ვალენსია VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

ვალენსია VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

"ბარსამ" მოიგო თავის შეხვედრა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. "ატლეტიკოსთან" თამაშის წინ კარგიც ბევრი ვნახეთ და ცუდიც. კარგი იმას ეხება, რომ გუნდი კოლექტიურად და ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან ბევრს მოძრაობს შეტევის დროს, რაც ბურთით მყოფ ფეხბურთელს საშუალებას აძლევს შეტევის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი აარჩიოს, ცუდი კი ის არის, რომ ინდივიდუალურ სისწრაფეებზე "ვალენსიას" ძალიან ჩამოვრჩით და ლა ლიგაში კიდევ უამრავი გუნდი მოიძებნება, რომელიც ამ კომპონენტში აღგვემატება. 

დაცვითი მხარე

მეტოქეები ამ სეზონში ძირითადად მარცხენა ფლანგიდან გვიტევენ, ჩვენი მარჯვენა ფლანგი ყველაზე სუსტია, რადგან არც სერჟინიო დესტია ძლიერი მცველი და არც სერჟი რობერტო, ამას ემატება ცენტრალური მცველის პრობლემაც, მინგესა ძალიან ხშირად უშვებს პოზიციურ შეცდომებს, ხოლო ტრავმის შემდეგ არც არაუხო ჩამორჩა ამ ამბავში. 

ვიდეოშიც კარგად ჩანს მათი პოზიციური თუ ინდივიდუალური შეცდომები. 

აქვე გამოჩნდა, რომ პიკეს გამოცდილებაც აღარ შველის მანძილის მოსაგებად, ძალიან შენელებულია და როცა გუნდი მაღალი დაცვით თამაშობს და ზურგს უკან სივრცე რჩება, ეს განსაკუთრებით სახიფათო ხდება. 

უჩვეულოდ არაორგანიზებულად ითამაშა ნახევარდაცვის ტრიომ, რამდენჯერმე ცენტრი სამივემ დატოვა, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო და მეტოქის შეტევებიც გაგვეპარა. 

ალბა კი ერთხელ შეცდა, როცა დაცვაში სწრაფად დაბრუნება ვერ მოასწრო. 

შემტევი მხარე

ორგანიზებული შეტევა ბევრი ვნახეთ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გრიზმანის მოქმედებები, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ, თუმცა, იგივეს გავიმეორებ, მის შემთხვევაში შეტევის გაგრძელების საშუალებას კოლექტიური მოქმედება იძლეოდა, საჯარიმოს სიახლოვეს გრიზმანს რამდენიმე ვარიანტი ექმნებოდა შეტევის გასაგრძელებლად და როგორც წესი, კარგ ვარიანტს არჩევდა. 

სხვა შემთხვევაში კი იგივე ვნახეთ, დე იონგის შერბენები და ჟორდი ალბას ჩარბენები ფლანგზე, უკვე ყველამ იცის, რომ ამას ვაკეთებთ, მაგრამ მაინც მუშაობს, რადგან ძალიან კარგად გრძნობენ საჭირო მომენტს. 

გოლები

"ვალენსიას" პირველ გოლზე აღსანიშნავია ლანგლეს შეცდომა, არანაირი დარღვევა არ ყოფილა, უბრალოდ გააბითურეს, რამდენიმე წამით ადრე, იგივე მანევრი გაუკეთეს დე იონგს, მაგრამ ფრენკიმ თავის დაცვა შეძლო, აი ლანგლემ ვიზავი დაკარგა და დავისაჯეთ. 

ჩვენს პირველ გოლს რაც შეეხება, ბუსკეტსს დააკვირდით, გაცილებით სწრაფ ფეხბურთელებზე უკან არის, მაგრამ ორი ფაქტორის წყალობით მეტოქეებს დაასწრო. პირველი მიზეზი არის ის, რომ შესამჩნევად უკან იდგა, რითიც ყურადღებას არ იქცევდა, მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ მესისთან ერთად აკრიფა სისწრაფე და სანამ "ვალენსიელები" სასტარტო სისწრაფეს იღებდნენ, მანამდე სერჟიო უკვე საჯარიმოში იყო. 

ან გამოცდილება დაარქვით ამას, ან გონიერება, რაც გინდათ ის დაარქვით, ფაქტია, რომ იდეალურად კითხულობს თამაშს.

ერთიც ჩვეული გოლი გვაქვს, დე იონგის შერბენით და დანარჩენ ორ გოლს ანალიზის არ სჭირდება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #6 5 მაისი 2021 16:24
    0
    სამივე მცველი იჩაგრება სისწრაფეში.როგორ მინდა კუნდე იყიდონ ძაან მაგარი.ბიჭია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 მაისი 2021 11:43
    0
    "ვალენსიას" პირველ გოლზე აღსანიშნავია ლანგლეს შეცდომა, არანაირი დარღვევა არ ყოფილა, უბრალოდ გააბითურეს, რამდენიმე წამით ადრე, იგივე მანევრი გაუკეთეს დე იონგს, მაგრამ ფრენკიმ თავის დაცვა შეძლო, აი ლანგლემ ვიზავი დაკარგა და დავისაჯეთ.
    პირველ გოლზე აღსანიშნავი უფრო პედრი-შტეგენის ჭიდაობა იყო მეკარის მოედანზე. ლანგლეს ვიზავამდე ეს ბურთი საერთოდ არ უნდა მისულიყო, თუ არადა რაღა მეკარეა შტეგენი, რისთვის დგას კარებში, თავის გუნდელს რო ებრძოლოს?

    ციტატა: BEQA BARCA
    სიტის სტადიონზე რა ყრია????

    მაისის თოვლი!!!
    გულშემატკივარი [?]
    #4 4 მაისი 2021 22:58
    0
    ბუსკეტსი კიარა კუსკეტსია უკვე მოედანზე 21 ვე ფეხბურთელზე ზანტი :დ როგორც სწრაფად აზროვნებს ისე ნელა დარბის :დ
    კარგი ანალიზია პირველი გოლის დროს ძალიან ეშმაკური კომბინაცია იყო 22 ნომერმა არაუხო რამის მოედნიდან გაიყვანა ერთადერთი დეიონგი მოიქცა ჭკვიანურად მიხვდა რაც ჰქონდა ჩაფიქრებული და საიდანაც შეიძლებოდა ხიფათი შეექმნათ და ზუსტად იქ დახვდა ლენგლე კი....
    Culé [?]
    #3 4 მაისი 2021 22:57
    0
    სიტის სტადიონზე რა ყრია????
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #2 4 მაისი 2021 22:26
    2
    ზატო კუმანი რეფერის ანალიზს აკეთებს ეგრევე საკაიფოს :D
    წევრი [?]
    #1 4 მაისი 2021 22:01
    2
    კარგი ხარ ფეოლა,კარგი.კუმანის ნაცვლად შენ, რომ იყო ბარსას მწვრთნელი უკეთესი გუნდი ვიქნებოდით. smile smile smile