავს, პეპის "ბაიერნს" სამი გოლი გაუტანა და 2:0-დან თამაში დაუტრიალა, კიდევ ერთხელ შეძლო იგივეს გაკეთება და ამ ამბავს მოგვიანებით შევეხები.

შეიძლება ისიც არის, რომ სუარესის ინტერესებს გვარდიოლას ძმა იცავს, რომელიც ყოველთვის სთავაზობდა პეპთან თანამშრომლობას, მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი.

"სიტი" "ბარსელონას" დაპირისპირების წინ, გვარდიოლას ჰკითხეს, ერჩივნა თუ არა სუარესი აგუეროს, რა თქმა უნდა, პირდაპირ არაფერი უთქვამს, თავშეკავებულად გასცა პასუხი, რომ ორივეს თავის უპირატესობები აქვს, არადა, სუარესი რომ მისი ფეხბურთელი ყოფილიყო, ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე მაღლა დააყენებდა.

გვარდიოლასა და თავდამსხმელების ურთიერთობა ცალკე საკითხია, ეტო’ო, იბრაჰიმოვიჩი, ლევანდოვსკი, იდეალური ურთიერთობა არავისთან ჰქონია, ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად შეპყრობილია ცრუ ცხრიანის იდეით, ვინ იცის, იქნებ სუარესთანაც ვერ აწყობოდა საქმე.

აგუერო კი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამტანი ფორვარდია, მისგან გოლებს უნდა ველოდოთ, ტრავმებსაც, მაგრამ უფრო მეტად გოლებს. რომ დავსვათ კითხვა - აგუეროს მოყვანას, სეზონის დასაწყისში სუარესის დატოვება ხომ არ აჯობებდაო, პასუხი საკამათო იქნება ორი მიზეზის გამო, ერთი მხრივ აგუეროს აქვს უპირატესობა, მეორე მხრივ სუარესს.

აგუეროს უპირატესობა მოტივაციაა, ახალი კლუბი, ახალი გამოწვევა, სწრაფვა ტიტულებისკენ და თავის დამკვიდრების მცდელობა, ამ მხრივ სუარესი უკვე მოდუნებული იყო, ყველაფერი დამტკიცებული ჰქონდა, წონა მომატებული და მოტივაციაც აღარ ეტყობოდა ისე, როგორც საწყის წლებში.

თუმცა, სუარესის უპირატესობა მესისთან იდეალური დუეტი იყო, აგუეროს კი ვერ აქვს ამ მხრივ საქმე კარგად, მიუხედავად იმისა, რომ მესი მისი უახლოესი მეგობარია, თავადაც აღუნიშნავს, ერთმანეთს მოედნის მიღმა უფრო უკეთ ვუგებთ, ვიდრე მოედანზეო. ნაკრებშიც ყოველთვის ასე იყო, მესი ლაუტაროსთან უფრო ახერხებს შეთამაშებას, ვიდრე აგუეროსთან, მიუხედავად იმისა, რომ კუნი ბევრად მაღალი კლასის და დონის ფორვარდია, ვიდრე ლაუტარო.

"ბარსას" წინააღმდეგ

თავიდან დავიწყოთ - 2006 წლიდან, ერთად იწყებდნენ პოპულარობის მოხვეჭას მესი, გაგო და აგუერო, ერთ-ერთმა ექსპერტმა ისიც კი თქვა, (ვაი მაგის ექსპერტობას) მათ შორის დიდი სხვაობა არ არისო, არადა, აგუეროსა და გაგოს შორის იმხელა სხვაობაა, რამდენიც აგუეროსა და მესის შორის.

ვერ გახდა გაგო ახალი რედონდო და მიაბრძანეს "რეალიდან", აგუერომ კი "ატლეტიკოში" ძალიან მაგრად ითამაშა, თვრამეტი წლის ასაკში, "ბარსას" პირველად გაუტანა, "კამპ ნოუზე", მადრიდელები ფერნანდო ტორესისა და აგუეროს დუეტით გვიტევდნენ, რონალდინიოს ჯარიმას არგენტინელმა უპასუხა, სწრაფად გაძვრა პუიოლსა და ტურამს შორის და რომარიოს სტილში, ბუცის წვერით შეაგდო.

ერთი წლის შემდეგ თავ-ბედი გვაწყევლინა, "ატლეტიკომ" ტორესი გაყიდა და ფორლანი იყიდა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ მთავარი დამრტყმელი ძალა აგუერო იყო. მთელი მატჩის განმავლობაში აბუჩად იგდებდა მისივე თანამემამულე გაბი მილიტოს, აქიდანაც იმასუქნა და იქიდანაც, ვერც კარლეს პუიოლი გახდა ვერაფერს, კარლესს ყოველთვის უჭირდა აგუეროს დაჭერა, საბოლოოდ, ორი გოლი გაგვიტანა, ერთი საგოლე პასი გააკეთა და თერთმეტმეტრიანიც მისი წაქცევის გამო დაინიშნა. 4:2 და ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

კიდევ ერთი წლის შემდეგ "ატლეტიკომ" კვლავ მოგვიგო, ისევ ოთხი გაგვიტანა და ისევ აგუერომ გადაგვახია ბურთი, მიუხედავად იმისა, რომ ანრიმ, მესიმ, ფორლანმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს, საუკეთესო კუნი იყო, ეგ მატჩი მართლა მესის დონეზე ითამაშა და სწორედ მაშინ დააფიქრა ყველა, იქნებ ოდესმე "ბარსაშიც" ითამაშოსო, მაგრამ "ბარსას" ისეთი შეტევა ჰყავდა, მისი ადგილი გუნდში არ იქნებოდა, ამ მატჩში გაიცნო გვარდიოლამ აგუერო და კარგი მოგონებები არ დარჩებოდა.

ორი გოლი შეაგდო, ისევე როგორც ანრიმ და ფორლანმა, გოლების დროს ვის აჯობა? რა თქმა უნდა, კარლეს პუიოლს, მე უბრალოდ არ მინახავს თავდამსხმელი, რომელსაც პუიოლი ამდენჯერ დაეჩაგროს.

კიდევ ერთი წლის შემდეგ ბოლო გოლი გაგვიტანა "ატლეტიკოს" მაისურით, პირველი გოლის მსგავსად, ესეც "კამპ ნოუზე", ჩიგრინსკის ჩაუქროლა და ვალდესს თავზე გადაუგდო, "ბარსამ" "ატლეტიკო" გაანადგურა, მაგრამ კუნმა თავის სიტყვა მაინც თქვა.

"ბარსას" "სიტისთან" ბევრჯერ უთამაშია, ექვსი შეხვედრა ჩაატარეს ბოლო წლებში, მაგრამ აგუერო არ ყოფილა ისეთი დასამახსოვრებელი, როგორიც "ატლეტიკოს" მაისურით, ამ ექვს შეხვედრაში ერთი გაგვიტანა და ერთიც საგოლე პასი მიითვალა, დიდი ვერაფერი.

ყველაზე სახალისო მომენტი

"ატლეტიკო" "ბარსას" დაპირისპირებისას, დრიბლინგზე წასულ აგუეროს მესი აედევნა, დაეწია, ბურთი წაართვა და მაიმუნი ბავშვივით მიაგდო, ისე მარტივად დაჩაგრა, რომ ალესანდრო ნესტას შეშურდებოდა, სახალისო კი ის იყო, რომ იგივე გააკეთა მესიმ, როცა აგუერო "სიტის" ფორმით გვესტუმრა, ისევ აედევნა, დაეწია, ბურთი უმარტივესად წაართვა და შეტევა დაიწყო, თითქოს თავის ადგილი მიუჩინა, თითქოს ამით დამცინავად შეახსენა - დრო იყო, როცა ვიღაც ექსპერტი ჩემს დონეზე გაყენებდაო..

აი ასე, პუიოლი ჰყავს ნათრევი, მაგრამ მესის ძვრა ვერ უქნა, უცნაური ამბავია. 

ასე რომ, მარადონას სიძე ჩვენიანი ხდება.

მისი შვილი რომ მესის ნათლულია, ეს ამბავიც ცნობილია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #29 14 მაისი 2021 22:25
    0
    ბოლობოლო 9 ნომერი ავტორიტეტს მაინც ეცმევა , თუ ტრავმებმა არგაამწარა დაიმახსოვრეთ ძალიან მაგარ დედეგს დადებს...
    გულშემატკივარი [?]
    #28 14 მაისი 2021 16:55
    1
    სუარესი რო აგუეროს სულ მინიმუმ 1თავით ჯობია დასაფიქრებელია ?
    ფანი [?]
    #27 14 მაისი 2021 10:36
    0
    ციტატა: me da barca
    ციტატა: totti10
    სუარესი გაუშვა და ეს მიყვანო რომელიც 1 წელია წესიერად არ უთამაშია ტეხავს, ისევ მიდის მესის დაკრიშვები ძმაკაცია მეჯვარე იყო ბავშვის ნათლიააა, რა უბედურებააა, ან რა არის კარგი? უფასოდ თუ არა ხელფას არ უხდიან რააა მოიღხოვს მინუმუმ 7-10 მილიონს და ამ გაჭირვების ჟამს უხადონ ამას ფული, თუ ასე ძალიან უნდოდა მესის თავისი ჯიბიდან მიცეს ხელფასი, მოკლედ ძაან ცირკს ემგვანება გუნდი, გაუშვა სუარესი და მოიყვანო ადამიანი რომელიც სიტის სასტავში ვერ ხვდება რავიცი :დ სიტი იმენა იშორებს კარგი რომ ყოფილიყო გაუხანძლივებდნენ აგარავის უნდა ბებრები გუნდში მითუმეტეს ტრამვიანი ხალხი სეზონის 70% საავადმყოფოში რომ ატარებს, ამდენი შემტევი რა საჭიროა როცა დაცვა არის საშინელება და ცენტრი :დ

    მესი რა შუაშია, მოითხოვა გინდა თუ არა მოიყვანეთო?
    ერთი რუსული ფილმია ყველას ექნება ნანახი "джентлмени удачи", იქ ერთი ამბობს, "чуть што, сразу касой, касой". ამ ფილმის არ იყოს, ყველაფერი როგორ შეიძლება მესის დაბრალდეს. თუ გუნდმა წააგო მესია დამნაშავე, თუ მოიგო მესის არავინ ახსენებს. შენ ისეთი ბარსას ფანი ხარ როგორც მე ხეტაფესი, მაგრამ აქ ბევრს ეზიზღება მესი. ადამიანმა, რომლის მსგავსი კი არა, მიახლოებულიც არავის გაუკეთებია ბარსასთვის, ლანძღავენ უშვერი სიტყვებით. რომ არა მესი დღეს ბარსას მაქსიმუმ 2 ლიგა ექნებოდა და იქნებოდა საშუალო დონის გუნდი. უბრალოდ ტეხავს.


    მესი არ მეზიზღება, ბარცელონა სხა არის და მესი სხვა, გუნდმა რომელმაც ამდენი რამე მოგცა ხარ გუნდის კაპიტანი 5 წელი თავჩაღუნული და ჩაჯმულმა არ უნდა იარო, უყურე ლივერი მანჩეს თემაშ? აი ახლა რომ ბარსელონას გაეშვა ეგეთი გოლი ხომ ჩამოყრიდნენ ცხვირებს და დაიწყებდნენ სიარულს არიქა წავაგეთ უკვეო, აი ესაა კაპიტნის და გულის სულისკვეთება რომ არასდროს დანაბდნენ ესენი კიდე თუ მე10 წუთზე აგებენ ვსოო ან 2-1 რომ იგებენ ანგარიშის შენარჩუნებას იწყებენ, მარტო მესის არ ვამბობ პიკე მოგწონს? ალბა მოგწონს ბუსი მოგწონს? ლენგე ლოგწონს? სულ სხვა რაღაცა დავწერე და სულ სხვა რაღაც დამიციტირე, ესეიგი რახან ბალეშიკი ხარ არ უნდ ათვა რამე? იმ გუნდის დედა... როდედაც შეუძლია თან 4 ჯერ შეეძლოთ პირველზე გადასულიყვნენ და ოთხივეჯერ ჩაიჯვეს თან ვინებთან გრანადა, ლევანტე და ასეთ წარაკუა გუნდებთან, უშუალო კონკურენტტან რომ 4 მატჩის ჯამში 1 ქულას დააგროვებ იმასაც კამპზე და თან 0-0 ითამაშებ რავიცი, შენ სევილია თუ ბარსას კონკურენტს მიიჩნევ და მაშინ რაღა აზრი აქვს ამაზე შენთან საუბარს
    წევრი [?]
    #26 14 მაისი 2021 00:48
    1
    ტფუი სირცხვილი ამ სლე გუნდს როგორ ვერ მოვუგეთ ეხლაც ვერ მომინელებია,
    ისე ნერვები მეშლება რო რავი გრანადას კამპ ნოუზე ვერ მოვუგეთ ბიჭოოოო🤬🤬🤬🤬😡😡😡😡😡😡😡😡😡
    Culé [?]
    #25 14 მაისი 2021 00:42
    1
    ციტატა: me da barca
    ციტატა: totti10
    სუარესი გაუშვა და ეს მიყვანო რომელიც 1 წელია წესიერად არ უთამაშია ტეხავს, ისევ მიდის მესის დაკრიშვები ძმაკაცია მეჯვარე იყო ბავშვის ნათლიააა, რა უბედურებააა, ან რა არის კარგი? უფასოდ თუ არა ხელფას არ უხდიან რააა მოიღხოვს მინუმუმ 7-10 მილიონს და ამ გაჭირვების ჟამს უხადონ ამას ფული, თუ ასე ძალიან უნდოდა მესის თავისი ჯიბიდან მიცეს ხელფასი, მოკლედ ძაან ცირკს ემგვანება გუნდი, გაუშვა სუარესი და მოიყვანო ადამიანი რომელიც სიტის სასტავში ვერ ხვდება რავიცი :დ სიტი იმენა იშორებს კარგი რომ ყოფილიყო გაუხანძლივებდნენ აგარავის უნდა ბებრები გუნდში მითუმეტეს ტრამვიანი ხალხი სეზონის 70% საავადმყოფოში რომ ატარებს, ამდენი შემტევი რა საჭიროა როცა დაცვა არის საშინელება და ცენტრი :დ

    მესი რა შუაშია, მოითხოვა გინდა თუ არა მოიყვანეთო?
    ერთი რუსული ფილმია ყველას ექნება ნანახი "джентлмени удачи", იქ ერთი ამბობს, "чуть што, сразу касой, касой". ამ ფილმის არ იყოს, ყველაფერი როგორ შეიძლება მესის დაბრალდეს. თუ გუნდმა წააგო მესია დამნაშავე, თუ მოიგო მესის არავინ ახსენებს. შენ ისეთი ბარსას ფანი ხარ როგორც მე ხეტაფესი, მაგრამ აქ ბევრს ეზიზღება მესი. ადამიანმა, რომლის მსგავსი კი არა, მიახლოებულიც არავის გაუკეთებია ბარსასთვის, ლანძღავენ უშვერი სიტყვებით. რომ არა მესი დღეს ბარსას მაქსიმუმ 2 ლიგა ექნებოდა და იქნებოდა საშუალო დონის გუნდი. უბრალოდ ტეხავს.

    user-ი რომ შემოდიოდა აქ ნიკით " რაღაცნაირი " ხომ გახსოვთ აი ის ამ ვითომ ბარსელონას ფანებს ჯობდა ყველას ის ამბობდა მაინც რომ რეალის გულშემატკივარი იყო joy joy joy
    ფანი [?]
    #24 13 მაისი 2021 22:51
    3
    სასტავს აგუერო ჭიჭვეიშვილი ჰგონია, ტყუილად წერა მგონი ამდენი ფეოლამ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 13 მაისი 2021 22:02
    1
    ციტატა: totti10
    სუარესი გაუშვა და ეს მიყვანო რომელიც 1 წელია წესიერად არ უთამაშია ტეხავს, ისევ მიდის მესის დაკრიშვები ძმაკაცია მეჯვარე იყო ბავშვის ნათლიააა, რა უბედურებააა, ან რა არის კარგი? უფასოდ თუ არა ხელფას არ უხდიან რააა მოიღხოვს მინუმუმ 7-10 მილიონს და ამ გაჭირვების ჟამს უხადონ ამას ფული, თუ ასე ძალიან უნდოდა მესის თავისი ჯიბიდან მიცეს ხელფასი, მოკლედ ძაან ცირკს ემგვანება გუნდი, გაუშვა სუარესი და მოიყვანო ადამიანი რომელიც სიტის სასტავში ვერ ხვდება რავიცი :დ სიტი იმენა იშორებს კარგი რომ ყოფილიყო გაუხანძლივებდნენ აგარავის უნდა ბებრები გუნდში მითუმეტეს ტრამვიანი ხალხი სეზონის 70% საავადმყოფოში რომ ატარებს, ამდენი შემტევი რა საჭიროა როცა დაცვა არის საშინელება და ცენტრი :დ

    მესი რა შუაშია, მოითხოვა გინდა თუ არა მოიყვანეთო?
    ერთი რუსული ფილმია ყველას ექნება ნანახი "джентлмени удачи", იქ ერთი ამბობს, "чуть што, сразу касой, касой". ამ ფილმის არ იყოს, ყველაფერი როგორ შეიძლება მესის დაბრალდეს. თუ გუნდმა წააგო მესია დამნაშავე, თუ მოიგო მესის არავინ ახსენებს. შენ ისეთი ბარსას ფანი ხარ როგორც მე ხეტაფესი, მაგრამ აქ ბევრს ეზიზღება მესი. ადამიანმა, რომლის მსგავსი კი არა, მიახლოებულიც არავის გაუკეთებია ბარსასთვის, ლანძღავენ უშვერი სიტყვებით. რომ არა მესი დღეს ბარსას მაქსიმუმ 2 ლიგა ექნებოდა და იქნებოდა საშუალო დონის გუნდი. უბრალოდ ტეხავს.
    წევრი [?]
    #22 13 მაისი 2021 22:01
    0
    ნეტუ,ფირპო,უმტიტი,ლენგლე,რობერტო,ტრინკაო, კოუტინიო,დემბელე, ბრაიტვეიტი, პიანიჩი, ფერნანდესი, გასაყუდები არიან,აგუეროზე კაი ვინ გვყავს რომ აფასებთ ასე საშინლად,დეპაიც მოაყოლეთ და კიდევ ერთი კარგი მცველი♥️
    Culé [?]
    #21 13 მაისი 2021 21:54
    5
    აგუეროს შვილი რა როჟაა აგუერო მამა,მარადონა ბაბუა, მესი ნათლია და საყვარელი სპორტიო რო კითხეს ჩოგბურთი თქვა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 13 მაისი 2021 20:58
    1
    მთავარია ტრამვები არ მიიღოს და ამოგვასუნთქებს წოტას შეტევაში ეხლა ამას დეპაიც დაამატონ და ეგაა მერე დაცვას მიხედონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #19 13 მაისი 2021 20:37
    2
    მილანის გზას ადგას საწყალი ბარსელონა. აგუერო არასდროს ყოფილა ბარსელონას დონე, არასდროს! და მითუმეტეს ვერ იქნება სიბერეში. ლაპორტა ბექჰემის მოყვანის დაპირებით მოვიდა პირველად და სადაც წავიდა ბექჰემი ყველამ ვიცით. ეხლა ჰალანდს გვპირდება და ვატყობ საბოლოოდ ვერავის მოიყვანს და აგუერო შეგვრჩება. დეპაი არაა საოცრება მარა დღეს რომ ყველაფრით უკეთესი ტრანსფერი იქნება მაგის მოყვანა მემგონი უდაოა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 13 მაისი 2021 19:44
    6
    ვფიქრობ მომავალ სეზონში ეს უფრო მეტ გოლს გაიტანს ვიდრე გრიზმანი დემბელე ერთად
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 13 მაისი 2021 19:35
    3
    დავიგერო კოუტინიოს ან დემბელეს აღარ ჯობია.
    ფანი [?]
    #16 13 მაისი 2021 19:14
    1
    ციტატა: DE PE FA
    ციტატა: ფეოლა
    totti10,
    სუარესი ბართომეუმ გაუშვა, აგუერო ლაპორტას მოჰყავს, ეგეც გაითვალისწინე.
    და აგუეროა ბოლოს და ბოლოს, ბრეითუეიტი ხო არაა, გინდა 33 ის იყოს და გინდა 40 ის.

    ამან რო ბარსელონაზე კარგი რამ დაწეროს არ მახსოვს😁მოყავთო ისე ამბობს ხოლმე თითქოს 80 წლებიდან ქომაგობს ბარსელონას😁არა და მტრის ბანაკიდანაა🙃ზიდანს და რეალს რო აქებს ხოლნე ისაა კაიფი😁😁


    ზიდანს და რეალს კი არ ვაქებ რეალობას ვამბობ, ბარსელონას ქომაგობა 1998 წელს დავიწყე, მაშინ შიეძLება შენ დაბადებული არც იყავი ან იყავი არ ვიცი, რივალდო რომ ათრევდა მარტო გუნდს და მე ვქომაგობ გუნდს და არა თითოეულ იგროკს, მესი რომ წავა აქ 90% ან მეტი აღარ იქნება აი დაიმახსოვრე ეს, და რეალს კიე რონალდო რომ წაივდა მაინც ყავს ბალეშიკობა, რა მოგწონს ამ გუნდის აი მითხარი სირცხვილის გარდა რამეს შვებიან ბოლო 5 წელია? იმ გრანდის დედა.... 8-2 რომ წააგებს და ბოლოს მგონი რცხვენოდატ და აღარ უტევდნენ :)))) იმ გრანდის დედა... 4-1 და 4-0 რომ დაუქამბექებენ, მერე გვიკვირს რატომ დაგვცინიანო, დასაცინია აბრა ჯანდაბაა, ბოლოს როდის იყო ბარსელონა 1/2 ფინალში? 2015 წელის მერე გუნდი საშინელებააა, არანაირი გამარტლება არაა ბართომ ქნა თუ მესიმ ქნა, ფაქტია რომ გუნდი არის საშIნელებაააა, ზიდანს კიდე იმიტომ აქებს აქ უამრავი რომ დაშლილებით 1/2 ფინალში გავიდა და ტიპს 11 კაცი არ ყავდა რომ გაეყვანა მოედანზე ტრამვიანი რამოსი მენდი და ვლავერდე ათამაშა რომ ვერ კრებდა 11 კაცს ასეთი რამე დადოს აბა კუმანმა ან გვარდიოლამ, ასკამზე რომ უზის 200 მილიონიანი იგროკები და ძლივს რომ გავიდა ფინალში 10 წლის მანძილზე, 2014 წელს რაც მანგან ბაიერნში ქნა ეგეთი სირცხვილი რავიცი ჰაინკესის საათზე უკეთესად აწყობილი გუნდი ჩაიბარა და ალიანს არენაზე როდესაც ბაიერნს ლიგაზე არ წაუგია პირველივე წელს წააგებინა, მოკლედ ასეა თუ ისეა ბრასელონა მინიმუმ 3-4 წელი ასეთ საცოდავ დღეში იქნება სანამ არ მხივდებიან რომ გუნდი უნდა იყოს გუნდი და არა თითოეული ფეხბურთელის გასწორებული ამბები
    Culé [?]
    #15 13 მაისი 2021 19:07
    2
    სკამზე ბრაითვაიტის მაგივრად კუნი რომ გიზის რა საჭირო დროს რომ შემოიყვან, არის თუ არა ფუფუნება?!?!?!?!?!
    Culé [?]
    #14 13 მაისი 2021 19:04
    3
    ბებერია და ტრავმიანი. წესით ზამენისთვის უნდა მოგვყავდეს, ისიც 1 წლით მარა ისეთები გვყავს ძირითადში ითამაშებს მგონია. ისე კი მესი და აგუერო ერთად -2 კაცია პრესინგში და დაცვაში, რაც ისედაც უბედურ დაცვას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.ზამენიდან უნდა შემოვიდეს ხოლმე რომ დარჩენილი წუთები სულ ირბინოს, თორე არ გამოვა ამის ტრანსფერი წარმატებული.
    Culé [?]
    #13 13 მაისი 2021 18:57
    0
    ციტატა: rivaldo80
    ზოგი აგუეროს ისე უყურებს თითქოს ვიღაცა რიგითი ფორვარდია მინუსი მხოლოდ ტრავმიანობა სხვა ერთერთი მაგარი გოლავიკია

    მერე ტრავმიანობა მინუსი კი არა, მიზეზია
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    ფანი [?]
    #12 13 მაისი 2021 18:43
    2
    ციტატა: ფეოლა
    totti10,
    სუარესი ბართომეუმ გაუშვა, აგუერო ლაპორტას მოჰყავს, ეგეც გაითვალისწინე.
    და აგუეროა ბოლოს და ბოლოს, ბრეითუეიტი ხო არაა, გინდა 33 ის იყოს და გინდა 40 ის.

    ამან რო ბარსელონაზე კარგი რამ დაწეროს არ მახსოვს😁მოყავთო ისე ამბობს ხოლმე თითქოს 80 წლებიდან ქომაგობს ბარსელონას😁არა და მტრის ბანაკიდანაა🙃ზიდანს და რეალს რო აქებს ხოლნე ისაა კაიფი😁😁
    ფანი [?]
    #11 13 მაისი 2021 18:43
    1
    ციტატა: ფეოლა
    Clever liar,
    მე მგონია, რომ 18-დან 22 გოლამდე გაიტანს, რაც დაჩაჩანაკებული ფეხბურთელისთვის ძალიან მაგარი შედეგი იქნება, ვნახოთ : )

    მაგან თუ 18დან 22 გოლამდე გაიტანა ზამენის ფეხბურთელის კვალობაზე, ჩავთვლი რო ავშენდით :D
    ფანი [?]
    #10 13 მაისი 2021 18:41
    2
    ციტატა: ფეოლა
    totti10,
    სუარესი ბართომეუმ გაუშვა, აგუერო ლაპორტას მოჰყავს, ეგეც გაითვალისწინე.
    და აგუეროა ბოლოს და ბოლოს, ბრეითუეიტი ხო არაა, გინდა 33 ის იყოს და გინდა 40 ის.


    ბართომ არა და იმ ბრძენმა ტრენერმა კიი :დ :დ ბრეითი იქნება თუ გრიზმანი სხვა თემააა, გოლის გამტანი ასე თუ ისე ყავსა გუნდს და სადაც გასაძლიერებელია გუნდი ის გააძლიერონ, აგერ რეალმა ალაბა დაითრია უფასოდ, ესენი ეგეთ კაცს უფასოდ ვერასდროს დაითრევენ ნუ რავიცი ძMაო 34 წლის აგერო 35 წლის მერის 36 წლის ბუსი 35 წლის პიკე ალბაც კაი ბებერია და მოკლედ მიდის კატარზისი :დ