მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რა პასუხი აქვს მიქელანჯელოს?

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რა პასუხი აქვს მიქელანჯელოს?

რაც უფრო მნიშვნელოვანია მატჩი, მით უფრო ცუდად თამაშობს გუნდი, ამას უკვე არაფერი ეშველება, მაქსიმუმ ეს თამაში გავიხსენოთ და ვთქვათ - აი, აქ, რომ ქულები არ დაგვეკარგა.. თუმცა, ეგეთი თამაში ძალიან ბევრი იყო, სადაც ქულები არ უნდა დაგვეკარგა, მაგრამ დავკარგეთ. 

არადა ისე კარგად დაიწყო ყველაფერი, გუნდს ეტყობოდა, რომ მოტივირებული იყო, არ ჰგავდნენ ყურებჩამოყრილებს, კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ჩემპიონობა შესაძლებელი იყო და თავიდანვე ბევრი მომენტი შეიქმნა, დამაგვირგვინებელ ფაზაში პედრიმ ვერ ივარგა, ორჯერ! ვნახეთ დე იონგის შერბენები, ალბას ჩარბენები, მესიც აქტიური იყო და დემბელეც განსხვავებულ ამპლუაში ვიხილეთ, ადრეც გვინახავს, მაგრამ უფრო შეტევის გასაძლიერებლად, ამჯერად თავიდანვე ჩააბარეს სრული ფლანგი, მშვენივრად გაართვა თავი, ახალ კონტრაქტს და ხელფასის შემცირებას, რომ დათანხმდეს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ახალი მარჯვენა მცველი გვყავს შეძენილი, სერჟი რობერტოს შეუძლია წავიდეს, მართალია დაცვაში მოსამატებელი ექნება, მაგრამ დესტთან კონკურენცია არ გაუჭირდება, ერთხელ მოუცურდა ფეხი, ეგ არაფერი, დესტსაც მოუცურდა, მშვენიერი განაპირა მცველია, სწრაფია, დარტყმა კარგი აქვს, გადასარევი გოლი შაგდო, ("ჩელსისთან" გატანილი გამახსენა) და შეტევის გამწვავებაც შეუძლია, წლების მერე კი მოგვაძახებენ განაპირა მცველი 120 მილიონად რამ გაყიდინათო, მაგრამ, რას ვიზამთ?! სადმე ხო უნდა ირბინოს?! 

გაამწვავა შეტევა და საგოლე პასიც მიითალა, პედრის ამჯერადაც ცარიელი კარი ჰქონდა წინ და მეკარისთვის სახეში არ გაურტყამს, გაახვია ბადეში, მშვენიერი იყო. 

მანამდე კი მესის გოლი ვნახეთ, ოცდამეცხრე გოლი, არ ვიცი ყველა აცნობიერებს თუ ვერა ეს რას ნიშნავს, ორი დღის წინ სტატიაში რომარიო გავიხსენე, რომელმაც კარიერის საუკეთესო სეზონში 30 გოლი გაიტანა, მესიმ კი ჯერჯერობით 29 შეაგდო მისთვის ყველაზე ცუდ სეზონში, მეორე ნახევარი მშვენიერია, მაგრამ თუ გავიხსენებთ სეზონი როგორ დაიწყო, როგორი გაბრაზებული და გაბუტული იყო სუარესისა და ჩაშლილი ტრანსფერის გამო, 29 გატანილი გოლი, ამ ასაკში, სიგიჟეა! 

რატომ გახდა "ბარსა" უკეთესი? რატომ აკრიფა ფორმა და როგორ ჩაერთო საჩემპიონო ბრძოლაში? მართლა კუმანის ტაქტიკამ გვიწამლა? კი, დიდი როლი ამანაც ითამაშა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მესიმ ზამთარში დაისვენა, ემოციურად განიმუხტა, შეთავაზებულ ფსიქოლოგზე უარი თქვა, საკუთარ თავში ძალა იპოვა და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, მერე რა მოხდა? მოხდა ის, რომ რბოლაში ჩავერთეთ, ამ ყველაფერმა ისევ ამ დაბერებული კაცის მხრებზე გადაიარა, ბევრს არ უნდა დაიჯეროს და მეც არ მიყვარს მისი ასაკის გახსენება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ წლების მატებასთან ერთად, მისი როლი შემცირებულიყო და სხვადასხვა ფეხბურთელებზე თანაბრად გადანაწილებულიყო, პირიქით, გაიზარდა და გაიზარდა.. 

ხოლო ვინც ძალთა დაბალანსებისათვის მოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი განაცხადში აღარ იძებნება, ხან ტრავმა აქვს და ხან დეპრესიაშია, მეორემ გამორჩეულად კარგი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ.. მაგრამ.. დემბელესთან მიმართებაში ყოველთვის კითხვა უფრო მეტი იქნება, ვიდრე პასუხი. 

ბრაზილიელმა რონალდომ, "ელ ფენომენომ", მისთვის საუკეთესო სეზონში, "ბარსელონურ"სეზონში, ლა ლიგაში 33 გოლი შეაგდო, წარმოუდგენელ რიცხვად ჩანდა, მომდევნო წლებში მიზნად 33 გოლის გატანას ისახავდა, მაგრამ ვეღარ უწია, მთელი კარიერა თავის თავს ეჯიბრებოდა, მესის კი 50 აქვს შეგდებული, ვეტერანი კი იმდენს იტანს, რამდენსაც ბრაზილიელი ლეგენდები ფორმის პიკში, წარმოუდგენელი ამბავია. 

ვერ მოვიგეთ მატჩი? ეგ არაფერი.. "ბარსას" ერთი ღირსეული უცნაურობა სჭირს, ტიტულებს მაშინ იგებს, როცა იმსახურებს, ახლა არ ვიმსახურებთ, ყველაფერი სამართლიანია. 

როგორ დაიწყო კრუიფის "დრიმ-თიმი", როგორ დაიწყო გვარდიოლას ტიკი-ტაკა? ზედმეტისაგან გათავისუფლებით! 

ერთხელ მიქელანჯელოს ჰკითხეს - ასეთ სრულყოფილ ქანდაკებებს როგორ აკეთებო?

მან კი უპასუხა - ვუყურებ ქვას და რაც ზედმეტი აქვს ყველაფერს ვაშორებო. 

ასეა საქმე, ცოდნა მხოლოდ საჭირო ფეხბურთელების მოყვანას არ უნდა, ცოდნა უსარგებლო ფეხბურთელებისგან გათავისუფლებესაც სჭირდება, რადგან ეს ორი ქმედება, თანაბრად მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. 

კარგი ის არის, რომ ცვლილებებს ძალიან მივუახლოვდით, ერთი-ორი კვირა და ყველაფერი დაიწყება, ამჯერად იმ კაცის ხელში, რომელსაც საქმის რაღაც მაინც გაეგება. 

არა მგონია ლიდერებმა დაუკარგავად ჩაამთავრონ ჩემპიონატი, მაგრამ, ასეთ უღიმღამო ჩემპიონატებს, როგორც წესი, "ატლეტიკო" იგებს ხოლმე, რა ფეხბურთსაც თამაშობენ, ჩემპიონატიც ისეთივე გამოდგა, ალალი იყოს! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 13 მაისი 2021 18:21
    0
    და ისევ მესი, ეს კაცი ჯადოქარია ასე ამბობენ ყველაზე ცნობილი სპეციალისტები მსოფლიოში და მარტო ბარსამანიაზეა ეს თურმე მოედანზე მოსეირნე ჩა-მული კაცი. არა გრცხვენიათ ხალხო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 13 მაისი 2021 12:39
    0
    ციტატა: რამოსი
    me da barca,
    ბოდიში მაგრამ ჩავის ევროპაში დასამტიკეცებელი აქვს რომ კარგი მწვრთნელია , სად ყატარის გუნდები და სად ბაიერნი რეალი ლივერუპლი ჩელსი ატლეტიკო და სხვები (ანუ იუვე იმიტომ არ ვახსენე რომ მზე გუნდია მაინც) ხო რავი მგონია რომ შეცდომა იქნება ჯერ , ჩაიბაროს რომელიმე ევროპული გუნდი და თუ მიახწევს შედეგებს მერე მოიყავნონ თორემ , ლოპოტეგის ნაირად დაემართება , შეიძლება პატარა გუნდებს მოუგოს მაგრამ , ბაიერნის ნაირ და ჩელისნაირ გუნდებს ვერ მოუგებს რაცარუნდა ჰოლანდები და მესები ყავდეთ

    ჩავი ვახსენე სადმე?
    Culé [?]
    #17 12 მაისი 2021 15:27
    0
    ქვედა, ყველაზე მძიმე ლოდი კუიმანია და ეგ უნდა გადააგორონ
    პიკე (1 წელი ზამენა, მერე ბიზნესი), ბუსი(მომდევნო სეზონი სატამაშო დროის 50% და შემდეგ 2 ეწელი ზამენა, შემდეგ გაცილება)
    რობერტო (ხელფასის განახევრება და ზამენა, თანაც სტაბილურად)
    ფირპო -ნახვამდის
    უმთითი-ნახვამდის
    ლენგლე ნახ... ვამდის
    პიანიცა - ნახვამდის
    კოუტინიო-ნახვამდის
    ბრაითვაიტი - ნახვამდის
    დემბელე -ნახვამდის
    ტრინკაო-ნახვამდის
    გრიზმანი - სათამაშო დროის შემცირება და 1 სეზონის შემდეგ ინტერი-პსჟ-ეპლის საშუალო კლასის გუნდი
    შტეგენი?! არ ვიცი, ზოგჯერ მაგრად მიშლის ნერვებს

    ამ ფონზე დაპაი-აგუეროს მოსვლა და ანსუს დაბრუნება იქნება კარგი შეღავათი, შეტევაში აღარ დარჩება კლასგარეშე და უდისციპლინო ელემენტი
    გარსიას დაბრუნება დაცვას ასე თუ ისე განაახლებს, აუცილებელია ალბას შემცვლელის ნახვა
    შუა ხაზზე ორელანა-გონსალესის დაწინაურება, სადაც 2 გამოცდილი კაცის გევრდით გაიზრდებიან
    პეტი სათამაშო დრო პუჩის
    მესი? 2 წელში თავად წასვლა უნდა, ალბათ მლს-ში, სიტუაცია გვაჩვენებს მოისურვებს თუ არა მეტხანს დარჩენას
    მესის ნუ შევადარებთ დინიოს,ჯეკას,დეკუს და ეტოოს
    არც ერთთი მათგანი არ ყოფილა ლა მასიას გაზრდილი და გუნდის კაპიტანი
    Culé [?]
    #16 12 მაისი 2021 14:40
    1
    გასაშვებია რობერტო, ლენგლე და უმტიტი ერთად, ფირპო, პიანიჩი, ფერნანდესი, კოუტინიო, დემბელე და გრიზმანი, ბრაიტვაიტი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #15 12 მაისი 2021 13:37
    0
    ზოგი რა სასაცილოა... მესი რომ გაუშვან ბუსიკა ალბა პიკე რა გგონიათ უკეთეს მოიყვანენ? მესის და ლიდერების გარეშე სევილის დონის გუნდი გახდება ბარსა მაქსიმუმ..ეს იყიდონ ის ოყიდონ ვინც იყიდეს ვინ გამართლა როო?? ამ გუნდის პრობლემა არის თანამედროვე ტრენერი და დაცვაში თამაში გუნდმა არ იცის როგორ ჩადგეს დაცვაში შეინარჩუნოს ანგარიში მაგას მარტო მცველი არ აკეთებს გუნდმა უნდა იცოდეს ეგ.რაც ბარსას არც არადროს დიდად არ გამოსდიოდა.წავიდა ის დრო შეტევის ხარჯზე მოგებული ფეხბურთი
    ფანი [?]
    #14 12 მაისი 2021 12:54
    4
    გვეშველება რამე ბატონო ფეოლაა ? :)))) ისეთი სტატია გაქვს პაწა მეც უნდა მივაბლოგო ამ გაწბილებულზე :D

    როდესაც თბილისი ბათუმის მიკროავტობუსში ზიხარ, რიგი სალონის მხარეს გიწევს და აღმოაჩენ რო სიდენიას ხელის დასასვენებელი სახელური არ აქვს, როგორ წვალდები მთელი გზა ხომ წარმოგიდგენია? როდესაც შენს უკან მჯდომს, მამაპაპის დანატოვარმა საგვარეულო ინსპექტორებმა მოუჭირა და სავარძლის ქვეშ შემოცურებული ყროლი ნასკები ფილტვებს გიხეთქავს, წინ დედას გაჭირვებია ყველა ბილეთის ყიდვა და 2 დასაჯდომზე 3 ბალღით მოთავსებულა, რომლებიც არა მე დამსვი არა აქ მინდა, მინიმუმ ქობულეთამდე არ გაჩუმებულან, ამ ყველა სიკეთესთან ერთად ბედმა ისიც გარგუნა, რომ გვერდით, ხანში შესული შავშემოსილი ბებო გიზის და ყოველ 15 წუთში გეკითხება რომელი საათია და სად ვართ, შენ კიდე იმ დაქირავებულ მუშა მძღოლს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად ეჯავრება მისი სამუშაო, მთელი ქართული აუარებელი ლექსიკონით აგინებ გულში რომ ეს დედამო... მუსიკა მაინც გამორთოს მთელი გზა რომ ტვინი აგხადა.. სიანმდვილეში რა მისი ბრალია, ერთი რომ უფულოა, მეორე სუნიანი, მესამე უტვინო და საერთოდ ამ მარშუტის მეპატრონეს მისი პროდუქტი არბელოაზე კიდია, მარა მაინც ხოუნდა შეაგინო ვინმეს არა? ამ ყველაფრის ფონზე კი ბოლო "ასტანოვკაზე" მშვიდოიანი გზით ჩამოსულს, ყველა ბრაზი იმწუთში გაგდის, მძღოლს ფრიად კმაყოფილი სახით მადლობას უხდი და უკან წარმატებული გზის დაბრუნების სურვილით ეცლები, ზუსტად ისე როგორც ისენი ტრიბუნებიდან
    მესიიიი, მეეეეეესიიი, მეეეესიიიიი!!!!!

    ციტატა: Joakim Brodén
    დამბურძგლა, ვთრთი და ვტირი ((((

    მთავარიც ვერ მოიფიქრებდა ასეთ ნიუსს

    რა მხატვრულად და სიტყვასიტყვით აქვს ვირთხას ნიუსი გამოტანილი? :DDD
    მე აქ მოვკვდი და დავიფერფლე,
    "ნუთუ კატალონიელი არავინ ხართ სულით" ! :DDD
    რედაქტორი [?]
    #13 12 მაისი 2021 11:32
    1
    სათვალავი ამერია იმდენმა უნდა დატოვოს ბარსელონა..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    ფანი [?]
    #12 12 მაისი 2021 11:32
    1
    ციტატა: Moriba
    გაბრაზებული კუმანი გინახავთ ოდესმე?
    გუშინდელი მატჩის შემდეგ ბარსელონას გასახდელიდან ვიღაც ვირთხამ გამოიტანა ინფორმაცია,..

    თქვენი აზრით პრესკონფერენციაზე რომ ვიტყვი კარგი თანაში იყო და კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით მართალი იქნება?
    რა გჭირთ!? მთელი წელია ერთი სქემით გათამაშებთ ! ვარჯიშზე ყველაფერს ისე აკეთებთ როგორც მე გავალებთ ... მოედანზე გავიწყდებათ?
    ბატონებო არ გთხოვთ ლიგის მოგებას არ ვეთამაშებით მანჩესტერ სიტის ან ვინმე ჩვენზე ძლიერ გუნდს ჩვენ ლევანტეს ვეთამაშეთ და გრანადას მნიშვნელოვან მატჩებში ქულებს კარგავთ არ გინდათ ლალიგის მოგება?
    მესმის თქვენი ფსიქოლოგიური ზეწოლის გადატანა გიჭირთ რთულია თუმცა 2-0 შენარჩუნება უნდა გამოგივიდეთ ბარსელონას ფეხბურთელები ხართ ბოლომდე უნდა იბრძოლოთ სულით არცერთი არ ხართ კატალონიელი ?
    კარგი შეიძლება არც კი გსურთ ამ გუნდის მაისურის მორგება ვიცი რა შეგრძნებაც არის მე გრონინგემის გაზრდილი ვარ და ყველა მის მოწინააღმდეგე გუნდში ვითამაშე და ვიცი რა არის იმ გუნდში თამაში სადაც არ გინდა გულით თუმცა პროფესიონალიზმით ვეკიდებოდი ჩემს ვალდებულებას და ამას გთხოვთ თქვენც თუ არადამიბრძანდით კარები ღიაა ვისაც წასვლა უნდა წავიდეს ფანებს იმედებს უცრუებთ ყოველ დღე მთელი წელია მნიშვნელოვან მატჩებში ვმარცხდებით .... ცვლილებების დროა ჩემშია პრობლემა? წავალ წავალ მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება 1 წელში მერე რა მოხდება.?

    აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ლეო მესი გასახდელიდან გასვლის დროს გაბრაზებულ კუმანთან მივიდა და გადაეხვია


    დამბურძგლა, ვთრთი და ვტირი ((((

    მთავარიც ვერ მოიფიქრებდა ასეთ ნიუსს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 12 მაისი 2021 11:29
    4
    გაასწორეს გუშინ მიწასთან მესი პროფესორებმა არადა ელემენტარულის გარტყმაში არ არიან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #10 12 მაისი 2021 11:19
    0
    გუშინ თამაშს ვერ ვუყურე და დღეს ვნახე ანგარიში. ვსო ჩემპიონობა დასრულდა თქო. მერე ვნახე ჰაილაითები და გამიკვირდა ასეთი თამააი როგორ ვერ მოვიგეთ. პედრის და ბევრს დარტყმაზე აქვთ სამუშაო. არადა ბევრი მომენტი გვქონია. კარგად ითამაშეს მაგრამ კარგად რომ ეთამაშათ მოვიგებდით. ესეიგი რაღაცაშია პრობლემა რომ ვერ იგებ. ვერ ვხვდები ალბათ კუმანშია პრობლემა ან ფეხბურთელებში. არადა მოტივაცია ქონდათ. დაცვა არ გვივარგა და ეგაა. აბა სხვას რას იტყვი 3 ბურთი რომ გაგვიტანეს. სამაგიეროდ 3 გავუტანეთ ესეიგი მათაც არ უვარგოდათ ან ჩვენმა სამმა შემტევმა ითამაშა კარგად. ნუ ორივეა. საბოლოოდ კი ამას ვიტყვი ასე რომ გვეთამაშა ბევრ თამაშში და დაცვაშჯ ლენგლე არ გვყოლოდა აშკარად გავხდებოდით ჩემპიონები. მაგრამ ბარსა მაშინ იგებს ტიტულს როცა მაგარ ფორმაშია და დამსახურებულად ეკუთვნის. ისე არასდროს არაფერი არ მოგვიგია გავრდნით.....
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #9 12 მაისი 2021 11:02
    0
    ციტატა: BEQA BARCA
    ციტატა: Moriba
    გაბრაზებული კუმანი გინახავთ ოდესმე?
    გუშინდელი მატჩის შემდეგ ბარსელონას გასახდელიდან ვიღაც ვირთხამ გამოიტანა ინფორმაცია,..

    თქვენი აზრით პრესკონფერენციაზე რომ ვიტყვი კარგი თანაში იყო და კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით მართალი იქნება?
    რა გჭირთ!? მთელი წელია ერთი სქემით გათამაშებთ ! ვარჯიშზე ყველაფერს ისე აკეთებთ როგორც მე გავალებთ ... მოედანზე გავიწყდებათ?
    ბატონებო არ გთხოვთ ლიგის მოგებას არ ვეთამაშებით მანჩესტერ სიტის ან ვინმე ჩვენზე ძლიერ გუნდს ჩვენ ლევანტეს ვეთამაშეთ და გრანადას მნიშვნელოვან მატჩებში ქულებს კარგავთ არ გინდათ ლალიგის მოგება?
    მესმის თქვენი ფსიქოლოგიური ზეწოლის გადატანა გიჭირთ რთულია თუმცა 2-0 შენარჩუნება უნდა გამოგივიდეთ ბარსელონას ფეხბურთელები ხართ ბოლომდე უნდა იბრძოლოთ სულით არცერთი არ ხართ კატალონიელი ?
    კარგი შეიძლება არც კი გსურთ ამ გუნდის მაისურის მორგება ვიცი რა შეგრძნებაც არის მე გრონინგემის გაზრდილი ვარ და ყველა მის მოწინააღმდეგე გუნდში ვითამაშე და ვიცი რა არის იმ გუნდში თამაში სადაც არ გინდა გულით თუმცა პროფესიონალიზმით ვეკიდებოდი ჩემს ვალდებულებას და ამას გთხოვთ თქვენც თუ არადამიბრძანდით კარები ღიაა ვისაც წასვლა უნდა წავიდეს ფანებს იმედებს უცრუებთ ყოველ დღე მთელი წელია მნიშვნელოვან მატჩებში ვმარცხდებით .... ცვლილებების დროა ჩემშია პრობლემა? წავალ წავალ მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება 1 წელში მერე რა მოხდება.?

    აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ლეო მესი გასახდელიდან გასვლის დროს გაბრაზებულ კუმანთან მივიდა და გადაეხვია

    ეს თუ მართლა თქვა კუმანს სააღოლ რა. მარა დაკარგულ ქულებს რა ეშველება....

    კი სიმართლეა
    წევრი [?]
    #8 12 მაისი 2021 10:59
    0
    me da barca,
    ბოდიში მაგრამ ჩავის ევროპაში დასამტიკეცებელი აქვს რომ კარგი მწვრთნელია , სად ყატარის გუნდები და სად ბაიერნი რეალი ლივერუპლი ჩელსი ატლეტიკო და სხვები (ანუ იუვე იმიტომ არ ვახსენე რომ მზე გუნდია მაინც) ხო რავი მგონია რომ შეცდომა იქნება ჯერ , ჩაიბაროს რომელიმე ევროპული გუნდი და თუ მიახწევს შედეგებს მერე მოიყავნონ თორემ , ლოპოტეგის ნაირად დაემართება , შეიძლება პატარა გუნდებს მოუგოს მაგრამ , ბაიერნის ნაირ და ჩელისნაირ გუნდებს ვერ მოუგებს რაცარუნდა ჰოლანდები და მესები ყავდეთ
    მწერალი [?]
    #7 12 მაისი 2021 10:41
    1
    me da barca,
    იმედია დიდ მადლობას გადაუხდიან, ფუნთუშებს დააჭერინებენ ხელში და დაუქნევენ ხელს, თორე კიდევ ერთ ასეთ სეზონს ნაღდად ვერ ვუყურებ
    Culé [?]
    #6 12 მაისი 2021 09:12
    1
    ციტატა: Moriba
    გაბრაზებული კუმანი გინახავთ ოდესმე?
    გუშინდელი მატჩის შემდეგ ბარსელონას გასახდელიდან ვიღაც ვირთხამ გამოიტანა ინფორმაცია,..

    თქვენი აზრით პრესკონფერენციაზე რომ ვიტყვი კარგი თანაში იყო და კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით მართალი იქნება?
    რა გჭირთ!? მთელი წელია ერთი სქემით გათამაშებთ ! ვარჯიშზე ყველაფერს ისე აკეთებთ როგორც მე გავალებთ ... მოედანზე გავიწყდებათ?
    ბატონებო არ გთხოვთ ლიგის მოგებას არ ვეთამაშებით მანჩესტერ სიტის ან ვინმე ჩვენზე ძლიერ გუნდს ჩვენ ლევანტეს ვეთამაშეთ და გრანადას მნიშვნელოვან მატჩებში ქულებს კარგავთ არ გინდათ ლალიგის მოგება?
    მესმის თქვენი ფსიქოლოგიური ზეწოლის გადატანა გიჭირთ რთულია თუმცა 2-0 შენარჩუნება უნდა გამოგივიდეთ ბარსელონას ფეხბურთელები ხართ ბოლომდე უნდა იბრძოლოთ სულით არცერთი არ ხართ კატალონიელი ?
    კარგი შეიძლება არც კი გსურთ ამ გუნდის მაისურის მორგება ვიცი რა შეგრძნებაც არის მე გრონინგემის გაზრდილი ვარ და ყველა მის მოწინააღმდეგე გუნდში ვითამაშე და ვიცი რა არის იმ გუნდში თამაში სადაც არ გინდა გულით თუმცა პროფესიონალიზმით ვეკიდებოდი ჩემს ვალდებულებას და ამას გთხოვთ თქვენც თუ არადამიბრძანდით კარები ღიაა ვისაც წასვლა უნდა წავიდეს ფანებს იმედებს უცრუებთ ყოველ დღე მთელი წელია მნიშვნელოვან მატჩებში ვმარცხდებით .... ცვლილებების დროა ჩემშია პრობლემა? წავალ წავალ მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება 1 წელში მერე რა მოხდება.?

    აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ლეო მესი გასახდელიდან გასვლის დროს გაბრაზებულ კუმანთან მივიდა და გადაეხვია

    ეს თუ მართლა თქვა კუმანს სააღოლ რა. მარა დაკარგულ ქულებს რა ეშველება....
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    გულშემატკივარი [?]
    #5 12 მაისი 2021 09:02
    3
    ან მესი უნდა წავიდეს ან კიდევ ისეთი მწვრთნელი უნდა მოიყვანონ, რომელიც გუნდს სრულიად გადააწყობს და მოთამაშეებს ეტყვის, რომ მესიზე დამოკიდებულები აღარ უნდა იყვნენ.
    რას ითხოვთ ამ ერთი კინკილა კაცისგან?
    კაპიტნობა მაგისთვის არასდროს იყო და ტყუილად აკიდეს ეგ ტვირთი, მოედანზე ჯერ კიდევ თითქმის 10 წლის წინ დაიწყო სიარული, მაგრამ მცირე ძალისხმევითაც კი აღემატებოდა ნებისმიერ ფეხბურთელს, რა გუშინ პასები ვერ არიგა? გოლი ვერ გაიტანა? რას ელით რომ ირბენს 20 წლის ბავშვივით და ყველაფერს ის მოაგვარებს?
    დაცვაში არსებული პრობლემები მისი ბრალია? ნახევარდაცვასა და თავდასხმაში ერთნაირად რომ უწევს მოქმედება და რეალური საქმის გამკეთებელი ანუ შემქმენელი რომ არ ყავს მისი ბრალია? პედრიმ რომ ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა მისი ბრალია? ან კიდევ კუმანის გადაწყვეტილებები?
    არა მისი ბრალია კი როცა გუნდის მოტივაციას ვერ ახერხებს, რადგან თავადაც არ არის ასე განწყობილი, მაგრამ ამხელა კაცი ხომ არ ადგება და სამკლაურს სხვას თავისით ხომ არ გადასცემს?! მწვრთნელმა უნდა მიუთითოს რომ სხვა უფრო მეტად იმსახურებს, თუმცა ეს მის სიდიადეს არ აკნინებს, ასევე მწვრთნელმა უნდა შეცვალოს მისი როლიც და დააკისროს კონკრეტული მოვალეობა, ამისთვის კი ნამდვილად დიდი კ*ერცხებია საჭირო, შესაბამისად გვესაჭიროება ავტორიტეტიანი, მაღალი დონის მწვრთნელი!
    გულშემატკივარი [?]
    #4 12 მაისი 2021 09:00
    10
    სად არის ის წინასწარმეტყველი კომპიუტერი მაგის ვინდოუსი მივაცენზურე მე
    ფანი [?]
    #3 12 მაისი 2021 08:27
    4
    გაბრაზებული კუმანი გინახავთ ოდესმე?
    გუშინდელი მატჩის შემდეგ ბარსელონას გასახდელიდან ვიღაც ვირთხამ გამოიტანა ინფორმაცია,..

    თქვენი აზრით პრესკონფერენციაზე რომ ვიტყვი კარგი თანაში იყო და კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით მართალი იქნება?
    რა გჭირთ!? მთელი წელია ერთი სქემით გათამაშებთ ! ვარჯიშზე ყველაფერს ისე აკეთებთ როგორც მე გავალებთ ... მოედანზე გავიწყდებათ?
    ბატონებო არ გთხოვთ ლიგის მოგებას არ ვეთამაშებით მანჩესტერ სიტის ან ვინმე ჩვენზე ძლიერ გუნდს ჩვენ ლევანტეს ვეთამაშეთ და გრანადას მნიშვნელოვან მატჩებში ქულებს კარგავთ არ გინდათ ლალიგის მოგება?
    მესმის თქვენი ფსიქოლოგიური ზეწოლის გადატანა გიჭირთ რთულია თუმცა 2-0 შენარჩუნება უნდა გამოგივიდეთ ბარსელონას ფეხბურთელები ხართ ბოლომდე უნდა იბრძოლოთ სულით არცერთი არ ხართ კატალონიელი ?
    კარგი შეიძლება არც კი გსურთ ამ გუნდის მაისურის მორგება ვიცი რა შეგრძნებაც არის მე გრონინგემის გაზრდილი ვარ და ყველა მის მოწინააღმდეგე გუნდში ვითამაშე და ვიცი რა არის იმ გუნდში თამაში სადაც არ გინდა გულით თუმცა პროფესიონალიზმით ვეკიდებოდი ჩემს ვალდებულებას და ამას გთხოვთ თქვენც თუ არადამიბრძანდით კარები ღიაა ვისაც წასვლა უნდა წავიდეს ფანებს იმედებს უცრუებთ ყოველ დღე მთელი წელია მნიშვნელოვან მატჩებში ვმარცხდებით .... ცვლილებების დროა ჩემშია პრობლემა? წავალ წავალ მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება 1 წელში მერე რა მოხდება.?

    აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ლეო მესი გასახდელიდან გასვლის დროს გაბრაზებულ კუმანთან მივიდა და გადაეხვია
    ფანი [?]
    #2 12 მაისი 2021 04:11
    2
    ტრანსფერების და ჩავი ან გუარდის დაბრუნების გარდა არაფერი არ ეშველება ამ გუნდს :)
    გასაკეთებელი ტრანსფერები :
    ემერსონი , ბოტმანი , ბალდე , გარსია - ეს მცველები ( მარტო ცხოველი ბოტმანში იქნება ფული გადასახდელი)
    აუარი , დეკლან რისი , ნიკო გონზალეზი , გავი - ეს ნახ მცველები ( 150 მილიონი დაჯდება ეს ყველაფერი)
    დეპაი და ჰალანდი - მესი დაუბრუნდება მარჯვნა ვინგერის პოზიციას

    მოკლედ მესის უნდა დაანახო მსგავსი ხედვა და 100% დარწმუნებული ვარ რო ხელფასს გაინახევრებს , პლიუს ამას ლაპორტამ ერთი ადგილი გაანძრიოს, სპონსორები მოიზიდოს , ვალი აიღოს და უვარგისი ფეხბურთელები სარფიანად გაყიდოს რო ტრანსფერები გაკეთდეს და გუნდი გრანდს დაემსგავსოს , გრანადას რო გავს ენფილდის მერე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 მაისი 2021 03:19
    5
    ფეოლა ჩემსავით შენც არ გძინავს, მაგრამ უკვე არ განვიცდი, შევეგუე. მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, ამ ქვას იმ ყველა ზედმეტს მოაშორებენ თუ არა კუმანის თაოსნობით?!