მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Adios Ronald!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Adios Ronald!

 99%-ით ჩემპიონატი წაგებულია, „ატლეტიკო“ და „რეალი“ ბრძოლას აგრძელებენ, „ბარსას“ კი მხოლოდ იმ 1%-ში თავმოყრილი სასწაული თუ უშველის, უფრო დაზუსტებით, რომ ვთქვა - ლა ლიგა დაკარგულია. ზედიზედ მეორედ.

სამართლიანია ის, რომ მადრიდელები იბრძვიან, რადგან „რეალმა“ ორივე მატჩი მოგვიგო, ხოლო „ატლეტიკომ“ ერთი მოგვიგო და ერთიც ფრედ ითამაშა, თანაც „კამპ ნოუზე“, გადამწყვეტ შეხვედრაში, რომ „კამპ ნოუდან“ ქულას წაიღებ, ესე იგი, ყველაფერს იმსახურებ.

რონალდ კუმანს თავის გასამართლებლად აღარაფერი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში დისციპლინა საგრძნობლად გამოასწორა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ სასურველი ფეხბურთელები ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მიმდინარეობისას ნახა, რომ თავიდან შერჩეული ტაქტიკა არ მუშაობდა და სამ მცველზე გადაეწყო, რამაც თითქმის დაკარგული შანსიდან კვლავ ჩაგვისახა იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები დააწინაურა, გზა გაუხსნა და ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა, მაინც ნეგატიურად უნდა შევაფასოთ და აი რატომ:

ზოგადად, ჩემპიონატის მოგება მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ 1-2 მომენტში ფეხი დაგიცდა, მაგრამ პირდაპირ კონკურენტებს აჯობე, მაგალითად, მადრიდელებისთვის, რომ თუნდაც ერთი მატჩი მოგვეგო, ახლა წინ ვიქნებოდით, მაგრამ „რეალს“ აქვს პოტენციური ლიდერობა, რადგან მიუხედავად ბევრი შეცდომისა, „კლასიკოები“ მოიგო.

მეორე შემთხვევაში, შესაძლოა ცენტრალური მატჩები წააგო, მაგრამ შენზე სუსტ გუნდებთან შეცდომა არ დაუშვა, ასეთ შემთხვევაშიც ვიჩემპიონებდით, რეალურად ლა ლიგა „გრანადასთან“ ფეხის დაცდენით წავაგეთ და არა „ატლეტიკოსთან“, ბევრად სუსტ და აბსოლუტურად უმოტივაციო გუნდთან წავაგეთ, ამას გამართლება არ აქვს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს „იუვენტუსთან“ მარცხი, კონკრეტული დავალება გვქონდა, სამი ბურთით არ უნდა წაგვეგო, მაგრამ 3:0 წავაგეთ, თამაშის მიმდინარეობისას ყველაფრის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ კუმანმა ვერაფერი შეცვალა.

შესაბამისად ისმის კითხვა - თუ სტაბილურად ვერ ვაგროვებთ ქულებს ჩვენზე სუსტ მეტოქეებთან, თუ ცენტრალურ მატჩებს ვერ ვიგებთ და მაქსიმუმი ფრეა, თუ ნებისყოფა და კონცენტრაცია არ გვყოფნის, რომ გადამწყვეტ მომენტებში მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიყოთ, მაშინ, რის საფუძველზე შეიძლება, რომ კუმანს ნდობა გამოუცხადონ? არაფრის, ასეთი საფუძველი არ არსებობს.

ამ შემთხვევაში აღარ აქვს მნიშვნელობა რომელი ფეხბურთელი მოუყვანეს სეზონის წინ და რომელი ვერა, რადგან არსებული შემადგენლობაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ გადამწყვეტი მატჩი „გრანადასთან“ მოგვეგო.

თავი იჩინა ისეთმა პრობლემებმა, რომლის მოგვარებაც რონალდ კუმანის ხელში, შეუძლებელი ჩანს.  

კუმანი არ არის ლაპორტას კანდიდატი და კოპა დელ რეი არ არის ტიტული, რომელიც დარჩენის გარანტიას მოგცემს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გარდამავალ სეზონში სამეფო თასი მოვიგეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, თანაც ისიც სახსენებელია, რომ სუპერ თასის ფინალი წავაგეთ.

კუმანის შანსი 1%-შია თავმოყრილი და 99%-ია იმის შანსი, რომ ეგ 1% არ გამართლდეს, ასე რომ, Adios Ronald!

მატჩი

ყველაფრით ფინალს ჰგავდა, ტაქტიკური ჯახით, დაძაბულობით, ზედმეტი სიფრთხილით, მიუხედავად იმისა, რომ ფრე არც ერთ გუნდს ხელს არ აძლევდა, მაინც ასე მორჩა შეხვედრა, თუმცა, „ატლეტიკოს“ მაინც ძალიან კარგი შანსი აქვს ჩემპიონობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ „რეალს“ უფრო მძიმე კალენდარი აქვს.

მატჩის მშვენება იყო მესის გარღვევა და ობლაკის სეივი, გოლი გადიოდა, როცა ლეომ დაარტყა ვერ მივხვდი ბურთი კარს როგორ ასცდა, იმიტომ, რომ ყველანაირი ლოგიკით ბადეში უნდა გახვეულიყო, მერე გამოჩნდა, რომ ობლაკს აუღია, დღესდღეობით ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა და შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესოც იყოს, „ატლეტიკომ“ თუ იჩემპიონა, ყველაზე დიდი წილი მისი იქნება.

მესის გარღვევის მეტი ბევრი არაფერი შეგვიქმნია, ბუსკეტსის ტრავმამ შეტევაში დე იონგი წაგვართვა, ეს კი ამ სეზონში, როგორც წესი, განაჩენია, რადგან მესის მერე, ყველაზე კარგი შემქმნელი ფრენკი დე იონგია, გრიზმანმა რამდენიმე მატჩში გვანახა, რომ ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია შეტევის დაგვირგვინება, მაგრამ შემქმნელი არ არის, როცა შეტევის ორგანიზებაზე მიდგება საქმე ოროსანია, ეს არც არის მისი საქმე და მთავარი პრობლემაც აქ იჩენს თავს, ვერც ჩვენ, ვერც ვალვერდემ, ვერც კუმანმა და ვერც თავად გრიზმანმა, აქამდე ვერ გაიგო კონკრეტულად რა არის მისი საქმე, ან თუ გაიგო, ფაქტია, რომ არაფერი გამოდის.

დემბელემ სეზონის მიმდინარეობისას გვანახა, რომ უკანასკნელ მცველთან ხაზზე დგომით უპირატესობის მიღება შეუძლია, მაგრამ ამას მალევე აუღეს ალღო და „დამბო“ ისევ უსარგებლო გახდა, დაგვრჩა მხოლოდ მესი, ერთხელ რაღაც სასწაულით გაძვრა ხუთ კაცში და ობლაკმა არ გაგვახარა, ეგ იყო და ეგ, სხვა მხრივ, ჩაწოდებებით ვცადეთ ბედი და არ გამოვიდა.

არაუხოს ლანგლემ დაასწრო, როცა ვერ დაასწრო თამაშგარეში იყო და გოლი არ ჩაითვალა, დემბელემ კი კარს გადააცილა, იყო შანსი ჯარიმებიდანაც, ერთხელ მცირედიც ასცდა კარს, ერთხელ კი მესი შეცდა, რა თქმა უნდა, სჯობდა, რომ კარში დაერტყა, კუთხე მახვილი იყო, მაგრამ მაინც.. კაცი კუთხურიდან ურტყამს კარში, ეგ როგორ გაუჭირდებოდა?! თანაც, დემბელეზე ბურთის დაგორება როგორ იქნებოდა?! ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, „დამბომ“ ჯერ ის უნდა მოიფიქროს რომელ ფეხს დაარტყამს, ამ დროს კი როგორც წესი, რაღაც ისეთი ხდება რაც საფეხბურთო მოედანზე ნანახი არ გვაქვს. მოკლედ, ცუდი გადაწყვეტილება იყო.

არაუხომ მინგესაზე ბევრად მაგრად ითამაშა, მორიბაც უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე პედრი, ფინალს ასე უღიმღამოდ არ უნდა თამაშობდე, თითქოს ფრეც გვაძლევდა ხელს.. ცუდი სანახავი იყო, მაყურებელი ალბათ დაუსტვენდა.

რა ვიცით დანამვილებით?

ვიცით ის, რომ მოვა ერიკ გარსია, მაგრამ ეს დიდი შვება ვერ იქნება, რადგან პიკეც და არაუხოც მარჯვენა ცენტრალური მცველები არიან, ჩვენ კი პირველ რიგში მარცხენა ცენტრალური მცველი გვჭირდება, ისე გამოვა, რომ სამი კონკურენტი გვეყოლება ერთ პოზიციაზე, ხოლო ლანგლე მარცხენა ცენტრალურ მცველად, უმტიტი 90%-ით უკვე წასულია, ლანგლეც გასაშვებია ამ სეზონის მიხედვით, მაგრამ მოსვლით ვინ მოდის? ჯერჯერობით არავინ, ალაბა ცალი ფეხით „რეალშია“, უპამეკანო „ბაიერნში“, ხოლო დე ლიხტი არ იყიდება.

ვიცით ის, რომ პიანიჩი აუცილებლად უნდა წავიდეს, ხოლო სერჟი რობერტო თუ კონტრაქტის ახალ პირობებს არ მიიღებს, ისიც აუცილებლად უნდა მიყვეს.

უნდა მოხდეს ის, რასაც ფრანგი შემტევების ტრანსფერის განხორციელებისთანავე ამბობდა ძალიან ბევრი ქომაგი, მათ შორის მეც, შესაძლოა, ამდენი კრიტიკის მერე, ვიღაცას ჰგონია, რომ რაღაცას ვერჩი ფრანგებს, მაგრამ არ არის ასე, უბრალოდ „ბარსა“ არ არის მათი გუნდი, თორემ გრიზმანიც და დემბელეც, გადასარევი ფეხბურთელები არიან.

ერთი სიტყვით, ბართომეუს დატრიალებული აბდა-უბდა უნდა დალაგდეს, რაც მალე მით უკეთესი.

ნაგელსმანი „ბაიერნშია“, ფლიკი გერმანიის ნაკრებში, ლიოვი ევროპის ჩემპიონატამდე არაფერს გადაწყვეტს, მაგრამ არა მგონია, რომ მთავარი კანდიდატი იყოს, ტენ ჰაგმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, ხოლო ჩავი კარზე აბრახუნებს და შემოსვლას ლამობს, ჰოდა, იქნებ შემოუშვან ამდენი ლოდინის შემდეგ?!

ეს სეზონი წყალში გადაყრილი არ არის, პირველ რიგში ახალგაზრდების გამო, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავია, რომ საუკეთესო, ვისაც კი მწვანე მინდორზე ურბენია, კარიერის ბოლოსკენ კოპა დელ რეის ამარა დარჩა, ლეოს ან კონკურენტუნარიან გუნდს შეუკრავენ, ან სრული უფლება ექნება, რომ აიბარგოს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #31 9 მაისი 2021 13:17
    3
    Albicelecte, ასეთ ხალხს , ალბათ მესიმდე ბარსელონა არ ახსოვს და მაგიტომ . ის რაც მესიმ ბარსელონასთვის გააკეთა , ეს არ არის მარტო ტიტულები , ათეულს მიღმა მყოფი გუნდი , მსოფლიო ბრენდად აქცია და ყველანაირი სტატისტიკით პირველ ადგილზე აიყვანა , თუ მართლა ბუღალტერი სათვალებიანი ს..ისა და დანარჩენების დამსახურება გგონიათ ეს ყველაფერი . მესი თვითონ გახდა ბრენდი და მაგიტომაც არის , რომ ყველა გუნდი ცდილობს მის გადაბირებას . ამას დაუმატეთ ახალგაზრდა ტალანტები , რომლებიც ბარსელონაში იმიტომ გადმოდიან , რომ მის გვერდით ერთხელ მაინც ითამაშონ . ჩვენ კიდევ ხან ჩასვრილ ლომს ვეძახით და ხან კიდევ რას ! ჩასვრილი ტურებით აავსეს ბარსელონა და ასაკშეპარული ლომის ჩრდილში იკვებებიან მისი ნანადირევით . ის რაც პერესმა და მისმა ბუღალტერმა ჩაიდინა მესის წინააღმდეგ , სისხლის სამართლის დანაშაულია , მესის 5 წელი მოპარეს და მაინც ერთგული დარჩა იმ კლუბის , რადგან ყველაზე კარგად ესმოდა მის გარეშე როგორ ჩამოინგრეოდა კლუბი . ისევ ავა ბარსელონა მწვერვალზე და ამას ისევ ის ხალხი გააკეთებს სულ რამდენიმე წელიწადში .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #30 9 მაისი 2021 13:04
    1
    ციტატა: basa7
    ძალიან გამკვირვებია იმ ხალხის ვისაც მესის წასვლა და ახალი გუნდის აწყობა სურს. რაზე ვსაუბრობთ? მენტალობაზე? ანუ ის ადამიანები ვინც მენტალურად მესიზე არიან დამოკიდებულები თქვენი აზრით სხვაზე არ იქნებიან მომავალში დამოკიდებული? თუ როგორ ვქნათ მთელი გუნდი უნდა გავუშვათ? რაღაც აბსურდზე ვსაუბრობთ მგონი ხო? გუნდში მსოფლოს ყველა დროის ფეხბურთელი გყავდეს და მას ადანაშაულებდე გუნდის შეუთამაშებლობაში რაღაც ასტრალის ზემოთაა უკვე. ანუ სუარესის მაგალითი საკმარისი აღარაა უკვე ახლა მესიც. როცა კუმანის მოსვლას ზარზეიმით აღნიშნავდა საიტის 90 პროცენტი სულ 5 ან ექვსი კაცი ვაპროტესტებდით, ისევე როგორც კოუტინიოს და გრიზმანს. მესიში კი არ არის პრობლემა პრობლემა არის ხელმძღვანელობა რომელიც საბედნიეროდ უკვე გამოიცვალა მაგრამ კუდები დატოვა, პრობლემა არის სწორხაზოვანი ტრენერი და პრობლემა არის ფეხბურთელები რომლებიც შეიძლება დიდებულები იყვნენ სხვა გუნდებში მაგრამ ბარსას ვერაფრით ვერ არგებენ ვერაფერს უბრალო მიზეზის გამო: ბარსას საფეხბურთო ფილოსოფია აბსოლიტურად განსხვავებული ფენომენია და საჭიროებს გუნდისთვის საჭირო კონკრეტულ ფეხბურთელებს, ისეთებს თუნდაც როგორიც კეიტა იყო.

    მახსოვს 2009 წლის შემოდგომაზე ანრი ჩაანაცვლეს პედროთი და ასე უცებ 1.67 სიმაღლის 22 წლის ბიჭმა მთელი მარცხენა ფლანგი ისე აითვისა, თითქოს 4-5 წელი აქ თამაშობდა...
    პეპი ათამაშებდა კუენკას,ტელოს და ახერხებდა აიმას, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გაზრდილიყვნენ, პროფესიონალად ქცეულიყვნენ და ბარსას ფილოსოფიას ყველაზე უკეთ ის გაიგებდა, ვინც აქ იყო გაზრდილი
    რატომ გარსიას დაბრუნება? ლა მასიელია და პეპი ენდობოდა
    რატომ მინგესა და არაუხო? იგივე მიზეზი
    დესტი? 20 წლისაა, კიდევ შეიძლება გამოთლა
    რატომ უნდა წავიდნენ ლენგლე-უმთითი?! ამას კიდევ კითხვა უნდა?
    ალბას შემცვლელი? ალბათ რომელიმე აკადემიის არზრდილი, მირანდა, ბალდე, მარმოლი
    ბუსკეტსის შემცვლელად ჟანდრო ორელანას დავაწინაურებდი და პუჩის მეტ სათამაშო დროს მივცემდი
    ლენგლეს,უმთითს,პიანიცას,კოუტინიოს,დემბელეს,გრიზმანს,ტრინკაუს და ბრაითვაიტს გავყიდდი
    9-იანზე?! ანსუ რა თქმა უნდა, მთავარია ტრავა მოირჩინოს და სკამისათვის აგუეროს მოვიყვანდი, რაც შეეხება დეპაის, უფრო ვინგერად ვენდობოდი დროებით, სანამ მის პოზიციაზე უფრო საიმედო შინაურ კადრს ვერ ვიპოვიდი
    დე ლა ფუენტე პედრო არაა, თუმცა ბარსა ბ-ში რამდენიმე ნიჭიერი ბიჭია კიდევ, მოვსინჯავდი თამამად, ხოლო ტრინკაოს ადგილას ალექს კოლადოს გამოვუცხადებდი ნდობას
    განა ასე რთულია?!
    ფანი [?]
    #29 9 მაისი 2021 12:46
    0
    ციტატა: GUGU MSN
    ის კომპიუტერი მანახეთ წინასწარ მეტყველი მაგის ვინდოუსს შევთხარე მე

    როგორ გაგვიქრეს ბევრ ფეხება ის იმენა ჩვენი იყი😀
    Culé [?]
    #28 9 მაისი 2021 12:46
    2
    ძალიან გამკვირვებია იმ ხალხის ვისაც მესის წასვლა და ახალი გუნდის აწყობა სურს. რაზე ვსაუბრობთ? მენტალობაზე? ანუ ის ადამიანები ვინც მენტალურად მესიზე არიან დამოკიდებულები თქვენი აზრით სხვაზე არ იქნებიან მომავალში დამოკიდებული? თუ როგორ ვქნათ მთელი გუნდი უნდა გავუშვათ? რაღაც აბსურდზე ვსაუბრობთ მგონი ხო? გუნდში მსოფლოს ყველა დროის ფეხბურთელი გყავდეს და მას ადანაშაულებდე გუნდის შეუთამაშებლობაში რაღაც ასტრალის ზემოთაა უკვე. ანუ სუარესის მაგალითი საკმარისი აღარაა უკვე ახლა მესიც. როცა კუმანის მოსვლას ზარზეიმით აღნიშნავდა საიტის 90 პროცენტი სულ 5 ან ექვსი კაცი ვაპროტესტებდით, ისევე როგორც კოუტინიოს და გრიზმანს. მესიში კი არ არის პრობლემა პრობლემა არის ხელმძღვანელობა რომელიც საბედნიეროდ უკვე გამოიცვალა მაგრამ კუდები დატოვა, პრობლემა არის სწორხაზოვანი ტრენერი და პრობლემა არის ფეხბურთელები რომლებიც შეიძლება დიდებულები იყვნენ სხვა გუნდებში მაგრამ ბარსას ვერაფრით ვერ არგებენ ვერაფერს უბრალო მიზეზის გამო: ბარსას საფეხბურთო ფილოსოფია აბსოლიტურად განსხვავებული ფენომენია და საჭიროებს გუნდისთვის საჭირო კონკრეტულ ფეხბურთელებს, ისეთებს თუნდაც როგორიც კეიტა იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 9 მაისი 2021 12:39
    0
    Gaucho24,
    გამოსავალი არის აკადემიაში და 2-3 ძლიერ ტრანსფერში, გრძელ სკამში და ფეხბურთელებუისგან ბოლომდე დახარჯვაში!
    მხსნელი არ მოვა, ვერ ვხედავ ვერავის, ვინც ამხელა ტვირთს წამოიკიდებს
    ჩავი?! მაესტრო კარგია, თუმცა წინასწარ დაანონსებულ-მოლოდინებით არ მართლდება ხოლმე და არ მინდა იმედგაცრუება
    მაშინ გავემგზავროთ ლიდსში და დაველეპარაკოთ გიჟს, ავანტურისტი და ყველაფერზე წამსვლელი ეგაა
    ან აგაშენებს, ან დაგაქცევს, ეგეთია სინიორ ელ ლოკო barca-6
    გულშემატკივარი [?]
    #26 9 მაისი 2021 11:04
    5
    ის კომპიუტერი მანახეთ წინასწარ მეტყველი მაგის ვინდოუსს შევთხარე მე
    გულშემატკივარი [?]
    #25 9 მაისი 2021 09:46
    2
    მოკლედ რა ეს 3-5-2 დაგვიწვეს ამ სქემითაც არაფერი გამოდის ფეხბურთელები თავიანთ მოვალეობას ვერ ასრულებენ.ჩელსიმ გვანახა თუ როგორ შეიძლება ამ სქემით თამაში იქიდან მაინც გადაიღოს კუმანმა თვითონ თუ ვერ ტვინავს.დესტზე და ალბაზე რამდენი რამეა დამოკიდებული მაგრამ ფაქტია ვერც შეტევას ეხმარებიან ვერც დაცვას დესტი ხომ მთელი თამაში გაუგრბარს თამაშობს.ნუ გრიზმანზე არაფერს ვამბობ.რამდენი შანსი რამდენი შანსი გავუშვით ხელიდან გადამწვეტ თამაშებში ლუზერის მენტალიტეტით გამოდიან ტიპები სასწაულის იმედად.თავიდან მიხაროდა რამდენი კარგი ახალგაზრდა იზრდება მეთქი მაგრამ ეხლა მხოლოდ არაუხოს იმედიღა მაქვს.
    Culé [?]
    #24 9 მაისი 2021 09:44
    4
    ვალვერდეს დანიშვნის დღიდან , სულ ერთიდაიგივე შეფასება მქონდა : სულ გვყავს მწვრთნელები , რომლებიც რაღაცა მაქინაციებით ფერარის საჭესთან მოხვდნენ , რენოს საჭიდან ან ოპელის და იმის შიშით , რომ არ დაამტვრიონ , სადზღვეო აგენტებივით დადიან ჩქაროსნულ გზაზე , სადაც მასთან ერთად ძალიან ბევრი სპორტქარია . ძმებ შუმახერებს შორის სხვაობა ის იყო , რომ რალფი სტაბილურად ქულებს იხვეჭდა და ცდილობდა სეზონის ბოლოს ხუთეულში მოხვედრილიყო . ეხლა წარმოიდგინეთ ფერარის საჭესთან მჯდომი შუმახერი , რომელიც ხუთეულზე ოცებოს და ამას მშვიდად შეჰყურებს ტოდტი ? ავანტიურისტი და შეტევაზე ოტიენტირებული მწვრთნელი სანამ არ გვეყოლება , სულ ასეთ მფგომარეობაში ვიქნებით .
    გულშემატკივარი [?]
    #23 9 მაისი 2021 09:29
    3
    ესეთი საწყალი ბარსელონა ალბათ არასდროს მინახავს! სადაც რამე უნდა დაემტკიცებინათ საერთოდ ვერაფერი ქნეს. საშინლად იმედგაცრუებული ვარ 🤦🏻
    გამოსავალი ჩემი აზრით არის მარტივი:
    უნდა წავიდეს ყველა ფრანგი!
    ლაპორტამ უნდა გაყიდოს იმდენი სანამ ჰალანდის ფული არ ექნება და ყველაფერი ქნას მაგ ბიჭის გადმოსაყვანად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 9 მაისი 2021 09:19
    3
    ეხლა ამ კუმანს რო წვეთი თავმოყვარეობა ქონდეს უნდა ადგეს თავისით წავიდეს. თუ დაიწყო ჯერ კონტრაქტი მაქვსო და რაღაცეები სულ წიხლის კვრით უნდა გააგდო. ამაზე უარესი რითი იყო ვალვერდე, ჩემპიონატებს მაინც იგებდა, ეხლა? ეხლა ის რომ ამ კუმანმა ყველა მეორეხარისხოვან გუნდს რეკორდების დამყარება უფლება მისცა ბარსასთან.
    Culé [?]
    #21 9 მაისი 2021 03:15
    5
    ნაწილობრივი დეჟავუ ! გადავხედოთ წარსულს და ავხსნი თუ რატომ ნაწილობრივი დეჟავუ.. პსჟ-დან ბარსელონაში ბრაზილიელი ჯადოქარი გადმოვიდა , ამ ორ გუნდს რაც არ უნდა ცუდი სახსენებელი იყოს რაღაც კავშირი აქვთ , ჯადოქართან ერთად დაიწყო ახალი ეპოქა , მან ხალხს ფეხბურთი შეაყვარა , კლუბი შეაყვარა , სიამოვნებას ანიჭებდა და ტიტულებს იგებდა , მისი კალთის ქვეშ კი მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იზრდებოდა.. ლაპორტა მაშინაც და ახლაც პრეზიდენტია , მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კი უკვე მასწავლებლის როლში უნდა გვევლინებოდეს და თავის ტახტზე მემკვიდრეს უმზადებდეს ადგილს მაგრამ კვლავ პსჟ სა და ბარსელონას უხილავი კავშირი , არ ვადარებ მაგრამ დღესდღეობით თუ ვინმეზე ბრაზილიელი ჯადოქრის დაძახება შეიძლება ეს ნეიმარია და ნეიმარი ბარსადან პსჟში გადავიდა , მისი გზა რონისგან განსხვავებულია , რონი პსჟდან ბარსაში გადმოვიდა და ტიტულები მოიგო , ნეიმ კი ყველაფერი პირიქით გააკეთა , თუმცა მივყვეთ ბარსელონას.. მწვრთნელი ჰოლანდიელი , რომელიც ტაქტიკას ცვლის , ახალგაზრდებს ასე თუ ისე ენდობა , საძირკველს უყრის მომავალ უძლიერეს გუნდს და მიდის , მიდის ისე რომ კვალი დატოვა , ამ დროს კი ლაპორტას კრუიფი ურჩევს რომ მოურინიოს მაგივრად გუარდიოლა მოიყვანოს მთავარ გუნდში და ამან რა შედეგიც გამოიღო ყველამ ვნახეთ.. 2021 წელი , გუნდში ჰოლანდიელი მწვრთნელი , ახალ გუნდს უყრის საძირკველს , ახალგაზრდებს შანსს აძლევს და მათ განვითარებაში ეხმარება , მკვდარ გუნდს იმედს უსახავს , ტაქტიკას ცვლის და მიდის.. ლაპორტა ისევ პრეზიდენტის სკამზე ზის და ალბათ ახლა უკვე პატარა კრუიფი ურჩევს პატარა გუარდიოლას მოყვანას , მიუხედავად იმისა რომ გზები განსხვავებულია ის მაინც მუდამ შერაცხული იქნება პეპის მემკვიდრედ , ვინ იქნება მოურინიო და რა არჩევანს გააკეთებს ბატონი ჟოანი ვნახავთ , მაგრამ მანამდე მეფეს ჭირდება მემკვიდრე , შეიძლება პატენტი რონალდინიო პსჟში პატენტ მესის ასწავლიდეს რამეს , მაგრამ ყველამ ვიცით რომ რამდენად დიდებული ფეხბურთელიც არ უნდა იყოს ან გახდეს მბაპე , არც ნეიმარია რონალდინიოს ნახევარი და არც მბაპე იქნება მესის მეოთხედი , მაგრამ ვინ იქნება მემკვიდრე? რაიკარდის რეინკარნირებული ვერსია კუმანია , პეპის - ხავი , რონალდინიოს პატენტი ვერსია ნეიმარი , მხოლოდ ლაპორტა რჩება უცვლელი ამ ნაწილობრივ დეჟავუში , მაგრამ მეფეს მემკვიდრე ჭირდება და სანამ ცუდი პარალელით ვინმე მილანის ყალბი მეფის ყალბ მემკვიდრე ჰოლანდს დაასახელებთ , ის რონალდოს ნახევარიც ვერ იქნება , და ვითომ ფატი? არამგონია , სამწუხაროდ , მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ისტორიის დასასრული , მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება შორს იყოს , ეს ან დასასრულის დასაწყისია ან დასაწყისის დასასრული , დასასრულამდე კი მეფეს ჯერ ტიტულები წყურია , რადგანაც მისი ტახტის მსურველ მოღალატეებს თავები მოაჭრას , ამისთვის კი არმიაა საჭირო , ვნახოთ შემდეგ ომამდე დარჩენილ 3-4 თვეში რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდის მთავარსარდალი , ბატონი ჟოანი და იმედი ვიქონიოთ ცარიელ რკინის ტახტზე მოულოდნელად ასულ ბრანს არ ვიხილავთ , გრიზმანის სახით...
    Culé [?]
    #20 9 მაისი 2021 01:35
    0
    კუმანი კარგი მწვრთნელია ასე თუ ისე,
    უფრო ფეხბურთელების ბრალია ეს წარუმატებლობის კასკადი. მანამდე აჭკარიკას დამსახურება იყო.
    თუ ფებურთელების მასობრივი წმენდა და გაშვება არ დაიწყო, არაფერი ეშველება ამ კლუბს.
    იმედია მესიც წავა პრემიერლიგაში.
    გულშემატკივარი [?]
    #19 9 მაისი 2021 01:20
    1
    კაროჩე ხავი უნდა მოვიდეს რა არც გვარდიოლა იცოდა არავინ ვინ იყო მარა რაც ქნა ვიცით ხავი საინტერესო პიროვნებაა და ტვინია ჩვეულებრივი და ლამპარდის და პირლოს შედარება არამგონია სწორი იყოს მე ჩავი უფრო ტაქტიკურად ჭკვიანი მგონია და მაქვს ნანახი მისი გუნდის თამაში რა ჩემპიონატშიც არ უნდა იყო ყველას ყავს მისი დონია გუნდებინდა ჩავის გუნდი მისი დონის გუნდებს ანადგურებს ლამაზი თამაშიდაც კი სადღაც არაბეთში მარა ამას არააქ მნიშვნელობა მთავარია ვიცი ვინცაა ჩავი და დროა ახალი დაიწყოს რაღაც ახალი ეპოქა თავის გარისკვით რომელიც ჩავის სახელით მოვა იმედია ასე იქნება და იმასაც ვიტყვი რო კუმანმა რაღაც კაი მაინც გააკეთა არაა ხო კრუიფი და ტაქტიკოსი მარა გუნდი ჩიხურას დონეზე იყო და ახლა რაღაც იმედი მაინცაა და ამ იმედს ჭირდება ჩავი რომელიც ჩაუდგება სათავეში გუნდს ისე როგოეც გვარდიოლა და ლუის ენრიკემ გააკეთეს
    ფანი [?]
    #18 9 მაისი 2021 00:48
    0
    ხავის ბრაზუნის ხმა რაღაც არ გამიგია მე. დანარჩენში ვეთანხმები ყველაფერში. ტენ ჰააგის კონტრაქტის გახანგძლივებაც წესით არ უნდა იყოს პრობლემა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 9 მაისი 2021 00:31
    3
    მარტო გაშვება არაა საკმარისი კარგად უნდა გაიგდონ წიხლქვეშ და მერე გაუშვან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #16 9 მაისი 2021 00:26
    4
    ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ვის ყავს ჩვენზე მაგარი შემაგდენლობა ერთი საინტერესოა...დროს ჩამორცენილ ტრენერებს რომ აბარებენ ამ გუნდს პრობლემა არის ეს მოეყავნათ ვინმე თანამედროვე ახალგაზრდა ტრენერი...აგერ ტუხელი ჩამოწერილი ჩელსეა გაიყვანა და პსჟ არ დაგვავიწყდეს მერე რა რომ ბამპე ნეი ყავდა უკან ვინ ყავდა რომ??? ტიპი 5 მცველით ტამაშობს და სულ გოლს უშვებს ხო უნდა მიხვდეს რომ ჯობია შეტევა გაძლიეროს ბარსას სულ ესე იყოო არასდროს იყო დაცვაში ძლიერი შეტევის და აგრესიის ხარჯზე იგებდა...აქ ვიღაცები მესიის რომ აკრიტიკებენ მართლა მეცოდებიან ((( წარმოგდინეთ ზაფხულში რომ მესი წასულიყო ოთხეულში მოხვდებოდა კუმანი??? მაგის ვისაც გჯერათ ძალიან შორს ხართ...)))))))))))))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 9 მაისი 2021 00:06
    0
    ეხლა რასაც ვხედავ, ბარსა არის ატლეტიკოს დონის გუნდი
    კუმანმა ჩაიბარა ხეტაფეს დონემდე დაშვებული გუნდი, რომელსაც ყავდა მესი
    მადლობა დესტი-არაუხო-მინგესა-პედრი-მორიბასათვის, ეს ხუთი ბიჭი რომ გამოაჩინა მნიშVნელოვანია და ვხედავ, რომ სამუშაო მართლა გასწია
    მაგრამ არის ის, რაც ან შეგიძლია ან არ შეგიძლია, რაღაც ზღვარი
    რატომ არ მინდა ემერი? იმის გამო, რომ აქვს ზღვარი, რის იქეთ ვერაფერს იზამს
    იგივე მსგავსი კატეგორიისა ვინცაა
    რატომ არ მინდა ტენ ჰაგი? იმის გამო რომ დაცვა რა არის აზრზე არაა ტიპი
    რატომ არ მინდა ალეგრი? იმის გამო, რომ სვარკაა, პრაგმატული სვარკა
    ვის ჩავაბარებდი გუნდს? კარლეს პუიოლს აქვს სამწვრთნელო ლიცენზია? აი ვინ მოხოდავდა და მომართავდა გამარჯვებისკენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 8 მაისი 2021 23:54
    1
    მოდი თავი დავანებოთ ტიტულებს, შევხედოთ რას და როგორ თამაშობს გუნდი. საშუალო დონის გუნდებს ვერ ვუგებთ, თუ ვუგებთ გაჭირვებით, სანახაობა სვარკა.
    Culé [?]
    #13 8 მაისი 2021 23:39
    3
    ძალიან ბევრია გასაშვები ძალიან ბევრი მწვრთნელიანად მაგრამ პირველ რიგში პიკეე უნდა წავიდეს პიკეეეეეეეეეე!!!!!ჯადო გახდა
    მწერალი [?]
    #12 8 მაისი 2021 23:38
    2
    Albicelecte,
    კაი რა სარი : ))) გამისკდება კიდეც გული